განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-681-2018 წელი
№820100118002590784
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
26 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ------–--- ხ----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
დ------–--- ხ----ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------------------–--------–---–------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები ბ------–---–--–------–--------------- ჩიხი, მსჯავრდებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანაშაუ-ლისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვე-თა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდე-ლი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
დ------–--- ხ----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რა-საც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბ------–---–--–------–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დ------–--- ხ----ემ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, არასრულწლოვანი შვილის, ს------ ხ----ის თანდასწრებით, თავის მეუღლეს, ი----- ს---------ეს, ხელის რამდენჯერმე დარტყმით სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიაყენა დაზიანებები. ფიზიკური ძალადობის შედეგად ი----- ს---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარი-სხის დაზიანება, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს დ------–--- ხ----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯე-ლით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დ------–--- ხ----ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საშაშ-როებით ხასიათდება, ჩადენილია არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო ადეკვატური სასჯელის გამოყენება, რაც უზრუნველ-ყოფდა სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას. დ. ხ----ე ეჭვიანობდა საკუთარ მეუღლეზე, რის გამოც არაერთხელ მოსვლიათ კონ-ფლიქტი, შესაბამისად არსებობს იმის რისკი, რომ მსჯავრდებულმა განაგრძოს დანაშაუ-ლი საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. დ------–--- ხ----ის მიმართ დანიშნული პი-რობითი სასჯელი არაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების პროპორციული და ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩა-დენის რისკს, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ დ------–--- ხ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- დ------ემ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ დ------–--- ხ----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იუ-რიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ------–--- ხ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელა-ციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ დ------–--- ხ----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად. ასევე ითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათ-ვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისებს - დანაშაულის მოტივს, მი-ზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსული ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ; აგრეთვე სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამ-ნაშავის რესოციალიზაციას და დ------–--- ხ----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმ-ძიმის, ხასიათის და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ პიტველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დ------–--- ხ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
დ------–--- ხ----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონუ-ლი სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ------–--- ხ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ დ------–--- ხ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
დ------–--- ხ----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 11 ივლისიდან 2018 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili