განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001779145
საქმე №2ბ/4604-18
განჩინება
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნ--ა კაბულაშვილი
აპელანტები - ნ--ა ვ-–---–---–ი, ა-----ო მ---------–ი
წარმომადგენ--–ი - შ-----ნა დ---ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ს----- ა------–-–აჰ ე----- ა-–--------ი
წარმომადგენ--–ი - თ-- ზ------–---–ი
დავის საგანი - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ნ--ა ვ-–---–---–ისა და ა-----ო მ---------–ის სარჩელი ს----- ა------–-–აჰ ე----- ა-–-
ჯ-----ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემობები
2.1. ა--ა არ--------ვმა და ფ-–----ა არ--------ვმა, კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ბ----ს შ-------ი, 1----–---- ქ---ა, 1--- წელს სარგებლობასა და მფლობელობაში „ატსტუპნოის“ პირობით 5 000 მანეთის გადახდის სანაცვლოდ გადასცეს რ----- ე------სა და ნ--ა ე------ს. ხელწერილის საფუძველზე ცოლ-ქმარმა მფლობელობაში მიიღეს ერთი ოთახი თავისი შუშაბანდითა და აბაზანა-სამზარეულოთი. ხელწერილის გაფორმებისას 5 000 მანეთიდან მესაკუთრეებმა მიიღეს 3 000 მანეთი, ხოლო დარჩენილი 2 000 მანეთის გადახდის ვალდებულება რ----- და ნ--ა ე------ებმა იკისრეს არაუგვიანეს 1--- წლის დეკემბრამდე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე რ----- და ნ--ა ე------ებს მიეცათ უფლება ეცხოვრათ სადავო ფართში მუდმივად და ყოველთვიურად გადაეხადათ შესაბამისი ქირა 1--- წლის სექტემბრიდან.
2.2. სადავო უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ბ----ს შ-------ი, 1----–---- ქ---ა, ს/კ 0--------------- ირიცხებოდა ნ--ო გუ-------ისა და ი-----–ი დ------ის საკუთრებაში.
2.3. სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეების ნ--ო გუ-------ისა და ი-----–ი დ------ის მიერ აღძრული იყო სარჩელი ქონების მოსარგებლეების ნ--ო ვ-–---–---–ისა და ნ--ა ვ-–---–---–ის მიმართ, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეები ითხოვდნენ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მოსარგებლეთა მხრიდან ქონების მფლობელობის შეწყვეტას.
2.4. ნ--ო გუ-------ისა და ი-----–ი დ------ის სარჩელის განხილვის ეტაპზე 2--- წლის 23 მაისს გარდაიცვალა ერთ-ერთი მოსარგებლე ნ--ო ვ-–---–---–ი, რომლის სამკვიდრო მოწმობაც გაიცა ა-----ო მ---------–ზე და შესაბამისად მითითებულ საქმეში ნ--ო ვ-–---–---–ის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ა-----ო მ---------–ი.
2.5. მითითებული საქმე მოსარჩელეთა მიერ სარჩელის გამოხმობის გამო დარჩა განუხილველი.
2.6. 2015 წლის 2----------რს ნ--ო გუ-------ემ და მ--------ტა კ-----------მა ს----- ა------–-–აჰ ე----- ა-–--------ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცეს კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ბ----ს შ-------ი 1----–---- ქ---ა (საერთო ფართი 243 კვ.მ.), ს/კ 0---------------.
2.7. ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც ნ--ო გუ-------ის წილი განისაზღვრა 170 000 აშშ დოლარით, ხოლო მ--------ტა კ-----------ის წილი 10 000 აშშ დოლარით.
2.8. მოსარჩელეების ნ--ა ვ-–---–---–ისა და ა-----ო მ---------–ის მფლობელობაშია ქ. თბილისში, ბ----ს შ-------ი N1----–---- ქ---აზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი - 1----- კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სადგომი.
2.9. ს----- ა------–-–აჰ ე----- ა-–--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებით - მდებარე ქ. თბილისი, ბ----ს შ-------ი 1----–---- ქ---ა (საერთო ფართი 243 კვ.მ.), ს/კ 0---------------, სარგებლობდა მასში მცხოვრები სხვა პირებიც და იგი მხოლოდ მოსარჩელეთა მფლობელობაში არ არის. კონკრეტულ ფართში მცხოვრები სხვა პირების მფლობელობა შეწყდა მესაკუთრეთა მიერ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.10. 1--- წლის ხელწერილი უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ბ----ს შ-------ი, 1----–---- ქ---ა, გაფორმებულია ერთი მხრივ, ა--ა არ--------ვსა და ფ-–----ა არ--------ვს, ხოლო, მეორე მხრივ, რ----- ე------სა და ნ--ა ე------ს შორის. კონკრეტული ხელწერილის საფუძველზე, მოსარჩელეები ნ--ა ვ-–---–---–ი და ა-----ო მ---------–ი ითხოვენ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობას, თუმცა მოსარჩელეთა მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მათი კავშირი ამ ხელწერილის უშუალო მხარეებთან რ----- ე------სა და ნ--ა ე------თან მიმართებით. მოსარჩელეთა მიერ არ არის წარმოდგენილი უშუალოდ ხელშეკრულების მონაწილე პირთა შესაბამისი სამკვიდრო მოწმობები, რომელთა მეშვეობითაც დადასტურდებოდა მათი კავშირი რ----- ე------სა და ნ--ა ე------თან. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული კავშირის დაუდგენლობის კვალობაზე ნ--ა ვ-–---–---–სა და ა-----ო მ---------–ს მიანიჭოს იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები, რომელთა მიმართებით მათი კავშირი არ დგინდება. მართალია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ნ--ა ვ-–---–---–ისა და ა-----ო მ---------–ის მხრიდან კონკრეტული ფართის მფლობელობის ფაქტი, რაც სადავო არაა მხარეთა მიერ და რაც ამავდროულად დასტურდება ნ--ო გუ-------ისა და ი-----–ი დ------ის მიერ აღძრული სარჩელითაც, რომლითაც ისინი მფლობელობის შეწყვეტას მოითხოვდნენ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის გზით, თუმცა კონკრეტული პირების სამართალმემკვიდრეობა ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიმართ არ დასტურდება, რაც გამორიცხავს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ხელშეკრულება წარმოშობს რელატიურ უფლება-მოვალეობებს, კონკრეტულად მისი მონაწილე სუბიექტების მიმართ, შესაბამისად ნებისმიერი გარიგებიდან უფლება მოვალეობები წარმოეშობა კონკრეტულად ამ გარიგების მონაწილე სუბიექტებს, ან მათი მითითების შესაბამისად მესამე პირებს. კონკრეტულ ხელშეკრულებასთან კავშირის არ მქონე პირები კი, ვერ მიუთითებენ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა--ა არ--------ვმა და ფ-–----ა არ--------ვმა, როგორც სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეებმა 1--- წელს დადეს ხელწერილი რ----- ე------სა და ნ--ა ე------თან, რომლის საფუძველზეც ცოლ-ქმარმა 5 000 (ხუთი ათასი) მანეთის სანაცვლოდ „ატსტუპნოის“ პირობით მფლობელობაში მიიღო ერთი ოთახი თავისი შუშაბანდითა და აბაზანა-სამზარეულოთი, მდებარე - ქ. თბილისი, ბ----ს შ-------ი N--ში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე რ----- და ნ--ა ე------ებს მიეცათ უფლება ეცხოვრათ სადავო ფართში მუდმივად და ყოველთვიურად გადაეხადათ შესაბამისი ქირა 1--- წლის სექტემბრიდან.
2.12. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია.
მოხმობილი კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.
უდავოა, რომ სადავო ხელწერილი გაფორმებულია ერთი მხრივ, ა--ა არ--------ვსა და ფ-–----ა არ--------ვს, ხოლო მეორე მხრივ, რ----- ე------სა და ნ--ა ე------ს შორის. კონკრეტული ხელწერილიდან გამომდინარე ნივთით სარგებლობისა და მფლობელობის უფლება მიენიჭა რ----- ე------სა და ნ--ა ე------ს, რომლებთან მიმართებითაც მოსარჩელეთა კავშირი არ დასტურდება. მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ არც ერთი ფაქტობრივი გარემოება რაც ინფორმაციას მაინც მიცემდა სასამართლოს ვისგან მიიღეს მათ ან მათმა წინაპრებმა მფლობელობის უფლება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ან დადეს თუ არა ასეთი გარიგება საერთოდ. რაც შეეხება წინა მესაკუთრეთა მხრიდან მოსარჩელეების აღიარებას მოსარგებლეებად, რაზეც აპელირებს მოსარჩელეთა წარმომადგენ--–ი, სასამართლომ განმარტა, რომ "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" პუნქტი განსაზღვრავს თუ ვინ უნდა ჩაითვალოს მოსარგებლე პირად და ფიზკური პირის, თუნდაც მესაკუთრის აღიარებით სასამართლო პირს ვერ ჩათვლის ასეთად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მტკიცების ტვირთი იყო საკუთარი მოსარგებლეობის დამტკიცება პირველ რიგში და შემდეგ მათი უფლებამონაცვლეობა იმ ხელშეკრულების მყიდველ ან გამყიდველ მხარესთან, რომლის დადებულად ცნობასაც ითხოვენ, ან ვინმესთან გარიგების დადების ფაქტის დადასტურება. სასამართლოს აზრით მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მტკიცების ტვირთის განხორციელება სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებულად ცნობის მოთხოვნა ნ--ა ვ-–---–---–სა და ა-----ო მ---------–ს ვერ დაუკმაყოფილდება, რადგანაც ისინი არც ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტები არიან და ვერც მათ სამართალმემკვიდრეებად ან უფლებამონაცვლეებად მიიჩნევიან.
ამდენად, ნ--ა ვ-–---–---–ი და ა-----ო მ---------–ი არ წარმოადგენენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს, მოითხოვონ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, რაც გამორიცხავს მათი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. ხელშეკრულების მხარეები ა--ა და ფ-–----ა არ--------ვების მემკვიდრეები და სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეები ნ--ო გუ-------ე და ი-----–ი დ------ე სწორედ დღევანდელ მოსარგებლეებს ნ--ა და ნ--ო ვ-–---–---–ებს მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ სთავაზობდნენ კომპენსაციას სადავო საცხოვრებელი სადგომის 75%-ის ოდენობით. ეს ერთი მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელეთა ჩაყენებას სადგომის დამქირავებელთა მდგომარეობაში შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეები ნამდვილად არიან ხელშეკრულების დამდები რ----- და ნ--ა ე------ების მართლზომიერი უფლებამონაცვლეები. სადავო უძრავ ქონებაში 1----–-–----------------დე ცხოვრობდა ხელშეკრულების მხარე - მოსარგებლე ნ--ა ე------ი და მისი შვილი - ა-----ო ე------ი, რძალი ნ--–ი ვ-–---–---–ი, შვილიშვილები - ნ--ო და ნ--ა ვ-–---–---–ები. ეს უკანასკნ--–ი, დღეის მდგომარეობითაც, ნ--ო ვ-–---–---–ის მემკვიდრესთან და ა-----ო მ---------–თან ერთად მუდმივად ფლობს სადავო საცხოვრებელ სადგომს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვან--–ობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა სახეზე ქ.თბილისში, ბ----ს ქ.N1----–---- ქ---აზე განთავსებული 1----- კვ.მ ფართის საცხოვრებელ სადგომზე ნ--ა ვ-–---–---–ისა და ა-----ო მ---------–ის მესაკუთრეებად ცნობის საფუძველი. აღნიშნული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით, სახელდობრ:
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი). ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია.
პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას და მართებულად დაადგინა, რომ ეს ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით. ზემოდასახელებული კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 იანვრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს (კანონის პირველი მუხლი). სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნ--–ობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამდენად, აღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები კუმულატიურადაც არსებობდეს ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანი არსებობდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.
უდავოა, რომ სადავო ხელწერილი გაფორმებულია ერთი მხრივ, ა--ა არ--------ვსა და ფ-–----ა არ--------ვს, ხოლო მეორე მხრივ, რ----- ე------სა და ნ--ა ე------ს შორის. კონკრეტული ხელწერილიდან გამომდინარე ნივთით სარგებლობისა და მფლობელობის უფლება მიენიჭა რ----- ე------სა და ნ--ა ე------ს, რომლებთან მიმართებითაც, მოსარჩელეთა კავშირი არ დასტურდება. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ინფორმაციას მაინც მისცემდა სასამართლოს ვისგან მიიღეს მათ ან მათმა წინაპრებმა მფლობელობის უფლება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ან დადეს თუ არა ასეთი გარიგება. რაც შეეხება წინა მესაკუთრეთა მხრიდან მოსარჩელეების აღიარებას მოსარგებლეებად, რაზეც აპელირებს მოსარჩელეთა წარმომადგენ--–ი, სასამართლო განმარტავს, რომ "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" პუნქტი განსაზღვრავს თუ ვინ უნდა ჩაითვალოს მოსარგებლე პირად და ფიზიკური პირის, თუნდაც მესაკუთრის აღიარებით სასამართლო პირს ვერ ჩათვლის ასეთად. სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მტკიცების ტვირთი იყო საკუთარი მოსარგებლეობის დამტკიცება პირველ რიგში და შემდეგ მათი უფლებამონაცვლეობა იმ ხელშეკრულების მყიდველ ან გამყიდველ მხარესთან, რომლის დადებულად ცნობასაც ითხოვენ, ან ვინმესთან გარიგების დადების ფაქტის დადასტურება. მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მტკიცების ტვირთის განხორციელება სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ნ--ა ვ-–---–---–ი და ა-----ო მ---------–ი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტებს და არც მემკვიდრეებს, არ არსებობს მათი საკუთრების წარმოშობის წინაპირობა. ამდენად, ნ--ა ვ-–---–---–ი და ა-----ო მ---------–ი არ წარმოადგენენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოითხოვონ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, რაც გამორიცხავს მათი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ--ა ვ-–---–---–ისა და ა-----ო მ---------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია