განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002142320
საქმე №2ბ/1317-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ს--------–--ი“
წარმომადგენელი - თ--------------ია
მოწინააღმდეგე მხარე - ა---–-------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2018 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.01.2018 წლის გადაწყვეტილებით:
1. ს-------–--ის” სარჩელი მოპასუხის ა---–-------------ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.1 მოპასუხე ა---–------------ს ს-------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისრa 15,52 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ს-------–--ის” სააბონენტო ნომერზე, მისამართი ქ. თ---–-----------------------------აბონენტად რეგისტრირებულია ა---–------------ი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3) აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 17-29).
2012 წლის 17 სექტემბერს ს-------–--სა“ და მოპასუხე ა---–-------------ს (აბონენტის ნომერი 0------) შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა---–-------------ს ს-------–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება 6260,43 ლარი გადასახდელად გადაუნაწილდა 120 თვეზე. ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური პორცია განისაზღვრა 52,17 ლარით. გადანაწილებული თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის ოქტომბრის თვიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3) 2012 წლის 17 სექტემბრის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 30).
№0------ სააბონენტო ნომერზე 2012 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება 6260,43 ლარი დაგროვილია 1999 წლიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 17-29).
ა---–-------------ის მითითებით, ვალის აღიარებამდე, მას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მოსარჩელის წარმომადგენელს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია. ბრუნვის ისტორიის მიხედვით, №0------ აბონენტის ვალის გადანაწილება ბრუნვის ისტორიაში ასახულია 2012 წლის 18 სექტემბერს, რის შემდეგაც, ჩართვის მომსახურებისათვის გაწეული თანხა გადახდილია 2012 წლის 04 ოქტომბერს, რის შემდეგაც მოპასუხე კვლავ მოიხმარდა ელექტროენერგიას. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ბრუნვის ისტორიითაც დგინდება, რომ აბონენტს №0------, ა---–-------------ს ელექტროენერგიის მიწოდება ვალის გადანაწილებამდე და შესაბამისად, აღიარებამდე, შეწყვეტილი ჰქონდა, ხოლო, დავალიანების აღიარების შემდეგ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნული გარემოებები, დასტურდება თავად ს-------–--ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, აბონენტის ბრუნვის ისტორიით. ამასთან, ვალის აღიარებამდე ს-------–--ის“ მიერ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3) აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 17-29).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ა---–-------------ს №0------ სააბონენტო ნომერზე 2017 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 3284,59 ლარი, საიდანაც მიმდინარე დავალიანება შეადგენს 206,53 ლარს, ხოლო, გადანაწილებული ვალი - 3078,06 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 17-29).
სააბონენტო ნომერზე 0------, 2012 წლის ივნისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე დარიცხული, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება შეადგენს 15,52 ლარს: 2012 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დავალიანება არ ერიცხება, ხოლო, 2017 წლის მაისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება შეადგენს 15,52 ლარს, ხოლო, 191,01 ლარი არის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური პორციის სახით დასაფარი თანხის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება, გადანაწილებულ 3078,06 ლართან ერთად, რაც ჯამში 3269,07 ლარს შეადგენს. მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, №0------ აბონენტის მიმდინარე დავალიანება შეადგენს 206,53 ლარს. სასამართლომ განმარტა, რომ აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე მოსარჩელეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დავალიანება არ ერიცხება. 2017 წლის მაისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება შეადგენს 15,52 ლარს. ეს თანხა დარიცხულია 2017 წლის მაისის თვეში გახარჯული ელექტროენერგიის საფასურიდან 7,92 ლარიდან გადასახდელად დარჩენილი 7,60 ლარის, 08 ივნისის ჩვენებით გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების - 5,32 ლარის, 10 ივლისის მდგომარეობის ჩვენებით - 1,04 ლარის, 10 აგვისტოს ჩვენებით გახარჯული - 0,52 ლარის, 08 სექტემბრის ჩვენებით დარიცხული - 0,65 ლარისა და 09 ოქტომბრის ჩვენებით მოხმარებული - 0,39 ლარის ჯამით, რაც შეადგენს 15,52 ლარს. სხვაობა მიმდინარე დავალიანების თანხას 206,53 ლარსა და გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილ დავალიანებას შორის შეადგენს 191,01 ლარს, რაც, აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, არის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური პორციის სახით დასაფარი თანხის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება. შესაბამისად, გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენს 3269,07 ლარს. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 17-29).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
სასამართლომ მიუთითა, რომ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო, მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე, მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---–-------------ი ს-------–--ის” აბონენტია. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, აბონენტის ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში. სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება (2017 წლის მაისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური) შეადგენს 15,52 ლარს, რაც აბონენტს ა---–-------------ს არ გადაუხდია. მხარეებს ს-------–--სა“ და ა---–-------------ს შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორი ს-------–--ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის გადახდა, ხოლო მოვალე ა---–-------------ი ვალდებულია გადაუხადოს მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად 15,52 ლარი.
სასამართლოს განმარტებით, ა---–-------------მა მიუთითა, რომ რამდენადაც იგი ს-------–--ის“ მიერ ელექტროენერგიის შეწყვეტის ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, იძულებული გახდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, ხელი მოეწერა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე, რაც მისი განმარტებით, ხანდაზმული თანხების გადახდას ავალდებულებდა. ასევე, ვალის აღიარებამდე, მას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ა---–-------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და იძულებული გახდა მიწოდების აღდგენის მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, ამასთან, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამის მოვლისათვის საჭიროებდა ელექტროენერგიას.
ბრუნვის ისტორიის მიხედვით, №0------ აბონენტის ვალის გადანაწილება ბრუნვის ისტორიაში ასახულია 2012 წლის 18 სექტემბერს, რის შემდეგაც, ჩართვის მომსახურებისათვის გაწეული თანხა გადახდილია 2012 წლის 04 ოქტომბერს, რის მერეც მოპასუხე კვლავ მოიხმარდა ელექტროენერგიას. შესაბამისად, ბრუნვის ისტორიითაც დგინდება, რომ აბონენტს №0------, ა---–-------------ს ელექტროენერგიის მიწოდება ვალის გადანაწილებამდე და შესაბამისად, აღიარებამდე, შეწყვეტილი ჰქონდა, ხოლო დავალიანების აღიარების შემდეგ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოებები, დასტურდება თავად ს-------–--ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, აბონენტის ბრუნვის ისტორიით. ამასთან, ვალის აღიარებამდე ს-------–--ის“ მიერ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით, ამოწმებს რა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მსგავსად სხვა მართლწესრიგებისა, სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით განამტკიცებს. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება, როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო, ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება და კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვაც. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ისევე როგორც ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილი და მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა, რაც დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1338-1376-2014, 29ივნისი, 2015წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მართალია, უფლების ბოროტად გამოყენების ზუსტი ფარგლები არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით, მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგად ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესი. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად, აღნიშნული უფლებების დანიშნულების შესაბამისად. უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილე არა მხოლოდ ეყრდნობა თავის უფლებებს, არამედ სცილდება კიდეც მის ფარგლებს და ამ დროს იგი განიხილება, როგორც განსაკუთრებულ სამოქალაქო სამართალდარღვევად, რომლის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ სამართალდამრღვევის ქმედება ფორმალურად ეყრდნობა მის უფლებებს, მხოლოდ აღნიშნული უფლებების რეალიზაციის შემდეგ სცილდება იგი დადგენილ ფარგლებს, რის შედეგადაც ირღვევა მესამე პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები და საბოლოოდ გამოდის რომ საკუთარი უფლებების გამოყენება იქცევა სამართალდარღვევად.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აშკარაა, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან (1999 წელი) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამდე (2012 წლის სექტემბერი) გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, დაუშვებელია, ელექტროენერგიის შეწყვეტის მექანიზმის გამოყენება ხანდაზმული დავალიანების აღიარების მიზნით.
სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ თავად „ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ ავალდებულებენ, ლიცენზიატს, ანგარიშსწორების ქვითარში ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის 41-ე ქვეპუნქტი).
ლიცენზიატის ამ ვალდებულების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს ხანდაზმული დავალიანების შესახებ და შეეძლოს მისთვის მინიჭებული ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმა, რითაც თავიდან იქნება აცილებული ლიცენზიატის მიერ უფლების გამოყენების ფარგლების გადაცილება, რაც უფლების გამოყენებას არამართლზომიერად აქცევდა. აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს ლიცენზიატის მიერ უფლების განხორციელებისას კეთილსინდისიერებისა და მართლზომიერების დაცვას, მომხმარებლის ინტერესებისადმი გულისხმიერების გამოჩენით.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ს-------–--ის“ მიერ უფლების არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად განხორციელება გამოიხატა მის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაში, რამაც მოპასუხეს შეუქმნა იმგვარი ვითარება, რომ იძულებული გახდა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, ხელი მოეწერა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე, რითაც ს-------–--ი“ მიზნად ისახავდა ხანდაზმული დავალიანების მოპასუხის მიერ აღიარებას და შესაბამისად, გადახდას.
აღნიშნული ქმედებით ლიცენზიატი გასცდა თავისი უფლების მართლზომიერად განხორციელების ფარგლებს, რაც იძლევა მყარ საფუძველს ს-------–--ის“ ქმედება შეფასდეს სამოქალაქო სამართალდარღვევად. კერძოდ, მომხმარებელმა ვერ ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, რაც ვალდებულ პირს ხანდაზმულობის ვადის გასვლით მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ს-------–--ის“ მართლზომიერი ქცევის განმსაზღვრელი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება, რაც გულისხმობდა მომხმარებლისათვის ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმის უფლების გამოყენების საშუალებას მიცემას და ელექტროენერგიის შეუწყვეტლად მიწოდებას და არა მარტოოდენ მიწოდებული პროდუქციის მოხმარებით დაგროვილი დავალიანების ამოღების უფლებას. ამდენად, მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა, რომ ს-------–--ის“ მხრიდან მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მიზნად ისახავდა მოპასუხის მიერ ხანდაზმული დავალიანების აღიარებას, ხოლო, კრედიტორის ამგვარი ქმედება, როგორც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმის გამოყენება, უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან და მე-8და მე-10მუხლების მესამე ნაწილებთან.
ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ს-------–--ის“ მიერ დარღვეული იქნა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილით დეკლარირებული გულისხმიერების ვალდებულება, რამდენადაც უგულვებელყოფილი იქნა ა---–-------------ის მიერ ხანდაზმულ დავალიანებაზე უარის თქმის უფლების გამოყენება, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ლიცენზიატმა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით მომხმარებელს შეუქმნა იმგვარი ვითარება, რაც საშუალებას ართმევდა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე და შექმნილი ვითარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, მომხმარებელი იძულებული გახდა ეღიარებინა დავალიანება. ამ მექანიზმის გამოყენებით დარღვეული იქნა ასევე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რაც ასევე ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ს-------–--მა“ დაარღვია, სამოქალაქო კოდექსის მე-8, მე-10, 115ე, 316-ე, 361-ე მუხლები. ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ეწინააღმდეგება რა კანონსა და ზნეობის პრინციპებს, ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, რაც სარჩელს 3269,07 ლარის მოთხოვნის ნაწილში აცლის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, ს-------–--ის“ მოთხოვნა ა---–-------------ისათვის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3269,07 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს გარიგების ბათილად ცნობის გამო.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, ა---–-------------ს დავალიანების გადანაწილების პერიოდისათვის უკვე გააჩნდა ვადამოსული დავალიანების გადახდის ვალდებულება, რომლის თაობაზეც მუდმივად იღებდა გაფრთხილებებს, როგორც ყოველთვიურად მიწოდებულ ქვითრებში, ასევე, წერილობითი შეტყობინების სახით შესაბამისი რაიონის ბიზნეს-ცენტრიდან. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აბონენტს უფლება წაერთვა უარი ეთქვა ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და საფუძველს მოკლებულია, რადგან აბონენტი ინფორმირებული იყო, როგორც დავალიანების ოდენობის, ასევე, მისი წარმოშობის საფუძვლების თაობაზე. ამასთან, მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია 12.03.2012 წლის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი და სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოცემული სახით. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულების დადების დღიდან (2012 წლის 17 მარტიდან) 2017 წლის მაისამდე აბონენტი სრულად იხდიდა მოხმარებული და გადანაწილებული ელექტროენერგიის საფასურს, რის გამოც დავალიანების დიდი ნაწილი უკვე დაფარულია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ს--------–--ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ა---–-------------მა 2012 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით დაადასტურა ვალდებულების არსებობა. ვალდებულების არსებობა, ასევე, დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან განხორციელებული გადახდებით, შესაბამისად, ვალდებულების არარსებობასა და მოპასუხის მიერ ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვაზე მსჯელობა უსაფუძვლოა. გარდა აღნიშნულისა, 17.03.2012 წლის ხელშეკრულების დადებით ა---–-------------მა მიიღო სარგებელი, კერძოდ, ნაცვლად გადასახადის ერთიანი გადახდისა, რომლის გადახდის ვადაც უკვე დამდგარი იყო, ს-------–--ში" განცხადების შემოტანით ითხოვა დავალიანების 120 თვეზე განწილვადება. მხარეებს შორის 2012 წლის 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება სსკ-ის 115 და არც 54-ე მუხლს, რადგანაც, ამორალური და საჯარო წესრიგის საწინააღმდეგო დათქმებსა და პირობებს ხელშეკრულება არ შეიცავს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ს-------–--ის” სააბონენტო ნომერზე, მისამართი ქ. თ---–----------------------------- აბონენტად რეგისტრირებულია ა---–-------------ი.
2012 წლის 17 სექტემბერს ს-------–--სა“ და ა---–-------------ს (აბონენტის ნომერი 0------) შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა---–-------------ს ს-------–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება 6260,43 ლარი გადასახდელად გადაუნაწილდა 120 თვეზე. ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური პორცია განისაზღვრა 52,17 ლარით. გადანაწილებული თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის ოქტომბრის თვიდან.
№0------ სააბონენტო ნომერზე 2012 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანება 6260,43 ლარი დაგროვილია 1999 წლიდან.
ა---–-------------ის მითითებით, ვალის აღიარებამდე, მას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. აპელანტს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია. ბრუნვის ისტორიის მიხედვით, №0------ აბონენტის ვალის გადანაწილება ბრუნვის ისტორიაში ასახულია 2012 წლის 18 სექტემბერს, რის შემდეგაც, ჩართვის მომსახურებისათვის გაწეული თანხა გადახდილია 2012 წლის 04 ოქტომბერს, რის შემდეგაც მოწინააღმდეგე მხარე კვლავ მოიხმარდა ელექტროენერგიას. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ბრუნვის ისტორიითაც დგინდება, რომ აბონენტს №0------, ა---–-------------ს, ელექტროენერგიის მიწოდება ვალის გადანაწილებამდე და შესაბამისად, აღიარებამდე, შეწყვეტილი ჰქონდა, ხოლო, დავალიანების აღიარების შემდეგ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნული გარემოებები, დასტურდება თავად ს-------–--ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, აბონენტის ბრუნვის ისტორიით. ამასთან, ვალის აღიარებამდე ს-------–--ის“ მიერ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი ს--------–--ს“ სადავოდ არ გაუხდია.
ა---–-------------ს №0------ სააბონენტო ნომერზე 2017 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 3284,59 ლარი, საიდანაც მიმდინარე დავალიანება შეადგენს 206,53 ლარს, ხოლო, გადანაწილებული ვალი - 3078,06 ლარს.
სააბონენტო ნომერზე 0------, 2012 წლის ივნისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე დარიცხული, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება შეადგენს 15,52 ლარს: 2012 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე ა---–-------------ს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დავალიანება არ ერიცხება, ხოლო, 2017 წლის მაისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება შეადგენს 15,52 ლარს. 191,01 ლარი არის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური პორციის სახით დასაფარი თანხის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება, გადანაწილებულ 3078,06 ლართან ერთად, რაც ჯამში 3269,07 ლარს შეადგენს.
აპელანტის მითითებით, №0------ აბონენტის მიმდინარე დავალიანება შეადგენს 206,53 ლარს. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ 2012 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე ა---–-------------ს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სახით დავალიანება არ ერიცხება. 2017 წლის მაისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება შეადგენს 15,52 ლარს. ეს თანხა დარიცხულია 2017 წლის მაისის თვეში გახარჯული ელექტროენერგიის საფასურიდან 7,92 ლარიდან გადასახდელად დარჩენილი 7,60 ლარის, 08 ივნისის ჩვენებით გახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების - 5,32 ლარის, 10 ივლისის მდგომარეობის ჩვენებით - 1,04 ლარის, 10 აგვისტოს ჩვენებით გახარჯული - 0,52 ლარის, 08 სექტემბრის ჩვენებით დარიცხული - 0,65 ლარისა და 09 ოქტომბრის ჩვენებით მოხმარებული - 0,39 ლარის ჯამით, რაც შეადგენს 15,52 ლარს. სხვაობა მიმდინარე დავალიანების თანხას 206,53 ლარსა და გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილ დავალიანებას შორის შეადგენს 191,01 ლარს, რაც, აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, არის დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველთვიური პორციის სახით დასაფარი თანხის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება. შესაბამისად, გადანაწილებული დავალიანება ჯამში შეადგენს 3269,07 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის პირველი, მე2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო, მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
მოცემულ შემთხვევაში, ა---–-------------ი ს-------–--ის” აბონენტია. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებობს ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, აბონენტის ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში. ამასთან, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობით დაგროვილი დავალიანება (2017 წლის მაისიდან 2017 წლის 09 ოქტომბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური) შეადგენს 15,52 ლარს, რაც აბონენტს ა---–-------------ს არ გადაუხდია. შესაბამისად, მხარეებს შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ს-------–--ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული თანხის გადახდა, ხოლო, ა---–-------------ი ვალდებულია გადაუხადოს მას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად 15,52 ლარი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ა---–-------------ის მითითებით, რამდენადაც იგი ს-------–--ის“ მიერ ელექტროენერგიის შეწყვეტის ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, იძულებული გახდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, ხელი მოეწერა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე, რაც მისი განმარტებით, ხანდაზმული თანხების გადახდას ავალდებულებდა. ასევე, ვალის აღიარებამდე, მას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და იძულებული გახდა მიწოდების აღდგენის მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, ამასთან, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მამის მოვლისათვის საჭიროებდა ელექტროენერგიას.
ბრუნვის ისტორიის მიხედვით, №0------ აბონენტის ვალის გადანაწილება ბრუნვის ისტორიაში ასახულია 2012 წლის 18 სექტემბერს, რის შემდეგაც, ჩართვის მომსახურებისათვის გაწეული თანხა გადახდილია 2012 წლის 04 ოქტომბერს, რის მერეც ა---–-------------ი კვლავ მოიხმარდა ელექტროენერგიას. შესაბამისად, ბრუნვის ისტორიითაც დგინდება, რომ აბონენტს №0------, ა---–-------------ს ელექტროენერგიის მიწოდება ვალის გადანაწილებამდე და შესაბამისად, აღიარებამდე, შეწყვეტილი ჰქონდა, ხოლო, დავალიანების აღიარების შემდეგ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება – შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტრენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-9 მუხლის 41-ე ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიატმა, ანგარიშსწორების ქვითარში უნდა ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე.
ლიცენზიატის ამ ვალდებულების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს ხანდაზმული დავალიანების შესახებ და შეეძლოს მისთვის მინიჭებული ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმა, რითაც თავიდან იქნება აცილებული ლიცენზიატის მიერ უფლების გამოყენების ფარგლების გადაცილება, რაც უფლების გამოყენებას არამართლზომიერად აქცევდა. აღნიშნული დანაწესი მიზნად ისახავს ლიცენზიატის მიერ უფლების განხორციელებისას კეთილსინდისიერებისა და მართლზომიერების დაცვას, მომხმარებლის ინტერესებისადმი გულისხმიერების გამოჩენით.
განსახილველ შემთხვევაში, ს-------–--ის“ მიერ უფლების არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად განხორციელება გამოიხატა მის მიერ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაში, რამაც მოწინააღმდეგე მხარეს შეუქმნა იმგვარი ვითარება, რომ იძულებული გახდა, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, ხელი მოეწერა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე, რითაც ს-------–--ი“ მიზნად ისახავდა ხანდაზმული დავალიანების მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღიარებას და შესაბამისად, გადახდას.
პალატა განმარტავს, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან (1999 წელი) ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამდე (2012 წლის სექტემბერი) გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, დაუშვებელია, ელექტროენერგიის შეწყვეტის მექანიზმის გამოყენება ხანდაზმული დავალიანების აღიარების მიზნით.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ს-------–--ის“ მიერ დარღვეული იქნა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილით დეკლარირებული გულისხმიერების ვალდებულება, რამდენადაც უგულვებელყოფილი იქნა ა---–-------------ის მიერ ხანდაზმულ დავალიანებაზე უარის თქმის უფლების გამოყენება, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან ლიცენზიატმა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით მომხმარებელს შეუქმნა იმგვარი ვითარება, რაც საშუალებას ართმევდა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე და შექმნილი ვითარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, მომხმარებელი იძულებული გახდა ეღიარებინა დავალიანება. ამ მექანიზმის გამოყენებით დარღვეული იქნა ასევე სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რაც ასევე ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და ნორმებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან ს-------–--მა“ დაარღვია, სამოქალაქო კოდექსის მე-8, მე-10, 115-ე, 316-ე, 361-ე მუხლები, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნები, არ არსებობს სარჩელს 3269,07 ლარის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს--------–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა .კოლეგიის 17.01.2018 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა