განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
010100115001073263
ინსტანცია
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-569-2018 წელი

№010100115001073263

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

16 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – დ----- ჭ------ის,ადვოკატების – რ---- პ----ის, ბ------ ბ-----ის,გამართლებულების – ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის მონაწილეობით, ღია სასა-მართლო სხდომაზე, განიხილა ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ა-----– ვ----ე, დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–--------------------------------------------- ში, ბათუმის სა-ქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ-–- ბ---–----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ბ------–---------------–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ხ---–--–-------------–---------ში, ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გა-მართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

ა-----– ვ----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო სამსა-ხურებრივი გულგრილობისათვის, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვა-ლეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ლ-–- ბ---–----ეს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო სამსა-ხურებრივი გულგრილობისათვის, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვა-ლეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2013 წლის 22 მარტს, თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ტ-------------------“

შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება, ქ. ბ------–--–--–----- არხის კაპიტალური რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების შესახებ, სახარჯთ-აღრიცხვო ღირებულებით 4 299 907,67 ლარი, რაც უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში.

2013 წლის 4 აპრილს, შპს „ს----------------------------------“ მიერ შპს „ტ-------------------ზე” გაცემული იქნა №------- საბანკო გარანტია, საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფაზე, საგარანტიო თანხით 1 290 000 ლარი, რომელიც შპს „ტ-------------------ს” მიერ წარდგენილი იქნა თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიაში და დაეწერა სა-ფინანსო სამსახურის უ-------ს ა-----– ვ----ეს, რომელმაც დასახელებული საბანკო გა-რანტია გადასცა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უ-------ს ლ-–- ბ---–----ეს. აღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურმა განახორციელა წინასწარი ანგარიშსწორება და 2013 წლის 10 აპრილს შპს „ტ-------------------“ ანგარიშზე გადარიცხა 1 289 9723,30 ლარი.

2013 წლის 10 ივლისის შპს „ტ-------------------“ მიერ შედგენილი იქნა №- გადახდის სერტიფიკატი (და თანმხლები შესრულებული სამჯუშაოს აქტი), რომლის თანახმადაც ამავე კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 117568,77 ლარით, ხოლო დასაფინანსებელი თანხის ოდენობად დაფიქსირდა 76 419,70 ლარი, ხოლო 2013 წლის 1 ნოემბერს, შპს „ტ-------------------“ მიერ შედგენილი იქნა №- გადახდის სერტიფიკატი (და თანმხლები შესრულებული სამუშაოს აქტი), რომლის თანახმადაც ამავე კომპანიის მიერ აღნიშნული სერტიფიკატით შესრულებული სამუშა-ოების ღირებულება განისაზღვრა 245 667,87 ლარით, ხოლო დასაფინანსებელი თანხის ოდენობად დაფიქსირდა 159 684,12 ლარი. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი იქნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში. ს---------------------------------ის ა-----– ვ-----ის მიერ დასახელებული დოკუმენტაცია ორივე შემთხვევაში დაეწერა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უ-------ს ლ-–- ბ---–----ეს.

ა-----– ვ----ემ, როგორც ბ---------------------------------------------------მა და ლ-–- ბ---–----ემ, როგორც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიც-ხვა-ანგარიშგების განყოფილების უ-------მა, 2013 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, შპს „ტ-------------------“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულების ფარ-გლებში შესრულებული სამუშაოების დაფინანსებისას, თავიანთი სანსახურებრივი მო-ვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სა-თანადოდ არ შეამოწმეს თავიანთ სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაში შპს „ტ------------------ზე“ გადასახდელი თანხების ოდენობის (76 419,70 ლარისა და 159 684,12 ლარის) ლოგიკური შესაბამისობა შპს „ს----------------------------------“ მიერ შპს „ტ-------------------ზე“ გაცემული №------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ მოთ-ხოვნებთან (რომლის მეხუთე პუნქტის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინე-ბული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორ-ციელებული შესრულების ოდენობით) და კვლავ განახორციელეს შპს „ტ-------------------ს“ დაფინანსება, მაშინ როცა აღნიშნულ კომპანიას უკვე მიღებული ჰქონდა ავანსი 1289972,30 ლარი და დასახელებული შესრულებების ფარგლებში დაფინანსება არ უნდა განხორციელებულიყო.

თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 იანვრის №----- ბრძანებით ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება შეწყდა და იმის გამო, რომ №------- საბანკო გარანტიის თანახმად საბანკო გარანტიიით გათვალისწინებული თან-ხა მცირდებოდა შესრულების ოდენობით, აქედან გამომდინარე, 254 265,65 ლარის ანაზ-ღაურებაზე შპს „ს-------------------------------მა“ უარი განუცხადა ქ. ბათუმის მერიას, რაც დღემდე არც შპს „ტ-------------------“ მიერ არ არის ანაზღაურებული.

ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის აღნიშნულმა ქმედებებმა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა – თვითმმართველი ქ. ბათუმისათვის 254 265,65 ლარის ზიანი გამოიწვია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენით ა-----– ვ----ე და ლ-–- ბ---–----ე ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდე-ბაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დ----- ჭ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მათ დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოთხოვნას ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ განაჩენში საერთოდ არ არის ნახსენები ქალაქ ბათუმის იმჟამინდელი მერის მიერ გაცემული პასუხი გამოძიების 2015 წლის 15 აპრილის №----------- წერილზე. კერძოდ ქ. ბათუმის მერის გამოძიებისათვის გამოგზავნილი პასუხით დგინდება, რომ შ.პ.ს. „ტ----------------იის“ მიერ შედგენილი და ქალაქ ბათუმის მერიაში შემოტანილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების აუცილებელი შემოწმება და მასში მოცემული ცალკეული მაჩვენებლების ლოგიკური შესაბამისობის დადგენა №------- საბანკო გარანტიის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, ასევე ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად შედგენილ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემების სისწორის განსაზღვრა და აღნიშნულზე კონტროლის განხორციელება ევალებოდა მერიის საფინასო სამსახურს (ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას), იმ დროისათვის მოქმედი დებულების შესაბამისად. ვინაიდან შპს „ტონიდაკომპანია“-ს მიერ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში წარმოდგენილი №------- საბანკო გარანტიის მეხუთე პუნქტის თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებ-ლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით, აქედან გამომდინარე 2013 წლის 10 ივლისის №- გადახდის სერთიფიკატის (თანმხლები დოკუმენტაციის) და 2013 წლის 01 ნოემბრის №- გადახდის სერთიფიკატის (თანხლები დოკუმენტაციის) საფუძველზე შპს „ტ-----------------“ დაფინანსება მერიის საფინასო სამსახურის მიერ საერთოდ არ უნდა განხორციელებულიყო ავანსად გადარიცხული 1289972.30 ლარის ღირებულების სამუშა-ოების შესრულებამდე.

ქალაქ ბათუმის მერი მის წერილში პირდაპირ მიუთითებს, რომ შპს „ტ-----------------“ დაფინანსება მერიის საფინასო სამსახურის მიერ საერთოდ არ უნდა განხორციელებუ-ლიყო ავანსად გადარიცხული 1289972.30 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულე-ბამდე. შპს „ტ-----------------“ დაფინანსება მერიის საფინასო სამსახურის მიერ რომ არ უნდა განხორციელებულიყო ავანსად გადარიცხული 1289972.30 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებამდე ასევე პირდაპირ მიუთითეს და დაადასტურეს სასამართ-ლოში დაკითხულმა ქ. ბათუმის მერიის თითქმის ყველა ხელმძღვანელმა პირმა, კერ-ძოდ დაზარალებულის სტატუსით დაკითხულმა ქ. ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უ-------მა ვ------- გ-------ემ, შ----------------------–--------------მა ვ-–--------- ხ--------ემ, კეთილმოწყობის სამსახურის იმჟამინდელმა უ-------მა ა---------– ბ-------ემ და სხვებმა.

აღნიშნული ასევე დაადასტურა თავად ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის სპე-ციალისტმა გ--–- ხ--–--–მა, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას განმარტა რომ „არავინ არ განახორციელებდა დაფინანსებას ავანსად გადარიცხული თანხის ღირებუ-ლების სამუშაოების შესრულებამდე“, პროკურორის შეკითხვაზე თავად როგორ მოიქცე-ოდა მსგავს შემთხვევაში მან განმარტა, რომ არც თავად არ განახორციელებდა დამატე-ბით დაფინანსებას.

თანხების დაფინანსების სისწორეზე პასუხისმგებელი იყო მხოლოდ ქ. ბათუმის მერიის საფინანსო სამსახური (რასაც ადასტურებს თავად ქალაქ ბათუმის მერი მის წერილში, ასევე ადასტურებს ქალაქ ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უ-------ი). ამავ-დროულად საბანკო გარანტიის მეხუთე პუნქტში არსებულ ჩანაწერსა და განსახორციე-ლებელი დაფინანსების დოკუმენტების შესაბამისობის სისწორეზე იყო პასუხისმგე-ბელი სწორედ „ჯაჭვის ბოლო რგოლი“ – ბათუმის მერიის საფინანსო სამსახური, რო-მელთანაც თავი მოიყარა სრულყოფილად ყველა დოკუმენტაციამ.

ამავე დროს საფინანსო სამსახურს ჰქონდა შესაძლებლობაც და მოვალეობაც რომ შექმნი-ლი რეალობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობდა საბიუჯეტო თანხების უზრუნველ-ყოფის გარეშე დარჩენას (რაც პირდაპირ გამომდინარეობდა საბანკო გარანტიის მეხუთე პუნქტის მოთხოვნებიდან) არ გაეთვალისწინებინა კეთილმოწყობის სამსახურის დოკუ-მენტაცია და დაებრუნებინა უკან და შექმნილი ვითარება მოეხსენებინა მისი ზემდგო-მისათვის.

ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს საბანკო გარანტია საერთოდ არ წარდგე-ნია და არ ჰქონია შესაძლებლობა რომ გაცნობოდა მის შინაარს და გაეთვალისწინებდა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგი – გადასარიცხი საბიუჯეტო თანხების საგარანტიო უზრუნველყოფის გარეშე დატოვება. აღნიშნული შესაძლებლობა ასევე არ ჰქონია სამუ-შაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ კომპანია შპს „გ----–------------ს“ , რომელსაც ასევე არ წარდგენია საბანკო გარანტია.

თვითმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 იანვრის №----- ბრძანებით ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „ტ-----------------“ შორის დადე-ბული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება შეწყდა, შპს „ტ-------------------“ მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ბათუმის მერიის მიერ გადარიცხული ავანსიდან უკან დასაბრუნებელმა თანხამ კი შეადგინა 1181001,31 ლარი, რომლის დაბრუნებაც შპს „ს----------------------------------აგან“ მოთხოვნილი იქნა ქ. ბათუმის მერის ჯ----– ა-----ის 2014 წლის 17 იანვრის №--------- წერილით.

შპს „ს----------------------------------“ მიერ საბანკო გარანტიის ფარგლებში ბათუმის მერიისათვის ანაზღურებული იქნა შპს „ტ------------------ზე“ ავანსის სახით ჩარიცხუ-ლი თანხის ნაწილი, 926735,66 ლარი, ხოლო იმის გამო, რომ №------- საბანკო გარან-ტიის თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინცი-პალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენო-ბით, აქედან გამომდინარე 254265, 65 ლარის ანაზღაურებაზე შპს „ს--------------------------------მა“ უარი განუცხადა ქ. ბათუმის მერიას, რაც დღემდე არც შპს „ტ-------------------ს“ მიერ არ არის ანაზღაურებული.

ა-----– ვ----ე, რომელიც მუშაობდა ბ---------------------------------------------------ის თანამდებობაზე და ლ-–- ბ---–----ე, რომელიც მუშაობდა ბ-------------------------------------------------–-------–--------–-----------–----------------–--------------ის თანამ-დებობებზე და „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის“ დებულების თანახმად ახორციელებდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრუ-ლებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურე-ბიდან წერილების მიღებას (რომელსაც თან ერთვოდა შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია) და ამოწმებდნენ წარმოდგენილ დო-კუმენტაციაში დაფიქსირებული თანხების შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, „ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქ-ციის თანახმად პასუხისმგებელი იყვნენ ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად შედგენილ დოკუმენტებში (ვალდებულების დოკუმენტსა და საგა-დახდო მოთხოვნაში) შეტანილი მონაცემების სისწორეზე, ხოლო „ბიუჯეტების დაფი-ნანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად კი ევალებოდათ ბუღალტერიაში შემოსული პირველადი აღრიცხვის დოკუ-მენტების აუცილებელი შემოწმება და მასში მოცემული ცალკეული მაჩვენებლების ლო-გიკური შესაბამისობის დადგენა.

ლ-–- ბ---–----ემ, როგორც ბ-------------------------------------------------–-------–---------–-----------–----------------–--------------მა, 2013 წლის 21 აგვისტოს და 13 ნოემბერს არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი და-მოკიდებულების გამო და სათანადოდ არ შეამოწმა შპს „ტ-------------------“ მიერ შედ-გენილ (სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის მიერ დამოწმებული) და ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ საფინანსო სამსახურში წარდგენილ დოკუმენტებში (2013 წლის 10 ივლისის №- გადახდის სერთიფიკატში და 2013 წლის 01 ნოემბრის №- გადახდის სერთიფიკატში) ასახული ცალკეული მაჩვენებლების, კერძოდ შპს „ტ------------------ზე“ გადასახდელი თანხების ოდენობის (76419,70 ლარისა და 159684,12 ლარის) ლოგიკური შესაბამისობა შპს „ს----------------------------------“ მიერ შპს „ტ------------------ზე“ გაცემული №------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან (რომლის მეხუთე პუნქტის თანახმად საბანკო გარანტიით გათვა-ლისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით), რის გამოც თვითმმართველი ქალაქ ბა-თუმის მერიის მიერ შპს „ტ-------------------“ დაფინანსება უსაფუძვლოდ განხორ-ციელდა (საავასო თახის 30%-იანი დაკავების და 5%-იანი დაკავების გათვალისწინებით) 236103,82 ლარით.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ დ----- ჭ------ეს, რომელიც ით-ხოვს ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმე-ბას და მათ დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

– გამართლებულ ა-----– ვ----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ---- პ-----ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევე კანონიერად, დასაბუთებულად, სა-მართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

– გამართლებულ ლ-–- ბ---–----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ბ------ ბ-----ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევე კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეა-მოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმებლის სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულად ცნობილი, ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის ვ------- გ-------ის ჩვენების თანახმად, ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თა-ნახმად, მითითებულ კომპანიას უნდა შეესრულებინა ე.წ. „ჟ--–--ის“ არხის კაპიტალუ-რი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბა-მისად, ბათუმის მერიის მიერ განხორციელდა ანგარიშსწორება და 2013 წლის 10 აპ-რილს, 21 აგვისტოს და 15 ნოემბერს შპს „ტ-------------------“ ჩაერიცხა 1526076 ლარი, აქედან 1289972 ლარი ავანსის სახით, ხოლო დანარჩენი 236103 ლარი ორ ეტაპად ხელ-შეკრულების ნაწილობრივ შესრულების გამო. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „ტ------------------მ“ მერიაში წარადგინა სადაზღვევო კომპანია „უ------ის“ მიერ გაცე-მული საბანკო გარანტია, რომლის მიხედვითაც, გარანტი გასცემდა საბანკო გარანტიას 1229000 ლარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის მიღებასთან დაკავშირე-ბით. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, გარანტიით გათვალისწინებუ-ლი თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციე-ლებული შესრულების ოდენობით. ამ პუნტიდან გამომდინარე, მერიას აღარ უნდა განე-ხორციელებინა კომპანიის მიერ წარდგენილი შესრულების დაფინანსება და უნდა მომხ-დარიყო ამ თანხების დაქვითვა მერიის მიერ ავანსად გაცემული თანხიდან. საკრებუ-ლოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 იანვრის ბრძანებით მერიასა და შპს „ტ-------------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებუ-ლებების არაჯეროვანი შესრულების გამო. საბანკო გარანტიის ფარგლებში ბათუმის მე-რიისთვის ანაზღაურებულია შპს „ტ------------------ზე“ პირგასამტეხლოს სახით და-კისრებული 214995 ლარი და ავანსის სახით ჩარიცხული თანხის ნაწილი – 926735 ლარი. ხოლო დარჩენილი თანხა 254265 ლარი წარმოადგენს მერიაზე მიყენებულ მატერიალურ ზიანს, რაც არ ანაზღაურებულა. აღნიშნული თანხა არ უნდა გადარიცხულიყო კომპა-ნიისთვის, რაზეც პასუხიმგებლები არიან მერიის ს----------------------------–----------–- ა-----– ვ----ე და ამავე სამსახურის ს--------–-------------–---------------–---------------- ლ-–- ბ---–----ე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ-–- მ-----–--ემ – ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -ეკონომიკური სამსახურის სახაზინო განყოფილების უ-------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბა-თუმის მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ჟ--–---ის“ არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კომპანიის მიერ სამუშაოების შესრულების პროცესში ორჯერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია შეს-რულებული სამუშაოს თაობაზე. ჩაირიცხა თანხები. ცნობილია, რომ კომპანიამ წარად-გინა საბანკო გარანტია, მაგრამ მის პირობებს არ იცნობს. მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული თანხის გამოქვითვის წე-სი. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ შემსრულებელმა ფირმამ შესრუ-ლებული სამუშაოების მიხედვით ავანსად უნდა მიიღოს თანხა, გამოქვითვა ხდება ამ წესის შესაბამისად. ზოგადად, შესრულებული სამუშაოების დასაფინანსებლად, სამუშა-ოების შემსრულებელი ადგენს შესრულებული სამუშაოების აქტებს და გადახდის სერ-ტიფიკატებს. მასში შეტანილი მონაცემების სისწორეს ამოწმებს ზედამხედველობის გან-მახორციელებელი კომპანია, შემდეგ კი მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დგება შე-საბამისი სერტიფიკატი, დოკუმენტები გადაიგზავნება საფინანსო სამსახურში წერილი-თურთ, რომელშიც მოთხოვნილია სერთიფიკატში მითითებული თანხის ჩარიცხვა და ამის შემდეგ საფინანსო სამსახური თანხას ჩარიცხავს კომპანიის ანგარიშზე. შესრულე-ბული სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა ზედამხედველი კომპანიის მოვალეობაა, რომელიც მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად ახორციელებს მას. აღნიშნული სამსახური განსაზღვრავს რამდენი თანხა ექვემდებარება ანაზღაურებას, რამდენი გამოქვითვას. საფინანსო სამსახური თანხას რიცხავს ამ სამსახურებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ის თავად არ არის მოვალე გადაამოწმოს რამდენად სწორად მოხდა შესაბამის დოკუმენტებში შესრულებული სამუშაოს გამოთვ-ლა და ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობის განსაზღვრა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ვ-–-------- ხ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2013 წელს მუშაობდა ბათუმის მერიის აპარატის შ----------------------–--------------ად, სასამართლოს განუ-მარტა, რომ ე.წ. „ჟ--–--ის“ არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად გამო-ცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს „ტ------------------მ“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. მისი პროექტი მოამზადა შესყიდვების სამსახურმა. სააავანსო დაფინან-სებაზე კომპანიის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ სამუშაოების საწარმოებლად გააჩნდა საკმარისი სახსრები, ამიტომ ხელშეკრულებაში არ შესულა პუნ-ქტი საავანსო დაფინანსების წესთან დაკავშირებით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 30 %-ს საავანსო ანაზღაურების თანხად, სა-ბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში. კომპანიამ წარმოადგინა საბანკო გარან-ტია, რომლის ასლი მიეწოდა შესყიდვების განყოფილებას, გაეცნო გარანტიის ჩანაწერს, რომლის მიხედვით საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინ-ციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენო-ბით, თუმცა ზუსტად რა იგულისხმებოდა ამ ჩანაწერში, ვერ იტყვის, არ ევალებოდა მისი შინაარსის გაგება. გამოსაქვითი თანხის ოდენობა გადაამოწმა მხოლოდ, შეესაბამებოდა თუ არა ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ 30%-ს. კომპანიის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა არ მომხდარა საავანსო გამოქვითვის წესთან დაკავშირებით, რადგან ცვლილება შედის მხარეთა შეთანხმებით, მხარეებს კი მსგავსი ცვლილების აუცილებლობის საკითხი არ დაუყენებიათ. კონტრაქ-ტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულო-ბასა და პარამეტრებზე კონტროლი ევალებოდა ტენდერში გამარჯვებულ შპს „გ----–------------ს“, ასევე თავისი ტექნიკური ზედამხეველი მიმაგრებული ყავდა მერიის კეთილ-მოწყობის სამსახურს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- ჩ---–--–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2013 წელს იყო ბ--------------------–-------------------ე. მისთვის ცნობილია, რომ ბათუმის მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება „ჟ--–--ის“ არხის სარეაბილი-ტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელ თანხებს გასცემდა მერიის საფინანსო სამსახური. საფი-ნანსო ოპერაციებთან დაკავშირებით მასთან ყოველდღიური კავშირი ჰქონდა ს---------------------------------ს ა-----– ვ----ეს, მისგან იღებდა მოკლე ინფორმაციას კონკრეტულ გადარიცხვასთან დაკავშირებით, წარუდგენდა შესაბამის საფინასო დოკუმენტაციას, რომელსაც საკრებულის თავმჯდომარე „უკეთებდა ვიზირებას“. დარწმუნებულია, რომ მსგავსი პროცედურის დაცვით მოხდებოდა შპს „ტ----------------იისთვის“ შესრულებუ-ლი სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხების ჩაირცხვის თაობაზე წარდგენილ საფი-ნანსო დოკუმენტაციაზეც მის მიერ ხელის მოწერა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევას ვერ იხსენებს, რადგან დღის განმავლობაზე უწევდა უამრავ დოკუმენტზე ხელმოწერა. მოწ-მემ ასევე განმარტა, რომ დიდი მოცულობის, ძვირადღირებული პროექტების შესრუ-ლებაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად მერია ქირაობს კომპანიას, რომელიც ითვლის შესრულებული სამუშაოების მოცულობას და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საფინანსო სამსახურს. საფინანსო სამსახური და მისი ხელმღვანელი თავად ვერ დაითვ-ლის შესრულებული სამუშაოს მოცულობას და ამის მიხედვით ვერ გამოთვლის ასანაზ-ღაურებელი თანხის ოდენობას. უფლებამოსილი სამსახურის მიერ მიწოდებული დო-კუმენტაციის საფუძველზე ხდება საფინანსო სამსახურის მიერ თანხის ჩარიცხვის ოპე-რაციის შესრულება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ--–- ხ--–--–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის მერიის საფინანასო სამსახურის ს--–---–----ი, მის მოვალეობებში შედიოდა დაფინანსების დოკუმენტების შედარება ხელშეკრულების პირობებთან, შესაბამისი უფლებამოსილი პირების ხელმო-წერების და საბანკო რეკვიზიტების გადამოწმება, ასანაზღაურებელი თანხის შედარება ვალდებულების დოკუმენტთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შედარება დაფი-ნანსების დოკუმენტებთან. საფინანასო სამსახურის მიერ შპს „ტ----------------იისთვის“ თანხის ჩარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა დაფინანსების დოკუმენტები - გადახდის სერთიფიკატი, ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ თანხის გადარიცხვის ვალდებულებას. მათ საფუძველზე შედგენილ დაფინანსების დოკუმენტს ხელს აწერდენ ბუღალტრული აღიცხვის განყოფილების უ-------ი ლ-–- ბ---–----ე, სახაზინო განყოფილების უფროსი ვ-–- მ-----–--ე, ამავე განყოფილების თანამშრომელი - მ---- კ----ე, საფინანასო სამსახუ-რის უ-------ი ა-----– ვ----ე და ბათუმის საკრებულოს ღავმჯდომარე ი-----–- ჩ---–--–----–ი. საფინანასო სამსახურში წარდგენილი დაფინანსების დოკუმენტების შესაბამისად მოხდა ვალდებულების დოკუმენტის და საგადასხდო დავალების შედგენა. სულ ორი შესრულების თანხა ჩაერიცხა „ტ-------------------“. დაფინანსების დოკუმენტების შესა-ბამისობა ხელშეკრულების პირობებთან გადამოწმდა, შესაბამისობა იყო სახეზე და გა-დაირიცხა თანხა. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობებში ცვლილება შეტანილი არ იყო. ე.წ. „ჟ--–--ის“ არხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალის-წინებდა ავანსის თანხას ხელშეკრულების ფასის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით და არ აკონკრეტებდა რა ფორმით უნდა მომხდარიყო ავანსის თანხის გამოქვითვა. სულ ავან-სის გამოქვითვის სამი წესი არსებობს, ეს შესაძლებელია მოხდეს როგორც საწყის ეტაპ-ზე, ისე საბოლოო შესრულებიდან, ან გაცემული ავანსის თანხის პროპორციულად თი-თოეული შესრულებიდან. არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ხელშეკრულება-ში არ არის ჩადებული პირობა ავანსის გამოქვითვის წესთან დაკავშირებით, ამ სამი წე-სიდან ერთ-ერთის გამოყენებით ხდება გამოქვითვა. მიიჩნევს, რომ დაფინანსების დოკუ-მენტებიდან და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სახეზე იყო კომპა-ნიისთვის თანხის ჩარიცხვის ვალდებულება და მოხდა კიდეც საფინანსო სამსახურის მიერ ამ ვალდებულების შესრულება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ---- კ----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის მერიის საფინანსო სამსახუ-რის სახაზინო განყოფილების მ------------–---–----ი, საფინანსო სამსახურში დაფინან-სებასთან დაკავშირებული დკუმენტაციის საფუძველზე ხდებოდა ვალდებულების დო-კუმენტის და საგადახდო დავალების შედგენა. შპს „ტ----------------იისთვის“ შესრუ-ლებული სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე საფინანასო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თავად მოამზადა ვალდებულების დოკუმენტი და საგა-დახდო დავალება, რის საფუძველზეც ჩაირიცხა თანხა. საფინანსო სამსახურს თავად არ ევალება შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა. ეს ხდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სუბიექტების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა---------– ბ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის მერიის კე----–---–------------------------------მა, სასამართლოს განუმარტა, რომ „ჟ--–--ის“ არხის რეკონს-ტრუქციასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრუ-ლებას ზედამხედვლობას უწევდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გ----–------------ი“. ეს იყო სერიოზული რეპუტაციის მქონე ფირმა, რომელიც მნიშვნელოვან ობიექტებზე იყო მიმაგრებული და უწევდა ტექნიკურ ზედამხედველობას. კეთილმო-წყობის სამსახურის ფუნქცია კი ძირითადად სამუშაოების შესრულების მოცულობაზე ზედამხედველობა იყო. შპს „ტ-------------------“ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ შპს „გ----–-----------მა“ გადაუგზავნა კეთილმოწყობის სამსახურს დოკუმენტა-ცია, რომელიც შესწავლის შემდეგ დაფინანსების განსახორციელებლად გაიგზავნა მე-რიის საფინანსო სამსახურში. ამ დოკუმენტების სისწორეზე, შესაბამისად, პასუხიმგე-ბელი კეთილმოწყობის სამსახური იყო, თუმცა კეთილმოწყობის სამსახურში მიწოდე-ბულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებოდა ზედამხედველ კომპა-ნიას. ხელშეკრულებაში ავანსად გაცემული თანხის გამოქვითვის წესი გათვალისწინე-ბული არ იყო, ამიტომ გამოქვითვა ხდებოდა დადგენილი პრაქტიკის მიხედვით შესრუ-ლებული სამუშაოს პროპორციულად. კეთილმოწყობის სამსახურში არ იყო წარდგე-ნილი ინფორმაცია საბანკო გარანტიის შესახებ, ამიტომ არ იცნობდნენ მის პირობებს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ-------- მ----------მა, შპს „გ----–-----------ის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ჩვენე-ბის მიცემისას განმარტა, რომ შესაბამის ტენდერში გამარჯვების შემდეგ ბათუმის მერი-ასთან გაფორმებული ხელშკრულების ფარგლებში, ახორციელებდა ტექნიკურ ზედამ-ხედველობას შპს „ტ-------------------“ მიერ „ჟ--–--ის“ არხის სარეკონსტრუქციო სამუ-შაოების შესრულების პროცესზე. აღნიშნულმა კომპანიამ თავდაპირველად სამუშაოები კარგად დაიწყო, შპს „გ----–-----------ს“ წარუდგინა დოკუმენტაცია ორ შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ სამუშაოების მიღების აქტი – ფორმა №- და ანაზღაურების სერ-თიფიკატი. სამუშაოების მწარმოებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ხარისხზე, პროექტში გაწერილი პარამეტრების დაცვაზე კონტროლს ახორციელებდნენ გ----–------------ის ზედამხედველები და მხოლოდ ასეთი შემოწმების საფუძველზე უდასტუ-რებდნენ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს შესრულების ანაზღაურების თაობაზე. შპს „ტ-------------------მ“ ზედამხედველ ფირმას ასევე აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად ავანსად მიღებული ქონდათ გარკვეული თანხა, ხელშეკრულების მთლიანი ღირებუ-ლების 30%, ამიტომ შესრულების დროს ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლისას საა-ვანსო თანხის პროპორციულად აწარმოეს გამოქვითვა. საგარანტიო დოკუმენტის თაო-ბაზე შპს „გ----–-----------ისთვის“ ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე გამოძიება დაიწყო და საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისას გამომძიებელმა წარუდგინა საბანკო გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტი შესრულების დოკუმენტაციის დადასტურების პროცესში ცნობილი იქნებოდა მათი კომპანიისთვის, ამ გარნატიაში მი-თითებული წესის დაცვით აწარმოებდნენ თანხის გამოთვლას და საგადახდო დოკუმენ-ტებში დაფიქსირებას.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში წარმოდგენილი, ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ე.წ. „ჟ--–--ის“ არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4299907,67 ლარს, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდი. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტრო-ლი, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა დაევალა შპს „გ----–-----------ს“ ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების პიროებების თანახმად, შესაძლებელი იყო საავანსო ანგარიშსწორება არაუმეტეს 30%-ისა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე. ანგარისწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ 15 სამუ-შაო დღის განმავლობაში.

საქმეში არსებული, ქ. ბათუმის მერიასა და შპს „გ----–-----------ს“ შორის 2013 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ხელშემკვრელი კომპანიის მიერ „ჟ--–--ის“ არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, ხელშეკრულების ღი-რებულება შეადგენს 61080 ლარს. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემ-ბრამდე. კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, ასევე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ტექ. ზედამხედველობის განხორციელება დაევალა ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ს--–---–----ს რ----- დ----ეს.

საქმეში არსებული, სადაზღვევო კომპანია „უ------ის“ მიერ გაცემული 2013 წლის 4 აპ-რილის №------- გარანტიის თანახმად, საგარანტიო თანხა შეადგენდა 1 290 000 ლარს, მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. საბანკო გარანტი-ით გათვალისწინებული თანხა მცირდება პრონციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებ-ლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით.

საქმეში არსებული, შპს „გ----–-----------ის“ დირექტორის 2013 წლის 12 ივლისის წერი-ლის თანახმად, ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს გაეგზავნა შპს „ტ----------------იის“ მიერ 20 ივლისის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბა-რების აქტი, გადახდის სერთიფიკატი და ეთხოვა შესრულებული სამუშაოების დაფი-ნანსება. ერთი თვის შემდეგ, 2013 წლის 13 აგვისტოს კეთილმოწყობის სამსახურის უფ-როსის მოვალეობის შემსრულებელმა წერილით მიმართა საფინანსო სამსახურის უფ-როსს, აცნობა, რომ შპს „ტ------------------მ“ შეასრულა ქ. ბათუმში „ჟ--–--ის“ არხის სა-რეკონსტრუქციო სამუშაოები.

საქმეში არსებული, ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებმა შპს „გ----–------------მა“ 10 ივლისს გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოთა ღირებულებამ შეა-დგინა 117568,77 ლარი და მიმართა საფინანსო სამსახურს მოეხდინა შპს „ტ----------------იისთვის“ გადახდის სერტიფიკატის შესაბამისი ანაზღაურება.

ანალოგიური შინაარსის წერილით შპს „გ----–-----------მა“ 2013 წლის 1 ნოემბერსაც მი-მართა მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, გადახდის სერთიფიკატი და სთხოვა შესრულებული სამუშაოე-ბის დაფინანსება. 2013 წლის 8 ნოემბერს კეთილმოწყობის სამსახურის უ-------ის მოვა-ლეობის შემსრულებელმა ს---------------------------------ს მიმართა წერილით, აცნობა „ტ----------------იის“ მიერ სამუშაოების შესრულების თაობაზე და შპს „გ----–------------ის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სთხოვა შპს „ტ------------------ისთვის“ გადახდის შერთიფიკატის შესაბამისად ანაზღაურების განხორციელება.

საქმეში წარმოდგენილი, მიღება-ჩაბარების აქტებით, გადახდის სერთიფიკატებით, ასე-ვე საფინანსო სამსახურის მიერ მომზადებული ვალდებულების დოკუმენტებით და სა-გადასახდო მოთხოვნებით დასტურდება 2013 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, შპს „ტ-------------------ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულების ფარგ-ლებში შესრულებული სამუშაოების დასაფინანსებლად შპს „ტ----------------იისთვის“ 76419,70 ლარისა და 159684,12 ლარის ჩარიცხვის ფაქტი. ასევე წარმოდგენილია 2013 წლის 10 აპრილის საგადახდო დავალება №- კომპანიისთვის ავანსის სახით 1289972,30 ლარის ჩარიცხვის შესახებ.

საქმეში არსებული თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 იანვრის №----- ბრძანებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმის მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკ-რულება შეწყდა, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

საქმეში არსებული, ბათუმის საქალქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვე-ტილებით დადგენილია, რომ №-------- ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ტ-------------------“ ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის - 254265,65 ლარის გადახდა. 2014 წლის 7 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

საქმეში წარმოდგენილია ბათუმის მერის ბრძანებები ა-----– ვ----ის და ლ-–- ბ---–-----ის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომ-ლებითაც დასტურდება, რომ 2013 წელს ა-----– ვ----ე მერიის ს---------------------------------ად, ხოლო ლ-–- ბ---–----ე მერიის საფინანსო სამსახურის ბ------–-------–---------–-----------–----------------–--------------ად საქმიანობდნენ ბათუმის მერიაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები:

საქმეში არსებული, შპს „ე-----------------ის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვ-ნის თანახმად, ქ. ბათუმის მერიისთვის „ჟ--–--ის“ არხის კაპიტალური რეკონსტრუქ-ციის სამუშაოებზე ავანსის და ეტაპობრივად შესრულებულ სამუშაოებზე დაფინანსე-ბისთვის საჭირო პირველად დოკუმენტები, როგორც ვალდებულების წარმოქმნის, ისე ანგარიშსწორების ნაწილში, თითოეული ეტაპისთვის სრულად არის წარმოდგენილი და მათი შევსებისას დაცულია გაფორმების სისწორე, საბუთებს აქვს ყველა საჭირო რეკვი-ზიტი, მკაფიოდ ასახავს კონკრეტულ სამეურნეო ოპერაციას. პირველად დოკუმენტა-ციაში დაფიქსირებული თანხა შესაბამისობაშია ხელშეკრულების შესაბამისად აღებულ ვალდებულებებთან, სამუშაოების შესრულების ვადა შესაბამისობაშია ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, დაფიქსირებულია ხელშეკრულების შესრუ-ლების კონტროლზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერები და საბუთების რეკვიზი-ტები შეესაბამება ხელშეკრულებას. პირველადი დოკუმენტაციის შემოწმებისას ბათუ-მის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ სრულად არის დაცული საქართველოს ფინანს-თა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №---- ბრძანებით დამტკიცებული „ავტონო-მიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულე-ბის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შე-სახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ინსტრუქციის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების მოთ-ხოვნები.

აუდიტორმა დ----- შ----–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას სრულად დაადასტურა დასკვნაში ასახული გარემოებების სისწორე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური დასკვნა იქნა მიღებული 2015 წლის 17 აგვისტოს შპს „ე-–------------ის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგადაც, დასკვნის თანახმად, რომ-ლის სისწორე მოწმედ დაკითხულმა მისმა ავტორმა, აუდიტორმა მ------- ქ-------ემ და-ადასტურა სრულად, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში დაფინანსების განსახორ-ციელებლად წარდგენილი პირველადი დოკუმენტაცია იყო საკმარისი, სრული და სხვა დოკუმენტაციის დამატებით შესწავლა-შემოწმების აუცილებლობა არ არსებობდა.

ბრალდებულებმა ა-----– ვ----ემ და ლ-–- ბ---–----ემ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნეს დამნაშავედ და განმარტეს, რომ არც ა-----– ვ----ეს, როგორც ს---------------------------–---------–ს და არც ლ-–- ბ---–----ეს, როგორც ამავე სამსახურს ბ------–-------–--------–---------------–---------–---------–ს არ დაურღვევიათ ნაკისრი ვალდებულებები, გულგრილად არ მოკი-დებიან და არაჯეროვნად არ შეუსრულებიათ მოვალეობები. მათი მოქმედებები სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოს ფინანასთა მინისტრის №---- ბრძანებით დამტკიცე-ბულ „ბიუჯეტების საფინანასებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღიცხვის შესახებ“ ინსტრუქციასთან და ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებულ ბათუმის მერიის საფინანასო სამსახურის დებულებას-თან.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასა-მართლოს განაჩენის მოტივაციას ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის უდააშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.

ქალაქ ბათუმის მერის ბრძანებებით დადგენილია, რომ ა-----– ვ----ე დანიშნული იყო მერიის ს---------------------------------ად, ხოლო ლ-–- ბ---–----ე მერიის ს-------------------------------–-------–--------–-----------–----------------–--------------ად.

დადგენილია აგრეთვე, რომ ბათუმის მერისა და შპს „ტ-------------------“ შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის №-- ხელშეკრულების თანახ-მად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „ჟ--–--ის“ არხის კაპიტალური სარე-კონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრუ-ლების კონტროლი, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და ტექნიკური ზედამხედვე-ლობა, ბათუმის მერიასთან 2013 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულების მიხედვით დაევალა შპს „გ----–-----------ს“, ხოლო კომ-პანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, ასევე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ტექნიკური ზედამხედველობის გან-ხორციელება დაევალა ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზე-დამხედველობის განყოფილებას.

მოწმის სახით დაკითხული ვ-–- მ-----–--ის (ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სახაზინო განყოფილების უ-------ი), ვ-–-------- ხ--------ის (ბათუმის მერიის აპარატის შ----------------------–--------------ი), ი-----–- ჩ---–--–---–ის (ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე), მ---- კ----ის (მერიის საფინან-სო სამსახურის სახაზინო განყოფილების მ------------–---–----ი) ჩვენებებით დას-ტურდება, რომ კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობასა და პარამეტრებზე კონტროლი ევალებოდა ტენდერში გა-მარჯვებულ შპს „გ----–-----------ს“, შემდეგ კი კეთილმოწყობის სამსახურს. საფინანსო სამსახური თანხას რიცხავს ამ სამსახურებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძ-ველზე და თავად არ არის მოვალე გადაამოწმოს რამდენად სწორად მოხდა შესაბამის დოკუმენტებში შესრულებლი სამუშაოს გამოთვლა და ასანაზღაურებელი თანხის რაო-დენობის განსაზღვრა.

ამდენად, საპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს, რომელსაც გადაეგზავნა ორი მაკონტროლებელი სუბიექტის – შპს „გ----–-----------ისა“ და ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გადმოწმებული დოკუმენ-ტაცია, არანაირი ვალდებულება არ ჰქონიათ გადაემოწმებინათ სწორად მოხდა თუ არა დოკუმენტებში შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობის გან-საზღვრა და ისინი თავიანთ საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებდნენ 2007 წლის 28 დეკემბრის №---- ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკების ბი-უჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსე-ბაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამ-ტკიცების შესახებ“ ინსტრუქციისა და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრე-ბულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №-- დადგენილებით დამტკიცებული თვითმმარ-თველი ქალაქის – ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების მოთხოვნების შესაბამისად.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის სამსახურებრივი გულგრილობა სწორედ იმაში გამოიხატა, რომ რადგან მერიის საფინანსო სამსახურში წარმოდგენილი №------- სახელმწიფო გარანტიის მეხუთე პუნქტის შესაბამისად – საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენე-ფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით, შპს „ტ-------------------“ დაფინანსება მერიის საფინანსო სამსახურის მიერ არ უნდა განხორციე-ლებულიყო ავანსად გადარიცხული 1289972 ლარის ღირებულების სამუშაოების შეს-რულებამდე.

სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა იმის თაობაზე, რომ საფინანსო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემების სისწორეზე პასუხმისმგებელი სუბიექტები იყვნენ შპს „გ----–-----------ი“ და მერიის კეთილმოწყობის სამსახური.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საბანკო გარანტია ს---------------------------------- მრიერ გაცემული იყო შპს „ტ------------------ზე“, თუმცა არც შპს „გ----–-----------ს“ და არც მერიის კეთილმოწყობის სამსახურს არ ეცნო-ბათ საბანკო გარანტიის არსებობის შესახებ.

სასამართლო საბანკო გარანტიის მე-5 პუნქტში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც: საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდება პრინ-ციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებლი შესრულების ოდენო-ბით, ყურადღებას მიაპყრობს მოწმის სახით დაკითხული მერიის საფინანსო სამსახუ-რის ს--–---–----ის გ--–- ხ--–--–ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ: მერიასა და შპს „ტ-------------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ავანსის თანხას ხელშეკრულების ფასის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით და არ აკონკრეტებდა რა ფორმით უნდა მომხდარიყო ავანსის თანხის გამოქვითვა. სულ ავანსის გამოქვითვის სამი წესი არსებობს. ეს შესაძლებელია მოხდეს როგორც საწყის ეტაპზე, ისე საბოლოო შესრულებიდან, ან გაცემული ავანსის თანხის პროპორციულად თითოეული შესრულე-ბიდან. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც ხელშეკრულებაში არ არის ჩადებული პირობა ავანსის გამოქვითვის წესთან დაკავშირებით, ამ სამი წესიდან ერთ-ერთის გამოყენებით ხდება გამოქვითვა.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებაში არ არსებობდა შესაბამისი პირობა ავანსის გამოქვითვის წესთან დაკავშირებით, ამასთან არსებობდა ორი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ შემოწმებული დაფინანსების დოკუმენტები, რომლის შემოწმების ვალ-დებულება გამართლებულებს არ ეკისრებოდათ, უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებ-ლის აპელირება იმის თაობაზე, რომ ლ-–- ბ---–----ემ და ა-----– ვ----ემ არაჯეროვნად შეასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდე-ბულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამო-იწვია.

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გო-ნივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული, შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლტობა ა-----– ვ----ის და ლ-–- ბ---–-----ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ა-----– ვ----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ა-----– ვ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა ტ------– ბ---–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ხ---–---------–----–----------------–--------–---ში (ზონა - ხ---–-------------------------–---–-----------------–----------------------------------------------------------) – 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ლ-–- ბ---–----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდე-ბაში.

ლ-–- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნ-ველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ტ------– ბ---–----ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე, ხ---–---------–----–-----------------–--------–---ში (ზონა - ხ---–-------------------------–---–-----------------–----------------------------------------------------------) – 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გამართლებულებს ა-----– ვ----ესა და ლ-–- ბ---–----ეს განემარტოთ მიყენებული ზია-ნის ანაზღაურების უფლების შესახებ.

ნივთმტკიცებები - ქ. ბათუმის მერიიდან მიღებული დოკუმენტები; ქ. ბათუმის მერიის

1--------- წლის წერილი №-5/1512 ვ------- გ-------ეზე უფლებამოსილების დელეგი-რების შესახებ, ბრძანება №---; ქ. ბათუმის მერიის 0----------–-–---------- წერილი 174 ფურცლად; ქ. ბათუმის მერიის 0----------–-–----------- წერილი თანდართულ დოკუ-მენტებთან ერთად; გამოძიების №------------ წერილი 15.04.2015 წლის ქ. ბათუმის მე-რიას; ქ. ბათუმის მერიის №-------- წერილი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის №-------- წერილი 04.06.2015 წლის თანდართულ დოკუ-მენტებთან ერთად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili