განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
110100118002638165
ინსტანცია
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-711-2018 წელი

№110100118002638165

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ---- ბ--------–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ზ---- ბ--------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები თ--------–--------------------–-----------ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

aRwerilobiTi nawili:

ზ---- ბ--------–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ძალადობისათვის (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ--------–--------------------–------------ში, ნ---- ბ--------–---–ის საყანე მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, პი-რუტყვის გადაბმის გამო განაწყენებულმა ზ---- ბ--------–---–მა, ხელი დაარტყა სახეში ნ---- ბ--------–---–ს, ასევე, ფეხი დაარტყა ამ უკანასკნელს წელის არეში და ორივე ხელი მოუჭირა კისერში, რის შემდეგაც ნ---- ბ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სტაჟიორმა პროკურორმა რ--------- ლ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზ---- ბ--------–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრე-ბას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სახეზეა ქალის მიმართ განხორციელებუ-ლი ძალადობრივი, განზრახი ქმედება. როგორ წესი ქალის მიმართ ძალადობა განსა-კუთრებით სახიფათოა, ვინაიდან ამგვარ ქმედებას უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს გან-მეორებითობა. საქმე გვაქვს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემ-ცველ ქმედებასთან. ზ---- ბ--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნ-ველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ზ---- ბ--------–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ---- ბ--------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპე-ლაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზ---- ბ--------–----–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი ნასა-მართლობის არ მქონეა, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშ-ნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ოჯახში ცხოვრობს პენსიონერ დედასთან, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. დასაქმებულია ფეროს ქარხანაში და მისი ყოველთვიური შემოსავალი არის 810 ლარი (საერთო ჯამში, ოჯახის შემოსავალი არის მისი ხელფასი და დედის პენსია 180 ლარის ოდენობით), ასევე გაით-ვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალის-წინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმ-ედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სა-მართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესო-ციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პი-როვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი ზ---- ბ--------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ზ---- ბ--------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიო-ნული სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ზ---- ბ--------–---– ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

ზ---- ბ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმე-ბულია.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili