განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
010100118002731588
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002731588

№1/ბ-144-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–--ა ბ----–ის ასული გ----------ას მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. მარნეული, 2---------ის ქუჩა N9.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ე-–--ა გ----------ამ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთების სამალავით და საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ე-–----ა გ----------მა, 2018 წლის 14 ოქტომბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ტანსაცმელში მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა დიდი ოდენობით - 5---,42 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო წონა შეადგენს 80,19 გრამს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ე-–----ა გ----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, ე-–----ა გ----------ს 5---.42 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 80.19 გრამი), როგორც დანაშაულის საგანი, ჩამოერთვა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის - დ------------ძის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე-–----ა გ----------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლით 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - თ-------------------------------------------------------------- გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 14 ოქტომბერს შედგენილი, მგზავრის დათვალიერების ოქმით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით; მებაჟე-ოფიცერ ზ-----------------ის და ე-–----ა გ----------ის კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერით; ე-–----ა გ----------ის მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ე-–----ა გ----------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ე-–----ა გ----------ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორის დ------------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ე-–----ა გ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ე-–----ა ბ----–ის ასული გ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, ე-–----ა გ----------ს 5---.42 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 80.19 გრამი), როგორც დანაშაულის საგანი, ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ.

ე-–----ა გ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს - ე-–----ა გ----------ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ნივთმტკიცება - მებაჟე-ოფიცრის სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე