განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
010100116001479597
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-196-2018 წელი

№010100116001479597

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

27 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა-–--–-----–------- ბრალდების № 1----------- სისხლის სამართლის საქმე.

ა-–--–- ხ--–------, დაბადებული 1----–-–----- მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბათუმში, შ-----------------–-- ქუჩის №5-----ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამარ-თლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში.

aRwerilobiTi nawili:

ა-–--–-----–------- პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაე-დო ცემისათვის (ძალადობისათვის), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გა-მოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ბ------–---–-------------–-----------------ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა-–--–- ხ--–------მ მკერდის არეში ხელის დარტყმებით გ-----– მ----ს მიაყენა დაზიანება, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით ა-–--–- ხ--–------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქ-ციით) წარდგენილ ბრალდებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გ------- რ---–---–მა, რომელიც ითხოვს ა-–--–-----–------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში, ასევე ითხოვს დაუშ-ვებლად იქნეს ცნობილი დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმი და მის საფუძველზე მ----- კ---–--ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი ა-–--–-----–------- მიმართ იმიტომ გამოიტანა, რომ არცერთი პირდაპირი მოწმე უშუალოდ არ დაკითხულა სასამართლოში, რის გამოც სასამართლოს შეეზღუდა შესაძლებლობა უშუალოდ შეემოწმებინა მოწმის დამოკიდებულება იმ მოვლენის მიმართ, რომელიც მოცემულ საქმეს უკავშირდება. ბრალდების მხარემ ორი ძირითადი და პირდაპირი მოწმისაგან მიიღო ჩვენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მოწმეები დი-დი ხნით ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას. გარდა ზემოაღნიშნული ორი მოწმის ჩვენებისა ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს გამოძიების ეტაპზე დაკითხული სამი მოწმის ჩვენება, რომელთა გამოქვეყნებაც მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან არ იმყოფებოდნენ საქართ-ველოში. საქმეში ასევე წარდგენილია იმავე დღეს ფაქტიდან რამოდენიმე საათში ჩატა-რებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დასტურდება, რომ სწორედ დაზა-რალებულს გ-----– მ----ს, მის მიერ მითითებულ ადგილას გულმკერდის არეში აღე-ნიშნებოდა დაზიანება. სხვა პირდაპირ მტკიცებულებას ბრალდების მხარე ვერ წარად-გენდა, ვინაიდან უშუალოდ ა-–--–-----–------- მიერ გ-----– მ----ის ცემის ფაქტს შეესწრო მხოლოდ ხსენებული პირები. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მიკერ-ძოებული მ----- კ---–--ის და ა-–--–-----–------- ჩვენება, რომელიც აშკარად ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას და ხელი შეუშალოს მართლმსაჯულების განხორციელებას.

დაცვის მხარემ სასამართლოში წარადგინა მოწმე მ----- კ---–--ის ჩვენება საქართვე-ლოს სისხლის სამართლის საპოცესო კოდექსის 83-ე მუხლის გვერდის ავლით. ასევე დარღვეული იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპოცესო კოდექსის 135-ე მუხ-ლის პირველ ნაწილში მითითებული გამოკითხვის ოქმის შედგენის თავისებურება. მ----- კ---–--ემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მის შვილს ხშირად ტოვებდა ა-–--–-----–------- დედასთან - მ---------ან და განიცდის რომ კონფლიქტის დროს მას ვერ დაეხმარა. თუმცა მის ჩვენებაში ვერ ხერხდება პირთა იდენტიფიცირება, ის არსებითად მნიშვნელოვან ჩვენებას არ იძლევა. მ----- კ---–--ის სადარბაზოში ყოფნას და მის მიერ ფაქტის შესაძლო შესწრებას არ ადასტურებს საქმეში დაკითხული არცერთი მოწმე, მათ შორის არც ა-–--–- ხ--–------, რაც ცალსახად ეჭვის შეტანის საფუძველია.

სააპელაციო საჩივარზე გამართლებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა გ-----– მ----მა (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) ჩვენებაში განმარტა, რომ ახლო ნათესავებთან: დედასთან – ზ------– მ--------სთან, დასთან – გ---–--- მ--------სთან, ძმასთან – მ---- მ-----------თან, ბიძაშვილთან – კ------– ს---–----------თან ერთად 2016 წლის 22 ივლისს ტურისტული მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და 23 ივლისს იქირავა ბინა ქ. ბ------–--------------–-------ში ა-–--–-----–-------გან. სურდათ 10 დღით დარჩენილიყვნენ ბათუმში, თუმცა ხავშა-ბოვასთან წარმოეშვათ უთანხმოება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავ-შირებით, ამიტომ სამი დღის შემდეგ გადაწყვიტეს თურქეთში გამგზავრება. როდესაც ბინის დატოვების შესახებ აცნობეს ხ--–------ს, ქირავნობის თანხის ოდენობის გამო წარმოეშვათ უთანხმოება. ხ--–------ 10 დღის თანხის გადახდას ითხოვდა სრულად. საუბრისას, რომელიც ბინაში მიმდინარეობდა, გახდა საკმაოდ აგრესიული, სახლიდან გარეთ გაყარა გ-----–ის და და ბიძაშვილი, ხოლო გ-----–ს და დედამისს კარი ჩაუკეტა და კატეგორიულად მოითხოვა თანხის გადახდა. გარეთ დარჩენილმა კ------– სულეი-მანოვამ დაუძახა ხ--–------ს კარი გაეღო და ის გადაუხდიდა დარჩენილ თანხას, ანჟე-ლამ კარი გააღო და შემოუშვა გარეთ მყოფები, ხოლო კ------–ის მიერ 20 ლარიანის მი-წოდების შემდეგ კიდევ უფრო გაბრაზდა, „ხმა აიმაღლა, შეტევაზე გადავიდა“, ცალი ხელით ხელები გაუკავა გ-----–ს, მეორე ხელით კი 2-3-ჯერ დაარტყა გულმკერდის არე-ში. შუაში ჩაუდგნენ და გააშველეს. მიღო დაზიანება მაჯის და გულმკერდის არეში, სა-დაც განაკაწრი ჰქონდა და სისხლი წამოუვიდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ---–--- მ--------მ (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) ჩვენება-ში განმარტა, რომ 2016 წლის 22 ივლისს, დედასთან, და-ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად დასასვენებლად ჩამოვიდა საქართველოში და 23 ივლისს ყველანი ერთად და-ბინავდნენ ქ. ბათუმში, ა-–--–-----–------- ბინაში. ხ--–------მ ბინის ერთი ოთახი დაუ-თმო მათ, იმავე ბინაში ცხოვრობდა თვითონაც დედასთან ერთად. წინასწარი შეთანხმე-ბით 10 დღით უნდა დარჩენილიყვნენ ხ--–------სთან, თუმცა იმის გამო, რომ ბინაში ცხოვრების პირობები არ მოეწონათ, ხ--–------ უზღუდავდა აბაზანით, სამზარეულოთი სარგებლობას და მსგავს საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოება წარმოეშვათ, სამი დღის შემდეგ გადაწყვიტეს თურქეთში გამგზავრება. ბრალდებულის ბინაში არყოფნისას ჩაალაგეს ნივთები და ტელეფონით აცნობეს თავისი გადაწყვეტი-ლების შესახებ. ხ--–------ დაბრუნდა სახლში და მოსთხოვა არა სამი, არამედ 10 დღის ქირის გადახდა. გახდა საკმაოდ აგრესიული. თვითონ და მისი ბიძაშვილი გარეთ გააგდო და კარი ჩაუკეტა, ხოლო დედა - ზ------– მ-------- და და, დარჩნენ ბინაში, საიდანაც საკმაოდ ხმამაღალი საუბარი ისმოდა, ამიტომ გარეთ დარჩენილებმა დაიწყეს კარზე კაკუნი და დაუძახეს ა-–--–-ს, რომ შეეშვა სახლში და გადაუხდიდნენ თანხას. ა-–--–-მ კარი გააღო და შეუშვა ორივე ბინაში, თუმცა ს---–---------- გაწვდილმა 20 ლარიანმა უფრო გააბრაზა, ფული მოისროლა, ხელი მაჯაში სტაცა გ-----–ს, მეორე ხე-ლით 2-3-ჯერ დაარტყა გულმკერდის არეში. ამ ადგილას ნაკაწრიც დარჩა გ-----–ს. ა-–--–-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის რაიმე ფაქტს ინციდენტში მონაწილე არც ერთი პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე კ------– ს---–--------ამ (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა თავის ნათესავებთან ერთად და-სასვენებლად ბათუმში ჩამოსვლის და ა-–--–-----–------- ბინაში დაბინავების ფაქტი და მიუთითა ხ--–------სთან წარმოშობილი უთანხმოების იგივე მიზეზებზე, ასევე განმარტა იმ ინციდენტის გარემოებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ა-–--–-----–------- ბინაში. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიტყო მდგმურების განზრახვა, წინასწარ შეთანხმებულზე უფრო ადრე დაეტოვებინათ მისი ბინა. ხ--–------ს მოთხოვნა იყო თანხის სრულად გადახდა, რასაც მდგმურები არ იზიარებდნენ. ხ--–------ გაბრაზდა, გარეთ გაყარა კ------–ი და გ---–---, ბინაში დარჩენილებს კი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. კ------–მა დაუძახა, კარი გაეღო და გადაუხდიდა თანხას. ა-–--–-მ კარი გააღო, თუმცა კ------–ის გაწვდილმა 20 ლარიანმა გააბრაზა, ცემა დაუწყო გ-----–ს მკერდის არეში, სადაც რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი. არც ს---–---------- და არც მის ნათესავებს ფიზიკური შეურაცხყოფა ა-–--–-სთავის არ მიუყენებიათ.

ანალოგიური გარემოებები დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე ზ------– მ--------მ (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში).

მოწმე მ---- მ----------- (გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში) მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ის საერთოდ არ შეწრებია თავის ნათე-სავებს და ა-–--–-----–------- შორის მომხდარ ინციდენტს, ამ დროს ბულვარში იყო სასეირნოდ წასული.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ--- ფ----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ა-–--–-----–------- მეზობელია. უშუა-ლოდ იმ ინციდენტს, რომელსაც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ადგილი ჰქონდა ხ--–------ს და მასთან მდგმურად მყოფ დამსვენებლებს შორის, არ შესწრებია. ბინის ეზოში დაინახა მხოლოდ როგორ ესაუბრებოდა ხ--–------ პოლიციის თანამშრო-მელს, მათთან ერთად იყვნენ სხვა პირებიც, რომლებიც რუსულად საუბრობდნენ და როგორც მიხვდა, თანხასთან დაკავშირებულ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი ა-–--–-ს და ამ ადამიანებს შორის.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 29 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, გ-----– მ----ს აღენიშნებოდა ნაჭდევი გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანე-ბათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზ-მულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ პირველი ინსტანციის სასაართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ა-–--–- ხ--–------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგე-ნილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არა ბრალდებულად, არამედ დაზარალებულად უნდა იყოს ცნობილი ამ საქმეზე, რადგან მასთან ბინაში მდგმურად მყოფმა ადამიანებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არა პირიქით. მოხუც და ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელიც ვერაფრით დაეხმარებოდა, მარტო აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი ხუთი ადამიანის პირისპირ. მათ შორის ერთი საკმაოდ მოსული და მკვრივი აღნაგობის, ნავარჯიშევი, კუნთმაგარი მამაკაცი და ასევე ფიზიკურად მასზე ბევრად დიდი ქალბატონები იყვნენ. ვერანაირად ვერ მოახერხებდა მათზე ზიანის მიყენებას. პირიქით კი ნამდვილად მოხდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მას მიაყენეს, სცემეს. განსაკუთრებით მტკივნეული და რთული იყო მ---- მ----------- მი-ერ ფეხის დარტყმით მიყენებული დაზიანება მარჯვენა ფეხზე. დაზიანებები, რომლე-ბიც ამ ცემის შედეგად მიიღო, ასახულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში. გ-----– მ----ის ნაკაწრი კი ამ ფიზიკური შეხლა- შემოხლის და ორომტრიალის შემთხვევითი შედეგია მხოლოდ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ----- კ---–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სრულიად შემთხვევით გახ-და შემსწრე ხ--–------ს და მის მდგმურებს შორის მომხდარი ინციდენტის იმ ეპიზო-დის, როდესაც დაახლოებით დღის 11 საათიდან 13 საათამდე დროის მონაკვეთში, ხ--–------ს გვერდით ბინაში მცხოვრებ ნათესავებთან მივიდა და ა-–--–-ს ბინის გაღე-ბული კარის ზღურბლთან დაინახა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი საკმაოდ მაღალი და მსუქანი ახალგაზრდა მამაკაცი „ფეხით და ხელით იქაჩებოდა“ ა-–--–-ს ბინისკენ და ასევე დიდი და ჩაფსკვნილი ქალბატონი აკავებდა მას. ისინი ქართულად არ საუბრობ-დნენ. კარიდან ჩანდა ბინაში მყოფი კიდევ რამდენიმე ადამიანი. დაინახა ა-–--–- და დედამისი მ------, რომელიც ძირს იყო წაქცეული და ა-–--–- მას აქცევდა ყურადღებას და ზღურბლთან მდგარი ამ ხალხისკენ არც იყურებოდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახ-მად, ა-–--–-----–------- ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებში აღენიშნებოდა დაზიანე-ბები სისხლნაჟღენთების სახით სხეულის სხვადასხვა არეში - მარცხენა მხრის ქვედა მესამედში მოლურჯო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ასეთივე ხასიათის და ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა წვივის შიდა ზედაპირზე შუა მესამედში ასეთივე სისხლნაჟღენთი, ასეთივე დაზიანება აღენიშნება მარცხენა ტერფის ზედა ზედაპირზე და ამავე ტერფის ზედა ზედაპირზე მე-3-4-ე თითების ფალანგების არეში.

ექსპერტმა მ------ მ---------–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ა-–--–- ხავშა-ბოვას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დაზარალებული გ-----–ი მ----ი, მოწმეები – გ---–--- მ--------, ზ------– მ--------, კ------– ს---–--------ა, მ---- მ----ზადა, პირველი ინსტანციის სასა-მართლოში არ დაკითხულან და მათი ჩვენებები გამოქვეყნებული იქნა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ პირთაგან ორი – გ-----– მ----ი და გ---–--- მ--------, გამოძიების ეტაპზე დაიკითხა საქართველოს სისხლის სამარლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლით დადგენილი წესით – მაგისტრატი მოსამართ-ლეების წინაშე, რადგან ისინი დიდი ხნით ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღე-ბული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილ-სამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვ-ლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

ამდენად, როგორც ვხედავთ კანონი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ მხოლოდ ეს მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

მიუხედავა იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისედაც ადგენს სტანდარტს, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არესბულ შეთანხმე-ბულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კანონმდებელმა მაინც საჭიროდ მიიჩნია იმაზე ხაზგსმა, რომ მხოლოდ ამ წესით გამოქვეყნებული მოწმის დეპონირებული ჩვენება არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა არა ერთი, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მოპოვებული ორი პირის ჩვენება.

სააპელაციო პლატის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაში კანონმდებელი ხაზს უსვამს არა მოწმეთა რაოდენობას, არამედ იმ გარემოებას, რომ ამ გზით გამოქვეყნე-ბული მოწმის (თუ მოწმეთა) ჩვენება (თუ ჩვენებები) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ სახეზე გვაქვს ორი მოწმის დეპონირებული ჩვენება, რომლებიც გამოქვეყნდა სასამართლოში. რაც შეეხება მოწმე მ--- ფ----------ის ჩვენებას (რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე) ის არ არის შემთხვევის უშუალო თვითმხილ-ველი და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თანხასთან დაკავშირებით უთანხმოებაზე ესაუბრებოდა ა-–--–- ხ--–------ და მეორე მხარე პოლიციის თანამშრომლებს.

თანხის გადახდის გამო წარმოშობილ უთანხმოებას ადასტურებს თავად ა-–--–- ხავშა-ბოვაც, თუმცა აღნიშნავს, რომ მას მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეუ-რაცხყოფა და სწორედ ის უნდა ყოფილიყო ცნობილი დაზარალებულად.

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ადსკვნას, რომელიც წარმოდგენი-ლია ბრალდების მხარის მიერ და რომლითაც დასტურდება, რომ გ-----– მ----ს აღენიშ-ნებოდა ნაჭდევი გულმკერდის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (ების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია, არ შეიძლება გაზიარე-ბულ იქნეს როგორც ბრალდების მადასტურებელი მტკიცებულება, რადგან არ არსებობს სხვა სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც დაადასტურებდა თუ როგორ და რა ვითარებაში მიიღო გ-----–ი მ----მა აღნიშნული დაზიანება, მითუფრო, რომ ა-–--–-----–------- ჩვენების მიხედვით, იგი მარტო აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი ხუთი ადამიანის პირისპირ და გ-----– მ----ის დაზიანება იმ ფიზიკური შეხლა-შემოხლის და ორომტრიალის შემთხვევითი შედეგია, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ დღეს. ამას-თან, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ-ლითაც დასტურდება, რომ ა-–--–-----–------- ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით სხეულის სხვადასხვა არეში – მარცხენა მხარის ქვედა მესამედში მოლურჯო ფერის არასწორი ფორმის სისხლნაჟ-ღენთი, მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ასეთივე ხასიათის და ფერის სისხლნაჟღენთი, მარჯვენა წვივის შიდა ზედაპირზე, შუა მესამედში ასეთივე სისხლ-ნაჟღენთი. ასეთივე დაზიანება აღენიშნება მარცხენა ტერფის ზედა ზედაპირზე და ამავე ტერფის ზედა ზედაპირზე მე-3-4 თითების ფალანგების არეში.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის უტყუარი მტკიცებულებების ერთობ-ლიობა, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ა-–--–-----–------- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად - მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დას-ტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდე-ბულის) სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალ-დებულის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი ა-–--–-----–------- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპრო-ცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ა-–--–-----–------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ა-–--–- ხ--–------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდე-ბაში.

გაუქმდეს ა-–--–-----–------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთან-ხმება გაუსვლელობასა და სათანადო ქცევის შესახებ.

გამართლებულ ა-–--–-----–------- განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

ნივთმტკიცება – მოწმეების გ-----– მ----ისა და გ---–--- მ--------ს ჩვენებების ჩანაწე-რები ორ ცალ CD დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სა-აპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili