განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2018
საქმის ნომერი
340210016001445642
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340210016001445642

საქმე №2ბ/7199-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - გ-----------------–----–------------------

წარმომადგენლები- ვ---------------–--ე, მ-----–-------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ----------–--------“

წარმომადგენელი - ლ--–----------–---–ი

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს

31.08.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 31.08.2017 წლის გადაწყვეტილებით:

გ-----------------–----–------ის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილია, რომ გ-----------------–----–------ს და შ---------–--------”-ს შორის 2013 წლის 2 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულება (შემდგომ ხელშეკრულება). 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გ---------------–-----ს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება; 3.1 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება - 906 557 ლარი. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადა, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს 2014 წლის 01ივნისისა; მე-6 პუნქტით განისაზღვრა ანგარიშსწორების ფორმა და წესი: ანგარიშსწორების ფორმა _ უნაღდო ; ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად შუალედური ფორმა #2 და დათვალიერების აქტის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო, სამუშაოს დასრულების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ანაზღაურდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის საგნის მიღება - ჩაბარების წესი, კერძოდ, სამუშაო შესრულებულად ჩაითვლება შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; მე-10 პუნქტით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის: კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.4% - ის ოდენობით. ხელშეკრულების მე-12 პუნქტით განისაზღვრა ფორსმაჟორი, რომლის მიხედვით, მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისთვის, თუკი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ; ხელშეკრულების 14.1 მუხლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014წლის აგვისტომდე;

 

მტკიცებულება - 2013 წლის 2 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულება (ს.ფ 18);

 

დადგენილია, რომ შ---------–--------”-ს დირექტორმა 2014 წლის 20 მაისს მიმართა გ-----------------–----–------------------ს და ითხოვა სამუშაოების მიწოდების ვადის გადაწევა 2014 წლის 15 ივლისის ჩათვლით იმ საფუძვლით, რომ უამინდობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა სამუშაოს წარმოება. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე მხარეებს შორის 2014 წლის 29 მაისს მიღწეული №2 შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა თანდართული გრაფიკის შესაბამისად არაუგვიანეს 2014 წლის 16 ივლისამდე, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 30 აგვისტომდე.

მტკიცებულება - მიმართვა, 2014 წლის 29 მაისის №2 შეთანხმება (ს.ფ. 38, 41).

 

დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მოპასუხის მიერ 02.09.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა სრულად 29.05.2014 წლის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიგაფორმდა 2014 წლის 15 ივლისს.

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, ფორმა#2, მიღება- ჩაბარების აქტი (ს.ფ 62).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 29 მაისს №2 შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების მიწოდების ვადის გადაწევა გამოწვეულია ფორს-მაჟორული ვითარებით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებას გ---------------–-----ს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება წარმოადგენდა. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოს მიწოდების ვადა თანდართული გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს 2014 წლის 01 ივნისისა. ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ 2014 წლის 20 მაისს მიმართა მოსარჩელეს და 2014 წლის 15 ივლისის ჩათვლით სამუშაოების მიწოდების ვადის გადაწევა ითხოვა იმ საფუძვლით, რომ უამინდობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა სამუშაოს წარმოება.

 

სასამართლომ, ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული მიმართვის საფუძველზე მხარეებს შორის 2014 წლის 29 მაისს მიღწეული №2 შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა თანდართული გრაფიკის შესაბამისად არაუგვიანეს 2014 წლის 16 ივლისამდე, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 30 აგვისტომდე, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელე დაეთანხმა, რომ სამუშაოების შესრულება შეფერხდა უამინდობის გამო. მოსარჩელეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია არც სარჩელით და არც საქმის სასამართლო განხილვის დროს.

 

საქმეში წარმოდგენილი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 15 აგვისტოს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ქ. თ--–---ს მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივნისამდე (მიწოდების ვადის გაგრძელებამდე) 89 დღე იყო ნალექიანი (ს.ფ. 130).

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული ვითარება გაუთვალისწინებელ მოვლენას გულისხმობს, რომელიც ვითარდება ხელშეკრულების მონაწილეთა ნებისაგან დამოუკიდებლად. ფორსმაჟორულ ვითარებას მიეკუთვნება ყველა ის მოვლენა, როდესაც ვალდებულების შესრულება სცილდება ზოგადად ადამიანის შესაძლებლობებს. სასამართლოს მოსაზრებით გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება იმ პირობებში, როდესაც ქუჩა დაფარულია წყლის გუბეებით ან თოვლით, ნამდვილად მიეკუთვნება იმ შემთხვევას, როდესაც ობიექტურად შეუძლებელია გზის სარემონტო სამუშაოების განხორციელება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ მიაჩნია, მოპასუხემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივნისამდე კახეთში ნალექიანი ამინდების არსებობა, რამაც შექმნა ფორსმაჟორული ვითარება და შეუძლებელი გახადა გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სამუშაოთა შესრულება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია სამუშაოს მიწოდების ვადის 2014 წლის 01 ივნისიდან 2014 წლის 15 ივლისამდე გადაწევა, ხოლო, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა, უფრო მეტიც, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2014 წლის 29 მაისს №2 შეთანხმებით სამუშაოს მიწოდების ვადა გაგრძელდა სწორედ იმის გამო, რომ უამინდობის გამო მნიშნვნელოვნად შეფერხდა გზის საფარის სარემონტო სამუშაოების ჩატარება .

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, მხარეებს შორის არსებობს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ .

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა სამუშაოს შესრულება თანდართული გრაფიკის შესაბამისად 2014 წლის 01 ივნისამდე, შემდგომ, მხარეთა 2014 წლის 29 მაისის #2 შეთანხმებით, სამუშაოს მიწოდების ვადა გაგრძელდა თანდართული გრაფიკის შესაბამისად 2014 წლის 15 ივლისამდე. სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ უამინდობის გამო სამუშაოების შესრულება შეფერხდა. მოსარჩელე მოითხოვს სწორედ 30.09.2013 წლიდან 31.05.2014 წლამდე პერიოდში გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, 320233,1 ლარის ოდენობით (ს.ფ. 73)

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა და ბუნდოვანია, თუ რას გულისხმობდა ხელშეკრულებაში სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელების იმგვარი დათქმა, რომ ვადა გაგრძელდა თანდართული გრაფიკის შესაბამისად იმ პირობებში, როცა მხარეები #2 შეთანხმებით ახალ გრაფიკზე არ შეთანხმებულან, ხოლო, ძველი გრაფიკის ვადები დარღვეული იყო უამინდობის გამო, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოების შესრულება, რაც გახდა კიდეც სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელების საფუძველი. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების შესრულების და სამუშაოს მიწოდების ახალი ვადა განისაზღვრა 2014 წლის 15 ივლისი, რაც მიმწოდებელს არ დაურღვევია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ხოლო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. პირგასამტეხლო ეს არის სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ხელშეკრულების მხარეს ეკისრება კანონით განსაზღვრულ მხოლოდ ორ შემთხვევაში 1. ვალდებულების შეუსრულებლობის და 2. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების დროს. ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ითვლება ასევე როდესაც ვალდებულება არ სრულდება ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში.

 

მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-12 მუხლით გათვალისწინებულია დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შედეგები. 12.1. პუნქტის თანახმად, მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისთვის, თუკი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 15 ივლისს, ამიტომ შესრულებისათვის დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა სახეზე არ არის, ხოლო 2014 წლის 29 მაისს მხარეთა შეთანხმებით ვადის გაგრძელება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული ვითარებით, რაც გამორიცხავს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 31.08.2017 წლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ იქნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც დაუძლეველი ძალის გამო ვალდებულების შეუსრულებლობის დრო მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებისგან.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო ვადა გადაწეული იქნა მხარეთა შეთანხმებით, უამინდობის გამო. თუმცა, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა არა ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სეზონზე არსებული უამინდობა, არამედ იმ პერიოდში არსებული უამინდობა. შ----------–--------“ - მა გამგეობას ზემოაღნიშნული მოთხოვნით მიმართა მხოლოდ 20.05.2014 წელს N14 წერილით, რომელსაც არ ერთვის რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა წლის სხვადასხვა პერიოდში არსებული უამინდობა და არც წერილშია განმარტებული, რომ საუბარი იყო წლის სხვადასხვა პერიოდზე. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს სხვა დროს არ მიუმართავს წერილი გ-----------------–----–------ის გამგეობისთვის, ამ უკანასკნელმა წერილ N14 - ში მითითებული გარემოება აღიქვა იმგვარად, რომ საუბარი იყო მხოლოდ მითითებულ პერიოდზე. შესაბამისად, გამგეობის მიერ პირგასამტეხლო გაანგარიშებულია მხარეთა შეთანხმების გაფორმებამდე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების გადაცილების გამო.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, ის უამინდობის გამო სამუშაოს შეუსრულებლობას აღიარებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში და არა წლის სხვადასხვა პერიოდში. ამასთან, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარემ გამგეობას უამინდობის გამო მიმართა მხოლოდ 9 თვის მერე და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაწევა, ხოლო, 9 თვის განმავლობაში მოქმედი გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,დადგენილია, რომ გ-----------------–----–------ს და შ---------–--------”-ს შორის 2013 წლის 2 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულება, რომლის 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გ---------------–-----ს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება; 3.1 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება - 906 557 ლარი. ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადა, თანდართული გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს 2014 წლის 01 ივნისისა; მე-6 პუნქტით განისაზღვრა ანგარიშსწორების ფორმა და წესი: ანგარიშსწორების ფორმა _ უნაღდო; ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად შუალედური ფორმა #2 და დათვალიერების აქტის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო, სამუშაოს დასრულების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ანაზღაურდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ხელშეკრულების მე-9 პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის საგნის მიღება - ჩაბარების წესი, კერძოდ, სამუშაო შესრულებულად ჩაითვლება შესაბამისი მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; მე-10 პუნქტით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის: კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.4% - ის ოდენობით. ხელშეკრულების მე-12 პუნქტით განისაზღვრა ფორსმაჟორი, რომლის მიხედვით, მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისთვის, თუკი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შესახებ; ხელშეკრულების 14.1 მუხლით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის აგვისტომდე;

 

დადგენილია, რომ შ---------–--------”-ს დირექტორმა 2014 წლის 20 მაისს მიმართა გ-----------------–----–------------------ს და ითხოვა სამუშაოების მიწოდების ვადის გადაწევა 2014 წლის 15 ივლისის ჩათვლით იმ საფუძვლით, რომ უამინდობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა სამუშაოს წარმოება. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე მხარეებს შორის 2014 წლის 29 მაისს მიღწეული №2 შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა თანდართული გრაფიკის შესაბამისად არაუგვიანეს 2014 წლის 16 ივლისამდე, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 30 აგვისტომდე.

 

დადგენილია, რომ შ----------–--------“-ის მიერ 02.09.2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა სრულად 29.05.2014 წლის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2014 წლის 15 ივლისს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 29 მაისს №2 შეთანხმების საფუძველზე სამუშაოების მიწოდების ვადის გადაწევა გამოწვეულია ფორს-მაჟორული ვითარებით.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებას გ---------------–-----ს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება წარმოადგენდა. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოს მიწოდების ვადა თანდართული გრაფიკის შესაბამისად, არაუგვიანეს 2014 წლის 01 ივნისისა. ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ შ----------–--------“-მა 2014 წლის 20 მაისს მიმართა აპელანტს და 2014 წლის 15 ივლისის ჩათვლით სამუშაოების მიწოდების ვადის გადაწევა ითხოვა იმ საფუძვლით, რომ უამინდობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა სამუშაოს წარმოება. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე მხარეებს შორის 2014 წლის 29 მაისს მიღწეული №2 შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა თანდართული გრაფიკის შესაბამისად არაუგვიანეს 2014 წლის 16 ივლისამდე, ხოლო, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 30 აგვისტომდე, რაც ნიშნავს, რომ გურჯანიის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეთანხმა, რომ სამუშაოების შესრულება შეფერხდა უამინდობის გამო. პალატა განმარტავს, რომ აპელანტს აღიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია არც სარჩელით, არც სააპელაციო საჩივრით და არც საქმის სასამართლო განხილვის დროს.

 

საქმეში წარმოდგენილი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 15 აგვისტოს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ქ. თ--–---ს მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივნისამდე (მიწოდების ვადის გაგრძელებამდე) 89 დღე იყო ნალექიანი.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორს-მაჟორული ვითარება გაუთვალისწინებელ მოვლენას გულისხმობს, რომელიც ვითარდება ხელშეკრულების მონაწილეთა ნებისაგან დამოუკიდებლად. ფორსმაჟორულ ვითარებას მიეკუთვნება ყველა ის მოვლენა, როდესაც ვალდებულების შესრულება სცილდება ზოგადად ადამიანის შესაძლებლობებს და რის გამოც, ვალდებულებების შესრულება ობიექტურად შეუძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივნისამდე კახეთში ნალექიანი ამინდების არსებობა, რამაც შექმნა ფორსმაჟორული ვითარება და შეუძლებელი გახადა გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სამუშაოთა შესრულება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია სამუშაოს მიწოდების ვადის 2014 წლის 01 ივნისიდან 2014 წლის 15 ივლისამდე გადაწევა, ხოლო, აპელანტმა ვერ შეძლო საწინააღმდეგო მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, მხარეებს შორის არსებობს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა სამუშაოს შესრულება თანდართული გრაფიკის შესაბამისად 2014 წლის 01 ივნისამდე, შემდგომ, მხარეთა 2014 წლის 29 მაისის #2 შეთანხმებით, სამუშაოს მიწოდების ვადა გაგრძელდა თანდართული გრაფიკის შესაბამისად 2014 წლის 15 ივლისამდე. სამუშაოს მიწოდების ვადის გაგრძელებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ უამინდობის გამო სამუშაოების შესრულება შეფერხდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ხოლო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ერთ-ერთი სახეა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების და ან ვადის გადაცილების დროს. შესაბამისად, იმისათვის, რომ მხარეს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისროს, უნდა არსებობდეს ვალდებულების არაჯეროვანი და არადროული შესრულების ფაქტი.

 

მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-12 მუხლით გათვალისწინებულია დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შედეგები. 12.1. პუნქტის თანახმად, მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისთვის, თუკი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით.

 

პალატა განმარტავს შემდეგს: დადგენილია, რომ შ----------–--------“ -მა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 15 ივლისს, მხარეთა 29.05.2014 წლის #2 შეთანხმების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რაც გამორიცხავს შ----------–--------“ -სთვის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას. რაც შეეხება აპელანტის მითითებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე და იმასთან დაკავშირებით, რომ 9 თვის განმავლობაში მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხდებოდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რის შესახებაც გ-----------------–----–------------------ გაფრთხილებული არ ყოფილა, პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ხელშეკრულებით დათქმულ დროში. დადგენილია და მნიშვნელოვანია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გ-----------------–----–------ის გამგეობისათვის შ----------–--------“ - ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი, რაც თავის მხრივ მიუთითებს იმ გარემოებზე, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში არსებულმა დარღვევებმა საბოლოოდ გავლენა არ იქონიეს ვალდებულების შეთანხმებულ ვადაში შესრულებასა და საბოლოო შედეგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ადგილი აქვს ვალდებულების იმგვარ შეუსრულებლობას, რაც ქმნის მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებს.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-----------------–----–------ის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 31.08.2017 წლის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

გოგიტა თოთოსაშვილი