განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
100100118002570391
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-636-2018 წელი

№100100118002570391

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

12 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ფ-------- ს-----ის,ადვოკატის – ო----- რ-----ის,მსჯავრდებულის – გ------- მ-------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომა-ზე, განიხილა გ------- მ-------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართ-ლის საქმე.

გ------- მ-------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ჭ----------------–----–----------------–----------ში, მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განა-ჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

aRwerilobiTi nawili:

გ------- მ-------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახში ძალადობი-სათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 02 ივლისს ჭ----------------–----–----------------–---------ში მცხოვრებმა გ------- მ-------–---–მა, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთ შეკამათების ნიადაგ-ზე, ცემა თავის დას თ------ მ-------–---–ს, კერძოდ ორჯერ დაარტყა გაშლილი მარ-ჯვენა ხელი ძლიერად სახის არეში, ხელი წაავლო თმებში და წააქცია იატაკზე, რა დრო-საც თ------ მ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ფ-------- ს------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გ------- მ-------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გასათვალისწინებელია ჩადენი-ლი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი და საშიშროება, ბრალდებულის პიროვნება, გ------- მ-------–---–ი კონფლიქტურ სიტუაციაშია თავის დასთან თ------ მ-------–----–თან, რაც ზრდის მსჯავრდებულის საზოგადოებრივ საშიშროებას და ქმნის ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, რასაც შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. გ------- მ-------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას და აღნიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზნები.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ფ-------- ს------ს, რომელიც ითხოვს გ------- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

– მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ო----- რ-----ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთე-ბულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, საა-პელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------- მ-------–----–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ გ------- მ-------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალე-ბულს, ადრე არ არის ნასამართლევი, კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი, ავადმყოფი შვი-ლი, ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვე-ვის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდე-გო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშა-ვის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხა-რისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფ-ლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაც-დელ ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გა-საჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუა-რესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი გ------- მ-------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------- მ-------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონუ-ლი სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ------- მ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერ-თი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით – 51 (ორმოცდათერთმეტი) დღე.

მსჯავრდებულ გ------- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია. (გირაოს თანხა გადახდილი არაა)

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდე-ბულ გ------- მ-------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რაც დალუქული სახით ინახება შსს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili