განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-120-2018 წელი
№080100117002005665
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
6 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – გ-------- ტ---–--ის,ადვოკატების – გ------- დ---–-–---–ის, ს--–---- ბ--------–---–ის,გამართლებულ – ი-----–- ჩ----–-–---–ის,მსჯავრდებულების – გ---- ბ------ის, თ------ ბ-----სა და მ-------- ბ-------ის მონაწილეო-ბით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ი-----–- ჩ----–-–---–ის, გ---- ბ------ის, თ------- ბ-----სა და მ-------- ბ-------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქ-მე.
ი-----–- ჩ----–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასა-მართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქ-------–-----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქ-------–---------------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამარ-თლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი), 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქ-ტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი ) წარდგენილ ბრალდებებში.
გ---- ბ------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზ---------------------------–-------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამარ-თლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი).
ცნობილი იქნა დამნაშავედ დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
თ------ ბ-----, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზ---------------------------–--–-------ში ქუთაისის საქალაქო სასამარ-თლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი).
ცნობილი იქნა დამნაშავედ დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მ-------- ბ-------ი, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, რეგისტრირებული ქ. ო--------–--------------–---–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქ-------–---------------------ში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნ-ქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი).
ცნობილი იქნა დამნაშავედ დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ი-----–- ჩ----–-–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძა-ლადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი).
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძა-ლადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი მ-------- ბ-------ი, ასევე ი-----–- ჩ-----–-–---–ი, გ---- ბ------ე და თ------ ბ----- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------–-------–------------------------ში მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუ-ფლნენ ფულად თანხას 6685,54 ლარის ოდენობით.
2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ი-----–- ჩ----–-–---–ი, გ---- ბ------ე და თ------ ბ----- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------–--------------------ში მდებარე შპს „მ--------ის“ ავტოგასამართ სად-გურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 1300 ლარის ოდენობით.
გ---- ბ------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძა-ლადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი);
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძა-ლადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი);
– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისათვის;
– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი მ-------- ბ-------ი, ასევე ი-----–- ჩ-----–-–---–ი, გ---- ბ------ე და თ------ ბ----- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------–-------–------------------------ში მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაე-უფლნენ ფულად თანხას 6685,54 ლარის ოდენობით.
2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ი-----–- ჩ----–-–---–ი, გ---- ბ------ე და თ------ ბ----- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------–--------------------ში მდებარე შპს „მ--------ის“ ავტოგასამართ სად-გურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 1300 ლარის ოდენობით.
დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გ---- ბ------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა უნო-მრო მაკაროვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ცალი საბრძოლო ვაზნა.
2017 წლის 16 მარტს გ---- ბ------ე თ---–--–--------–--------------------ში საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მაკაროვის კონს-ტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღს სამი ცალი საბრძოლო ვაზნით.
თ------ ბ-----ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი);
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძა-ლადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი);
– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისათვის;
– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი მ-------- ბ-------ი, ასევე ი-----–- ჩ-----–-–---–ი, გ---- ბ------ე და თ------ ბ----- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------–-------–------------------------ში მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფ-ლნენ ფულად თანხას 6685,54 ლარის ოდენობით.
2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ი-----–- ჩ----–-–---–ი, გ---- ბ------ე და თ------ ბ----- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------–--------------------ში მდებარე შპს „მ--------ის“ ავტოგასამართ სად-გურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 1300 ლარის ოდენობით.
დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გ---- ბ------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა უნო-მრო მაკაროვის კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ცალი საბრძოლო ვაზნა.
2017 წლის 16 მარტს გ---- ბ------ე თ---–--–--------–--------------------ში საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მაკაროვის კონს-ტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს სამი ცალი საბრძოლო ვაზნით.
მ-------- ბ-------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ყაჩაღობისათვის, ე.ი. თავდასხმისათვის სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სადგომში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად, არაერთგზის (შპს „ფ------ს“ ეპი-ზოდი);
– ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შე-ნახვისათვის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 01 მარტს, დაახლოებით 23 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი მ-------- ბ-------ი, ასევე ი-----–- ჩ-----–-–---–ი, გ---- ბ------ე და თ------ ბ----- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------–-------–------------------------ში მდებარე შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფ-ლნენ ფულად თანხას 6685,54 ლარის ოდენობით.
2017 წლის 15 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარა-ღებით შეიარაღებული ი-----–- ჩ----–-–---–ი, გ---- ბ------ე და თ------ ბ----- ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ-------–--------------------ში მდებარე შპს „მ--------ის“ ავტოგასამართ სადგურს, საიდანაც დაეუფლნენ ფულად თანხას 1300 ლარის ოდენობით.
მ-------- ბ-------მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ორი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი – „GOLD STAR-2002“ №----, „WAL-THER P22“ №------- და 8 ცალი საბრძოლო ვაზნა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
1. ი-----–- ჩ----–-–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2. გ---- ბ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ-------ს “ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. თ------ ბ----- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ-------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
4. მ-------- ბ-------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი საპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა გ-------- ტ---–--ემ, მსჯავრდებულმა მ-------- ბ-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს--–---- ბ--------–---–მა, მსჯავრდებულების თ------ ბ-----სა და გ---- ბ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- დ---–-–---–მა, კანონით დადგენილ ვადაში.
აპელანტი, პროკურორი გ-------- ტ---–--ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს: ი-----–- ჩ-----–-–---–ის, გ---- ბ------ის, თ------ ბ-----სა და მ-------- ბ-------ის დამნაშავედ ცნობას სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვე-პუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი), ასევე ი-----–- ჩ----–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი), ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გა-ნაჩენის უცვლელად დატოვებას.
მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოსამართლემ განაჩენში შპს „ფ------ს“ ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე მ-------- ბ-------ის, ირაკ-ლი ჩ----–-–---–ის, გ---- ბ------ისა და თ------ ბ-----ს გამართლებისას მიუთითა, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობა არცერთი ბრალდებულების მიმართ, რაც ბრალდები მხარეს მიაჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. ბრალდების ამ ეპიზოდის ჩადენა დადასტურებულია- მოწმეების ლ-–- მ---------სა და ა---------– ფ------–---ს ჩვენებებით, რომლებმაც ავტოგასამართ სადგურ ფ------ს ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას ამოიცნეს მ-------- ბ-------ი და ი-----–- ჩ----–-–---–ი, კ--- ბ----–--ისა და ლ-–- ლ-------ის ჩვენებით, რომლებმაც აწაროეს ი-----–- ჩ----–-–---–თან და მ-------- ბესტაევთან გასაუბრების ფარული ჩაწერა, რა დროსაც მათ აღიარეს ყაჩაღური თავდასხმა; ვიდესათვალთავლო კამერების ჩანაწერითა და მოწმე მ------ რ------ის ჩვენებით, რომელმაც მიუთითა თავდამსხმელთა, ავტოგასამართ სა-დგურ ფ------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ---- კ--–-------ს ავტომანქანით გადაადგილე-ბის შესახებ.
ი-----–- ჩ----–-–---–ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ი-----–- ჩ-----–-–---–ის საწოლზე აღმოჩენილ იქნა შავი ფერის, ტყავის მოკლე ქურთუკი კაპიშონით. ჩხრეკის შედეგად ქურთუკის მარჯვენა, გარე ჯიბეში აღმოჩენილ იქნა დაკეცილ მდგო-მარეობაში მოთავსებული ყავისფერი ნაქსოვი ქუდი. აღნიშნულ ქუდს ერთ მხარეს გამო-ჭრილი აქვს სამი ნახვრეტი. იმავე ტყავის ქურთუკის მარჯვენა გარე გულისჯიბეში აღ-მოჩენილ იქნა დაგროვების ბარათი, ფ-------ბარათი.
მ-------- ბ-------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ბინაში არსებული ტან-საცმლის საკიდიდან ჩამოხსნილი იქნა ხაკისფერი, დათბილული ქურთუკი კაპიშონით, რომლის გარეთა, მარჯვენა, ზედა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი, პოლიეთილენის პარკებში შეფუთული „ფ------ ბარათის“ დაგროვების ბარათი; ბინაში მოთავსებული დიდი ზომის მუყაოს ყუთიდან ამოღებული იქნა შავი ფერის დათბილული ჟილეტი; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელშიც გაყრილია ტყავის ქამარი, შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, ღილებით შესაკრავი;
რაც შეეხება ი-----–- ჩ----–-–---–ს, ის არის მ-------- ბ-------ის სიძე, ისინი ერთად ცხოვ-რობენ, შესაბამისად ის იარაღები, რომლებზეც დაზარალებულ ვ-–- ფ-----ის დნმ-ია აღ-მოჩენილი სწორედ ი-----–- ჩ----–---–ს ქონდა ყაჩაღური თავდასხმის დროს, ასევე მ-------- ბ-------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული დათბილულ ჟილეტზ ე დაზარალებულ ვ-–- ფ-----ის დნმ-ია და სავსებით საფუძვლიანია ის გარემოება, რომ ი-----–- ჩ----–-–---–ს ეცვა ის დათბილული ჟილეტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარ-ტით აქვს დადასტურებული ი-----–- ჩ----–-–---–ის, თ------ ბ-----ს, გ---- ბ------ისა და მ-------- ბ-------ის მიერ ჯგუფურად, შპს „ფ------ს“ სერვისცენტრზე განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტი და ასევე ი-----–- ჩ----–-–---–ის მიერ მ--------ზე ჯგუფურად ყაჩაღო-ბის ფაქტი.
აპელანტი, მსჯავრდებული მ-------- ბ-------ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ს--–---- ბ--------–---–ი თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ მ-------- ბ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ-------- ბ-------მა აღიარა დანაშაუ-ლი, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არაადეკვატურია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების.
მსჯავრდებულების თ------ ბ-----სა და გ---- ბ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ------- დ---–-–---–ი თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს თ------ ბ-----სა და გ---- ბ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაზარალებულ ვ-–- ფ-----ის ჩვენება და შეტყობინების ოქმი არსებითად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. არაა დადგენილი ზუსტად რომელ საათზე შევიდა ორი პიროვნება შპს „მ--------ის“ ადმინისტარციულ შენობაში. დაზარალებული ვ-–- ფ-----ე განმარტავს, რომ ორი ნიღბიანი თავს დაესხა დაახლოებით 2-3 საათზე. განაჩენში კი დადგენილადაა მიჩნეული, რომ თავდასხმა განხორციელდა დაახლოებით 22 საათზე. დაზარალებულის განმარტება დროსთან მიმართებაში წინააღმდეგობაში მოდის პოლიციის განყოფილებაში შესულ შეტყობინების შინაარსთან. პოლიციის განყოფილებაში შეტყობინების მიღების დროდ დაფიქსირებულია 2017 წლის 16 მარტის 01:51 საათი. აღნიშნულის გათვალისწინებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშაული მოხდა 16 მარტს ღამის საათებში 01-02 საათის პერიოდში. დაზარალებული განმარტავს, რომ თავდამსხმელებს ჯინსის შარვლები ეცვათ, ერთს კი სპორტული ზედა. დაზარალებულს არ შეუძლია თავდამსხმელების ამოცნობა, რადგან მათ სახეს ნიღაბი უფარავდათ. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარია დაზარალებულის განმარტება, რომ მან გაარჩია თავდამ-სხსმელების ასაკი (25-30 წლამდე). დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ თავდამსხმელები საუბრობდნენ რაღაც სხვა ენაზე, შეიძლება სვანურზე, შეიძლება მეგრულზე. თუ ვ-–- ფ-----ემ ვერ გაიგო თავდამსხმელების სასაუბრო ენა, მაშინ რა ენაზე დაემუქრნენ ისინი მას სიცოცხლის მოსპობით? აღნიშნული გარემოებები მეტად საეჭვოა და იგი ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება.
ბიოლოგიური ექტსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად თ------ ბ-----სა და გ---- ბ------ისაგან ამოღებულ შარვლებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმო-ადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ-–- ფ-----ეს. გასათვალისწინებელი და მხედველობაში მისაღებია როგორ, რა ვითარებაში და რამდენად კანონიერად იქნა ამოღე-ბული საკვლევი ობიექტები – შარვლები და ბრალდებულების დნმ-ის ნიმუშები და რამდე-ნად იყო ამ დროს დაცული ბრალდებულების უფლებები. გ---- ბ------ე და თ------ ბ----- დაკავებული იქნენ ქ. თბილისში ღამის საათებში 2017 წლის 16 მარტს და შემდეგ გადმო-ყვანილი იქნენ ქ. ქუთაისის პროლიციის განყოფილებაში, სადაც გამომძიებლების მიერ ექსპერტების მონაწილეობით იქნა აღებული ნერწყვის ნიმუშები და ამოღებული იქნა მათი შარვლები. ამოღების ოქმის შინაარსის მიხედვით ბრალდებულებმა თანხმობა განაცხადეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე და ამოსაღები ობიექტის ნებაყოფლობით წარდგე-ნაზე, მაგრამ ხელი არ მოაწერეს საგამოძიებო მოქმედების ოქმზე და ლუქის ბეჭდებზე, რომლითაც დაილუქა პაკეტები, რომლებშიც ამოღებული შარვლები იქნა მოთავსებული. არცერთ ამოღების ოქმში არაა მითითებული, რომ ბრალდებულებისგან ამოღებული იქნა მათზე ტანთცმული ჯინსის შარვლები, რაც საეჭვოს ხდის აღნიშნულ ოქმს.
ასევე საეჭვოა დაზარალებულ ვ-–- ფ-----ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება და გამომძიებლის მიერ შედგენილი ნიმუშის აღების ოქმი. ოქმზე არის მასში მონაწილე პირების ხელმოწერები, მაგრამ არსად არ არის მითითებული, რომ ვ. ფ-----ისაგან აღებუ-ლი დნმ-ის ნიმუში მოთავსდა სპეციალურ ბიოლოგიურ პოლიეთილენის პაკეტში და იგი დაილუქა. აღნიშნულის გათვალისწინებით ვ. ფ-----ისაგან აღებული დნმ-ის ნიმუშის აღების ოქმი არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებცლებაა და იგი დაუშვებელია და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული.
პოლიციელების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის და განსხვავდება გ---- ბ------ისა და თ------ ბ-----ს მიმართ შედგენილი ჩხრეკის ოქმებთან და მათ შინაარსთან. ოქმის მიხედვით ორივე ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში ყოველგვარი იძულების გარეშე. არსად არაა მითითებული, რომ ბრალდებულები შეეცად-ნენ მიმალვას. გ---- ბ------ის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ გ---- ბ------ის პირადი ჩხრეკისას ტანთცმული შარვლის სათავეში, ზურგის მხარეს აღმო-ჩენილი და ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტის ტიპის საგანი შესაბამისი ნომრის გარეშე. აღნიშნული ჩანაწერი აშკარად განსხვავდება მოწმე დ----- ა--–--–---სა და სხვა პოლიციელების ჩვენებებისგან. აშკარად ჩანს, რომ სამართალდამცავებმა გ---- ბ------ეს და თ------ ბ-----ს ცეცხლსასროლი იარაღები ჩაუდეს და გააყალბეს მტკიცებულებები. დაკა-ვების ოქმის მიხედვით დაკავებული თ------ ბ-----ს დაკავების მომენტში დაზიანება ჰქონდა მარჯვენა თვალის, კერძოდ წარბის არეში, ცხვირზე და ტუჩთან, ასევე მარცხენა ხე-ლის მტევნის ზედაპირზე, მითითებული დაზიანებები გამოხატულია ნაკაწრების სახით. სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბრალდებულებს, ჩაუდეს იარა-ღები, მოახდინეს დოკუმენტების ფალსიფიცირება და ასეთ ვითარებაში გასაკვირი არაა, რომ ამოღებული (ჩადებული) პისტოლეტებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული გენე-ტიკური პროფილების წილები ბრალდებულების გენეტიკური პროფილის იდენტურია.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, გ-------- ტ---–--ეს, რომელიც ითხოვს ი-----–- ჩ----–--–---–ის, გ---- ბ------ისა და თ------ ბ-----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი), მ-------- ბ-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხ-ლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი), ასევე ი-----–- ჩ----–-–----–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი), ხოლო დანარჩენ ნა-წილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
– აპელანტს, მსჯავრდებულებს თ------ ბ-----ს, გ---- ბ------ეს და მათი ინტერესების დამ-ცველ ადვოკატს გ------- დ---–-–---–ს, რომლებიც ითხოვენ თ------ ბ-----სა და გ---- ბ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
– აპელანტს, მსჯავრდებულ მ-------- ბ-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ს--–---- ბ--------–---–ს, რომლებიც ითხოვენ მ-------- ბ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
– გამართლებულ ი-----–- ჩ----–-–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ს--–---- ბოჭო-რიშვილს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს ი-----–- ჩ----–-–---–ის მიმართ მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული შეტყობინების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 მარტს 00:11 საათ-ზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რა დროსაც განმცხადებელ-მა, ავტოგასამართ სადგურ „ფ------ს“ მენეჯერმა დ----- ტ----–--ემ მობილური ტელეფო-ნის საშუალებით განმარტა, რომ მის ობიექტზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, წაღებულია ფულადი თანხა და ითხოვა დახმარება.
(ტ.1, ს.ფ. 3)
საქმეში არსებული, 2017 წლის 02 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქ-------–------–-------------------------ში და გ---------------------ში განთავსებულ შპს „ფ------ს“ ავტოგასამართ სად-გურზე. ს---–--------ს გამზირის მხრიდან არსებულ შემოსასვლელში, გზიდან 9 მეტრის მოცილებით ბეტონისა და ქვაღორღის საფარზე დევს შავი ფერის დაზიანებული, მეტალის-კორპუსიანი სათვალე, რომელიც დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ- კრიმინალისტებმა ამოიღეს და დალუქეს N--------- პაკეტში. ს---–--------ს გამზირის მხრიდან გზიდან დაა-ხლოებით 13 მეტრის მოცილებით ბეტონისა და ქვა-ღორღის საფარზე დევს „LG“-ის ფირ-მის მობილური ტელეფონი დაზიანებულ მდგომარეობაში, ვერცხლისფერი აკუმულიატო-რი და ტელეფონის შავი ფერის უკანა ხუფი. დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმი-ნალისტების მიერ ამოღებულია მითითებული ტელეფონი აკუმულიატორითა და უკანა ხუფით და დაილუქა N---------- პაკეტში, ს---–--------ს გამზირის მხრიდან არსებული შესასვლელიდან სამხრეთ დასავლეთის მხარეს განთავასებული შპს „ფ------ს“ შენობა წარმოადგენს ერთსართულიან კაპიტალურ ნაგებობას ზომით 7×3 მეტრზე. აღნიშნულ შე-ნობას მარჯვენა მხარეს ჩასმული აქვს ალუმინის ორფრთიანი ფანჯარა, შენობის შესასვ-ლელში ჩასმულია ალუმინის კარები. შენობის მარცხენა ნაწილი გამოწეულია გამზირის მი-მართულებით ძირითადი ნაგებობიდან 1,5 მეტრით, რომელშიც ასევე ჩასმულია ალუმინის ორფრთიანი ფანჯარა. შენობის მარჯვენა მხარეზე არსებული ალუმინის ფანჯრის წინ, კე-დელთან დგას ყვითელი ფერის დიზელ-გენერატორი, რომლის წინ, ბეტონის საფარზე დევს გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის ბოთლი, თეთრი ფერის სახელურით, თავსახურის გარეშე. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ამოიღეს მითითებული ბოთლი და დალუქეს №--------- პაკეტში. კედლიდან 2-3 მეტრის მოცილებით განთავსებულია ბეტონის სამი მეტრი სიმაღლის ღობე. რომლის თავში არსებულ რკინის ბოძზე დამაგრებულია სათვალ-თვალო კამერა. შპს „ფ------ს“ ავტოგასამართი სადგურის შენობაში შევდივართ ალუმინის კარებით. შესასვლელიდან პირდაპირ, კედელთან დგას ორფრთიანი ყავისფერი კარადა, რომლის გვერდით მარჯვენა მხარეზე დევს ვერცხლისფერი საწვავის საზომი. კარადის მარჯვენა მხარეს არსებული ღია ვიწრო შესასვლელით შევდივართ მვირე ზომის ოთახში, სადაც განთავსებულია საწოლი, წითელი ფერის გადასაფარებლით. ოთახს, ს---–--------ს გამზირის მხარეს აქვს ალუმინის ორფრთიანი ფანჯარა. შესასვლელი კარებიდან პირდაპირ განთავსებული კარადის გვერდით მარცხენა მხარეზე განთავსებულია ასეთივე ფერის მა-გიდა, შუაში უჯრით. აღნიშნული მაგიდის ქვევით იატაკზე დევს გამჭვირვალე პლასტმა-სის ბოთლი, წარწერით „ზედაზენი“. მაგიდის ზევით, ჭერზე, კუთხესთან ახლოს დამაგრე-ბულია სათვალთვალო კამერა. შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეზე, ოთახის შუა ნაწილში იატაკზე დევს წებოვანი ლენტი ნაწილობრივ გაშლილ და დაკუჭულ მდგომარეო-ბაში, ასევე - შპს „ა----ს“ სარეკლამო ბანერი, რაც ამოღებულია დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ და დაილუქა N---------- პაკეტში, პაკეტი N4. ექსპერტ- კრიმინალისტებმა ასევე ამოიღეს მაგიდის ქვევით იატაკზე დაგდებული „ზედაზენის“ ბოთლი, რაც დალუქეს N---------- პაკეტში, პაკეტი N5. აღნიშნული მაგიდა დამუშავდა ექსპერტების მიერ და მაგიდის ზედაპირიდან ამოღებულია ხელის ორი კვალი, რაც დაი-ლუქა N---------- პაკეტში, პაკეტი №6. მაგიდა, რომელზედაც განთავსებულია კომპიუტე-რული ტექნიკა დამუშავდა ექსპერტების მიერ, საიდანაც ამოღებულია ხელის ოთხი კვალი, რაც დაილუქა №--------- პაკეტში, პაკეტი N7. შპს „ფ------ს “ შენობის მარცხენა ნაწილში განთავსებულ ღობის დასაწყისში არსებული ბოძზე დამაგრებული სათვალთვალო კამერი-დან ამოღებულია მასზე ჩამოფარებული შავი ფერის წინდა, რაც დაილუქა №--------- პაკეტში, პაკეტი №8. ამავე კედლის დასაწყისში, ბოძთან დათვალიერებაში მონაწილე კინოლოგის იაგორ მაღლაკელიძის მიერ ამოღებულია სუნის კვალი, რაც დაილუქა მინის ქილაში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ლუქის ბეჭდით №------- პაკეტად, პაკეტი N9.
(ტ.1. ს.ფ. 12-73).
მოწმე გ-- ხ-------–---–მა, დ----- ტ----–--ემ და ექსპერტმა ბ------ უ----–--ემ სრულად დაადასტურეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსი.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
დაზარალებულ დ----- ლ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მარტს მუშაობ-და ავტოგასამართ სადგურზე შ.პ.ს. „ფ------ში“ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. აღნიშ-ნულ დღეს მას და ი-----–- შ-----ს უწევდათ მორიგეობა. საღამოს, ი-----–- შ----- წავიდა მოსასვენებელ ოთახში და დაწვა, თავად კი იმყოფებოდა სამორიგეოში, კომპიუტერთან. ამ დროს ფანჯარაში დაინახა ავანგარდის მხრიდან მომავალი ორი პიროვნება ცარიელი, დაახ-ლოებით 2 ლიტრიანი ბოთლით ხელში, როდესაც კარის გაღება დააპირა, შევარდა ორი ნიღბიანი ადამიანი, ერთმა შესვლისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, იგი ინერციით სკამისკენ წაიწია, რა დროსაც უსაფრთხოების ღილაკს დააჭირა ხელი, იყო სიტყვიერი შეუ-რაცხყოფა, მუქარა, ძალადობა. როდესაც ძირს წააქციეს, უკან გადაუტანეს ხელები და წებო-ვანი ლენტით შეუხვიეს, ზურგში და თავში სცემდნენ. მაგიდიდან აიღეს ნივთები, უჯრი-დანაც ამოიღეს ქაღალდის ფული, მაგიდის ზემოდან იყო ხურდა ფულები, დახარისხე-ბული, ცელოფანში ჩაყრილი, დაახლოებით 200 ლარამდე. კვლავ ითხოვდნენ ფულს, წინა-აღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ იარაღიდან გასროლით, გაიგონა თავდამსხმელის ნათქვამი: „ესროლე, რატომ ალაპარაკებო“. როდესაც მეორე დაკეტილ უჯრას მიადგნენ, გასაღები ითხოვეს, მაგრამ მან აუხსნა, რომ იქ უფროსის საბუთები ინახებოდა და სწორედ ეს იყო დაკეტვის მიზეზი. მას შემდეგ რაც აიღეს თანხა, შეამოწმეს მისი ჯიბეებიც და წა-ვიდნენ. თავდამსხმელებმა შენობაში სულ დაახლოებით 5-6 წუთი დაჰყვეს. გასვლისას დაიმუქრნენ, რომ ნახევარი საათი გარეთ არ გასულიყვნენ, თორემ კიდევ სამი ადამიანი ელოდებოდა მათ და ესროდნენ, ამის გამო გარეთ არ გასულა, ი-----–- შ----- ყველაფერს უყურებდა, მაგრამ მისი მინიშნებისა და შიშის გამო, ვერ გავიდა ოთახიდან. შ-----ს ოთახ-ში სინათლე არ ენთო და ფიქრობს, რომ ამის გამო ვერ დაინახეს ნიღბიანმა პირებმა ის. მათ არ დაუნახავთ რა მიმართულებით წავიდნენ ნიღბიანი პირები. თავდამსხმელების წასვლი-დან მხოლოდ დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გავიდნენ გარეთ, რა დროსაც გამვლელი გააჩერეს და მისი ტელეფონიდან დაურეკეს მენეჯერს. ასევე შენიშნეს პოლიციის პიკაპი, ისიც გააჩერეს და უამბეს მომხდარის შესახებ, შემდეგ კი პოლიციას დაუკავშირდნენ. ნიღ-ბიან პირებს, ერთს ეკეთა სამედიცინო პირბადე, მეორეს შალის მუქი ფერის კაშნე ჰქონდა შემოხვეული და თავზე ქუდი ეფარა, მას ასევე მცირე ზომის იარაღი ეჭირა. მათი სახის და-ნახვა და შეცნობა შეუძლებელი იყო, რადგან მხოლოდ თვალები უჩანდათ. მხოლოდ პირ-ბადიანის ღია ფერის თვალები დაამახსოვრდა. მას დაზიანებები მიყენებული ჰქონდა შუბ-ლისა და ზურგის არეში, აღენიშნებოდა სილურჯეები. თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს მი-სი ტელეფონი LG-ის ფირმის, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს აღმოა-ჩინეს დამტვრეულ მდგომარეობაში. თანხა დაახლოებით 6000 ლარამდე წაიღეს. ანალოგი-ური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- შ-----მ (პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ზ------ ც-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმარ-თველოში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 01 მარტს ქალაქ ქ-------–------–------------------------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რაზეც ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება. და-ნაშაულის ჩადენის დღიდან აღნიშნული ფაქტის ირგვლივ ახორციელებდა სისტემატურად მუშაობას იმის შესახებ, რომ მოპოვებული ყოფილიყო ინფორმაცია დამნაშავე პირთა დად-გენისა და შემდგომ მათი დაკავების მიზნით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან მიი-ღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი უნდა ჰქონოდა 1----–-–----------------ს დაბადებულ მ-------- ბ-------ს, რომელსაც საკუთრებაში აქვს და სარ-გებლობს ტელეფონის ნომერით 5--------, გ---- ბ------ეს დაბადებულს 3--------- წელს, რომელსაც საკუთრებაში აქვს და სარგებლობს სააბონენტო ნომრით 5-------- და ასევე 0--------- წელს დაბადებულ ი-----–- ჩ----–-–---–ს, რომელიც სარგებლობს და ფლობს სააბონენტო ნომერს 5--------. ზემოაღნიშნული პირები მიღებული ინფორმაციით ყაჩა-ღურ თავდასხმამდე შეიარაღდნენ ჯ---- კ--–-------ს (დაბადებული 1--------- წელს) მა-მის, ზ------ კ--–-------ს სახელზე რეგისტრირებული საფანტის პისტოლეტით და ამ უკა-ნასკნელის კუთვნილი თეთრი ფერის ,,ჰონდა ედიქსის“ მარკის სახელმწიფო ნომრით B-------- ავტომანქანით, მივიდნენ შემთხვევის ადგილამდე. კერძოდ, მიღებული ინფორმა-ციით გაიარეს გუგუნავას ქუჩისა და სულხან საბას გამზირის კვეთის ადგილი, სადაც აღნი-შნულ ადგილზე განთავსებულია რამოდენიმე ვიდეომეთვალყურეობის გარე კამერა. შემ-თხვევის ადგილზე ეს უკანასკნელები მიიყვანა ჯ---- კ--–-------მ მისი მამის კუთვნილი თეთრი ფერის ავტომობილით, ხოლო ყაჩაღური თავდასხმის დასრულების შემდგომ ისინი მიიმალნენ ფეხით - თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. მიღებული ინფორმაცია მოახ-სენა ხელმძღვანელობას.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
2017 წლის 09 მარტს ინსპექტორ ლ-–- მ---------სა და ა---------– ფ------–---სთან ერთად მოხდა ავტოგასამართ სადგურ „ფ------ს“ ვიდეო ჩანაწერის გახსნა დათვალიერება, სადაც მათ სავარაუდოდ ამოიცნეს ყაჩაღობაში მონაწილე პირები, კერძოდ:
მოწმე ა---------– ფ------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2008 წლიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. სამოქმედო ტეროტორიას წარმოადგენს „ნიკაეს“, „ვაკისუბნისა“ და „ძელ-ქვიანის“ მუნიციპალიტეტების დასახლებები. პოლიციის მე-4 განყოფილებაში მუშაობს თითქმის 8 წელია და კრიმინალისკენ მიდრეკილ კონტიგენტს კარგად იცნობს. 2017 წლის 09 მარტს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოში პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძებელ ლ-–- მ---------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 01 მარტს შპს „ფ------ს“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასახმის ფაქ-ტთან დაკავშირებით ამოღებული, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალერე-ბაში. კამერის ჩანაწერზე დაფიქსირებული პიროვნება, რომელიც 22:59 საათზე გადმოდის შპს „ფ------ს“ გასამართი სადგურის მოპირდაპირე მხრიდან, მიდის ავტოგასამართი სად-გურისაკენ, ადის შენობის გვერდით განთავსებულ კედელზე და ბოძზე არსებულ სათვალ-თვალო კამერას აფარებს წინდას, შემდეგ ჩამოდის და ბრუნდება უკან ჰგავს ნ----ს ქუჩაზე, ყოფილი კ---–---------–------------ის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ მ-------- ბ--------ს, ზედმეტსახელად „ტ------ს“. მ-------- ბესტაევის საცხოვრებელი სახლის განთავსების ადგილი წამოადგენს მის სამოქმედო ტერიტორიას, შესაბამისად მითითებულ პიროვნებას კარგად იცნობს, მას ხშირად ხედავს უბანში. ამასთან, ეს უკანასკნელი არის დანაშაულებ-რივი ქმედებისაკენ მიდრეკილი და 2013 წელს მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუ-ხისგებაში ბინის ქურდობისათვის. ორი პიროვნებიდან, რომლებიც შედიან შპს „ფ------ს“ გასამართი სადგურის შენობაში და ახორციელებენ ყაჩაღურ თავდასხმას ოპერატორზე, ერთ-ერთი, რომელსაც ტანთ აცვია ღია ფერის ქურთუკი, თავზე ახურავს კეპიანი ქუდი, აცვია ჯინსის შარვალი და თეთრი ბოტასები, აწეულ საყელოში ჩამალული აქვს სახე და ხელში უჭირავს იარაღი, სავარაუდოდ უნდა იყოს ქ-------–-------ს ქუჩაზე, ყოფილი კ---–---------–------------ის საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ი-----–- ჩ----–-–---–ი, ზედმეტსახელად „ჩ---“, იგი ამოიცნო თავისი აღნაგობით და მოძრაობის მანერებით. აღნიშ-ნული პიროვნებას კარგად იცნობს უბნიდან, არის მ-------- ბ-------ის, იგივე „ტ------ს“ დის ქმარი და ცხოვრობენ ერთ ბინაში.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- მ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსეპქტორ-გამომძიებლის თანა-მდებობაზე. 2017 წლის 09 მარტს, მათი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ა----------– ფ------–---სთან ერთად ქუთაისის საქალაქო სამმართველოში მონაწილეობა მიი-ღო 2017 წლის 01 მარტს შპს „ფ------ს“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ამოღებული სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში. განმარტა, რომ აღნიშნულ ჩანაწერზე, 22:59 საათზე ფიქ-სირდება, რომ შპს „ფ------ს“ გასამართი სადგურის მოპირდაპირე მხრიდან გამოდის პი-როვნება, რომელიც მიდის გასამართი სადგურისაკენ, უახლოვდება გასამართ სადგურს, ადის შენობის გვერდით განთავსებულ კედელზე და ბოძზე დამაგრებულ კამერას აფარებს წინდას. შემდეგ ჩამოდის და ბრუნდება უკან. მითითებული პიროვნება სიარულის მანე-რით უნდა ჰგავდეს მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ნ----ს ქუჩაზე, ყოფილი კ---–----------–------------ის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ მ-------- ბ-------ს, ზედმეტსახელად „ტ------ს“, რომელსაც იცნობს 10 წელია, რადგან ის მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისა-კენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმეების კ------- ბ----–--ის და ლ-–- ლ-------ის ჩვენებების თანახმად კ. ბ----–--ე მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში უფრო-სის მოადგილედ, ხოლო ლ. ლ-------ე ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. საიდუმლო პატაკით მოახსენეს ხელმძღვანელობას, რომ 2017 წლის 01 მარტს ქ-------–------–------------------------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ
„ფ------ზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი და 2017 წლის 15 მარტს ქ--------–-------------------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „მ--------ზე“ განხორციელე-ბული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი უნდა ჩაედინათ მ-------- ბ-------ს, ი-----–- ჩ----–-–----–ს, გ---- ბ------ეს და თ------ ბ-----ს. არსებობდა ვარაუდი, რომ მ-------- ბ-------ი და ი-----–- ჩ----–-–---–ი არ მისცემდნენ გამოძიებას რეალურ ჩვენებას. შესაბამისად, ვერ იქნებოდა მიღებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის გამოც მიზანშეწონი-ლად მიიჩნიეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულიყო ოპერატიული ღონის-ძიება – პირის გამოკითხვა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ხელმძღვანელობისაგან ითხოვეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის განხორციე-ლება. პროკურორ მ----- ტ--–--–-–---–მა გამოიტანა დადგენილებები ფარული აუდიო-ვი-დეო ჩაწერის შესახებ (დადგენილება გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ). 2017 წლის 17 მარტს ქუთაისში საქალაქო სამმართველოს შენობაში კ--- ბ----–--ე აღიჭურვა სამმართველოს უფროსის ლ-–- კ--------ის სამუშაო ოთახი, სამსუნგის ფირმის ტელეფონით. დაიწყო ფარული ვიდეო გადაღება, სადაც გასაუბრებას ახორცილებდა კ-------- ბ----–--ე მ-------- ბ-------ის მიმართ 03:30 საათიდან 03:35 საათამდე პერიოდში. ჩანა-წერის მოცულობამ შეადგინა 586 მეგაბაიტი. გასაუბრებისასას მ-------- ბ-------მა აღიარა, რომ მან და მისმა ორმა მეგობარმა - ი-----–- ჩ----–-–---–მა და გ---- ბ------ემ 2017 წლის 01 მარტს დააყაჩაღეს ქ-------–------–------------------------ში მდებარე „ფ------ს“ ავტოგასა-მართი სადგური, საიდანაც გაიტაცეს 6000 ლარამდე ფულადი თანხა. კერძოდ, მან ვიდეო-სათვალთვალო კამერას ჩამოაფარა წინდა, ხოლო ი-----–- და გ---- შევიდნენ შენობაში. ისინი გადაადგილდებოდნენ ზ------ კ--–-------ს ავტომობილით. 2017 წლის 17 მარტს ქუთაისში საქალაქო სამმართველოს შენობაში ლ-–- ლ-------ე აღიჭურვა სამმართველოს სამზარეულო ოთახში და მობილური ტელეფონის მეშვეობით დაიწყო ფარული ვიდეო გადაღება, გასაუბრებას ახორცილებდა ი-----–- ჩ----–-–---–თან 04:37 საათიდან 04:44 საა-თამდე პერიოდში. ჩანაწერის მოცულობამ შეადგინა 799 მეგაბაიტი. საუბრისას ი.ჩ----–-–----–მა განმარტა, რომ 2017 წლის პირველ მარტს თანმხლებ პირებთან ერთად, პისტოლე-ტით და ნიღბებით განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა ავტოგასამართ სადგურ „ფ-------ზე“, საიდანაც გაიტაცეს დაახლოებით 6000 ლარამდე თანხა და მიიმალნენ. ასევე, 2017 წლის 15 მარტს, კვლავ თანმხლებ პირებთან ერთად, ნიღბებით და პისტოლეტით შეიარა-ღებულნი თავს დაესხნენ ნ----------------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „მ--------ს“, საიდანაც გაიტაცეს 150 ლარამდე ფულადი თანხა და მიიმალნენ. აღნიშნული ჩანაწერები დაფიქსირდა DVD-R დისკზე.
(ტ.3. ს.ფ. 244-271, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა მითითებული DVD დისკები, მაგრამ არანაირი ინფორმაცია მათზე არ აღმოჩნდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ რ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან გამომძიებელ გ-- ხ-------–---–თან ერ-თად მონაწილეობა მიიღო ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვაში. აღნიშნა, რომ 08 მარტს გამო-ითხოვეს „ფ------ს“ ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახული იყო ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი, ხოლო შემდეგ სხვადასხვა ობიექტებიდან გამოითხოვეს ვიდეო ჩანაწერები, რომელთა გაა-ნალიზებით ფიქსირდება 2017 წლის პირველ მარტს საღამოს საათებში, დანაშაულის ჩამ-დენი პირების გადაადგილების მარშუტი. მისი აზრით, ბრალდებულები ჩაჯდნენ ზ------ კ--–-------ს მფლობელობაში არსებული „ჰონდა ედიქსის“ ავტომანქანაში და ზ------ ჟ------ს სახელობის სასწავლებლიდან გაემართნენ ს---–--------ს გამზირისკენ. იდენტიფიცი-რების საშუალებას იძლევა ის, რომ იგივე ფერის და მარკის ავტომანქანა ორ წუთში ისევ ბრუნდება უკან. მართალია, არც ავტომანქანის სახელმწიფო ნომრები და არც მასში მსხდო-მი პირები ჩანს, მაგრამ მოცემულ მონაკვეთში „ჰონდა ედიქსის“ მოდელის სხვა ავტომანქა-ნას იმ დროს არ გაუვლია.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია ყველაზე მკაფიო ხარისხის ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილი, გუგუნავას ქუჩიდან უხვევს და მი-დის ს---–--------ს გამზირზე („ფ------ს“ გასამართი სადგურისაკენ) და დაახლოებით სამ წუთში უკან ბრუნდება მსგავსი ფერის და მოდელის ავტომანქანა.
საქმეში არსებული, ი-----–- ჩ----–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგე-ნილია, რომ იგი მდებარეობს ქ. ქ-------------------------------ში. საცხოვრებელ ბინაში არსებულ, ი-----–- ჩ----–-–---–ის საწოლზე აღმოჩენილია შავი ფერის, ტყავის მოკლე ქურთუკი კაპიუშონით. ჩხრეკის შედეგად ქურთუკის მარჯვენა, გარე ჯიბეში აღმოჩნდა დაკეცილ მდგომარეობაში მოთავსებული ყავისფერი ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ერთ მხა-რეს გამოჭრილი აქვს სამი ნახვრეტი, კერძოდ, ორი ზედა ნახვრეტი მდებარეობს ერთმანე-თის პარალელურად, ხოლო მათ ქვემოთ გამოჭრილია მესამე ნახვრეტი. ქუდს მეორე მხა-რეს, ზედა ნაწილში აღენიშნება კიდევ ერთი ჭრილი. იმავე ტყავის ქურთუკის მარჯვენა გა-რე გულისჯიბეში აღმოჩენილია „ფ------ს“ დაგროვების ბარათი. ჩხრეკის შედეგად აღმოჩე-ნილი ტყავის ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი და ფ-------ბარათი დაილუქა ცალ-ცალკე, სამ პაკე-ტად, 3------- ლუქის ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ.
(ტ.2. ს.ფ. 162-169).
მოწმეების დ----- კ--------ის, მ-----– გ-------ისა და ნ-----–---- კ-------ის მიერ პირ-ველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია ოქმში მითი-თებული გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, მ------ გ--------ს (მ-------- ბ-------ის) საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბინაში არსებული ტანსაცმლის საკიდიდან ჩამოხსნეს შავი ფე-რის ტყავის ქურთუკი, რომლის გარეთა ქვედა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია ყავისფერი ტყავის საფულე, მასში ჩადებული ერთი აშშ დოლარის კუპიურით და ასევე ამოღებულია მ-------- ბ-------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნომრით 0--------; ამავე საკიდიდან ჩამოხსნილია ხაკისფერი, დათბილული ქურთუკი კაპიუშო-ნით, რომლის გარეთა, მარჯვენა, ზედა ჯიბიდან ამოღებულია ორი ცალი, პოლიეთილენის პარკებში შეფუთული „ფ------ს “ დაგროვების ბარათი; ბინაში მოთავსებული დიდი ზომის მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ქსოვილის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის ჩანართებით და ელვაშესაკრავით, რომლის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია ერთი ცალი ვაზნა და შავი ფერის ერთჯერადი სანთებელა; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის დათბილული ჟილეტი; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ჯინ-სის შარვალი, რომელშიც გაყრილია ტყავის ქამარი, წინა მარჯვენა ჯიბეში მოთავსებული ცარიელი შავი ფერის ტყავის საფულით; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, ღილებით შესაკრავი; შავი ფერის წყალგაუმტარი ქსოვილისაგან შეკერილი მრავალგანყოფილებიანი ჩანთა ბეჭზე გადასაკიდებელი ღვედით; ამავე ბინაში მდგომი საწოლის თავის ლითონის რიკულიდან ამოღებულია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, წარწერით „KOTON JEANS“; ამავე საწოლიდან ამოღებულია ლურჯი, გახეხილი ჯინსის შარვალი, წარწერით „DESPERADO“; ლურჯი გახეხილი ჯინსის შარვალი წარწერით „J.F. JOOY”.
(ტ.2. ს.ფ. 71-79)
მოწმეების კ------------- ბ----------ს, რ----- ნ-–------ისა და ბ----- ა---–------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია ოქმში მი-თითებული გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული შეტყობინების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტს 01:51 საათზე პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად პატ-რულ-ინსპექტორმა გ.ი-----ემ და ი----- ა-----ემ შეატყობინეს პოლიციას, რომ ქ-------–-------------------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „მ--------ის“ ოპერატორს ვ-–- ფხა-კაძეს სამმა ნიღბიანმა პირმა, რომლებიც იყვნენ შეიარაღებულნი ცეცხლსასროლი იარაღით, გასტაცეს ფულადი თანხა და მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება სახის არეში.
(ტ.2, ს.ფ.2-3)
საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათ-ვალიერდა ქ-------–-------------------ში მდებარე ი----- ა-----ის კუთვნილი ავტოგასა-მართი სადგური „მ--------ი“, რომელიც წარმოადგენს ერთსართულიან კაპიტალურ შენო-ბას, სადაც შევდივართ ცალფრთიანი რკინის მოყავისფრო ფერის კარების მეშვეობით. შენო-ბაში შესვლისთანავე კინოლოგმა აიღო სუნის ნიმუში, რომელიც დაილუქა ერთ ქილაში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ლუქის №-------- ბეჭდით. ამის შემდეგ ოთახის შესასვლელ კარების მოპირდაპირე მხარეს კედელთან იატაკ-ზე დადებული გარკვეული რკინის კონსტრუქციიდან აღებულია თმის მაგვარი ღეროები, რომელიც ასევე დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი №------------), ხოლო აღნიშნული კონს-ტრუქციის გვერდით იატაკზე არის მოწითალო ფერის სიხლის მაგვარი ლაქა, რომლიდანაც აღებულია ნიმუში, საკონტროლო ნიმუშთან ერთად (პაკეტი №-------------). შენობაში შე-სასვლელი კარების საკეტის გარე ზედაპირიდან აღებულია ანაწმენდები, რომელიც დაი-ლუქა ერთ პაკეტად (პაკეტი №----------). ანაწმენდები ასევე აღებულია კარების საკეტის შიდა მხრიდან, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად(პაკეტი N------------). შენობის შიგნით შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეს მდგარი სამუშაო მაგიდის მარცხენა ზედა მახრეს მდებარე უჯრის სახელურიდან აღებულია ანაწმენდები, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N----------). შემთხვევის ადგილზე განთვასებული ნივთები დამუშავებული იქნა ხელის კვლებზე, რის შედეგადაც მაგიდის მარცხენა გვერდით განთავსებული პლასმასის ჯამის გარე ზედაპირიდან აღებული იქნა ხელის ერთი კვალი , რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N-----------). ამავე მაგიდის ზედაპირიდან მდგარი კიდევ ერთი პლას-მასის ჯამის გარე ზედაპირიდან აღებულია ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N-----------). შენობის შიგნით მდგარი მაცივრის ზედა მხარეს კარების მარცხენა მხარეს აღებულია ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N------------). ამის შემდეგ კინოლოგიის მიერ გამოყვანილი იქნა სამსახურეობრივი ძაღ-ლი, რომელმაც დათვალიერების მონაწილეები გაიყვანა შენობის გვერდით მარცხენა მხა-რეს, ხოლო შემდეგ შენობის უკანა მხარეს. შენობიდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით გამავალ გზაზე და შემდგომ ასევე მარცხნივ, რის შემდეგადაც დაახლოებით 10-15 მეტრის გავლის შემდეგ გადავიდა გზის მარცხენა მხარეს გზის კიდიდან და მიუთითებს ბუჩქები-საკენ, სადაც აღმოაჩინეს შავი ფერის ნაჭრის ქსოვილისაგან დამზადებული ქუდი , რომელ-საც ამოჭრილი აქვს სამი ნახვრეტი. აღნიშნულ ქუდს რამოდენიმე ადგილზე აღენიშნება მოწითალო მორუხო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, აღნიშნული ქუდი ამოღებულია და დაილუქა ერთ პაკეტად. ამის შემდეგ ისევ ბრუნდებიან შენობაში და იღებენ იატაკზე და მაგიდაზე მიმოფანტულ ხურდა ფულს 351 ლარის ოდენობით, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი №-------------).
(ტ. 2, ს.ფ. N4-10)
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსი სრულად დაადასტურეს მოწმე ბ----- ე-–----მ და ექსპერტმა ო-–-- ს-----ემ.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ვ-–- ფ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ის მუშაობდა ნ----------------ში მდებარე ავტოგასამართ სადგურ „მ--------ზე“ ოპერატორად. აღნიშნული შენობა შემინულია, სადაც ერთი ოთახია, სწორედ ამ ოთახში განხორციელდა თავდასხმა, ეს ოთახი განათებული იყო. ავტოგასამართ სადგურის მენეჯერი შემთხვევის დროს იყო ი----- ა-----ე. 2017 წლის 15 მარტს ავტოგასამართ სადგურზე დაახლოებით 23 საათზე შევიდა ორი მისთვის უცხო პიროვნება, ნიღბითა და იარაღით, სთხოვდნენ ფულს. მან ჯიბეში არსებული თანხა დადო მაგიდაზე, მაგრამ ეცოტავათ. კვლავ მოსთხოვეს დამატებით თანხა და „სეიფის“ გასაღების გადაცემა, მაგრამ უთხრა, რომ არ ჰქონდა. ამის შემდეგ ის წააქციეს და თავზე დაადეს იარაღი , ეუბნებოდნენ - ტვინს გაგასხმევინებთო . ამ დროს საფეთქლის არეში რაღაც მოხვდა და გაითიშა. მას შემდეგ რაც გონზე მოვიდა, იქ აღარავინ იყო, ოთახში არეულობა დახვდა, უჯრები და მაცივარი გამოღებული, საბუთები და ხურდა ფული ეყარა ძირს. მალევე დაურეკა მენეჯერს, გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო, გადაიყვანეს კლინი-კურ საავადმყოფოში, რადგან აღენიშნებოდა დაზიანებები, მათ შორის სისხლიც სდიოდა თავის არედან, კერძოდ წარბიდან, რომელიც ტანსაცმელზეც ეცხო, სისხლი წაქცევის ად-გილზე, იატაკზეც იყო. თავდამსხმელები დაახლოებით 25-30 წლამდე ასაკის იქნებოდნენ, სახეზე მხოლოდ თვალები უჩანდათ, რის გამოც მათი ამოცნობა არ შეუძლია, ნიღბები შავი და ნაცრისფერი იყო. თავდამსხმელებს ორივეს ჯინსის შარვლები ეცვათ, ხოლო ერთს სპორტული ზედა. ისინი რაღაც სხვა ენაზე თუ დიალექტზე საუბრობდნენ, შეიძლება სვანურზე ან მეგრულზე. მას სხვა, მესამე პირი შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს. შემთხვევის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 1500 ლარამდე თანხა იყო წაღებული.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ-–- მ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამ-მართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდე-ბობაზე, 2017 წლის 15 მარტს ნ----ს ქუჩაზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა „მ--------ის“ ავ-ტოგასამართ სადგურზე. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად თავდასხმა უნ-და განეხორციელებია 1--- წელს დაბადებულ მ-------- ბ-------ს, 1--- წელს დაბადებულ ი-----–- ჩ----–-–---–ს, 1--- წელს დაბადებულ თ------ ბ-----ს და 1--- წელს დაბადებულ გ---- ბ------ეს, რომლებიც ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების მიზნით შეიარაღდნენ სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღით, მათ შორის თავიანთი მეგობრის ჯ---- კ--–-------ს მამის ზ------ კ--–-------ს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით და ამავე პიროვნების კუთ-ვნილი თეთრი ფერის „ჰონდა ედიქსის“ მარკის ავტომობილით გაემართნენ ზემოხსენებულ მისამართზე, სადაც განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომლის დასრულების შემდეგ გაემართნენ ქ. ქ-------–----------------ში მდებარე მ-------- ბ-------ის კუთვნილ საცხოვრე-ბელ ბინაში, სადაც გამოიცვალეს დანაშაულის ჩადენის დროს ტანთცმული ტანისამოსი, რომელიც ამავე სახლში დატოვეს. ამის შემდეგ გ---- ბ------ე და თ------ ბ----- მისთვის უცნობი ავტომობილით გაემართნენ ქ. თ---–--–--------–ის ქუჩაზე, ხოლო მ-------- ბ--------ი და ი-----–- ჩ----–-–---–ი მიიმალნენ ქ. ქ-------–------–----------------------------ში მდებარე თავისი ნათესავის გ------- ჩ--------ის საცხოვრებელ სახლში.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ კ---–--ის ჩვენებით და თ------ ბ-----ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენი-ლია, რომ 2017 წლის 16 მარტს ის, უბნის ინსპექტორები შ----- ა----–--ე, გ--- ბ-----ე, დ----- ა--–--–--- და გამომძიებლები მ--–---- ბ----–--ე, ბ--- კ-------ე ერთად იმყოფებოდ-ნენ ქალაქ თბილისში, სადაც ევალებოდათ თ------ ბ-----ს და გ---- ბ------ის მიმართ პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ჩატარება. მათ ჰქონდათ ინფორ-მაცია, რომ აღნიშნული პირებს შესაძლოა თან ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღები, სავა-რაუდოდ ისინი იმყოფებოდნენ ქ. თ---–--–---------–----------ში მდებარე ლ-–- ო--------ს საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ მისამართზე როდესაც მივიდნენ, ეზოში მართლაც შეამჩნიეს ზემოთხსენებული ორი პიროვნება, ისინი შეეცადნენ მიმალვას და გაიქცნენ ამავე კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოსაკენ. მათი შეჩერება მოახერხეს ზემოხსენებული კორ-პუსის ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარებთან, სადაც მოახდინეს მათი პირადი ჩხრეკა. მან შ----- ა----–--ესთან და მ--–---- ბ----–--ესთნ ერთად მონაწილეობა მიიღო თ------ ბ-----ს პირად ჩხრეკაში. თ------ ბ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ტანთცმული შარვლის სათავეში მარჯვენა მხარეს აღმოჩენილი და ამოღებულია შავი ფერის უნომრო პისტოლეტი, მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფითა და სავაზნეში მოთავსებული სამი ცალი ვაზნით, რომლებიც ადგილზე დაილუქა გამომძიებლის მიერ. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ თ------ ბ----- დააკავეს ბრალდებულის სახით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისათვის. ოქმებს ავსებდა მ--–---- ბ----–--ე.
(ტ.2, ს.ფ. 49-53, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ კ---–--ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია, ასევე დადასტუ-რებულია მოწმეების მ--–---- ბ----–--ის და შ----- ა----–--ის ჩვენებებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ა--–--–---ს ჩვენებით და გ---- ბ------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგე-ნილია, რომ 2017 წლის 16 მარტს იგი უბნის ინსპექტორებთან შ----- ა----–--ესთნ, გ--- ბ-----ესთან, მ------ კ---–--ესთან და გამომძიებლებთან მ--–---- ბ----–--ესთან და ბ--- კ-------ესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, სადაც ევალებოდათ თ------ ბ-----ს და გ---- ბ------ის მიმართ პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის ჩატარება. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირებს შესაძლოა თან ჰქონოდათ ცეცხლსას-როლი იარაღები, სავარაუდოდ ისინი იმყოფებოდნენ ქ. თ---–--–---------–----------ში განთავსებულ ლ-–- ო--------ს საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ მისამართზე როდესაც მივიდნენ ეზოში, მართლაც შეამჩნიეს ზემოთხსენებული ორი პიროვნება. ისინი შეეცადნენ მიმალვას და გაიქცნენ ამავე კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოსაკენ. მათი შეჩერება მოახერ-ხეს ზემოხსენებული კორპუსის ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარებთან, სადაც მოახ-დინეს მათი პირადი ჩხრეკა. მან გ--- ბ-----ესთან და ბ--- კ-------ესთან ერთად ჩაატარა გ---- ბ------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთცმული შარვლის სათავის მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, რომელიც ადგილზე დაილუქა გამომ-ძიებლის მიერ. ასევე, გ---- ბ------ისგან ამოიღეს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა გამომძიებლის მიერ. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ გ---- ბ------ე დააკავეს ბრალდებულის სახით. ოქმს ავსებდა გამომძიებელი ბ--- კ-------ე.
(ტ.2, ს.ფ.32-36, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე დ----- ა--–--–---ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია, ასევე დადას-ტურებულია მოწმეების ბ--- კ-------ისა და გ--- ბ-----ის ჩვენებებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ი-----–- ჩ----–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგე-ნილია, რომ იგი მდებარეობს ქ. ქ---------------------------ში. საცხოვრებელ ბინაში არსებულ, ი-----–- ჩ----–-–---–ის საწოლზე აღმოჩენილია შავი ფერის, ტყავის მოკლე ქურთუკი კაპიუშონით. ჩხრეკის შედეგად ქურთუკის მარჯვენა, გარე ჯიბეში აღმოჩენილია დაკეცილ მდგომარეობაში მოთავსებული ყავისფერი ნაქსოვი ქუდი, რომელსაც ერთ მხარეს გამოჭრილი აქვს სამი ნახვრეტი, კერძოდ ორი ზედა ნახვრეტი მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად, ხოლო მათ ქვემოთ გამოჭრილია მესამე ნახვრეტი. ქუდს მეორე მხარეს, ზედა ნაწილში აღენიშნება კიდევ ერთი ჭრილი. იმავე ტყავის ქურთუკის მარჯვენა გარე გულისჯიბეში აღმოჩენილია „ფ------ს“ დაგროვების ბარათი. ჩხრეკის შედეგად აღმოჩე-ნილი ტყავის ქურთუკი, ნაქსოვი ქუდი და ფ-------ბარათი დაილუქა ცალ-ცალკე სამ პაკე-ტად, 3------- ლუქის ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ.
(ტ.2. ს.ფ. 162-169)
ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია გამომძიებელ დ----- კ---------ის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მ-----– გ-------ის და ნ-----–---- კ-------ის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, მ------ გ--------ს (მ-------- ბ-------ის) საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ბინაში არსებული ტანსაცმლის საკიდიდან ჩამოხსნილია შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომლის გარეთა ქვედა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია ყავის-ფერი ტყავის საფულე, მასში ჩადებული ერთი აშშ დოლარის კუპიურით და ასევე ამოღე-ბულია მ-------- ბ-------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ნომრით 0--------; ამავე საკიდიდან ჩამოხსნილია ხაკისფერი, დათბილული ქურთუკი კა-პიუშონით, რომლის გარეთა, მარჯვენა, ზედა ჯიბიდან ამოღებულია ორი ცალი, პოლიეთი-ლენის პარკებში შეფუთული „ფ------ს“ დაგროვების ბარათი; ბინაში მოთავსებული დიდი ზომის მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ქსოვილის ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის ჩანართებით და ელვაშესაკრავით, რომლის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღე-ბულია ერთი ცალი ვაზნა და შავი ფერის ერთჯერადი სანთებელა; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის დათბილული ჟილეტი; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებულია შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომელშიც გაყრილია ტყავის ქამარი, წინა მარჯვენა ჯიბეში მოთავსებული ცარიელი შავი ფერის ტყავის საფულით; ამავე მუყაოს ყუთიდან ამოღებუ-ლია შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, ღილებით შესაკრავი; შავი ფერის წყალგაუმტარი ქსოვი-ლისაგან შეკერილი მრავალგანყოფილებიანი ჩანთა ბეჭზე გადასაკიდებელი ღვედით; ამავე ბინაში მდგომი საწოლის თავის ლითონის რიკულიდან ამოღებულია ლურჯი ფერის ჯინ-სის შარვალი, წარწერით „KOTON JEANS“; ამავე საწოლიდან ამოღებულია ლურჯი, გახეხილი ჯინსის შარვალი, წარწერით „DESPERADO“; ლურჯი გახეხილი ჯინსის შარვალი წარწერით „J.F. JOOY”.
(ტ.2. ს.ფ. 71-79)
ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია გამომძიებელ კ------------- ბ----------სა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების რ----- ნ-–------ის და ბ----- ა---–------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ------- ჩ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 15 მარტს იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში. საღამო ხანს, უკვე კარგა ხნის დაღამებული იყო, დაახლოებით ღამის 12-დან პირველ საათამდე მასთან სახლში მივიდა ნათესავი მ-------- ბ-------ი, რომე-ლიც ცხოვრობს ქალაქ ქ-------–-------ს ქუჩაზე. იგი ბინაში ამოვიდა მარტო. შემდეგ მანუ-ჩარს ჩაჰყვა ეზოში, სადაც მას ახლდა ორი ახალგაზრდა ბიჭი. როგორც იცის, ერთს ერქვა თ-----, ხოლო მეორეს - გ----. თუმცა, გვარები არ იცის. ისინი იყვნენ მეგრელები, ვინაიდან საუბრობდნენ მეგრულ ენაზე. მ--------მა უთხრა - ჩემი ძმაკაცები გამაყვანინე ი. ჭ-------ის გამზირზე ავტოსადგურზეო, რის შემდეგაც მისი სიმამრის ნივის მარკის ავტომანქანით წა-ვიდნენ ავტოსადგურზე, სადაც დატოვა მ--------ის ძმაკაცები, ხოლო თავად წავიდნენ ნ-----ს ქუჩაზე, მ--------ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მ--------მა დედამისს დაუბარა, რომ დარჩებოდა მასთან. მისმა მეუღლემ ქ--------- ს-----ემ მ--------ს საწოლი გაუშალა მცირე ზომის საძინებელ ოთახში და მ--------იც დაწვა დასაძინებლად. მეორე დღეს, დაახლოებით 22 საათისათვის ის და მ--------ი გამოვიდნენ ქალაქში მისი სიმამრის ავტომანქანით პირად საქმეზე, რის შემდეგაც ბრუნდებოდნენ სახლში, რა დროსაც ს---–--------ს გამზირზე მოძ-რაობისას შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მ-------- ბ-------ი წაიყვანეს პოლიციაში. 2017 წლის 17 მარტს, ღამის საათებში მის საცხოვრებელ ბინაში პოლიციის თა-ნამშრომლებს მისი მეუღლის თანდასწრებით ჩაუტარებიათ ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღიათ ორი ცალი პისტოლეტი იმ ოთახიდან, სადაც მის ბიძაშვილს მ-------- ბ-------ს ეძინა. ასევე ამოუღიათ ერთი ცალი შავი ფერის გასაშლელი დანა შესასვლელი ოთახიდან და ტანსაც-მელი. საცხოვრებელ ბინაში არანაირი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და არც გასაშლელი შავი ფერის დანა არასოდეს ჰქონია. ვინმე სხვა სტუმარი ამ ბოლო პერიოდში, გარდა მანუ-ჩარისა, მის ოჯახში არ ყოფილა. შესაბამისად, ეს იარაღები ეკუთვნის მ--------ს. მოწმემ ასევე დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსი.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ქ--------- ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის ცხოვრობს სულხან საბას გამ-ზირზე №27-ში, სადაც პოლიციის მუშაკების მიერ 2017 წლის 17 მარტს ღამით განხორ-ციელდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ის გაეცნო დადგენილებას ჩხრეკის ჩატა-რებასთან დაკავშირებით. ეძებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და ფულად თანხას, ჩხრეკა ჩატარდა მისი მონაწილეობით და მისივე თანხმობით, რა დროსაც ბავშვის საძინებელი ოთახიდან, კერძოდ საწოლის მატრასიდან ამოიღეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო შემოსასვლელში, კარადიდან ამოიღეს დანა. ასევე პოლიციის მუშაკებმა წაიღეს მისი მეუღ-ლის ტანსაცმელი, რომელთა ამოღებაც განხორციელდა იმ ოთახიდან, სადაც ბოლოს ეძინა მ-------- ბ-------ს წინა ღამით. გარდა ამ დღისა, მ--------ი ადრეც სტუმრობდა მის ოჯახს, რადგან მათი ახლობელია და ხშირადაც რჩებოდა მათთან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა 2017 წლის 17 მარტს 01:25 საათიდან 02:50 საათამდე ქ. ქ-------–------–-------------------------- ბინაში. შესასვლელ ოთახში განთავსებული კარადიდან ამო-ღებულია გასაშლელი შავი ფერის დასაკეცი დანა, მცირე ზომის საძინებელი ოთახში გან-თავსებული საწოლის მატრასის ქვეშ არსებული საყრდენი ფიცრიდან ამოღებულია ორი ცა-ლი პისტოლეტის მაგვარი ნივთი. რომელშიც მოთავსებული იყო ერთში 7 ცალი, ხოლო მეორეში 5 ცალი ვაზნა. მეორე საძინებელი ოთახში განთავსებული კარადიდან ამოღებუ-ლია ერთი შავი ფერის ადიდასის სპორტული ზედა, მოსაცმელით, ერთი მოლურჯო და მოშავო ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი. ამოღებული ნივთები დაილუქა. აღნიშნულ ჩხრე-კაში მონაწილება მიიღო გამოძიებელმა დ--- ფ---------მ, უბნის ინსპექტორმა მ--- ც--–--ემ და ს------ მ-------–--მ, ასევე გ------- ჩ--------ის მეუღლემ ქ--------- ს-----ემ. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ.
(ტ. 2, ს.ფ. 106-114)
ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია გამომძიებელ დ--- ფორჩხი-ძის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მ--- ც--–--ის და ს------ მ-------–--ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით. ასევე, მოწმე ქ--------- ს-----ის ჩვენებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ------ კ------ს ჩვე-ნებით დადგენილია, რომ გ------- ჩ--------ის ბინიდან ამოღებული პისტოლეტის ფორმის მქონე ობიექტები არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის პის-ტოლეტის მოდელი „GOLD STAR-2002“ და 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტის მო-დელი „WALTHER P22“. ისინი მასში მოთავსებულ ვაზნებთან ერთად მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ასევე, გ---- ბ------ის და თ------ ბ-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პისტოლეტის ფორმის მქონე ობიექტები არიან ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტების საშტატო ნიმუში „ПМ“. ისინი მათში მოთავსებულ ვაზნებთან ერთად მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრ-ძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
(ტ. 3, ს.ფ. 56-72)
მოწმე ზ---- ტ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმარ-თველოს პოლიციის მეორე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მან მო-ნაწილეობა მიიღო ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა-დათვალიერებაში და დანიშნა ბა-ლისტიკური ექსპერტიზა. კერძოდ, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახუ-რის ექსპერტების – გ------- ქ---------ისა და კ------- ც---–---ის მონაწილეობით დათვა-ლიერების მიზნით მოახდინა 2017 წლის 17 მარტს გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3------- ლუქის ბეჭდით დალუქული პაკეტი N2-ის გახსნა. პაკეტის გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მასზე გაკეთებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები. პაკეტში მოთავსებულია ორი ცალი პისტოლეტის მსგავსი ნივთი, რომელთაგან ერთი, პირობითად პირველი იყო შავი ფე-რის, საშუალო ზომის, რომელზეც არსებული შავი ფერის საღებავი არის გადაცილებული, მასვე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. პისტოლეტის მსგავს ნივთს ერთი მხრიდან კორპუსზე მითითებული აქვს წარწერა „GOLD STAR-2002”, მასზე შეიმჩნეოდა მოწითალო ფერის ლაქები. მითითებულ იარაღში მოთავსებულია მოვერცხლისფრო ფერის მჭიდის მსგავსი საგანი, რომელშიდაც ჩაწყობილია ორი ცალი მოყვითალო ფერის და ხუთი ცალის მოვერცხლისფრო ფერის ვაზნის მსგავსი საგნები. აღნიშნული ნივთები ექსპერტების მიერ დამუშავდა სპეციალური ჩხირების მეშვეობით, მათგან აღებული იქნა ანაწმენდები. ამოღე-ბული ანაწმენდები მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო- კრიმინალისტიკური სამსახურის N----------- პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N1), ხოლო პისტოლეტის მსგავსი ნივთი „GOLD STAR-2002“, მჭიდისმაგვარი საგანი და ვაზნისმაგვარი საგნები დაილუქა ერთად FCI547384 პაკეტში (პაკეტი N2). აღნიშნულის შემდეგ ამავე პაკეტიდან ამოღებული იქნა პირობითად მეორე ერთი ცალი პისტოლეტის მსგავსი საგანი, შავი ფერის, პირველთან შედარებით მცირე ზომის, რომელსაც აქვს გადმოსაწევი ჩახმახი და ჩამკეტი მექანიზმი, ნივთის კორპუსზე გვერდითა მხრიდან იკითხება ნ, „WARNING READ SAFETY MANUAL“, ტარზე ორივე მხრიდან ასევე იკითხება წარწერა „WALTHER“, იარაღის მსგავს საგანზე ასევე აღენი-შნება მოწითალო ფერის ლაქები. იარაღის მსგავს საგანში მოთავსებულია მოშავო ფერის მჭიდისმაგვარი საგანი, რომელშიც მოთავსებული სამი ცალი მოყვითალო ფერის და ორი ცალი მოვერცხლისფრო ფერის ვაზნის მსგავსი საგნები. აღნიშნული პისტოლეტის მსგავსი ნივთი და მასში მოთავსებული მჭიდისმაგვარი საგანი ექსპერტების მიერ დამუშავდა სპე-ციალური ჩხირების მეშვეობით, მათგან აღებულია ანაწმენდები. ამოღებული ანაწმენდები მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N---------- პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N3), ხოლო პისტოლეტის მსგავსი საგანი “WALTHER”, მჭიდის მსგავსი საგანი და ვაზნის მსგავსი საგნები დაილუქა ერთად F-------- პაკეტში განახსნელ პაკეტთან ერთად (პაკეტი N4). ასევე, გ------- ქ---------ისა და კ------- ც---–---ის მონაწი-ლეობით დათვალიერების მიზნით განხორციელდა 2017 წლის 17 მარტს გ---- ბ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3------- ლუქის ბეჭდით დალუქული პაკეტი N1-ის გახსნა. პაკეტის გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მასზე გაკეთებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები. პაკეტში მოთავსებულია ერთი ცალი შავი ფერის პისტოლეტის მსგავსი საგანი, რომელშიც მოთავასებულია სავაზნე კოლოფი და კოლოფში მოთავსებულია სამი ცალი ვაზნა. აღნიშნული პისტოლეტი და მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფი ექსპერტების მიერ დამუშავდა სპეციალური ჩხირების მეშვეობით, მათგან აღებულია ანაწმენდები. ამოღებული ანაწმენდები მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N---------- პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N1), ხოლო პისტოლეტის მსგავსი საგანი და მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფი და სამი ცალი ვაზნა დაილუქა ერთად სხვა განახსნელ პაკეტთან ერტად F-------- პაკეტში (პაკეტი N2). შემდეგ განხორციელდა თ------ ბ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3------- ლუქის ბეჭდით დალუქული პაკეტი N1-ის გახსნა. პაკეტის გახსნამდე ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მასზე გაკეთებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონა-წილე პირების ხელმოწერები. პაკეტში მოთავსებულია ერთი ცალი შავი ფერის პისტო-ლეტი, რომელშიც მოთავსებულია სავაზნე კოლოფი და კოლოფში მოთავსებულია სამი ცა-ლი ვაზნა. აღნიშნული პისტოლეტი და მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფი ექსპერტების მიერ დამუშავდა სპეციალური ჩხირების მეშვეობით, მათგან აღებულია ანაწმენდები. ამო-ღებული ანაწმენდები მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახუ-რის N--------- პაკეტში ერთ პაკეტად (პაკეტი N1), ხოლო პისტოლეტი და მასში მოთავ-სებული სავაზნე კოლოფი და სამი ცალი ვაზნა დაილუქა განახსნელ პაკეტთან ერთად F-------- პაკეტში.
(ტ. 3, ს.ფ.40-44, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის, გამომძიებელ დ----- ტ-------ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ამოღების ოქ-მით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მარტს 06:20 საათზე, ქ. ქუთაისში მდებარე პოლიციის მე-4 განყოფილებაში გ---- ბ------ისაგან მისივე თანხმობით ამოიღო ტანთცმული მორუხო ფერის ჯინსის შარვალი, რომლის ტოტების ორივე ბოლოში აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ადგილზე დაილუქა.
(ტ.3, ს.ფ.2-5, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის, გამომძიებელ მ--–---- ბ----–--ის ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ამოღებისა ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 მარტს 06:30 საათზე, ქ. ქუთაისში მდებარე პოლი-ციის მე-4 განყოფილებაში თ------ ბ-----საგან მისივე თანხმობით ამოიღო ტანთცმული ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომლის ორივე ტოტზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლა-ქები.
(ტ.3, ს.ფ.18-22, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის, გამომძიებელ დ----- ტ-------ის ჩვენებით და ნიმუშის აღების ოქმებით დადგენი-ლია, რომ დ----- ტ-------ემ ექსპერტების ბ------ უ----–--ის და გ------- ჯ---------ს მონაწი-ლებით გ---- ბ------ისაგან და თ------ ბ-----საგან ნებაყოფლობით პირის ღრუდან აიღო ნერწყვის დნმ-ის ნიმუში, რომელიც საკონტროლო ნიმუშთან ერთად მოთავსდა შსს-ს №--------- და №--------- პოლიეთილენის სპეციალურ პაკეტებში და დაილუქა.
(ტ.3, ს.ფ. 13-14, 31-32 (პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ვ---- ო-------ს ჩვენებით და მისი მიერ გაცემული ბიოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღე-ბული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტზე (ობ. №1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულ ვ-–- ფ------ეს; გ------- ჩ--------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ,,F--------(გოლდსტარი) და „F--------(ვალტერი) პისტოლეტიებდან აღებულ ანაწმენდებზე ვლინდება ვ-–- ფ-----ის (ობ.N36) გენეტიკური პროფილი; პაკეტში, წარწერით: „F--------, პისტოლეტის ტიპის საგნიდან ამოღებულ (გ---- ბ------ის პირადი ჩხრეკისას) ანაწმენდზე გენეტიკური პროფი-ლის ერთ-ერთი წილი გ---- ბ------ის გენეტიკური პროფილის იდენტურია; პაკეტში, წარწერით: N---------, პისტოლეტის ტიპის საგნიდან ამოღებულ (თ------ ბ-----ს პირადი ჩხრეკისას) ანაწმენდზე გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი თ------ ბ-----ს გენეტი-კური პროფილის იდენტურია; პაკეტებში, წარწერით „...თ------ ბ-----ს შარვალი...“ , „...გ---- ბ------ის შარვალი...“ და „...მ------ გ--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის დათბილული ჟილეტი...“ მოთავსებულ შარვლებზე (ობ.N17-20) და ჟილეტზე (ობ.N22) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ-–- ფ-----ეს (ობ.N36).
(ტ.4)
ექსპერტ ლ--–- ნ-----–-–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული მიკრონაწილაკური ექს-პერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეცია-ლურ პაკეტში შტრიხკოდით F-------- და წარწერით: „შემთხვევის ადგილის დათვალიე-რებისას ამოღებული...“ მოშავო ფერის ნაქსოვ ქუდზე; პაკეტებში წარწერით: „მ------ გ--------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული...“ მოშავო ფერის ჩანთაზე; ნაქსოვ პიჯაკზე; მოშავო ფერის ჟილეტზე; მოშავო ფერის შარვალზე; ხაკისფერ ქურთუკზე და მოშავო ფერის ქურთუკზე; გ---- ბ------ის შარვალზე; ვ-–- ფ-----ის კაპიუშონიან ჟილეტზე; პაკეტებში წარწერით: ,,ი-----–- ჩ----–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული...“ მოყავისფრო ქუდზე და ქურთუკზე აღინიშნება არათანაბრად შეღებილი მო-ლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოები. აღნიშნული სახის ბოჭკოები შედიან ექსპერტიზაზე წარ-მოდგენილ თ------ ბ-----ს ჯინსის შარვლის, პაკეტებში წარწერით: „მ------ გ--------ს საც-ხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული...“ მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის (ეტიკეტზე წარწერით: „J.F.JOOY); ჯინსის შარვლის (ღილზე წარწერით „KOTON JEANS“); ჯინსის შარვ-ლის (ღილზე წარწერით „DESPERADO”) და ჟაკეტის ნართის შემადგენლობაში. ვინაიდან აღნიშნული სახის ბოჭკოები შედიან ჯინსის ქსოვილების შემადგენლობაში და არიან ფარ-თოდ გავრცელებული, ამიტომ ზედაპირებზე არსებულ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს ამ კონკრეტულ შემთხევაში არ გააჩნიათ საიდენტიფიკაციო მნიშვ-ნელობა.
(ტ.4)
ი-----–- ჩ----–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვაში მიუთი-თა, რომ საერთოდ არ ჰყავს პოლიციელი ლ-–- მ--------- ნანახი და საიდან უნდა ამოეცნო მას?! არ ეთანხმება პროკურორის სიტყვას და არანაირი შეხება ამ საქმესთან არ აქვს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გ---- ბ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვაში მიუთითა, რომ ერთი დღით იყო ქუთაისში ჩამოსული შემთხვევის დღეს. დნმ საიდან დაემთხვა წარმოდ-გენა არ აქვს, რაც პროკურორმა ისაუბრა სინამდვილეს არ შეესაბამება. ქ. თბილისში დაკავე-ბის მომენტში იმყოფებოდა ბინაში, კერძოდ - საპირფარეშოში, სადაც შემოვარდნენ პოლი-ციელები და უთხრეს, რომ ყაჩაღობა ჰქონდა ჩადენილი, რაც არ შეესაბამება რეალობას. იმ ოჯახში მივიდა ახლობლურად და არა თავის შესაფარებლად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
თ------ ბ-----მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვაში მიუთითა, რომ გ---- ბ------ესთან ერთად ის დააკავეს თბილისში, მანამდე ქუთაისში იყვნენ ბ-------თან, ვინაიდან ახლობლობენ ოჯახებით. არც ქუჩაში იყვნენ, არც რაიმეს აშავებდენ და პოლიციე-ლებიც, რომლებმაც მათი დაკავება მოახდინეს, არ იყვნენ პოლიციის ფორმაში. მას და გ----ს იარაღები არ ჰქონიათ. დაკავებისას შეურაცხყოფას აყენებდენ, სცემდენ. ერთ-ერთი პოლი-ციელი დაემუქრა, თუ არ აღიარებდა ბრალს, მის მეგობრებს ნარკოტიკით აუვსებდა ჯიბეს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მ-------- ბ-------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საბოლოო სიტყვაში მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს სვამდენ ბინის წინ, იქ მარტო ბ------ე და ჩ----–-–---–ი არ ყოფილან, იყვნენ მეზობლებიც. ბ-----ს ეძინა მასთან ბინაში. სმის დროს ბინიდან ჩამოვიდა ბ-----, რადგან მისთვის დაურეკავთ, რომ სასწრაფოდ თბილისში ყოფილან წასასვლელი, ისინი გააცილეს სადგურზე, ჩასვეს თბილისის მარშუტში ესენი (გ---- ბ------ე და თ------ ბ-----) და როცა ჩავიდნენ დაურეკეს მას. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ასეთი არ არსე-ბობს. იმ დღეს როცა შეიყვანეს პოლიციაში, მიუტანეს სურათები ამ პიროვნებებს თუ იცნო-ბო. მან უთხრა, რომ იცნობდა, ვინაიდან ბ-----, ჩ----–-–---–ი და ბ------ე მისი მეგობრები არიან. ჰკითხეს თუ სად იყო შემთხვევის დღეს (1 მარტს), უპასუხა რომ იმყოფებოდა ბათუმში, წავიდა მანქანით, ტაქსით. რაც შეეხება იარაღს (გ------- ჩ--------ის ბინიდან ამოღებულს) აღიარებს, რომ მისი იყო, მაგრამ სისხლი საიდან აღმოჩნდა მასზე, არ იცის. ყაჩაღობის ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლისა და დაცვის მხარიას სააპელაციო საჩივრებს და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას.
ავტოგასამართ „ფ------ზე“ განხორციელებული ყაჩაღურური თავდასხმის ეპიზოდი:
ბრალდების მხარის მიერ, შპს „ფ------ზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ეპი-ზოდში წარმოდგენილი არ არის გამამტყუნებელი განჩენით პირის დამნაშავედ ცნობი-სათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობა.
ბრალდების ამ ეპიზოდში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებუ-ლებებია:
- მოწმეების ლ-–- მ---------სა და ა---------– ფ------–---ს ჩვენებები;
- კ--- ბ----–--ისა და ლ-–- ლ-------ის ჩვენებები;
- შემთხვევის ადგილისა და ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის შესახვევს შორის არ-სებული ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერი;
- მ-------- ბ-------ისა და ი-----–- ჩ----–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, რა დროსაც ამოღებული იქნა „ფ------ს“ დაგროვებითი ბარათი.
მოწმეების ლ-–- მ---------სა და ა---------– ფ------–---ს ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ისინი სავარაუდო ჩვენებებია. მოწმეებმა ავტოგასამართ სადგურ ფ------დან ამოღებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას მანუ-ჩარ ბ-------ი და ი-----–- ჩ----–-–---–ი მიამსგავსეს ვიდეოჩანაწერში ასახულ, ყაჩაღობაში მონაწილე პირებს სიარულის მანერითა და აღნაგობით.
გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება ვერც მოწმეების კ--- ბ----–--ისა და ლ-–- ლ-------ის ჩვენებები, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორ-მაცია, თითქოსდა ი-----–- ჩ----–-–---–მა და მ-------- ბ-------მა ოპერატიული გასაუ-ბრების ფარული ჩაწერისას აღიარეს „ფ------ზე“ თავდასხმის ფაქტი, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით. ი-----–- ჩ----–-–---–ი და მ-------- ბ-------ი არცერთ ეტაპზე არ აღია-რებდნენ ყაჩაღობის ფაქტს, ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოში, ფარული საუბ-რის ამსახველი DVD დისკების გამოკვლევისას მასზე არანაირი ჩანაწერი არ აღმოჩნდა.
შემთხვევის ადგილისა და ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლის შესახვევს შორის არსე-ბულ ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერს რაც შეეხება, ბრალდებულების მეზობლის – ჯ---- კ--–-------ს მანქანაში ბრალდებულთა ყოფნის ფაქტი არ დასტურდება არც ავტო-მანქანის მფლობელის ჩვენებით და არც სხვა რომელიმე მტკიცებულებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა-ნახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელ განა-ჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
ნებისმიერი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
შესაბამისად, არ არსებობს საფძველი სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრს და-კმაყოფილებისათვის.
ავტოგასამართ სადგურ „მ--------ზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდი.
სააპელაციო პალატა არ იზარებს მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრების მოტივაციას გ---- ბ------ისა და თ------ ბ-----ს უდანაშაულოდ ცნობის, ხოლო მ-------- ბ-------ისათვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
ავტოგასამართ სადგურ „მ--------ზე“ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში გ---- ბ-------ისა და თ----- ბ-----ს მონაწილეობა და მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბ-რძოლო მასალის შეძენა და ტარება სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია შემ-დეგი მტკიცებულებებით:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რა დროსაც ამოღებული იქნა შავი ფერის ნაჭრის ქსოვილისგან დამზადებული ქუდი, მასზე ამოჭრილი სამი ნახვრეტით და სისხლისმაგვარი ლაქებით;
- დაზარალებულ ვ-–- ფ-----ის ჩენებით, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 15 მარტს თავს დაესხა ორი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, 25-30 წლის ასაკამდე პირი, რომ-ლებმაც თავში რაღაც ჩაარტყეს და გაითიშა. თავდამსხმელებმა გაიტაცეს 1500 ლარამდე თა-ნხა.
- გ---- ბ------ის პირადი ჩხრეკის ოქმთ, რა დროსაც მისი ტანთცმული შარვლის სათავის მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, რომელიც ადგილზე დაი-ლუქა გამომძიებლის მიერ.
- თ------ ბ-----ს პირადი ჩხრეკის ოქმით, რა დროსაც მისი ტანთცმული შარვლის სათავეში მარჯვენა მხარეს აღმოჩენილი და ამოღებულია შავი ფერის უნომრო პისტოლეტი, მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფითა და სავაზნეში მოთავსებული სამი ცალი ვაზნით, რომ-ლებიც ადგილზე დაილუქა გამომძიებლის მიერ.
- ამოღების ოქმებით, რომელთა მიხედვითაც გ---- ბ------ისა და თ------ ბ-----საგან ამო-ღებული იქნა მათი კუთვნილი შარვლები სისხლისმაგვარი ლაქებით.
- ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ვ---- ო-------ს ჩვენებით, რომლის მიხედვითაც:
თ------ ბ-----სა და გ---- ბ------ისაგან ამოღებულ შარვლებზე არსებული ლაქები წარმო-ადგენს ადამიანის სისხლს და იგი ეკუთვნის ვ-–- ფ-----ეს.
გ---- ბ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პისტოლენტის ანაწმენზე გენეტიკური პრო-ფილის ერთ-ერთი წილი გ---- ბ------ის გენეტიკური პროფილის იდენტურია.
თ------ ბ-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პისტოლენტის ანაწმენზე გენეტიკური პრო-ფილის ერთ-ერთი წილი თ------ ბ-----ს გენეტიკური პროფილის იდენტურია.
- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლის მიხედვითაც გ---- ბ------ისა და თ------- ბ-----საგან ამოღებული პისტოლეტები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატე-გორიას.
გარდა ზემოაღნიშნულისა გ---- ბ------ისა და თ------ ბ-----ს მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება მოწმეების ბ----- ე-–----ს, ო-–-- ს-----ის, ლ-–- მ---------ს, მ------ კ----–--ის, მ--–---- ბ----–--ის, შ----- ა----–--ის, დ----- ა--–--–---ს, ბ--- კ-------ის, გ--- ა---------ის, კ------------- ბ----------ს, რ----- ნ-–------ის, ბ----- ა---–------ის, გ------ კ------ს, დ----- ტ-------ის ჩვენებებით.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს ი-----–- ჩ----–-–---–ის მიმართ გა-მამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერ-თობლიობა ავტოგასამართ სადგურ „მ--------ზე“ ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში.
მართალია დადგენილია, რომ გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღე-ბულ პისტოლეტზე (რომლის შენახვასაც სახელმწიფო ბრალდება მ-------- ბ-------ს ედავე-ბა), აგრეთვე მ------ გ--------ს (მ.ბ-------ის) საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ დათბილულ ჟილეტზე აღმოჩენილი გენეტიკური პროფილები, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვის მიხედვით, ვ-–- ფ-----ეს ეკუთვნის (თუმცა მ-------- ბ-------ს ბრალდება არ შედა-ვებია „,მ--------ზე“ ყაჩაღურ თავდასხმას), არ არსებობს საფუძველი ი-----–- ჩ----–-–----–ისათვის ამ დანაშაულისათვის მსჯავრის დადებისათვის, რადგან აღნიშნული არ სცილდება ვარაუდის დონეს.
რაც შეეხება მ-------- ბ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის სასჯელის შე-მსუბუქების თაობაზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ-------- ბ-------ს როგორც ჩა-დენილი დანაშაულისათვის, ასევე განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სას-ჯელი განსაზღვრული აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასითის, ხარისხის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა შესა-ბამისად იმ ზომით, რისი შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ი-----–- ჩ----–-–---–ის, გ---- ბ------ის, თ------ ბ-----სა და მ-------- ბ-------ის მიმართ უნდა დარ-ჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი-----–- ჩ----–-–---–ის, გ---- ბ------ის, თ------ ბ-----სა და მ-------- ბ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-----–- ჩ----–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ი-----–- ჩ----–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტე-ბით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი ) წარდგენილ ბრალდებებში.
ი-----–- ჩ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქ-მებულია.
გამართლებულ ი-----–- ჩ----–-–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენე-ბული ზიანის ანაზღაურება.
გ---- ბ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გ---- ბ------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვე-პუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფ-რო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობ-ლიობით, გ---- ბ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვე-თა 07 (შვიდი) წლის ვადით.
გ---- ბ------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 16 მარტიდან.
გ---- ბ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
თ------ ბ----- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ-------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
თ------ ბ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვე-პუნქტებით (შპს „მ--------ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავი-სუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწი-ნებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფ-რო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობ-ლიობით, თ------ ბ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღ-კვეთა 07 (შვიდი ) წლის ვადით.
თ------ ბ-----ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 16 მარტიდან.
თ------ ბ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
მ-------- ბ-------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შპს „ფ------ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
მ-------- ბ-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს და აღსრულდეს მ-------- ბ-------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯე-ლის მოუხდელი ნაწილი – 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განა-ჩენთა ერთობლიობით მ-------- ბ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავი-სუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მ-------- ბ-------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 17 მარტიდან.
მ-------- ბ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ CD-R დისკზე; ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ CD-R დისკ-ზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალა ერთ CD-R დისკზე; შპს „ფ------ს“ ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; ჟვანიას სახელობის სკოლის ვიდე-ოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; გოა კრედიტის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; ჯიპისი აფთიაქის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; პეესპე აფთიაქის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე ავერსი აფთიაქის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე გალფის ბენზოგასამართი სადგურის ვიდეოთვალის ჩანა-წერი ერთ DVD-R დისკზე; შპს ა---------ი ვიდეოთვალის ჩანაწერი ორ DVD-R დისკზე; სოკა-რის ბენზოგასამართი სადგურის ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ DVD-R დისკზე; ფონოგრამა ორ CD-R დისკზე - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას ამოღებული: წებოვანი ლენტი და სარეკლამო ბარათი, პოლიეთილენის გამჭვირვალე ბოთლი, ხელის ორი კვალი, ხელის ოთხი კვალი, სუნის კვალი, სამედიცინო პირბადე, სუნის ნიმუში, ანაწმენდები, ხელის კვლები, შავი ფერის ქუდი, სისხლისმაგვარი ლაქები, თმისმაგვარი ღეროები; ი-----–- ჩ-----–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი ნაქსოვი ქუდი (ნიღაბი); ზ------ი კ--–-------ს კუთვნილი ავტომობილიდან (“HONDA EDIX” სახ/ნომრით B--------), აღებული: ანაწმენდი საჭის ზედაპირიდან, ანაწმენდები გადაცემათა კოლოფის სახელურიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები წინა მარჯვენა სავარძლიდან, მიკრონაწილა-კების ნიმუშები წინა შუა სავარძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები წინა მარცხენა სავარ-ძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები უკანა მარჯვენა სავარძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები უკანა შუა სავარძლიდან, მიკრონაწილაკების ნიმუშები უკანა მაარცხენა სავარძ-ლიდან; ვ-–- ფ-----ის ნერწყვის ნიმუში; ვ-–- ფ-----ის დაქტილობარათი; ი-----ი ა-----ის ნერწყვის ნიმუში; ი-----ი ა-----ის დაქტილობარათი; მ-------- ბ-------ის ნერწყვის ნიმუში; მ-------- ბ-------ის დაქტილობარათი; ი-----–- ჩ----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში; ი-----–- ჩ----–-–---–ის დაქტილობარათი; გ---- ბ------ის ნეწრყვის ნიმუში; გ---- ბ------ის დაქტი-ლობარათი; თ------ ბ-----ს ნერწყვის ნიმუში; თ------ ბ-----ს დაქტილობარათი; ანაწმენ-დები ცეცხლსასროლი იარაღიდან; სამედიცინო პირბადე, გ------- ჩ--------ის საცხოვრებე-ლი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა, როლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამ-მართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის მზის სათვალე, „LG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი; შავი ფერის წინდა; ფულადი თანხა; ვ-–- ფ-----ის ტანისამოსი; მ------ გ--------ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩრეკის შედე-გად ამოღებული: - ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით „KOTON JEANS“, შავი ფერის ჯინსის შარვალი ქამრით და მისი ჯიბიდან ამოღებული ცარიელი ტყავის საფულე, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით „DESPERADO”, შავი ფერის დათბილული ჟილეტი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით „J.F. JOOY”, შავი ფერის ტყავის ქურთუკი, ხაკისფერი კაპიუშონიანი ქურთუკი, შავი ფერის ჯინსის ქურთუკი, შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, შავი ფერის ჩანთა ღვედით, ფ------ს ბარათი; ი-----–- ჩ----–-–---–ის საცხოვრე-ბელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტყავის ქურთუკი და ფ------ს ბარათი; გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანისამოსი; ავტომანქანა და რეგისტრაციის მოწმობა („HONDA EDIX“ სახ/ნომრით B--------); გ---- ბ------ის შარვა-ლი; თ------ ბ-----ს შარვალი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეთ მათ მესაკუთრეებს, ან/და კანონიერ მფლობელებს, საქ-მეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – გ------- ჩ--------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი „GOLD STAR-ის“ მოდეილის ცეცხლსასროლი იარაღი შვიდი ცალი ვაზნით და “WALTHER P22-ის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ხუთი ცალი ვაზნით; გ---- ბ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ПМ-ის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარა-ღი სამი ცალი ვაზნით; თ------ ბ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ПМ-ის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი სამი ცალი ვაზნით, შემდგომი განკარგვის მიზნით გადა-ეგზავნოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს, საქმეზე საბო-ლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe