განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-776-2018 წელი
№010100118002646368
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
5 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ზ------ კ---–--–--ის,ადვოკატის – ი---- ზ----ის,მსჯავრდებულის – ვ---------- ც---------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ვ---------- ც---------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ვ---------- ც---------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ----------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთ-ხმოცი) საათის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ვ---------- ც---------–----–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყო-ლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბ------–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ---------- ც---------–---–მა თავისი ოჯახის წევრის მი-მართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, თავის მეუღლეს ი----- ფ-----------ეს, რომელთანაც იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, ორჯერ დაარტყა ხელი თა-ვის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ზ------ კ---–--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ---------- ც---------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუ-თებს იმ მოტივირებით, რომ ვ---------- ც---------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, არ არის შესაბამისობაში ჩადენილ დანაშაულთან და ვერ უზ-რუნველყოფს სასჯელის მიზნებს და საფუძვლებს.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ზ------ კ---–--–--ეს, რომელიც ითხოვს ვ---------- ც---------–----–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– მსჯავრდებულ ვ---------- ც---------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი---- ზ----ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებუ-ლად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ვ---------- ც---------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ---------- ც---------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ვ---------- ც----------–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ვ---------- ც---------–---–ი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს და შერიგებულია დაზარალებულებთან; ასევე გაითვალისწინა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის და-ნიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით, რაც პატირმობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით შეუმცირა და შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეე-საბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პი-როვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ვ---------- ც---------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ვ---------- ც---------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქა-ლაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ---------- ც---------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვა-დით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვ---------- ც---------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სა-ზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.
ვ---------- ც---------–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს გ---- ბ-–-----–---–ს (პ/ნ 6----------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili