განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
030100118002640544
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-810-2018 წელი

№030100118002640544

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

17 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ------ დ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ------ დ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, ტექნიკური განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ. ფ----–-----------------------------ში, მსჯავრდებულია ფო-თის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სა-ხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

მ------ დ-----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გა-მოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე გ------- ჩ-----მ ცემა არარეგისტრირე-ბულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მ------ დ-----–---–ი, რის შემდეგ შურისძიების მო-ტივით, მ------ დ-----–---–მა ქ. ფ----–----------------------ში მდებარე კორპუსის ეზო-ში, ქვით, განზრახ დააზიანა გ------- ჩ-----ს კუთვნილი „მერსედეს ბენცის“ მარკის ავ-ტომანქანა, სახელმწიფო ნომრით G--------, რამაც 885 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრი-ვი ზიანი გამოიწვია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------ დ-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ----– ჭ-------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ------ დ-----–---–ის მი-მართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მართალია სასამართლოში მ------ დ-----–---–ი არ უარყოფდა მის მიერ ავტომანქანის დაზიანებას, მაგრამ სასამართლოს უნდა ემსჯელა საკმარისი იყო თუ არა საქმეში არსე-ბული მტკიცებულებები მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულ გ------- ჩ-----ს ჩვენებას, მოწმე ხ----- ა------ს ჩვენებას, ავტომანქანის ამოღების ოქმს, მაშინ როცა ავტომანქანა ამოღებულ იქნა შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ. დაზარალებული მთელი 4 დღის განმავლობაში და-დიოდა ამ მანქანით და არაფრით არ დასტურდება, რომ ეს დაზიანებები ამ დღეებში არ მიიღო ავტომანქანამ.

სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულმა მ------ დ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალ-დების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასა-დასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გარდა მსჯავრდებულ მ------ დ-----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიმართ წარდ-გენილი ბრალდება ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული, მხარეთა მიერ შეთან-ხმების საფუძველზე უდაოდ მიჩნეული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პრეიუდიციად ჩათვლილი შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალე-ბულ გ------- ჩ-----ს გამოკითხვის ოქმით, მოწმე ხ---- ა------ს გამოკითხვის ოქმით, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ავტომანქანის ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანით.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ არაფრით არ დასტურდება, რომ ავტომანქანამ დაზიანებები შესაძლოა მანამდე მიიღო, სანამ მოხდებოდა მისი ამოღება, შემდეგ გარემოებათა გამო:

– მ------ დ-----–---–მა გამოძიებაში გამოკითხვისას (გამოკითხვის ოქმი პირველი ინს-ტანციის სასამართლოს მიერ მინჩეულ იქნა პრეიუდიციად) განმარტა, რომ მას შემდეგ რაც გ-------მ იგი სცემა, ჩავიდა ეზოში, აიღო ქვა და განზრახ დააზიანა გ-------ს კუთვ-ნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, კერძოდ ქვით დაამტვრია წინა საქარე მინა და ავტომანქანას ურტყა სხვადასხვა ადგლზე.

(ს.ფ. 10-12)

– მოწმე გ------- ჩ-----მ გამოძიებაში გამოკითხვისას (გამოკითხვის ოქმი პირველი ინ-სტანციის სასამართლოს მიერ მინჩეულ იქნა პრეიუდიციად) დაადასტურა, რომ მან აი-ვნიდან დაინახა, რომ მ------მ ეზოში აიღო ქვა და ესროლა კორპუსის ეზოში გაჩერებულ მის კუთვნილ ავტომანქანას. ის მაშინვე ჩავიდა ეზოში და დაინახა, რომ მ------ კვლავ ურტყამდა ქვას მის ავტომანქანას და დაზიანებული ჰქონდა წინა საქარე მინა, ძრავის სახურავი, საბარგულის სახურავი და მარცხენა უკანა კარი. ორი დღის შემდეგ ფოთში გამოაცვლევინა საქარე მინა.

(ს.ფ. 28-31)

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივირებას იმის თაობაზე, რომ მოწმეების ჩვენებები და ავტომანქანის ამოღების ოქმში მითითე-ბული დაზიანებები ერთმანეთს არ ემთხვევა, კერძოდ ავტომანქანის ამოღების დროს აღწერილი იქნა დაზიანებები, სადაც არ არის მითითებული საქარე მინის დაზიანების შესახებ, რის გამოც ეს ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ------- ჩ-----ს მიერ გამოძიებაში მი-ცემულ ჩვენაბას, სადაც მან მიუთითა, რომ მანქანის დაზიანებიდან ორი დღის შემდეგ, ფოთში გამოაცვლევინა საქარე მინა.

საქმეში არსებული ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გ------- ჩ-----ს კუთვნილი ავ-ტომანქანის ამოღება მოხდა 2018 წლის 20 ივლისს. ე.ი. იმ დროს, როდესაც ამოიღეს ავტოპმანქანა, მესაკუთრის განმარტებით, მას უკვე შეცვლილი ჰქონდა წინა საქარე მინა. შესაბამისად აღიწერა მხოლოდ ის დაზიანებები, რაც ვიზუალურად ეტყობოდა ავტო-მანქანას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინს-ტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ მ------ დ-----–---–ის ქმედებისათვის მიცემუ-ლი აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 11¹-187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მის მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენში რაიმე ცვლილების შეტა-ნის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქ-ტომბრის განაჩენი მ------ დ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ------ დ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ------ დ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებ-ლოდ.

მსჯავრდებულ მ------ დ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გა-დახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

ნივთმტკიცება – „მერსედეს ბენცის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით G-------- ავტომან-ქანა, დაუბრუნდეს მესაკუთრეს გ------- ჩ-----ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili