განაჩენი

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
080100118002600784
ინსტანცია
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-702-2018 წელი

№080100118002600784

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

14 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ქ------- თ--–-----ის,ადვოკატის – ი-----–- მ-------ის, ც-–---- ბ------–---–ის,მსჯავრდებულის – გ------- გ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა გ------- გ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ------- გ--------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ვ----------------------–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქ-------–-------–--------------------------------ში, მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინე-ბული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვ-სი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-ხუთე ნაწილის საფუძველზე 05 (ხუთი) წელი განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესე-ბულებაში მოსახდელად, ხოლო 02 (ორი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩათვლილი აქვს პირო-ბით 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

გ------- გ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო საგზაო მოძრაობის უსა-ფრთხოების წესების დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 00:28 საათზე, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მერსედეს-ბენც C“ მარკის, სახელმწიფო ნომრით V------ ავტომობილის მთვრალმა მძღო-ლმა გ------- გ--------ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2-ე მუხლის - „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალის-წინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის იტენსივობა, არა-საკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხო-ების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გა-ჩერდეს – მოთხოვნები და უკნიდან შეეჯახა თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ „სუ-ბარუს“ მარკის, სახელმწიფო ნომრით B------ ავტომობილს, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის მეექვსე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ---- მ----–----–--ე მართავდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ამ უკანასკნელის მგზავრმა ქალაქ ქუთაისის საქა-ლაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიე-ბელმა ლ---- ლ------მ მიიღო ჯამრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო თვით გ---- მ----–----–--ე სტაციონარში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ქ------- თ--–-----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ------- გ------ის მიმართ შეფარდებული ძირითადი და დამატებითი სასჯელების გამკაც-რებას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ------- გ--------ისათვის დანიშ-ნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები არ შეესაბამება არც მის პიროვნებას და არც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. იგი არ არის შერიგებული დაზარალებულის უფლება-მონაცვლესთან თ-- დ----ესთან და დაზარალებულთან ლ---- ლ------სთან. მათ პრეტენ-ზია გააჩნიათ მსჯავრდებულის მიმართ და აითხოვენ მის დასჯას მთელი სიმკაცრით.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ქ------- თ--–-----ეს, რომელიც ითხოვს გ------- გ--------ის მი-მარათ შეფარდებული ძირითადი და დამატებითი სასჯელების გამკაცრებას.

– მსჯავრდებულ გ------- გ--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს ც-–---- ბ------–---–ს და ი-----–- მ-------ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკ-მაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, შემდეგ გ-არემოებათა გამო:

მსჯავრდებულმა გ------- გ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მი-ცემისას აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გარდა მსჯავრდებულ გ------- გ--------ის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიმართ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პრეიუდი-ციად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულის უფლება-მონაცვლის თ-- დ----ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულის ლ---- ლ------ს გამო-კითხვის ოქმებით, მოწმეების: გ------- ქ---------ის, ბ---–--- ე---------ის, რ---- ლ--–---–----–ის, კ------- ყ---------ის, შ--–-- გ--------ის და მ---- დ--------ის გამოკითხვის ოქმე-ბით, შეტყობინებებით, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემა და ფოტოსურათებით, ოქმით ალკო ტესტით შემოწმების შესახებ; გ------- გ--------ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №---------, №---------, №--------- დასკვნებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვ-ნით, შეტყობინებით, ალკოტესტის ქვითრებით, გ------- გ--------ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტან-ციის სასამართლოს მსჯავრდებულ გ------- გ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ------- გ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლი-ლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია დაად-გინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დადგენილი სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათ-ვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამომაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან...

კონკრეტულ შემთხვევაში, გ------- გ--------ე წასწრებული იქნა დანაშაულის ჩადენისთა-ნავე. აღნიშნული გარემოებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ხარისხის, დამდგარი შედეგის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------- გ--------ისათვის სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი და მას გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს მითითება აღნიშნული მუხლის გამოყნებით სასჯელის დანიშვნის თაობაზე. მასევე უნდა გაუმკაცდეს დანიშნული დამატებითი სასჯელის ვადა – 06 (ექვსი) თვის ვა-დით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას 02 (ორი) წლის ვადით.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ------- გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება გ------- გ--------ისათვის საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით სას-ჯელის დანიშვნის თაობაზე.

გ------- გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

მასვე, 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

გ------- გ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან.

გ------- გ--------ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – შემთხვევის დათვალიერებისას ამოღებული საღებავის ნატეხები (№1 პაკეტი, N---------), ავტომობილის საჭიდან აღებული ანაწმენდები (№3 პაკეტი, N---------), ავტომანქანის სიჩქარის გადაცემათა კოლოფიდან აღებული ანაწმენდები №5 პაკეტი, N---------), ავტომანქანის წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლიდან აღებული მიკრონაწილაკები (№5 პაკეტი, N---------) - რაც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილე-ბაში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ნივთმტკიცებები – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული „მერსედეს ბენცი C“ მარკის ავ-ტომანქანა სახ. ნომრით V------ და „SUBARU“-ს მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით B------, რომლებიც განთავსებულია შპს „ი------------“ -ის სპეციალურ ავტო საჯარიმო სად-გომზე, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღ-ჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ავტომობილის სანომრე ნიშანი (№2 პაკეტი, N---------), რაც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართვე-ლოს საგამოძიებო განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს/მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.

სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამარ-თლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელა-ციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili