განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002416722
№1/ბ-189-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორ - პ----ა ც-–--–--ის
მსჯავრდებულ - ა-----– ნ----------–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----– ი-–--ს ძე ნ----------–ის მიმართ დაბადებული 1----–-–----- აპრილს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ ა-–------ში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-----– ნ----------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 მარტს, საღამოს საათებში, ქალაქ ქობულეთში, რ---------–ის ქუჩა N30-ში მდებარე სახლში, ა-----– ნ----------–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღლეს ლ--–- ლ----–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, ა-----– ნ----------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ა-----– ნ----------–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის ვადით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ა-----– ნ----------–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.
ა-----– ნ----------–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ ა-----– ნ----------–ის მიერ, რომლებმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა ბრალდების მხარის მიერ, რომლითაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტებს - მსჯავრდებულ ა-----– ნ----------–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტს, პროკურორ პ----ა ც-–--–--ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ლ--–- ლ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 მარტს, საღამოს 8:00 საათზე სამსახურის შემდეგ მივიდა სახლში, სადაც დახვდა მეუღლე - ა-----– ნ----------–ი, რომელიც ტელევიზორს უყურებდა და რაღაც შეკითხვებს უსვამდა. შეამჩნია, რომ ა-----–ი ეძებდა მიზეზს ჩხუბის დასაწყებად. ცდილობდა კონფლიქტი თავიდან აერიდებინა, მაგრამ ა-----–ი სრულიად უმიზეზოდ აუშარდა და დაარტყა ხელი სახის მარცხენა არეში, რა დროსაც ძლიერი ფიზიკური ტკივილი იგრძნო. ასევე დაარტყა სახის მარჯვენა მხარეს და ჩაარტყა ტუჩებში, რის შემდეგაც დაკარგა გონება. მიყენებული დაზიანებები ერთი თვის განმავლობაში ეტყობოდა. როცა გონზე მოვიდა ა-----–მა ცინიკურად უთხრა ,,წაიქეციო?’’ კვლავ დაკარგა გონება. გონს, რომ მოვიდა შორიდან მოესმა უფროსი შვილის, ი-–--ს ხმა ,,ლ--–-ს რა ჭირსო“. ი-–--მ, რომ გაიგო ცემის ამბავი, სახლიდან გაიქცა. მეორე დღეს, დილით, ცუდად იყო, მაგრამ მაინც წავიდა სამსახურში, სადაც ძალიან ცუდად გახდა და დაურეკა მეორე შვილს, ლ-–- ნ----------–ს, რომელმაც წაიყვანა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
მოწმის სახით დაკითხული შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, გ------ი გ-------–-ძის ჩვენების დადგენილია, რომ 2018 წლის 06 მარტს მის მიერ გამოკითხული იქნა ლ--–- ლ----–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - ა-----– ნ----------–მა. ლ--–- ლ----–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე, ტუჩები ქონდა დასიებული და უჭირდა მეტყველება.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N1--------- დასკვნის თანახმად, ლ--–- ლ----–---–ი მიღებულ ტრავმებთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ,,უნიმედი აჭარა’’ - ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2018 წლის 06-07 მარტს. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
მოწმის სახით დაკითხულმა - ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
2018 წლის 17 მარტს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 მარტს ა-----– ნ----------–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ--–- ლ----–---–ს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლო-ბის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება). მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაული - ოჯახური ძალადობა თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, და მისი შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა-----– ნ----------–ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას.
მოცემულ სამართლებრივ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა-----– ნ----------–ის მიერ, ლ--–- ლ----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის, დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად პალატას მიაჩნია დაზარალებულ ლ--–- ლ----–---–ის ჩვენება, დაზარალებულის ჩვენებას ასევე ამყარებს მოწმის სახით დაკითხული შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის, გ------ი გ-------–-ძის ჩვენება, ასევე 2018 წლის 17 მარტს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას ა-----– ნ----------–ისაგან ლ--–- ლ----–---–ის მიმართ არაერთჯერ ჰქონდა ადგილი. წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ა-----– ნ----------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-----– ნ----------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
პალატა ასევე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ა-----– ნ----------–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა-----– ნ----------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ----ა ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ა-----– ნ----------–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ა-----– ნ----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ა-----– ნ----------–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის ვადით და ა-----– ნ----------–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.
ა-----– ნ----------–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 მარტიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 მარტის განჩინებით, ა-----– ნ----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე