განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
010100119002817230
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002817230

№1/ბ-271-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი ჯ------–ის ძე ჩ----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ალ.პ--–---ის ქ.N45.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ------ი ჩ----ემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გა---იწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში, გ------ი ჩ----ემ, გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა--- მ----------ს, კერძოდ სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით გ------ი ჩ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ------ი ჩ----ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-–--ა დ---–-–---–ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------ი ჩ----ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის) დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი ჩ----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა დაზარალებულ ა--- მ----------ას ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ა--- მ----------ის, ბ---------–------------–----------–---- გა---კითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ი ჩ----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს გ------ი ჩ----ის გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის დამნაშავედ ცნობას.

პალატა ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ა--- მ----------ს გ------ი ჩ----ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა და არა ფიზიკური შეურაცხყოფა გენდერული იდენტობის ნიშნით, რაც დასტურდება ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებებით, კერძოდ: ბრალდებული აღიარებს, რომ მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა ა--- მ----------ს, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ა--- მ----------მა მას მოპარა ჯიბეში არსებული თანხა. გ------ი ჩ----ის მიერ გენდერული იდენტობით დანაშაულის ჩადენა ასევე არ დასტურდება დაზარალებულ ა--- მ----------ის გამოკითხვის ოქმითაც სადაც განმარტავს, რომ გ------ი ჩ----ე მას დაედევნა და მოთხოვა თანხის დაბრუნება, წვდა თმებში და ძლიერად მოქაჩა, რამაც გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულის შემდეგ კი წაქცეულს, ფეხი დაარტყა მუცლის არეში და შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღო თანხა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანისა და გ------ი ჩ----ის გენდერული იდენტობის ნიშნით დამნაშავედ ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-–--ა დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენი გ------ი ჩ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ------ი ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ------ი ჩ----ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ გ------ი ჩ----ის მიმართ 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს - ზ------–--–---ს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N---------------------------------

ნივთიერი მტკიცებულება - საინფორმაციო ცენტრ 112-დან გა---თხოვილი აუდიოჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - გ------ი ჩ----ისგან ა---ღებული ფულადი თანხა 125 ლარის ოდენობით, დალუქული ერთ პაკეტად ლუქით N F--------- , რომელიც ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - გ------ი ჩ----ისგან ფულის ამოღების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი ერთი ცალი CD დისკი, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება - ა--- მ----------ასგან ამოღებული LG-ის ფირმის მობოლური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად ლუქით N F---------, რომელიც ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულება - ა--- მ----------ასგან მობილური ტელეფონის ამოღების დროს გადაღებული ამსახველი ფოტომოასალა ერთი ცალი CD დისკი, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე