განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
010100118002701349
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-822-2018 წელი

№010100118002701349

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

18 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე--------- ნ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ე--------- ნ-------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ---------–----–----------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის სა-ქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლი-ლი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ე--------- ნ-------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ძალადობისათვის, რა-მაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ბ------–----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე--------- ნ-------მა, ხელისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხ-ყოფა მიაყენა ს-----–--- რ--------------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალის-წინებული შედეგი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ო-–--- მ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ე--------- ნ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ დაზარალებულ ს-----–--- რ--------------ს მსჯავრდებუ-ლის მიმართ აქვს პრეტენზია და მან ითხოვა ამ უკანასკნელის მკაცრად დასჯა. ე. ნიკო-იანის მიმართ დანიშნული სასჯელი არაა სამართლიანი, ვინაიდან არ შესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ხასი-ათს.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ე--------- ნ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ე--------- ნ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ე--------- ნ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ე--------- ნ--------მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლევია მხოლოდ ერთხელ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაუ-ლისთვის, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინა-აღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთ-ვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯე-ლის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავი-სუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამო-საცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნო-ემბრის განაჩენი ე--------- ნ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ე--------- ნ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ე--------- ნ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

ე--------- ნ-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 25 სექტემბრიდან 2018 წლის 28 სექტემბრამდე.

გაუქმდეს ე--------- ნ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტანს, მ---- ნ-------ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებე-ლი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიურო-ში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili