განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100119002793363
№1/ბ-164-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ--- ტ------–ის ძე მ-------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.ქუთაისი, ბ--------–---–ის ქ.N5; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ჭიათურა, ღ---–--ის ქ.N26.
აღწერილობით ნაწი-–-:
წარდგენი-–- ბრალდების მიხედვით ნ--- მ-------ემ ჩაიდინა ადევნება, კერძოდ, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, ასევე არასასურველი კომუნ---ციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება, იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირის ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირის ცხოვრების წესის მნიშვნელოვანად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აპრილში, თ-----ინ დ----ემ, ქ.ჭიათურაში, გაიცნო ნ--- მ-------ე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთმანეთთან ჰქონდათ ახლო ურთიერთობა. ნ--- მ-------ე, დაჟინებით ითხოვდა თ-----ინ დ----ისაგან ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. უფრო მეტიც, ნ--- მ-------ის შეურაცხმყოფელი ქცევების გამო, თ-----ინ დ----ემ, მასთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულზე, გაღიზიანებული ნ--- მ-------ე, ქ.ჭიათურაში, დაახლოებით 2017 წლის სექტემბრიდან, 2018 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში, სისტემატიურად ახორციელებდა თ-----ინ დ----ის მიმართ თვალთვალს, რაც გამოიხატებოდა კუთვნი-–- და სხვა პირების ავტომანქანებით მის სისტემატიურ ადევნებაში, მუდმივად თ-----ინ დ----ის ადგილსამყოფელის დადგენის მცდელობაში, მუდმივად იმ ტერიტორიაზე ყოფნასა და თ-----ინ დ----ესთან კონტაქტის დამყარებაში, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა. მუდმივი კონტროლი მის გადაადგილებაზე, ასევე, მასთან ტელეფონით არასასურველი კომუნიკაცია, რაც, ასევე, მოიცავს სოციალურ ქსელში თ-----ინ დ----ისათვის მიუღებელი ფოტოსურათების გამოქვეყნებას, რაც იწვევს თ-----ინ დ----ის ფსიქიკურ ტანჯვას. ასევე, მისი და მისი შვილების მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და რაც თ-----ინ დ----ის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენით ნ--- მ-------ე ცნობი-–- იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ნ--- მ-------ეს, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ 521-ე მუხლის საფუძველზე, ნ--- მ-------ეს 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-ა გ--–------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
ზემოაღნიშნული განაჩენი ასევე გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ნ--- მ-------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა ან პირობითად ჩათვლილი სასჯელის - გამოსაცდელი ვადის 1 წლამდე ვადით შემცირება მოითხოვა.
დაცვის მხარემ ასევე ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ--- მ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - თ-----ინ დ----ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - ლ-–-----------------------–--–---–----–--–----------–---–-------–--–-----------------------------–-------------------------------–-----------------------–-------------------------------–----------------------------------–--–-------------------------------------------------------–--–---------–---–------------–---–--------------------–-------------------–-------–-----------------–-–-----------------–-------–------------------–-–---–---------–-------–---–----- გამოკითხვის ოქმებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; საგნის დათვალიერების ოქმებით და დათვალიერების შედეგად მოპოვებული ინფორმაციებით; ამოღების ოქმით და ამოღების შედეგად მოპოვებული ინფორმაციებით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები და გამოთხოვის შედეგად მოპოვებული ინფორმაციებით; ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიურიო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ნ--- მ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწი-–-თ, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
მსჯავრდებულ ნ--- მ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდებისა ან/და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-ა გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის განაჩენი ნ--- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ნ--- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ნ--- მ-------ეს, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.
საქართველოს სსკ 521-ე მუხლის საფუძველზე, ნ--- მ-------ეს 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ნ--- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 ნოემბრიდან, 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დაზარალებულ თ-----ინ დ----ისგან და მოწმე ლაშა კაპანაძისგან გამოთხოვილი ინფორმაცია ორ ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე