განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-560-2018 წელი
№010100116001446111
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
29 იანვარი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ლ---- მ---------ის, პ----- ც-–--–--ის,ადვოკატის – რ---- პ----ის მონაწილეობით განიხილა გ------ მ-----–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ------ მ-----–--ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქო-ნე, მცხოვრები ხ--–----------------------------–---------------––-------------ში, მსჯავრდე-ბულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------ მ-----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------ მ-----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ------ მ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ------ მ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება – გ---–---- ზ----ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული სახით ინახება, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულება – საქმეზე ამოღებული ქ------- მ--–--------ს მიერ წარმოდგენილი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება – საქმეზე ამოღებული გ------ მ-----–--ის მიერ წარმოდგენილი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili