განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100115002841388
№1/ბ-132-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე თ-----რაზ სვანიძე
მოსამართლეები მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - რ----- თ--------იას
ადვოკატის - გ-----მ გ---–--ის მონაწილეობით,გამართლებულის - თ------- ნ----–-----ძის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ თ-------ეს ძე ნ----–-----ძის მიმართ, დაბადებული: 1--- წლის 2- მ---ს, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჩ-------ის ქუჩა N46.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის თანახმად, თ------ ნ----–-----ძეს ბრალი ედება კანონიერი ქურდობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ------ ნ----–-----ძე მისივე მოთხოვნით ქურდული სამყაროს ლიდერების მიერ აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, აღიარების დღიდან გახდა ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. იგი ქურდულ სამყაროში მიღებული სპეციალური წესების შესაბამისად ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს“ აკრებასა და ქურდულ გარჩევებში. ასევე დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში მოპოვებული ავტორიტეტით ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ობიექტების ხელმძღვანელებთან გარკვეული სარგებლის მისაღებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით თ------ ნ----–-----ძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორმა რ----- თ--------იამ, რომელიც ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენის გაუქმებას, თ------ ნ----–-----ძის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ თ------ ნ----–-----ძის კანონიერ ქურდობაზე და არ იქნა გაზიარებული ინტერნეტ საიტის დათვალიერებისას მოპოვებული თ------ ნ----–-----ძის მიერ აღიარებული გარ--ოება, იმის შესახებ, რომ იგი არის კანონიერი ქურდი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - პროკურორ რ----- თ--------იას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მოწინააღმდეგე მხარეს - გამართლებულ თ------ ნ----–-----ძის ინტერესების დამცველ ადვოკატს - გ-----მ გ---–--ეს, რომელმაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი თ------ ნ----–-----ძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარ--ოებათა გამო:
იმერეთის სამხარეოს შს მთავარი სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელის დ------ა ჯ---–-ას მიერ 2006 წლის 25 აპრილს შედგენილი პატაკის თანახმად ქ.ქუთაისში, ჩ-------ის ქ.№46-ში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი თ-----რაზ თ-------ეს ძე ნ----–------ე დაბ. 1--- წელს ზ.ს. „წ-----’’, ნაქურდალი ნივთებიდან ღებულობს ნაწილს, ე.წ. ,,წილს’’. ასევე სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელი პირებიდან დაშინებითა და მუქარით ახდენს თანხების გამოძალვას.
შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს წერილით ირკვევა, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით მოქალაქე - თ-----რაზ ნ----–-----ძის (დაბ. 2-/05/1---წ.) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით 2000 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 10 აპრილამდე არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე T---------------------ს (დაბ.2-/05/1---წ.) საზღვრის კვეთის ფაქტები ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის’’ გავლით.
ბრალდებულის ვინაობის დაზუსტების შესახებ 2015 წლის 24 აპრილის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის N8------ საქმეზე, კანონიერი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით თ-----რაზ თ-------ეს ძე ნ----–-----ძის მიმართ ნაწარმოები მასალები ჩაითვალა თ------- თ-------ეს ძე ნ----–-----ძის მიმართ ნაწარმოებად და დაზუსტებული ვინაობით გაგრძელდა გამოძიება.
2015 წლის 24 აპრილის ოქმით ინტერნეტ საიტების დათვალიერების შესახებ დადგენილია, რომ იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა დ---თ ხ---–-----ძემ, სპეციალისტის ზ----- ნ---------–--ლის და თარჯიმნის - ქ. ქუთაისის №3--- საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგის მ-------ა მ-------ის მონაწილეობით, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-289-ე, მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის №8------ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს 1998 წლის 21 ივლისის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 333-ე, 338-ე 339-ე მუხლების საფუძველზე სამსახურებრივი „hp” ფირმის პერსონალური კომპიუტერის საშუალებით მოახდინეს ოფიციალური ინტერნეტ საიტების დათვალიერება:
ინტერნეტ საიტის ----------------------- საძიებო ველში რუსული ასოებით თ------ ნ----–-----ძის სახელის და გვარის აკრების შედეგად აღმოჩენილ იქნა კანონიერი ქურდის თ------ თ-------ეს ძე ნ----–-----ძის 44 წამიანი რუსულ ენაზე ჩაწერილი ვიდეო. ვიდეოჩანაწერის ინტერნეტ მისამართია https://www.youtobe.------------------------- კადრში პირსახით გულმკერდის დონემდე გამოსახულია თ------ თ-------ეს ძე ნ----–-----ძე, რომელსაც მამაკაცი რუსულ ენაზე უსვამს კითხვებს და თ------ ნ----–-----ძეც პასუხობს რუსულად.
საუბრის დასაწყისში ვიდეო ჩანაწერის ქვედა მხარეს გამოდის რუსულენოვანი ტიტრი к----------------------------------------------------------------- თარჯიმნის მ-------ა მ-------ის განმარტებით ტიტრები შეიცავს შემდეგი სახის შინაარსს - ქუთაისელი კანონიერი ქურდი თ------ ნ----–-----ძე (წ-----) პირაგოვკაზე.
იმავე დროს იწყება კითხვა-პასუხი რაც გადათარგმნილი იქნა მოწვეული თარჯიმნის მიერ, კერძოდ: მამაკაცის შეკითხვა: გვარი სახელი, მამის სახელი. ნ----–-----ძის პასუხი: ნ----–-----ძე თ------ თ-------ეს ძე მამაკაცის შენიშვნა: ხმამაღლა; ნ----–-----ძის პასუხი: ნ----–-----ძე თ------ თ-------ეს ძე მამაკაცის შეკითხვა: დაბადების წელი, თვე და რიცხვი; ნ----–-----ძის პასუხი: 2- მ---ი, 1--- წელს; მამაკაცის შეკითხვა: საცხოვრებელი ადგილი; ნ----–-----ძის პასუხი: საქართველო; მამაკაცის შეკითხვა: ქალაქი; ნ----–-----ძის პასუხი: ქუთაისი; მამაკაცის შეკითხვა: კანონიერი ქურდი ბრძანდებით; ნ----–-----ძის პასუხი: დიახ; მამაკაცის შეკითხვა: კრიმინალური ზედმეტ სახელი გაქვთ; ნ----–-----ძის პასუხი: არა მამაკაცის შეკითხვა: სვირინგი გაქვთ? ნ----–-----ძის პასუხი: მაქვს. თან მიუთითა მარჯვენა ფეხზე; მამაკაცის შეკითხვა: შეიძლება ნახვა; ნ----–-----ძის პასუხი: დიახ. ამის შემდეგ მამაკაცმა, თ------ ნ----–-----ძეს მარჯვენა ფეხზე, მუხლის დონემდე აუწია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ტოტი, რა დროსაც მარჯვენა წვივის შიდა მხარეს შუა მესამედში აღმოაჩნდა მოლურჯო ფერის სვირინგი ჯვრის გამოსახულებით, რის შემდეგ სრულდება ვიდეოჩანაწერი.
სპეციალისტის ზ----- ნ---------–--ლის მიერ მოხდა ვიდეო ჩანაწერის გადატანა ჯერ პერსონალურ კომპიუტერში, ხოლო ჩაწერილ იქნა ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც დაერთო მოცემული სისხლის სამართლის საქმეს.
ინტერნეტ საიტის h------------------------ საძიებო ველში რუსული ასოებით თ------ ნ----–-----ძის სახელისა და გვარის აკრების შედეგად აღმოჩენილ იქნა კანონიერი ქურდის თ------ თ-------ეს ძე ნ----–-----ძის ფოტოსურათები, რომლის ინტერნეტ მისამართია -----------------------------------------
საიტის გვერდზე, რუსულ ენაზე შედარებით დიდი ასოებით გაკეთებულია წარწერა, რაც გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მ-------ა მ-------ის მიერ და იკითხება: ნ----–-----ძე თ------- თ--------ეს ძე (ქუთაისელი წ-----) 2- მ---ი 1--- წელი, 60 წლის.
პირველ ფოტოზე გამოსახულია თ------ ნ----–-----ძის სურათი ახალგაზრდობაში, რომლის ქვეშ იკითხება: კანონიერი ქურდი თ------- ნ----–-----ძე (წ-----);
მეორე ფოტოზე გამოსახულია ექვსი პირი, რომლის ქვეშ იკითხება: ტ------– ო-----, გ--–- ყ------ი, თ------ ნ----–-----ძე (წ-----) ა---------– ჩ---–--- (კ--–--) და ვ---ო ჩ----ა, 1--- წელი, ს----------–--------------–---–-------
მესამე ფოტოზე გამოსახულია თ------ ნ----–-----ძე, რომლის ქვეშ იკითხება: კანონიერი ქურდი თ------- ნ----–-----ძე (წ-----), 07.07.2008, მოსკოვის ობლასტ შეკრება (о-----);
მეოთხე სურათზე გამოსახულია რამდენიმე პირის ჩამონათვალი;
მეხუთე სურათზე გამოსახულია თ------ ნ----–-----ძე, რომლის ქვეშ იკითხება შემდეგი გ.ს.მ: ნ----–-----ძე თ------- თ--------ეს ძე, ზედმეტი სახელი: ქუთაისელი წ-----, დაბადების თარიღი: 2- მ---ი 1--- წ. (60 წლის), დაბადების ადგილი: ქუთაისი, ეროვნება: ქართველი, სტატუსი: კანონიერი ქურდი; მეექვსე სურათზე გამოსახულია თ-----რ ნ----–-----ძე, რომლის ქვეშაც იკითხება: კანონიერი ქურდი თ------- ნ----–-----ძე (წ-----), 08.07.2-----–-----, სასამართლო.
ნივთიერი მტკიცებულებად ცნობის და საქმეზე დართვის შესახებ 2015 წლის 24 აპრილის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №8------ საქმეზე ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს
2015 წლის 24 აპრილს ინტერნეტ საიტების დათვალიერების დროს h------------------------------------------- ინტერნეტ მისამართიდან ამოღებული კანონიერი ქურდის თ------ ნ----–-----ძის 44 წამიანი რუსულ ენაზე ჩაწერილი ვიდეო მასალა, რაც გადატანილ იქნა ერთ CD-R დისკზე და h----------------------------------------- ინტერნეტ მისამართიდან ამოღებული კანონიერი ქურდის თ------ ნ----–-----ძის ფოტოსურათები, შესაბამისი რუსულ ენოვანი წარწერებით, რაც გადატანილ იქნა ერთ თაბახის ფურცელზე.
მოწმის სახით დაკითხული ზ----- ნ---------–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015-2016 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტში მ-----------–---–----ის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა ტექნიკური მხარდაჭერა, ლოგოს ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის და საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების ამოღება მომართვის დროს. მან მიმართვა მიიღო საგამომძიებო სამსახურისგან ჩანაწერების ამოღების და დისკზე გადატანის თაობაზე. ამოღება ხორციელდებოდა იუთუბიდან და პრაიმკრაიმიდან. ჩანაწერების ჩაწერა მოხდა გამომძიებელ ხ---–-----ძის თანდასწრებით. ჩანაწერები ეხებოდა კანონიერ ქურდს ზედმეტ სახელად „წ-----“ს თ.ნ----–-----ძეს. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შეხვედრია თ-----რაზ ნ----–-----ძეს და ვერც ჩანაწერში მოსმენილი ხმით ვერ შეძლებს მის ამოცნობას. მოწმის განმარტებით, ის ვერც ხმის ტემბრით და ვერც გარეგნობით ვერ დაადასტურებს პიროვნებას. ასევე ვერ დაადასტურებს ამოღებული მასალების სისწორეს და ცდომილებას, რადგან ის არ არის ექსპერტი. მისი მოვალეობა იყო ის, რომ ამოეღო ჩანაწერი და გადაეტანა დისკზე. მხოლოდ ჩანაწერის მოსმენიდან გაიგო ფირზე დაკითხული პიროვნების სახელი, გვარი და დაბადების ადგილი. მის მოვალეობაში არ შედიოდა იმ ინფორმაციის თარგმნა, რაც მოიპოვა ჩანაწერიდან და ვერც თარგმნიდა, რადგან მან არ იცოდა რუსული ენა.
მოწმის სახით დაკითხული მ-------ა მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის მიიწვიეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, რათა ეთარგმნა იუთუბზე რუსულად გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის შინაარსი ქართულ ენაზე. მასალა იყო მოპოვებული იუთუბის საიტიდან და ვიდეოჩანაწერზე იყო ჩაწერილი ინტერვიუ კანონიერ ქურდებთან, რუსულ ენაზე, საიდანაც ერთ-ერთი იყო თ-----რაზ ნ----–-----ძე, რომლის დიალოგიც გადათარგმნა ქართულად. მ-------ა მ-------ეს ვიდეოჩანაწერის მეშვეობით არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ის პიროვნება მართლა თ-----რაზ ნ----–-----ძე იყო თუ არა, რადგან მოწმე პირისპირ არ შეხვედრია და არც იცნობდა თ.ნ----–-----ძეს, ასევე არ ფლობს არანაირ ინფორმაციას თ-----რაზ ნ----–-----ძის საქმიანობის შესახებ.
მოწმის სახით დაკითხული ო---ე ს--–----ის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2006 წელს ის მუშაობდა ქალაქ ქ----------–--------------–----------------–---- უფროსად. მისთვის, როგორც პოლიციის თანამშრომელისათვის, თ-----რაზ ნ----–-----ძე ცნობილი იყო, როგორც კანონიერი ქურდი, კრიმინალური ავტორიტეტი, რომელსაც ჰქონდა გავლენის სფეროები. მოწმის განმარტებით, ის თ-----რაზ ნ----–-----ძეს შეხვდა 90-იან წლებში. როგორც პოლიციელს და თავის ტერიტორიის მაცხოვრებელს მას გააჩნდა და ეხლაც აქვს ინფორმაცია, რომ თ-----რაზ ნ----–-----ძე არის კანონიერი ქურდი. ეს ცნობილი გახდა მისთვის ოპერატიული ინფორმაციებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაგ. ფეისბუქით, იუთუბით და გადაცემებით. მოწმემ განმარტა, რომ თ-----რაზ ნ----–-----ძეზე იყო შექმნილი ოპერატიული საინფორმაციო საქმე. მასზე და მის კავშირზე მიმდინარეობდა აქტიური ოპერატიული მუშაობა. მოწმის განმარტებით, თ-----რაზ ნ----–-----ძეს შეხვდა მხოლოდ და მხოლოდ 90-იან წლებში, როცა ის იქნა გამოძახებული განყოფილებაში და მის მერე განსასჯელს არ შეხვედრია არც ქუთაისში და არც საქართველოში. ო---ე ს--–----ეს მისი მუშაობის პერიოდში (2002, 2005, 2006 წლებში), როცა ის იყო ქ----------–--------------–----------------–---- უფროსი, მას მხოლოდ სმენია თ-----რაზ ნ----–-----ძეზე ოპერატიული ინფორმაციები-დან, რომ ის აწარმოებდა საქმის გარჩევებს როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევას/ფაქტს ო---ე ს--–----ე ვერ იხსენებს.
მოწმის სახით დაკითხული გიგა სვინტრაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის მუშაობს ქ---------------–-----------------–--------–-–----------------–---ში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. განყოფილების ქვემდებარეობაში შედის: გორა, ჭომა, ბუხაიძის დასახლება. მოწმის განმარტებით, 2006 წლიდან მის წარმოებაში იყო თ-----რაზ ნ----–-----ძის სამძებრო საქმე 2231-ე მუხლით. 2006 წლიდან დაიწყო გამოძიება აღნიშნულ პიროვნებაზე და იმავე წელს იქნა ტერიტორიული ქვემდებარეობით გადმოგზავნილი ქ---------------–-----------------–--------–-–----------------–---ში და პირადად მის წარმოებაში იყო საქმე. მოწმის განმარტებით, იმ დროისათვის როცა თ-----რაზ ნ----–-----ძის საქმე იყო მის ქვემდებარეობაში, აღნიშნული პირი იყო კანონიერი ქურდი, რომელიც შემჩნეული იყო, რომ მონაწილეობას იღებდა ქურდულ გარჩევებში. 2002 წლიდან თ-----რაზ ნ----–-----ძეს საქართველოს საზღვრები ჰქონდა დატოვებული. ამჟამად თ-----რაზ ნ----–-----ძე იძებნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მის მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა 2008 წელს და დღეის მდგომარეობით ის ირიცხება საქართველოს სახელმწიფოს ძებნილად. მოწმის განმარტებით, მას არ გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია თ-----რაზ ნ----–-----ძის ქურდულ გარჩევებთან და რაიმე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, რადგან ის სამუშაოდ მოვიდა 2005 წლიდან და იმ დროისათვის კი თ-----რაზ ნ----–-----ძეს დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია. მის დანაშაულებებზე მისთვის ცნობილია მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის სახით. მისთვის ასევე ცნობილია, რომ თ-----რაზ ნ----–-----ძე უკავშირდებოდა ქურდულ სამყაროს წევრებს ტელეფონითა და სკაიპის მეშვეობით. მაგრამ ყველა ეს ინფორმაცია მას განაგონი აქვს მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციებიდან და კონკრეტული წყაროებისა და რაიმე სხვა შემთხვევების დასახელება მისთვის შეუძლებელია. მოწმის განმარტებით, 2002 წლის შემდეგ, რაც თ-----რაზ ნ----–-----ძემ დატოვა საქართველოს საზღვარი, ის აღარ ყოფილა შემჩნეული საქართველოს ტერიტორიაზე და მისთვისაც უცნობია ჩაიდინა თუ არა ძებნილმა საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე კრიმინალური დანაშაული.
გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული აწ. გარდაცვლილი დ------ა ჯ---–-ას ჩვენებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოქვეყნებული დადგენილია, რომ ის იყო იმერეთის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს N1 განყოფილების გ.მ.ს. უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი. დ------ა ჯ---–-ამ თავის პატაკში მიუთითა, რომ ქალაქ ქუთაისის ჩ-------ის ქ.N46-ში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი თ-----რაზ თ-------ეს ძე ნ----–-----ძე, ზედმეტსახელად „წ-----“, რომელიც იყო ნასამართლევი, ნაქურდალი ნივთებიდან იღებდა ე.წ. „წილს“, ასევე სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელი პირებიდან. დაშინებითა და მუქარით ახდენდა თანხის გამოძალვას და სხვა სახის დანაშაულებებს.
გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული აწ. გარდაცვლილი გივი სახელაშვილის ჩვენებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოქვეყნებული დადგენილია, რომ მუშაობდა ქალაქ ქ-------–--–--------------–---- ინსპექტორ გამომძიებლად. მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრებოდა ე.წ. გორის დასახლების მარჯვენა ნაწილით, კერძოდ: ცაცხვების ქუჩიდან ბაგრატის ტაძრის ჩათვლით. მის სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობდა კანონიერი ქურდი თ-----რაზ ნ----–-----ძე ზედმეტ სახელად „წ-----“, რომელიც რამოდენიმეჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის. კანონიერი ქურდი მეტსახელად „წ-----“ მეგობრობდა სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფების წევრებთან. ის 10-15 წელია რაც წასულია საქართველოდან და ცხოვრობდა ქალაქ სტამბულში, ამჟამინდელი მისი ადგილმდებარეობა უცნობია. „წ-----“არ ცხოვრობს ქ.ქუთაისში და არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ ის დღემდე სარგებლობდა ავტორიტეტით, იმით რომ არის კანონიერი ქურდი და გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა ქუთაისის მაცხოვრებლებზე.
გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული აწ. გარდაცვლილი ო----- ხ---–--ის ჩვენებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოქვეყნებული დადგენილია, რომ მისი შვილი მ---- ხ---–--ე 1980 წლიდან არის დაქორწინებული თ-----რაზ ნ----–-----ძეზე და ჰყავთ სამი შვილი: თ-------------------------–- ნ----–-----ძეები. ისინი ამჟამად ცხოვრობენ ქალაქ მოსკოვში და ზუსტი მისამართი მისთვის უცნობია. ო----- ხ---–--ისათვის უცნობია თუ მისი სიძე, თ-----რაზ ნ----–-----ძე, რომელი წლიდანაა კანონიერი ქურდი, მაგრამ ნამდვილად იცის, რომ ის კანონიერი ქურდია. მოწმისათვის უცნობია თ-----რაზ ნ----–-----ძის ადგილსამყოფელი, რადგან უკვე წლებია არ უნახავს. მოწმის განმარტებით, ჭ---------ას ქ.N10-ში მდებარე მშენებარე სახლი მისი საკუთრებაა, რომელიც ააშენა საკუთარი სახსრებით. ამჟამად ის სახლი მიყიდულია ისრაელის მოქალაქე გ------–-–--–--–-–---–ზე. მის სიძეს თ-----რაზ ნ----–------ეს აღნიშნული სახლის მშენებლობაში რაიმე მონაწილეობა, მატერიალური ან რაიმე სხვა სახით არ მიუღია. ასევე მის მფლობელობაშია ოპელ ვექტრას მარკის შავი ფერის ავტომობილი „დ------“, რომელიც იყიდა მაქალაქე ვ----–-------–---–---გან, მის მიერ დაზოგილი თანხებით.
გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული აწ. გარდაცვლილი მ-----ან ნ----–-----ძის ჩვენებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოქვეყნებული დადგენილია, რომ ის იყო თ------ ნ----–-----ძის ძმა. მისი განმარტებით, თ------ ნ----–-----ძე „კანონიერი ქურდი“ გახდა დაახლოებით 1980 წელს, რის გამოც მას სამი თვის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა ე.წ. „კანონიერი ქურდია“, ქურდული გარჩევების ფორმით არავინ გაუმწარებია, მითუმეტეს საქართველოში. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის დროს, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავდნენ, აუცილებლად შეარიგებდა. მაგრამ ასეთი რამ დიდი ხნის წინ ხდებოდა, ოთხმოციანი წლების დასაწყისში. საქართველოდან წასვლის შემდეგ კი მხოლოდ რამდენჯემე ნახა, როცა ორი-სამი დღით ჩამოდიოდა. მისთვის არც დედამისის ცხედრის დაბრუნებაში დასახმარებლად არ მიუმართავს. თ------ს ქუთაისში რაიმე უძრავი ქონებაც არ გააჩნია, გარდა საძმო სახლისა ჩ-------ის ქუჩაზე.
მოწმის სახით დაკითხვისას რ--ი ხ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის არ იცნობდს თ-----რაზ ნ----–-----ძეს. 2004 თუ 2005 წელს ის იყო დაბარებული პოლიციის სამმართველოში მ-----ან ნ----–-----ძის და თ-----რაზ ნ----–-----ძის საქმეზე. რ--ი ხ----------ეს ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც იყო აბსოლუტური სიცრუე. ის მაშინაც ამბობდა, რომ არ იცნობდა და არც ჰქონია რაიმე შეხება აღნიშნულ პირებთან, ცხოვრებაში არასდროს შეხვედრია მათ. მოწმის განმარტებით, იგი მუშაობდა მე-4 სამშენებლო ტრესტრში, ასევე მუშაობდა თერჯოლის საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციაში, ლენინის რაიაღმასკომში, სადაც იყო რაიო--- მთავარი არქიტექტორი და ბოლოს მუშაობდა მიწის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. როცა ის იქნა გამოძახებული პოლიციის სამმართველოში, მას არ განუმარტეს თუ რის თაობაზე იყო დაბარებული. მას არანაირი ჩვენება რ მიუცია და არც მისი ხელით არ დაუწერია ჩვენება. ის მხოლოდ ერთხელ იყო დაბარებული პოლიციის სამმართველოში. ჩვენების შედგენის დასრულებისას მოწმე არ გაცნობია მას, რადგან ჩვენების შედგენა მიმდინარეობდა ხმამაღალი განმეორებით ანუ რასაც იტყოდა ის შეჰქონდა ჩვენებაში. პროტესტის ნიშნად ის იმეორებდა სიტყვებს: „რატომ გინდათ, რომ საშვილიშვილოდ გადამკიდოთ ძმები ნ----–-----ძეების ოჯახი, როცა პიროვნებებს არ ვიცნობ და არც მინახავს“. ის გრძნობდა, რომ ამ საქმეს სხვა ელფერს შესძენდნენ და ამიტომ აარიდა თავი. მისი ერთადერთი იმდროინდელი მიზანი იყო, რომ სამმართველოს შენობიდან გასულიყო და დაეტოვებინა იგი მეორე დღემდე. მას ჰქონდა განზრახული ადვოკატის აყვანა და ადვოკატთან ერთად მომხდარიყო ჩვენების დაზუსტება და ხელახალი ფორმულირება. მეორე დღეს რ--ი ხ----------ემ აიყვანა ადვოკატი, დადო მასთან ხელშეკრულება და ასევე გადაუხადა მისი მომსახურების თანხა. მეორე დღესვე დაიწერა დასკვნაში, რომ რ--ი ხ----------ე არ იცნობდა თ-----რაზ ნ----–-----ძეს და მ-----ან ნ----–-----ძეს, ადვოკატმა როგორც უკარნახა ისე მოიქცა, მაგრამ ის არ ახსოვს თვითონ დაწერა თუ ადვოკატმა. დასკვნა დაიწერა ისევ პოლიციის სამმართველოში. რ--ი ხ----------ე არ დაეთანხმა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებას და მოახდინა მისი უარყოფა. მოწმე დაეთანხმა ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მის განცხადებას, დამოწმებულს ნოტარიუს ჯ---------ის მიერ 2015 წლის 16 ნოემბერს. დაადასტურა, რომ მას წინა ჩვენებები მიაცემინეს ზეწოლის და მუქარის ქვეშ. ანუ როცა მოწმე იქნა დაბარებული პოლიციის სამმართველოში, გამომძიებელი ფლობდა ინფორმაციას რ--ი ხ----------ის პირობით მსჯავრდებაზე. მას დაემუქრნენ, რომ პირობით მსჯავრს შეუცვლიდნენ პატიმრობით თუ კი არ მოაწერდა ხელს და არ დაადასტურებდა მათ მიერ შედგენილ ჩვენებას.
მოწმის სახით დაკითხული ე---- ნ---------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის მუშაობს ქუთაისის მ-------------------–-–----------------- თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მას არ ახსოვს თუ რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რადგან მას შემდეგ წლებია გასული. მოწმე იხსენებს, რომ ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ ფაქტს, კერძოდ, ცხედრის გატაცებას. მოწმის განმარტებით, ის შეხვედრია თ-----რაზ ნ----–-----ძეს გარკვეული წლების წინ. ის აცხადებს, რომ თ-----რაზ ნ----–-----ძე სარგებლობს ჩვეულებრივი ადამიანის სტატუსით, არის ჩვეულებრივი კაცი, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში. წარსულში თუ რა სტატუსი გააჩნდა მას, მისთვის უცნობია. მაშინაც ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ის იმ დროისათვის პატარა იყო, მაგრამ ახსოვს, რომ თ-----რაზ ნ----–-----ძეს ჰქონდა რაღაც სასამართლო პროცესი, თუ რასთან დაკავშირებით მას ზუსტად არ ახსოვს. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელსაც მოწმე ნაწილობრივ არ დაეთანხმა და განმარტა, რომ „აღნიშნულ ჩვენებაში ნახსენებია „კანონიერი ქურდი“ და ამ ტერმინს ის არ ცნობს. თან ასე იოლად ვერ ჩამოთვლიდა თ-----რაზ ნ----–-----ძის შვილების სახელებს. იმ პერიოდში ძალიან აღელვებული იყო ცხედრის დაკარგვის გამო და ალბათ სათანადოდ ვერ გაეცნო ან არც გადაუკითხავს ჩვენება და ისე მოაწერა ხელი“. მოწმის განმარტებით ის თ-----რაზ ნ----–-----ძის დედის ცხედრის დაკარგვასთან დაკავშირებით მივიდა სამმართველოში მ-----ან ნ----–-----ძესთან ერთად და ამის გამო მოუვიდა კამათი სამართალდამცავებთან. ის თ-----რაზ ნ----–-----ძეს შეხვდა ყმაწვილობაში, ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. ის ფაქტიურად ვერ შეხვდებოდა თ-----რაზ ნ----–-----ძეს, რადგან მის მერე ის არ ჩამოსულა საქართველოში და ასევე, როგორც მისთვის არის ცნობილი, მას არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ამჟამად სად ცხოვრობს და სად იმყოფება მისთვის უცნობია. მას არ გაუგია თ-----რაზ ნ----–-----ძის რაიმე სამართალდარღვევის თაობაზე. ე---- ნ---------ემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2002 წელს ის იმყოფებოდა თ-----რაზ ნ----–-----ძის შვილის ქორწილში, მაგრამ აღნიშნული პიროვნება ქორწილში არ იმყოფებოდა. თ-----რაზ ნ----–-----ძე არც დედის დაკრძალვას არ დასწრებია.
მოწმის სახით დაკითხული ნიაზ ბენიძის ჩვენების თანახმად 2008 წლიდან იგი მუშაობს ქ---------------–-----------------–--------–-–----------------–---ში. განყოფილების ქვემდებარეობაში იყო თ-----რაზ ნ----–-----ძის საქმე. მან თ-----რაზ ნ----–-----ძეზე იცის, რომ იგი არის კანონიერი ქურდი, რომელიც წასულია საქართველოდან და ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თ-----რაზ ნ----–-----ძეს ქუთაისში ჰყავს ნათესავები. არსებული ინფორმაციით, თ-----რაზ ნ----–-----ძე ბოლოს იყო ჩამოსული 2002 წელს და მას შემდეგ მისი ჩამოსვლის თაობაზე არაფერი სმენია. ის, როგორც უბნის ინსპექტორი, ფლობდა ინფორმაციას, რომ თ-----რაზ ნ----–-----ძე ატარებდა ქურდულ გარჩევებს და რუსეთში ყოფნის დროსაც კი ავალებდა გარკვეულ პირებს, რომ დახმარებოდნენ მას საქმის გარჩევაში და თანხის გამოძალვაში. მოწმის განმარტებთ, მას თ-----რაზ ნ----–-----ძე არასოდეს არ უნახავს და არც შეხვედრია. მისი მუშაობის პერიოდში არ შემოსულა არანაირი განცხადება იმის თაობაზე, რომ კონკრეტულად თ-----რაზ ნ----–-----ძემ ჩაიდინა რაიმე სამართალდარღვევა. არ სმენია იმის შესახებ, რომ კონკრეტულად თ-----რაზ ნ----–-----ძე მონაწილეობდა რაიმე საქმის გარჩევაში ან რაიმე გამოძალვაში, მაგრამ მისთვის ცნობილია, რომ თ-----რაზ ნ----–-----ძე გარკვეულ პირებს აძლევდა დავალებებს, მაგრამ რა საქმესთან დაკავშირებით, მისთვის უცნობია. მოწმემ ზოგადად იცის თ-----რაზ ნ----–-----ძის კრიმინალურ მოღვაწეობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის 2016 წლის 25 აპრილის წერილის თანახმად, თ------ ნ----–-----ძე (დაბ: 2-.05.1--- წ.) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული მონაცემებით ითვლება საქართველოს მოქალაქედ. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია 2-.05.1--- წელს დაბადებული თ------ ნ----–-----ძისათვის პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე არ მოიძებნა. ამასთან რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის 24 თებერვლის N0---------- და 2016 წლის 6 აპრილის №0---------- წერილების საფუძველზე ირკვევა, რომ თ------ ნ----–-----ძე (დაბ:2-.05.1---წ.) ითვლება რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ. საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების ფაქტი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ ორგანული კანო--- 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის თანახმად არის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად დაწყებულია თ------ ნ----–-----ძის (დაბ:2-.05.1---წ.) მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (დაკარგვის) საქმის წარმოება.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მათ გააჩნიათ მხოლოდ ოპერატიული და ზოგადი ხასიათის ინფორმაცია თ------ ნ----–-----ძის კანონიერი ქურდობის შესახებ, ხოლო რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის რაიმე მამხილებელი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება.
აღნიშნული მოსაზრების საილუსტრაციოდ პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება, რომ თ------ ნ----–-----ძე ქურდულ სამყაროში მიღებული სპეციალური წესების შესაბამისად ორგანიზებას უწევდა პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს“ აკრებასა და ქურდულ გარჩევებში ან/და დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში მოპოვებული ავტორიტეტით ზეგავლენას ახდენდა სხვადასხვა ობიექტების ხელმძღვანელებთან გარკვეული სარგებლის მისაღებად. ასევე არცერთი მოწმის მიერ მიცემულ, არც სასამართლოში და არც წინასწარი გამოძიების დროს ჩვენებებში არ არის მითითებული რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში საკმარისად ვერ ჩაითვლება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს პიროვნება ინტერნეტგვერდზე განთავსებულ ვიდეორგოლში თავის თავს უწოდებს კანონიერ ქურდს ან პირთა გარკვეული ჯგუფი მას უწოდებს კანონიერ ქურდს. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია იმას, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რითაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ თ------ ნ----–-----ძე არის კანონიერი ქურდი.
რაც შეეხება ინტერნეტგვერდების დათვალიერების შედეგად მიღებულ ინფორმაციას პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად თვლის, რომ აღნიშნული საიტების დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მტკიცებითი სახის ინფორმაციას. მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დაუშვებელად მიაჩნია გაურკვეველ ინტერნეტგვერდებზე განთავსებული არასანდო და არაავთენტიკური ინფორმაციის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა დანაშაულად ითვლება 2005 წლის 20 დეკემბრის შესწორების შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონიერი ქურდობა დასჯადია მხოლოდ 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ.
ვინაიდან ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრა 2005 წლის 20 დეკემბრის კანონით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას უკუძალა არა აქვს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი არ არის როდის, რა ვითარებაში, სად და ვის მიერ იქნა კანონიერ ქურდად აღიარებული თ------ ნ----–-----ძე.
საყურადღებო გარემოებაა ისიც, რომ ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის დღევანდელი საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა დენადი დანაშაული არ არის და იგი განგრძობადი დანაშაულია, რამდენადაც ქმედების შემადგენლობა მიბმულია ამ ქურდული სამყაროს მართვისას ან ორგანიზებისას სხვადასხვა აქტიური მოქმედებების ჩადენასთან, ამიტომ თუ ამგვარი ქმედებების ჩადენა ხდებოდა იმ დროს (რაც მოცემულ შემთხვევაშიც არ დასტურდება), როცა ქმედების კრიმინალიზაცია ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, დღეს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, დაუშვებელია. აუცილებელია პირს ქურდული სამყაროს მართვისას ან ორგანოზებისას ერთი ქმედება მაინც ჰქონდეს ჩადენილი აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაციის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით საქმის სასამართლოში განხილვისას აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე, მთავარია, ამ მტკიცებულებათა წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექსტში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც წონადი და არც შემავსებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაც თ------ ნ----–-----ძის ბრალეულობას დაადასტურებდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ვებერი ესტონეთის წინააღმდეგ, იმსჯელა სისხლის სამართლის კანონის უკუქცევით ძალაზე განგრძობადი და დენადი დანაშაულების კონტექსტში, კერძოდ, განგრძობადი დანაშაულის შემთხვევაში პირი პასუხს აგებს იმ სისხლის სამართლის კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე (2003 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტები 34-39).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 496-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ თ------ ნ----–-----ძემ დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო იგი უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი თ------ ნ----–-----ძის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების და პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლით, 546-ე, 547-ე, 550-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის რ----- თ--------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი თ------ ნ----–-----ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
თ------ ნ----–-----ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
თ------ ნ----–-----ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღო---ძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განემარტოს გამართლებულ თ------ ნ----–-----ძეს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას მ---- ო-----ის ასულ ნ----–-----ძის საკუთრებაში არსებულ 1994 წელს გამოშვებულ ,,ვაზ-21093’’ მარკის სახელმწიფო ნომრის DAA-730-ის მქონე ავტომანქანას.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ო----- ხ---–--ის მფლობელობაში არსებულ, ვარლამ ბუბაშვილის სახელზე რიცხულ ,,OPEL-VECTRA’’-ს მარკის სახელმწიფო ნომრის DAQ-497-ის მქონე ავტომანქანას.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას მ---- ო-----ის ასულ ნ----–-----ძის საკუთრებაში არსებულ ქალაქ ქუთაისში, ასლანიკაშვილის ქუჩის N36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას მ-----ან თ-------ეს ძე ნ----–-----ძის საკუთრებაში არსებულ ავტოსადგომს, მდებარეს ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის პირველი შესახვევის N1- ში.
გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას გ------–-–--–--–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ქალაქ ქუთაისში, ჭ---------ას ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი CD-R დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე