განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
010100118002407913
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-804-2018 წელი

№010100118002407913

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი – ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- კ-------–ის,მსჯავრდებულის – კ------------- გ--------–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდო-მაზე, განიხილა კ------------- გ--------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამარ-თლის საქმე.

კ------------- გ--------–--ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, მცხოვ-რები ო------------------------------–--–-------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 03 თვის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

კ------------- გ--------–--ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაე-დო ძარცვისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსა-წინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 13:20 საათზე ქ. ბ------–--------------------------ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ------------- გ--------–--ემ, აშკა-რად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ------ ლ--------ს ხელიდან გასტა-ცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს ძეწკვი, ორი ცალი ბავშვის ქუდი და სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ------------- გ--------–--ის მიერ ჩადენილი და-ნაშაულებრივი ქმედების შედეგად მ------ ლ--------ს მიადგა 158 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით კ------------- გ--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კო-დექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მსჯავრდებული იქნა ამ კვალიფიკაციით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლ---- მ---------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს კ------------- გ--------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მის მიმართ სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებით უტყუა-რად დგინდება, რომ კ------------- გ--------–--ემ მისი დანაშაულებრივი ქმედების შე-დეგად დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, რაც სასამართლოში მოწმის სა-ხით დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერტიზების დასკვნების ავტორებმაც.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ დ----- კ-------–ს, რომელიც ით-ხოვს კ------------- გ--------–--ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მის მიმართ სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.

– მსჯავრდებულ კ------------- გ--------–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩ-ნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად და-ტოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა კ------------- გ--------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავი არ ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და განმარტა, რომ მის მიერ გატაცებული ნივთების ღირებულება არ აღემა-ტება 150 ლარს და ბრალდების მხარის მიერ დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია არასწორია, თუმცა აღიარა, რომ 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით 13:20 საათზე ქ. ბ-------–--------------------------ის მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მ------ ლ--------ს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულ მ------ ლ--------ს ჩვენების თანახმად 2018 წლის 27 მარტს დაახლოე-ბით 13:20 საათზე ქ. ბ------–--------------------------ში მდებარე ავტოსადგურის მიმ-დებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ხელიდან გასტაცა ხელჩანთა, რომელშიც მოთავ-სებული იყო ოქროს ძეწკვი, ბავშვის ორი ქუდი და სხვადასხვა ნივთები. ოქროს ძეწკვი იყო გაწყვეტილი და ამგვარ მდგომარეობაში იდო ჩანთაში. გამტაცებლის სახე და აღნა-გობა კარგად დაინახა. იგი გაიქცა შავშეთის ქუჩის მიმართულებით. მომხდარი მაშინვე შეატყობინა 112-ის სამსახურს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რომელ-თაც მოუყვა მომხდარი დანაშაულის შესახებ. მოგვიანებით მიიღო მონაწილეობა ამოც-ნობაში რა დროსაც ამოიცნო პირი ვინც გასტაცა ხელჩანთა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმეებმა მ-–-- მ-----–--ემ და მ---- ა-–----------–--მ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში ჩვენებების მიცემისას დაადასტურეს დაზარალებულ მ------ ლ--------ს ჩვენება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მ------- ლ--------მ ამოიცნო კ------------- გ--------–--ე – პირი ვინც გასტაცა ხელჩანთა.

მოწმე მ-–-- მ-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით დღის საათებში იმყოფებოდა ქ. ბ------–--------------------------ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ ყოფნისას დაინახა, რომ უცნობმა პირმა ახალგაზრდა გოგოს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. გამტაცებელი კარგად დაინახა და მოგვიანებით ამოიცნო იგი პოლიციაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე მ-–-- მ-----–--ემ ამოიცნო კ------------- გ--------–--ე – პირი ვინც გაიტაცა ხელჩანთა.

მოწმე მ---- ა-–----------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ბ------–--------------------------ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ჯი-ხურში. 2018 წლის 27 მარტს დაახლოებით დღის საათებში იმყოფებოდა სამსახურში რა დროსაც დაინახა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ახალგაზრდა გო-გოს ხელიდან გასტაცა ხელჩანთა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. გამტაცებელი კარ-გად დაინახა და მოგვიანებით ამოიცნო იგი პოლიციაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, მოწმე მ---- ა-–----------–--მ ამოიცნო კ------------- გ--------–--ე – პირი ვინც გაიტაცა ხელჩანთა.

საქმეში არსებული, 2018 წლის 28 მარტს ჩატარებული კ------------- გ--------–--ის პირა-დი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ კ------------- გ--------–--ეს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა 2018 წლის 28 მარტს ქ. ბ------–------------------------- ბინის მიმდებარე ტერიტორია-ზე 14:20 სთ-დან 14:40 სთ-ის შუალედში. ჩხრეკის შედეგად ტანთ მოსილ ქურთუკიდან ამოღებული იქნა ოქროს ძეწკვი, რომელიც დაილუქა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ პო-ლიციელები მ-------- ლ----ე და ი-----–- თ----------ე. ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ზ---- ლ----------ის მიერ. პირად ჩხრეკას თან ახლავს ფოტო ილუსტრა-ცია.

მოწმეება მ-------- ლ----ემ და ი-----–- თ----------ემ დაადასტურეს კ------------- გ--------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილი ფაქტების რეალობა და შედეგები.

საქმეში არსებული, 2018 წლის 28 მარტს დაზარალებულ მ------ ლ--------ს მონაწილეო-ბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ნივთის ამოცნობით დადგინდა, რომ დაზა-რალებულმა მ------ ლ--------მ ამოიცნო კ------------- გ--------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ძეწკვი და განმარტა, რომ ეს ძეწკვი არის სწორედ ის, რომელიც ეკუ-თვნის მ------ ლ--------ს.

საქმეში არსებული, 2018 წლის 27 მარტს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვა-ლიერებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბ------–---------------------------ში და წარმოადგენს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიას. დათვა-ლიერება გაგრძელდა შავშეთის ქუჩაზე, სადაც ერთერთი სახლის ღობესთან ნანახი იქნა შავი ხელჩანთა, ფუნთუშა, ბავშვის პამპერსი, სავარცხელი. ერთი ბოთლი წყალი, ბავშ-ვის ორი ქუდი, საწოვარა, დაბადების მოწმობები გაცემული ა-–---- ლ--------ს და მ------- ა-----ის სახელზე, პირადობის მოწმობები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტმა ბ------- ა-----ემ, ბ---- კ----ემ, მ------ ლ--------მ. ოქმი შედგენილი იქნა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ზ---- ლ----------ის მიერ. ოქმს თან ახლავს ფოტო ილუსტრაცია.

მოწეებმა ბ------- ა-----ემ და მ------ ლ--------მ დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღწერილი ფაქტების რეალობა და შედეგები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმის, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ზ---- ლ----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მ------ ლ--------ს ნივთების ძარცვის ფაქტზე გამოძიება თვითონ აწარმოა. გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები შედგენილია მის მიერ და ოქმების შინაარ-სი ზუსტად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას და შედეგებს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2018 წლის 29 მარტს ჩატარებული კ------------- გ--------–--ის დაკა-ვების ოქმით ირკვევა, რომ კ------------- გ--------–--ე დაკავებული იქნა 29 მარტს 2018 წელს 18:58 საათზე ქ. ბ------–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების რ----–-- ს---------ის და ზ---- გ--------ის მიერ და გადაყვანილი ქ. ბა-თუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში. დაკავების ოქმი შეა-დგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლ რ----–-- ს---------ემ.

მოწმეებმა რ----–-- ს---------ემ და ზ---- გ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურეს დაკავების ოქმის მიმდინარეობა, შინაარსი და შედეგები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ 1,76 გრამი ოქროს სინჯის ძეწკვის (გაწყვეტილი, 2 (ორ) ერთეულად) საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 140.00 (ასორმოცი) ლარს.

საქმეში არსებული, ექსპერტიზის №----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთების ღირებულება შეადგენს: ხელჩანთა – 10 ლარს, ლურჯი ფერის საბავშვო ქუდი 5 ლარს, თეთრი ფერს საბავშვო ქუდი – 3 ლარს, სულ ნივთების საერთო საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგინა 18 (თვრამეტი) ლარი.

ექსპერტმა ბ----- ქ-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას დაადასტურა, რომ 1,76 გრამი ოქროს სინჯის ძეწკვის (გაწყვეტილი, 2 (ორ) ერთე-ულად) საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 140.00 (ასორმოცი) ლარს და ეს ფასი შეადგენს საშუალო ფასს და არ არის ზუსტი და კატეგო-რიული. იმავდროულად ექსპერტმა განმარტა, რომ მისი შეხედულებით ფასი შიძლება იყოს 5-6 ლარით მეტი ან ნაკლები. (ანუ 134 ლარიც კი).

ექსპერტმა გ.გ-----ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ მან განსაზღვრა ერთი ჩანთის და ორი ქუდის საერთო ღირებულება შეად-გენს 18 ლარს.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის სფუძველზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას კ------------- გ--------–--ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გა-მო:

ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე, არის სასაქონ-ლო ექსპერტიზების დასკვნები. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინს-ტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქონელმცოდნეო-ბითი ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული და რომ ნივთების ღირებულების ზუსტ ათვლის წერტილად ვერ მიიჩნევს 158 ლარს და ის შეიძლება იყო 150 ლარი ან მასზე ნაკლებიც. სხვა მტკიცებულება, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულე-ბის შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წერსით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალა-ქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, კ------------- გ--------–--ის ქმე-დება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელი დაენიშნა მისი პიროვნული მახა-სიათებლებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხარისხისა და ხასიათის შესაბამი-სად და არ არსებობს საფუძველი გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანი-სათვის.

ამდენად შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განა-ჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

კ------------- გ--------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქა-ლაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

კ------------- გ--------–--ის გ--------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

კ------------- გ--------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 03 თვის ვადით.

კ------------- გ--------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ კ------------- გ--------–--ის სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 29 მარტიდან.

ნივთმტკიცებები – შავი ფერის ქალის ხელჩანთა, ორი ცალი ქაღალდის ხელსახოცი, 1 ცალი ფუნთუშა, იასამინისფერი სავარცხელი, 1 ბოთლი წყალი ბაკურიანი, ორი ცალი ბავშვის ქუდი, ბავშვის საწოვარა, ა-–---- ლ--------ს დაბადების მოწმობა, მ------ ა------ის დაბადების მოწმობა, ერთი ცალი ავტობუსის ბილეთი, ბავშვის სამშობიარო სახლის სამაჯურები, 7 ცალი შემოსავლის და გასავლის ცარიელი ფურცლები, 1 ცალი ყვითელი ფერის ფურცელი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – თითის კვლები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – 1 ცალი მამაკაცის მზის სათვალე, ნოკიას ფირმის მობილური ტელე-ფონი, სიმბარათებით, 2 ცალი 1 ლარიანი მონეტამ 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 2 ლარიანი მონეტა, 8 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 2 ცალი 10 თეთრიანი მონეტა, 1 ცალი ბინის გასაღები თავისი რგოლით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili