განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
110100118002733495
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002733495

№1/ბ-123-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----ან ვ-----ას ძე ჩ-------ის მიმართ, დაბადებული: 2-.02.1----–--–-- პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის, სოფელი პ------–--------;

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით მ------ნ ჩ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ - 2018 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ - 2018 წლის 23 ოქტომრბის ეპიზოდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ------ნ ჩ-------ემ, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით თმებში მოკიდა ხელი მეუღლეს - მ--ა პ--------ეს, წააქცია ძირს და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ზურგის და ფეხის არეში, რის შემდეგაც ხელჯოხი დაარტყა ამ უკანასკნელს ზურგსა და მარცხენა მკლავზე. ამ დროს, ლ---- ჩ-------ე და ლ---- ჩ-------ე შეეცადნენ მამის შეჩერებას, თუმცა, მ------ნ ჩ-------ემ განაგრძო რა ძალადობა, წინასწარი შეცნობით საკუთარ არასრულწლოვან შვილებს - ლ---- ჩ-------ეს და ლ---- ჩ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ - ლ---- ჩ-------ეს მოქაჩა თმებში და ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, ხოლო ლ---- ჩ-------ეს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნული ქმედებებით მ--ა პ--------ემ, ლ---- ჩ-------ემ და ლ---- ჩ-------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 10:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ------ნ ჩ-------ემ, განაწყენების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით თმებში მოკიდა ხელი მეუღლეს - მ--ა პ--------ეს, წააქცია ძირს და ორჯერ დაარტყა ხელი სახეში. ამ დროს ლ---- ჩ-------ე შეეცადა მამის შეჩერებას, თუმცა მ------ნ ჩ-------ემ განაგრძო რა ძალადობა, წინასწარი შეცნობით საკუთარ არასრულწლოვან შვილს - ლ---- ჩ-------ეს არასრულწლოვანი ლ---- ჩ-------ის თანდასწრებით ხელი დაარტყა თავის არეში. აღნიშნული ქმედებებით მ--ა პ--------ემ და ლ---- ჩ-------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით მ------ნ ჩ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი); სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2- ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2- ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა - სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2- ოქტომბრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ მ------ნ ჩ-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ვ-----ნგ ნ------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ნ ჩ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - მ--ა პ--------ის, ლ---- ჩ-------ისა და ლ---- ჩ-------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - ვ----–-----–---–--------------–---–--- და მ------ნ ჩ-------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მ--ა პ--------ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ მ------ნ ჩ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ მ------ნ ჩ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------გ ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი მ------ნ ჩ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

მ------ნ ჩ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი); სსკ-ის 1261- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2- ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2- ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა - სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 2- ოქტომბრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ მ------ნ ჩ-------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

მ------ნ ჩ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის საოქმო განჩინებით მ------ნ ჩ-------ის (პ/ნ 2----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: თერჯოლის რაიონი სოფელი ზედა საზანო, საკადასტრო კოდით N3--1--4--3----

მ------ნ ჩ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 2- ოქტომბრიდან, 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კაბა, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელჯოხი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სსიპ 112-ს ჩანაწერი ,,CD’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. ლ---- ჩ-------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე