განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
820100119002813768
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119002813768

№1/ბ-228-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ქ--ნ ბ------–ის ძე უ-–-------–უს მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 2----------, თურქეთის მოქალაქე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: თურქეთი, ქოჯაელი გებზეს რაიონი, მუსტაფა ფაშას ქ. №17; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, გონიოს დასახლება, ა---------ის ქ. 3-ში.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ქ--ნ უ-–-------–უმ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბათუმი, მატათა მოციქულის ქუჩა №8-ში, სტუმრად მყოფმა ქ--ნ უ-–-------–უმ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, თავის მეუღლეს, თ----–ა ა-------ს, სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და მიაყენა დაზიანებები, ფიზიკური ძალადობის შედეგად თ----–ა ა-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 17 დეკემბერს, 01:00 საათზე, ქ. ბათუმი, ა---------ის მე-3 შესახვევი სახლი №14, ბინა №7ა-ში, ქ--ნ უ-–-------–უმ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, თავის მეუღლეს თ----–ა ა-------ს სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ფიზიკური ძალადობის შედეგად თ----–ა ა-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით ქ--ნ უ-–-------–უ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ქ--ნ უ-–-------–უს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 17 დეკემბრიდან - 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა---- მ-------ას მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ქ--ნ უ-–-------–უსთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ქ--ნ უ-–-------–უს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების მ-------–------------------------------------------------- ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 იანვრის №0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ქ--ნ უ-–-------–უს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ქ--ნ უ-–-------–უს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა---- მ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი ქ--ნ უ-–-------–უს მიმართ დარჩეს უცვლელად:

ქ--ნ უ-–-------–უ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ქ--ნ უ-–-------–უს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, სამი დღე და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

მსჯავრდებულ ქ--ნ უ-–-------–უს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გადახდილი გირაოს თანხა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, თ----–ა ა-------ს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე