განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
010100117002171669
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002171669

№1/ბ-272-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ----ა თ------ის ასული გ------–--ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.თბილისი, ს--–--- ქ.N52.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ხ----ა გ------–--ემ ჩაიდინა ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ასევე . თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის ივლისის დასაწყისში ხ----ა გ------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ------- ა-----–-----–ი აქირავებდა თავისი მეუღლის შ------ა შ----–--ის საკუთრებაში არსებულ ქ. ბათუმში, ალ. პ--–---ის ქ.N35-დ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას და მოტყუების გზით მითითებულ ბინაში უსასყიდლოდ ცხოვრება განიზრახა. ამ მიზნით, ხ----ა გ------–--ე 2017 წლის 06 ივლისს დაუკავშირდა და შეხვდა ნ------- ა-----–-----–ს, რომელიც ცრუ დაპირებით დაარწმუნა, რომ ყოველთვიურად 350 აშშ დოლარის გადახდის პირობით ზემოაღნიშნულ ბინას ერთი წლით იქირავებდა, ხოლო ქირავნობის თანხას ერთი თვის შემდეგ სრულად გადაუხდიდა. ამ გზით ხ----ა გ------–--ემ 2017 წლის 06 ივლისიდან, 2017 წლის 31 აგვისტომდე იცხოვრა შ------ა შ----–--ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ისე რომ ქირავნობის თანხა არ გადაიხადა და მიიმალა, რითაც შ------ა შ----–--ეს მიაყენა 700 აშშ დოლარის ექვივალენტი 1699,18 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2017 წლის ივლისის ბოლოს ხ----ა გ------–--ისთვის ცნობილი გახდა, რომ მ--- ჯ-----ს სურვილი ჰქონდა ექირავებია საცხოვრებელი ბინა და განიზრახა მისგან მოტყუებით თანხის დაუფლება. ამ მიზნით ხ----ა გ------–--ემ მ--- ჯ----- მოატყუა და დაარწმუნა, რომ ქ.ბათუმში, ალ. პ--–---ის ქ.N35-დ-ში მდებარე, შ------ა შ----–--ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა N50 ნაგირავები ჰქონდა 20 000 აშშ დოლარად და შეუთანხმდა, რომ ბინის ერთერთ ოთახს ყოველთვიურად 215 ლარის გადახდის შემთხვევაში მიაქირავებდა. მოტყუებულმა მ--- ჯ-----მ, 2017 წლის 24 აგვისტოს, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინის ერთერთი ოთახის სექტემბრის თვეში ქირავნობის 215 ლარი ხ----ა გ------–--ეს წინასწარ გადაუხადა, რაც ამ უკნასკნელმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნულიდან რამოდენიმე დღეში, 2017 წლის 01 სექტემბერს, მ--- ჯ----- ბინის მესაკუთრის მოთხოვნით საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადავიდა, რითაც მ--- ჯ-----ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

თ----- ხ-------ე, რომელიც მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ა----ის ტელევიზიისა და რადიო ქუთაისში საპარლამენტო კორესპოდენტად, დროებით საცხოვრებლად ქ. ბათუმში გადმოვიდა და მუშაობა გააგრძელა ქ. ბათუმში, მ. ა--–--ის ქ.N41-ში მდებარე ა----ის ტელერადიომაუწყებლობის ცენტრალურ ოფისში. ვინაიდან, თ----- ხ-------ეს ქ.ბათუმში არ გააჩნდა საცხოვრებელი ბინა, ამიტომ ქირავნობის მიზნით სასურველი ბინის მოძებნაში დახმარებისთვის მიმართა თავის მეგობარ ნ-----–-ა კ-----ეს. ამ უკანასკნელმა თ----- ხ-------ეზე დახმარების აღმოსაჩენად სოციალურ ქსელში არსებულ ,,ყიდვა გაყიდვა ბათუმის’’ ვებგვერდზე გააკეთა განაცხადი იმის შესახებ, რომ თვეში 350 ლარის გადახდის პირობით იქირავებდა ბინას. ამის შემდეგ ნ-----–-ა კ-----ეს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ხ----ა გ------–--ე, რომელმაც განიზრახა თაღლოთობის გზით თანხის დაუფლება და ამ მიზნით მოატყუა, რომ მას საკუთრებაში გააჩნდა ქ.ბათუმში, პ--–---ის ქუჩა N35-ში მდებარე ბინა, თვეში 350 ლარად მიაქირავებდა. ამის შემდეგ ბინის დასათვალიერების და საბოლოო პირობებზე შეთანხმების მიზნით თ----- ხ-------ე, ნ-----–-ა კ-----ესთან ერთად 2017 წლის 28 აგვისტოს მივიდა ქ.ბათუმში, ალ. პ--–---ის ქ.N35-ში მდებარე ბინა N50-ში და ხ----ა გ------–--ეს შეხვდნენ. ბინის დათვალიერების შემდეგ შეთანხდნენ, რომ თ----- ხ-------ე ბინას სამი თვით იქირავებდა, ორი თვის ქირის თანხის 700 ლარის წინასწარ გადახდის პირობით. ნ-----–-ა კ-----ის თანდასწრებით, ხ----ა გ------–--ის სიმართლეში დარწმუნებულმა თ----- ხ-------ემ, იმავე დღეს 200 ლარი ხ----ა გ------–--ეს ხელზე გადასცა, ხოლო დარჩენილი 500 ლარი 2017 წლის 29 აგვისტოს სს ,,თიბისი ბანკის’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით ხ----ა გ------–--ის მითითებით მის პირად ანგარიშზე ჩარიცხა. ამის შემდეგ, 2017 წლის 02 სექტემბერს, თ----- ხ-------ე მივიდა მის მიერ ნაქირავებ ზემოთხსენებულ ბინაში საცხოვრებლად, მაგრამ ვერ შეძლო, ვინაიდან ბინა რეალურად სხვის საკუთრებას წარმოადგენდა. ამ გზით ხ----ა გ------–--ემ მართლსაწინააღდეგოდ მიისაკუთრა თ----- ხ-------ის კუთვნილი 700 ლარი, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენით ხ----ა გ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ნ------- ა-----–-----–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ხ----ა გ------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მ--- ჯ-----ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ხ----ა გ------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ----- ხ-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ხ----ა გ------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ა----ის ა/რ პროკურატურის პროკურორის - ფ-------- ქ---–----ისის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ხ----ა გ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ხ----ა გ------–--ის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულების მ--- ჯ-----ს, თ----- ხ-------ის, მოწმეების ს--------------–-ს, ნ-----–-ა კ-----ის, ნ------- ა-----–-----–ის, შ------ა შ----–--ის, ა--------------------ის ჩვენებებით; სს ,,თიბისი ბანკის’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითარით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეების მ-------–---–---------------------------------------------------------------------------–----------------------- მიერ ჩატარებული საგმოძიებო მქომედებების ამსახველი ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ხ----ა გ------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ხ----ა გ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა----ის ა/რ პროკურატურის პროკურორის - ფ-------- ქ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განაჩენი ხ----ა გ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ხ----ა გ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ნ------- ა-----–-----–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ხ----ა გ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (მ--- ჯ-----ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ხ----ა გ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (თ----- ხ-------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ხ----ა გ------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ხ----ა გ------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება - სს თიბისი ბანკიდან ხ----ა გ------–--ის ანგარიშის ამონაწერი ერთ ფურცელზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე