განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/908-18
საქმე №330310017002098029
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ----- გ---–----ი
წარმომადგენელი - ი---------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ლ---- ბ---------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ----- გ---–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ნ----- გ---–----ის 0-------- განაცხადის საფუძველზე, ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად, განახორციელა მოსარჩელის ოჯახის საჭიროებების შესწავლა და დაადგინა, რომ მისი ოჯახი ფლობს ალტერნატიულ ფართს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს განემარტა, რომ ალტერნატიული ფართის ფლობის გამო მისი ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.
2.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 ივნისის N0------------- გადაწყვეტილებაზე ნ----- გ---–----მა წარადგინა საჩივარი და მოითხოვა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. 2017 წლის 17 აგვისტოს მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, სადაც მითითებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე: ლ------ის რაიონში, სოფ.ჩ------–ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა 2005 წელს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად; ნ----- გ---–----მა ,,საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე’’ განაცხადი შეავსო 2015 წლის სექტემბერში; განაცხადის მიხედვით, ოჯახის შემადგენლობაში შედიან მისი მეუღლე - შ----- მ-–---–---ი და შვილი - ი-----–- მ-–---–---ი. ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი გააჩნია ლ------ის რაიონში, სოფ. ნ-----ში, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს ნ----- გ---–----ის მეუღლე შ----- მ-–---–---ი. შ----- მ-–---–---ის პირადობის მოწმობის მონაცემების მიხედვით რეგისტრირებულია ლ------ის რაიონი, სოფ. ნ-----ში. ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის მიხედვით, მისი საცხოვრებელი ადგილია სოფ. ნ-----ი. ამ სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და შ----- მ-–---–---იც სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით; გარდა აღნიშნულისა დ. ლ------ი, თ------------------- მდებარე შენობაში არსებული საცხოვრებელი ბინა, რომელიც წლების განმავლობაში და ,,საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე’’ განაცხადის შევსების პერიოდისათვის, 2015 წელს იყო ნ----- გ---–----ის საკუთრებაში და მხოლოდ განაცხადის შევსების შემდგომ, 2016 წელს გადავიდა მისი სიძის გ---------------–---–ის საკუთრებაში, მათ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე; მოპასუხემ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, 2005 წლის მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2005 წელს-სტიქიური მოვლენის მოხდენის დროისათვის ნ----- გ---–----ის ოჯახის წევრს ი-----–- მ-–---–---ს საკუთრებაში ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის” მე-2 მუხლის მე-11 პუნქტზე მითითებით, საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული.
2.3. ნ----- გ---–----მა 2015 წლის 2 სექტემბერს შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი. განაცხადში მითითებულია ოჯახის შემადგენლობა: ნ----- გ---–----ი, შ----- მ-–---–---ი და ი-----–- მ-–---–---ი. მის განაცხადს პირველადი შეფასებით მიენიჭა 18 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია - 10 ქულა, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირი - 1 ქულა, პენსიონერი - 1 ქულა, სხვა საცხოვრებელი არ აქვს - 6 ქულა).
2.4. ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 8 ნოემბრის N0------ წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ აღნიშნული ოჯახი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს მისამართზე - დ. ლ------ი, თ---------------------, 2017 წლის 3 მაისს სამინისტროში გამოცხადნენ განმცხადებელი ნ----- გ---–----ი და მისი მეუღლე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ ოჯახსა და მოქალაქე გ---------------–---–ს შორის, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით შედგა გარიგება, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება შეიძინა გ---------------–---–მა, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის მონაცემებით.
ნ----- გ---–----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დაზუსტება-გადამოწმების მიზნით მონიტორინგის მიერ მოკვლეულ და დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელის ოჯახი 2016 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა შვილზე ნ--- მ-–---–---ზე.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 16 მაისის სატელეფონო ოქმის თანახმად, სამინისტროს თანამშრომელი ნ------------- ზემოაღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2017 წლის 10 მაისს თავისი კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა მოქალაქე გ---------------–---–ს ტელეფონის ნომერზე 5--------, რომელმაც შეკითხვაზე შედგა თუ არა მასსა და მოქალაქე ნ----- გ---–----ს შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული რაიმე ტიპის გარიგება, მიაწოდა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ არ იცნობდა ნ----- გ---–----ს და იცნობდა მხოლოდ ნ----- გ---–----ის შვილს ი-----–- მ-–---–---ს, რომელსაც მართებდა მისი ვალი 6000 აშშ დოლარი და აღნიშნული ვალის სანაცვლოდ შედგა ი-----–- მ-–---–---სა და მას შორის გარიგება.
მ-–---–---ის ოჯახსა და გ---------------–---–ს შორის არსებული სავარაუდო ნათესაური კავშირის გარკვევის მიზნით, 2017 წლის 16 მაისს, 15.46 საათზე, სამინისტროს თანამშრომელი ნ------------- კვლავ დაუკავშირდა გ---------------–---–ს ტელეფონის ნომერზე 5-------- და შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა მასსა და მ-–---–---ების ოჯახს შორის ნათესაური კავშირი, განაცხადა, რომ მისი მეუღლე არის მ-–---–---ი, ხოლო შეკითხვაზე რა ტიპის ნათესაური კავშირი არსებობს მის მეუღლესა და მ-–---–---ების ოჯახს შორის, განაცხადა, რომ მისი მეუღლე ნ--- მ-–---–---ი არის ნ----- გ---–----ის და შ----- მ-–---–---ის შვილი.
2.5. ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 08 ნოემბრის N0------ წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ დაბა ლ------ში, თ-------------------ში მდებარე კორპუსში ცხოვრობს 6 (ექვსი) ოჯახი, რაც შეეხება ნ----- გ---–----ის ბინას, იგი საცხოვრებლად უვარგისია, კერძოდ, საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს.
2.6. 2017 წლის 5 აპრილის და 01 მაისის გადამოწმებების ოქმით დადგენილია, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დამეწყრილ ტერიტორიაზე, აღნიშნული პროცესების განვითარება მოხდა 2005 წელს, რა დროსაც ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით, 25 მეტრამდე მთლიანად დაიფარა მეწყერით. მათ შორის აღნიშნული სახლიც დაზიანდა და პირველი სართული მთლიანად მოექცა მიწისქვეშ. ოჯახი 2005 წლიდან მიგრირებულია და ცხოვრობს ქ. თბილისში, ამჟამად ოჯახი განაცხადში მითითებული შემადგენლობით ცხოვრობს ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ქირით, ბინა ეკუთვნის მოქალაქე კ----------------ს. გამგეობიდან ბინა არ მიუღია ოჯახს, ჰქონდათ შეთავაზება კ------- რეგიონში განსახლების, რაზეც განმცხადებელმა უარი თქვა. დაზიანებული სახლი ეუთვნის ნ----- გ---–----ს, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ მინიჭებული დაზარალებულის კატეგორია შეესაბამება არსებულ მდგომარეობას და აღნიშნული წარმოადგენს პირველ კატეგორიას. ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 8 ნოემბრის N0------ წერილით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ოჯახი ფლობდა საცხოვრებელ სახლს დაბა ლ------ში, თ------------------, რომელიც საჭიროებს მხოლოდ სარემონტო სამუშაოებს და საექსპლუატაციოდ ვარგისია. გადამოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღო სამინისტროს წარმომადგენლებმა და ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეს ადასტურებენ ხელმოწერით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 15 ივნისის №0---------- და 2017 წლის 17 აგვისტოს №0------------- გადაწყვეტილებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
2.8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს პროცედურა არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის (ეკომიგრანტის) განსახლებისა და საცხოვრებელი სახლის კანონმდებლობით საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის წესს. მოცემული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
დადგენილია, რომ ნ----- გ---–----ის ოჯახი წარმოადგენს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახს. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
2.9. ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტიცებული პროცედურის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. დაზარალებული ოჯახებისათვს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს დაზარალებულებს მიეცეთ საშუალება წარადგინონ შესაბამისი განაცხადი საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე. საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული N2 დანართის მიხედვით ,,საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა’’, რასაც თან უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა და ა.შ.)
პროცედურის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მითითებული მუხლის მე-11 პუნქტით, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე კი განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 2 სექტემბერს შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი. ნ----- გ---–----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დაზუსტება-გადამოწმების მიზნით მონიტორინგის მიერ მოკვლეულ და დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის ოჯახი 2016 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა შვილზე ნ--- მ-–---–---ზე. აღნიშნული ოჯახი ასევე ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს მისამართზე - დ. ლ------ი, თ----------------------ში, რომელიც ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადააფორმა სიძის - გ---------------–---–ის საკუთრებად. ამდენად, კომისიამ წარდგენილი მასალების შესწავლისა და შეფასების შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რის გამოც ამ ეტაპზე არ საჭიროებდა განსახლებას.
2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხსენებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ზემოაღნიშნული ბრძანებით რეგულირდება რა ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, თითოეული ამ ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და ეკომიგრანტის მიერ წარდგენილ ინფორმაციის გათვალისწინებით, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. მონაცემთა ბაზაში დაფიქსრებული საბოლოო შეფასების გათვალსწინებით, კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონრეტული ეკომიგრატი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემ დეპარტამენტს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც უარყოფდა ან გააქარწყლებდა მოპასუხის მიერ მოძიებულ ინფორმაციას, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების კანონთან შეუსაბამობის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და წინააღმდეგობაში არ მოდის სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებთან.
2.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას. გასაჩივრებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, ასევე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირვველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ვინაიდან არ არსებობს ნ----- გ---–----ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სამინისტროს უარის ბათილად ცნობის საფუძვლები, სარჩელი მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც უსაფუძვლოა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ მოსარჩელე ფლობდა ალტერნატიულ ფართს. ნ----- გ---–----ი არ ფლობს რაიმე ფართს და წლების მანძილზე ცხოვრობს ქირით, რაც დასტურდება ადმინისტრაციული წარმოების მასალებითაც. კერძოდ, 2005 წელს ლ------ის რაიონში, სოფელ სოფჩ------–ში მომხდარი სტიქიური მოვლენის, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად სრულად განადგურდა 4- ოჯახის საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, მსხვილფეხა საქონელი და სრული ქონება. ადგილობრივი მთავრობის მიერ დადგენილ იქნა ზარალის სრული ოდენობა, სოფელში მდებარე 4- საცხოვრებელი სახლი მეწყერის შედეგად დაფარული იყო მიწით, ზონა გამოცხადდა მეწყერსაშიშ ზონად და მაცხოვრებლებს აღუთქვეს დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით ან ტოლფასი ფულადი კომპენსაციით. აღნიშნულის შედეგად დაკმაყოფილდა თითქმის ყველა დაზარალებული, ხოლო აპელანტი დღემდე უშედეგოდ ელოდება კუთვნილ სახელმწიფო დახმარებას და ცხოვრობს ქირით სარჩელში მითითებულ მისამართზე. ყოველთვიური ქირის თანხის გადახდა კიდევ უფრო აუარესებს მის მატერიალურ მდგომარეობას. ნ----- გ---–----მა მიმართა მოპასუხეს საცხოვრებლი ფართის შეძენის დანიშნულებით მისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფის მოთხოვნით და 2017 წლის 15 ივნისის წერილობითი პასუხით ეცნობა, რომ ალტერნატიული ფართის ფლობის გამო მისი ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას. ნ----- გ---–----ი კი ალტერნატიულ ფართს არ ფლობს და წლების მანძილზე ცხოვრობს ქირით, ხოლო ქირის თანხას გადახდაში, განსხვავებით სხვა დაზარალებულებებისგან, სამინისტრო არ ეხმარება. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ეთქვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ნ----- გ---–----ის 0-------- განაცხადის საფუძველზე, ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად, განახორციელა ნ----- გ---–----ის ოჯახის საჭიროებების შესწავლა და დაადგინა, რომ მისი ოჯახი ფლობს ალტერნატიულ ფართს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს განემარტა, რომ ალტერნატიული ფართის ფლობის გამო მისი ოჯახი ამ ეტაპზე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას.
4.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 15 ივნისის N0------------- გადაწყვეტილებაზე ნ----- გ---–----მა წარადგინა საჩივარი და მოითხოვა აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს N0------------- გადაწყვეტილებით ნ----- გ---–----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა შემდეგ გარემოებებზე: ლ------ის რაიონში, სოფ.ჩ------–ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა 2005 წელს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად; ნ----- გ---–----მა ,,საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე’’ განაცხადი შეავსო 2015 წლის სექტემბერში; განაცხადის მიხედვით, ოჯახის შემადგენლობაში შედიან მისი მეუღლე - შ----- მ-–---–---ი და შვილი - ი-----–- მ-–---–---ი. ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი გააჩნია ლ------ის რაიონში, სოფ. ნ-----ში, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს ნ----- გ---–----ის მეუღლე შ----- მ-–---–---ი. შ----- მ-–---–---ი, პირადობის მოწმობის მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულია ლ------ის რაიონი, სოფ. ნ-----ში. ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, მისი საცხოვრებელი ადგილია სოფ. ნ-----ი. ამ სოფელს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და შ----- მ-–---–---იც სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით; ლ------ში, თ--------------------ში მდებარე შენობაში არსებული საცხოვრებელი ბინა, რომელიც წლების განმავლობაში და ,,საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე’’ განაცხადის შევსების პერიოდისათვის, 2015 წელს იყო ნ----- გ---–----ის საკუთრებაში და მხოლოდ განაცხადის შევსების შემდგომ, 2016 წელს გადავიდა მისი სიძის გ---------------–---–ის საკუთრებაში მათ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე; ასევე, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების მიხედვით, 2005 წლის მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2005 წელს - სტიქიური მოვლენის მოხდენის დროისათვის ნ----- გ---–----ის ოჯახის წევრს - ი-----–- მ-–---–---ს საკუთრებაში ჰქონდა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------.
4.6. ნ----- გ---–----მა 2015 წლის 2 სექტემბერს შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი. განაცხადში მითითებულია ოჯახის შემადგენლობა: ნ----- გ---–----ი, შ----- მ-–---–---ი და ი-----–- მ-–---–---ი. მის განაცხადს პირველადი შეფასებით მიენიჭა 18 ქულა (საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორია - 10 ქულა, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირი - 1 ქულა, პენსიონერი - 1 ქულა, სხვა საცხოვრებელი არ აქვს - 6 ქულა).
4.7. ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 8 ნოემბრის N0------ წერილით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ აღნიშნული ოჯახი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს მისამართზე - დ. ლ------ი, თ---------------------. 2017 წლის 3 მაისს სამინისტროში გამოცხადნენ განმცხადებელი ნ----- გ---–----ი და მისი მეუღლე, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ ოჯახსა და მოქალაქე გ---------------–---–ს შორის ქონებასთან დაკავშირებით შედგა გარიგება, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონება შეიძინა გ---------------–---–მა, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის მონაცემებით.
ნ----- გ---–----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დაზუსტება-გადამოწმების მიზნით მონიტორინგის მიერ მოკვლეულ და დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელის ოჯახი 2016 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა შვილზე ნ--- მ-–---–---ზე.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 16 მაისის სატელეფონო ოქმის თანახმად, სამინისტროს თანამშრომელი ნ------------- ზემოაღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2017 წლის 10 მაისს თავისი კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან დაუკავშირდა მოქალაქე გ---------------–---–ს ტელეფონის ნომერზე 5--------, რომელმაც, შეკითხვაზე შედგა თუ არა მასა და მოქალაქე ნ----- გ---–----ს შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული რაიმე ტიპის გარიგება, აღნიშნა, რომ არ იცნობდა ნ----- გ---–----ს და იცნობდა მხოლოდ ნ----- გ---–----ის შვილს ი-----–- მ-–---–---ს, რომელსაც მართებდა მისი ვალი 6000 აშშ დოლარი და აღნიშნული ვალის სანაცვლოდ შედგა ი-----–- მ-–---–---სა და მას შორის გარიგება.
მ-–---–---ის ოჯახსა და გ---------------–---–ს შორის არსებული სავარაუდო ნათესაური კავშირის გარკვევის მიზნით, 2017 წლის 16 მაისს, 15:46 საათზე, სამინისტროს თანამშრომელი ნ------------- კვლავ დაუკავშირდა გ---------------–---–ს ტელეფონის ნომერზე 5-------- და შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა მასა და მ-–---–---ების ოჯახს შორის ნათესაური კავშირი, განაცხადა, რომ მისი მეუღლე არის მ-–---–---ი, ხოლო შეკითხვაზე რა ტიპის ნათესაური კავშირი არსებობს მის მეუღლესა და მ-–---–---ების ოჯახს შორის, განაცხადა, რომ მისი მეუღლე ნ--- მ-–---–---ი არის ნ----- გ---–----ის და შ----- მ-–---–---ის შვილი.
4.8. ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 08 ნოემბრის N0------ წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეცნობა, რომ დაბა ლ------ში, თ-------------------ში მდებარე კორპუსში ცხოვრობს 6 (ექვსი) ოჯახი, რაც შეეხება ნ----- გ---–----ის ბინას, იგი საცხოვრებლად უვარგისია, კერძოდ, საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს.
4.9. 2017 წლის 5 აპრილის და 01 მაისის გადამოწმებების ოქმით დადგენილია, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს დამეწყრილ ტერიტორიაზე, აღნიშნული პროცესების განვითარება მოხდა 2005 წელს, რა დროსაც ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით, 25 მეტრამდე მთლიანად დაიფარა მეწყერით. მათ შორის აღნიშნული სახლიც დაზიანდა და პირველი სართული მთლიანად მოექცა მიწისქვეშ. ოჯახი 2005 წლიდან მიგრირებულია და ცხოვრობს ქ. თბილისში, ამჟამად ოჯახი განაცხადში მითითებული შემადგენლობით ცხოვრობს ქ. თბილისში, გ-–-----------------------------------. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ქირით, ბინა ეკუთვნის მოქალაქე კ----------------ს. გამგეობიდან ბინა არ მიუღია ოჯახს, ჰქონდათ შეთავაზება კ------- რეგიონში განსახლების, რაზეც განმცხადებელმა უარი თქვა. დაზიანებული სახლი ეუთვნის ნ----- გ---–----ს, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ მინიჭებული დაზარალებულის კატეგორია შეესაბამება არსებულ მდგომარეობას და აღნიშნული წარმოადგენს პირველ კატეგორიას. ლ------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 8 ნოემბრის N0------ წერილით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ოჯახი ფლობდა საცხოვრებელ სახლს დაბა ლ------ში, თ------------------, რომელიც საჭიროებს მხოლოდ სარემონტო სამუშაოებს და საექსპლუატაციოდ ვარგისია. გადამოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღო სამინისტროს წარმომადგენლებმა და ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეს ადასტურებენ ხელმოწერით.
სამართლებრივი დასაბუთება
4.10. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 15 ივნისის №0------------- და 2017 წლის 17 აგვისტოს №0------------- გადაწყვეტილებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული აქტების კანონიერების შემოწმებას უკავშირდება მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტის საკითხიც.
4.12. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების ორგანიზების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცდა „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურა“ – დანართი №1.
აღნიშნული დანართის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში.
4.13. მითითებული დანართის მეორე მუხლით გათვალისწინებულია ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. დაზარალებული ოჯახებისათვს საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს დაზარალებულებს მიეცეთ საშუალება წარადგინონ შესაბამისი განაცხადი საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე. საცხოვრებელი სახლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული N2 დანართის მიხედვით ,,საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა’’, რასაც თან უნდა ერთვოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა და ა.შ.)
4.14. ზემოაღნიშნული მუხლი მე-10 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მითითებული მუხლის მე-11 პუნქტით, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. ბოლო ეტაპზე კი განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას.
4.15. სააპელაციო პალატა მიუთითებს, ზემოაღნიშნული ბრძანებით რეგულირდება რა ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლი სახლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები, თითოეული ამ ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და ეკომიგრანტის მიერ წარდგენილ ინფორმაციის გათვალისწინებით, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული საბოლოო შეფასების გათვალისწინებით, კომისია კრიტერიუმების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ეკომიგრატი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი სახლით. ამასთანავე, ეკომიგრანტების საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების რიგითობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ექცევა იმ გარემოებასაც, რამდენად ფლობს პირი ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს.
4.16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2015 წლის 2 სექტემბერს შეავსო დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე განაცხადი. ამასთანავე, ნ----- გ---–----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დაზუსტება-გადამოწმების მიზნით მონიტორინგის მიერ მოკვლეულ და დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელის ოჯახი 2016 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმა შვილზე - ნ--- მ-–---–---ზე. აღნიშნული ოჯახი ასევე ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლს მისამართზე - დ. ლ------ი, თ---------------------, რომელიც ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადააფორმა სიძის - გ---------------–---–ის საკუთრებად. ამდენად, კომისიამ წარდგენილი მასალების შესწავლისა და შეფასების შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელის ოჯახი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რის გამოც ამ ეტაპზე არ საჭიროებდა განსახლებას.
4.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი სწორად გადაწყვიტა. კერძოდ, არ დგინდება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობა, რამეთუ ამ ეტაპზე მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობისთვის საჭირო კრიტერიუმებს. შესაბამისად, მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე ასევე უსაფუძვლოა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----- გ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გიორგი ტყავაძე