განაჩენი

სისხლის სამართლის 28.05.2019
საქმის ნომერი
010100117001965236
ინსტანცია
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117001965236

საქმე №1/ბ-161-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე

 

სხდომის მდივნის _ თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ რ----- შ----ის,ადვოკატების _ პ----- შ----ის, ნ------ ბ-------–--ს

მსჯავრდებულის _ ი-----–- ჩ--------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულის _ მ----- ღ------------ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკურორის _ რ----- შ----ის, მსჯავრდებულ მ----- ღ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, პ----- შ----ის და მსჯავრდებულ ი-----–- ჩ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ბ------ ბ-----ის და ი---- პ-------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------):

 

ი-----–- ჩ--------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ------–--–--------------------------–-------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით.

 

მ----- ღ------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ 6----------), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.ბათუმში, მ.კ-------ის ქუჩა №19-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ი-----–- ჩ--------ს და მ----- ღ------------ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 03 იანვარს, კ--- ბ-------ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე პერიოდში კ--- ბ-------ეს მ----- ღ------------ე გაეცნო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ვინაიდან ეს უკანასკნელი ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, კ--- ბ-------ეს სთხოვა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფ საპატრულო პოლიციის მუშაკებს, შეჩერების შემთხვევაში მის მიმართ არ გაეტარებინათ ადმინისტრაციული ღონისძიებები, ასევე მ----- ღ------------ის ნაცნობი თურქი მოქალაქეებისათვის მიენიჭებინათ უპირატესობა და მათი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებაში პრობლემები არ შეექმნათ. კ--- ბ-------ემ აღნიშნული უკანონო მოთხოვნების შესრულებაზე კატეგორიული უარი განუცხადა. ამის გამო მ----- ღ------------ე დაემუქრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით შეუქმნიდა პრობლემებს და მის დისკრედიტაციას მოახდენდა.

 

2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17 საათიდან 18 საათამდე შუალედში, ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „--–----ს“ მიმდინარე ტერიტორიაზე, მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა, რაშიც ასეულობით მოქალაქე ღებულობდა მონაწილეობას, რომლებიც აპროტესტებდნენ აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებასა და დაკავებას. აღნიშნულ აქციაზე მივიდა მ----- ღ------------ე, რომელმაც კ--- ბ-------ეზე ანგარიშსწორების მიზნით, გადაწყვიტა ზემოაღნიშნული და სხვა პირადი მოტივებით, თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინა მოქალაქეთა პროტესტი და მის მიერ განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რა დროსაც მონაწილეებმა გადაკეტეს ჭ-------ის ქუჩა და საავტომობილო გზის გახსნის შესახებ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს ქ.ბათუმში, ტ---–-----------ის ქუჩა №11-ში განთავსებულ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდათ სხვა მონაწილეები, მათ შორის, პოლიციის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ი-----–- ჩ--------ც, რომელმაც მ----- ღ------------ესთან ერთად განახორციელა ძალადობრივი აქციის ხელმძღვანელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. შედეგად გარკვეული პერიოდის შემდეგ აქციის მონაწილეთა ქმედებები რადიკალური გახდა. ი-----–- ჩ-------- და მ----- ღ------------ე, ასევე ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილეები, იქ მყოფ პოლიციის მუშაკებს ხმამაღალი შეძახილებით და უცენზუროდ მიმართავდნენ, მოითხოვდნენ ადმინისტრაციულად დაკავებული პირების გათავისუფლებას, აჭარის ა/რ საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას და ცდილობდნენ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრას, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ იქვე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობის შესასრულებლად მობილიზებული საქართველოს შსს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების თანამშრომლები.

 

2017 წლის 12 მარტს, დაახლოებით 00:30 წუთიდან, პროტესტის მონაწილეების ქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა, რასაც ი-----–- ჩ-------- და მ----- ღ------------ე ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც იქ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, პოლიციის მუშაკები თუ არ გაათავისუფლებდნენ დაკავებულ პირებს, ძალის გამოყენებით, ქვებით და ჯოხებით შეიარაღებულიყვნენ, პოლიციელებისათვის აქტიური წინააღმდეგობა გაეწიათ და ფიზიკური ძალის გამოყენებით, შტურმით აეღოთ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის შენობა. აღნიშნული მოწოდების შემდგომ, აქცია გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებაში და მასში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ: გ--------- გ-------–--ე, კ--- მ-------ე, მ------ ბ-----ე, გ------- ბ-----ე, გ----- მ-----–---, ლ-–- დ------ე, შ----- გ-------ე, მ------- კ---–--–---, მ----- მ-------იძე, მანუჩარ ფ---------ე, ა---- კ-----ე, ზ---- გ--------ე, რ----- დ------ე, რ----- ქ------ე, გ------- გ-----–---, მ------- ბ--------, ი-----–- ჩ-----------, შ--–-- ფ-----, მ--–---- ბ-----ე და აქციის სხვა მონაწილეები, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც მათ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ჩაიდინეს წინააღმდეგობის გაწევა, თავდასხმა და ძალადობრივი ქმედებები. ისინი აჭარის ა/რ პოლიციის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან განლაგებული პოლიციის მუშაკების მიმართულებით ისროდნენ ქვებს, ადვილადაალებად საწვავით სავსე ბოთლებს, ე.წ „მ---–-------------------–-ბს“ და ფეთქებად ნივითიერებებს, ე.წ. ფოიერვერკებს. შედეგად, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ი-----–- ჭ--–---–მა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებმა: ლ-–- გ------–---–მა, ლ---- შ-----ემ, მ--–---- ჯ-------ემ, ა-–---------- ხ----ემ, ფ-------- ნ---–---მ, კ---- ბ-----ემ, ლ---- ი---–---–მა, ს------ ბ---–---–მა, გ------ ს------მ და სხვებმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. იმავდროულად, გ--------- გ-------–--ისა და მასთან ერთად ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირების მიერ დაიწყო რბევა, ჩამტვრეული იქნა შენობების ფანჯრები, აყრილი იქნა ქვაფენილი, დაზიანებული იქნა ქალაქ ბათუმის მერიის კუთვნილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, შუქნიშნები, საგზაო ნიშნები, ბორდიურები, სულ 132 770 (ასოცდათორმეტი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის ქონება. მათ მიერ ფიზიკური ძალის, იარაღად საგნების გამოყენებითა და ცეცხლის წაკიდებით ასევე დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა ღირებულების ავტომანქანები და სხვა ქონება.

 

ზემოაღნიშნულის გამო ი-----–- ჩ--------ს და მ----- ღ------------ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით:

 

ი-----–- ჩ--------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ი-----–- ჩ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----–- ჩ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

 

ი-----–- ჩ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

მ----- ღ------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

მ----- ღ------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მ----- ღ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

მ----- ღ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა დროის სხვადასხვა ინტერვალში ჩაიდინეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, რამაც ტრანსპორტის და დაწესებულების მუშაობის შეფერხება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის მიერ მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების და დაკავების გამო 2017 წლის 11 მარტს, ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „--–----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა.

 

მ----- ღ------------ემ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, კ--- ბ-------ის მიმართ წარსულში არსებული უკმაყოფილების და მასზე ანგარიშწორების მიზნით გადაწყვიტა ხსენებული აქციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.

 

მ----- ღ------------ემ ორგანიზება გაუწია მოქალაქეთა მხრიდან ჯგუფურ მოქმედებას, რაც დაკავშირებული იყო პოლიციის მუშაკთა კანონიერი მოთხოვნების _ საავტომობილო გზის გათავისუფლების დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რაც იწვევდა როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულებების მუშაობის შეფერხებას.

 

მ----- ღ------------ის ორგანიზებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ქ.ბათუმში, ტ---–-----------ის ქუჩა №11-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდნენ სხვა პირები.

 

პოლიციის მუშაკთა, მათ შორის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ლ-–- გ------–---–ის მოწოდების და პირადი კომუნ---ციის მიუხედავად, მ----- ღ------------ემ კვლავ გააგრძელა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება _ პოლიციის მუშაკთა მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რამაც გამოწვია როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულებების მუშაობის შეფერხება.

 

მოგვიანებით აქციის მონაწილეების მოქმედებები რადიკალური გახდა, რაც მ----- ღ------------ის მიზანს არ წარმოადგენდა, რის გამოც 2017 წლის 11 მარტს, 23:46 საათზე, მან დატოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია და მოგვიანებით განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობა აღარ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია ამ აქციის შედეგად სხვა პირთა დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად როგორც მატერიალური, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მიყენებული ფიზიკური ზიანი.

 

2017 წლის 11 მარტს ი-----–- ჩ-------სთვის, როგორც პოლიტიკური პარტია „------------–------–----------------ის“ წევრისთვის და აქტივისტისთვის, ცნობილი გახდა 2017 წლის 11 მარტს, ქ.ბათუმში მიმდინარე მოვლენების _ მოქალაქეთა აქციის თაობაზე, რის გამოც გაემგზავრა ქ.თბილისიდან და 2017 წლის 12 მარტს, 04:36 საათზე შეუერთდა მომიტინგეებს. მიმდინარე დროისთვის აქცია პრაქტიკულად სრულდებოდა, აქციის მონაწილეთა რიცხვი კი მკვეთრად შემცირებული იყო.

 

ი-----–- ჩ--------მ, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, მისვლისთანავე დაიწყო და ორგანიზება გაუწია აქციაზე დარჩენილ მონაწილეებს, რაც დაკავშირებული იყო პოლიციის მუშაკთა კანონიერი მოთხოვნების _ საავტომობილო გზის გათავისუფლების დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, რაც იწვევდა როგორც ტრანსპორტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა დაწესებულებების მუშაობის შეფერხებას. ამ ორგანიზების შედეგად ნაცვლად აქციის დასრულებისა, მომიტინგეების ნაწილის მოქმედებები აგრესიული გახდა, რაც გამოიხატა პოლიციის მუშაკებისადმი სხვადასხვა საგნების სროლაში.

 

მომიტინგეთა კვლავ გაერთიანების შედეგად მოსალოდნელი ზიანის, რის საფუძველს იძლეოდა ი-----–- ჩ--------ს ქ.ბათუმში ჩამოსვლამდე მომიტინგეთა ნაწილის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანი, თავიდან ასაცილებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასჭირდა სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენება, რათა აღკვეთილიყო როგორც ი-----–- ჩ--------ს, ისე სხვა პირთა დანაშაულებრივი ქმედებები, რაც განხორციელდა კიდეც.

 

3.სააპელაციო საჩივრების არსი:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა რ----- შ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ი-----–- ჩ--------ს და მ----- ღ------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ----- ღ------------ისა და ი-----–- ჩ--------ს მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხორციელდებოდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

 

მსჯავრდებულ მ----- ღ------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- შ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, მ----- ღ------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულოდ ცნობა, იმ საფუძლით, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულთა მხრიდან მათთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

აპელანტის მითითებით, არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი დაეფუძნოს მ----- ღ------------ის მხრიდან სოციალურ ქსელში სავარაუდოდ გათავსებულ პოსტებს, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ შეიცავენ რაიმე მინიშნებასაც კი არეულობის მოსაწყობად, პირიქით, ისინი კორუფციაში ამხელდნენ აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს, კ--- ბ-------ეს და შეიცავდნენ ასევე მოთხოვნებს მისი, როგორც საჯარო მოხელის, გადადგომის თაობაზე, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ. მეტიც, არავის დაუდგენია ხსენებული გვერდი და პოსტები იყო თუ არა ნამდვილად მ------ ღ------------ის კუთვნილი. არ ამოღებულა მ----- ღ------------ის კომპიუტერული ტექნიკა IP მისამართის დადგენის მიზნით და შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა მათი ავთენტურობაც. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალებს, რომლებიც მათ ცალკეული ტელეარხების მეშვეობით მიეწოდათ, არცერთ მათგანში მ----- ღ------------ე არ არის მოცემული, როგორც მასობრივი არეულობისა და ჯგუფური მოქმედებების ორგანიზატორი თუ ხელმძღვანელი, პირიქით, არაერთ კადრში, მ----- ღ------------ე მიუთითებს, რომ ის გმობს ყოველგვარ ძალადობას და იმ შედეგს, რაც ქ.ბათუმში, 2017 წლის 11 და 12 მარტს მოხდა. გარდა ამისა, არ არსებობს აღნიშნულ ვიდეო მასალაზე ექსპერტიზის დასკვნა და არავის დაუდგენია მათში ასახული ხმა ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა მ----- ღ------------ეს.

 

აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მ----- ღ------------ის მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრულია, განსხვავდება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებისაგან და რომ ისინი მ----- ღ------------ის სასიკეთო ჩვენებებს იძლევიან, რადგან მიიჩნევს, რომ გაუგებარია რატომ უნდა ჰგავდეს მ----- ღ------------ის მოწმეთა ჩვენებები ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს ან რატომ არ უნდა ეჩვენებინათ მათ სიმართლე.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ჩ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---- პ-------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენის გაუქმება ი-----–- ჩ--------ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ უშუალოდ ი-----–- ჩ--------ს ქ.ბათუმში ჩასვლის შედეგად მოხდა პირთა ჯგუფის ორგანიზება და რომ მის მიერ შექმნილმა ჯგუფმა წინააღმდეგეობა გაუწია ხელისუფლების რომელიმე კონკრეტული წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას, გარდა ამისა, საუბარი ზედმეტია, შუაღამის საათებში, რომელიმე მომუშავე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებაზე და ი-----–- ჩ--------ს მიერ ასეთ მოქმედებებში საერთოდ მონაწილეობაზე. საქმის მასალებით არ არის დადგენილი შესაძლო შექმნილი ჯგუფის წევრები, მათი ვინაობა, რაოდენობა, შემადგენლობა და თითოეულის როლი მოქმედებაში, არაა დადასტურებული ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლის მიერ ი-----–- ჩ--------სთვის წაყენებული რაიმე კანონიერი მოთხოვნა და ი-----–- ჩ--------ს მასში საერთოდ მონაწილეობა.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით პასუხი არ არის გაცემული იმაზე, თუ ი-----–- ჩ--------ს რომელი ქმედებები შეფასდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის დისპოზიციაში აღწერილი ქმედების შესატყვისად _ როდის და ვისგან შექმნა მან ჯგუფი ორგანიზებული მოქმედების მიზნით. უკანონობაა სატელევიზიო ინტერვიუს მიცემის ფაქტის შერაცხვა დანაშაულად და ის ვერ დაადასტურებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ვერც 225-ე და ვერც 226-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რამეთუ ამგვარი დანაშაულის ჩადენა სატელევიზიო ინტერვიუს მეშვეობით შეუძლებელია. სატელევიზიო ინტერვიუ წარმოადგენს არა ხელისუფლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და სატელევიზიო ინტერვიუთი ჯგუფური მოქმედების ორგანიზების მტკიცება გაუმართლებელია.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ჩ--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ------ ბ-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენის გაუქმება და ი-----–- ჩ--------ს გამართლება, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს ი-----–- ჩ--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

აპელანტის მითითებით, იმისათვის, რომ პირი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, როგორც ორგანიზატორი, აუცილებელია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: 1.ორგანიზატორმა უნდა შეკრიბოს რამდენიმე ადამიანი და ამით შექმნას ჯგუფი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩასადენად. მოცემულ შემთხვევაში კი, უდავოდ დადასტურდა ის გარემოება, რომ ი-----–- ჩ-------- როდესაც მივიდა აქციაზე, იქ უკვე შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები და მათ ჰქონდათ უკვე კონკრეტული მოთხოვნები ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. შესაბამისად, ი-----–- ჩ--------, მოქალაქეთა შეკრებას და ჯგუფის შექმნას ფიზიკურად ვერ შეძლებდა; 2.ორგანიზატორმა უნდა მოუწოდოს შეკრებილ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისაკენ, მაგრამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ი-----–- ჩ--------მ ვინმეს მოუწოდა დანაშაულის ჩადენისაკენ. შესაბამისად, არ დაკითხულა არცერთი პირი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ი-----–- ჩ--------ს მოწოდებების შემდეგ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული; 3.ორგანიზატორმა უნდა გასცეს მითითებები და გაანაწილოს როლები, თუ ვინ რა მოქმედება უნდა განახორციელოს, თუმცა მოცემულ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსგავსი ფაქტის არსებობას.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა რ----- შ----ემ მხარი დაუჭირა თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ი-----–- ჩ--------ს და მ----- ღ------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნა, ხოლო მსჯავრდებულმა ი-----–- ჩ--------მ და მისი ინტერესების დაცველმა ადვოკატმა ნ------ ბ-------–--მ, ასევე მსჯავრდებულ მ----- ღ------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- შ----ემ მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს ი-----–- ჩ--------ს და მ----- ღ------------ის გამართლება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეამოწმა აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის _ რ----- შ----ის, მსჯავრდებულ მ----- ღ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, პ----- შ----ის და მსჯავრდებულ ი-----–- ჩ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ბ------ ბ-----ის და ი---- პ-------–---–ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან აღნიშნული პოზიცია არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ასევე გაზიარებული ვერ იქნება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა მ----- ღ------------ის და ი-----–- ჩ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა მ----- ღ------------ემ და ი-----–- ჩ--------მ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ორგანიზება გაუკეთეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევ და ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებულ ჯგუფურ მოქმედებას, რამაც ტრანსპორტის და დაწესებულების მუშაობის შეფერხება გამოიწვია. კერძოდ:

 

დაზარალებულ ლ-–- გ------–---–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2006 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. 2016 წლის იანვარში დაინიშნა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე. 2017 წლის 11 მარტს, დღის პირველ ნახევარში გასული იყო ქალაქიდან და ქ.ბათუმში დაახლოებით 18 საათზე დაბრუნდა, რა დროსაც ჭ-------ის ქუჩაზე, ე.წ. თ---–-------------ზე, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და მიმდინარეობდა აქცია. მათი შეკრების მთავარი მიზეზი იყო საპატრულო პოლიციის მიმართ პრეტენზიები, თითქოსდა, უკანონო დაჯარიმებების და ადმინისტრაციული დაკავებების გამო, ასევე ნახსენები იყო, რომ კ--- ბ-------ემ აჭარელ ხალხს უწოდა თ-------- და მ----- ღ------------ე ითხოვდა მის გადადგომას. პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებდნენ ხალხს, გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი და გადასულიყვნენ იმ ადგილზე, სადაც მანქანები არ მოძრაობდა, მაგრამ ისინი არ ემორჩილებოდნენ. პოლიციელებმა რამდენჯერმე მოახერხეს გზის გათავისუფლება, მაგრამ ხალხი ისევ მოდიოდა და იკავებდა სავალ ნაწილს. შემდგომ აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, იმ მოთხოვნით, რომ გაეთავისუფლებინათ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მოწმის განმარტებით, ის და მისი თანამშრომლები მივიდნენ აქციის ორგანიზატორთან _ მ----- ღ------------ესთან და აუხსენეს, რომ დაკავებულების გამოშვებას გარკვეული პროცედურები სჭირდებოდა, მაგრამ იქ შეკრებილმა ხალხმა, მათ შორის, მ----- ღ------------ემ ეს არ გაითვალისწინა. ეს უკანასკნელი პირდაპირ მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს შტურმით შესულიყვნენ პოლიციის შენობაში და ძალით გაეთავისუფლებინათ ადმინისტრციული წესით დაკავებული პირები. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ქვების და ე.წ. მ---–-------------------–-ბის სროლა, რა დროსაც თვითონაც მიიღო დაზიანება. ამის შემდეგ მაინც მოახერხეს ამ ადამიანების შეჩერება, გამოიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და აღკვეთეს მათი შესვლა ადმინისტრაციული შენობის ეზოში, მაგრამ დილის 6 საათამდე ეს ხალხი მაინც გამოხატავდა აგრესიას _ ისროდნენ ქვებს, ე.წ. მ---–-------------------–-ბს და საახალწლო პიროტექნიკას. დაახლოებით დილის 6 საათზე მიიღეს გადაწყვეტილება და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების და სხვა დანაყოფების დახმარებით მოახერხეს აქციის დაშლა, რა დროსაც დააკავეს რამდენიმე პიროვნება.

 

ლ-–- გ------–---–ის განმარტებით, აქციაზე მისვლამდე, ქალაქგარეთ ყოფნისას, დაურეკა მ----- ღ------------ემ და უთხრა, რომ ხალხი ჰყავდა შეკრებილი თ---–-------------ზე და კ--- ბ-------ის გადადგომას ითხოვდა, მაგრამ მისი (ლ-–- გ------–---–ის) თანამშრომლები ერეოდნენ სიტუაციაში, კერძოდ, ცდილობდნენ ხალხის სავალი ნაწილიდან გადაყვანას და თუ მათ არ გაიყვანდა იქედან, აგრესია მასზე გადავიდოდა, მოიყვანდა კიდევ ხალხს და სხვა ქუჩებსაც გადაკეტავდა. მან აუხსნა მ----- ღ------------ეს, რომ ასეთი რამ არ შეიძლებოდა და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა კ--- ბ-------ესთან, არსებობდა გენერალური ინსპექცია, პროკურატურა და შეეძლო მათთვის მიემართა. როდესაც ბათუმში დაბრუნდა, დაურეკა მ-----ს ტელეფონზე, შეხვდა კიდეც მას თ---–-------------ზე და პირადადაც უთხრა, რომ დაეშალა ხალხი და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, მიემართა გენერალური ინსპექციისათვის, მაგრამ ამაზე მ----- ღ------------ემ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა და ხალხი სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობისკენ წაიყვნა. იქაც ჰქონდა მასთან როგორც პირადი, ასევე სატელეფონო საუბარი და იგივეს თხოვდა, რადგან ხედავდა, რომ მოდიოდნენ მთვრალი ადამიანები და სიტუაცია უმართავი ხდებოდა, ისინი მხოლოდ მ----- ღ------------ეს უჯერებდნენ. ამის გამო თხოვა მას გაეყვანა ეს ხალხი იქედან. ამ დროს მ-----მა უთხრა, რომ თვითონ არ ასრულებდნენ მათ მოთხოვნებს და იქ მდგომ ხალხს მოუწოდა შტურმით შესულიყვნენ შენობაში. ამის შემდეგ ქვებით, ხელჯოხებით და ე.წ. მ---–-------------------–-ბით შეირაღებული პირები თავს დაესხნენ პოლიციის თანამშრომლებს.

 

დაზარალებულ ლ-–- გ------–---–ის ჩვენების თანახმად, ი-----–- ჩ-------- მას პირადად აქციაზე არ უნახავს, მაგრამ იგი ნახა ტელევიზიით, რა დროსაც ი-----–- ჩ--------მ წამოაყენა სამი ულტიმატუმი _ გადამდგარიყო კ--- ბ-------ე, აქციის მონაწილეების მიმართ არ განხორციელებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა და გაეთავისუფლებინათ დაკავებულები. მას უკავშირდებოდნენ თანამშრომლები და ეუბნებოდნენ, რომ ამ სიტყვების შემდეგ ხალხის ახალი ტალღა წამოვიდა, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ ე.წ. მ---–-------------------–-ბს და პიროტექნიკას. ი-----–- ჩ--------ს ულტიმატუმის შემდეგ, როცა დაბლა სიტუაცია დაიძაბა, თვითონაც ჩავიდა თავის თანამშრომლებთან და ნახა, რომ მაგ დროს კიდევ დაიწვა რამდენიმე მანქანა. ი-----–- ჩ--------ს პირდაპირი ჩართვა იქნებოდა დაახლოებით 05 საათიდან 05:30 საათამდე დროის მონაკვეთში და მისი ტელევიზიაში გამოსვლისა და ულტიმატუმის წამოყენების შემდეგ, დაახლოებით ხუთ წუთში აგრესიის ახალი ტალღა წამოვიდა პოლიციის წინააღმდეგ.

 

მოწმე კ--- ბ-------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2----–-–-------------დან მუშაობდა აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად. მ----- ღ------------ე გააცნო თანამშრომელმა კ---- აბუსერიძემ, როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მასთან კაბინეტში ჰქონდა მეგობრული შეხვედრა. მ----- ღ------------ემ თხოვა, რომ არ შეევიწროვებინა ადგილობრივი კადრები და არ დაექვეითებინა ისინი. ამასთან, უთხრა, რომ არ გააჩნდა მართვის მოწმობა და თხოვა მანქანის მართვისას ამის გამო არ დაეჯარიმებინათ, რაზეც, რა თქმა უნდა, უარით უპასუხა და აუხსნა, რომ უკანონო თხოვნებს არ ასრულებდა. ამაზე მ----- ღ------------ემ ცინიკურად უპასუხა, რომ ის ანტიკიორუფციული საბჭოს წევრი იყო და თუ ასეთ რაღაცებს არ გაითვალისწინებდა, შეეცდებოდა რამე მოეგონებინა მის წინააღმდეგ და კორუფციაში დაედანაშაულებინა. ამის შემდეგ მ-----მა „ვაიბერით“ გაუგზავნა ორი თურქული ტრაილერის ნომერი და თხოვა ეს ტრაილერები ურიგოდ გაეტარებინა საზღვარზე, რაზეც ასევე უარი უთხრა. იმ საღამოდან მოყოლებული დაიწყო მ----- ღ------------ემ მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მცდარი ინფორმაციების და უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება, წერდა, რომ ის იყო კორუმპირებული, ადგილობრივ თანამშრომლებს და მოსახლეობას ცუდად ექცეოდა და ა.შ. რამდენჯერმე მისი სამმართველოს წინ აქციაც ჩაატარა, რომელზეც მიყვანილი ჰყავდა რამდენიმე ტაქსის მძღოლი. შემდეგ როცა ხედავდა, რომ ხალხი არ გროვებოდა, გადადიოდა „--–----სთან“, ბაზრის მოვაჭრეებთან, ტაქსის მძღოლებთან და ეუბნებოდა მათ, რომ, თითქოს, იგი _ ჩამოსული გ------–ი ბ-------ე, აჭარის მოსახლეობას ეძახდა თ-------ს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. იგივე ინფორმაციას ავრცელებდა მ----- ღ------------ე სოციალური ქსელის მეშვეობითაც და აჭარის მოსახლეობას მტრულად განაწყობდა მის მიმართ. 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 13 საათზე გაემგზავრა ქ.თბილისში. მგზავრობისას დაურეკა მ----- ღ------------ემ და შეხვედრა სთხოვა, რაზედაც უპასუხა, რომ არ იყო ადგილზე და ორშაბათს შეეძლო შეხვედროდა. ამის შემდეგ მ-----მა მუქარის ტონით უთხრა _ ხომ გახსოვს მე შენ რას დაგპირდიო. დაახლოებით ერთ საათში დაურეკეს და შეატყობინეს, რომ „--–----სთან“ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. მოწმე კ--- ბ-------ის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან ძალიან ხშირად ყოფილა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ადმინისტრაციული დაკავებებიც, ყოფილა, რომ მოსახლეობა, გარე მოვაჭრეები და ტაქსისტები გამოსულან და დამდგარან იქ, მაგრამ მისულა და დაუწყნარებია, დაუშოშმინებია ხალხი, აუხსნია სიტუაცია და ყველა მშვიდად დაშლილა, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გამოიყენეს ის მომენტი, რომ თვითონ ადგილზე არ იმყოფებოდა. დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი მ----- ღ------------ის ორგანიზებული იყო. ქ.თბილისიდან დაახლოებით 24 საათზე დაბრუნდა, რა დროსაც ხალხი უკვე გადასული იყო პოლიციის სამმართველოს შენობასთან. ი-----–- ჩ-------- პირადად მას აქციაზე არ უნახავს.

 

კ--- ბ-------ის ჩვენების სანდობას ადასტურებს 2017 წლის 20 თებერვალს, მ----- ღ------------ის მობილური ტელეფონის ნომრიდან კ--- ბ-------ისთვის გაგზავნილი ავტომანქანების მონაცემები და 2017 წლის 11 მარტს, 15:39 საათზე, მ----- ღ------------ის მობილური ტელეფონის ნომრიდან კ--- ბ-------ის მობილურ ტელეფონზე გაგზავნილი SMS შეტყობინება.

 

მოწმე მ----- მ-------იძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს იმყოფებოდა ქ.ბათუმში, ე.წ „--–----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები აქციას მართავდნენ. იქვე შენიშნა მ----- ღ------------ე, რომელსაც მიუახლოვდა და ჰკითხა რა ხდებოდა, რატომ იყო გზა გადაკეტილი. როგორც მ-----მა უთხრა, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს აჭარლებისთვის თ-------- უწოდებია და ამიტომ იყვნენ შეკრებილი. იგი ასევე ამბობდა, რომ პატრული არასწორად აჯარიმებდა მძღოლებს და ერთ-ერთი მოქალაქე უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, რის გამოც აყენებდა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების და დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნას. აქციის მსვლელობისას მ----- ღ------------ე გამოირჩეოდა აქტიურობით და იძლეოდა მითითებებს, თუ ვის როგორ უნდა ემოქმედა. „--–----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია რამდენიმე საათი გაგრძელდა, მერე კი მ-----მა მოუწოდა იქ შეკრებილებს, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გაეგრძელებინათ აქცია. ამის შემდეგ მომიტინგეები წავიდნენ მითითებული მიმართულებით და თვითონაც გაჰყვა მათ. გზადაგზა ხალხი ემატებოდათ. როდესაც პოლიციის შენობასთან მოიყარეს თავი, მ----- ღ------------ემ მომიტინგეებს მოუწოდა არ დაშლილიყვნენ, რადგან ხალხი იყო დაძრული ხულოდან, შუახევიდან, ნასაკირალიდან, ნარუჯიდან და მალე შეურთდებოდნენ მათ. იგი ამბობდა, რომ რაც ბათუმში ხდებოდა პოლიციის მხრიდან, უნდა აღეკვეთათ. შემდეგ, როდესაც ჯარი, ომონი და ნიღბიანები გამოჩნდნენ და შეწინააღმდეგება მოხდა, მ-----მა მოუწოდათ, რომ ჯოხით იქნებოდა თუ ქვით, უნდა მოეგერიებინათ ისინი და დაეცვათ თავი. მოწმე მ----- მ-------იძის განმარტებით, თავად ხელში ეჭირა არმატურის ნაჭერი და უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას ქვაფენილების ამოყრაში, ასევე გადაბრუნებულ „–------ს“ მარკის ავტომანქანას ურტყამდა ფეხს. მ----- ღ------------ის მოწოდება იყო, შტურმით აეღოთ პოლიცია, გარეთ გამოეყვანათ დაჭერილი ხალხი და გადაეყენებინათ საპატრულო პოლიციის უფროსი. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა საგნების სროლის შედეგად აიძულეს სპეცდანიშნულების რაზმი უკან დაეხია, სიტუაცია უკონტროლო გახდა. მომიტინგეებმა დაიწყეს მანქანების მტვრევა და ცეცხლის წაკიდება. კონკრეტულად თვითონ ქვებს ისროდა, ერთ მომენტში გაიხადა ტანსაცმელი და წელზემოთ შიშველი ისროდა ქვებს, შემდეგ ისევ ჩაიცვა, რადგან რეზინის ტყვიები მოდიოდა საპირისპირო მხრიდან. ძალადობრვი ქმედებები მიმდინარეობდა მასობრივად, მთელი ღამის განმავლობაში და მასში იქ მყოფი ყველა ახალგაზრდა მონაწილეობდა. არეულობის დაწყების შემდეგ მ----- ღ------------ე იქ აღარ დაუნახავს. დილის 04 საათის შემდეგ, მოედანზე, სადაც ხალხი იყო შეკრებილი და ტელევიზიის ოპერატორები იდგნენ, მივიდა ი-----–- ჩ--------. მან ხალხს უთხრა, რომ თბილისიდან ჩამოვიდა, რათა მათ დადგომოდა გვერდით და მოუწოდა, რომ პოლიციისთვის წაეყენებინათ ულტიმატუმი _ რას მოითხოვდნენ, რა უნდოდათ. ამ დროს მის ირგვლივ შეიკრიბნენ აგრესიულად განწყობილი აქციის მონაწილეები. ი-----–- ჩ--------მ ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემისას წამოაყენა შემდეგი მოთხოვნები: გადამდგარიყვნენ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ამასთან, ხელისუფლებას ხელშეუხებლობის გარანტია მიეცა ძალადობაში მონაწილე პირებისთვის და აღნიშნულზე პასუხის გასაცემად ერთი საათი მისცა მათ დრო. ამ დროის განმავლობაში არავის ქვა არ უსვრია და არავის არაფერი გაუკეთებია. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ი-----–- ჩ--------მ მომიტინგეებს განუცხადა, რომ მათ მოთხოვნებს არ ასრულებდნენ, რის გამოც შეეტიათ და შესულიყვნენ შიგნით, აეღოთ პოლიციის შენობა. ამის შემდეგ ისევ განახლდა ქვების სროლა და დაიწვა რამდენიმე მანქანა. მოწმის განმარტებით, ამ აქციაზე მ----- ღ------------ის შემდეგ არავინ აღარ იყო ორგანიზატორი, მერე გამოჩნდა ი-----–- ჩ-------- და რასაც ის იტყოდა, იმას აკეთებდნენ. დაახლოებით დილის ექვსის ნახევრისთვის, როცა შეხედა, რომ ხალხი შეთხელდა, წამოვიდა იქედან.

 

ადვოკატ დ----- ჩ---–--–---–ის მიერ დასმულ შეკითხვებზე მოწმე მ----- მ-------იძემ განაცხადა, რომ რბევის და ცეცხლის წაკიდების ერთსაათიანი შეჩერების შემდეგ, ი-----–- ჩ--------მ ყველას მოუწოდა პოლიციაში შესვლისაკენ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პოლიციის შენობაში შესვლის მცდელობა, ყველანი გარბოდნენ ქვებით, ბენზინიანი ბოთლებით და ისროდნენ. საპირისპირო მხრიდან კი მოდიოდა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. ი-----–- ჩ--------მ ტელევიზიასთან განცხადების გაკეთების შემდეგ მოუწოდა ხალხს, რომ ერთი საათით შეეწყვიტათ ყოველგვარი წინააღმდეგობა და ქვების სროლა და დალოდებოდნენ პასუხს. ამის შემდეგ ერთ საათზე მეტი სიმშვიდე იყო, ხოლო ეს დრო რომ გავიდა და ულტიმატუმზე რეაგირება არ მომხდარა, ი-----–- ჩ--------მ ხალხს მოუწოდა შტურმით აეღოთ პოლიცია. მათაც ისევ აიღეს ქვები, ბენზინიანი ბოთლები და გააგრძელეს ძალადობრივი ქმედებები.

 

მოწმე თ------ ლ--–----ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს იმყოფებოდა მეგობართან და სვამდა, რა დროსაც ტელევიზიით გაიგეს, რომ ქ.ბათუმში, „--–----სთან“ მიტინგი იყო, მაგრამ არ გასულან და გააგრძელეს დალევა. შემდეგ მომიტინგეებმა ტ---–-----------ის ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც დაახლოებით 23 საათზე მივიდა მეგობართან _ რ----- მ--–-----ესთან ერთად. იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. მათგან გაიგეს, რომ რამდენიმე პირი იყო უკანონოდ დაკავებული, რის გამოც აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მათ გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას. მათ შორის შენიშნა მ----- ღ------------ე, რომელსაც ტელევიზიიდან და სოციალური ქსელებიდან იცნობდა. იგი მომიტინგეებს ეუბნებოდა, რომ არ დაშლილიყვნენ, რადგან ჰქონდა გეგმა და თუ მისი გეგმის მიხედვით იმოქმედებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მ----- ღ------------ე მოუწოდებდა ხალხს, რომ შეიარაღებულიყვნენ ქვებით და სხვადასხვა საგნებით, რაც კი ხელში მოჰყვებოდათ და შტურმით აეღოთ პოლიციის შენობა. მომიტინგეები ემორჩილებოდნენ და მხარს უჭერდნენ მ----- ღ------------ეს. მისი მოწოდებიდან ცოტა ხნის შემდეგ, დაახლოებით 24 საათზე, იქ შეკრებილებმა დაიწყეს ქვების სროლა, მანქანების დაწვა და არეულობა, რაც რამდენიმე საათი გრძელდებოდა. შედეგად დაზიანდა ტროტუარები, ავტომანქანები, შუქნიშნები, ღობეები და ყველაფერი, რისი დაზიანებაც შეიძლებოდა. დაახლოებით ღამის 04 საათიდან 05 საათამდე პერიოდში შენიშნა წითელ ქურთუკიანი მამაკაცი, რომელიც იქ მყოფებს გაეცნო როგორც ი-----–- ჩ--------, თქვა, რომ ჩამოვიდა თბილისიდან, რომ აჭარაში იყო გაზრდილი და გული შესტკიოდა აჭარლებზე. მან ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, რომლის შინაარსიც არ გაუგონია, რადგან იმ დროს მოშორებით იდგა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ ი-----–- ჩ--------მ გადაინაცვლა მომიტინგეებისკენ, რომლებსაც ხმამაღლა, იქ მყოფთა გასაგონად მიმართა, რომ გარკვეული დრო ჰქონდა მიცემული იმისათვის, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან და გამოეშვათ დაკავებულები. რამდენიმე ხანში მან განაცხადა, რომ ისინი მათი მოთხოვნების შემსრულებლები არ იყვნენ და მომიტინგეებს მოუწოდა პოლიციის შენობის შტურმით აღებისკენ. ამის შემდეგ მომიტინგეებმა ისევ დაიწყეს ქვების სროლა, პოლიციის ეზოში შიგნით ორი მანქანაც დაიწვა და განმეორდა პოლიციის მიმართ შტურმი. მოწმე თ------ ლ--–----ს განმარტებით, მას პოლიციის მხრიდან ნასროლი რამდენიმე რეზინის ტყვია მოხვდა და ამაზე გაბრაზებული სახლში აღარ წავიდა. დაახლოებით 06 საათი იქნებოდა დაწყებული, როცა დააკავეს, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს.

 

მოწმე ნ------ მ---------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, ტაქსით მიდიოდა სახლში, რა დროსაც დაინახა, რომ ტ---–-----------ის ქუჩაზე გზა იყო გადაკეტილი და აქცია მიმდინარეობდა. მძღოლს იქვე გააჩერებინა მანქანა, ჩამოვიდა და შეუერთდა ხალხს. როდესაც იკითხა რა ხდებოდა, უთხრეს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს აჭარლებისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და ამიტომ მართავდნენ აქციას. ხალხი აღელვებული იყო იმის გამო, რომ საპატრულო პოლიციის უფროსს თ-------- უწოდებია აჭარელი ხალხისთვის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უკანონოდ ჰყოლიათ ბიჭები დაკავებული. ახლოს მისულმა დაინახა მ----- ღ------------ე, რომელიც რამდენჯერმე ჰყავდა ტელევიზიით ნანახი. იგი ხელმძღვანელობდა აქციას და მიმართავდა ხალხს, რომ შტურმით შესულიყვნენ საპატრულო პოლიციის შენობაში და გაეთავისუფლებინათ უკანონოდ დაკავებული აჭარელი ბიჭები. ამბობდა _ ახლა ს----–---–ის დრო არ არის, ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებსო. იქ მყოფ ახალგაზრდებს ეტყობოდათ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ისინი უწმაწური სიტყვებით იგინებოდნენ პოლიციის მისამართით, იძახდნენ, რომ საპატრულო პოლიციის უფროსს გაცემული ჰქონდა ბრძანება, ყველა მანქანის მძღოლი შეევიწროვებინათ და მაღალი ჯარიმები გამოეწერათ. შემდეგ მ-----მა მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ შეეგროვებინათ რაც შეეძლოთ და მათაც დაიწყეს ხელკეტების, ჯოხების და ქვების შეგროვება. თვითონ უყურებდა რა მოხდებოდა. როცა შეხედა, რომ ხალხი პოლიციის შენობისკენ დაიძრა და სიტუაცია ძალიან დაიძაბა, სახლში წავიდა. მეორე დღეს ტელევიზიით გაიგო, რომ დამწვარი იყო მანქანები და განადგურებული იყო ქალაქი.

 

მოწმე ი----- ც------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 23 საათზე, სოციალური ქსელის, „---------ის“ საშუალებით გაიგო, რომ ქ.ბათუმში, ტ---–-----------ის ქუჩაზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ მიმდინარეობდა აქცია და ინტერესის გამო თვითონაც გავიდა მითითებულ ადგილზე. ნახა, რომ იქ შეკრებილი იყვნენ ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც აზიანებდნენ შუქნიშნებს, საგზაო ნიშნებს, ჯებირებს და ისროდნენ ქვებს. როცა პოლიციის შენობას მიუახლოვდა, დაინახა მ----- ღ------------ე, რომელსაც ტელევიზიის და ინტერნეტის საშუალებით იცნობდა. იგი ხელმძღვანელობდა აქციას და მოუწოდებდა ხალხს, რომ არ დაშლილიყვნენ და მისი გეგმის მიხედვით ემოქმედათ. ამბობდა _ მათ თ-------- გვიწოდეს და ჩვენ ამას ვერ მოვითმენთ, ვუპასუხებთ ჩვენი ძალის შესაბამისადო. მ----- ღ------------ე ითხოვდა საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას. იგი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, რომ შეიარაღებულიყვნენ ხელკეტებით, ბოთლებით, ქვებით და წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის, რა დროსაც აღელვებულმა ხალხმა დაიწყო პოლიციის მიმართულებით ქვების სროლა. შემდეგ პოლიციის მხრიდან მოხდა ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. დაახლოებით 04 საათისთვის აქციაზე მივიდა ი-----–- ჩ--------, რომელმაც ინტერვიუ მისცა ტელევიზიებს. ინტერვიუს მიცემის შემდეგ იგი ჟურნალისტებისგან ცოტა მოშორებთ გამოვიდა, რა დროსაც ხალხმა დაიწყო მის ირგვლივ შეკრება. თვითონაც დაინტერესდა და ახლოს მივიდა. ი-----–- ჩ-------- ამბობდა, რომ ჩამოსული იყო თბილისიდან, იყო ნ-–------–-----------------დან და ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაკავებულების გათავისუფლებას არ აპირებდნენ. ამიტომ მოუწოდებდა ხალხს, რომ შეარაღებულიყვნენ, შესულიყვნენ პოლიციის შენობაში, გაეთავისუფლებინათ დაკავებული ბიჭები და გადაეყენებინათ პოლიციის უფროსი. ამის შემდეგ აღელვებულმა აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ქვების და ბენზიანიანი ბოთლების სროლა, რის შედეგადაც დაიწვა ორი ავტომობილი, დაზიანდა ინფრასტუქტურა, ჯებირები და შუქნიშნები. როცა შეამჩნია, რომ სიტუაცია კონტოროლს აღარ ექვემდებარებოდა, დატოვა იქაურობა და წავიდა სახლში.

 

მოწმე რ------– ა--–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს, 24 საათზე, ტ---–-----------ის ქუჩაზე მიმავალმა დაინახა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან ხალხი იყო შეკრებილი. როგორც მათგან გაიგო, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს აჭარლებისთვის თ-------- უწოდებია, რის გამოც თვითონაც განაწყენდა და შეუერთდა აქციას. ამ დროს დაინახა მ----- ღ------------ე, რომელიც ხალხს მოუწოდებდა არ დაშლილიყვნენ. მისი მოთხოვნა იყო, გადამდგარიყო აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი და გაეთავისუფლებინათ დაკავებული პირები. მ----- ღ------------ე ამბობდა, რომ ნახევარი საათი ჰქონდა პოლიციისთვის მიცემული და ხალხს მოუწოდებდა, რომ თუ ამ ხნის განმავლობაში არ გაათავისუფლებდნენ დაკავებულებს, თავიანთი ძალა ეჩვენებინათ მათთვის. მის მოწოდებებს ხალხი ტაშით ხვდებოდნენ და რასაც ის იტყოდა, იმას აკეთებდნენ. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ მ-----მა თქვა, რომ უკვე დრო იყო დაეწყოთ შენობის აღება და ხალხმაც დაიწყო ქვების და ჯოხების სროლა, მანქანების მტვრევა და დაწვა. დაახლოებით 04 საათისთვის გამოჩნდა ი-----–- ჩ--------, რომელიც ჩაუდგა ხალხს წინ და ტელევიზიით მიმართა პოლიციას, რომ საათნახევარს აძლევდა იმისათვის, რათა გაეთავისუფლებინათ დაკავებულები და გადამდგარიყო აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი. საათნახევრის გასვლის შემდეგ მან თქვა, რომ ისინი არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ, ამიტომ თვითონ უნდა აეღოთ შენობა და გამოეყვანათ დაკავებულები. ამის შემდეგ ისევ დაიწყო მტვრევა, მსხვრევა, ჯოხების ქნევა და ცეცხლის წაკიდება, შიგნით ეზოშიც დაიწვა ორი მანქანა და ეს ყველაფერი გაგრძელდა 05 საათამდე. მას შეეშინდა დაზიანება არ მიეღო, რის გამოც გააჩერა გამვლელი მანქანა და წავიდა სახლში.

 

მოწმე რ----- გ--–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 19 საათზე, მეგობართან _ ს---–--- მ-------–---–თან ერთად მივიდა ტ---–-----------ის ქუჩაზე, სადაც პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილი იყო უამრავი ადამიანი, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი და აქცია მიმდინარეობდა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მომიტინგეები მოითხოვდნენ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას, რასაც პერიოდულად ხმამაღლა გაიძახოდნენ. იქ შეკრებილი მოქალაქეები, პოლიციელების მოთხოვნის მიუხედავად, არ იშლებოდნენ და არ ათავისუფლებდნენ სავალ ნაწილს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მომიტინგეთა მოთხოვნები რადიკალური გახდა და აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო, რის გამოც, ის და ს---–--- მ-------–---–ი დაახლოებით 23 საათზე წამოვიდნენ იქედან და სახლებში დაბრუნდნენ. სახლში ყოფნისას მას დაუკავშირდა მეგობარი ი-----–- მ------ე და დაახლოებით ღამის 3 საათზე მასთან ერთად კვლავ მივიდა აქციაზე, რა დროსაც ირგვლივ ღობეები მოგლეჯილი დახვდათ, აქციის მონაწილეები ქვებით და ხელკეტებით ამტვრევდნენ მანქანებს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი რამდენიმე ნიღბიანი პიროვნება იგინებოდა და ილანძღებოდა პოლიციის მისამართით. დაახლოებით 1 საათის შემდეგ, პოლიციის სამმართველოს მოპირდაპირე მხარეს მდებარე რესტორანთან ახლოს, გზაჯვარედინთან შენიშნა ი-----–- ჩ--------, რომელიც მანამდე ტელევიზიით ჰყავდა ნანახი. მის ირგვლივ შეკრებილი იყვნენ ის მოქალაქეები, რომლებიც მანამდე ძალადობაში, ავტომანქანებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანება-განადგურებაში მონაწილეობდნენ. ი-----–- ჩ--------მ იქ მყოფ ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ, რისი დასრულების შემდეგაც მოტრიალდა, რამდენიმე მეტრით მოსცილდა ტელეკამერებს და მის ირგვლივ მყოფ პირებს უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის უფროსი არ აპირებდა გადადგომას, აჭარელი ხალხისთვის ბოდიშის მოხდას და მათი მოთხოვნების შესრულებას, ამიტომ მოუწოდა თავიანთი ძალა უნდა ეჩვენებინათ, რათა ყურადღება მოექციათ მათთვის. ამის შემდეგ რამდენიმე პირმა და მათთან ერთად ი-----–- ჩ--------მ, დაიწყეს მოწოდება თანხის შეგროვებაზე. აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ასრულებდა ი-----–- ჩ--------ს დავალებებს და მისი მოწოდებების შესაბამისად მოქმედებდა. დაახლოებით 15-20 წუთში იქ მყოფმა ნიღბიანმა პირებმა მოიტანეს ბენზინი და მაშხალები. მოწმე რ----- გ--–--ის განმარტებით, ი-----–- ჩ--------ს მოწოდებიდან დაახლოებით ნახევარ საათში აქციის მონაწილეებმა დაიწყეს პოლიციის მიმართულებით ქვების, ხელჯოხების, „მ---–-------------------–-ბის“ და პიროტექნიკის სროლა. სამმართველოს ტერიტორიაზე იწვოდა ხეები, მანქანები და ნაგვის ურნები. ი-----–- ჩ--------ს განცხადებამდეც იყო ცეცხლი მოკიდებული, მაგრამ მისი მოწოდების შემდეგ კიდევ უფრო აგრესიული გახდა შეკრებილი ხალხი და ორი თუ სამი მანქანა დაიწვა სამმართველოს პარკინგზე, შესასვლელთან. შექმნილი სიტუაციის გამო მას შეეშინდა და დაახლოებით 05 საათზე წავიდა სახლში.

 

მოწმე დ----- დ------ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 17-დან 18 საათამდე დროის მონაკვეთში გავიდა ქ.ბათუმის „--–----სთან“, სადაც ხალხმრავლობა იყო და აინტერესებდა რა ხდებოდა. როგორც გაარკვია, ვიღაც დაუჯარიმებიათ, დაუკავებიათ და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას, ასევე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას. შემდეგ მომიტინგეები აჭარის პოლიციის სამმართველოსკენ დაიძრნენ. დაახლოებით 20 საათზე მივიდნენ სამმართველოს შენობასთან და შესასვლელთან გაჩერდნენ, სადაც პოლიციელებს კედელი ჰქონდათ აღმართული. მ----- ღ------------ე მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, რომ არ დაშლილიყვნენ და ბოლომდე მიწოლოდნენ, გაეთავისუფლებინათ დაკავებულები და გადაეყენებინათ საპატრულო პოლიციის უფროსი. მ----- ღ------------ის მოწოდების შემდეგ დაიწყო პოლიციაზე შეტევა, აქციის მონაწილეები ყრიდნენ ფილებს და ისროდნენ პოლიციის მიმართულებით. ამის შემდეგ მან დატოვა იქაურობა და წავიდა სახლში.

 

მოწმე მ------ ლ--------------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მუშაობს ტაქსისტად. 2017 წლის 08 მარტს, სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო, რომ 9 მარტს, ქ.ბათუმში, აჭარის საპატრულო პოლიციის შენობის წინ იმართებოდა აქცია. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მ----- ღ------------ემ, რომელიც მოუწოდებდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჯარიმების გამოწერის გამო განაწყენებულ მძღოლებს, 2017 წლის 09 მარტს მისულიყვნენ აჭარის საპატრულო პოლიციასთან. ვინაიდან, თვითონაც იყო განაწყენებული საპატრულო პოლიციაზე, გადაწყვიტა მისულიყო მ----- ღ------------ის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. მართლაც, მეორე დღეს, ანუ 09 მარტს მარტო მივიდა ქ.ბათუმში, ტ---–-----------ის ქუჩაზე მდებარე საპატრულო პოლიციის შენობის შესასვლელთან, სადაც მ----- ღ------------ე მართავდა და ორგანიზებას უწევდა აქციას. მასთან ერთად მყოფ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები. აქციაზე მისვლისთანავე მ----- ღ------------ემ მასაც მიაწოდა პლაკატი წარწერით _ „დააბრუნეთ ადგილზე პროფესიონალი კადრები“. აქციის მსვლელობისას მ----- ღ------------ე აქტიურობდა და ხმამაღალი შეძახილებით მოუწოდებდა საპატრულო პოლიციის უფროსს, დაუყოვნებლივ გადამდგარიყო, რადგანაც მისი დავალებით ხდებოდა აჭარაში აქტიური და შეუსაბამო დაჯარიმებები. საპროტესტო აქცია მიმდინარეობა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. რამდენიმე ხნის შემდეგ აქცია დაიშალა, თუმცა მ----- ღ------------ის თქმით, ისევ გაგრძელდებოდა მანამ, ვიდრე არ გადადგებოდა საპატრულო პოლიციის უფროსი. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 11 მარტს გაიგო, რომ აქცია მიმდინარეობდა ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე „--–----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თვითონაც მივიდა და მიიღო აქციაში მონაწილეობა. იქაც დაინახა მ----- ღ------------ე, თუმცა, რას საუბრობდა იგი, არ ესმოდა. დაახლოებით 17:00 საათზე წავიდა პირად საქმეზე და იქ აღარ დაბრუნებულა, ასევე არც პოლიციის სამმართველოს წინ გამართულ აქციაში მიუღია მონაწილეობა.

 

მოწმე ნ--- ბ-----ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს იმყოფებოდა ქ.ბათუმში, პირად საქმეზე. დაახლოებით 19 საათზე, ჯ--------–---–ის ქუჩაზე ელოდებოდა სამარშრუტო ავტობუსს, რა დროსაც „--–----ს“ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიგონა ხმაური და ყვირილის ხმა. დაინტერესდა რა ხდებოდა და წავიდა „--–----ს“ შენობისკენ. აღნიშნულ ადგილზე მისულმა დაინახა, რომ იქ შეკრებილი იყო დაახლოებით 300 ადამიანი, რომლებსაც ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი. მომიტინგეებს შორის იცნო მ----- ღ------------ე, რომელიც ტელევიზიით ჰყავდა რამდენჯერმე ნანახი. იგი ხალხს მეგაფონის მეშვეობით მოუწოდებდა გზის გადაკეტვისკენ. მოწმის განმარტებით, იქ რამდენიმე ხანს გაჩერდა, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა დაააკავეს საბაგიროს მოპირდაპირე მხარეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციული დაკავების ოქმი შეუდგინეს. დაახლოებით ათი დღის შემდეგ კი სასამართლომ დააჯარიმა 250 ლარით.

 

მოწმე ა------ ფ----------ის გამოკითხვის ოქმებით (უდავო მტკიცებულებები) დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭ------––- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში გაშლილი ჰქონდათ სუფრა და ის, მისი ძმა ზ------ ფ----------ე და თანასოფლელი ა---------– ბ-----ე სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, თან ტელევიზორს უყურებდნენ. ამ დროს საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა ქალაქ ბათუმში მიმდინარე აქცია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე და ლიდერი მ----- ღ------------ე თავის ინტერვიუში ამბობდა, რომ საპატრულო პოლიციის უფროსმა აჭარის მოსახლეობას უწოდა თ--------, რამაც ისინი გააღიზიანა. მსგავსი შინაარსის განცხადებებს მ----- ღ------------ე ავრცელებდა „---------ის“ საშუალებითაც. მათ გადაათვალიერეს მისი სტატუსები და რამდენჯერმე მოუსმინეს მის გამოსვლას საინფორმაციო გამოშვებაში. ამ დროს ის, მისი ძმა ზ------ ფ----------ე და ა---------– ბ-----ე უკვე საკმაოდ მთვრალები იყვნენ და გადაწყვიტეს პროტესტის გამოსახატად შეერთებოდნენ აქციას, რის გამოც სამივენი ტაქსით წავიდნენ ქ.ბათუმში და მივიდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან. გზაზე დაინახეს ბევრი ხალხი. ე.წ. „არკასთან“ იდგა პოლიციის ავტომანქანა, „ტოიოტა ჰაილუქსი“, რომელიც უკვე დამწვარი იყო. აქციის ეპიცენტრში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეკრებილი იყვნენ დიდი რაოდენობით აქციის მონაწილეები. ზოგ მათგანს კისერზე ჯაჭვი ჰქონდა გადადებული, ზოგს კი ხელში ბოთლები, ე.წ „მ---–-------------------–-ბი“ ეჭირა. ისინი პოლიციის ეზოში გამაგრებულ პოლიციელებს ესროდნენ საახალწლო ფოიერვერკებს, „მ---–-------------------–-ბს“ და ქვებს. თითქმის ყველა იგინებოდა პოლიციის მისამართით. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში იწვოდა ავტომანქანები. აქციის მსვლელობისას ის და მისი თანმხლები პირებიც იგინებოდნენ და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ პოლიციელებს, მაგრამ მათ რაიმე ძალადობრივი მოქმედება არ განუხორციელებიათ. დაახლოებით 06 საათისთვის, პოლიციის დეპარტამენტის ეზოდან დაიძრა სპეცრაზმი, რომელსაც სხვა პოლიციის თანამშრომლებიც მოჰყვებოდნენ. ამის დანახვაზე შეშინდნენ და გაიქცნენ აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით, ტაქსი გამოიძახეს და უნდოდათ დაეტოვებინათ ქალაქი, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მოწმე ა------ ფ----------ის განმარტებით, მან, მისმა ძმამ და ა---------– ბ-----ემ საინფორმაციო გამოშვებაში მ----- ღ------------ის გამოსვლის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტეს წასულიყვნენ აქციაზე, რადგან ირწმუნეს მისი ნათქვამი, რომ საპატრულო პოლიციის უფროსმა აჭარელ ხალხს უწოდა თ--------, რის გამოც იგი მოითხოვდა საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას.

 

იგივე გარემოებები დასტურდება მოწმე ზ------ ფ----------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

მოწმე მ------ ბ----–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ის არის ტაქსის მძღოლი. 2017 წლის 11 მარტს, 23 საათამდე იმყოფებოდა ქ.ბათუმში, ზ.გ-------–--ის ქ-----თან, სასტუმრო „------------, რომლის კლიენტებსაც ის ემსახურება. ამ დროს მან ტელევიზიის საშუალებით გაიგო, რომ ქ.ბათუმში, ტ---–-----------ის ქუჩაზე მდებარე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა აქცია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. აქცია იმართებოდა საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, რაზეც 6 პირი იყო დაკავებული და ხალხი ამის გამო იყო ქუჩაში გამოსული. ამ დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი მეგობრები ი-----–- თ----------, გ------- ლ-------- და ი------– თ----------, რომლებთან ერთადაც გავიდა ტ---–-----------ის ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 500-600 კაცი იყო შეკრებილი. აქციიდან დაამახსოვრდა აშკარად გამოკვეთილი ერთი პიროვნება _ მ----- ღ------------ე, რომელიც მანამდე ტელევიზიით და სოციალურ ქსელებში ჰყავდა ნანახი. სწორედ ის ამბობდა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა თ-------- უწოდა ადგილობრივებს და მისი მითითებით უწერდნენ პატრულის თანამშრომლები არაადეკვატურ ჯარიმებს ისედაც გაჭირვებულ ხალხს. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა იყო საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა და პატრულის მიერ „--–----სთან“ დაკავებული პირების გათავისუფლება, ამას მოითხოვდა მ----- ღ------------ეც. ეს უკანასკნელი აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა არ დაშლილიყვნენ, რადგან აუცილებლად უნდა გათავისუფლებულიყვნენ პატრულის მიერ უსამართლოდ დაკავებული პირები. მათი აქციაზე მისვლის შემდეგ მდგომარეობა უფრო და უფრო მძაფრდებოდა, როგორც მომიტინგეთა მხრიდან, რაც გამოიხატებოდა აგრესიულობაში, ყვირილში და ცალკეული პირების მიერ პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელ მიმართვებში, ასევე პოლიციელებისა და სპეცრაზმის მხრიდან, რომელთა მიერ მომიტინგეების მიმართ გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი. ამის გამო აქციაში მონაწილეები უფრო გაღიზიანდნენ, გამოხატეს უკმაყოფილება და პოლიციელებს ქვები დაუშინეს. მდგომარეობა უკონტროლი გახდა. მომიტინგეების გარკვეულმა ნაწილმა დააზიანა პოლიციის ავტომობილები, ისინი პოლიციას და სპეცრაზმს ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს, ხოლო სპეცრაზმი უკვე ამ დროს, თავის მხრივ, აქციაში მონაწილეებისკენ ისროდა რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. მოწმის განმარტებით, ტ---–-----------ის ქუჩაზე აქციას ხელმძღვანელობდა მ----- ღ------------ე, რომელიც გაიძახოდა, რომ არ დაშლილიყვნენ და კიდევ მოუწოდებდა ხალხს ერთად შეკრებისკენ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. აქციაში მონაწილე პირები ძირითადად მას ემორჩილებოდნენ, ხოლო სიტუაციის დაძაბვის შემდეგ მ----- ღ------------ე აღარ შეუნიშნავს და არ დაუნახავს, თუ რას აკეთებდა იგი.

 

მოწმე ც------ ჩ---–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს, ღამის საათებში გაიგო, რომ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარეობდა აქცია და გაემართა აქციის მონაწილეებთან შესაერთებლად. როცა ადგილზე მივიდა, იქ ხალხის დიდი მასა იყო შეკრებილი, რომლებიც ყვიროდნენ, რომ გამოეშვათ დაკავებული ბიჭები და თვითონაც შეუერთდა ამ მოთხოვნას. აქციის მიმდინარეობისას მათ წინ გამოვიდა სპეცრაზმი, რომლებსაც ხელში ფარები და „დუბინკები“ ეჭირათ და აქციის მონაწილეებისგან ითხოვდნენ, რომ დაშლილიყვნენ. ამ დროს უკანა რიგებში მყოფი მომიტინგეებიდან დაიწყო ქვების სროლა პოლიციელების მიმართულებით. ამის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რამაც მომიტინგეები ძალიან გააღიზიანა და მათ დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა, ქუჩაში გაჩერებული პოლიციის ავტომობილების დაზიანება, მტვრევა და დაწვა. აქციის მსვლელობისას მომიტინგეებმა საიდანღაც მოიტანეს ბენზინი, რაც ჩაასხეს ბოთლებში და დაიწყეს ცეცხლწაკიდებული ბოთლების ავტომანქანებისკენ სროლა. ღამით აქციაზე მივიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გაეცნოთ, როგორც ნ-–------–-----------------ს წევრი და ყოფილი გამომძიებელი ი-----–- ჩ--------. მან მოისმინა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები და უთხრათ, რომ თუ ხელისუფლება არ შეასრულებდა მათ მოთხოვნებს, გაეგრძელებინათ აქცია და ქვების სროლა. ამის შემდეგ ი-----–- ჩ-------- ჩაერთო პირდაპირ ეთერში ი--- გ-------–--ს გადაცემაში, რა დროსაც მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქციის მონაწილეთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აძლევდა საათნახევარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გააგრძელებდნენ აქციას, პოლიციის მიმართულებით ქვების სროლას და წინააღმდეგობას. ინტერვიუს შემდეგ ი-----–- ჩ--------მ უთხრათ, რომ დალოდებოდნენ შს მინისტრის გამოსვლას და თუ იგი არ დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს, გაეგრძელებინათ აგრესიული მოქმედებები. მოწმის განმარტებით, აქციის მონაწილეები ცოტა ხნით გაჩერდნენ, რის შემდეგაც ვიღაცამ დაიძახა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა მათი მოთხოვნების შესრულებას და დაეწყოთ ქვების სროლა და ძალადობა. ქვების სროლის შემდეგ ბრუნდებოდნენ ისევ ლ------ს ქუჩაზე და იდგნენ ერთად, რა დროსაც დაინახეს, რომ მათი მიმართულებით მოდიოდა სპეცრაზმის დიდი მასა, რის გამოც იქ შეკრებილები გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით, რათა არ მომხდარიყო მათი დაკავება. თვითონ გაიქცა პ--–---ის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც წავიდა სახლში.

 

დაზარალებულის, ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლის _ მ------- ჯ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11-12 მარტს, ქ.ბათუმში ჩატარებული აქციის დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 132770 (ას ოცდათორმეტი ათას შვიდას სამოცდაათი ლარი).

 

დაზარალებულის, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის _ ქ------- ე------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11-12 მარტს, ქ.ბათუმში ჩატარებული აქციის დროს განვითარებული მოვლენების შედეგად აჭარის პოლიციის დეპარტამენტზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ სულ შეადგინა 67261 (სამოცდაშვიდი ათას ორას სამოცდაერთი) ლარი და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრი.

 

დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ აღწერილი გარემოებები შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, რომლებზეც აღბეჭდილია ქ.ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს ჩატარებული აქციის დროს განვითარებული მოვლენები. ამავე ვიდეოჩანაწერებში ჩანს ი-----–- ჩ--------, რომელიც ხელისუფლებას აქციის მშვიდობიანად დაშლის სანაცვლოდ უყენებს რამდენიმე პირობას, კერძოდ: მყისიერად გადადგეს საპატრულო პოლიციის უფროსი და მოიხადოს ბოდიში, შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცეს გარანტია, რომ არცერთი მათგანის მიმართ დევნა არ დაიწყება და გაათავისუფლონ დაკავებული პირები, იგი ასევე აცხადებს, რომ არ აპირებენ დაშლას და თუ საათნახევარში არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიაღწევენ ამ მოთხოვნების შესრულებას. ვიდეოჩანაწერებში ასევე ჩანს მ----- ღ------------ე, რომელიც ხმის გამაძლიერებლით გაადაადგილდება და მოუწოდებს მომიტინგეებს.

 

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მ----- ღ------------ე აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტთან იმყოფებოდა 2017 წლის 11 მარტის 21:13 საათიდან 23:46 საათამდე დროის მონაკვეთში, ხოლო ი-----–- ჩ-------- _ 12 მარტის 04:36 საათიდან 05:51 საათამდე დროის მონაკვეთში.

 

ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №3---- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ი-----–- ჩ--------ს ფოტოსურათზე (ფოტოცხრილი №1, ფოტო №40) და ვიდეოგრამებზე გამომძიებლის მიერ მითითებულ დროის იმ მონაკვეთებში, საიდანაც ამოღებულია ფოტოსურათები _ ფოტოცხრილი №1, ფოტო №22, ფოტო №23, ფოტო №25, ფოტო №27, ფოტო №28, ფოტო №3, ფოტო №34, ფოტო №35, ფოტო №37, ფოტო №38 და ფოტო №39 დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება; ექსპერტიზაზე წარდგენილ მ----- ღ------------ის ფოტოსურათზე (ფოტოცხრილი№1, ფოტო №41) და ვიდეოგრამებზე გამომძიებლის მიერ მითითებულ დროის იმ მონაკვეთებში, საიდანაც ამოღებულია ფოტოსურათები _ ფოტოცხრილი №1, ფოტო №24, ფოტო №26, ფოტო №29, ფოტო №30, ფოტო №31, ფოტო №32 და ფოტო №36, დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

2017 წლის 09 მაისს, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ------- ნ---–--ის სამსახურებრივი კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი CD-R დისკის დათვალიერებით დადგენილია, რომ დისკზე დატანილია მ----- ღ------------ის მიერ საკუთარ სოციალურ გვერდ „--------”-ზე გამოქვეყნებული სტატუსების ამსახველი 59 ფაილი, რომლებშიც ნათლად ჩანს მ----- ღ------------ის განაწყენება აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კ--- ბ-------ის საქმიანობაზე და მოწოდებები მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

 

სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ აქციის მიმდინარეობისას ცეცხლის წაკიდებით განადგურებული იქნა 7 ავტომანქანა, მათ შორის, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მფლობელობაში არსებული 4 ავტომანქანა, ასევე დაზიანებული იქნა სახელმწიფო, ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 15 ავტომანქანა და ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სხვა ქონება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, კერძოდ: ზ---- დ------ემ და კ---- კ-–-----ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები, ხოლო ლ---- ი---–---–მა, კ---- ბ-----ემ, გ------ ს-------ემ, ს----- ბ---–---–მა, გ--- ქ-------ემ, ლ-–- გ------–---–მა, მ------ ზ-------ემ, გ------- კ------ემ, ფ-------- ნ---–---მ, ფ-------- ა--–--ემ, მ--–---- გ------–---–მა, მ--–---- ჯ-------ემ, ი-----–- ბ---–----ემ, ე-–------ გ-------ემ, თ----- თ----------ემ, რ----- ჯ--------ემ, ლ---- შ-----ემ, ზ----- ზ-----მ, რ---- კ-----–--ემ, გ------- თ----------–--ემ, ვ-–- დ----ემ, ბ---- თ----------მ, ბ------ ხ-–-----მ, დ----- ი------ემ, ჯ---- კ----ემ, ა-–---------- ა-------, ზ------ შ----–---–მა, ნ------- გ-------ემ, ო---- ა-----ემ, ა-–---------- ხ----ემ, ზ------ მ---–--ემ, მ------ ბ-----ემ და ვ-–- კ----ემ მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, ასევე ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო მოქალაქე რ---- ტ------–--ემ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ი-----–- ჭ--–---–მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ქ.ბათუმში 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს ადასტურებს ასევე საქმეზე წარმოდგენილი, როგორც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ისე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულების _ ხ---- ვ----ის, ზ----- ფ---------ის, ი-----–- ჭ--–---–ის, პ----- მ------–-–---–ის, ი-----–- მ–------ის, მ--- კ--------ს, დ----- წ-----ის, გ--–- ჯ-----------ის, ვ-–- კ----ის, ჯ---- კ----ის, მ------ ბ-----ის, ბ------ ხ-–-----ს, რ----- ჯ--------ის, რ---- ტ------–--ის, ლ---- შ-----ის, გ--- ქ-------ის, ზ---- დ------ის, ზ----- ზ----ის, დ----- ი------ის, ა-–---------- ა-----ის, გ------- კ------ის, ფ-------- ა--–--ის, ო---- ა-----ის, გ------- თ----------–--ის, კ---- ბ-----ის, ფ-------- ნ---–--ის, ზ------ მ---–--ის, ზ------ შ----–---–ის, ნ------- გ-------ის, ე-–------ გ-------ის, ბ---- თ---------ის, თ----- ბ-----ის, ო----------------შ-----–--ს, ა-----– ჭ----------ის, რ---- კ-----–--ის, მ------ ზ-------ის, ი-----–- ბ---–----ის, თ----- თ----------ის, გ------ ს-------ის, ვ-–- დ----ის, მ--–---- გ------–---–ის, ლ---- ი---–---–ის, ს----- ბ---–---–ის, დ----- დ------ის, რ----- კ---------ის, მ------ ზ-------ის, მ--–---- ჯ-------ის, ა-–---------- ხ----ის, კ---- კ-–-----ის და მოწმეების _ ა----- ვ---–----ის, რ---–---- ფ----------ის, რ----- დ-------ის, რ----- ბ---–----ის, ო----- დ-------ის, დ----- ტ------–--–--ის, გ---- ვ----ის, თ------ ქ------–--ის, დ----- ბ--------ის, დ--- შ-----ის, ს----- ხ-------–---–ის, რ----–-- შ----–--ის, მ------ ბ-----ის, ც------ ა----–--ის, მ------ მ---------–--ის, ჯ---- ტ----ის, ზ----- კ----–--ის, ზ---- ბ---–----ის, გ------- წ--–------ს, მ------ ბ-–----ის, ი-----–- პ----ის, მ------ შ----ის, გ------- ა-----–--–--ის, მ----- კ-------ის, ვ-–-------- მ---–----–-–---–ის, ი-–----------ის, თ------ ლ--–----ს, გ------ ჩ------ის, ზ------ მ-----–--ის, გ-----------, ი-----–- ბ-----ის, მანუჩარ დ------ის, ჯ--–--- ბ-----ის, ზ----- შ-----–--ის, უ---------ის, ნ-----–---- თ-----–--ის, ვ------- ს------ის, ი-----–- ზ-------ის, ნ-----–-- კ---------ს, ნ---- ჯ---------ის, ე-–----- ზ----ის, რ----–-- მ-------ის, მ------- ბ-------ის, ვ-----–- ხ--–--–ის, რ----- ბ-----ის, მ--–---- დ-------ის, თ------ გ------–--ის, ო-–-- ც--–--ის, ი-----–- მ----–--ის, ზ------ ბ----–--ის, მ------ მ--–-----ის, ა---------– ბ-----ის, ჯ--- დ------–---–ის, გ------- თ---------ის, გ------- გ--------ის, მ--–---- პ-----ის, ს---–---- დ----ის, ს---–--- მ--–--ის, ვ------- თ---------ის, რ----- რ-----ის, ზ----- შ------ის, ი----- ბ-----------ის, თ----- ა--–--ის, გ------- ლ-------ის, ჯ--–--- ფ----ის, ე-–----- ა--------ის, ზ---- ს-----ის, გ---–---- კ--------ის, რ----- ბ--------ის, ნ-------- დ------ის, გ------- ნ---–--ის, რ----- მ--–----ის, ნ-----–---- ბ-----ის, ი----- მ------–---–ის, დ----- ს--–--ის, ლ-–- უ---–-------, კ------------- კ-------ის, ლ---- ქ-----ის, მანუჩარ მ-----–--ის, ა-–---------- ბ---------ის, გ-----ი ა---------ის, ა---------– ც-–--–--ის, ზ---- ქ------–--ის, გ------- ბ-----ის, ზ----- გ-----ის, ჯ--- მ--–-----ის, ი---- დ-----აძის, ს----- გ--------ის, ი----- მ-----–--ის, ა-----– ა-----ის, ა-–---- ბ-----ის, კ---ბერ ე-–--–---–ის, ფ-------- კ-----ის, მ------ ს-------–-–---–ის, დ----- რ-–---ის, ა-----– ხ------ს, რ----- ნ----ის, ლ---- ა--–--ის, რ---–---- გ--–--ის, ლ-–- ზ-------ის, ზ----- ჩ---–--–---–ის, ბ----- ა--–--ის, ფ-------- შ-----–--ის, ი-----------–--ის, მ------ დ-------ის, თ------ კ-------ის ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინებები და ინფორმაციული პატაკები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოტაბულა, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, დათვალიერების ოქმები, სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმები.

 

მსჯავრდებულებმა მ----- ღ------------ემ და ი-----–- ჩ--------მ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენეს, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, მათი ჩვენებები მიზნად ისახავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, ისინი არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება როგორც დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებს, ისე საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.

 

ასევე არადამაჯერებელია დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები, რომლებითაც ვერ ბათილდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულ ჩვენებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიუთითებს შემდეგს:

 

მსჯავრდებულ ი-----–- ჩ--------ს ნაწილში, დაცვის მხარის მტკიცებულებების სახით, საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები: ე------------, ა--–-- ვ-–-----ე, ჯ--–--– ქ-----, გ--------–--ე და გ------- კ-------ე.

 

მოწმე ე------------ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი ტელეკომპანია „--------------ის ჟურნალისტია. 2017 წლის 12 მარტს, ღამის საათებში, ოპერატორთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე და აშუქებდა იქ განვითარებულ მოვლენებს. გამთენიისას გამოჩნდა ი-----–- ჩ--------, რომელიც მან იქ მისვლისთანავე შენიშნა და ინტერვიუ ჩამოართვა. ი-----–-ს გამოჩენიდან 40-50 წუთის განმავლობაში, ვიდრე სპეცრაზმი დაშლიდა აქციას, იგი მისი თვალთახედვის არეში იყო და ამ დროის განმავლობაში მისი მხრიდან მომიტინგეების მიმართ რაიმე მოწოდებებს ან მითითებების გაცემას ადგილი არ ჰქონია, მსგავსი რამ მისი მხრიდან რომ ყოფილიყო, აუცილებლად დააფიქსირებდა. მისივე ჩვენების თანახმად, ი-----–-ს გამოჩენის შემდეგ მას არ დაუნახავს „მ---–-------------------–-ბის“, ქვების სროლისა და ძალადობის ფაქტები. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოწმე ე------------ს ჩვენება იმ ნაწილში, თითქოს, ი-----–- ჩ-------- აქციაზე მისვლიდან აქციის დასრულებამდე სულ მისი თვალდახედვის არეში იყო, არასარწმუნია, რადგან შეუძლებელია ჟურნალისტს, რომელიც, ოპერატორთან ერთად ახდენდა აქციაზე განვითარებული მოვლენების გადაღებას და მისივე ჩვენების თანახმად, ინტერვიუებს წერდა სხვადასხვა რესპოდენტებთან, ყურადღება მხოლოდ ერთ პირზე ჰქონოდა გადატანილი და მუდმივად თვალთახედვის არეში ჰყოლოდა იგი. ასევე დამაჯერებლობასაა მოკლებული მოწმე ე------------ს ჩვენება იმის შესახებ, რომ ი-----–- ჩ--------ს გამოჩენის შემდეგ იქ ძალადობის ფაქტებს ადგილი აღარ ჰქონია, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება არაერთი მოწმის ჩვენებასა და სამაუწყებლო კომპანიებიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, რომლებითაც დგინდება, რომ ი-----–- ჩ--------ს მიერ ინტერვიუს მიცემის შემდეგ, ადგილზე სიტუაცია კვლავ დაიძაბა და აქციის მონაწილეების მხრიდან აგრესიის ახალი ტალღა წამოვიდა.

 

მოწმე ა--–-- ვ-–-----ემ, რომელიც ი-----–- ჩ--------ს მეგობარია, აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს ი-----–- ჩ-------- თვითონ წამოიყვანა თავისი ავტომანქანით ქ.თბილისიდან ქ.ბათუმში. დაახლოებით 04 საათი იქნებოდა, როცა ქ.ბათუმში ჩავიდნენ და მივიდნენ აქციაზე, სადაც აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. ი-----–-მ ჩვეულებრივი საუბრის ტონით მოუწოდა მათ, რომ არაფერი დაეშავებინათ და რაიმე სხვა სახის მოწოდება მას იქ არ გაუკეთებია. ამ დროს აღარაფერი იწვოდა და ცეცხლიც უკვე ჩამქვრალი იყო. შემთხვევის ადგილზე მისვლიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ თვითონ ავტომანქანასთან დაბრუნდა, რომელიც სხვაგან გადააყენა, რათა არავის დაეზინებინა და დაახლოებით 15 წუთში დაბრუნდა ი-----–- ჩ--------სთან. შორიახლოდან ხედავდა, რომ ი-----–- ტელეკომპანიებს აძლევდა ინტერვიუს, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობია. ი-----–-ს ანიშნა, რომ წამოსულიყო იქედან და თვითონ ისევ ავტომანქანასთან დაბრუნდა. დაახლოებით 20 წუთში ი-----–- ჩ-------- დაუკავშირდა ტელეფონით და მას ავტომანქანით მიაკითხა „----------–--სთან“, საიდანაც წაიყვანა სახლში. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოწმე ა--–-- ვ-–-----ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ი-----–- ჩ--------ს აქციაზე რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოწოდება არ გაუკეთებია, ვინაიდან, იგი არ არის აქციაზე ი-----–- ჩ--------ს მისვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების მთლიანი პროცესის თვითმხილველი და იქ მასთან ერთად სულ რამდენიმე წუთი იმყოფებოდა.

 

მოწმე ჯ--–--– ქ-----ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 11 მარტს, იგი „--–----ს“ ტერიტორიიდან პოლიციის დეპარტამენტამდე გაჰყვა ხალხს, მაგრამ 23 საათის შემდეგ იქ აღარ გაჩერებულა და წავიდა სახლში, შესაბამისად, ჯ--–--– ქ----- მას შემდეგ იქ განვითარებული მოვლენების თვითმხილველი არ არის. მოწმე გ--------–--ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 11 მარტს, დაახლოებით 18 საათზე მივიდა „--–----სთან“ აქციაზე, სადაც ერთხელ მოჰკრა თვალი მ----- ღ------------ეს, რომელიც ესაუბრებოდა მოქალაქეებს, მაგრამ რას ესაუბრებოდა, არ იცის. აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მ----- ღ------------ე საერთოდ არ დაუნახავს. მისივე განმარტებით, 12 მარტს, დაახლოებით 02 საათზე დატოვა აღნიშნული ტერიტორია და აქედან გამომდინარე, ცხადია, ი-----–- ჩ--------ს აქციაზე მისვლის შემდეგ იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მან არაფერი იცის. მოწმე გ------- კ-------ემ აჩვენა, რომ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე იგი დაახლოებით 22 საათზე მივიდა. პოლიციის ხელმძღვანელობა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ხალხს დაჰპირდნენ, რომ გადაწყვეტილი იყო დაკავებულების რამდენიმე წუთში გათავისუფლება, მაგრამ ნაცვლად ამისა, დაახლოებით 24 საათზე, მოულოდნელად გამოჩნდა სპეცრაზმი და დაიწყო მომიტინგეების დაშლა. დაახლოებით 01-02 საათის შემდეგ იგი წავიდა შემთხვევის ადგილიდან და მას შემდეგ იქ განვითარებული მოვლენების შესახებ არაფერი იცის. ამდენად, ხსენებული მოწმეები არ ფლობენ ინფორმაციას ი-----–- ჩ--------ს ნაწილში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით და მათი ჩვენებები არაარსებითია ი-----–- ჩ--------ს დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესაფასებლად.

 

მსჯავრდებულ მ----- ღ------------ის ნაწილში, დაცვის მხარის მტკიცებულებების სახით, საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოში დაიკითხნენ მოწმეები: რ---- შ----ე, ი-----–- ა------, ი-----–- გ-------- და ო----- ბ-–----ე.

 

მოწმე რ---- შ----ემ აჩვენა, რომ 2017 წლის 11 მარტს, დღის მეორე ნახევრში დაურეკა მისმა მეგობარმა მ----- ღ------------ემ, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციას მოქალაქე დაუკავებია და „--–----სთან“ ხალხმრავლობა იყო, რის გამოც თხოვა მისულიყო იქ. დაახლოებით 15 საათის შემდეგ მივიდა მითითებულ ადგილზე, სადაც ნახა, რომ ხალხი იყო გამოსული და შეხლა-შემოხლა იყო. იქვე იმყოფებოდა მ----- ღ------------ეც. დაახლოებით 17 საათისთვის მომიტინგეებმა პოლიციის დეპარტამენტის შენობისკენ გადაინაცვლეს, რა დროსაც ის და მ----- ღ------------ე დაშორდნენ ერთმანეთს. შემდეგ ისევ შეხვდა მას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან. იქვე იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, რომლებიც მ----- ღ------------ეს ესაუბრობდნენ. აქციაზე მ-----ს მეგაფონი ეჭირა ხელში და იქ შეკრებილ მოქალაქეებს შორის საუბრობდა, მაგრამ რა საუბარი ჰქონდა მათთან, მისთვის უცნობია. იქ შეკრებილი მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საპატრულო პოლიციის უფროსის მიერ აჭარლების თ-------ად მოხსენიების გამო. მოწმის განმარტებით, მ----- ღ------------ემ 23 საათამდე დატოვა აქცია და წავიდა სახლში, რაც პალატის აზრით, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან, მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ნუსხითა და სატელეფონო საუბრების განხორციელების დროს მ----- ღ------------ის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე მომსახურე ანძების ადგილმდებარეობებით დადგენილია, რომ მ----- ღ------------ე 23:43 საათამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მოწმე რ---- შ----ემ ასევე განმარტა, რომ მ----- ღ------------ე მშვიდობისა და დაშლისაკენ მოუწოდებდა იქ მყოფებს და მისი მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოწოდება არ ყოფილა, რასაც სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მ----- ღ------------ე, პირიქით, აქციაზე შეკრებილ პირებს მოუწოდებდა არ დაშლილიყვნენ და ემოქმედათ მისი გეგმის შესაბამისად.

 

მოწმე ი-----–- ა------მ აჩვენა, რომ მ----- ღ------------ე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეკრებილ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, ფაქტიურად მან დაშალა მომიტინგეები და ადგილზე დარჩა მხოლოდ 30 კაცამდე, რაც პალატის შეფასებით, დამაჯერებლობასაა მოკლებული, ვინაიდან, საქმეში არსებულ ვიდეომასალაში არსად არ ჩანს მისი მოწოდება დაშლისკენ და ასეთი რამ არც შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებიდან იკვეთება. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეთა რაოდენობა არ შემცირებულა, არამედ თანდათან იზრდებოდა და ძალადობრივი ქმედებების დაწყებამდე საკმაოდ მასშტაბური გახდა. ასევე გაზიარებული ვერ იქნება მოწმე ი-----–- ა-----ის ჩვენება იმის შესახებ, რომ მ----- ღ------------ე 22 საათის შემდეგ აქციაზე აღარ უნახავს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, იგი 23:43 საათამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. იგივე უნდა ითქვას მოწმე ი-----–- გ--------ს ჩვენებაზეც, რომელმაც განმარტა, რომ, თითქოს, მ----- ღ------------ე მითითებული ტერიტორიიდან 22:30 საათამდე წავიდა.

 

მოწმე ო----- ბ-–----ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 11 მარტს, მისთვის ცნობილი გახდა „--–----სთან“ მიმდინარე აქციის შესახებ და თვითონაც მივიდა იქ, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა საპატრულო პოლიციის მიერ მოქალაქეების დაჯარიმებებთან დაკავშირებით, ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებას. ცოტა ხანში მივიდა მ----- ღ------------ეც, რომელიც ნაცნობებს და პოლიციელებს ესაუბრებოდა, მაგრამ რაზე, მისთვის უცნობია. დაახლოებით 1 საათის შემდეგ მომიტინგეებმა გადაინაცვლეს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე, სადაც ის და მ----- ღ------------ე ერთად მივიდნენ და პოლიციის შესასვლელთან ახლოს გაჩერდნენ. მოწმე ო----- ბ-–----ის განმარტებით, მ----- ღ------------ე იქ შეკრებილებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და რაიმე სხვა სახის მოწოდებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, აღნიშნული აშკარად ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებითაც უტყუარად არის დადგენილი, რომ მ----- ღ------------ე აქციის მონაწილეებს პოლიციის მუშაკების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისაკენ მოუწოდებდა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებების საწინააღმდეგო რაიმე გარემოება, შესაბამისად, ისინი საფუძვლად ვერ დაედება მ----- ღ------------ისა და ი-----–- ჩ--------ს უდანაშაულობის შესახებ დასკვნას. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაცვის მხარის ინიციატივით დაკითხული მოწმეები მსჯავრდებულების მეგობრები და ნაცნობები არიან, რაც სასამართლოს უმყარებს რწმენას, რომ მათი ჩვენებები იმის შესახებ, თითქოს, მ----- ღ------------ისა და ი-----–- ჩ--------ს მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს ადგილი არ ჰქონია, არ შეესაბამება რეალობას და განპირობებული იყო მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება იმაში, რომ პირი ორგანიზებას უკეთებს ჯგუფურ მოქმედებას, რომელიც: ა)უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან ბ)დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან გ)იწვევს ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებას.

 

ჯგუფური მოქმედების ორგანიზება სახეზეა, როცა პირი შეკრებს ხალხს, მოუწოდებს პირებს ქმედების ჩადენისაკენ, აძლევს მათ მითითებებს და ა.შ. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას შედეგად უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა, რაც შეიძლება გამოიხატოს ცხოვრების ნორმალური რიტმის, მაგალითად, ქუჩაში მოძრაობის შეფერხებაში. ჯგუფური მოქმედება შეიძლება გამოიხატოს არამარტო საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში. აშკარა დაუმოჩილებლობა, თავის მხრივ, შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ ორგანიზატორი მოუწოდებს ჯგუფური მოქმედების მონაწილეებს, არ შეასრულონ მისი ბრძანება, არ დატოვონ დაკავებული ტერიტორია და უფრო მყარად გამაგრდნენ ადგილზე. ამ დაუმორჩილებლობას შეიძლება მოჰყვეს ხელისუფლების წარმომადგენელთა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც დამატებით კვალიფიკაციას არ მოითხოვს. ჯგუფური მოქმედების ორგანიზებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება.

 

სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს, იგი შეიძლება იყოს განაწყენება ხელისუფლების რომელიმე ორგანოსა თუ კონკრეტული ორგანიზაციის თანამდებობის პირის საქმიანობაზე და სხვ. მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ აიძულონ ხელისუფლება ან კონკრეტული სახელმწიფო მოხელე, მიიღოს მათთვის სასურველი გადაწყვეტილება და ა.შ. ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ორგანიზებას უკეთებს ისეთ ჯგუფურ მოქმედებას, რომელიც უხეშად დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე გაცნობიერებული აქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას აშკარად არ ემორჩილება, აფერხებს ტრანსპორტის, საწარმო-დაწესებულებათა ან ორგანიზაციათა მუშაობას და სურს ეს.

 

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ლ-–- გ------–---–ის, მოწმეების _ კ--- ბ-------ის, მ----- მ-------იძის, თ------ ლ--–----ს, ნ------ მ---------ის, ი----- ც------ის, რ------– ა--–--ის, დ----- დ------ის, მ------ ლ--------------ის, ნ--- ბ-----ის, ა------ ფ----------ის, ზ------ ფ----------ის, მ------ ბ----–--ის, ც------ ჩ---–--ის და სხვათა ჩვენებებითა და გამოკითხვის ოქმებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ----- ღ------------ემ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსის, კ--- ბ-------ეზე განაწყენების გამო, მასზე ანგარიშსწორების მიზნით, გადაწყვიტა 2017 წლის 11 მარტს, ქ.ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „--–----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისა და დაკავების გამო მიმდინარე აქცია, გამოეყენებინა საკუთარი მიზნებისათვის. იგი მივიდა აღნიშნულ აქციაზე და ორგანიზება გაუკეთა ჯგუფურ მოქმედებას, რომლის მონაწილეებმაც გადაკეტეს ქუჩა და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას საავტომობილო გზის გახსნის შესახებ. ამის შემდეგ აქციაზე შეკრებილმა ხალხმა მისივე ორგანიზებით ქ.ბათუმში, ტ---–-----------ის ქუჩა №11-ში მდებარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც მათ სხვა პირებიც შეუერთდნენ. მ----- ღ------------ემ კვლავ გააგრძელა რა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა არ დაშლილიყვნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციის მუშაკებისთვის და თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ დაკავებულ პირებს, თავად გაეთავისუფლებინათ დაკავებულები და გადაეყენებინათ საპატრულო პოლიციის უფროსი. მ----- ღ------------ის მოწოდებებისა და მითითებების შესაბამისად, იქ შეკრებილმა პირებმა მისი ორგანიზებით განახორციელეს ჯგუფური მოქმედება, რაც გამოიხატებოდა პოლიციის მუშაკთა კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში, რამაც გამოიწვია ტრანსპორტის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების მუშაობის შეფერხება. ის ფაქტი, რომ აღნიშნული ჯგუფური მოქმედებების ორგანიზატორი მ----- ღ------------ე იყო, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, დასტურდება ასევე საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერებით, სადაც ჩანს, რომ იგი გადაადგილდება ხმის გამაძლიერებლით და მოუწოდებს მომიტინგეებს.

 

დაზარალებულ ლ-–- გ------–---–ის, მოწმეების _ მ----- მ-------იძის, თ------ ლ--–----ს, ი----- ც------ის, რ------– ა--–--ის, რ----- გ--–--ის, ც------ ჩ---–--ის და სხვათა ჩვენებებითა და გამოკითხვის ოქმებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი-----–- ჩ-------- 2017 წლის 12 მარტს, 04:36 საათზე შეუერთდა აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას და ორგანიზება გაუკეთა იმ დროისათვის აქციაზე დარჩენილ პირებს. მან რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა ხელისუფლებას, რომლის შესასრულებლად საათნახევარი მისცა დრო, ხოლო ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, იმის გამო, რომ ხელისუფლებამ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები არ მიიღო, აქციის მონაწილეებს მოუწოდა, თავიანთი ძალებით ემოქმედათ, შესულიყვნენ პოლიციის შენობაში, გაეთავისუფლებინათ დაკავებული პირები და გადაეყენებინათ საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი. ამის შემდეგ აქციაზე ვითარება ისევ დაიძაბა და ი-----–- ჩ--------ს მოწოდებებისა და მითითებების მიხედვით მოქმედმა პირებმა, მისი ორგანიზებით განახორციელეს ჯგუფური მოქმედებები, რაც გამოიხატებოდა პოლიციის მუშაკთა კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევაში, რამაც გამოიწვია ტრანსპორტის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, მათ შორის, აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მუშაობის შეფერხება. ის ფაქტი, რომ აღნიშნული ჯგუფური მოქმედებების ორგანიზატორი ი-----–- ჩ-------- იყო, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, დასტურდება ასევე სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, სადაც ჩანს, რომ მან აქციის მშვიდობიანად დაშლის სანაცვლოდ ხელისუფლებას რამდენიმე პირობა წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მათი მოთხოვნები საათნახევარში არ დაკმაყოფილდებოდა, აქცია არ დაიშლებოდა და გაგრძელდებოდა მანამ, სანამ არ მიაღწევდნენ ამ მოთხოვნების შესრულებას. ამავე ჩანაწერებში ჩანს, რომ ი-----–- ჩ--------მ ხელისუფლებისათვის მოთხოვნების წაყენებისა და მათ შესასრულებლად საათნახევრის მიცემის შემდეგ, ხალხს მოუწოდა ცოტა ხნით შეეწყვიტათ სროლები და ქვების სროლა. როგორც მოწმეთა ჩვენებებიდან და ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, მომდევნო საათნახევარი, შემთხვევის ადგილზე მართლაც სიმშვიდე იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ი-----–- ჩ--------მ იქ შეკრებილ პირებს მოუწოდა, რომ, ვინაიდან, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ ასრულებდა, საკუთარი ძალებით ემოქმედათ და შესულიყვნენ პოლიციის შენობაში, აქციის მონაწილეების მოქმედებები კიდევ უფრო აგრესიული გახდა.

 

ზემოაღნიშნული ჯგუფური მოქმედებების მონაწილეებისადმი მ----- ღ------------ისა და ი-----–- ჩ--------ს მოწოდებების შინაარსიდან გამომდინარე, მათ გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ორგანიზებას უკეთებდნენ ისეთ ჯგუფურ მოქმედებას, რომელიც უხეშად დაარღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ აშკარად არ ემორჩილებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნას, რითაც აფერხებდნენ ტრანსპორტის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების მუშაობას და სურდათ ეს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ----- ღ------------ის და ი-----–- ჩ--------ს ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ნიშანი, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მათი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მ----- ღ------------ის და ი-----–- ჩ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან, ბრალდების მხარემ სასამარათლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ ჯგუფური ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა ქ.ბათუმში 2017 წლის 11-12 მარტს და რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა, მ----- ღ------------ისა და ი-----–- ჩ--------ს ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა, რომ მათი განზრახვა მოიცავდა ჯგუფური ძალადობის მოწყობას და რომ ამგვარი ძალადობა მისმა მონაწილეებმა მათი მითითებებით განახორციელეს.

 

სააპელაციო პალატას აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არსებობს უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა მ----- ღ------------ის და ი-----–- ჩ--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, როგორც სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულების _ მ----- ღ------------ის და ი-----–- ჩ--------ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებებში.

 

რაც შეეხება სასჯელებს, სააპელაციო პალატას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები სამართლიანია, რადგან მათი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციულია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორის, რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მსჯავრდებულ მ----- ღ------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3.მსჯავრდებულ ი-----–- ჩ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ი---- პ-------–---–ის და ბ------ ბ-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

4.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი ი-----–- ჩ--------ს და მ----- ღ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

5.ი-----–- ჩ--------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

6.ი-----–- ჩ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

7.ი-----–- ჩ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

8.ი-----–- ჩ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

9.ცნობად იქნას მიღებული, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს №0----------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული ი-----–- ჩ-------- 2018 წლის 06 მარტს გათავისუფლდა პატიმრობიდან, პირობით ვადამდე - 07 (შვიდი) თვითა და 17 (ჩვიდმეტი) დღით ადრე.

 

10.მ----- ღ------------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

11.მ----- ღ------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

12.მ----- ღ------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 23 აპრილიდან.

 

13.მ----- ღ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

14.ცნობად იქნას მიღებული, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს №0----------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული მ----- ღ------------ე 2018 წლის 06 მარტს გათავისუფლდა პატიმრობიდან, პირობით ვადამდე - 07 (შვიდი) თვითა და 17 (ჩვიდმეტი) დღით ადრე.

 

15.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

16.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ.სირაძე/

 

/თ.სვანიძე/