განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-115-2018 წელი
№010100116001646673
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
20 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ბ---–----–- მ–------ის,ადვოკატის – პ----- შ----ის,გამართლებულის – ი-–- გ-----–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე გა-ნიხილა ი-–- გ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ი-–- გ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–------–-----------------ში, ბათუმის საქალაქო სასამარ-თლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგე-ნილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
ი-–- გ-----–---–ს ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ბრალი დაედო ავტო-მობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 09 სექტემბერს, ქ. ბ------–------------------------ის მიმართულებით გასასვ-ლელი გვირაბის შუა მონაკვეთში მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა, სახელმწი-ფო № C--------, რომელსაც მართავდა ი-–- გ-----–---–ი, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 10 ქვეპუნქტი პ-ს, მუხლი 33 პუნქტი 2-ის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზ------ ს----------ს, რომელმაც მიი-ღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით ი-–- გ-----–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ბ---–----–- მ–------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ი-–- გ-----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნა-შავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწი-ლით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლო პროცესზე ჩვენებისას ი-–- გ-----–---–მა განაცხადა, რომ ჩვენების მიცემისას ის ენდო გამომძიებელ რ-------- ვ-–-----ეს და გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღწერილი გარემოებები გამომძიებლის კარნახით აღწერა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ სანამ ხელს მოაწერდა ჩვენებას, გარკვეუ-ლი გარემოებები რაც არასწორად მიიჩნია შეცვალა. თუმცა უცვლელად დატოვა განვი-თარებული სიჩქარე 60 კმ/სთ და ის გარემოება, რომ უკანა ფეხში შეეჯახა ცხენს. სასა-მართლო პროცესზე კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ავტომანქანის სიგნალზე დამ-ფრთხალი ცხენი შეასკდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რამაც გამოიწვია ავტომანქანის დაზიანება.
დაცვის მხარის მირ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექს-პერტები რ----- ვ--–------–---–ი, ჰ---–--- ნ-----–--–---–ი, დ------ დ---–ი და ი------ ჭ-------ე სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებენ, როგორც ექსპერტიზის დასკვნის მნიშვ-ნელოვან მტკიცებულებაზე.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ვ--–------–---–მა, მისი განმარტებით, იმ გარემოებაზე, რომ გამსწრებმა ავტომანქანამ სიგნალი მისცა გასწრების მომენტში და რომ დამფრთხალმა ცხენმა უკანა ფეხები დაარტყა გ-----–---–ის ავტომან-ქანას, მიუთითა ი-–- გ-----–---–ს მიერ 2016 წლის 09 სექტემბრის ჩვენებაზე დაყრდ-ნობით. აღნიშნული დასკვნა აბსოლუტურ შეუსაბამობაშია ექსპერტის მიერ მითითე-ბულ გ-----–---–ის ჩვენებასთან. ასევე ექსპერტს არ აქვს განსაზღვრული თუ რა მანძი-ლი იყო მძღოლის განკარგულებაში საფრთხის წარმოქმნის მომენტიდან. ექსპერტმა ჰ---–--- ნ-----–--–---–-აც იგივე განმარტება გააკეთა გ-----–---–ის 2016 წლის 09 სექ-ტემბრის ჩვენებაზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჩვენებაში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით გასცა დასკვნა, თუმცა გარდა იმისა, რომ დამფრთხალი ცხენის ავტომან-ქანაზე შეხტომაზე არსად არ არის ექსპერტიზის მიერ მითითებულ ჩვენებაში საუბარი, ცხვრის ფარის რიცხვი რატომღაც 90-მდეა გაზრდილი.
რაც შეეხება ექსპერტ მ--- ნ-----–--–---–ის მიერ გაცემულ დასკვნას, ექსპერტი გაფრ-თხილებული არაა განზრახ არასწორი დასკვნის გაცემისათვის სისხლისსამართლებ-რივი პასუხისმგებლობის შესახებ, რითაც დარღვეულია სსსკ-ის 146-ე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა. ასევე მნიშვნელოვანია ექსპერტ ნ-----–--–---–ის ჩვენების ის დეტალი, სადაც ის აცხადებს, რომ ის ვერ კითხულობს რენტგენოგრამას, არ არის მისი კომპეტენცია, ამიტომ რენტგონოგრამის შესწავლა სთხოვა მ--–---- მიზან-დარს და ე-–---- ღ------ეს, თუმცა ისინი არ იყვნენ შეყვანილი დასაკითხ პირთა სიაში და ბრალდების მხარემ ვერ მიიღო პასუხი მნიშვნელოვან კითხვაზე თუ რენტგენოგრა-მაზე ჩანს ნეკნების მოტეხილობა ცდომით, მაშინ რატომ გამოირიცხა პნევმოთორაქსი, რადგან მ--- ნ-----–--–---–ის განმარტებები სწორედ ნეკნების ცდომით მოტეხილობა იწვევს პნევმოთორაქს.
სასამართლოში დაკითხულმა, ალტერნატიული ექსპერტიზის ავტორმა დ------ დ---–მა კითხვაზე – ხომ არ აღენიშნება ავტომანქანა მერსედესს ცხენის ნალის ნაკვალევი და დადებით შემთხვევაში, კერძოდ რომელ ადგილას? ხომ არ მომხდარა ცხენის შეჯახება ავტომანქანაზე? დადებით შემთხვევაში რა გარემოებებში, რომელი მხრიდან მოხდა ეს? უპასუხა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია. ამავე კით-ხვაზე კი ექსპერტებმა რ----- ვ--–------–---–მა და ჰ---–--- ნ-----–--–---–-ა გასცეს კატეგორიული (როგორც თვითონ აღნიშნავენ) პასუხი და მიუთითეს ცხენის ნალის ნაკ-ვალევი აღნიშნულია ბუფერისა და წინა ნაწილს შორის, უფრო მეტიც აღნიშნული ექს-პერტები მიუთითებენ ყალყზე შემდგარი ცხენი პირველად სწორედ ამ ნაწილში შეეჯახა ავტომანქანას, რაც კატეგორიულად გამორიცხეს ექსპერტებმა დ------ დ---–მა და ი------ ჭ-------ემ. ექსპერტებმა დ---–მა და ჭ-------ემ ასევე განმარტეს ავტოტექნიკური ექსპერ-ტიზის გზით შეუძლებელია ასევე განსაზღვრა იმისა, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა ავ-ტომანქანა შემთხვევის წინ. თუმცა გამოთვლა გაკეთებულია 60 კმ-სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილის მონაწილეობაზე. ექსპერტმა ბრალდების მხარის კითხვაზე, მაშინ რაზე დაყრდნობით გააკეთეს გამოთვლები 60 კმ/სთ სიჩქარეზე უპასუხა, ი-–- გ-----–---–ის მიერ 2016 წლის 09 სექტემბერს დაკითხვაში აღნიშნულ სიჩქარეზე დაყრდნობით. თუმ-ცა ამავე ჩვენებაში არსაადა მითითებული დამფრთხალი ცხენის მანქანაზე შეხტომის ფაქტი. გამოდის, რომ ექსპერტი ჩვენებაში მითითებულ სიჩქარეს იყენებს გამოთვლები-სთვის, ხოლო ჩვენებაში არ მითითებულ გარემოებებით აღწერს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის განვითარებას, რაც არის აბსურდული. ასეთი აბსურდია ალტერნატიული ექსპერტიზების ყველა დასკვნაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ავტოტექ-ნიკური ექსპერტიზების დასკვნებშია, გახლავთ ის, რომ არცერთ ექსპერტს არ აქვს განსაზღვრული, თუ რა მანძილი იყო ი-–- გ-----–---–ის განკარგულებაში საფრთხის წარმოქმნის მომენტისათვის. მანძილის განსაზღვრა მოახდინა მხოლოდ ექსპერტმა ზ----- ხ--–---მ, ბრალდების მხარის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაში. აღნიშნულ გარე-მოებაზე მოსამართლე საერთოდ არ მსჯელობს განაჩენში.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ი-–- გ-----–---–ის ინტერესების დამ-ცველმა ადვოკატმა პ----- შ-----მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ბ---–----–- მ–------ეს, რომელიც ითხოვს ი-–- გ-----–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით.
– გამართლებულ ი-–- გ-----–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ----- შ-----ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმებლის სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ზ------ ს----------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბათუმში ორმხრივი გვირაბი, რაც გაკეთდა მის შემდეგ ცხვარი ყოველთვის გვირაბის მეშვეობით გადადიოდა; სულ 40 სული ცხვარი ყავდა; მართვის უფლება ჰქონდა და მოძრაობის წესებს იცნობს; მოისმინა, რომ გამოაცხადეს ხელი შეეწყოთ პირუტყვის გადაადგილე-ბისათვის; 5 სექტემბერს წამოვიდა გოდერძის უღელტეხილიდან, გზაზე მიმდინარე-ობდა საგზაო სამუშაოები და ყველა უთმობდა გზას და ყველა ეხმარებოდა. 09- სექტემ-ბერს ჩამოვიდა ბათუმში. ისე მოძრაობდა, რომ ხელი არ შეეშალა. 12 საათზე მივიდა გვირაბთან. ერთი საათი გაჩერდა და დაისვენა. ძალიან ფრთხილად მოძრაობდა; ერთი დიდი თხა ყავდა და მას უშვებდა წინ და ცხვარიც მას მიყვებოდა. ცხენი ეკავა ხელით. ცხვარი აიყვანა გვირაბის ტროტუარზე. ისინი ვიწრო გზას შეჩვეულები არიან. უკან ძაღ-ლი მიყვებოდა და არ ტოვებდა არცერთს, გვერდით თავად და ცხენი, ცხენზე იყო ტვირთი, მაღალი კი იყო; შუაში თვითონ იყო წინ და უკან ცხვარი. ავტომანქანის სამოძ-რაო ზოლში იყო თვითონ და არა ცხვარი; მანქანები კი მოძრაობდნენ, სიფართე საკმარი-სი იყო 20 მეტრი. ორმწკრივად მიდიოდა მანქანები და ადგილი კიდევ იყო, თბილისში, რომ ვიწრო გვირაბია, ისეთი, რომ ყოფილიყო არ შევიდოდა. დღე იყო, დაახლოებით 2 საათი გვირაბის ბოლოს, რომ დაინახა სინათლე, მიხვდა რომ სამშვიდობოს გავიდა. ამის შემდეგ ახსოვს რომ ვიღაც კაცი ეკითხებოდა ვინ ხარ, რა გვარის კაცი ხარო, უთხრა, რომ ჯიბეში ბლოკნოტი ჰქონდა და მეტი არაფერი არ ახსოვდა. აზრზე რომ მოვიდა მის გოგოს ეკითხებოდა, თუ სად იყო; ექიმები ეუბნებოდნენ, რომ შემთხვევით გადარჩენი-ლი იყო; შემდეგ ცოტა აზრზე მოვიდა. არაფერი არ ახსოვს. ცხენთან ერთად იყო. ხელი დაუზიანდა, ამჟამადაც მკურნალობს, წერაც უჭირს, გატეხილი არაა, მაგრამ სისხლძა-რღვებია დაზიანებული, დარჩა ინვალიდი. ღმერთი წამს, იმ კაცს არ ედავება, შემთხვევა უხდება კაცს, მაგრამ რომ მისულიყო მასთან და დახმარება აღმოეჩინა, კარგი იქნებოდა, ამჟამადაც არ იცის ვინაა ის კაცი; გვირაბში მარჯვენა მხარეს გადიოდა; ეს წესია და ყვე-ლამ უნდა იმოძრაოს მარჯვენა მხარეს. ცხვარი გვირაბში ტროტუარზე აიყვანა იმიტომ, რომ არავისთვის არ შეეშალა ხელი. ცხვარი არ იყო ბევრი, 40 სული ყავდა, წინ მიდიოდა თხა და უკან მიყვებოდნენ მას, ტროტუარიდან არ ჩამოსულან. ცხენი იყო მის გვერდით მარჯვენა მხარეს. ცხენს პირთან ჰქონდა რკინა და იმან დაუზიანა სახსრები, რადგან ხელი ჰქონდა მოკიდებული, ახლოს რომ ყოფილიყო მასთან. მანქანები მოძრაობდნენ, მაგრამ ცხენი მშვიდად მიდიოდა. ცხენი იდგა ცხვარის მხარეს, კედლისკენ მარჯვნივ, ცხენი იყო დიდი და მანქანამ ერთდროულად დაეჯახა ორივეს. გული ტკივა რომ არ დააფასა, არ მივიდა არც მეორე დღეს, არც მესამე დღეს, კიდევ კარგი რომ გადარჩა, თუმცა მედიკამენტებს იღებს ტკივილის გასაყუჩებლად; ღამეები არ ძინავს. ცხენი მისი მეგობარი იყო. ტყეში, მაღაზიაში ერთად დადიოდნენ, ძალიან უყვარდა. პირველად ცხენი მოიკითხა; დიდი ზიანი მიადგა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე რ-------- ვ-–-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს საპატრულო პოლიციის სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება გვირაბში ავტო-საგზაო შემთხვევის შესახებ. გავიდა შემთხვევის ადგილზე, იმ დროს გვირაბში მოძრა-ობა აღარ იყო. გვირაბში სავალი ნაწილიდან მარცხენა მხარეს, კიდესთან იყო ცხენი მკვდარი, აშკარად ემჩნეოდა შეჯახების კვალი და სიცოცხლის პერიოდში და შემდეგ გადაადგილების კვალი. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ავტომანქანა გაყვანილი იყო გარეთ, დაათვალიერა დაასურათა. ავტომანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე. მძღოლი გადაიყვანა განყოფილებაში, დაკითხა, გადაიყვანა სიმთვრალეზე შესამოწმებ-ლად და იყო ფხიზელი. დაკითხა მეუღლე, რომელიც შემთხვევის დროს იჯდა მანქა-ნაში. დანიშნა ტრასოლოგიური, სამედიცინო, ავტოტექნიკური ექსპერტიზები. ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მძღოლს შეეძლო ავტოსაგზაო შემთ-ხვევის თავიდან აცილება. გვირაბი არის ორზოლიანი, ცალმხრივი მოძრაობით, შუაში გაყოფილია უწყვეტი თანაბარი ზოლით, ორი სავალი ნაწილი იყო თანაბრად გაყო-ფილი, შეჯახება მომხდარი იყო პირველ სავალ ნაწილში მარჯვენა მხარეს. გამყოფი უწყვეტი ზოლიდან ზოლში 80 სმ. დაჯახების შედეგად ცხენი ფორთხვით მისული იყო გვირაბში შემაღლებულ ადგილას; ეს ადგილი გვირაბში ორივე მხარესაა, რომ ქვეითად მოსიარულემ გაიაროს. სავალი ზოლის მარჯვენა მხარეს იყო მომხდარი შეჯახება. ჩ---ის მიმართულებით მარჯვენა მხარეს იყო ცხვრის ფარა. როცა გავიდა შემთხვევის ადგილზე, იქ იყო საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი, მათგან შეიტყო, რომ შეჯახება მოხდა გვირაბში, უფრო ჩ---ის მხარეს და დაზარალებული გადაყვანილი იყო საავადმ-ყოფოში. შევიდა გვირაბში და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. როცა მივიდა შემთხვევის ადგილიდან მანქანა იყო გვირაბის გარეთ, დაახლოებით 40 მეტრში, ის იყო დაზიანებული და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე ლ---- გ------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 09 სექტემბერს ასრულებდა რა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილე ბ--- ჩ-------თან ერთად, ეკიპაჟი №118, შუადღის შემდეგ იმყოფებოდა გვირაბთან ახლოს, დაინახა ცხვრის ფარა, იფიქრა მწყემსი აძოვებდა ფარას. შევიდა გვირაბში და დაინახა მკვდარი ცხენი, გვირა-ბის ბოლოს დახვდა ავტომანქანა მერსედესი დაზიანებული. იქვე დატოვა მეწყვილე და გამოვიდა ცხვრის ფარასთან, სადაც მწყემსი ნახა დაწოლილ მდგომარეობაში, თავიდან სდიოდა სისხლი. გამოიძახა დამხმარე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარება. როდესაც მივი-და დამხმარე ეკიპაჟი შევიდა გვირაბში და ნახა მკვდარი ცხენი, დაახლოებით ნახევარი გვირაბის იქეთ, სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს. ავტომანქანა იყო გვირაბის გარეთ. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს არც თვითონ და არც მისი მეწყვილე არ შესწრებია. რომ ყოფილიყო გვირაბში გზის სავალი ნაწილი შეფერხებული და რომ ყოფილიყო საცობი აუცილებლად შეამჩნევდა ცხვრის ფარას.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
მოწმე გ------ ყ----–-----ემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედე-ბების ავთენტურობა, ბრალდებულს გააცნო ბრალი, დაკითხა ბრალდებულის სახით და მოახდინა დაცვის მხარეზე ინფორმაციის გაცვლა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, 2016 წლის 09 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბ-------------–--–--ს დასახლება, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმარ-თველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის რ-------- ვ-–-----ის მიერ, ი-–- გ-----–---–ის (მძღოლი) და კ------- დ------ს (ექსპერტი) მონაწილეობით, დღისით გვირაბის შუა მონაკვეთის ხელოვნური განათების პირობებში, ჩატარებული იქნა შემ-თხვევის ადგილის დათვალიერება. დათვალიერებით დადგინდა, რომ შემთხვევის ად-გილი მდებარეობს ქ.ბ------–---------------იდან ჩ---ის მიმართულებით დამაკავშირებე-ლი გვირაბის შუა მონაკვეთში. აღნიშნული მიმართულებით გვირაბში გზის სავალი ნაწილი არის ორზოლიანი, რომელიც შუაში გაყოფილია უწყვეტი ბილიკით. გზის საერ-თო სიგანე შეადგენს 7,60 მეტრს, თითოეული ბილიკის სიგანეა 3,8 მეტრი. შემთხვევა მომხდარია პირველ სამოძრაო ზოლში. შემთხვევის ადგილიდან წინ 4 მეტრში გზის კვეთაზე ქვეითთა მოსიარულე ბილიკზე ეგდო პირუტყვი, ცხენი, მკვდარ მდგომარეო-ბაში. სავალ ნაწილს ორივე მხრიდან ჰქონდა 1,2 მეტრი სიგანის ქვეითთა სასიარულო ბილიკი, რომელიც იყო შემაღლებული. ქვეითთა ბილიკიდან 0,4 მეტრში ორივე მხრი-დან გზის ბილიკზე იყო უწყვეტი ზოლი. მხედველობის არე გვირაბში იყო შეუზღუდა-ვი. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ავტომანქანა მერსედესი სახელმწიფო ნომრით C--------. ამოღებული ავტომანქანა შესაბამისი აქტით ჩაბარდა სპეციალურ ავტოსადგურზე ბ-------ის თანამშრომლებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2016 წლის 09 სექტემბერს 17:35 საათზე და დასრულდა 2016 წლის 09 სექტემბერს 18:10 საათზე.
(ტ.1, ს.ფ. 3-8)
საქმეში არსებული, აჭარის ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2016 წლის 27 ოქტომბრის №----- დასკვნით დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ ი-–- გ-----–---–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძ-ლო, თუ ის იმოქმედებდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 25 პუნქტი 10 ქვეპუნქტი პ-ს და მუხლი 33 ქვეპუნქტი 2-ის მოთხოვნათა გათვალის-წინებით.
(ტ.1, ს.ფ. 46-50)
ექსპერტმა ზ----- ხ--–---მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა ექსპერტიზის დასკვნის ამ სახით გაცემის საფუძვლები; ასევე განმარტა, რომ ჩატარებული გამოთვ-ლებით ავტომობილის სრული გაჩერებისათვის მოცემულ საგზაო პირობებში, როდესაც იგი მოძრაობს 60 კმ/სთ სიჩქარით მძღოლს ესაჭიროება დაახლოებით 42 მეტრი მანძი-ლი, ხოლო საფრთხის წარმოქმნის მომენტისათვის მის განკარგულებაში უნდა ყოფილი-ყო დაახლოებით 50 მეტრი და კონკრეტულ საგზაო სიტუაციაში მძღოლს შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს შემთხვევა; დამატებით განმარტა, რომ ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭიროა დასახლებულ პუნქტში არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში არანაკლებ 3 წამისა; ავტოსაგზაო შემთხევა სა-დაც მოხდა არის დაუსახლებელი პუნქტი და მას ექსპერტიზის ჩასატარებლად მოე-მართა იმ სახით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა იყო მომხდარი დაუსახლებელ პუნქტში და ამის მიხედვით მოეხდინა განსაზღვრა, აქედან გამომდინარე დასკვნაში მითითე-ბულია დასახლებულ და დაუსახლებელ პუნქტებში მოძრაობის ინტენსივობასთან და-კავშირებით, მანძილი ამ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად არის სხვადასხვა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 4 ოქტომ-ბრის №-------- დასკვნით დადგენილია, რომ 1) ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობი-ლის წინა მარცხენა ფრთაზე არსებული დაზიანების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის; 2) ექპერტიზაზე წარდ-გენილი ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია.
(ტ. 1, ს.ფ. 42-43)
ექსპერტმა გ------- გ-------–-ა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემი-სას განაცხადა, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის გამომძიებლის რ-------- ვ-–-----ის 2016 წლის 09 ოქტომბერს გამოტანილი დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე №------------ ჩაატარა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზა 2-----------. ექს-პერტიზაზე წარდგენილი იქნა დადგენილება ერთ ფურცლად, ავტომობილი „მერსედეს-ბენცი“ სახელმწიფო ნომრით S--------. დასმული იყო შეკითხვები მასზედ, თუ რა დაზიანებები აღენიშნებოდა წარდგენილ ავტომობილს, აღენიშნებოდა თუ არა ავტომო-ბილს რბილ საგანთან შეჯახების კვალი და გამართული იყო თუ არა საჭე მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა. ასევე აღწერილი იყო საქმის ვითარება, რომლითაც ირკვეოდა, რომ 2016 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ.ბ------–---------------ი ჩ---ის მიმართულებით გვირაბში, მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, კონკრეტულად ავტომობილი შეჯახებული იყო ცხენზე, რის შედეგადაც დაზიანებული იყო მოქალაქე ზ------ ს----------. ავტომობილი მერსედესი დათვალიერებული იქნა ქ.ბ------–--------–-----–-------------ში მდებარე სპეც ავტოსადგომზე. ავტომობილი დათვალიე-რებული იქნა სხვადასხვა საშუალებებით, გამოყენებულ იქნა გამადიდებელი ხელსაწყო-ები, მასშტაბური სახაზავი, ციფრული ფოტოაპარატი. შედგენილი იქნა ფოტოცხრილი, რომელიც თან დაერთო დასკვნას. ვიზუალური დათვალიერებით აღიწერა ავტომობი-ლი, რომ მას სახურავის მარჯვენა ნაწილზე, წინა მარჯვენა ფრთის წინა ნაწილზე, წინა მარჯვენა საყრდენზე აღენიშნებოდა წინიდან უკან და ნაწილობრივ ზევიდან ქვევით მოქმედისას განვითარებული დაზიანებები. გატეხილი იყო წინა ბამპერის მარჯვენა ნაწილი, მოტეხილი იყო სარკის ბუდე, მოტეხილი იყო მოხვევის მაჩვენებელი. ასევე ავტომობილს დაზიანებული აქვს ოვალური ცენტრის გარშემო ბზარები. ავტომობილის ოთხივე საბურავები დათვალიერების მომენტში იყო დაბერილ მდგომარეობაში, ასევე მოხდა სამუხრუჭე სისტემების დათვალიერება, რითაც დადგინდა, რომ ორივე სისტემა ანუ საჭეც იყო გამართული ნორმალურად, ფეხის დაჭერით ის მოქმედებაში მოდიოდა, სწორად. აღნიშნულიდან გამომდინარე დადგინდა, რომ ორივე სისტემა დათვალიე-რების მომენტში იმყოფებოდა გამართულ მდგომარეობაში, რაც შემდგომში დასკვნაშიც აისახა. ყოველ დაზიანებას აქვს თავისი მიმართულება, ამ შემთხვევაში მიმართულე-ბები, მიმართული იყო მიმღებ ზედაპირზე ანუ ამ შემთხვევაში რომელი დეტალებიც აღწერა ძრავის სახურავი, საყრდენი წინა მარჯვენა და იგივე წინა საქარე მინა მიმარ-თული იყო წინიდან უკან, რაც მოქმედი ძალის მიმართულებაზეა დამოკიდებული. რა მიმართულებითაც მოქმედებს ძალა იმ მიმართულებით ხდება ასახვა დაზიანების დეტალების. ინერცია მიდიოდა წინიდან უკან, ავტომობილის წინა ნაწილიდან მის უკანა ნაწილისკენ.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ალკოჰოლური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 9 სექტემბრის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ ი-–- გ-----–---–ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტრიპტეს-ტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეტადო-ნი, მეტადონის მეტაბოლიტი, ტრამადოლი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მე-ტამფეტამინი, კოკაინი, ექსტაზი (MDMA), აგრეთვე ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსი-ქოტროპულ ნივთიერებებზე დადგენილია უარყოფითი შედეგი.
(ტ.1, ს.ფ. 19-20)
საქმეში არსებული, სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 9 ნოემბრის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემების თანახმად, ზ------ ს---------- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადი-ოდა სტაციონარულ სამედიცინო მკურნალობას შპს უნიმედი აჭარა ბათუმის რეფერა-ლურ საავადმყოფოში 2016 წლის 09 სექტემბრიდან. დიაგნოზი: გულმკერდის დახურუ-ლი ტრავმა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ყვრიმალის და ზედა ყბის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა მარცხნივ, ჭრილობა თხემის არეში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგ-ნის/საგნების ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმ-დეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
(ტ. 1, ს.ფ. 52-55)
ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ შედგენილი სამედიცინო ექსპერტიზის უტყუა-რობა; განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა დასკვნის გაცე-მა.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს მიერ 2017 წლის 27 იანვარს გაცემული სატრანსპორტო ტექნიკურ -ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დადგენილია, რომ პასუხი გაეცა ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვებიდან გამომდინარე შემდეგ საკითხებს:
1) „რამდენად სწორად იქნა ჩატარებული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი დეპარტამენტის ექსპერტიზის სამსახურის მხრიდან, ამ განცხადებაში მითითებულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებულ მონაცემებზე ექსპერტიზა“ - არ შედის ექს-პერტის კომპეტენციაში;
2) გამოსაკვლევად წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები განვითარე-ბულია, როგორც ბლაგვ რბილგარსიან, ასევე ბლაგვ მკვრივგარსიან საგანთან (საგნებ-თან) კონტაქტის შედეგად;
3) „ხომ აღენიშნება ავტომანქანა „მერსედესს“, სახ.ნომრით C-------- ცხენის ნალის ნაკ-ვალევი და დადებით შემთხვევაში, კერძოდ რომელ ადგილას? ხომ მომხდარა ცხენის შეჯახება ავტომანქანაზე? დადებით შემთხვევაში რა გარემოებებში რომელი მხრიდან მოხდა ეს?“ – გადაწყვეტა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია;
4) გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხ-რუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია;
5) საკითხს ,,ავტომანქანის წლოვანებიდან გამომდინარე მაღალი სიჩქარის განვითა-რების შემთხვევაში ხომ არ იყო გამოწვეული ძრავის ეგრეთ წოდებული გუდვის პრო-ცესი?“ გადაწყვეტა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია, აღნიშნული საკითხის გადა-საწყვეტად საჭიროა ავტომობილის ტესტირების ცენტრში შემოწმება;
6) მოცემულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუ-მეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. ვინაიდან შემთხვევაში მონაწილე ავტომობილს შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის (დამუხრუჭების, მოცურებისა და სხვა) კვლები არ დაუტოვებია, ამდენად განსაზღვრა იმისა, თუ რა სიჩქარით მოძრაობდა იგი საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის წინ, ავტოტექნიკური ექსპერტიზის გზით შეუძლებელია;
7) შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილ „მერსედეს-ბენცის“ მძღოლს ი-–- გვარი-შვილს ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება;
8) მოცემულ საგზაო სიტუაციაში, მეხრის ზ------ ს--------ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
ექსპერტმა დ------ დ---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის უტყუარობა, განმარტა, რომ მათ მოახდინეს საქმის მასალების შესწავლა, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შეისწავლეს თავად განმცხადებლის განმარტება, ასევე მითითებული აქვს გამოძიების მასალებიც და მათ შორის გამოძიების მიერ გაზიარებული ვერსიაც; ცხენის დაჯახების ფაქტზე; ვინაიდან მძღოლს არ გამოუყენებია მუხრუჭი, - რადგან ამის კვალი არ არსებობს - შეუძლებელია დადგინდეს ზუსტი სიჩქარე, ამიტომ მან გამოიყენა განმოძიებით დადგენილი გარემოებები; ავტომანქანის მოძრაობის სიჩქარე დაახლოებით 60 კმ/სთ, და შემთხვევის ადგილის დათვალიერებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს მახინ-ჯაურში - დასახლებულ პუნქტში, რომლის დასაწყისშიც განთავსებულია საგზაო ნიშანი 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი.., რომელშიც მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები - სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო - დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა; ....ასევე დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ; შესაბამისად მძღოლისთვის სრული გაჩერებისათვის საჭირო დროა 48 მეტრი; მას საფრთხე კი წარმოექმნა გაცილებით მოკლე მანძილზე, მეორე ზოლში სამოძრაოდ გადასვლის მომენტში; შესაბამისად ის თავიდან ვერ აიცილებდა შემთხვევას; რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეს, მეხრეს, მისი მოქმედება არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 22-ე მუხლს, რომელთა დაცვის შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა საგზაო შემთხვევას.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ 2017 წლის 28 თებერვალს გაცემული კომპლექსური ექსპერტიზის №--------------- დასკვნით დადგენილია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილ „მერსე-დეს-ბენცის“ მძღოლს ი-–- გ-----–---–ს შექმნილ დაბრკოლებაზე და მოულოდნელად წარმოქმნილ საფრთხეზე კონტაქტის თავიდან აცილება და ავტომობილის გაჩერება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო;
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, მისი მანევრით - გვერდითა სამოძრაო ზოლში გა-დასვლით არ მომხდარა; დამდგარი შედეგი მასზე არ იყო დამოკიდებული; მის მოქმე-დებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნების უგულე-ბელყოფა არ აღინიშნება;
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მეხრემ ზ------ ს----------მ როგორც მოძრაობის მონაწილემ დაარღვია უგულებელყო საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესა-ხებ“ 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ და მე-9 პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა; (იხ დას-კვნა)
ექსპერტმა რ----- ვ--–------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ტრანსპორტთა პრობლემების ექსპერტიზის ცენტრი არის დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრი, სადაც მოწვეული არიან პროფესიონალი ექსპერტები. ექსპერტიზის ცენტრში ხდება დამკვეთის მიერ შემოსული განცხადების მიხედვით საქმის მასალების შესწავლა და თუ მათ მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი საქმის მასალები არ არის დამაკმაყოფილებელი ექსპერტიზის ცენტრი დამკვეთის ხელმოწერით უფლებამოსილებას იღებს, რომ სასამართლოდან ან საგამოძიებო უწყები-დან გამოითხოვონ ყველა ის საქმეები, რაც ექსპერტიზის ჩასატარებლად არის საჭირო. მოცემულ შემთხვევაშიც ეს იყო დაახლოებით 2016 წლის 9 დეკემბერს ტრანსპორტთან პრობლემების ექსპერტიზის ცენტრს მომართა გ-----–---–მა და წარმოუდგინა საქმის მასალები, ბათუმი ჩ---ის მიმართულებით გვირაბში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ირგვლივ. აღნიშნული მასალებით ისინი სრულად ვერ დაკმაყოფილდნენ და პარალელურად მოითხოვეს წარმოედგინათ, ვინაიდან მასალები იყო სისხლის სამართლის საქმის, საქმეში ფიგურირებული პიროვნების სამედიცინო დოკუმენტაცია. მიზეზობრივი კავშირი იყო ის, რომ მათ მიერ ჩატარებული პირველადი მოკვლევის დროს, იმისათვის, რომ დაედგინათ რამდენად იყო სხვადასხვა ობიექტები მომხდარ საქმეში მონაწილე ან როგორ ფიგურირებს ამის გამოსარიცხად დასჭირდათ დამატებით მოეთხოვათ სისხლის სამართლის მასალები. ამიტომ ჩატარებული ექსპერტიზა, რომელ-საც ისინი ატარებენ ტექნიკურ და ავტოტრასოლოგიურს გარდაისახა უკვე კომპლექსურ ექსპერტიზაში, სადაც მოწვეული იყო ცნობილი ექსპერტი და პარალელურად მიმართეს ექიმთა ასოციაციის ორგანიზაციას კვლევების ჩასატარებლად და მათი მონაცემების საფუძველზე ჩაატარეს ექსპერტიზა. ექსპერტიზის ირგვლივ დამკვეთის მხარის მიერ იყო შესაბამისი კითხვები დასმული, რომელზე ვალდებულები იყვნენ გაეცათ პასუხი და ამ კითხვებიდან გამომდინარე მათ საჭიროდ ჩათვალეს სრული პაკეტი ჰქონოდათ საქმის მასალებისა, რითაც შეძლებდნენ დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემას. როგორ განვითარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, - იკვლევენ. მათ უნდოდათ გამოეკვლიათ როგორ მოხდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. თუმცა ამის შესახებ კითხვებშიც იყო მითითებული, კონკრეტულად იქ იყო მითითებული სწორად იქნა ჩატარებული შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი დეპარტამენტის ექსპერტე-ბის სამსახურის მხრიდან ამ განცხადებაში მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. მას, როგორც ექსპერტს არ აქვს უფლება შეაფასოს მეორე ექსპერტის დასკვნა. მეორე კითხვა იყო რა დაზიანებები აღენიშნება მერსედესის მარკის ავტო-მანქანას და რისგანაა იგი გამოწვეული? ამასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მტვრევის დროს როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ისინი ვალდებული არიან დაათვალიერონ შემთხვევის ადგილი და შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის მონაკვეთი - გვირაბი ვიზუალურად და დათვა-ლიერება შემთხვევის ადგილის მონაკვეთთან ერთად მოხდა 2016 წლის ოქტომბრის თვეში. ავტომანქანის დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მას დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა მაშუქი ფარი, წინა მარჯვენა მოხვევის მაჩვენებელი, მარჯვენა უკანა ხედის სარკე, საქარე მინა, რომლის მარჯვენა მხარეს აღინიშნებოდა სისხლის დიდი ლაქა, საქმის მასალებში სისხლის წარმომავლობა გამოკვლეული არ არისო, ამანაც განაპირობა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან სისხლის წარმოქმნის ლაქას ჰქონდა მნიშვნელობა. დასკვნით განსაზღვრული იქნა დაზიანებების ფორმა და ხასიათი. ავტო-მანქანაზე არსებული დაზიანებები თავისთავად მეტყველებენ კონტაქტურ სუბიექტთან რა ფორმით შევიდოდა ის, რა მდებარეობა ექნებოდა მას და როგორ იქნებოდა ასახული ეს დაზიანებები და შეიძლებოდა თუ არა რომ სხვა სუბიექტთან, გარდა იმისა რომ ცხოველზე იყო შეჯახებული, რაც დადასტურებული იყო საგამოძიებო ნაწილით, იქნებოდა თუ არა ქვეითზე შეჯახების ნაკვალევიც. არსებული დაზიანებები ავტო-მობილზე მეტყველებენ, რომ აქ უნდა ყოფილიყო პირუტყვთან შეხების კვალი და არა ქვეითზე, ვინაიდან მეორე სუბიექტთან შეხების კვალი ავტომობილზე გამორიცხული იყო სხვა დასკვნებშიც, რომლებიც არსებობა საქმის მასალებში და მათაც გამორიცხეს ამ შემთხვევაში. მეორე ფაქტი არის ის თუ რამდენად შეეძლო მძღოლს თავიდან აერი-დებინა ავტო-საგზაო შემთხვევა, ამ შემთხვეაში მძღოლი ამბობს, რომ ის მოძრაობდა 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო გამოძიება ადასტურებს, რომ ის მოძრაობდა 60 კმ/სთ-ით. გვირაბში დასაშვები სიჩქარე არის 40 კმ/სთ. ამიტომ მძღოლი იმოძრავებდა 60 კმ/სთ-ით თუ 40 კმ/სთ-ით ის მაინც ვერ შეძლებდა საფრთხის წარმოქმნის მომენტში შემთხვევის თავიდან აცილებას. მათ მიერ გამოთვლილი იქნა ორივე შემთხვევა. გაცემული დასკვნა კატეგორიულია; გვირაბის შესასვლელსა და გამოსასვლელში არის ვიდეოთვალი სიჩქარის შესასწავლად; შესასვლელში იყო ჩანაწერი ვერ გადმოეცა არარსებობის გამო თუმცა მოთხოვნა გააკეთა; სიჩქარის ზღვარი ორივე მხრიდან დასაშვები სიჩქარე იყო 60 კმ/სთ მეორე მხარეს აღარ იყო მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი; პირველ ჩამოსვლაზე იყო ორივე მხარეს საგზაო ნიშანი;
საერთოდ გვირაბებში მოძრაობისას არის უწყვეტი ხაზი თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსპორტი არ უნდა მოძრაობდეს მაღალი სიჩქარით დასახლებულ პუნქტში სიჩქარე არის 60 კნ/სთ შესასვლელში არის აღმართი და მაღალ სიჩქარეს ისედაც ვერ განავითარებდა მძღოლი მოცემულ მონაკვეთში; ზუსტი პარამეტრების დადგენა ამ შემთხვევაში რთულია.
ი-–- გ-----–---–იდან და მისი მოძრაობიდან გამომდინარე ეს არის ლოგიკური გარე-მოება; ცხენი რომ არ დამფრთხალიყო ი-–- გ-----–---–ი ჩვეულებრივად გაუვლიდა; ცხენის შემოჯახებით მოხდა ეს კონკრეტული შემთხვევა;
ექსპერტმა დაადასტურა, რომ ი-–- გ----–---–ს საქართველოს კანონის არ დაურღვევია და მის ქმედებაში არ შეინიშნება საგზაო მოძრაობის შესახებ წესები; რაც შეეხება მეხრეს, მან უგულებელყო კანონის მოთხოვნები; გამოძიებას აქვს გაზიარებული ი-–- გვარი-შვილის ჩვენება, და ეს ვერსია მან გაიაზრა და გამოიკვლია; ცხენი რომ დააფრთხო საყვირმა ი-–- გ-----–---–ის განმარტებით იქნა მითითებული; ავტომანქანაზე არსებუ-ლი დაზიანებიდან გამომდინარე ამტკიცებს რომ ცხენი შემოეჯახა; მის დასკვნაში მითი-თებულ ცხვრების რაოდენობას მნიშვნელობა არა აქვს 95 შესაძლებელია იყოს ტექ-ნიკური შეცდომა; რაოდენობას აქ მნიშვნელობა არა აქვს; მთავარია რომ ერთი ზოლი საფრთხის შემცველი იყო და ეს აიძულებდა ავტომანქანებს გადასულიყვნენ მეორე ზოლში;
დაათვალიერა ავტომანქანა აღწერა დაზიანებები; თანმიმდევრლად აღწერა როგორ გან-ვითარდა პროცესი; რადგან მეორე დაზიანება პირველზე ადრე ვერ იქნებოდა; ავტო-მანქანა მოძრაობდა, ავტომობილი იყო მოძრაობაში; იყო დახრილობით; ცხენის გადაად-გილება სხვაგვარად ვერ განაწილდებოდა; დაზიანების ფორმაა ისეთი ძრავის ბოლოში, დახრილობით მოძრაობდა, მარცხენა ზოლში გადასვლას აპირებდა და იმიტომ არის დაზიანებები დაზიანებების განვითარების მიხედვით; ავტომობილზე არსებული დაზი-ანებები და გ-----–---–ის ჩვენება თანხვედრაშია ერთმანეთთან;
არ გამოიანგარიშა საფრთხემდე მძღოლს ჭირდებოდა 1.6 წმ რომა ეს მოეხდინა, მძღოლს 1.2 წმ ჰქონდა 28 მეტრის თუკი 52 მეტრი იყო საჭირო ის ვერ გაჩერდებოდა დროის ერთეულში მძღოლის რეაქციაზე მეტი დრო იყო საჭირო საფრთხე მოულოდნელად წარ-მოიქმნა და ვერ გაჩერდებოდა; დროში რომელიც მის ხელთ იყო, როდესაც მან დაინახა საფრთხე, დაიწყო მანევრი; გაჩერება არც ესაჭიროებოდა; ცხენი შემოეჯახა და საფრთხე მოულოდნელად გაჩნდა და სულაც არ იყო საჭირო გამოეანგარიშებინა გაჩერების დრო;
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
ზ------ ს--------ძის თავის მიდამოს ჭრილობა, ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
...სისხლინაჟღენთი შუბლის მიდამოში, ნაჭდევები სახის, ხელის მტევნის არეში, ცალკე აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გარეშე.
ზ------ ს--------ძის ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა სხვადასხვა ანატომიურ ხაზებ-ზე, ზედა ყბის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა მარცხნივ, ცდომით და ყვრიმალის ძვლის მორჩის მოტეხილობა მარცხნივ ცდომით, როგორც ცალკ-ცალკე ასევე ერთიანობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
ზ------ ს--------ძის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი, ბლაგვი საგნების არაერთჯერადი ზემოქმედებით, მათ შორის ნაწილი შესაძლებელია დაცემითაც.
ავტოტექტნიკური ექსპერტიზების მონაცემების, კონკრეტული ავტომობილის, ავტომო-ბილ „მერსედეს ბენცის“ მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე სხვადასხვა მიდამოებში არსებული დაზიანებების ხასიათის, ამ მარკის ავტომობილის პარამეტრების, კერძოდ კი მისი უკიდურესი წარზიდული ნაწილების გზის საფარის ზედაპირიდან დაშორებების (სიმაღლეების) გათვალისწინებით დგინდება, რომ ზ------ ს----------ს სხეულის უკანა ზედაპირის კანზე არ აღენიშნება ავტომობილის ფეხით მოსიარულესთან შეჯახებისათ-ვის დამახასიათებელი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, ანუ ავტომანქანის წარზიდულ ნაწილებთან პირველადი კონტაქტის კვალი სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და /ან მოტეხილობების სახით.
ექსპერტიზას არ შეუძლია დაადგინოს ზ------ ს--------ძის სხეულზე არსებული დაზია-ნებების, მარჯვნივ პარავერტებრალურ (ხელხემლის ახლო) ხაზზე, II ნეკნის იზოლირე-ბული მოტეხილობისა და მარჯვნივ ბეჭის ხაზზე V VI VII VIII და IX ნეკნების მოტეხი-ლობის მიყენების მექანიზმი, თუმცა სავარაუდოდ ეს მოტეხილობები კონსტრუქციული უნდა იყოს, ანუ განვითარებული გულმკერდისა და ნეკნების კარკასის ძლიერი დეფორ-მაციის გამო. მექანიზმის ზუსტად დადგენა დღეისათვის შეუძლებელია საკვლევი მასა-ლების არასაკმარისობის გამო.
ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ კონსულტაციის შემდეგ მოითხოვა დოკუმენტების გაცნობა; მის მიერ გაცემულ დასკვ-ნაში ჩამოთვლილია თუ რა მასალები გამოიკვლია, წარმოდგენილი იყო CD დისკები, გამოკვლევა აინტერსებდა; ექიმის ჩანაწერი აქვს პნევმოთორაქსზე, ამ დროს ფილტვის გარშემო არსებული ჰაერი გამოდის გარეთ და იჩუტება სუნთქვა იკვრება; ამ ჩანაწერმა დააინტერესა რადგან ამ დროს ნეკნების შეცილება არ არის ჩაწერილი, პლევრა შესაძ-ლებელია დააზიანოს ნეკნის მოტეხილობამ წვეტმა, ამიტომ მოითხოვა დოკუმენტაცია გადააგზავნა რადიოლოგთან შესასწავლად და მათი დასკვნით არ იყო პლევრის დაზიანება, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი ექსპერტის მიერ ეს შეფასებულია ერთობლიობით; სიმძიმის ხარისხი ეძლევა იმის მიხედვით რომელიც უფრო მძიმეა და დაზიანებებიც ამ შემთხვევაში შეფასდა როგორც მძიმე; ეს ყველაფერი გადაღებულია ოპერაციამდე; თუ კი პნევმოთორაქსი გამოირიცხა - შესაბამისად იცლება დაზიანების ხარისხიც; მის მიერ დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი დაზიანებები და საერთოდ გამოირიცხა მან დაზიანებებით პნევმოთორაქსი; გულმკერდი წარმოადგენს კასრის ფორმის კარკასს შეიძლება ძალის ზემოქმედება ხდებოდეს სხვა ადგილზე და მოტეხილობა ჰქონდეს სხვა მხარეს; აქ ფიქსირდება არაპირდაპირი მოტეხილობები ზემოქმედება იყო სხვა მხარეს და და სხვა მხარეს მოხდა, მოტეხილობა; პირდაპირი ზემოქმედება არ ყოფილა კონსტრუქციული მოტეხილობაა სახეზე რასაც წინ უძღოდა ძალოვანი ზემოქმედება; ზურგის მხრიდან ვინაიდან ზემოქმედება არ იყო, ზ------ ს----------ს სხეულზე განვითარებული არაერთჯერადი ზემოქმედებით შესაძლებელია ის განვითარებულიყო დაცემითაც; ავტომანქანის პარამეტრების და სიმაღლის უკანა ზედაპირის კანზე არ შეინიშნება ავტომანქანასთან პირველადი კონტაქტის კვალი;
მიიჩნევს, რომ საკვლევი მასალები არასაკმარისია რომ ზუსტად იქნეს დადგენილი დაზიანების ხარიხის და სახის არეში არსებული მოტეხილობები შესაძლებელია განვითარებულიყო დაცემით; ფილტვის ქსოვილი საერთოდ არ არის დაზიანებული; ფეხზე მდგარ მდგომარეობაში პირველადი შეჯახება არ არის გამოხატული; ადასტუ-რებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება; მეორე ნეკნი, სადაც არის ფილტვის მწვერვალი, მოტეხილობა არ ფიქსირ-დება, შესაბამისად პნევმოთორაქსიც გამოირიცხება;
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ 2017 წლის 20 იანვარს გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N17/03 -ატ დასკვნით დადგენილია, რომ:
1) შემთხვევის მოცემული გზის მონაკვეთი კანონის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ „საგზაო მოძრაობის წესების“ 5.22 ნიშნის თანახმად არის „დასახლებული პუნქტი“, რომელშიც მოქმედებს „დასახლებული პუნქტისთვის“ დადგენილი წესებით. თუ რამდენად სწორად არის ჩატარებული წინა/ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასო-ლოგიური/ექსპერტიზების დასკვნები, ასეთის შეფასება სცილდება ექსპერტის კომპეტენციას/ შეფასება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენტურია/.
2) „მერსედესი“ სახ.N C-------- ავტომობილს მეტად მკვრივი საგნის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული აქვს კაპოტის, წინა მარჯვენა ფრთისა და წინა მარჯვენა დგა-რის ზედაპირები (იხ.1-8 და 10-11 ფოტოსურათები ნაჩვენები ისრებით). კაპოტზე განვითარებული დაზიანებები ნალისებური ფორმისაა. დაზიანებების თავისებურებე-ბიდან გამომდინარე არ გამოირიცხება მოცემულ შემთხვევაში („მერსედესის“ მეორე სამოძრაო ზოლისაკენ) ცხენის ირიბულად ნახტომისებური გადაადგილება უკან, კაპოტ-ზე და მარჯვენა ფრთაზე ფეხების დარტყმით (რასაც „მერსედესის“ მძღოლი აღნიშნავს). კვლების მიმართულება ავტომობილზე წინიდან - უკან, თან დიაგონალურად მარ-ჯვნიდან - მარცხნივ მიგვანიშნებს, იმაზე, რომ კონტაქტში შემომავალი ობიექტი (საგანი) თავის მხრივ გადაადგილდებოდა დახრილი კუთხით მარჯვნიდან-მარცხნივ ე.ი. მეორე ზოლისაკენ.
3) „მერსედესის“ საჭის მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები შემთხვევის წინ იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
4) ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა ძრავის მაქსიმალური დატვირთვების მიხედ-ვით (ჰქონდა, თუ არა ადგილი ე.წ. ძრავის „გუდვას“), ან სიჩქარის განსაზღვრა აღნიშ-ნული დაზიანებებით გზაზე მოძრაობის მიხედვით შეუძლებელია (არც საქმის მასალებ-ში არ მოიპოვება რაიმე მამტკიცებელი იმისა, რომ შემთხვევის მონაკვეთში ავტომობი-ლი „მერსედესი“ მოძრაობდა „დასახლებულ პუნქტში“ დასაშვებზე მეტი სიჩქარით).
5) ავტომობილის კაპოტზე, წინა მარჯვენა ფრთაზე და საქარე მინის მარჯვენა დგარზე აღინიშნება მეტად მკვრივი საგნის ზემოქმედების კვლები დიდი ძალით დარტყმის სახით (მათი ვრცლად აღწერილობა და ისრებით მითითება იხილეთ კვლევით ნაწილში). დაზიანებულ ზედაპირებზე შეინიშნება ასევე ნაკლებად მკვრივ საგანთან კონტაქტის (დაჯახების) დამახასიათებელი ნიშნებიც.
6) მოცემულ კონკრეტულ გარემოებებში/როგორც გამოძიებით დადგენილ, ასევე განცხადებაში მოყვანილ შემთხვევებში („მერსედესის“ მძღოლს ტექნიკური თვალსაზ-რისით არ შეეძლო ცხენზე დაჯახების თავიდან აცილება) ცხენზე დაჯახება ტექნიკური თვალსაზრისით მოახდენდა ავტომობილის მართვადობის დაკარგვას / და /ქვეით მეხრეზე შეჯახების შემთხვევაშიც კი/ მძღოლის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის წესების“ რომელიმე მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობა (25.10.პ, ან 33.2 მუხლის) არ აღინიშნება.
7) მოცემულ შემთხვევაში მეხრეს (პირუტყვის გამრეკს) უნდა ემოქმედა საქართველოს კანონის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ „საგზაო მოძრაობის წესების“ 16.3.ა; 20.2; 20.3; 20.7; 22.1; 22.2; 22.8.გ და 22.9 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად (მნიშვნელობები იხილეთ კვლევით ნაწილში). ზემოთ ჩამოთვლილი მუხლების მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში მოცემული დაჯახება არ მოხდებოდა. (იხ დასკვნა)
მოწმე ჰ---–--- ნ-----–--–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ საქმის მასალების ქსეროასლები მიიღო, რომ ჩაეტარებინა სატრანსპორტო ტექნიკური ტრასოლოგიური ექსპერტიზა; მასალები შეისწავლა; მოახდინა დეტალური დათვალიერება ავტომანქანის; შემთხვევის ადგილის, სრულად მონაკვეთი დაათვალიერა; გამოიკვეთა, რომ შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში, გამოძიებას ჰქონდა დადგენილი რომ იმ მონაკვეთში იყო ინტენსიური მოძრაობა მიდიოდა მიკროავტობუსი, გამოჩნდა დაბრკოლება ცხენი და ცხვრის ფარა; მოხდა სათანადო გაანგარიშება, თუ 30 მეტრი იყო დისტანციით, მაშინ ეს იყო სწორად; ექსპერტს ხელოვნურად შემცირებული ჰქონდა დრო და მითითებულია ერთი წამი, დასახლებულ პუნქტთან მიმართებით; ი-–- გ-----–---–ს არ ჰქონდა დარღვეული კანო-ნის მოთხოვნები მანქანაზე არსებული დაზიანებები აღწერა გამოიყენა გამომძიებლის იდეალური სურათი რომელზეც კარგად და საღად ჩანდა დაზიანების კვლები, სატრან-სპორტოს საშუალებაზე შეინიშნება რაიმე მკვრივი საგნით განვითარებული დაზიანე-ბები; ეს დაზიანება აღინიშნებოდა კაპოტის წინა და ზედა ზედაპირებზე ეს იყო ნალისე-ბური ფორმის; გამოსაკვლევად არ ჰქონდა და წესით უნდა ჰქონოდათ ეს საგანი, აუცი-ლებლად უნდა მომხდარიყო ცხენის დათვალიერება და თუ რაიმე მკვრივი საგანი იარსებებდა უნდა ამოეღოთ; სათანადო გაანგარიშებებით მძღოლმა როცა შენიშნა, მისი განმარტებითაც არ შეეძლო თავიდან აეცილებინა. ის განმარტავდა, რომ ის გადადიოდა გვერდით ზოლში, ამ დროს ავტომანქანამ მისცა სიგნალი და ცხენი უკვე დაეჯახა ამ დროს; მარჯვნიდან მარცხენა მხარე არის დაზიანებების მიმართულება; კონტაქტში შემავალი საგანი გადაადგილებას ახდენდა დაზიანებების დათვალიერებით ასახული მიმართულებით; საშუალება არ მისცა დამფრთხალმა ცხენმა და მძღოლმა ვერ შეძლო საფრთხის თვიდან აცილება; მძღოლს თუ არ დაურღვევია, ამ დროს მიუთითა რამდე-ნიმე პუნქტზე, რომ არ შეიძლებოდა ცხვრების გადარეკვა, მეხრეს დამხმარე უნდა ყოლოდა, შესაძლებელია საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც გაეწია დახმარება; მიღებული იქნებოდა გარკვეული ზომები ამ დროს განსაკუთრებული სიფრთხილის-თვის; ზევიდან ფეხებით კონტაქტში შემომავალი საგანი, ადასტურებს იმას, რომ მოხდა შემოჯახება; გამომძიებელს დადგენილი ჰქონდა, რომ მოხდა გზის კიდეზემ რაც არასწორია, ეს მოხდა გამყოფ ზოლზე; სისხლის კვალით შესაძლებელი იქნებოდა ამის დადგენა ზუსტად; მძღოლის მოქმედებაში მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვე-ვა არ შეინიშნება; უმოქმედობა შეინიშნება მეხრეს მოქმედებაში მან კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნები არ შეასრულა;
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
ი-–- გ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგე-ნილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, თავდაპირველად გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას არ ეთანხმება, ვინაიდან მას გარემოებებზე ამ სახით არ მიუთითებია, გამომძიებელი ეუბნებოდა, რომ ჯობდა როგორც თვითონ თვლიდა გამომძიებელი ისე დაეწერათ, მას არ განუცხადებია, რომ მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით; მას არ უთქვამს, რომ ცხენს დაეჯახა, მან შემ-თხვევის შესახებ განმარტება მისცა მოგვიანებით ადვოკატს და შემთხვევა ზუსტად და სწორად აღწერა; არ ეთანხმება ბრალდების მიერ დადგენილ გარემოებას, რომ შემთხვევა მოხდა დაუსახლებელ პუნქტში, ვინაიდან სპეციალისტები და თავად კანონი საგზაო ნიშნით ზუსტად გამოხატავს, რომ შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში; ის მოძ-რაობდა დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით; დისტანცია ჰქონდა დაახლოებით 40 მეტრზე მეტი; გვირაბიდან ჩ---ის მხარეს გასვლამდე დარჩენილი იქნებოდა 100 მეტრამდე ამ დროს დაინახა ცხვრის ფარა, მას მიყვებოდა მეხრე და ავშარით ცხენი; წინ მიმავალმა ავტომანქანამ ჯოგის უკან მიმავალ ცხენს გვერდი აუარა თვითონაც დაიწყო მოძრაობა მეორე ზოლში გადასასვლელად; გაატარა მარცხნივ მოძრავი ავტომანქანა, რომლემაც მისცა ჩავლის მომენტში სიგნალი და საყვირის ხმაზე დაფრთხა ცხენი დაარტყა უკანა ფეხები მისი ავტომანქანის კაპოტს უკანა ნაწილით შემოვარდა კაპოტსა და ფრთაზე, მოასკდა ე.წ სტოიკაზე, შემოახია მუცელი და ჩაამტვრია საქარე მინის მარჯვენა ნახე-ვარი; მეუღლეს და ბავშვებს, რომლებიც ისხდნენ მანქანაში შემოეყარათ მინის ნამს-ხვრევები; ცხენი გადავარდა მარჯვენა მხარეს და დაეცა მანქანის გვერდით; სამოძრაო ზოლების გამყოფ ხაზთან ახლოს დატოვა იქვე სისხლის კვალი; ამის შედეგ მას მეხრე იქ არ დაუნახავს, მეხრეს არც შეჯახებია, მან დაინახა თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ მეხრე როგორ ცდილობდა ცხვრების გამორეკვას გვირაბიდან; როგორ და რა ვითარებაში მიიღო დაზიანება მეხრემ მისთვის გაურკვეველია, თავად ნამდვილად არ მიუყენებია დაზიანება; მას ცხენი თავად შემოეჯახა და ავარდა მის ავტომანქანაზე; ის დაფრთხა საყვირის ხმაზე.
(პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი)
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ სემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ გააჩნია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ხასიათი.
კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებია:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; მის საფუძველზე ჩატარებული ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა №--- და დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ შეიცავს ისეთი მნიშვნელოვანი ხასიათის ფაქტობრივ გარემოებებს, როგორიცაა ქვეითის მოძრაობის, შეჯახების, დავარ-დნისა და ავტომობილის გაჩერების ადგილს.
საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურ-დება, რომ ი-–- გ-----–---–ი მოძრაობდა ნებადართულზე მეტი სიჩქარით; რომ იგი შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს (თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითე-ბულია, რომ ი-–- გ-----–---–ი შეეჯახა ქვეითად მოსიარულ ზ------ ს----------ს).
- დაზარალებულ ს----------ს არ ახსოვს შემთხვევის დეტალები და გონს მოვიდა მხოლოდ შემთხვევის შემდეგ. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლები კი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და ისინი თავიანთ ჩვენებებში აღწერენ მხო-ლოდ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას.
მომხდარის დეტალებს აღწერს მხოლოდ ი-–- გ-----–---–ი, რომლის ჩვენება კატეგო-რიულად განსხვავდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიისაგან.
რაც შეეხება ბრალდების ძირითად მტკიცებულებას, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას:
კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდება ი-–- გ-----–---–ს ედავება, რომ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზ------ ს----------ს. იმისათვის, რათა დადგინდეს დაარღვია თუ არა ი-–- გ-----–---–მა ზემო-აღნიშნული კანონის მოთხოვნები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტი-ზის დასკვნას.
აჭარის ა.რ. საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული 2016 წლის 27 ოქტომბრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად მოცემულ კონ-კრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლ ი-–- გ-----–---–ს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა გათვალსიწინებით. ექსპერტმა ზ----- ხილა-ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. ბრალდების მხარის ამ მტკიცებულების საპირისპიროდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა:
1) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 2017 წლის 27 იანვრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც შექმნილ საგზაო სიტუაციაში, ავტომობილი „მერსედეს ბენცის“ მძღოლს ი-–- გ-----–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით, კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულე-ბელყოფა არ აღინიშნება.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა საქმის განხილვისას ექსპერტმა დ------ დ---–მა.
2) ტრანსპორტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული 2017 წლის 28 თებერვლის კომპლექსური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლის ი-–- გ-----–---–ს შექმნილ დაბრკოლებაზე და მოულოდნელად წარმოქმნილ საფრთხეზე კონტაქტის თავიდან აცილება და ავტომობილის გაჩერება ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო.
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, მისი მანევრით – გვერდითა სამოძრაო ზოლში გა-დასვლით არ მომხდარა, დამდგარი შედეგი მასზე არ იყო დამოკიდებული, მის ქმე-დებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის უგულებელ-ყოფა არ შეინიშნება.
ექსპერტმა რ----- ვ--–------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
3) ტრანსპორრტისა და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული 2017 წლის 20 იანვრის ავტოტექნიკური ექსპერტიზის № 1-------- დასკვნის მიხედვით მოცემულ კონკრეტულ გარემოებებში (როგორც გამოძიებით დადგენილ, ასევე განცხა-დებაში მოყვანილ შემთხვევაში) „მერსედესის“ მძღოლს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო ცხენზე დაჯახების თავიდან აცილება და . . . მძღოლის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის წესების“ რომელიმე მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობა (25 მ. 10 პ. „პ“ ქ/პ ან 33 მ.2 პ.) არ აღინიშნება. ექსპერტმა ჰ---–--- ნ-----–--–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
ნათელია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას ერთ-მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნები.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების ავტორებმა – დე-მურ დ---–მა, რ----- ვ--–------–---–მა, ჰ---–--- ნ-----–--–---–მა განმარტეს, რომ რად-გან შემთხვევის ადგილი მდებარეობს დასახლებულ პუნქტში, რომელშიც მოქმედებს „დასახლებულ პუნქტებში“ მოძრაობისათვის დადგენილი წესები – სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისიტანციის დასაფარად საჭირო დრო – დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლები 2 წამისა.
ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ზ----- ხ--–----მაც დაადასტურა, რომ ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული ისტანციის დასაფარად, დასახ-ლებულ პუენქტში საჭიროა არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში არანაკ-ლებ 3 წამისა. კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა არის დაუსახლებელი პუნქტი და ამის მიხედვით მოახდინა განსაზღვრა.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმ საკითხის გარკვევა შემთხვევა დასახლებულ პუნქტში მოხდა თუ დაუსახლებელში, მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან იგი არსებით გავლენას ახდენს დასკვნის შედეგებზე.
ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ავტორი აღნიშნავს, რომ შემთხვევა მოხდა დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ავტორები კატეგორიულად განმარტავენ, რომ მათ დაათვა-ლიერეს შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს მ-----------ში – დასახლებულ პუნქტში, რომლის დასაწყისშიც განთავსებულია საგზაო ნიშანი 5.23.1 „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“. . .
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ავტოტექ-ნიკური ექსპერტიზის დასკვნა საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც ის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება.
სხვა პირდაპირი მტკიცებულება ი-–- გ-----–---–ის ბრალის მადასტურებლად არ არ-სებობს, ბრალდების მხარის ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა კი გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს ი-–- გ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, რადგან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები კატეგორიულდა ეწინააღმდეგება მას და გამორიცხავს ამ უკანასკნელის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის შესაბამისად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრ-დებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწი-ლის შესაბამისად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთ-თან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის შესაბამისად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-–- გ-----–---–ის ბრალის მადასტურებლად, ბათუ-მის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი ი-–- გ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსა-ფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ი-–- გ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2----–-–----- იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ი-–- გ-----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ი-–- გ-----–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფ-ლების შესახებ.
მსჯავრდებულ ი-–- გ-----–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით დადე-ბული ყადაღა ი-–- გ-----–---–ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქ------–---–----------–-----–-–ი (დაზუსტებული ფართი 3396.00 კვ/მ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, შე-ნობანაგებობის ჩამონათვალი №1 (ზონა - ქ------–-----------------------------------–---------------- - 0--, საკადასტრო კოდი №2------------)), 2000 (ორი ათასი) ლარის წილს.
ნივთიერი მტკიცებულება - „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით G--------, რომელიც განთავსებულია შპს „ბ--------------“ სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტი-ლების მიღების შემდეგ.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს და შპს „ბ--------------“-ის ადმინისტრაციას.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili