განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002846630
№1/ბ-239-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ--------ზ ბ------ის ძე დ----–-ას მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ფოთი, ი-------ის ქ.N98.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით თ--------ზ დ----–-ამ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 16 საათზე მთვრალ მდგომარეობაში და ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ზემოქმედების ქვეშ მყოფი თ--------ზ დ----–-ა, რომელიც 2018 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბებიას - მ---- დ----–-ას, მივიდა ქალაქ ფოთში, ი-------ის ქუჩის N98-ში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ურთიერთშელაპარაკების დროს გინების სახით მიაყენა მას შეურაცხყოფა, მოკიდა ხელი მარჯვენა მკლავზე და მიანარცხა ოთახის შესასვლელ კარზე, რითაც მ---- დ----–-ამ განიცადა ტანჯვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 თებერვლის განაჩენით თ--------ზ დ----–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად თ--------ზ დ----–-ას განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ--------ზ დ----–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 9 იანვრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ თ--------ზ დ----–-ას მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ თ--------ზ დ----–-ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: შ--–---------–----------------–-----------------–-----------------–----------ა დ----–-ას, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით, პ------------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ თ--------ზ დ----–-ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ თ--------ზ დ----–-ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ--------ზ დ----–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 თებერვლის განაჩენი თ--------ზ დ----–-ას მიმართ დარჩეს უცვლელად:
თ--------ზ დ----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თ--------ზ დ----–-ას მოსახდელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ--------ზ დ----–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 9 იანვრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე