განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100118002267565
საქმე N 1/ბ-34-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის- დ-------- ხ-----ას,ადვოკატის - ნ---- ბ-----ს,მსჯავრდებულების - ო----- ვ--------ის და ხ----– ჰ---------ის,თარჯიმნების - ტ------- ა---–---ის, ი--–---- ი-----ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზ, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ო----- ჰ--------ის ძე ვ--------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელს, აზერბაიჯანის მოქალაქე, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, მისამართი: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ-------------------------------------------------, რეგისტრირებული: აზერბაიჯანის რესპუბლიკა , ქ-------------------------------------------------;
ხ----– ა-–-–--------ის ძე ჰ---------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელს, აზერბაიჯანის მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, მისამართი: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ი-----–-----------------------–----------–-, რეგისტრირებული: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ი-----–-----------------------–----------–-;
აღწერილობითი ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ო----- ვ--------ს და ხ----– ჰ---------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
აზერბაიჯინის რესპუბლიკის მოქალაქე ო----- ვ--------ი, 2017 წლის 7 დეკემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ”–-----–--------- სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სათანადო ნებართვის გარეშე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ხ----– ჰ---------თან ერთად, ჯგუფურად უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------------–ოს ტერიტორიაზე.
აზერბაიჯინის რესპუბლიკის მოქალაქე ხ----– ჰ---------ი, 2017 წლის 07 დეკემბერს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ”–-----–--------- სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სათანადო ნებართვის გარეშე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ო----- ვ--------თან ერთად, ჯგუფურად უკანონოდ შემოვიდა საქართველოში, კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------------–ოს ტერიტორიაზე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით:
ო----- ვ--------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვაფიცირდა სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილზე; ო----- ვ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 18 დეკემბრიდან.
ხ----– ჰ---------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ხ----– ჰ---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 18 დეკემბრიდან.
3. სააპელაციო საჩივრების არსი:
3.1 აპელანტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი დ-------- ხ-----ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენში და ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული განაჩენი უცვლელი დარჩეს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მხოლოდ მსჯავრდებულების არასანდო და არაგულწრფელი ჩვენებები არ შეიძლება საფუძველი გახდეს მათი ქმედების სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების საფუძველი.
3.2. აპელანტი - მსჯავრდებულები ო----- ვ--------ი, ხ----– ჰ---------ი და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- ბ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და მსჯავრდებულებს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით განესაზღვროთ ჯარიმა 5000-5000 ლარის ოდენობით; დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს, მათ მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ისინი არ არიან ნასამართლევნი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორს დ-------- ხ-----ას, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტებს - მსჯავრდებულებს ო----- ვ--------ს, ხ----– ჰ---------ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატს ნ---- ბ-----ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდა მსჯავრდებულების ჩვენებებისა, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ შემდეგ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს:
საქართველოს შსს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის № M-------------- მომართვით, საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციით საზღვრის კვეთის შესახებ ირკვევა, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის მიხედვით აზერბაიჯანის მოქალაქე ო----- ვ--------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 19 დეკემბრამდე დაფიქსირდა სსკგ ,-–-----–---------- და სსკგ ,-------------------------’ გავლით, კერძოდ, ფიქსირდება შემოსვლა 2011 წლის 5 ივლისს 16:26 საათზე, გასვლა - 2011 წლის 6 ივლისს 17:10 საათზე; ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქე ხ----– ჰ---------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი ზემოთ აღნიშნულ პერიოდში არ დაფიქსირებულა.
საქართველოს შსს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის 2017 წლის 19 დეკემბრის № M---------------- მომართვით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------ი აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ იძებნებიან.
მოწმე ლ---- კ-------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 დეკემბერს მესტიის შს რაიონულ სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მესტიის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------ი, რომლებმაც უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული ინფორმაცია მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე გ------- ს----–იას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 17 დეკემბერს მესტიის შს რაიონულ სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მესტიის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ აჯერბაიჯანის მოქალაქეები ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------ი, რომლებმაც უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული ინფორმაცია ლ---- კ-------მა პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, დაიწყო გამოძიება და შეიქმნა ჯგუფი შემდგომი საგამოძიებო მოქმდებების ჩასატარებლად.
მოწმე ლ---- ყ-----–---–ის გამოკითვის ოქმით დგინდება, რომ აქვს უძრავი ქონების სააგენტო, აღნიშნული ფირმის საქმიანობას წარმოადგენს ქონების ყიდვა-გაყიდვას, ტვირთების გადაზიდვა; სამასახურებრივი საქმიანობა აქვს აზერბაიჯანის მოქალაქეებთან ო----- ვ--------თან და ხ----– ჰ---------თან, ისინი აწარმოებდნენ საქმიან გარიგებებს. ისინი ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში. მათ დაკავებამდე 5 დღით ადრე შეხვდა მათ, ო----- ვ--------მა და ხ----– ჰ---------მა მოისურვეს მესტიაში გასეირნება, რაზეც თვითონაც დათანხმდა და წავიდნენ მისი ძმის, ს---–---ის ავტომანქანით, რომელსაც თავად ს---–---ი მართავდა. საღამო საათებში, მესტიაში გაადგილებისას ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, მოახსენეს მათ, რომ არსებობდა ოპერატიული ინფრომაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ო----- ვ--------მა და ხ----– ჰ---------მა უკანონოდ გადმოკვეთე საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მათ მიმართ უნდა გატარებულიყო კანონით გათვალისწინებული ზომები, რის შემდეგაც ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------ი დაკავებულ იქნენ.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი მოწმის სახით გამოკითხულ ს---–--- ყ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით.
ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------ი ბრალდებულების სახით დაკავებულ იქნენ 2017 წლის 18 დეკემბერს.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ო----- ვ--------მა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს ქალაქ ყ------დან ჩამოვიდა საქართველოში, მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა მარტო, სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით და ტაქსით წავიდა ქალაქ თბილისში, მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო ბიზნესსაქმიანობა და დაუკავშირდა მეგობრებს. იმავე დღეს, საღამოს დაურეკა ნაცნობმა ხ----– ჰ---------მა და ერთმანეთს შეხვდნენ ორთაჭალაში, რესტორანში. მოისურვეს სვანეთის დათვალიერება და მეგობრებთან ერთად წამოვიდნენ მესტიაში, სადაც პოლიციის მუშაკებმა დააკავეს. მას გაცნობიერებული აქვს, რომ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მაგრამ ის საქართველოში ხ----– ჰ---------თან ერთად არ ჩამოსულა.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ხ----– ჰ---------მა თავი დამნაშავედ ცნო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და განმარტა, რომ ბ----დან ჩამოვიდა საქართველოში. ფეხით, შემოვლითი გზით გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და მიკროავტობუსით ჩამოვიდა თბილისში, დაურეკა ო----- ვ--------ს და ერთმანეთს შეხვდნენ კაფეში, მივიდნენ ო-----ს მეგობრებთან, სადაც ცხრა დღე დაყვეს და შემდეგ, როგორც სტუმარი წაიყვანეს მესტიაში. ის ო----- ვ--------თან ერთად არ ჩამოსულა საქართველოში, რის გამოც ჯგუფურად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში თავს არ ცნობს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და მის ობიექტს ასევე წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა.
საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაჭრაში, რაც შეიძლება განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალებით, საჰაერო ხომალდით, ცურვით, ფეხით და ა.შ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა შესაძლებელია როგორც საქართველოდან გასვლით, ისე შემოსვლით სათანადო დოკუმენტების და ნებართვის გარეშე ან არასათანადო ადგილას. აღნიშნული დანაშაული პირდაპირ განზრახვას გულისხმობს.
სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი უდაო მკიცებულებების ანალიზის, ასევე თვით მსჯავრდებულების ჩვენებების შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ო----- ვ--------ის და ხ----– ჰ---------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტი უტყუარადაა დადასტურებული; ო----- ვ--------ი და ხ----– ჰ---------ი დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ პირდაპირი განზრახვით, მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ქმედების მართლწინააღმდეგობა და ხასიათი და სურდათ საზღვრის კვეთის დადგენილი წესის დარღვევით საქართველოში შემოსვლა, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ო----- ვ--------მა და ხ----– ჰ---------მა დანაშაული ჩაიდინეს ჯგუფურად; თვით მსჯავრდებულების განმარტებებით ირკვევა, რომ მათ ქვეყნის საზღვარი ერთდროულად არ გადმოუკვეთიათ, საქართველოში ჩამოვიდნენ სხვადასხვა დროს და შემდეგ შეხვდნენ თბილისში, ბრალდების მხარეს დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მსჯავრდებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს, არ წარმოუდგენია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ო----- ვ--------ის და ხ----– ჰ---------ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების ქმედებებს განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც პროკურორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დამაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება მსჯავრდებულების, ო----- ვ--------ის და ხ----– ჰ---------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მათ მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; ყოველივეს მხედველობაში მიღებით, ასევე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის განსახორციელებლად მათ განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია; შესაბამისად, სასამართლოს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულების მიმართ ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დ-------- ხ-----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულების ო----- ვ--------ის და ხ----– ჰ---------ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ნ---- ბ-----ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
1. ო----- ვ--------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ო----- ვ--------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ო----- ვ--------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 18 დეკემბრიდან.
2. ხაილ ჰ---------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ხ----– ჰ---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ხ----– ჰ---------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2017 წლის 18 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - ო----- ვ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ”IPHONE”-ს ფირმის ”IPHONE ” 4-ის მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ო----- ვ--------ის ოჯახს.
- ხ----– ჰ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, პირადობის მოწმობა №---------- და მართვის მოწმობა A----------- გაცემული ხ----– ჰ-----------ის სახელზე, მწვანე ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ხ----– ჰ---------ის ოჯახს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე