განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015002300289
საქმე №2ბ/850-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - შ------------
წარმომადგენელი - ქ-----------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - შ-----------------------------. (ჰ--------------------------)
წარმომადგენლები - ლ-–--------------, ი-----–------–--
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, კონტრაფაციული საქონლის განადგურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. დაკმაყოფილდა შ----------------------------- (ჰ-------------------------.)"-ის სარჩელი შ----------ს" მიმართ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვისა და კონტრაფაქციული საქონლის განადგურების შესახებ;
2. აეკრძალა მოპასუხე შ---------ს", სასაქონლო ნიშან "H-------"-ით ნიშანდებული კონტრაფაქციული ლუდისიმპორტი და სამოქალაქობრუნვაში შეტანა;
3. დაევალა შ---------ს" მის მიერ შემოტანილი პროდუქციის, კერძოდ სასაქონლო ნიშან H--------ით ნიშანდებული ლუდის (44352 ცალი 0,33 ლ-ან ქილაში და 48000 ცალი 0,33 ლ-ანქილაში) განადგურება;
4. მოპასუხე შ---------ს" მოსარჩელე შ----------------------------- (ჰ-------------------------.)"-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის დისტრიბუტორის შ---------–----------------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა;
5. მოსარჩელე შ----------------------------- (ჰ-------------------------.)"-ის დაუბრუნდა მოსარჩელის დისტრიბუტორის შ---------–----------------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100ლარი;
6. არ დაკმაყოფილდა შ----------ს" შეგებებული სარჩელი შ----------------------------- (ჰ-------------------------.)"-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელე შ-- ,,H------- B--------------.” ფლობს განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშანზე ,,H-------”, რომელიც რეგისტრირებულია ს---–------------------ის 2014 წლის 13 ნოემბრის 4---- ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: სარჩელის 1-ლი, ფაქტობრივი გარემოებით და სსიპ შემოსავლების სამსახურის N4---- ბრძანებით;
შ-- ,,H------- B--------------.”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში არის შ---------–----------------“ მხარეთა შორის გაფორმებული ექსკლუზიური დისტრიბუციის ხელშეკრულების თანახმად.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოებით და მოსარჩელესა და შ---------–----------------ს“ შორის გაფორმებული დისტრიბუციის ხელშეკრულებით;
მოსარჩელე 2014 წლის 24 ოქტომბრის მინდობილობით, შ---------–----------------ს“ ანიჭებს უფლებამოსილებას დაიცვას მისი ინტელქტუალური საკუთრება, მათ შორის, იმოქმედოს მარწმუნებლის სასაქონლო ნიშნების ექსპერტის სახით, გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოებით და 2014 წლის 28ოქტომბრის მინდობილობით;
შ----------მა“ შემოიტანა სასაქონლო ნიშან ,,ჰ-------ით“ ნიშანდებული ლუდი (44352 ცალი 0,33 ლიტრიან ბოთლში და 48000 ცალი 0,33 ლიტრიან ქილაში). აღნიშნულის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ს---–------------------მა შეტყობინა შ---------–----------------ს“.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: სარჩელისა და შესაგებლის მე-4 ფაქტობრივი გარემოებით და შ----------ისთვის“ გაგზავნილი 2015წლის 28აპრილის წერილით;
სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შ-- ,,H------- B--------------.”-ის 2015 წლის 04 მაისის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო შ----------ის“ მიერ შემოტანილ სასაქონლო ნიშან ,,H-------”-ით ნიშანდებულ 44352 ცალ 0,33 ლიტრიან ბოთლ და 48000 ცალ 0,33 ლიტრიან ქილა ლუდს, რომელიც საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე განთავსებული იყო შ----------ის“ საწყობში რეგისტრაციის ნომრებით - 4----(H-------);
აღნიშნული გარემოება დასტურდება: შეგებებული სარჩელის 1-ლი ფაქტობრივი გარემოებით, 2015 წლის 04 მაისის განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და 2015 წლის 05 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;
შ----------ის“ მიერ შემოტანილ სასაქონლო ნიშან ,,H-------”-ით ნიშანდებული 44352 ცალი 0,33 ლიტრიანი ლუდის ბოთლებიდან და 48000 ცალი 0,33 ლიტრიანი ლუდის ქილებიდან სასაქონლო ნიშნის განცალკევება არის შეუძლებელი. ლუდის ქილებზე და ბოთლზე ნიშანი დატანილია იმგვარად, რომ სასაქონლო ნიშნის მოცილება ფაქტობრივად ვერ განხორციელდება.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: სარჩელით.
შ----------ის“ 2015 წლის 13 მაისის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით შ-- ,,H------- B--------------.”-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შ----------ისთვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა ს----------–-----------–-----------–---------------------------------–----- სადეპოზიტო ანგარიშზე 187672 ლარის განთავსების ან ამ ოდენობის ფასიანი ქაღალდის შეტანის გზით ან საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის ან თავდებობის წარმოდგენით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით, გაუქმდა 2015 წლის 05 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც ძალაში შევიდა 201 5წლის 03 ნოემბერს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: შეგებებული სარჩელის მე-2 და მე-3 ფაქტობრივი გარემოებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ივნისისა და 2015 წლის 28 ივლისის განჩინებებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის განჩინებით;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 მარტის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შ----------ის“ საწყობში წარმოდგენილი პროდუქციის გამოკვლევით დადგინდა, რომ ორივე სახეობის ტარით (მინის ბოთლი და ლითონის ქილა) წარმოდგენილ ლუდის პარტიებს გასული აქვთ ვარგისიანობის ვადა. 46723 ლითონის ქილაში ჩამოსხმულ ლუდს წაწერით: ,,H-------” H--------------------------------------------------------------------------- მასზე დატანილი მარკირების შესაბამისად ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული აქვს 2016 წლის თებერვლამდე. 27491 ცალ მინის ბოთლებში ჩამოსხმულ ლუდს წარწერით: H-------” H---------------------------------------------------------------------------- მასზე დატანილი მარკირების შესაბამისად, ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული აქვს 2016წლის მარტამდე;
აღნიშნული გარემოება დასტურდება: 2017 წლის 28 მარტის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 მარტის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შ------------, ,,H-------”-ის მარკის 74214 (27491 ცალი 0,33 მლ. ბოთლის ლუდი და 46723 ცალი 0.33 მლ. ქილის ლუდი) ერთეული ლუდის რეალიზაციის შემთხვევაში მიიღებდა 168 769 ლარის ოდენობის შემოსავალს, ხოლო, აღნიშნული თანხის 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით, კომპანია სარგებლის სახით საორიენტაციოდ მიიღებდა 22257ლარს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება 2017 წლის 29 მარტის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
შ----------ის“ მიერ შემოტანილი სასაქონლო ნიშან ,,ჰ-------ით“ ნიშანდებული ლუდი (44352 ცალი 0,33 ლიტრიან ბოთლში და 48000 ცალი 0,33 ლიტრიან ქილაში) წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში იმის მტკიცების ტვირთი, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ წარმოადგენდა კონტრაფაქციულ საქონელს, გააჩნია მოპასუხე მხარეს.
,,ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად კონტრაფაქციული პროდუქციაა - ნებისმიერ საქონელი მათ შორის შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერ არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია. რომ მოსარჩელე წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების მქონე სუბიექტს (იხ. 3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოება). ასევე, შ----------მა“ შემოიტანა საქართველოში სასაქონლო ნიშან ,,ჰ-------ით“ ნიშანდებული ლუდი (44352 ცალი 0,33 ლიტრიან ბოთლში და 48000ცალი 0,33 ლიტრიან ქილაში).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის Nას-1285-1223-2014. გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს საქონლის კონტრაფაქციულობასთან დაკავშირებულ დავებში.
უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარემ უნდა დაადასტუროს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობა, მოწინააღმდეგე მხარის იდენტურ ან მსგავს საქონელზე სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტი, რის შემდეგადაც მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე მხარეზე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ საქონელი არ არის კონტრაფაქციული. ამასთან, მან უნდა მიუთითოს თუ რა ფორმით მისცა მას განსაკუთრებული ნიშნის მფლობელმა ნებართვა სასაქონლო ნიშნის გამოსაყენებლად.
სასამართლომ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, უდავოდ არის დადგენილი მოსარჩელის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობა და ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაადასტუროს, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია არ წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს.
მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული საქონელი არ წარმოადგენს კონტრაფაქციულ პროდუქციას. სასამართლომ არ გაიზიარა მხოლოდ მოპასუხის სიტყვიერი მითითება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, იმ პირობებში, როცა მოწინააღმდეგე მხარე ამ სადაო გარემოებას არ ეთანხმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მითითება საქონლის კონტრაფაქციულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა იქნეს გაზიარებული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ-- ,,H------- B--------------.” ფლობს განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშანზე ,,H-------”, რომელიც რეგისტრირებულია ს---–------------------ის 2014 წლის 13 ნოემბრის 4---- ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში. ამასთან, შ----------მა“ შემოიტანა სასაქონლო ნიშან ,,ჰ-------ით“ ნიშანდებული ლუდი (44352 ცალი 0,33 ლიტრიან ბოთლში და 48000 ცალი 0,33 ლიტრიან ქილაში), რაც წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს. (იხ. 3.2.1 სადავო ფაქტ. გარემოება).
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ანფერთა კომბინაციის გამოყენებით.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით.
,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.
,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქონლის დაზიანების გარეშე სასაქონლო ნიშნის მისგან განცალკევება შეუძლებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეს ,,სასაქონლო ნიშნის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად მისის უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა და მოცემული საქონელის განადგურება. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შ----------ს“ უნდა აეკრძალოს სასაქონლო ნიშან ,,H-------”-ით ნიშანდებული კონტრაფაქციული ლუდის იმპორტი და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, ასევე უნდა დაევალოს შ----------ს“ მის მიერ შემოტანილი პროდუქციის, კერძოდ სასაქონლო ნიშან ,,H-------“-ით ნიშანდებული ლუდისგანადგურება.
სასამართლომ მიაჩნია, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა, განსახილველ საქმეში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის 168 769 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 22 257 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იარსებებს მითითებული მუხლის საფუძველზე უსაფუძვლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული შემადგენლობა.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, აღნიშნული სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუნდაც შემდგომ ნაწილობრივ გაუქმებული, მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან წარმოდგენილი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საპროცესო ნორმაა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად კი, მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი უსაფუძვლო აღმოჩნდა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა. მოცემულ შემთხვევაში, კი, აღნიშნული მუხლის წინაპირობები სახეზე არ არის.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ მოპასუხემ მხოლოდ სიტყვიერი მითითება განახორციელა კონტრაფაქციულობასთან დაკავშირებით და შეფასების გარეშეა დატოვებული მოპასუხის მიერ წარდგენილი გადაადგილების სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო საქონელი წარმოებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე და შ----------ს“ იგი მიღებული ჰქონდა გერმანელი ექსპორტიორებისგან - P--------------- - სგან. საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების სერთიფიკატში, ასევე, ბელგიის საზღვარზე დადასტურებული იყო საქონლის შესაბამისობა სერტიფიკაციის მოთხოვნებთან. აღნიშნული ცხადად მოწმობს, რომ სასაქონლო ნიშანი მოთავსებულია კანონიერად, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად და შეუძლებელია იგი იყო კონტრაფაქციული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, აიკრძალა პარალელური იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი აკრძალვა არ არსებობს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,შ-- ,,H------- B--------------.” ფლობს განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშანზე ,,H-------”, რომელიც რეგისტრირებულია ს---–------------------ის 2014 წლის 13 ნოემბრის 4---- ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში.
შ-- ,,H------- B--------------.”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში არის შ---------–----------------“ მხარეთა შორის გაფორმებული ექსკლუზიური დისტრიბუციის ხელშეკრულების თანახმად.
შ-- ,,H------- B--------------.” - მ 2014 წლის 24 ოქტომბრის მინდობილობით, შ---------–----------------ს“ მიანიჭა უფლებამოსილება დაიცვას მისი ინტელქტუალური საკუთრება, მათ შორის, იმოქმედოს მარწმუნებლის სასაქონლო ნიშნების ექსპერტის სახით, გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
შ----------მა“ შემოიტანა სასაქონლო ნიშან ,,ჰ-------ით“ ნიშანდებული ლუდი (44352 ცალი 0,33 ლიტრიან ბოთლში და 48000 ცალი 0,33 ლიტრიან ქილაში). აღნიშნულის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ს---–------------------მა შეტყობინა შ---------–----------------ს“.
სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შ-- ,,H------- B--------------.”-ის 2015 წლის 04 მაისის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო შ----------ის“ მიერ შემოტანილ სასაქონლო ნიშან ,,H-------”-ით ნიშანდებულ 44352 ცალ 0,33 ლიტრიან ბოთლ და 48000 ცალ 0,33 ლიტრიან ქილა ლუდს, რომელიც საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე განთავსებული იყო შ----------ის“ საწყობში რეგისტრაციის ნომრებით - 4----(H-------);
შ----------ის“ მიერ შემოტანილ სასაქონლო ნიშან ,,H-------”-ით ნიშანდებული 44352 ცალი 0,33 ლიტრიანი ლუდის ბოთლებიდან და 48000 ცალი 0,33 ლიტრიანი ლუდის ქილებიდან სასაქონლო ნიშნის განცალკევება არის შეუძლებელი. ლუდის ქილებზე და ბოთლზე ნიშანი დატანილია იმგვარად, რომ სასაქონლო ნიშნის მოცილება ფაქტობრივად ვერ განხორციელდება.
შ----------ის“ 2015 წლის 13 მაისის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 08 ივნისის განჩინებით შ-- ,,H------- B--------------.”-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შ----------ისთვის“ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა ს----------–-----------–-----------–---------------------------------–----- სადეპოზიტო ანგარიშზე 187672 ლარის განთავსების ან ამ ოდენობის ფასიანი ქაღალდის შეტანის გზით ან საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტიის ან თავდებობის წარმოდგენით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით, გაუქმდა 2015 წლის 05 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, რომელიც ძალაში შევიდა 201 5წლის 03 ნოემბერს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 მარტის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შ----------ის“ საწყობში წარმოდგენილი პროდუქციის გამოკვლევით დადგინდა, რომ ორივე სახეობის ტარით (მინის ბოთლი და ლითონის ქილა) წარმოდგენილ ლუდის პარტიებს გასული აქვთ ვარგისიანობის ვადა. 46723 ლითონის ქილაში ჩამოსხმულ ლუდს წაწერით: ,,H-------” H--------------------------------------------------------------------------- მასზე დატანილი მარკირების შესაბამისად ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული აქვს 2016 წლის თებერვლამდე. 27491 ცალ მინის ბოთლებში ჩამოსხმულ ლუდს წარწერით: H-------” H---------------------------------------------------------------------------- მასზე დატანილი მარკირების შესაბამისად, ვარგისიანობის ვადა განსაზღვრული აქვს 2016წლის მარტამდე;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 მარტის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შ------------, ,,H-------”-ის მარკის 74214 (27491 ცალი 0,33 მლ. ბოთლის ლუდი და 46723 ცალი 0.33 მლ. ქილის ლუდი) ერთეული ლუდის რეალიზაციის შემთხვევაში მიიღებდა 168 769 ლარის ოდენობის შემოსავალს, ხოლო, აღნიშნული თანხის 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით, კომპანია სარგებლის სახით საორიენტაციოდ მიიღებდა 22257ლარს.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შ----------ის“ მიერ შემოტანილი სასაქონლო ნიშან ,,ჰ-------ით“ ნიშანდებული ლუდი (44352 ცალი 0,33 ლიტრიან ბოთლში და 48000 ცალი 0,33 ლიტრიან ქილაში) წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.
პარიზის კონვენციის მე-8 მუხლი, მისი კავშირის ქვეყნებისგან ითხოვს საფირმო სახელწოდების დაცვას სპეციალური რეგისტრაციის გარეშე. ეს მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც საფირმო სახელწოდება სასაქონლო ნიშნის ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, პარიზის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, ”საფირმო სახელწოდება დაცული უნდა იქნეს კავშირის ყველა ქვეყანაში განაცხადის მიწოდების ან რეგისტრირების დავალდებულების გარეშე, მიუხედავად იმისა, შეადგენს თუ არა იგი სასაქონლო ნიშნის ნაწილს”.
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ _ საქონელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ანფერთა კომბინაციის გამოყენებით.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით.
,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა მისი აღბეჭდვა იმ საქონელზე, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, ასევე, ამ საქონლის შეფუთვაზე, გამოფენასა და ბაზრობაზე წარმოდგენილ ექსპონატებზე, აბრაზე, ოფიციალურ ბლანკზე, ეტიკეტზე, რეკლამაში, ბეჭდვით გამოცემაში, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სხვაგვარი გამოყენება მფლობელის, ლიცენზიატის ან მესამე პირის მიერ მფლობელისაგან მინიჭებული უფლების საფუძველზე. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ითვლება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ნაცვლად მისგან უმნიშვნელოდ განსხვავებული ნიშნის გამოყენებაც.
,,სასაქონლო ნიშნის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას; დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.
,,ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად კონტრაფაქციული პროდუქციაა - ნებისმიერ საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და, აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს.
ზემოაღნიშნული ნორმით მოცემული ყველა ელემენტი კუმულაციურად უნდა არსებობდეს იმისათვის, რომ დადგინდეს კონტრაფაქციულობის ფაქტი.
საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ინსტიტუტს. განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს სასაქონლო ნიშანზე ადასტურებს რეგისტრაციის მოწმობით, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა განმარტავს, არ შეიძლება მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს არარსებული ფაქტის მტკიცების ტვირთი. ის ფაქტი, რომ შ----------ს“ გააჩნდა ამ ნიშნის გამოყენების უფლება, უნდა ამტკიცოს მან. საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისათვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების სამართალში არსებული პრეზუფციების განხილვა და განმარტება, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების პრეზუმფციის ასამოქმედებლად, აუცილებელია მოსარჩელემ დაადასტუროს: (1) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობისა და (2) მოწინააღმდეგე მხარის მიერ იდენტურ ან მსგავს საქონელზე იდენტური ან მსგავსი ნიშნის გამოყენების ფაქტები (სუსგ № ას-1285-1223-2014, 01.12.2015 წელი).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების გათვალისწინებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შ-- ,,H------- B--------------.”-მა დაადასტურა ორივე ფაქტი, რაც საკმარისია იმისათვის, რომ ამოქმედდეს მოპასუხის (აპელანტის) მიერ ამ სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების (მოპასუხის საქონლის კონტრაფაქციულობის) პრეზუმფცია. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ეკისრება იმ მხარეს, ვის საწინააღმდეგოდაც ის მოქმედებს, ე.ი. შ----------ს“. აპელანტის მიერ კი არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებაზე.
დადგენილია, რომ შ-- ,,H------- B--------------.”-ს წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების მქონე სუბიექტს, ხოლო, შ----------მა“ შემოიტანა საქართველოში სასაქონლო ნიშან ,,ჰ-------ით“ ნიშანდებული ლუდი (44352 ცალი 0,33 ლიტრიან ბოთლში და 48000 ცალი 0,33 ლიტრიან ქილაში). ამასთან, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული საქონელი არ წარმოადგენს კონტრაფაქციულ პროდუქციას. გარდა აღნიშნულისა, ,,ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ზემოაღნიშნული მჯელობის შესაბამისად, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შ----------ის“ მიერ საქართველოში შემოტანილი სასაქონლო ნიშან ,,ჰ-------ით“ ნიშანდებული ლუდი (44352 ცალი 0,33 ლიტრიან ბოთლში და 48000 ცალი 0,33 ლიტრიან ქილაში) არ არის კონტრაფაქციული საქონელი, არამედ წარმოადგენს პარალელურ იმპორტს საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის (აპელანტის) მიერ სადავო საქონლის ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოების გარემოებასა და გადაადგილების სერთიფიკატზე მითითება, სასაქონლო ნიშნის უნებართვოდ გამოყენების პრეზუმციის საპირისპირო და გამაქარწყლებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება და არ წარმოადგენს სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც აპელანტის მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ გამოირიცხა საქონლის კონტრაფაქციულობის პრეზუმცია, საფუძველს მოკლებულია აპელანტის მოსაზრება პარლელური იმპორტის აკრძალვის რისკებზე და შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული.
პალატა მიუთითებს, რომ საქონლის განადგურებისათვის აუცილებელია არსებობდეს ისეთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევების შეუძლებელობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ შ-- ,,H------- B--------------.”- ი ითხოვდა საქონლის განადგურებას, მნიშვნელოვანია იურიდიულად სწორად განისაზღვროს მტკიცების საგანი, რომელიც, ასევე, უნდა ითვალისწინებდეს სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევების შეუძლებლობის ფაქტს (სუსგ № ას-1285-1223-2014, 01.12.2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს საქონლის განადგურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველა სამართლებრივი წინაპირობა, რადგან შეუძლებელია შ----------ის“ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ-- ,,H------- B-------------- უფლებამოსილია მოსთხოვოს შ----------ს“ ,,სასაქონლო ნიშნის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად მისის უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა და მოცემული საქონელის განადგურება.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, პალატა მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ უსაფუძვლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იარსებებს მითითებული მუხლის საფუძველზე უსაფუძვლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული შემადგენლობა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, აღნიშნული სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თუნდაც შემდგომ ნაწილობრივ გაუქმებული, მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან წარმოდგენილი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საპროცესო ნორმაა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის შესაბამისად კი, მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი უსაფუძვლო აღმოჩნდა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა. მოცემულ შემთხვევაში, კი, არ არსებობს აღნიშნული მუხლის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და მსჯელობას და მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.12.2017 წლის გადაწყვეტილება;
3.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა