განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001820025
საქმე №1ბ/481-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: გ-------------ის, ლ-–-------------ის
ადვოკატების: მ-----------------ის, ნ------------–---–ის
მსჯავრდებულის: გ-----------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ-----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---–---------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით);
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, ქ-------–--–-----------------------–-------------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-----------------–---–სა და ნ-----–-----------ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ნ-------–------სა და ლ--------–------სთან. გ-----------------–---–მა, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმებისა და ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, კისრისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ნ-------–------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. გ-----------------–---–მა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ნ-------–------ს მამას - ლ--------–------ს, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
გ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
გ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის 17 თებერვლის ჩათვლით.
ამავე განაჩენით დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორ გ--------------–---–სა და ბრალდებულ ნ-----–-----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ნ-----–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; ნ-----–-----------ს მიმართ აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ-----------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ-----------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გ-----------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ, აგრეთვე, ალტერნატიული მოთხოვნის სახით მოითხოვა მსჯავრდებულ გ-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელად ჯარიმის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენში გ-----------------–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო საჩივრის ავტორები წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად ვერ დასტურდება გ-----------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არ ეთანხმება აპელანტების პოზიციას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ-----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ-------–------მ განმარტა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, მამამისთან - ლ--------–------სთან ერთად, კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით, დაახლოებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა ყოფილი ს----------–------------------------ის ქუჩის მიმართულებით. ს----------–--ს ქუჩაზე ჩაუარა ტროტუარის კიდესთან მდგომ სამ პირს, რომლებიც გზაზე გადასვლას აპირებდნენ, შენიშნა, რომ უცნობებმა მისი მიმართულებით ხელი გაიშვირეს და მანქანის ოდნავ გაღებულ ფანჯარაში გაიგონა გინებაც. ვინაიდან თავი იგრძნო შეურაცხყოფილად, დაახლოებით ას მეტრში მოაბრუნა მანქანა, გადავიდა მანქანიდან და მივიდა აღნიშნულ სამ პირთან. მან (ნ-------–------მ) მოითხოვა პასუხი გინებაზე, რაზეც კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხეს, რის შემდეგ ის (ნ-------–------) ხელით მსუბუქად შეეხო გ-----------------–---–ს მკერდის არეში, თუმცა ეს უკანასკნელი არ წაქცეულა და დაზიანება არ მიუღია. აღნიშნულის შემდეგ დაიწყო ჩხუბი მათ (კ--–------სა და ქ--------–---–ს) შორის, რა დროსაც გ-----------------–---–მა ამოიღო დანისმაგვარი, გასახსნელი ბასრი საგანი (დანაც არ იყო), რომლითაც მიაყენა მრავლობითი ჭრილობები (დაახლოებით თხუთმეტამდე) სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის, კისრის, წელისა და ფეხის არეში. გ-----------------–---–ს მის (დაზარალებულის) წინააღმდეგ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ეხმარებოდა ნ-----–-----------ც, თუმცა ამ უკანასკნელს ჭრილობა არ მიუყენებია. ლ--------–------ ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც ნ-----–-----------მ ზურგიდან მოქაჩა პიჯაკზე, წააქცია და ძირს დაცემულს ფეხებით სცემდა. აღნიშნულის შემდეგ ნ-----–----------- დაეხმარა გ-----------------–---–ს, წააქციეს იგი (ნ-------–------), ხელებით და ფეხებით მიაყენეს დარტყმები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. გ-----------------–---–ი დანისმაგვარი საგნით კვლავ აყენებდა მას (დაზარალებულს) დაზიანებებს, „ბასრი საგნით სერავდა“ სწორედ იმ დროს, როდესაც ნ-----–----------- მამამისს (ლ--------–------ს) უსწორდებოდა ფიზიკურად. გ-----------------–---–თან და ნ-----–-----------სთან ერთად მყოფი მესამე პირი - ე-----------ე ცდილობდა მხოლოდ გაშველებას და ჩხუბში არ ჩარეულა. გ-----------------–---–ი და ნ-----–----------- შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, როდესაც ნახეს, რომ ის (ნ-------–------) დაჭრილი იყო.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ--------–------მ განმარტა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, შვილთან - ნ-------–------სთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით საშუალო სიჩქარით მოძრაობდა ყოფილი ს----------–--ს ქუჩიდან ს-----ის მოედნის მიმართულებით. ავტომანქანის საჭესთან ნ--- იჯდა. ყოფილ ს----------–--ს ქუჩაზე, შეამჩნია ტროტუარზე მდგომი სამი ახალგაზრდა, რომლებმაც მათი მისამართით შეიგინეს. ნ---მ მოატრიალა ავტომანქანა, მივიდა მათთან და გ-----------------–---–ს ჰკითხა გინების მიზეზი. ნ-------–------ს სიტყვებს გ-----------------–---–ისა და ნ-----–-----------ს მხრიდან აგრესია მოჰყვა, იყო უცენზურო სიტყვები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გ-----------------–---–სა და ნ-------–------ს შორის ჩხუბში გადაიზარდა. გასაშველებლად მისულს (ლ--------–------ს) მოულოდნელად ნ-----–----------- ზურგიდან მიუახლოვდა, ტროტუარზე დააგდო და ფეხებით სცემა. ნ-----–----------- ფიზიკურად გაუსწორდა რა მას (ლ--------–------ს), გაიქცა გ-----------------–---–ისკენ. როდესაც ძირს დაგდებული წამოდგა, ჩხუბი თითქმის დასრულებული იყო. გ-------ს სისხლი სდიოდა, მოგვიანებით შენიშნა, რომ სისხლი სდიოდა დაჭრილ ნ-------–------საც. ნ--- და გ------- განცალკევებით ჩხუბობდნენ და დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა ფიქრობს, რომ გ-------ს ჰქონდა ცივი იარაღი, ვინაიდან ნ---ს მიაყენა მრავლობითი ჭრილობები და ამ უკანასკნელს დანა არ ჰქონია. ნ-------–------ს სისხლის დანახვაზე გ-----------------–---–ი და ნ-----–----------- გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მათთან ერთად მყოფი მესამე პირი ჩხუბში არ ჩარეულა.
მოწმე ე-----------ის ჩვენებით, 2017 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 22:00-23:00 საათზე, მისი საცხოვრებელი ბინიდან სიგარეტისა და პროდუქტების შესაძენად მაღაზიაში ჩავიდა გ-----------------–---–თან და ნ-----–-----------სთან ერთად. გზაზე გადასვლამდე გაჩერდნენ ბორდიურთან, სადაც დიდი სისწრაფით ჩაიქროლა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანამ, რომელიც ლამის დაეჯახა მათ. ქუჩაში ხმაური იყო და მანქანის მისამართით გინება არ გაუგია, თუმცა, შესაძლოა იყო შეძახილი. დაახლოებით 20-25 წამში მობრუნდა აღნიშნული ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა საჭესთან მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გ-----------------–---–ს შეაგინა და ხელი დაარტყა. გ------- მიწაზე დავარდა, თუმცა მალევე წამოდგა, ახალგაზრდა მამაკაცს ჰკითხა დარტყმის მიზეზი და თავადაც (ქ--------–---–მა) დაარტყა ხელი, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. გ-----------------–---–ი და ნ-------–------ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ნ-----–----------- და ლ--------–------ კი განცალკევებით ჩხუბობდნენ. იგი (ე-----------ე) ცდილობდა გ-------სა და ნ---ს გაშველებას, მაგრამ ვერ შეძლო ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე და უკან დაიხია. როგორც ახსოვს, გ-------ს ნ-----–-----------ც დაეხმარა ნ-------–------სთან ჩხუბში. ჩხუბი რამდენიმე წუთით შეჩერდა, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კვლავ განახლდა. ჩხუბში გ-------ს სახე სისხლიანი ჰქონდა.
ნ-----–-----------ს განმარტებით, 2017 წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, იმყოფებოდნენ ე-----------ის საცხოვრებელ ბინაში. პროდუქტისა და სიგარეტის შეძენის მიზნით, გავიდნენ ქუჩაში. ბორდიურთან ყოფნისას, როდესაც გზაზე გადასვლას ცდილობდნენ, ძალიან მაღალი სიჩქარით ჩაიქროლა მანქანამ, რომელიც ლამის მათ დაეჯახა, თუმცა მათი მხრიდან გინებას ადგილი არ ჰქონია. ნ-------–------მ მოაბრუნა მანქანა, გააჩერა და გადმოსვლისთანავე ხელი დაარტყა გ-----------------–---–ს, რომელიც მიწაზე დავარდა. ნ-------–------ ზემოდან მოექცა მას და უმოწყალოდ ურტყამდა. წაქცეულ გ-----------------–---–ს ასევე წიხლებს ურტყამდა ლ--------–------ც, რა დროს თვითონაც (ნ-----–-----------) ჩაერთო ჩხუბში და ხელი დაარტყა ლ--------–------ს, რომელთან ჩხუბიც დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. მას (ნ-----–-----------ს) ცივი იარაღი არ გამოუყენებია, დანა არც ლ--------–------ს ჰქონია. ასაკიანი მამაკაცი ჩხუბში მალე დაჯაბნა, თავი დაანება მას და დაეხმარა ძირს დავარდნილ გ-------ს, რომელსაც ნ-------–------ გამეტებით ურტყამდა. სწორედ ამ მომენტში დაარტყა თავადაც რამდენჯერმე ხელი ნ-------–------ს. როდესაც ოდნავ დაწყნარდა სიტუაცია, ლ--------–------ს სთხოვა, წაეყვანა მისი შვილი და წასულიყვნენ, ბოდიშიც მოუხადა და სთხოვა, საუბარი სხვა დროს გაეგრძელებინათ. მიუხედავად კონფლიქტის განეიტრალებისა, ავტომანქანასთან მდგომი ნ-------–------ კვლავ აგრძელებდა გინებას მათი მისამართით, რის გამოც გ-----------------–---–ი ისევ მიბრუნდა მასთან საჩხუბრად. მას (ნ-----–-----------ს) ნ-------–------ს დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, ვინაიდან თავად ლ--------–------ს უსწორდებოდა ფიზიკურად, არც სისხლი შეუნიშნავს ნ-------–------ს სხეულზე. ჩხუბის დასრულების შემდეგ, გ-----------------–---–ი საკუთარ სახლში წაიყვანა, ტანსაცმელი გამოუცვალა და დაბანა, მაგრამ, ვინაიდან სისხლი ვერ შეუჩერეს, გადაწყვიტეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
მოწმე თ-------------------ის ჩვენებით, 2017 წლის 11 იანვარს, ღამის საათებში, ცოლის ძმასთან ზ----------სთან ერთად მოძრაობისას, ყოფილ ს----------–--ს ქუჩაზე შემოესმათ ხმაური, დაინახეს დაახლეობით ორი-სამი პირი ეჩხუბებოდა ხანდაზმულ მამაკაცს. მიახლოებისას შენიშნეს წელს ზევით შიშველი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მუცელში და კისერზე იყო დაჭრილი და სისხლი მოსდიოდა, ტანსაცმელი კი შემოხეული ჰქონდა. მან (მოწმემ) გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მოჰყვა საპატრულო პოლიციაც. შემთხვევის ადგილზე მყოფი არც ერთი პირის ხელში დანა არ დაუნახავს, არც დაჭრის ფაქტს შესწრებია და არც კონფლიქტში მონაწილე პირების გარეგნული აღწერილობა ახსოვს.
მოწმე ლ------–---------–---ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ-------–--–---–--–--ის ქუჩა №---ში, მესამე სართულზე. 2017 წლის 11 იანვარს, სახლში იმყოფებოდა და ეძინა. დაახლოებით 23:00 საათზე გააღვიძა ჩოჩქოლისა და გინების ხმამ. გადაიხედა აივნიდან და დაინახა, რომ სამი ახალგაზრდა ურტყამდა ხანდაზმულ პიროვნებას და მასთან ერთად მყოფ ბიჭს. შევიდა სახლში, აიღო მობილური ტელეფონი და დარეკა 112-ში. აივანზე უკან გამოსულს სამი ახალგაზრდა ადგილზე აღარ დახვდა. შეამჩნია, რომ ერთი მათგანი გარბოდა ს-----ის მოედნის მხარეს სკვერისკენ. მოწმის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცის მიმართ განხორციელდა უფრო მძიმე ხარისხის ძალადობა, ვიდრე ასაკოვანის მიმართ. მოწმემ განაცხადა, რომ გარე განათება იძლეოდა საშუალებას, დაენახა ვინ ვის ურტყამდა, თუმცა ვინმეს ხელში ცივი იარაღი ან ჯოხი არ დაუნახავს. თავდამსხმელების გაქცევის შემდეგ, დაზარალებულები „მერსედესის“ მარკის ა/მანქანასთან იდგნენ, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა გაიხადა მაისური, მუცელზე მიიდო და ბორდიურზე ჩამოჯდა, რამაც აფიქრებინა, რომ დაჭრილი იყო და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა 112-ის ოპერატორსაც. შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაჭრილი მამაკაცი საკაცეზე დააწვინეს და კლინ---ში წაიყვანეს.
ქ. თბილისის ვ----ს----------–--ს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა - გ-------–-----ემ, გ-----–-----ემ და გ--------------ემ განმარტეს, რომ 2017 წლის 11 იანვარს, შეტყობინების საფუძველზე, ლ--------------სთან ერთად გამოცხადდნენ ქ. თბილისში, ს--–--–--ის (ყოფილი ს----------–--ს) ქუჩაზე (ე.წ. „შ--------ის ქუჩა“), მოქალაქის დაჭრის ფაქტზე. ადგილზე იმყოფებოდა შუახნის მამაკაცი, - ლ--------–------, ხოლო მისი დაჭრილი შვილი - ნ-------–------ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გადაყვანილი ჰყავდა კლინ---ში. ლ--------–------მ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ მას და მის შვილს ქუჩაში ჩხუბი მოუვიდა სამ უცნობ პირთან, რომელთაგან ერთ-ერთმა დაჭრა ნ-------–------ და დაზიანების მიყენების დროს თავადაც დაუზიანდა მარჯვენა ხელი. ლ--------–------მ აღწერა თავდამსხმელები, მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს, საით წავიდნენ ისინი და ასევე განუცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანს მოსდიოდა სისხლი. სამართალდამცველები ლ--------–------ს მინიშნებით გაყვნენ სისხლის კვალს, რომელმაც მიიყვანა ქ-------–--–------------------------------------–---------------------------თან, სადაც აღმოჩენილ იქნენ პიროვნებები, რომელთა ფიზიკური მონაცემები და აღწერილობაც ემთხვეოდა ლ--------–------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. გ-----–-----ემ და გ--------------ემ დააკავეს ნ-----–-----------, ხოლო გ-------–-----ემ და ლ--------------მ - გ-----------------–---–ი. დაკავებულებს განემარტათ უფლებები და შედგა შესაბამისი ოქმები. ბრალდებულები გადაიყვანეს ჯერ ქ. თბილისის ვ----ს----------–--ს შს სამმართველოს მე-5 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, შემდეგ - ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.
№8----, №8---- და №8---- შეტყობინებების თანახმად, ქ. თბილისის ვ----ს----------–--ს შს სამმართველოში შევიდა სამი შეტყობინება ს---–----–--–--ის ქუჩაზე (ს----------–--ს ქუჩა, ს-–-------ებთან) პიროვნების დანით დაჭრის თაობაზე.
2017 წლის 12 იანვრის ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, გ-----------------–---–ს ალკოტესტით შემოწმებისას დაუდგინა 0.841 პრომილე, რაც ნიშნავს სიმთვრალეს.
2017 წლის 12 იანვრის ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, ალკოტესტით შემოწმებისას ნ-----–------------ს დაუდგინა 0.281 პრომილე, რაც ნიშნავს სიმთვრალეს.
2017 წლის 12 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. თბილისში, ს----------–--ს ქ---------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც №135 ელ. ბოძთან, მოქალაქეთა ფეხით სავალი ტროტუარის სიახლოვეს, დგას შავი ფერის ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ ფირმის, c------ მოდელის სახ. №G------. ს----------–--ს ქ--------------------ის პირველი სართულზე განთავსებულია მიკროსაფინანსო კომპანია „კ--------ი“, რომლის წინა პერიმეტრზე განთავსებულია ორი ცალი ვიდეო სამეთვალყურეო კამერა. ს----------–--ს ქ---------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ასფალტის ზედაპირზე დაფიქსირდა სისხლის კვლები, რამაც დათვალიერებაში მონაწილე პირები მიიყვანა პ---------------------–--------------------------------–--------------თან. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, შავი ფერის ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ლითონის სამაჯური, ამოტეხილი მოასფალტებული ზედაპირები მოწითალო ფერის ლაქებით, ამოტეხილი ბეტონის ზედაპირები მოწითალო ფერის ლაქებით, ლიფტის კაბინაში ამოტეხილი ლამინატის პარკეტის ზედაპირი მოწითალო ფერის ლაქებით, ამოტეხილი კედლის ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქებით და ანაწმენდები, რაც დაილუქა სათანადო წესით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი ვ-------------–-–---–ი, ექსპერტები: გ------- გ----------ი და პ------------–---–--ე).
2017 წლის 12 იანვრის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩატარდა ნ-----–-----------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, მდებარე: ქ-------–--------------------------------------–------------------------ში, რა დროსაც ამოღებული იქნა ტანსაცმელი, სისხლისმაგვარი ანაწმენდები, გასაშლელი დანა, რაც დაილუქა სათანადო წესით. ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები დაერთო სს საქმეს (გამომძიებელი მ-------------ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ-------------–---–ი, ექსპერტები: თ------------------–---–ი და ნ--------------ე).
2017 წლის 12 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა ვ-–--------------–---–მა შპს „აკად. ნ-----–--ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიმღები განყოფილების მედდა ჟ-----------სგან ამოიღო ნ-------–------ს ტანსაცმელი და პირადი ნივთები: მუქი ფერის ჯინსის შარვალი და ღია ყავისფერი ტყავის ვერცხლისფერი ლითონის ბალთიანი ქამარი, რომელთაც აღენიშნებათ მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, ლურჯი ფერის მაისური, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, შავი ფერის ტყავის წითელ ფერში კომბინირებული ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 12 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პროკურატურის სტაჟიორმა ირაკლი ქარდავამ ქ. თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, გ-----------------–---–ისგან ამოიღო ამ უკანასკნელის ტანსაცმელი, კერძოდ: ლურჯი ფერის დუტის ქურთუკი მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით, მარცხენა მკლავზე არსებული დაზიანებით, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი მოწითალო-მოყავისფრო ლაქებით, ლურჯი ფერის მაისური მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქებით წინა მხარეს და დაზიანებებით კისრისა და სახელოების მიდამოში. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 12 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა კ---------------ემ ქ. თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში, ლ--------–------სგან ამოიღო ამ უკანასკნელის ტანსაცმელი: მოლურჯო ფერის მაისური მარცხენა ბეჭის არეში დაზიანებითა და დაზიანების ირგვლის მოწითალო ფერის ლაქით, მორუხო ფერის სვიტერი მარცხენა ბეჭის არეში დაზიანებითა და დაზიანების ირგვლივ მოწითალო ფერის ლაქით, მორუხო ფერის ქურთუკი მარცხენა ბეჭის არეში დაზიანებითა და დაზიანების ირგვლივ მოწითალო ფერის ლაქით. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 13 იანვრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ლ--------–------მ წარდგენილი ოთხი პიროვნებიდან ამოიცნო გ-----------------–---–ი.
2017 წლის 13 იანვრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ლ--------–------მ წარდგენილი ოთხი პიროვნებიდან ამოიცნო ნ-----–-----------.
2017 წლის 31 იანვრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ნ-------–------მ წარდგენილი ოთხი პიროვნებიდან ამოიცნო ნ-----–-----------.
2017 წლის 31 იანვრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ნ-------–------მ წარდგენილი ოთხი პიროვნებიდან ამოიცნო გ-----------------–---–ი.
2017 წლის 12 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელ კ-----------ის მიერ ქ-------–--–------------------------ში მდებარე მ---- „კ--------ის“ დირექტორ ზ-----------–---სგან ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილი, შენობის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერების ჩამწერი მოწყობილობა „ენვეერი“, კვების ერთი ცალი ბლოკით - ადაპტორით, რაც დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 17 იანვრის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა კ-----------ემ ზ/აღნიშნული „ენვეერიდან“ გარე სამეთვალყურეო კონტროლის 2 ვიდეო კამერის ჩანაწერი 2017 წლის 11 იანვრის 22:00 საათიდან 00:00 საათამდე გადაწერა ერთ ცალ DVD დისკზე, რაც დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 23 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ე-----------ისა და მისი ადვოკატის შ-----------–--ის მონაწილეობით დათვალიერდა ხსენებული ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც ე-----------ემ მოახდინა კონფლიქტში მონაწილე ყველა პირისა და მათი ქმედებების იდენტიფიცირება.
2017 წლის 25 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მოწმე ლ---------–------ის (გ. ქ--------–---–ის მეუღლე) მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი გასაღებების საკიდი, ქამარზე გასაკეთებელი, ვერცხლისფერი ლითონის ბრელოკი, რომელსაც არ აქვს საკიდი რგოლი, ბასრი, მჭრელი ან მჩხვლეტავი მხარე ან ნაწილი და რაიმე სისხლისმაგვარი მოწითალო ან სხვა ფერის ლაქა. აღნიშნული ბრელოკი დათვალიერებისა და ფოტოგრაფირების შემდეგ დაილუქა სათანადო წესით.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–----------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, მოქ. ნ-------–------ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით იტარებდა სტაციონარულ მკურნალობას 11.01.17წ-დან 17.01.17წ. ჩათვლით „ნ-----–--ის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინ---ში“, სადაც აღმოუჩინეს დახმარება და დაუსვეს დიაგნოზი: სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები (ნაკვეთი ჭრილობა მეზოგასტრიუმში მარცხნივ, ზ. 10X4სმ. სწორი კიდეებით ზომიერად სისხლჟონვადი. რევიზიით ჭრილობა ღრმაა, აღენიშნება კუნთების ვრცელი დაზიანება. ამ ჭრილობიდან 2 სმ დაშორებით არის ნაკვეთი ჭრილობა ზ. 3X1სმ. სწორი კიდეებით ზომიერად სისხლჟონვადი. ასევე ამ ჭრილობის დისტალურად აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა ზ. 4X1სმ. სწორი კიდეებით. მეზოგასტრიუმში მარცხნივ ასევე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა 0,5X2სმ. ხოლო მარჯვნივ მეზოგასტრიუმში აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა ზ. 5X0,5სმ. მარცხნივ წელის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა იგივე ზ. 0,5X2სმ. მარჯვენა წინა მხრის მედიალურ ზედაპირზე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა 5X0,5სმ. ასევე კეფის მიდამოში ნაკვეთი ჭრილობა 1X2სმ ზომიერად სისხლჟონვადი სწორი კიდეებით. მარჯვენა მტევნის არეში აღენიშნება მრავლობითი ექსკორიაციები). მარჯვენა მტევნის ექსკორიაციები. აღნიშნული დაზიანებებიდან მარჯვენა მტევნის ექსკორიაციები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხოლო სხეულის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ერთობლიობაში, ასევე ცალ-ცალკე მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- მ-------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ლ--------–------ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (12.01.2017 წ.) აღენიშნებოდა - დაზიანებანი სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით - თავის, მარცხენა მხრის, მარცხენა იდაყვის სახსრის და მუცლის მარცხენა მიდამოებში, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ლ--------–------ს ასევე აღენიშნებოდა: მარჯვენა შუბლ-საფეთქლის საზღვრის მიდამოში ნაკაწრი, რომელიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ასევე მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. მარცხენა ბეჭის მიდამოში სწორკიდეებიანი ჭრილობა, რომელიც განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი (შესაძლებელია დანით), აღნიშნული დაზიანება ასევე მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ვიდეო ექსპერტიზის №0--------დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოგამოსახულება აღწარმოებული იქნა სპეციალური პროგრამების გამოყენებით და მოხდა ვიდეოგამოსახულების „c------------------“ აღწერა 23:04:50 საათიდან 23:08:50 საათამდე. ვიდეო გამოსახულებაში კადრში მარცხენა მონაკვეთში 23:04:51 სთ-დან ფიქსირდება სამი პიროვნება, რომლებიც კვეთენ საავტომობილო გზას და მიემართებიან კადრის მარჯვენა მიმართულებით. (იხ. ფოტო №1), გზის გადმოკვეთის შემდგომ აღნიშნული პიროვნებების პირდაპირ 23:05:20 სთ-ზე ჩერდება მოშავო ფერის ა/მანქანა. (იხ. ფოტო №2). ა/მანქანიდან გადმოდის ორი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან ტროტუართან მდგომ პიროვნებებთან და ფიქსირდება ფიზიკური შეხება პიროვნებებს შორის. გამოსახულების დაბალი რეზოლუციის გამო და ასევე გამოსახულების გადაღების წერტილიდან სიშორის გამო პიროვნებების მოძრაობების განსაზღვრა და მათი ნუმერაციის დადგენა ვერ მოხერხდა. პიროვნებების მოძრაობები საწყის ეტაპზე ფიქსირდება ტროტუართან (იხ. ფოტო №3, №4). შემდგომ ისინი ინაცვლებენ საავტომობილო გზისკენ. ფიქსირდება პიროვნების ძირს დაცემა და ფიქსირდება მასზე ფიზიკური შეხება (იხ. ფოტო №5,№6). მათ უახლოვდებათ ორი პიროვნება (იხ. ფოტო №7) და ფიქსირდება პიროვნებების ნაწილი ტროტუართან ახლოს (სავარაუდოდ სამი პიროვნება), ნაწილი საავტომობილო გზაზე (სავარაუდოდ ორი პიროვნება), (იხ. ფოტო №8, №9, №--, №11). 23:06:01 სთ-ზე კადრში მარცხენა მონაკვეთში ფიქსირდება სამი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან საავტომობილო გზაზე მყოფი პიროვნებებისაკენ (იხ. ფოტო №12, 13, 14), თუმცა არ ხდება ფიზიკური შეხება და საავტომობილო გზაზე მყოფი ორი პიროვნება 23:016:12 სთ-ზე მოძრაობას იწყებს კადრში მარჯვენა მიმართულებით, ტროტუარისკენ. კადრში მოგვიანებით დაფიქსირებული სამი პიროვნებაც უახლოვდება ტროტუარს და მათგან ერთ-ერთი პიროვნება ფიქსირდება ტროტუართან მყოფ პიროვნებასთან ახლოს. (იხ. ფოტო №15), რომელიც გადის საავტომობილო გზაზე, იხრება (ინ. ფოტო №16), შემდეგ კვლავ სწორდება და უახლოვდება ტროტუარს. ზუსტი მოძრაობების განსაზღვრა და ნუმერაცია ვერ ხერხდება, ზემოთ მითითებული გარემოებების გამო. 23:06:37 სთ-ზე ერთ-ერთი პიროვნება ნაწილობრივ იკეცება (იხ. ფოტო №17, №18) და იკიდებს ხელს მარჯვენა ფეხზე (ინ. ფოტო №19). სამი პიროვნება იმყოფება კადრის, შუა მონაკვეთში, ხოლო დანარჩენი პიროვნებები კადრის ზედა მონაკვეთში (იხ. ფოტო №20, №21). შუა მონაკვეთში მყოფი ოთხი პიროვნება მოძრაობს ქვედა მიმართულებით (იხ. ფოტო №22) და 23:07:05 სთ-ზე გადიან კადრიდან. კადრის ზედა მონაკვეთში დაფიქსირებულ პიროვნებებს შორის ფიქსირდება ფიზიკური შეხება, თუმცა მოძრაობების ზუსტი განსაზღვრა და ნუმერაცია ვერ მოხერხდა ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო (იხ. ფოტო №23). 23:07:13 სთ-ზე ა/მანქანის მარცხენა მონაკვეთში ფიქსირდება პიროვნება, რომელიც ძირს ვარდება (იხ. ფოტო №24, 25). 23:07:16 სთ-ზე კადრში ფიქსირდება ა/მანქანა, რომელიც მიემართება ზედა მიმართულებით (იხ. ფოტო №26, №27). 23:07:22 სთ-ზე ერთ-ერთი პიროვნება მიემართება საავტომობილო გზაზე, ტროტუარზე მიემართება ქვედა მიმართულებით ორი პიროვნება, 23:07:31 სთ-ზე საავტომობილო გზაზე მდგარი პიროვნება იხრება ქვევით და გასწორების შემდეგ ახორციელებს ხელის გაქნევას ა/მანქანასთან მდგარი პიროვნების მიმართულებით (იხ. კოტო №28, 29, 30, 31). ა/მანქანასთან დაფიქსირებული მეორე პიროვნება მოემართება საავტომობილო გზაზე მყოფი პიროვნებისკენ, რომელიც მიმართულებას იცვლის გზის ქვედა მონაკვეთით, რა დროსაც ტროტუარზე მყოფი ერთ-ერთი პიროვნება მიემართება საავტომობილო გზის მიმართულებით და ჩერდება. 23:07:38 სთ-ზე საავტომობილო გზაზე მდგარი პიროვნება კვლავ იხრება ძირს, შემდეგ სწორდება, ახორციელებს გაქნევას ა/მანქანასთან მდგარი პიროვნების მიმართულებით და ფიქსირდება მოთეთრო ფერის ნივთი, მოქნევის შედეგად (იხ. ფოტო №32, 33, 34). კადრში ტროტუარზე ქვედა მონაკვეთში მდგარი პიროვნება მიემართება ა/მანქანისაკენ, რომელსაც გაყვება საავტომობილო გზაზე მდგომი პიროვნებაც (იხ. ფოტო №35, (36). პიროვნებების შემდგომი მოძრაობების განსაზღვრა და ნუმერაცია ვერ მოხერხდა, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო იხ. ფოტო №37). 23:08:25 სთ-ზე პიროვნებები ინაცვლებენ ტროტუარის ქვედა მიმართულებით. 23:08:35 სთ-ზე ფიქსირდება სამი პიროვნება, რომლებიც მიემართებიან კადრში ქვედა მიმართულებით (იხ. ფოტო №38) და 23:08:40 სთ-ზე გადიან კადრიდან (იხ. ფოტო №39).
ქ-------–--–------------------------ში მდებარე მ---- „კ--------ის“ ვიდეოჩანაწერით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კონფლიქტი იწყება 23:05:27 საათზე, როდესაც ა/მანქანიდან გადმოსული ნ-------–------ აგრესიულად ხელს კრავს გ-----------------–---–ს მკერდის არეში ისე, რომ გ------- ოდნავ იხევს უკან, თუმცა ძირს არ ეცემა და არც დაზიანებას იღებს, უფრო მეტიც, საპასუხოდ თავადაც ხელს კრავს ნ-------–------ს და იწყება გაწევ-გამოწევა, რა დროსაც ნ-----–----------- ცდილობს შუაში ჩადგომით განაცალკევოს დაპირისპირებული მხარეები, გაშველებას ცდილობენ ასევე ა/მანქანიდან გადმოსული ლ--------–------ და ე-----------ეც. ამ დროს, 23:05:35 საათზე გ-----------------–---–ს მარჯვენა ხელი მიაქვს შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბესთან და იმავე ხელით (შეკრული და არა გაშლილი ხელით) ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ურტყამს პირისპირ მდგომ ნ-------–------ს, რაც გრძელდება რამდენიმე წამის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ, ისევ იწყება გაწევ-გამოწევა შემთხვევის ადგილზე მყოფ ყველა პირს შორის, 23:05:55 საათიდან კი ჩხუბი მიმდინარეობს ორ ადგილზე: სავალი გზის შუა ნაწილში ასფალტზე დაგდებულ ლ--------–------ს რამდენიმე წამის განმავლობაში გამატებით ურტყამს ხელებსა და ფეხებს ნ-----–----------- ისე, რომ წაქცეული წამოდგომასაც კი ვერ ახერხებს; მათგან მოშორებით კი ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს ნ-------–------სა და გ-----------------–---–ს შორის, ორივე მათგანი ურტყამს ერთმანეთს, მათ შორის ფეხს, რა დროსაც გ------- ეცემა ძირს. 23:05:57 საათზე ე-----------ე ამაოდ ცდილობს გ-------სა და ნ---ს გაშველებას, ექაჩება ორივე მათგანს, რა დროსაც ნ--- და გ------- ეცემიან ძირს ერთმანეთისაგან მოშორებით და 23:06:00 საათზე უკვე განცალკევებულები არიან, რა დროსაც ე-----------ე იმყოფება ძირს დაცემული ნ-------–------ს სიახლოვეს. გ-----------------–---–ი უახლოვდება მათ, ხელის კვრით იშორებს ე-----------ეს და 23:06:04 საათიდან რამდენიმე წამის განმავლობაში ზევიდან ექცევა ძირს დაცემულ ნ-------–------ზე და ურტყამს ისე, რომ არ აძლევს წამოდგომის საშუალებას. ნ-------–------ ერთ მომენტში ახერხებს წამოდგომას, თუმცა გ-----------------–---–ი ხელს კიდებს და მძლავრად მოქნევით კვლავ ბორდიურზე ანარცხებს, ამ დროს მათთან მიდის ნ-----–-----------ც და ეხმარება გ-----------------–---–ს ნ-------–------ს მიმართ ფიზიკურ ძალადობაში. აღნიშნულის შემდეგ კონფლიქტი ისევ განეიტრალდა, თუმცა 23:06:33 საათზე გ-----------------–---–ი იხრება, ასფალტის ზედაპირიდან იღებს რაღაც საგანს და კვლავ მიიწევს ნ-------–------ს მიმართულებით, 23:06:42 საათზე კვლავ იწყება გაწევ- გამოწევა და ჩხუბი, 23:07:15 საათზე კი ისევ ნ-------–------ ეცემა ძირს დარტყმის შედეგად. 23:07:26 საათზე დაპირისპირებული მხარეები განცალკევებულები არიან, რა დროსაც ნ-----–----------- ასფალტის ზედაპირიდან იღებს რაღაც საგანს და ისვრის ნ-------–------ს მიმართულებით, 23:07:44 საათზე გ------- ქ--------–---–ი ისევ ბრუნდება ნ-------–------სთან და ისევ ფიზიკურად უპირისპირდებიან ერთამენთს. 23:08:33 საათზე კადრში ჩანს, თუ როგორ ძალით მიყავთ ე-----------ესა და ნ-----–-----------ს გ-----------------–---–ი შემთხვევის ადგილიდან სწრაფი ნაბიჯებით, როგორ ექაჩებიან ორივე მხრიდან, თუმცა გ------- მაინც უწევს წინააღმდეგობას, უკან-უკან იხედება იმ მხარეს, სადაც დგანან კალანდიები და აგრესიულად ცდილობს მათთან დაბრუნებას. გარდა ნ-----–-----------ს მიერ ლ--------–------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა, ასევე ფიქსირდება, თუ როგორ ურტყამს ამ უკანასკნელს გ-----------------–---–იც, მაგ: 23:06:51 საათზე.
სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ც. ქურთუკი ობ. №5 მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებებით ამოღებული ა/მ-ის მარჯვენა სავარძლის დასაჯდომი ზედაპირიდან...“ მოთავსებულ შავი ფერის ტყავის მაგვარი მასალის ქურთუკზე (ობ. №1.2). პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ცალი მუქი ფერის პერანგი წარწერით GUESS...“ მოთავსებულ პერანგზე (ობ. №3,4), პაკეტში, წარწერით: „...1 | (ერთი) ცალი შავი ფერის ქურთუკი მასზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქებით, წარწერით „WE“ ამოღებული სამზარეულო ოთახში მაცივრის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ მოშავო ფერის ქსოვილის ქურთუკზე (ობ. №5,6) და პაკეტში, წარწერით: „...გ------- ქ--------–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მოლურჯო ფერის ქურთუკზე (ობ. №13,14), ჯინსის შარვალზე (ობ. №15,16) და მოლურჯო ფერის მაისურზე (ობ. №17) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის — სისხლს. ობ. №1-6, 13-17-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------–---–ს (ობ. №61, პაკეტი, წარწერით: „...გ-----------------–---–ის სისხლის ნიმუში...“);
- პაკეტში, წარწერით: „...ნ--- კ--–------ს შარვალი, მაისური, ქამარი, და ერთი წყვილი ფეხსაცმელი,“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. №7,8), ჯემპრზე (ობ. №9,10) და წყვილ ფეხსაცმელზე (ობ. №--,11) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №8,9,12-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ-------–------ს (ობ. 57, პაკეტი, წარწერით: „...ნ-------–------ს სისხლის ნიმუში...“). ობ. №7,10,11-ის გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. №7,10,11-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ------- ქ--------–---–ის (ობ. №61), მეორე წილი ნ-------–------ს (ობ. №57) გენეტიკური პროფილების იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: „...ლ--------–------სგან ამოღებული მაისური, სვიტერი და ქურთუკი...“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. № 18, 19,19ა), სვიტერზე (ობ. №20,21) და მაისურზე (ობ. №22) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. №18, 19,20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------–---–ს (ობ. №61). ბ. №19,21,22-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ--------–------ს (ობ. №58, პაკეტი, წარწერით: „...ლ--------–------ს სისხლის ნიშუში...");
- პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი დანა ამოღებული სამზარეულო ოთახში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ შემინული კარადიდან წარწერით: „Columbia”. “ მოთავსებულ დანაზე (ობ. №23, 24) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...ობ №1, ობ №2, ობ №3, ობ №4, ობ №--, ობ №18, ობ №20, ობ. №21 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდზე საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად: ობ №7, ობ №8, ოგ №12, ობ №13, ოგ №14, ობ №15, ობ №16 - ასფალტის ამონატეხები მოწითალო ლაქებით; ობ №9, ობ №11 - ბეტონის ამონატეხები მოწითალო ლაქებით; ობ №17 - ლითონის ამონატეხები მოწითალო ლაქებით; ობ №19 - კედლის ამონატეხი მოწითალო ლაქებით...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე (ობ. №25-28, 32, 40, 42, 43), ქვისმაგვარ ფრაგმენტებზე (ობ. №29-31, 33-38, 41) და ხისმაგვარ ფრაგმენტებზე (ობ. №39) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------–---–ს (ობ. №61):
პაკეტში წარწერით: „ 2(ორი) ც. ლითონის საგანი ამოღებული ტროტუარის ზედაპირიდან...“ მოთავსებული სამაჯურის ფრაგმენტზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. №44) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------–---–ს (ობ. №61);
პაკეტში წარწერით: მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი 5 (ხუთი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ.№45-49) არსებულ მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------–---–ს (ობ. №61);
პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდი 14 (თოთხმეტი) ც. სტერილურ ჩხირზე. (7ც. სველი, 7 ცალი მშრალი) ამოღებული ამ-ის ძრავის ხუფის მარცხენა კარის, მარჯვენა კარის მინის, ა/მ-ის ჭერის გარე, ა/მ-ის უკანა მარცხენა საყრდენის, საბარგულის ხუფის, ამ- ის ავზის ხუფის მიმდებარე ზედაპირებიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. №S0-56) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტები აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დროს დანის ან რაიმე ბლაგვი საგნის არსებობა და მითუმეტეს გამოყენება გამორიცხეს გ-----------------–---–მა, ნ-----–-----------მ, ე-----------ემ და ლ--------–------მ. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ერთადერთი, ვინც გ-----------------–---–ს მოცემული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, არის ნ-------–------, რომელიც ცდილობს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედების გადასაფარად სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტებს არ იზიარებს და აღნიშნავს, - ზემოთგანხილული მტკიცებულებების - დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების, გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერის, ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების, სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, პალატას დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია, რომ შემთხვევის დროს, შექმნილ კონფლიქტურ სიტუაციაში გ-----------------–---–ი აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ თავდაპირველად გ-----------------–---–ს ნ-------–------მ ჰკრა ხელი, რის შედეგადაც გ-----------------–---–ი წაბორძიკდა, თუმცა მას (გ-----------------–---–ს) რაიმე დაზიანება არ მიუღია და ამის შემდეგ თავად ჰკრა ხელი ნ-------–------ს. ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირებისას ნ-------–------ და გ-----------------–---–ი იმყოფებოდნენ ახლო კონტაქტში და ურტყამდნენ ერთმანეთს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ,,კ--------ის“ ვიდეოჩანაწერით ირკვევა, კონფლიქტის შედეგად ძირს დაცემულ ნ-------–------ს გ-----------------–---–ი ურტყამდა ისე, რომ წამოდგომის საშუალებას არ აძლევდა. სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ გ-----------------–---–სა და ნ-------–------ს შორის ორმხრივი კონფლიქტი რამდენჯერმე განიმუხტა, თუმცა კვლავ განახლდა გ-----------------–---–ის ინიციატივით. რაც შეეხება კონფლიქტის დროს დანის ან რაიმე მჭრელი საგნის გამოყენებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ის გარემოება, რომ გ-----------------–---–მა ნ-------–------ს მჭრელი თვისების მქონე საგნით მიაყენა სხეულის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, დასტურდება როგორც ,,კ--------ის“ ვიდეოჩანაწერით, ისე დაზარალებულ ნ-------–------ს ჩვენებით, ასევე, ნ-------–------ს მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ ნ-------–------ს მიყენებული ჰქონდა რამდენიმე ნაკვეთი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული დაზიანებებიდან მარჯვენა მტევნის ექსკორიაციები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხოლო სხეულის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ერთობლიობაში, ასევე ცალ-ცალკე მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ-----------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ-----------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ალტერნატიულ მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სასჯელად ჯარიმის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ გ-----------------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეეფარდა ზედმეტად მკაცრი სასჯელი. თავდაპირველად სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემობას, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელის ერთ-ერთ მიზნად მიჩნეულია სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა კი თავის თავში გულისხმობს დამნაშავისათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. სასჯელის დანიშვნა კი არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და ტალიონის პრინციპის განხორციელებას. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. მოცემულ შემთხვევაში გ-----------------–---–ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. სასჯელის განსაზღვრის დროს სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ-----------------–---–ის მიერ დანაშაული ჩადენილია დაზარალებულის ვიქტიმური და პროვოკაციული ქმედების შემდეგ (ნ-------–------ სპეციალურად მოტრიალდა მანქანით, რათა პასუხი მოეთხოვა, მისი აზრით, შეგინებისთვის გზაზე გადამსვლელი პირებისთვის და პირველად სწორედ ნ-------–------მ დაარტყა ხელი გ-----------------–---–ს). აღსანიშნავია, რომ გ-----------------–---–საც ჰქონდა მიყენებული სხეულის დაზიანებები და როგორც სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა განაცხადა, გამოყოფილ საქმეზე დაზარალებულ გ-----------------–---–ისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ნ-------–------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გ-----------------–---–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენში გ-----------------–---–ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----------------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენში მსჯავრდებულ გ-----------------–---–ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;
გ-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გ-----------------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2017 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის 17 თებერვლის ჩათვლით და 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 20 მაისის ჩათვლით) შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ-----------------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
მსჯავრდებულ გ-----------------–---–ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი 1 ცალ DVD დისკზე, ნ-----–-----------ს ბინის ჩხრეკის დროს გადაღებული სურათები 1 ცალ DVD დისკზე და 1 ცალი კომპაქტ-დისკი მასზე არსებული ვიდეო-ჩანაწერით - შენახულ იქნას სს საქმის შენახვის ვადით;
ლ---------–------ის მიერ წარმოდგენილი გასაღების საკიდი, შავი ფერის ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ლითონის სამაჯური, წარწერით - „უფალო შეგვიწყალენ“, მუქი ფერის პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, ქურთუკი მოწითალო ფერის ლაქებით, ნ-------–------ს, ლ--------–------სა და გ-----------------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ამოტეხილი მოასფალტებული ზედაპირები მოწითალო ფერის ლაქებით, ამოტეხილი ბეტონის ზედაპირები მოწითალო ფერის ლაქებით, ლამინატის იატაკის ზედაპირიდან ამოტეხილი ლამინატის პარკეტის ზედაპირი მოწითალო ფერის ლაქებით, კედელზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებიდან ამოტეხილი კედლის ფრაგმენტი მოწითალო ფერის ლაქებით, კიბის მოაჯირის სახელურის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ანაწმენდები სპეციალურ სტერილურ ჩხირზე, ერთი ცალი დანა, ნ-------–------ს, ლევან კ--–------ს, ნ-----–-----------ს, გ-----------------–---–ისა და ე-----------ის სისხლის ნიმუშები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე