განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-392-2018 წელი
№010100116001484230
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
24 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ა----–--- წ---------ს,ადვოკატის – დ----- ჯ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა გ---- კ----------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ---- კ----------ე, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–---–-----–--–---–----------------ში, მსჯავრდებულია ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვა-ლისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
aRwerilobiTi nawili:
გ---- კ----------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო პოლიციის მუშაკების მი-მართ წინააღმდეგობისათვის, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადო-ბით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ „ს------------“-ში გ---- კ----------ე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდა დაცვის სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნებს. მასთან მივიდნენ საქარ-თველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თა-ნამშრომელი პ----- ჩ-----–--ე და ამავე სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრო-მელი ლ---- ა--–--ე, რომლებმაც მას მოუწოდეს წესრიგის დაცვისაკენ, მაგრამ გ---- კ-----------ემ პოლიციის მუშაკების მისვლისთანავე, მათი საქმიანობისათვის ხელის შეშ-ლის, შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს - ლ---- ა--–--ეს და პ----- ჩ-----–--ეს და მიაყენა მათ ფიზი-კური შეურაცხყოფა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრეს პროკურორმა ლ---- მ---------ემ და მსჯავრდებულ გ---- კ----------ის ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ჯ--------ემ.
აპელანტი, პროკურორი ლ---- მ---------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ---- კ----------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ სასამართლომ გ---- კ----------ისათვის სასჯელის დანიშვნისას მხედვე-ლობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მისი ნასამართლობა, რომ იგი დანა-შაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და დაუნიშნა ისეთი ზომის სასჯელი, რითაც მიღწეული ვერ იქნება სასჯელის მიზნები. მსჯავრდებულისათ-ვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, რაც მისთვის მაპროვოცირებელი იქნება ანალოგიური დანაშაულის ჩადენაზე.
აპელანტი, მსჯავრდებული გ---- კ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- ჯ--------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხორვს გ---- კ----------ის მიმართ გამა-მართლებელი განაჩენისა გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამარ-თლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები კ----------ის უდანაშაულობის გამო მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი მისი თანაგუნდელები და ნაცნობები არიან. გ---- კ----------ისა და დაცვის მხარის სხვა მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად გამოირიცხა გ---- კ----------ის მიერ მაგიდის გადატრიალება, პოლიციელთა ცემა და მათთვის წინააღმდე-გობის გაწევა. ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები კი აშკარა წინააღმდეგობაში მო-ვიდნენ ერთმანეთთან თითქმის ყველა ნაწილში.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ა----–--- წ---------ს, რომელიც ითხოვს გ---- კ----------ის მი-მართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.
– აპელანტს, მსჯავრდებულ გ---- კ----------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- ჯ--------ეს, რომელიც ითხოვს გ---- კ----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ---- კ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- ა--–--ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის საქა-ლაქო სამმართველოს მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდე-ბობაზე. 2016 წლის 23 ივლისს, ლ---- ჩ-----–--ესთან ერთად იმყოფებოდა ს------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, რა დროსაც დაუძახეს სექტორის დაცვის თანამშრომლებმა და სთხოვეს დახმარება. სექტორში შესულმა დაინა-ხა ამოყირავებული მაგიდა, ხოლო დაცვის თანამშრომლებმა გ---- კ----------ეზე მიუთი-თეს, რომელიც აგრესიულად იქცეოდა. ლ---- ჩ-----–--ემ მას წარუდგინა პოლიციელის ჟეტონი, რა დროსაც ხელზე დაარტყა მარჯვენა ხელი მეწყვილეს და ჟეტონი დააგდებინა ძირს. უშუალოდ მას გ---- კ----------ემ სამხრეები დაახია, რა დროსაც კისერზე მოხვდა ხელი. დარტყმის შედეგად დაზიანებები მიიღო ხელზე და მუცელზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე პ----- ჩ-----–--ის (დაზარალებული) ჩვენების თანახმად, მუშაობს პოლიციის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 23 ივლისს ლ---- ა--–--ესთან იმყოფებოდა ს------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დასაცავად. დაახლოებით ღამის 02 საათზე დაუძა-ხეს სექტორის დაცვის თანამშრომლებმა და სთხოვეს დახმარება. სექტორში შესვლის შემდეგ, ის და მისი მეწყილე ლ---- ა--–--ე მივიდნენ გ---- კ----------ესთან, რომელიც იგინებოდა და იქცეოდა აგრესიულად. მას წარუდგინა პოლიციელის ჟეტონი და მოუწო-და სიმშვიდისაკენ, რა დროსაც გ---- კ----------ემ ხელზე დაარტყა და გააგდებინა ჟეტო-ნი, ასევე ხელი დაარტყა მას და მის მეწყვილეს, ლ---- ა--–--ეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ჯ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ არის ღამის კლუბ „ს-----------“-ის დაცვის თანამშრომელი, 2016 წლის 23 ივლისს, ღამით, „ს-----------“-ში მყოფი გ---- კ----------ე, რომელიც ეკამათებოდა ახლობლებს, არ დაემორჩილა დაცვის თანამშრომ-ლების მოთხოვნებს და ამოაყირავა მაგიდა. ამ დროს მოვიდა 2 პოლიციის თანამშრომე-ლი. ერთ-ერთმა აჩვენა ჟეტონი და სიმშვიდისკენ მოუწოდა. გ---- კ----------ემ ჟეტონზე ხელი ჩამოარტყა, ხოლო მეორე პოლიციელს ხელი დაარტყა ტანის არეში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ბ--–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ არის ღამის კლუბ „ს-----------“-ის დაცვის თანამშრომელი, 2016 წლის 23 ივლისს, ღამით, „ს-----------“-ში მყოფმა გ---- კ-----------ემ ამოაყირავა მაგიდა, იგინებოდა და არ ემორჩილა დაცვის თანამშრომლების მოთხოვნებს. კლუბში დასახმარებლად მოსულ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა - ერთ-ერთ პოლიციელს ჟეტონზე ხელი ჩამოარტყა და ხელი დაარტყა პოლიციელებს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ტ----ის ჩვენებით დასტურდება, რომ არის ღამის კლუბ „ს-----------“-ის დაცვის თანამშრომელი, 2016 წლის 23 ივლისს, ღამით, „ს-----------“-ში მყოფმა გ---- კ-----------ემ ააყირავა მაგიდა, იქცეოდა აგრესიულად და არ დაემორჩილა დაცვის თანამ-შრომლების მოთხოვნებს, რომლებიც მას სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ. კლუბში დასა-ხმარებლად მოსულ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა - ერთ-ერთ პო-ლიციელს გააგდებინა ჟეტონი და იქნევდა ხელებს მათი მიმართულებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 26 ივლისის №---------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ლ---- ა--–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ, კისრის მარცხენა გარეთა ზედაპირზე მოწითალო ფერის, კანის დონიდან დაბლა მდებარე, ნოტიო ზედაპირის მქონე ნაჭდევები; ასეთივე ხასიათის არასწორი ფორმის ნაჭდევი მარცხენა მენჯის ძვლის ფრთის ზემოთ და მარცხენა მხრის შუა მესამედში, შიდა ზედაპირზე ოვალური ფორმის, მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითი-თებულ თარიღს.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 26 ივლისის №---------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, პ----- ჩ-----–--ეს აღენიშნებოდა დაზიანე-ბები ნაჭდევების სახით გულმკერდის და მარცხენა წინამხრის არეში. დაზიანებები მიყე-ნებულია რაიმე მკრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგე-ნილებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ---- კ----------ის გამარ-თლებისა და უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, რადგან მის მიერ, მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია როგორც დაზარა-ლებული პოლიციელების ჩვენებებით, ასევე ღამის კლუბ „ს-----------“-ის დაცვის თა-ნამშრომლების დ----- ჯ------ის, დ----- ბ--–--ისა და დ----- ტ----ის ჩვენებებით, რომლებიც არიან მომდარი ფაქტის თვითმხილველი მოწმეები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინს-ტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ---- კ----------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას გ---- კ----------ისათვი სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ---- კ----------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომა-რეობა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანა-შაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვა-ლეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვ-რული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, შეუფარდა სასჯელის ისეთი ზომა, რაც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პი-როვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი გ---- კ-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყო-ფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექ-სის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ---- კ----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ---- კ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ---- კ----------ეს 2016 წლის 23 ივლისიდან 2016 წლის 27 ივლისის ჩათვლით დაკავე-ბაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდე-ნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშ-ნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა – 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს გ---- კ----------ის მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი – ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გ---- კ----------ეს საბოლოო სასჯე-ლის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 17 იანვრის განაჩენის საფუძველზე მთლიანად მოხ-დილი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით.
გ---- კ----------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის გან-ჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით დაყადაღებულ რ----- კ----------ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე: ქ. ბ---------–----------–--–---–--------------. საკადასტრო კოდი: 0------------------) 50000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება – პ----- ჩ-----–--ის და ლ---- ა--–--ის მიერ წარმოდგენილი სამსახურე-ობრივი ფორმის ტანსაცმელი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამო-ღებული პოლიციელის ჟეტონი, დაუბრუნდეს მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურ-ვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული თეფშების ნამსხვრევები, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili