განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-200-2018 წელი
№010100117002098303
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
5 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-----–- დ--------–--ის,ადვოკატის – ნ------ ბ-------–იას,მსჯავრდებულის – მ------ ხ-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მ------ ხ-------ის ბრალდების № 17---------- სისხლის სამართლის საქმე.
მ------ ხ-------ე, დაბადებული 1----–-–----- ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი № 6----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, მცხოვრები ხ--–--------–----------–---------------–--------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებუ-ლი აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუა-ლების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმა-ნათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლე-ბის ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზა-დების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთ-მეული აქვს საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვა-ნელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
aRwerilobiTi nawili:
მ------ ხ-------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ------ ხ-------ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,136 გრამ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინს, რაც 2017 წლის 10 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----–ი, ს------------–-- გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღე-ბული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ------ ხ-------ის ინტერესების დამცველმა ადვო-კატებმა ნ----- მ--–-----ემ და შ------ პ----ემ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვენ მ------ ხ-------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ მ------ ხ-------ე აღიარებს და გულწრფელად ინანი-ებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. არ არის წარსულში ნასამართლევი და არასდროს ყოფილა შემჩნეული რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. 4 წლის განმავლობაში მუშაობდა ფირმა „მ-------ს“ თანამშრომლად, საიდანაც ხასიათდება დადებითად.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ მ------ ხ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს ნ------ ბ-------–იას, რომლებიც ითხოვენ მ------ ხ-------ეს მიმართ შეფარდე-ბული სასჯელის შემსუბუქებას.
– პროკურორ ი-----–- დ--------–--ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კა-ნონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდებულ მ------ ხ-------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ხ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ------ ხ-------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაუ-ლის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეო-ბათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლ-საწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 08 (ორვა) წლის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილე-ბის შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი მ------ ხ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ------ ხ-------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ხ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მარ-თვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებ-ში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანე-ლობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მ------ ხ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.
მ------ ხ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2017 წლის 10 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება – 17 ცალ კონვალუტის ფირფიტის ჩამონაჭერზე არსებული ექვსკუთხა ფორმის 17 ცალი მთლიანი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ სა-შუალება „ბუპრენორფინს“ 0,136 გრამის ოდენობით და ინახება აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
მ------ ხ-------ის სახელზე გაცემული აიდი ბარათი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლო-ბელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
marina siraZe