განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-723-2018 წელი
№020100118002327232
g a n a C e n i
/saqarTvelos saxeliT
10 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ-------- ტ---------ს ბრალდების №------------ სისხ-ლის სამართლის საქმე.
ნ-------- ტ---------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ა--–--------------------–-----------–----–---ის უბანში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დანაშაულისათ-ვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი – ერთი ცალი ИЖ-58 МЕ მოდელის 12 კალიბრის ორლულიანი თოფი.
იმავე განაჩენით მსჯავრდებულია რ---- გ------–--ე, დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინე-ბაში არ მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ქ-------–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ა--–--------------------–--–---ში, რომლის მი-მართ დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და იგი მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ნ-------- ტ---------ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 დეკემბერს, შუადღის საათებში ა--–--------–----–------ში მდებარე ა-----–ის ტყის მასივში ნ-------- ტ--------- შეშის დამზადების მიზნით იმყოფებოდა რ---- გ------–---ესთან ერთად. აღნიშნულ პერიოდში მათ შეხვდათ ცხენით მოძრავი ი-----–- კ----–--, რომელთანაც იმყოფებოდნენ კონფლიქტურ დამოკიდებულებაში და რომელიც აგინებდა მათ. ნ-------- ტ---------მ სანადირო თოფიდან მოკვლის მიზნით გასროლა განახორციელა ი-----–- კ----–--ს მიმართულებით, რის შედეგად ი-----–- კ----–--მ მიიღო ჯანმრთე-ლობის დაზიანება და გადმოვარდა ცხენიდან. კვალის დაფარვის მიზნით, ნ-------- ტ----------მ მასთან ერთად მყოფ რ---- გ------–--ეს მოსთხოვა დახმარება, რის შემდეგაც მათ ი-----–- კ----–-- გაახვიეს ბრიზენტის ქსოვილში, მოათავსეს ნ-------- ტ---------ს საკუთ-რებაში არსებულ მიკროავტობუსში და გადააგდეს ა--–-ში გამავალ მდინარე რიონში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ-------- ტ---------მ და მისი ინტერესების დამცველმა ბ--–- წ---–---მ, რომლებიც სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ნ-------- ტ-------–---ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას მინიმუმამდე. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტი-ვირებით, რომ ნ-------- ტ--------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სამარ-თალში პირველადაა მიცემული, მის მიერ ჩადენილი დანაშაული შემთხვევითაა ჩადე-ნილი. იგი ხასიათდება როგორც შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი და პატიოსანი ადა-მიანი, არის წარმატებული სპროტსმენი, ჰავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, მოხუცი მშობლები, რომელთა ერთადერთი მაჩენალიც ნ-------- ტ---------ა.
სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბრალმდებელს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ-------- ტ---------ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-------- ტ---------ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ-------- ტ---------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ ნ-------- ტ--------- აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, არის წარმატებული სპორტსმენი, ასევე დამამძიმებელი გარემოება, რომ მან კვალის და-ფარვის მიზნით ი-----–- კ----–-- მდინარეში გადააგდო. ასევე გაითვალისწინა საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის და-ნიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების გან-ხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვ-რება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ძირითად სასჯელად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შე-ესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პი-როვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ნ-------- ტ---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ნ-------- ტ---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ-------- ტ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 19-108-ე მუხლით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამი-სად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - ერთი ცალი ИЖ-58 МЕ მოდელის 12 კალიბრის ორლულიანი თოფი.
ნ-------- ტ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 იანვრიდან.
ნივთმტკიცებები – მობილური ტელეფონის აპარატები, სიმბარათები, ტანსაცმელი, ქუდე-ბი, ჩექმები, კარაბინი, მჭიდი, ჩანთა, პნევმატური შაშხანა, ვაზნები, ხიშტდანა, ავტომან-ქანა, საბურავი, ე.წ. „ბრეზენტი“ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვე-ტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – ანაწმენდები, ნერწყვის, ფრჩხილების, თმის ნიმუშები, თითის ანაბეჭ-დები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთმტკიცებები – დისკები დართოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
თავმჯდომარე: marine imerliSvili
მოსამართლეები: vera doliZe
maka gorgoZe