განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-744-2018 წელი
№080100118002645957
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
20 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ------- მ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ------- მ----ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები წ---–-------–----------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაი-სის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
გ------- მ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მი-ერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკი-ვილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხ-ლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 აგვისტოს წ---–-------–----------------------ში მდებარე სახლში გ------- მ----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას ა--- მ---------–ს. კერ-ძოდ ორჯერ ხელი კრა გულმკერდის არეში, ასევე, ხელი მოუჭირა ხელის არეში, აღნიშ-ნულმა ქმედებამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- მ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- მ-------–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- მ----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ-------- მ----ე მუშაობს საზღვარგარეთ თურქეთის რესპუბლიკაში, ეს მისი ოჯახის ერ-თადერთი შემოსავალია. პირობითი მსჯავრის გამო ის დარჩა უსახსროდ და უმუშევარი, რაც ამ დანაშაულის პრევენციისათვის ვერ იძლევა გარანტიებს. მსჯავრდებული არის ნერვული ავადმყოფი, რაც დადასტურებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით. მისი პიროვნებიდან გამომდინარე ამ დანაშაულის პრევენციისათვის ის უნდა იყოს დასაქმებული. დედამისს ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია იმუშაოს. 2 წლის განმავლობაში გ------- მ----ის უმუშევრად ყოფნა გამოიწვევს მის ფსიქო-ნერვულ აშლილობას და მიგვიყვანს უფრო რთულ შედეგამდე.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ------- მ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- მ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ გ------- მ----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ასევე ითვალის-წინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებუ-ლი სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს – დანაშაულის მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზო-მას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნა-შავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანს - სამართ-ლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოცია-ლიზაციას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გ-------- მ----ეს დანიშნული პირობითი სასჯელი და გამოსაცდელი ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
გ------- მ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
გ------- მ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლი-სა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
გ------- მ----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 17 აგვისტოდან 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრ-დებულ გ------- მ----ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, მასვე, დაეკისროს მოვალეობა, გამოსაც-დელი ვადის განმავლობაში არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი. ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცება – საკეტის ენა, ავეჯის ფრაგმენტი და მინის ნამსხვრევები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცება – CD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილის შემთხვევის ადგილის დათვალიე-რების დროს გადაღებული ფოტოსურათები, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili