განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
100100118002281639
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-224-2018 წელი

№100100118002281639

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

30 მაისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-–-- გ--–------ის,ადვოკატის – ი----- ს--------ის,მსჯავრდებულის – დ----- ხ--–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა დ----- ხ--–--ის ბრალდების №------------- სისხლის სამართლის საქმე.

დ----- ხ--–--ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქო-ნე, რეგისტრირებული წ---–--------------–----–----------------–--------ში, ფაქტობრი-ვად მცხოვრები ქ. ქ-------–---------------–----------------ში, მსჯავრდებულია საჩხე-რის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

დ----- ხ--–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 05 იანვარს, დაახლოებით 01 საათიდან 02 საათამდე პერიოდში, ს--------------–----–----------------–----–-----ში, საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დ----- ხ--–--ემ, რომელიც თითქოსდა გაღიზიანებული იყო მეუღლის მშობლების ქცევით, რომლებიც მათ თავისუფლად სადმე გამგზავრების სა-შუალებას არ აძლევდნენ და ყოველთვის აკონტროლებდნენ, წინასწარი შეცნობით ორ-სულ მეუღლეს - ს--–---- ძ--–----ეს, რომელთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, სახის არეში ორჯერ გაარტყა ხელი, რის შედეგადაც ს--–---- ძ--–----ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ცუდად გახდა და მიწაზე დაეცა; დაცემის შედეგად მან შუბლის არეში, მარცხენა ხელისგულზე, მარჯვენა ხელის თითებზე და ორივე მუხლის არეში მიიღო დაზიანებები;

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ----- ხ--–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ჰყავს ორსული მეუღლე, რომელსაც გამუდმებით სჭირდება მისი ყურადღება. მეუღლე შეურიგდა, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მის (დ.ხ--–--ის) გათავისუფლებას.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ დ----- ხ--–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი----- ს--------ს, რომლებიც ითხოვენ დ----- ხ--–--ის მიმართ შეფარდებული სასჯე-ლის შეცვლას პირობითი მსჯავრით.

– პროკურორ ი-–-- გ--–------ს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიე-რად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამარ-თლოს მსჯავრდებულ დ----- ხ--–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ----- ხ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის გარე-მოება, რომ დ----- ხ--–--ე წარსულში ნასამართლევია და მას სასჯელი დაუნიშნა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის – დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, რომლის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავი-სუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და სამართლიანობის აღდგე-ნის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსა-ხორცილელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლე-ნილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნა-შავის წარსული ცხოვრების გათვალისწინებით დაინიშნა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენი დ----- ხ--–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

დ----- ხ--–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასა-მართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენში დარჩეს უცვლელი:

დ----- ხ--–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

დ----- ხ--–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებუ-ლია.

დ----- ხ--–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 7 იანვრიდან.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili