განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-786-2018 წელი
№010100117001962373
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
20 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – თ-------- გ----–---–ი,ადვოკატის – ნ------ ბ-------–--ს,მსჯავრდებულის – ი------- შ------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომა-ზე, განიხილა ი------- შ------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი------- შ------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალა-ქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------–-----------–----–----------------–----------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩე-ნით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქ-ცია) და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბი-უჯეტის სასარგებლოდ.
იმავე განაჩენით მსჯავრდებული არიან:
მ--–---- შ------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალა-ქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ------–-----------–----–----------------–----------ში, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ---- ჯ--------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კონდიდში, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
aRwerilobiTi nawili:
ი------- შ------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რე-დაქცია).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 ქ------–-----------–----–----------------–-----------ში, ი------- შ------–---–მა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მეზობლური კონფ-ლიქტის დროს თანასოფლელის ლ---- ჯ--------ის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადო-ბა, კერძოდ ხის ჯოხის ერთჯერადი დარტყმის შედეგად ლ---- ჯ--------ეს გულმკერ-დის უკანა ზედაპირზე ნაჭდევის სახით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრ-თელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი------- შ------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. მოთხოვნას ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლოში მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები იყო ცრუ და ერთმანეთის გამომრიცხველი და მათ არ შეეძლოთ დაედასტურებინათ მისი მონაწილეობა ჩხუბში, რადგან იგი ჩხუბში არ მონაწილეობდა. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღ-მა სტანდარტით დარწმუნებდა იმაში, რომ მან დანაშაული ჩაიდინა.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ი------- შ------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ად-ვოკატს ნ------ ბ-------–--ს, რომლებიც ითხოვენ ი------- შ------–---–ის მიმართ გამა-მართლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ თ-------- გ----–---–ს, რომელიც გასაჩივრე-ბულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა გ---–----- ჯ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2015 წლის 17 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, მეუღლესთან და რძალთან ერთად. დაახლოებით 14-15:00 საათზე მის მეუღლეს ეძინა, რა დროსაც ეზოში შემოესმა ხმაური და ორივე ჩავიდნენ ეზოში. მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც ი------- შ------–---–ი მის მეუღ-ლეს ურტყამდა კეტს, ამ დროს ლ---- ჯ--------ე დაეხსნა მას და სახლის უკან წავიდა, ხოლო მ--–----იმ ხელი დაავლო ეზოში არსებულ სკამს და მას მოარტყა ფეხის არეში, ასევე ხელი დაარტყა სახის არეში. სკამის ფეხში დარტყმით მან მიიღო დაჟეჟილობა და გაუსკდა კაპილარი. მას არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ხელი ვინმეს ლ---- ჯ--------ემ; თავად ლ----მა უთხრა შემდეგ, რომ მ--–---- შ------–---–ს დაარტყა ხელი სახეში თავ-დაცვის მიზნით. კონფლიქტი გრძელდება დაახლოებით 3 წელია. არანაირი ზიანი არ აუნაზღაურებიათ; დღეს აქვს პრეტენზია; თავად მას არავინ უცემია და არანაირი ძალა-დობა არ განუხორციელებია.დაპირისპირების მიზეზი იყო ის რომ მისი მეუღლე ლ---- ჯ--------ე გაღიზიანდა მათ დანახვზე; ისინი დაუკითხავად შემოვიდნენ ეზოში; მოვიდ-ნენ სამი ავტომანქანით; რომ არ მოსულიყვნენ, არაფერი არ მოხდებოდა; მან პირდაპირ დაინახა, ი------- შ------–---–ი როგორ ცემდა მის მეუღლეს - ლ---- ჯ--------ეს - ხის კეტს, ზურგის არეში, ხოლო მ--–---- შ------–---–მა მას ფეხზე ძელსკამი მოარტყა და ხელი მოხვდა სახის არეში; ლ----ი იყო გამწარებული, რადგან მის საკუთრებაში მივიდნენ და თავს ესხმოდნენ; თავად გასაშველებლად ჩაერია;
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა მ--–---- შ------–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2015 წლის 17 ივნისს მას თხოვა ვ-----–- ქ---–----ემ, იმ დროისთვის ის დასაქმებული იყო ქ------–---------------ში მ-–-------–----ის თანამდებობაზე, რომ გაყოლოდა მას, რადგან სურდა სადავო მიწის ნაკვეთზე ფოტოების გადაღება, რაზედაც დაეთანხმა, მას თან გაყვნენ თ------ შ------–---–ი და მისი ოჯახის წევრები: გ-------, ი-------, მ---- და ბ------ შ------–---–ები; ასევე ახლდათ მეზობელი - ბ------ ო-----------ე; როცა მივიდნენ ადგილზე, მან მიუთითა ვ-----–- ქ---–----ეს სადავო მიწის ნაკვეთზე, შევიდნენ ეზოში, თუმცა იქ ცხოვრობს ხუთი ოჯახი და ისინი არ იმყოფებოდნენ ლ---- ჯ--------ის ეზოში, იყვნენ ეზოსთან ახლოს, სახლიდან გამოვიდა ლ---- ჯ--------ე და მისი მეუღლე გ---–----- და ლ----ი პირდაპირ გამოექანა მისკენ და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში , ასევე მან აიღო იქვე არსებული ხის ძელის სკამი და ცდილობდა მის დარტყმას; თვითონ ცდილობდა ხელი შეეშალა მისთვის, თუმცა ეს სკამი მაინც მოხვდა მკერდის არეში, ამ დროს შუაში ჩადგნენ ოჯახის წევრები, მოხდა შეხლა შემოხ-ლა; მას გ---–----- ჯ--------ისთვის არ დაურტყამს, მისთვის ფიზიკური შურაცხყოფა არ მიუყენებია; რაც შეეხება ლ---- ჯ--------ეს, მისთვის არც არაფერი უთქვამს, ისინი გადაიღებდნენ სურათებს და წამოვიდოდნენ უკან, მათთან კონფლიქტს არ აპირებდნენ; ლ----მა კი პირდაპირ მივარდა მას და დაარტყა ხელი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულმა ლ---- ჯ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ქ------–-----------------------–-----------------ში შ-----–---–ები მას ედავებიან მიწის ნაკვეთზე, რაზე-დაც დავობდნენ სასამართლოში; სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთი მას მიაკუთვნა, დავა კი მაინც გრძელდება; 2015 წლის 17 ივნისს სახლში იმყო-ფებოდა; დაინახა ვ-----–- ქ---–----ე და თანმხლები პირები, რომლებიც ისევ მიუთი-თებდნენ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე; აღელვებული გამოვიდა ეზოში და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში მ--–---- შ------–---–ს, არ უარყოფს, თუმცა ეს გააკეთა თავ-დაცვის მიზნით, რადგან შ------–---–ები მას ესხმოდნენ თავს; ისინი იყვნენ ხის კეტე-ბით მის ეზოში შემოჭრილები; მეუღლე ჩადგა მათ შუაში და ცდილობდა შეჩერებას და გაშველებას; ერთერთმა მათგანმა - ი------- შ------–---–მა მის ხელთ არსებული ჯოხი და დაარტყა მარცხენა მხარზე; ის გაეცალა მათ და ცდილობდა ჯოხი მოემარჯვებინა, მაგრამ მეუღლემ აღარ გაუშვა; შემდეგ გაიგო, რომ მ--–---- შ------–---–ს მისი მეუღ-ლისთვის გ---–----- ჯ--------ისათვის დაურტყამს ხის სკამი ფეხზე; კონფლიქტი გაგრ-ძელდა რამდენიმე წუთი; ის თავს იცავდა და ამიტომ დაარტყა მ--–---- შ------–---–ს; ისინი მასზე თავდასხმის მიზნით იყვნენ მისულები მის ეზოში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ვ-----–- ქ---–----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ზემოაღნიშნულ პერი-ოდში, მოქალაქე შ------–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება საკუთრების უფლების აღიარების კანონიერების შემოწმების შესახებ. აღნიშ-ნული ადმინისტრაციული წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, რაც იყო გასაკეთებე-ლი, პირველი პროცედურა იყო სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა და ამის შემდგომ სხდომაზე საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთის გადასარებად სურდა რა წასვლა თხოვა მ--–---- შ-----–---–ს გაყოლოდა და ზუსტად ეჩვენებინა ეს ნაკვეთი; ამ დროს შ------–---–ები იყვნენ სოფლის ცენტრში და მან იქედან ჩაისვა ავტომანქანაში მ--–---- შ------–---–ი; შემთხვევის ადგილამდე ჯერ იყო შ------–---–ის სახლი, შემდეგ მოსდევ-და სადავო მიწის ნაკვეთი, შემდეგ კი იყო ლ---- ჯ--------ის სახლი.სადავო ტერიტორი-ასთან მიახლოებისას მან დაინახა ეზოში ლ---- ჯ--------ე; მ--–---- შ------–---–ის დანახვისთანავე, ისე რომ მისთვის მ--–---- შ------–---–ის არაფერი ჰქონდა ნათქვამი, ლ---- ჯ--------ისაგან წამოვიდა აგრესია, მივარდა მ--–---- შ------–---–ს და მისვლის-თანავე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც ვ-----–- ქ---–----ე ჩადგა შუაში და ცდი-ლობდა მათ ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებას. ამ დროს მან დაინახა ფეხ-მძიმე გოგონა, რომელიც გაარიდა კონფლიქტის ადგილს და დაახლოებით 4 წუთის წუ-თის შემდეგ დაბრუნდა დაპირისპირებულებთან, ის არ გამორიცხავს, რომ იქ სხვა და-პირისპირებულებს შორის სხვაგვარ ძალადობას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონოდა ადგილი, თუმცა უშუალოდ მას სხვა დარტყმა არ დაუნახავს, მაგრამ არ გამორიცხავს მათ შორის სხვა ცემის ფაქტებს. მისი განმარტებით პირველი აგრესია ჯ--------ეებთან მისვლისას დაიწყო ლ---- ჯ--------ის სიტყვებით, რომ როგორ მივიდნენ კიდე მასთან, მ--–---- შ-----–---–ის შეპასუხება არ ახსოვს, ამ მიმართვისთანავე მოხდა დარტყმა; მ--–---- შ------–---–ს მოხვდა სახის არეში; ლ---- ჯ--------ის სახლთან მიახლოვებამდე მან რამდენიმე ფოტო გადაუღო სადავო მიწის ნაკვეთს შორიდან, რათა ადმინისტრაცი-ული წარმოების მიზნებიდან გამომდინარე მისი საზღვრები დაეზუსტებინა და სწორედ ამ მიზნით სთხოვა მან შ------–---–ებს, რომ ერთი ადამიანი, რომელიც იყო მ--–---- შ-------–---–ი მისთვის გაეყოლებინათ, რათა დაეზუსტებინა სადავო ტერიტორია; ადას-ტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ ასევე ჯ--------ის მეუღლე, მისი რძალი, ბო-ლოს კი მათი შვილიც მოვიდა, ასევე იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ; ის ყველას ვერ ხედავდა. ასევე დამატებით განმარტავს, რომ როდესაც ფეხმძიმე გოგონა გაარიდა სიტუაციას და უკან დაბრუნდა, ჯ--------ის მეუღლე ითხოვ-და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებას, რადგან იგი ფეხს იტკი-ებდა და დაზიანება აღენიშნებოდა ფეხის არეში. აღნიშნული კონფლიქტი გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. აღნიშ-ნავს, რომ ლ---- ჯ--------ის მიერ მ--–---- შ------–---–ზე დარტყმამდე იქ მისულ პი-რებს არანაირი აგრესია არ გამოუხატავთ, არც რაიმე უთქვამთ; ლ----ი პირადიპირ მი-ვარდა მ--–----ს და დაარტყა, რა თქმა უნდა ჩანდა, რომ გაღიზიანდა მათი მისვლით; შემდგომ შეიტყო, რომ კონფლიქტისას სხვა პირებსაც მიუღიათ ჯანმრთელობის დაზია-ნება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ბ------ ო-----------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ შემთხვევა მოხდა დაახლოებით სამი წლის უკან. მ--–---- შ------–---–მა დაურეკა მას, რომ მიდიოდა მი-წათმომწყობი ვ-----–- ქ---–----ე და სურდათ მიწის ნაკვეთის საზღვრების დაფიქსი-რება; ამის შემდეგ მივიდა ვ-----–- ქ---–----ე და ისინი წავიდნენ სადავო მიწის ნაკვე-თისაკენ. ვ-----–- ქ---–----ე და მ--–---- შ------–---–ი მიდიოდნენ წინ, ხოლო 10 მეტრის დისტანციით დანარჩენები მისდევდნენ მათ უკან. მისვლისთანავე ლ----ი გაბრაზებული გამოემართა და ხელი დაარტყა მ--–---- შ------–---–ს. დასწვდა შემთხვე-ვის ადგილზე არსებულ ხის სკამს და დაიწყო ღრიალი. ვ-----–- ქ---–----ემ მ--–----ი გამოიყვანა და გამოარიდა მას. ამ დროს ლ----ი ჯ--------ის რძალმა დაიწყო ყვირილი; განმარტა, რომ როცა შევიდნენ ე.წ ჩიხში, მის უკან მიდიოდნენ თ------ შ------–---–ი, მ---- ლ----–---–ი და კიდევ სხვა შ------–---–ები. ლ---- ჯ--------ის გაბრაზების მიზე-ზი იყო 10 წლის წინ მიწის ნაკვეთის გამო დაწყებული სამეზობლო დავა, რის გამოც შემთხვევის დღეს გაბრაზდა, თუ კიდევ რატომ მივიდნენ, რის გამოც ხელი დაარტყა მ--–---- შ------–---–ს, რომელიც მშვიდობიანად იყო მისული საზღვრების დასაფიქსი-რებლად. კონფლიქტის დროს ლ----ისთან ერთად სახლში იყვნენ ასევე მისი მეუღლე და რძალი. უშუალოდ მას სხვა დარტყა არ დაუნახავს. აღნიშნულ კონფლიქტში ჩარ-თული იყო ოთხი ადამიანი, ხოლო 4 ან 5 ადამიანი იდგა მის უკან. ი------- შ------–----–ი კონფლიქტში ჩაერთო აღნიშნული დარტყმის შემდეგ და მივიდა მ--–---- შ-------–---–თან და ლ---- ჯ--------ესთან, ხოლო სხვა პირები მათთან არ მისულან. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა არა ლ----ის, არამედ ლ----ის ბიძაშვილის ეზოში, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი.ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო ლ---- ჯ--------ემ და ამის არანაირი აუცილებლობა არ იყო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ---- ლ----–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2015 წლის 17 ივნისს, ქალაქ ქობულეთის მიწის აღიარების კომისიის მოთხოვნით, ხელახალი ძიებისთვის უნდა შემოწმებულიყო სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრები. ამ მიზნით კომისიის წამო-მადგენელმა ვ-----–- ქ---–----ემ განაცხადა, რომ ერთი ადამიანი მას გაჰყოლოდა, რო-მელიც არ იყო მოდავე პიროვნება და შეირჩა მ--–---- შ------–---–ი; ლ---- ჯ--------ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოებისას, პირველად ლ---- ჯ--------ე გამოვარდა და მ--–----ის დაუპირისპირდა, რა დროსაც გაშლილი ხელი დაარტყა მ--–----ის სახის არე-ში. ამ დროს მას მეუღლე - გ---–----- მოუწოდებდა არ დამღუპოო, ჩხუბის დასრულების შემდეგ კი მოვიდა მისი შვილიც. დარტყმამდე ლ---- ჯ--------ემ იკითხა „რატომ მო-დით აქო“, რის შემდეგაც გაშლილი ხელი დაარტყა მ--–---- შ------–---–ს სახეში. თავად მ--–---- შ------–---–ს დარტყმამდე არაფერი არ განუხორციელებია. ლ---- ჯ--------ეს მ--–---- შ------–---–ის ცემის მიზეზი არ ჰქონია, ამასთან, ისინი იდგნენ ჯ--------ის და თ---–--–---–ის სახლებს შორის. მას სხვა ძალადობა არ დაუნახავს, თუმცა ესმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები ერთმანეთის მიმართ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ--- შ------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდნენ მაღაზიას-თან, რა დროსაც მათთან მივიდა ახლგაზრდა კაცი და შეთანხმდნენ, რომ უნდა ენახათ შ------–---–ების საზღვარი. მისვლისას ლ---- ჯ--------ემ მ--–----ის დაარტყა ხელი, რა დროსაც მის გვერდით იდგა ვ-----–- ქ---–----ე. მ--–---- შ------–---–ი დ ვ-----–- ქ----–----ე ამ დროს ლ---- ჯ--------ის ეზოში არ იყვნენ შესულები, იყვნენ გ---- ჯ--------ის ეზოში; მას სხვა ძალადობა არ დაუნახავს, თუმცა ადასტურებს, რომ ი------- შ------–----–ი იდგა დაპირისპირებულებს შორის.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ----- ჯ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ცხოვრობს ლ---- ჯ---------ის მეზობლად. შემთხვევის დღეს მას მოესმა ჩხუბის ხმა, რის გამოც გაიხედა გარეთ და დაინახა რამდენიმე მანქანა. ის მაშინვე არ გასულა, როცა გავიდა შემთხვევის ადგილზე, ჩხუბი უკვე დაწყებული იყო, თუმცა მან დაინახა, რომ ი------- შ------–---–ი ლ---- ჯ--------ეს ურტყამდა ჯოხს მიყოლებით რამდენჯერმე. ამ დროს მ--–---- შ-------–---–მა ორსულ რძალს მოუქნია სკამი, რომელსაც გ---–----- ჯ--------ე გადაეფარა და მას მოხვდა ფეხის არეში.მან დაპირისპირების ყველა დეტალი ვერ დაინახა, რადგან როდესაც შემთხვევის ადგილზე ჩამოვიდა ჩხუბი უკვე დაწყებული იყო, შესაბამისად იგი ვერ დაინახავდა ლ---- ჯ--------ემ მისვლისთანავე/ჩხუბის დაწყებამდე რომ დაარ-ტყა გაშლილი ხელი მ--–---- შ------–---–ის სახის არეში. მისი მისვლისას ი------- შ-------–---–ი ლ---- ჯ--------ეს ურტყამდა ზურგის არეში ჯოხს, ხოლო მ--–---- შ------–----–ის მოქნეული სკამი მოხვდა გ---–----- ჯ--------ეს ფეხის არეში. კონფლიქტის შემდეგ გ---–----- ჯ--------ისაგან შეიტყო, რომ მ--–---- შ------–---–მა გ---–-----ს დაარტყა ასევე სახის არეში. მან ნახა ის დაზიანებები, რაც ჰქონდათ ამ კონფლიქტის შემდეგ ლ---- ჯ--------ეს და გ---–----- ჯ--------ეს; მოწმის განმარტებით იქ ძელსკამი არის ეზოში, ეკუთვნის ი--- კ---–--–--ეს, ის დგას ლ---- ჯ--------ის ეზომდე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე კ---- ჯ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2015 წლის 17 ივნისს არ იმყოფებოდა სახლში, როცა დაბრუნდა დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დროისათვის, მოესმა ხმაური, რის გამოც ჩქარი ნაბიჯებით გაემართა; ეზოში დახვდნენ თ------ი შ------–---–ი, მ---- ლ----–---–ი, მ--–----ი შ------–---–ი, ი------- შ------–----–ი, ბ------ ო-----------ე და სხვები, დედამისი და ორსული მეუღლე, ხოლო მამამისი – ლ---- ჯ--------ე იმყოფებოდა სახლის უკან.როგორც შეიტყო, მოსულებს ლ---- ჯ---------ეზე და გ---–----- ჯ--------ეზე ჰქონდათ ძალადობა განხორციელებული, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია, კერძოდ, გადმოცემით იცის, რომ მ--–---- შ------–---–მა გ---–-----ას დაარტყა სკამი ფეხში, რის შედეგადაც აღენიშნებოდა იმ ადგილზე სიშავე; მისი მისვლის შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა მისთვის ცნო-ბილი გახდა, რომ ლ---- ჯ--------ემ თავდაცვის მიზნით დაარტყა მ--–---- შ------–----–ის ხელი. ლ---- ჯ--------ის ზურგის არეში ჰქონდა დაზიანებები. შემთხვევის ად-გილი მდებარეობს მათი საცხოვრებელი სახლის წინ და ხუთ ოჯახს აქვს ერთი ეზო, რომლის 100-150 მეტრში ეყენა შ------–---–ების მანქანები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ი--- კ---–--–--ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მისი ოჯახიდან მოშორე-ბით ცხოვრობს ლ---- ჯ--------ე. შემთხვევის დღეს დაინახა სამი მანქანა და დაინახა შ------–---–ები, რის გამოც გ---–-----ს დაუძახა სტუმრები გვყავსო. მას გამოხედვისთა-ნავე გამოჰყვა ლ----ი. მათი მოსვლის შემდეგ დაიწყო ხმამაღალი შეხლა-შემოხლა და საზღვრის გადაწევაზე კამათი. ამ შეხლა-შემოხლის დროს მოხდა ხელის დარტყმა, რა-საც თვალყურს ადევნებდა თავისი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, რამეთუ სახლები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. შ------–---–ებს ახლდა მ-–-------–----ი ვ-----–- ქ---–----ე. პირველად ხელი დაატყა ლ----იმ. მერე მოტრიალებისთანავე მოხვდა ლევა-ნის. მისვლისთანავე, შეხვედრამდე მოხდა დარტყმა. მოსალაპარაკებელი სიტუაცია უკ-ვე აღარ იყო იქ; ლ----ის გაფრთხილებული ყავდა ისინი, რომ არ მისულიყვნენ;
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ--–- ვ----ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ 2018 წლის17 ივნისს იმყო-ფებოდა სახლში, დედამთილთან და მამამთილთან ერთად; მამამთილი – ლ---- ჯ---------ე ცვლიდან იყო მისული და ისვენებდა, დივანზე იყო წამოწოლილი და ეძინა. რა დროსაც დედამთილს გ---–----- ჯ--------ეს ეზოდან შემოესმა ხმაური, რის შემდეგაც ლ---- ჯ--------ე და გ---–----- ჯ--------ე ჩავიდნენ ეზოში. ჩასვლისას მან დაინახა, რომ ლ----ი ეგდო ძირს და ზურგის არეში უტყავდნენ ჯოხს. მის დედამთილს - გ---–----- ჯაფარძეს მ--–---- შ------–---–მა ფეხის არეში მოარტყა სკამი. მან დაინახა, ლ---- ჯ--------ე ძირს ეგდო და ი------- შ------–---–მა დაარტყა ხის სარი ზურგის არეში. ასე-ვე მან დაინახა თუ როგორ მოარტყა მ--–---- შ------–---–მა გ---–----- ჯ--------ეს სკამი ფეხის არეში. მას არ დაუნახავს ლ---- ჯ--------ემ მიაყენა თუ არა ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა შეიტყო, რომ ლ---- ჯ--------ემ მ--–---- შ------–---–ს დაარტყა სახეში თავდაცვის მიზნით, ხოლო დარტყმის მიზეზი ის იყო რომ ლ----ი გაბრაზდა, თუ რატომ მივიდნენ გაუფრთხილებლად ეზოში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მსჯავრდებულმა ი------- შ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენე-ბის მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ისინი მისულები არ იყვნენ კონფლიქტისთვის, ვინაიდან გაცხადებული ჰქონდათ და სურდათ სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ხელახალი გამორკვევა, მიწათმომ-წყობმა მოითხოვა მას გაყოლოდ ერთი პირი, გაყვა მ--–---- შ-----–---–ი და ვინაიდან იქვე იყვნენ სხვა შ------–---–ებიც წავიდნენ მათთან ერთად; ისინი ლ---- ჯ--------ის ეზოში არ შესულან; ვ-----–- ქ---–----ე და მ--–---- შ------–---–ი მიდიოდნენ წინ; ის გადაიღებდა სურათებს და წამოვიდოდნენ უკან; ლ----ი მათ დანახვაზე გამოექანა და მ--–---- შ------–---–ს, იმაზე გაბრაზებული, თუ როგორ გაბედეს და მივიდნენ, - პირ-დაპირ ხელი დაარტყა სახის არეში; ამაზე მივიდა გასაშველებლად; გ---–----- ჯ--------ე თავის ფეხმძიმე რძალთან ერთად იყო; შეხლა შემოხლა მოხდა, იყო ფიზიკური შეუ-რაცხყოფები, მაგრამ მას არც ხის სარი ჰქონდა ხელში და არც ლ---- ჯ--------ისათვის დაურტყამს, თუ ხელში ეჭირა სარი, სად წაიღო, ხომ უნდა ენახათ იქვე; ის უბრალოდ გასაშველებლად ჩაერია; მოწმეთა ნაწილის განმარტებებს არ ეთანხმება, ისინი სიმართ-ლეს არ ამბობენ, მას არ დაურტყამს ჯოხი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 25.06.2015 წ. №--------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი პირადი შემოწმების მონაცემებით გ---–----- ჯ--------ეს აღენიშნებოდა დაზიანება სისხ-ლნაჟღენთის სახით მარჯვენა ბარძაყის არეში. სამედიცინო საბუთების მონაცემებით გ---–----- ჯ--------ეს მიუმართავს სამედიცინო დახმარებისათვის 17.06.15წ. დიაგნოზი: მარჯვენა ბარძაყის დაჟეჟილობა. ვეგეტოდისტონია ჰიპერტენული ტიპის. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ტ. 1, ს/ფ 87-89)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 23.06.2015 წ. №--------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი პირადი შემოწმების მონაცემებით მ--–---- შ------–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანე-ბის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა.
(ტ. 1, ს/ფ 90-92)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს 24.06.2015 წ. №--------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი შემოწმე-ბის მონაცემებით ლ---- ჯ--------ეს აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლე-ლად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ტ. 1, ს/ფ 93-95)
გააანალიზა რა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეისწავლა სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო საჩივარი ი------- შ------–---–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ი------- ს------–---–ის სააპელაციო ძირითადი მოტივაცია არის ის, რომ მოწმეებმა სა-სამართლოს მისცეს ცრუ ჩვენება.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აღნიშნულს განმარტავს, რომ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
დაზარალებულმა ლ---- ჯ--------ემ, მოწმეემა - გ---–----- ჯ--------ემ, თ----- ჯ---------ემ, ლ--–- ჯ--------მე კატეგორიულად მიუთითეს თავიანთ ჩვენებებში, რომ დაინახეს როგორ დაარტყა ი------- შ------–---–მა ჯოხი ზურგში ლ---- ჯ--------ეს.
სააპელაციო პალატას არანაირი საფუძველი არა აქვს ეჭვი შეიტანოს მათ ჩვენებებში. არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოწმეებმა იცრუეს და არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს.
ი------- შ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება პირველი ინს-ტანციის სასამართლოში გამოკველეული, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, რომლის მიხედვითაც ლ---- ჯ--------ეს აღენიშნებოდა და-ზიანება ნაჭდევის სახით გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე. ექსპერტიზის დასკვნაში აღ-წერილი დაზიანების ლოკალიზაცია სრულ თანხვედრაშია დაზარალებულისა და მო-წმეთა ჩვენებებთან, სადაც ისინი მიუთითებენ, რომლ---- ჯ--------ეს ი------- შ-------–---–მა ჯოხი დაარტყა ზურგში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინს-ტანციის სასამართლოს მიერ ი------- შ------–---–ის ქმედება სწორად არის დაკვა-ლიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელი დანიშნუ-ლი აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, ხარისხისა და მსჯავრდებულის პი-როვნების გათვალისწინებით, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი ი------- შ------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი------- შ------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი------- შ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ი------- შ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili