განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-769-2018 წელი
№010100118002567424
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
6 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- დ--------–--ის,ადვოკატის – ლ-–- რ-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ს----------- მ-------------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ს----------- მ-------------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, უ--------ის მოქალაქე, პასპორტის №---------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, რეგის-ტრირებული უ--------ში, ქ. ფ-------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ბ------–----------------------------–--–--------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს უვადო თავი-სუფლების აღკვეთა.
ს----------- მ-------------ს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტანციონალური დახ-მარების კრიტერიუმების ამოწურვამდე – გამოჯანმრთელებამდე, შეფარდებული სასჯე-ლის (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტანციონალური დახმარება) მოხდა განე-საზღვრა შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში – აკადემიკოს ბ. ნანე-იშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს კანონით დადგენილი წესით – სასჯელაღ-სრულების შესაბამის დაწესებულებაში.
aRwerilobiTi nawili:
ს----------- მ-------------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო დამნაშავისათ-ვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს----------- მ------------- ნათესავ შ---–------ ჯ-----------სთან და ზ-----–-------- ს---------------ს არასრულწლოვან შვილთან 2----–-–----------------ს დაბადებულ დ---- ს---------------სთან ერთად 2018 წლის 11 მაისიდან დროებით ცხოვრობდა ქ. ბ------–----------------------------–--–-------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში.
ზ-----–-------- ს-------------- 2018 წლის მარტში წავიდა თურქეთის რესპუბლიკაში იმ პირობით, რომ მალე დაბრუნდებოდა, ხოლო არასრულწლოვანი შვილის მეთვალყურე-ობა ს----------- მ-------------ს სთხოვა. თურქეთის სახელმწიფოდან უ--------ში დე-პორტაციის გამო ზ-----–-------- ს--------------მ ვეღარ მოახერხა საქართველოში დაბ-რუნება და ბავშვის მოვლა-პატრონობა ს----------- მ-------------ს მოვალეობად იქცა, რამაც ეს უკანასკნელი გაანაწყენა.
ს----------- მ------------- 2018 წლის 13 ივნისს, საღამოს საათებში, შ---–------ ჯ------------სთან და არასრულწლოვან დ---- ს--------------სთან ერთად იმყოფებოდა ქ. ბ-------–---------------------------–--–-------ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ზ-----–-------- ს--------------ზე განაწყენებულმა წინასწარი შეცნობით, მასთან ერთად მცხოვრებ არასრულწლოვან დ---- ს--------------ს, რომელსაც თავისი ასაკიდან გამომდინარე, ფიზიკური მდგომარეობის გამო არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის უნა-რი და იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში, განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინე-ბით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მოკვლის განზრახვით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რასაც შედეგად ამ უკანანასკნელის გარდაცვალება მოჰყვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს----------- მ-------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-–- რ-------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ს----------- მ--------------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ სასამართლომ განაჩენის დადგენის დროს არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება მოცემულ საქმეში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. საქმეში არ არსებობდა ს----------- მ-------------ს მიმართ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მსჯავრდებულ ს----------- მ-------------ს ბრალად წარ-დგენილი ქმედების სრული მოცულობით ბრალეულობაში. ს----------- მ-------------ს არ ჰქონია პირდაპირი განზრახვა ჩაედინა დ---- ს--------------ს მკვლელობა დამა-მძიმებელ გარემოებებში.
განაჩენის დადგენისას დარღვეულია აგრეთვე სამართლიანობის პრინციპიც. ს. მ--------------ს დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციის თანამშრომლები-სათვის, არ ჰქონია მოსალოდნელი პასუხსიმეგბლობისაგან თავის დაღწევის მცდელობა. ყველა სასამართლო სხდომა ჩატარდა მისი მონაწილეობით. მოწმე შ---–------ ჯ------------მ, რომელიც ფაქტის უშუალო შემსწრეა, აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 8 მარ-ტიდან ს----------- მ------------- ზრუნავდა ბავშვის, დ---- ს--------------ს განვითა-რებაზე, უზრუნველყჰოფდა საკვები პროდუქტებითა და ტანსაცმლით. სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 25 ივლისის დასკვნის თანახ-მად ს----------- მ------------- ბრალად შერაცხული მართლსაწინაღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. . . ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს----------- მ-------------ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ ს----------- მ-------------ს ინტერესების დამცველ ადვო-კატს ლ-–- რ-------ეს, რომელიც ითხოვს ს---------- მ-------------ს მიმართ გამამართ-ლებელი განაჩენის გამოტანას.
– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ი-----–- დ--------–--ეს, რომელიც გასაჩივრე-ბულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს გა-საჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმე ვ------- თ---------ის ჩვენების თანახმად, იგი ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილე იყო. სამსახურეობრივი მოვალეო-ბის შესრულების დროს, 2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მასთან სამუ-შაო ოთახში შევიდა განყოფილების ოპერატიული მორიგე გ---- შ----ე, რომელმაც მოახ-სენა, რომ განყოფილებაში იყო ორი უ--------ის მოქალაქე შესული და აუხსნა, რომ ბავ-შვი ჰყავდათ გარდაცვლილი. ვ------- თ---------ე სამუშაო ოთახიდან გავიდა და დაი-ნახა ქალბატონი, რომელსაც ზეწარში ჰყავდა გახვეული ბავშვი, თან ახლდა მეგობარი. ზეწარი რომ გადახადა, ბავშვს აღენიშნებოდა ჩალურჯება სახის არეში, დაზიანებები და იყო გარდაცვლილი. იქვე გვერდით პატარა ტახტი იყო და ტახტზე დაასვენეს ბავშვი. ქალბატონი ეუბნებოდა რომ არ შეეძლო ბავშვზე ყურება და სთხოვა გადაეყვანა მეორე ოთახში. შეეკითხა ქალბატონს რა მოხდა და მან დაუდასტურა, რომ ბავშვი ცემაში შემო-აკვდა. აღნიშნული დაადასტურა მისმა თანმხლებმაც. ქალბატონი გადაიყვანა გვერდით სამუშაო ოთხში გამომძიებლებთან და მორიგეს დაავალა დაერეკა დეპარტამენტის მო-რიგესთვის და მოეხსენებია აღნიშნული ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც მოვიდა ხელმ-ძღვანელობა და ოპერატიული ჯგუფი განყოფილებაში. ამ პერიოდში ესაუბრებოდა ს------------ს. მანამდე მორიგეს უთხრა, რომ დაერეკა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისთ-ვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ბავშვი გარდაცვლილი იყო თუ არა. მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაადასტურა ბავშვის გარდაცვალების ფაქტი. აღნიშნულის შემდეგ საქმეზე დაიწყო გამოძიება, გამოძახებული იქნა სამედიცი-ნო და კრიმინალური ექსპერტები და ქალბატონის და მისი მეგობრის თანდასწრებით მოხდა გვამის დათვალიერება. აღნიშნულის შემდგომ ს----------- მ------------- დაკავე-ბული იქნა. მოწმის განმარტებით ეს ფაქტი დაფიქსირებული უნდა ჰქონოდა პოლიციის განყოფილების სათვალთვალო კამერებს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე გ---- შ----ემ ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა მოწმე ვ------- თ----------ის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ანა ა---------ს ჩვენების თანახმად, იგი ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლი-ციის მე-2 განყოფილების თანამშრომელია. 2018 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 24 საათი იქნებოდა დანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით წავიდა მე-7 განყოფილებაში, სადაც მისთვის იმ დროს უცნობ ქალბატონთან საჭირო იყო საგამოძიებებო მოქმედებების ჩა-ტარება, ხოლო პოლიციის მე-7 განყოფილებაში ქალი თანამშრომელი არ ჰყავდათ. გან-ყოფილებაში მისვლისას შესასვლელში, ხელმარჯვნივ, ტახტზე დასვენებული იყო ბავშ-ვის გვამი. მორიგეს - გ---- შ----ეს ჰკითხა რა ხდებოდა, რომელმაც განუმარტა, რომ ქალბატონმა ბავშვი მოკლა ცემით, მიიტანა გვამი ტაქსით და დაასვენა განყოფილებაში. ანა ა---------მ იკითხა თუ სად იყო აღნიშნული ქალბატონი და მიუთითა კაბინეტზე, რომელიც იყო შენობის მარცხენა მხარეს. შევიდნენ კაბინეტში და გაესაუბრნენ ქალ-ბატონს, რომელმაც უთხრა რომ ცემაში მოკლა მეგობრის ბავშვი, რომელიც 2018 წლის მარტის თვეში დაუტოვა მეგობარმა. განმარტა, რომ მას შეეზღუდა თავისუფლება, ის ვერ დადიოდა მის ნებაზე თავისუფლად დისკოთეკაზე, თავისუფალ ცხოვრებას იყო შე-ჩვეული, ამიტომ მისთვის პრობლემა იყო ამ ბავშვზე ზრუნვა, რის გამოც სისტემატუ-რად ცემდა, ხოლო დღეს კი შემოაკვდა ცემაში და გვამი განყოფილებაში წარადგინა. ს----------- მ-------------სთან პოლიციის მე-7 განყოფილებაში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე თ----- კ---–--–--ემ ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა მოწმე ანა ა----------ს ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე შ---–------ ჯ-----------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული მისი დეიდაშვილია. შ---–------ ჯ----------- 2013 წლიდან ბათუმში ცხოვრობს, სადაც ერთ-ერთ დისკოთეკა-ზე გაიცნო აწ გარდაცვლილი დ---- ს--------------ს დედა, რომელიც 2018 წლის 08 მარტს წავიდა თურქეთის რესპუბლიკაში რამოდენიმე დღით, ხოლო ბავშვი - დ---- ს-------------- მასთან და ს----------- მ-------------სთან დატოვა მოსავლელად, ვინაი-დან ბავშვის მომვლელის ვალი ჰქონდა გადაუხდელი 200 აშშ დოლარის ოდენობით. ბავშვის დედა თურქეთიდან არ დაბრუნდა, რის გამოც დ---- ს--------------ს მოვლა ს----------- მ-------------ს მოვალეობად იქცა, აღნიშნულის გამო ეს უკანასკნელი ვეღარ მუშაობდა, სახლში იმყოფებოდა მუდმივად, რამაც მისი სიბრაზე გამოიწვია დ---- ს------------ს დედის მიმართ. შემთხვევის დღეს ს----------- მ------------- მთვრალი იყო და ბავშვი რამოდენიმეჯერ ცემა, რამაც საბოლოო ჯამში ამ უკანასკნელის სიკვდილი გამოიწვია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 14 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (ფოტო-სურათებით) თანახმად, ბ---------------------------------–--–-------ში მდებარე სახლში მისვლისას მოწმე შ---–------ ჯ-----------მ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ს----------- მ------------- ცემდა მათთან მყოფ მცირეწლოვან დ----ს, ცემის შემდეგ საწოლზე მარ-ტო იყო დატოვებული ბავშვი, ოთახიდან მას და ს----------- მ-------------ს მოესმა ბავ-შვის ხროტინის და ხრჩობის ხმა რა დროსაც მასთან შევიდა ს----------- მ------------- და სთხოვა წყლის შეტანა, ასევე უთხრა, რომ ბავშვი შემოაკვდა ცემით და აღარ სუნთქავდა. მოწმემ შემდეგ მიუთითა იმ ოთახზე სადაც თვითონ იწვა და შემოესმა ხმაურის ხმა. გაიღვიძა და მეორე ოთახში შესულმა დაინახა როგორ გამეტებით სცემდა ს----------- მ------------- დ----ს. შემდგომ მის მიერ მითითებული იქნა სანაგვე რკინის ურნაზე, რომელიც გარეთ იდგა, სადაც ჩაყარა ორი ცალი ტილო და ბავშვის ტანსაცმელები, კერ-ძოდ: ტილოები, რომლითაც გაწმინდეს დ---- და ტანსაცმელი რაც ეცვა გარდაცვა-ლებამდე. ურნიდან ამოღებული იქნა ტილო, სტაფილოსფერი გასამშრალებელი ტილო და გარდაცვლილი მცირეწლოვანის ტანისამოსი. (საცვალი, თხელი შარვალი და მაისუ-რი).
საქმეში არსებული, 2018 წლის 14 ივნისის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის (ფოტოსურათებით) თანახმად, ქ. ბ------–---------------------------–--–--------ში მდება-რე საცხოვრებელ სახლში ნაგვის ურნის გვერდით დგას მოწითლო შეფერილობის პო-ლიეთილენის პარკი, რომელშიც აღმოჩნდა ბავშვის ერთი ცალი მოლურჯო შეფერილო-ბის ქსოვილის შარვალი, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა ნახატები, შარვალი არის სველ-ნოტიო მდგომარეობაში, ამავე პარკში აღმოჩნდა ერთი ცალი წითელი ფერის ბავ-შვის მაისური, მაისური არის ნოტიო მდგომარეობაში და მასზე აღინიშნება ღია ფერის ლაქები, ამავე პარკში აღმოჩნდა ასევე ორი ცალი თეთრი ფერის სველი სალფეთქის ნა-ჭერი. სამზარეულოდან შევდივართ საძინებელ ოთხში, სწორედ ამ ოთახის ლამინატზე, შესასვლელი კარის მოპირდაპირედ, იატაკზე, აღმოჩენილი იქნა მოწითალო შეფერი-ლობის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც დასურათდა, შემდგომ კი ამოღებული იქნა თეთ-რი ფერის დოლბანდზე. საწოლის განაპირა კედლის მხარეს არსებული მხრიდან კედ-ლის კუთხეში აღმოჩენილი იქნა თეთრი ფერის გრძელი პერანგი, რომელსაც გულმკერ-დის არეში აღენიშნება წითელი და მუქი ლურჯი ფერის ნახატი, ამ პერანგზე, როგორც წინა ისე უკანა მხარეს აღინიშნება მოწითლო შეფერილობის სისხლის მაგვარი ლაქები. პერანგს წინა გვერდითი, მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანება ნახევის სახით.
საქმეში არსებული, 2018 წლის 14 ივნისის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლი-ციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარებული გვამის დათვალიე-რების ოქმის თანახმად, შენობის შესასვლელ ჰოლში ხელმარჯვნივ, შავი ფერის ტყავის დივანზე ასვენია მდედრობითი სქესის ბავშვის გვამი. გახვეულია ზეწარში. გვამი წევს გულაღმა, ხელები გაშლილი, თავი მობრუნებულია მარჯვნივ. აცვია ვარდისფერი სპორტული გრძელმკლავიანი მაისური. ასევე შავი ფერის სპორტული შარვალი. ს------------ მ-------------ს გადმოცემით ბავშვს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში გააჩნია სისხლჩქცევები, რომელიც მიყენებულია მის მიერ, ბავშვის ცემის დროს. ს------------ მ-------------ს განმარტებით მას ბავშვი შემოაკვდა ცემის დროს.
საქმეში არსებული, 2018 წლის 14 ივნისის საექსპერტო დაწესებულებაში ჩატარებული გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად, მაგიდაზე ასვენია მცირეწლოვანი, მდედრო-ბითი სქესის გვამი, გვამის მასა 13 კგ, სიგრძე 96 სმ, სწორი აგებულების, თავის გარშემო-წერილობა 50 სმ. გულმკერდის გარშემოწერილობა 47 სმ. მხარის შუამესამედი 13 სმ, ბარძაყის შუამესამედი 22 სმ, მენჯის გარშემოწერილობა 46 სმ. თვალის ქუთუთოები და-ხურული, პირი დახურული, სახის ძვლები ხელის შეხებით მთელი, ცხვირპირიდან და გარე სასმენი ორგანოებიდან რაიმე გამონადენი არ შეინიშნება, კისერი საშუალო სიმაღ-ლის, თმოვანება სხეულზე გამოხატული არ არის. თავზე თმა მუქი წაბლისფერი, მოკ-ლედ შეჭრილი. დაზიანება შუბლის არეში, მარჯვნივ, აღენიშნება მოლურჯო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, გარდამავალი მარცხენა არეზე. შუბლის არეში ცენ-ტრალურად ასეთივე ფერის და ფორმის სისხლნაჟღენთი. ორივე თვალბუდის არეში ზე-და და ქვედა ქუთუთოზე მოლურჯო ფერის, არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთები, მარ-ცხენა ლოყის არეში აღენიშნება ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები, მომრგვალო ფორმის, ქვედა ყბის არედან გარდამავალ ნიკაპზე მარცხნივ, მარჯვენა ქვედა ყბის არედან გარ-დამავალ ნიკაპზე მარჯვენა ქვედა ყბის შუა მესამედზე მოლურჯო ფორმის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ლოყის არეში არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, მუცლის არეში მარჯვნივ მოლურჯო ფერის სხვადასხვა ფორმის და ზომის სისხლნაჟ-ღენთები. მუცლის მარცხენა ნახევარში მოლურჯო ფერის სხვადასხვა ზომის და ფორმის სისხლნაჟღენთები. მარცხენა ბარძაყის წინა და გარეთა ზედაპირებზე აღენიშნება სხვა-დასხვა ფორმის და ზომის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთები. მარცხენა მუხლის სახ-სრის არეში აღენიშნება არასწორი ფორმის, მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მარცხენა წვივის წინა და გარეთა ზედაპირებზე მოლურჯო ფერის მომრგვალებული ფორმის სისხლნაჟღენთი. მარცხენა კოჭწვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე არასწორი ფორმის მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ზედა მესამედ-ში აღენიშნება სხვადასხვა ფორმის და ზომის სისხლნაჟღენთები, არასწორი ფორმის. მარცხენა ლავიწის ძვლის არეში აღენიშნება მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი გარდა-მავალი მარცხენა მხარის სახსრის გარეარეზე მთლიანად, მარცხენა მხრის გარეთა ზედა-პირზე მთლიან ზედაპირზე და გარდამავალი მარცხენა ბეჭის ძვლის საპროექციო არეზე მთლიანად და გრძელდება წელის მალებამდე. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღენიშ-ნება მარჯვენა მხარის სახსრის მთელ ზედაპირზე, რომელიც ვრცელდება მარჯვენა მხა-რის შუამესამედამდე და მარჯვენა ბეჭის ძვლის მთელ ზედაპირზე. წელის მიდამოდან ქვემოთ ორივე დუნდულის შუამესამედის დონემდე აღენიშნება ასასწორი ფორმის მო-ლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი აღენიშნება მარჯ-ვენა დუნდულის ქვედა მესამედიდან მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირის ზედა ზედა-პირის ჩათვლით. მარჯვენა მტევნის ზურგის ზედაპირზე სისხლნაჟღენთები, მარცხენა საფეთქელის არეში აღენიშნება კანის დონეზე მდებარე მოწითალო ფერის მომრგვალო ფორმის ნაჭდევი. სახისა და მარცხენა ყურის არეში აღენიშნება ასეთივე ხასიათის სხვა-დასხვა ფორმის და ზომის ნაჭდევები. მარცხენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე მრავ-ლობითი, სხვადასხვა ფორმის და მცირე ზომის ნაჭდევები. გულმკერდის მარჯვენა გარეთა ზედაპირზე მცირე ზომის სხვადასხვა ფორმის ნაჭდევები. ხერხემლის სვეტი-დან ოდნავ მარცხნივ, წელის პირველი მალის დონეზე ორი მოგრძო ფორმის ნაჭდევი. მარჯვენა დუნდულის ზედა გარეთა კვადრატში მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაჭდევები. მარჯვენა მუხლის სახსრის უკანა ზედაპირზე სამი არასწორი ფორ-მის ნაჭდევი, ქვედა ტუჩის არეში, ცენტრალურად აღენიშნება არასწორკიდეებიანი, ბლაგვკუთხეებიანი ჭრილობა, რომელიც გადადის მის ლორწოვანზე. ქვედა ყბის, ნიკა-პის არეში ასეთივე ხასიათის ჭრილობა, რომლის ფსკერს წარმოადგენს ქვედა ყბის ძვა-ლი. სამედიცინო ექსპერტის მიერ გვამიდან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, აღებული იქნა ასევე ფრჩხილის და თმის ნიმუში, ასევე სისხლის ნიმუში.
საქმეში არსებული, 2018 წლის 20 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათ-ვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულია ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე სათვალთვა-ლო ვიდეოკამერების ჩანაწერი, რომლის მიხედვით 23:36:07 საათიდან 23:36:28 საათამ-დე მონაკვეთში კადრში ჩნდება უცხოური წარმოების ავტომობილი, რომლის უკანა მარ-ჯვენა კარებიდან ჩამოდის ს----------- მ-------------, რომელსაც ხელში უჭირავს გარდა-ცვლილი დ---- ს--------------ს გვამი და მიემართება პოლიციის შენობისკენ. ავტომო-ბილის წინა მარჯვენა კარებიდან ჩამოდის შ---–------ ჯ-----------. ს----------- მ-------------- ესაუბრება პოლიციის თანამშრომლებს, გარდაცვლილი დ---- ს--------------ს სხე-ული უსვენია მუხლებზე. 23:38:27 საათიდან მ------------- დგება ტახტიდან, ტოვებს გარდაცვლილის გვამს და მიემართება განყოფილების შიდა მხარეს რომელსაც უკან მიჰ-ყვება ჯ-----------. გვამთან რჩება მე-7 განყოფილების უფროსის მოადგილე და მორიგე.
საქმეში არსებული, 2018 წლის 17 სექტემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად დ---- ს--------------ს სიკვდილის უშუალო მიზეზია თავის ტვინის ნივთიერებების შეშუპება. ტვინის ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა, გან-ვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად თავის ტვინში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევით. დ---- ს--------------ს გარდაცვალებიდან გვამის გამოკ-ვლევამდე გასულია არაუმეტეს 12 საათისა. დ---- ს--------------ს გვამის გამოკვლე-ვისას ნანახი იქნა შემდეგი დაზიანებები: ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, თავის ტვინში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩქცევა, თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, ტვინის ღეროს ჩაჭედვა, დისლოკაცია, სისხლჩაქცევა ქალას სარქველის რბილი საფარის ქვეშ, დაჟეჟილი ჭრილობები სახის არეში. სხეულზე არსებული დაზიანებები გარდა თა-ვის მიდამოსა, თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად აღებული მიეკუთვნებიან მსუ-ბუქ ხარისხს და სიკვდილის დადგომასთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან. თა-ვის არეში გარეგნულად არსებული დაზიანებები განხილული უნდა იქნას ერთად კომპ-ლექსში ქალა ტვინის ბლაგვ ტრავმასთან (თავის ტვინში მაგარი და რბილი გარსების ქვეშ სისხლჩაქცევა თავის ტვინის ნივთიერების შეშუპება, ტვინის ღეროს ჩაჭედვა, დის-ლოკაცია, სისხლჩქცევა ქალას სარქველის რბილი საფარის ქვეშ) და მიზეზობრივ კავ-შირშია დამდგარ შედეგთან სიკვდილთან. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმ-დეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დაზიანებების მიღების შემდეგ დ---- ს--------------ს სიკვდილი დადგა გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ექსპერტმა მ------ მ---------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით და-კითხვისას დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 25 ივლისის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატ-რიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად ს----------- მ-------------- ბრალად შერაცხული მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენამდე და ბრა-ლად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო. ბრა-ლად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას შეეძლო გაეცნო-ბიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმღძვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამჟამად ს----------- მ-------------ს აღენიშნება ზომიერი დეპრესიული ეპიზოდი, რეაქტიული დეპრესია, (კოდი F32.1; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად, თავისი ფსიქი-კური მდგომარეობით მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმღძვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ს----------- მ------------- დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს----------- მ-------------ს არ აქვს გაცნო-ბიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირისათვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით ამჟამად ს------------ მ------------- წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი გა-ნაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს (ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სა-მედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში, რეკომენდირებულია აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, (ხონი, ქუტირი) ნებაყოფ-ლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.
ს----------- მ------------- არ იმყოფებოდა აფექტის ან სხვა არაპათოლოგიურ ემოციურ მდგომარეობაში, რომელსაც შეეძლო არსებითი ზეგავლენა მოეხდინა მის ცნობიერებაზე და ქცევაზე დანაშაულის ჩადენის დროს.
ექსპერტებმა ქ------- შ----------ემ და მ----ა ბ------ემ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2018 წლის 14 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრე-კის ოქმის თანახმად ს----------- მ------------- დაკავებული იქნა ბათუმის საქალაქო სამ-მართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტარციულ შენობაში, ხოლო პირა-დი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი.
საქმეში არსებული, №----------- დაბადების მოწმობის თანახმად დ---- ს-------------- დაიბადა 2014 წლის 19 დეკემბერს, მამის ვინაობა უცნობია, ხოლო დედა - ზ---–-------- ს--------------ა.
საქმეში არსებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თაობაზე ინფო-რმაციის თანახმად, ზ---–-------- ს--------------მ 2018 წლის 08 მარტს დატოვა საქარ-თველოს ტერიტორია და მას შემდეგ ქვეყანაში აღარ შემოსულა.
საქმეში არსებული, პროკურორის 2018 წლის 30 ივლისის დადგენილებით ზ---–-------- ს-------------- ცნობილი იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
ს----------- მ-------------ს მიერ დ---- ს--------------ს მკვლელობა ასევე დადასტურე-ბულია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და ასევე პრეიუდიციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე ზ----- ა--–--ის, თ----- დ-------ის, მ--- ღ------------ის და ბ---–----–- ფ---------------------ის გამოკითხვის ოქმებით, ზ------ შ---–---–ის, ა------- ფ----------ის, ა-----– ს---------ის, გ------ დ-------ის, უ-- კ----ის და გ-------– ბ-----–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერით, ინფორმა-ციის გამოთხოვის ოქმით და ნივთიერი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოტივაციას ს----------- მ-------------ს გამართლებისა და უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონია დ---- ს--------------ს მოკვლის განზრახვა. აღნიშნულს პალატა არ იზი-არებს, რადგან:
- დადგენილია, რომ ს----------- მ-------------სთან ერთად ცხოვრობდა 2----–-–----------------ს დაბადებულ დ---- ს--------------.
- დადგენილია ისიც, რომ მათთან ერთად ცხოვრობდა აგრეთვე ს----------- მ--------------ს ნათესავი შ---–------ ჯ-----------.
- მოწმე შ---–------ ჯ-----------ს ჩვენებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება ს----------- მ-------------ს მიერ, 2018 წლის 13 ივნისს, დ---- ს---------------ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.
- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გარდაცვლილ დ---- ს--------------ს სხეულზე მიყენებული აქვს 100-ზე მეტი დაზიანება.
- მოწმეების თ----- კ---–--–--ის, ანა ა---------ს, გ---- შ----ის, ვ------- თ---------ის ჩვე-ნებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 20 ივნისს, საღამოს 23:00 საათზე, პოლიციის გან-ყოფილებაში, ორმა ქალბატონმა მოიყვანა ზეწარში გახვეული ბავშვი. ბავშვი ხელში ეჭირა ს----------- მ-------------ს. ზეწარი რომ გადახადეს, ბავშვი იყო გარდაცვლილი. ქალბატონი ამბობდა, რომ ბავშვი ცემაში შემოაკვდა.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შ---–------ ჯ-----------ს ჩვენებას, სადაც ის განმარტავს, რომ ს----------- მ------------- უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ბავშვის მოვლის მიზეზით ვეღარ მუშაობდა, სახლიდან გარეთ ვეღარ გადიოდა, რის გამოც გაბრაზებული იყო ბავშვის დედაზე. რომ შემთხვევის დღეს რამდენჯერმე გა-მეტებით სცემა ბავშვი, ცემის შემდეგ კი ბავშვი მარტო იყო საწოლზე მიტოვებული.
მართალია, მრავალი დაზიანების მიყენება ყოველთვის არ მიუთითებს განსაკუთრე-ბული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე, მაგრამ გარდაცვლილი დ---- ს---------------ს ასაკისა (4 წლის), მასზე მიყენებული დაზიანებების რაოდენობის (100-ზე მეტი), მათ შორის თავის არეში - რაც მიზეზობრივ კავშირიშია დამდგარ შედეგთან, სიკვ-დილთან, ცემის შემდეგ კი სასტიკად ნაცემი ბავშვის მარტო, საწოლზე მიტოვება მიუთი-თებს, რომ რომ ს----------- მ-------------ს ქმედება განსაკუთრებულ ტანჯვას გამოიწ-ვევდა მსხვრეპლში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინ-სტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ ს----------- მ-------------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ხოლო, რაც შეეხება ს----------- მ-------------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასჯელი დაუნიშნა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, საზოგა-დოებრივი საშიშროების ხარისხისა და ამგვარი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ სასა-მართლო პრაქტიკის შესაბამისად.
ამდენად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი ს------------ მ-------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ს----------- მ-------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალა-ქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ს----------- მ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნა-წილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავი-სუფლების აღკვეთა.
ს----------- მ-------------მ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტანციონალური დახ-მარების კრიტერიუმების ამოწურვამდე – გამოჯანმრთელებამდე, შეფარდებული სასჯე-ლი (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტანციონალური დახმარება) მოიხადოს შე-საბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში – აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სა-ხელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), რის შემდეგ სასჯელის მოხდა გაგრძელდეს კანონით დადგენილი წესით - სასჯელაღსრულების შე-საბამის დაწესებულებაში.
ს----------- მ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ს----------- მ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 14 ივნისიდან.
ნივთმტკიცებები – ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომის ოქ-მის აუდიოჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე და პოლიციის მე-7 განყოფილების გარე და შიდა სათვალთვალო კამერების აუდიო - ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
ნივთმტკიცებები – ს----------- მ-------------ს სისხლის და ფრჩხილის ნიმუში, საგამო-ძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ტილო, შემთხვევის ადგილის დათვალიერე-ბის დროს ამოღებული ორი ცალი სალფეთქი და მოწითალო ფერის ლაქა, გვამიდან აღე-ბული ფრჩხილის ნიმუში და გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს, საქმე-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – გარდაცვლილ დ---- ს--------------ს ტანსაცმელი, საგამოძიებო ექს-პერიმენტის დროს ამოღებული ორი შარვალი და პერანგი, შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების დროს ამოღებული ბავშვის მაისური, შარვალი, შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების დროს ამოღებული პერანგი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ანდა მისი ნდობით აღ-ჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe