განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
050100119002834954
ინსტანცია
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119002834954

№1/ბ-266-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ------ ხ---------ის ძე კ-------ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივათ მცხოვრები: სამტრედიის რაიონი, სოფელი ი-----ი.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ბ------ კ-------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2012 წლიდან ბ------ კ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ-----ა კ-----ესთან და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-----ში. 2018 წლის 29 დეკემბერს თ-----ა კ-----ე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ახალი წლის შეხვედრის მიზნით სტუმრად მივიდა მამისეულ საცხოვრებელ სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------ში. 2018 წლის 30 დეკემბერს ბ------ კ-------ემ მიაკითხა თავის მეუღლეს და სთხოვა, რომ შვილებთან ერთად დაბრუნებულიყო სახლში, თუმცა თ-----ა კ-----ემ უარი განაცხადა, რის გამოც გაბრაზებულმა ბ------ კ-------ემ 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 სათამდე დროის პერიოდში, ჩოხატაურის მუნციპალიტეტის სოფელ კ-------ში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, თ-----ა კ-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდგომ ორთავე ხელი მძლავრად მოუჭირა ხელებზე, მოქაჩა და ძალის გამოყენებით საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახიდან გაიყვანა აივანთან, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2012 წლიდან ბ------ კ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ-----ა კ-----ესთან და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ი-----ში. 2018 წლის 29 დეკემბერს თ-----ა კ-----ე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ახალი წლის შეხვედრის მიზნით სტუმრად მივიდა მამისეულ საცხოვრებელ სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-------ში. 2018 წლის 30 დეკემბერს ბ------ კ-------ემ მიაკითხა თავის მეუღლეს და სთხოვა, რომ შვილებთან ერთად დაბრუნებულიყო სახლში, თუმცა თ-----ა კ-----ემ უარი განაცხადა, რის გამოც გაბრაზებულმა ბ------ კ-------ემ 2018 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 სათამდე დროის პერიოდში, ჩოხატაურის მუნციპალიტეტის სოფელ კ-------ში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, თ-----ა კ-----ეს მიაყენა სიტყვიერი შეუარცხყოფა, რის შემდგომ ორთავე ხელი მძლავრად მოუჭირა ხელებზე, მოქაჩა და ძალის გამოყენებით საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახიდან გაიყვანა აივანთან, რა დროსაც დაემუქრა, რომ გადააგდებდა აივნიდან და მოუსპობდა სიცოცხლეს, თუკი თ-----ა კ-----ე არ დაემორჩილებოდა და არ გაყვებოდა მას სახლში. აღნიშნულის შედეგად, თ-----ა კ-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბ------ კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

ბ------ კ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

ბ------ კ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ბ------ კ-------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - რ----- შ----ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ------ კ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თ-----ა კ-----ის, ა---------– კ-----ის, ჯ------- კ-----ის, ლ--–- ბ-------ე-კ-----ის, დ------------------------–--–---–--–---–-- გამოკითხვის ოქმებები, თ-----ა კ-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბ------ კ-------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ბ------ კ-------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ბ------ კ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენი ბ------ კ-------ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ:

ბ------ კ-------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

ბ------ კ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

ბ------ კ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ბ------ კ-------ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

მსჯავრდებულ ბ------ კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 2 იანვრიდან, 2019 წლის 8 იანვრამდე.

მსჯავრდებულ ბ------ კ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

ბ------ კ-------ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული თ-------–-----ს (პ/ნ 3----------) კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 600.00 კვ.მ. მდებარე ქალაქი სამტრედია ბ----ს ქუჩა N41, საკადასტრო კოდი N 3-----------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე