განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-680-2018 წელი
№240100118002482748
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
26 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსა-მართლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხი-ლე ა---------– ნ------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ა---------– ნ------, დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ა--–--------------------–----------ში, სენაკის რაიონული სასამართ-ლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
ა---------– ნ------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც ფი-ზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქა-რისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების სა-ფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 2200 საათზე, ა--–--------------------–----------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ა---------– ნ------მ მეუღლეს, რ---- ს------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ---- ს------მ განიცა-და ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 2200 საათზე, ა--–--------------------–----------ში მცხოვრები ა---------– ნ------ თეთრტარიანი საოჯახო დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის მეუღლეს რ---- ს------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც იძულებული გახდა და დაუ-ყოვნებლივ, დედის, ნ---- ს------ს დახმარებით დატოვა ოჯახი.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ა---------– ნ------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდ-გენილ ბრალდებებში.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ს---------მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა---------– ნ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით, 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ დაზარალებულმა რ---- ს------მ გამოძიების დროს და სასამართლო პროცესზე და-კითხვის დროს განმარტა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს საღამოთი მისმა მეუღლემ ა----------– ნ------მ იძალადა მასზე, მიაყენა როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური, შეუ-რაცხყოფა, ასევე მაგიდიდან აიღო დანა და ემუქრებოდა მოკვლით, ამიტომ იძულებუ-ლი გახდა წასულიყო სახლიდან. რ---- ს------ს აღნიშნული ჩვენება სასამართლო პრო-ცესზე დაადასტურეს მოწმეებმა ნ--- ს------მ და ნ----- ს------მ, რომლებმაც განმარტეს, რომ რ---- ს------საგან გაიგეს, რომ მასზე იძალადა მეუღლემ ა---------– ნ------მ. მოწმე ზ---– გ----–---მ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მან დაკითხა დაზარალებული რ---- ს------, რომელმაც დაუდასტურა, რომ 2018 წლის 07 თებერვალს საღამოთი მასზე იძალადა და მოკვლით დაემუქრა მისი მეუღლე ა---------– ნ------. სასამართლომ საქმის მასალები და ზემოთ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები არ შეაფასა მთლიან კონტექსტში, არ გაითვალისწინა მათი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები სხვა დამაჯერებელ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში, რის საფუძველზე ავთან-დილ ნ------ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა ა---------– ნ------მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა---------– ნ------მ პირველი ინატცნციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგე-ნილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 6 თებერვალს წავიდა თბილისში, საიდანაც 7 თებერვალს დაახლოებით 1700 საათზე ჩამოვიდა. სატვირთო ავ-ტომანქანით იყო წასული დედამისთან ფქვილი ჩაიტანა, თბილისიდან 7 რიცხვში 1200 საათზე გამოვიდნენ თვითონ, მისი დისშვილი და დისშვილის მეგობარი. 8 თებერვალს ბავშვები სკოლაში იყვნენ, მეუღლის ტელეფონზე იყო მესიჯი, დაუძახა და უთხრა ეს რაა ვიღაც წერსო. შემდეგ რ----ს უთხრა, რა აზრი აქვს ჩვენს ერთად ცხოვრებას ან შენ წადი ან მე წავალ სახლიდანო, რ----მ უთხრა მე წავალო. თვითონ ბავშვების წამოსაყვანად იყო სკოლაში. რომ დაბრუნდა წასული დახვდა. რ----ს დედა, ნ---- ს------ მოსულა ტაქსით და წაუყვანია. ბებიამ უთხრა ეს. რ----ს მიმართ მისი მხრიდან მუქარას ან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რ---- ამას აკეთებს შურისძიების მოტივით, ეს თვითონ უთხრა. ბინის ყიდვა უნდოდა, ამას თუ არ გააკეთებდა გაამწარებდა, თურქეთში უნდოდა წასვლა და ოჯახზე აცრუებული ჰქონდა გული. მისი მხრიდან რ----ს მიმართ მუქარას ადგილი არ ჰქონია. ახლოსაც არ მიკარებია, ისაუბრეს და თვითონ წავიდა სახლიდან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა რ---- ს------მ ჩვენების მიცემისას გან-მარტა, რომ 2002 წლიდან დაქორწინებულია ა---------– ნ------ზე და ჰყავთ ორი შვილი. ოჯახში ცხოვრობდნენ თვითონ, მეუღლე, ბავშვები, ბებია და მული, რომელიც ქმარს არის გაშორებული. 2018 წლის 7 თუ 8 თებერვალს (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), მისი მეუღლე ჩამოვიდა თბილისიდან და სახლში რომ მოვიდა, იყო ძალიან აღელვებული. ბავშვები ამ დროს სკოლაში იმყოფებოდნენ. მეუღლემ მოსთხოვა გამოეტანა ოქროს ნივ-თები და გადეცა მისთვის. გამოუტანა და ოქროს სამკაულები მეუღლემ შეინახა. შემდეგ უთხრა ვის წერ ესემესებსო. რამდენ კაცს ემესიჯებიო. სამარცხვინო ხარ და შენი გუ-ლისთვის ჩხუბი მომიხდაო. სახლში არ გაგაჩერებო, წადი სახლიდანო. მოკიდა მკლა-ვებზე ხელები და ანჯღრევდა. ხელი სულ დალურჯებული ჰქონდა. შემდეგ დანას წამო-ავლო ხელი და დაემუქრა ამით გამოგჭრი ყელსო. დანა ისევ დადო, არაფერი მოუ-მოქმედებია. დანა იყო პლასტმასის თეთრი ტარით. დაემუქრა, რომ როცა დაბრუნდე-ბოდა, სახლში არ დახვედროდა. როგორც კი ა---------–ი სახლიდან გავიდა, დაურეკა დედას - ნ---- ს------ს და სთხოვა მისულიყო და წაეყვანა. მართლაც მოაკითხა დედამ ტაქსით და წაიყვანა. პოლიციას დაგვიანებით იმიტომ მიმართა, რომ შერიგების იმედი ჰქონდა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ---- ს------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ რიცხვი არ ახსოვს, დაურეკა შვილმა - რ---- ს------მ, რომელიც ტიროდა და განერვიულებული იყო. სთხოვა მისუ-ლიყო მასთან და წაეყვანა სახლში. უთხრა, ჩემმა მულმა რაღაც გახსნა და ჩემმა ქმარმა გაიგოო, დანა მომაბჯინა ყელზეო. რ----სთან მივიდა ტაქსით, მ------ გ------- იყო მძღო-ლი. იქნებოდა 3-4 საათი. სახლში იყვნენ რ---- და მეზობლის გოგო და ტიროდნენ. ბავ-შვები იყვნენ სკოლაში და ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ა---------–ს უთ-ქვამს რ----სთვის, წადი შენს სახლშიო, თავი მოიკალიო, ბავშვებს არ განახებ და შენს სახლში იყავიო. მისი შვილი მორალურად ფსიქოლოგიურად განადგურებული იყო. მარჯვენა მკლავი ჰქონდა გაშავებული.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ----- ს------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის თებერვლის თვეში, ღამე იყო გვიან, რიცხვი არ ახსოვს, 7 თუ 8, მეუღლე მოვიდა და უთხრა, რომ დედამისმა დარეკა. დედამისმა უთხრა რ---- გადმოვიდა სახლიდან და სახლში არის ცუდ მდგო-მარეობაშიო. მივიდა სახლში და ნახა თავისი და, რომელმაც უთხრა ა---------–ი და-მემუქრა დანით, სახლიდან გადადი, თორე მოგკლავო. ამ საღამოს სახლში არ დამხვდე თორე მოგკლავო, მარჯვენა ხელი ჰქონდა ჩალურჯებული, ვკამათობდით და ხელი და-მინჯღრიაო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ---– ნ------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს ის მისუ-ლი იყო მათთან სახლში. როცა მარტო დარჩნენ რ----ს ჰკითხა გ------- მ------–---–თან რა მიმოწერა ჰქონდა სოციალური ქსელით. ვინ გითხრაო, შეეკითხა. უთხრა ოჯახს მი-ხედე არ დაანგრიოო. მას ნ--- ნ------მ უთხრა ამის შესახებ. შემდეგ გაიგო, რომ რ----მ სახლი დატოვა 7 თუ 8 თებერვალს დაახლოებით.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ნ--- ნ------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მის ძმასა და რძალს შორის ადრე კონფლიქტი არ გაუგია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ურთიერთობა გაუცივდათ, მიზე-ზი არ იცის. ატყობდა, რომ რ---- გარეთ ტელეფონზე ხშირად საუბრობდა, სულ ხელით დაჰქონდა. რ----ს დასთან მივიდა და უთხრა, რომ გათხოვილი ქალისთვის შეუფერებე-ლი იყო მისი საქციელი და გაეფრთხილებინა, რათა ოჯახი არ დანგრეოდა. 8 რიცხვში, ოთხშაბათი დღე იქნებოდა ზუსტად არ ახსოვს, შუადღე იქნებოდა მისმა ძმამ ა---------– ნ------მ დაურეკა, ამ დროს სამსახურში იმყოფებოდა. მისი რძალი სახლიდან წასულა, თხოვა ადრე მოსულიყო სახლში. სახლში როდესაც მოვიდა, მისი ძმისგან გაიგო რომ მათ გადაწყვიტეს დაცილებულიყვნენ. მეტი არაფერი იცის, ძალადობის შესახებ არაფერი გა-უგია. ა---------–ი 6 რიცხვში წავიდა თბილისში, ფქვილი წაიღო. დედამისი ვაჭრობს იქ, დაურეკა მის ძმას თბილისიდან წამოეყვანა მისი შვილი, 7 რიცხვში დილის საათებში ისევ დაურეკა, იქიდან მისი შვილი და მეგობარი ჩამოიყვანა. ა---------–ი ჩამოვიდა 7 თებერვალს 17 დან 18 საათამდე. სახლში რომ მივიდა, ა---------–ი არ იყო სახლში. გაიგო მეზობელს გაყოლია ჩალის მოსატანად. დაახლოებით 2200 საათზე დაურეკა, შემდეგ ერთ საათში მოვიდა. ბავშვები და რ----ც სახლში იყო ამ დროს, 8 თებერვალს დილით ბავშვებს დედამისმა ჩააცვა და მან წაიყვანა სკოლაში, რ----ს სახლიდან წასვლის შესახებ გაიგო იმ დღეს, 8 რიცხვში. ა---------–ი სახლში რომ მოსულა რ---- სახლში არ დახვედ-რია.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ქ------- თ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვროს მეზობლად, რ-----სთან მეგობრობდა, ხშირად იყო მათთან. რ---- ა---------–ის სახლიდან გადავიდა დაახლოებით 8 თებერვალს. დღის 1200 საათზე გადავიდა რ----სთან, ის დახვდა აღელ-ვებული, ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზეც უპასუხა სახლიდან მივდივარო, ასე ჯობია ვშორ-დებითო, მიზეზი არ უთქვამს. ამ დროს დაურეკა დედამისმა. რ----მ უთხრა მივდივარ და წამიყვანეო. 15-20 წუთში მოვიდა დედამისი მ------ გ-------ს მანქანით. ბებიამ თხოვა არ წაეყვანა შვილი, დაეტოვებინა. 5 დიდი პარკი წაიღო, ტანსაცმელი ელაგა. 1300 საათი იქნებოდა რომ წავიდა. ამ დროს ა---------–ის ბებია და რ---- იმყოფებოდნენ სახლში. ა---------–ი მოვიდა დაახლოებით 1400 საათზე, ბავშვები მოიყვანა სკოლიდან. წინა დღეს ა---------–ი იყო თბილისში. სატვირთო მანქანით იყო წასული, პროდუქტი დააქვს დე-დამისთან.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ლ------ ა-–----მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ვაჭრობს თბილისში, თებერვ-ლის 6 რიცხვში ა---------–მა ჩამოუტანა გასაყიდი ფქვილი ა--–იდან, 7 წამოვიდა იქი-დან, ი----- და მისი ამხანაგი წამოიყვანა თბილისიდან. დილის საათებში გადმოვიდნენ 12 საათისთვის, 8 რიცხვში გადასულა რ---- სახლიდან და იმ დღეს გაიგო, ა---------–მა დაურეკა, ატყობდა, რომ მის შვილს და რძალს ბოლო 6 თვე ცივი ურთიერთობა ჰქონ-დათ, რ---- ამბობდა ნეტა საზღვარგარეთ წამიყვანა ჩემს გემოზე მექნება ფულიო.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ზ---– გ----–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შს აბაშის სამმართველოში, რ---- ს------ს განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. გამოკითხა რ---- ს------. გამოკითხვისას განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხ-ყოფა. დაემუქრა დანით მოკვლით, თუ სახლიდან არ წავიდოდა. დანა იყო დიდი ზომის, თეთრი ფერის, პლასტმასის ტარით. გამოკითხული იქნენ სხვა მოწმეები. დაზარალე-ბული აღნიშნავდა, რომ დაზიანება ჰქონდა, თუმცა განცხადება შემოსული იყო ფაქტიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ და ფიზიკურად დაზიანება არ აღენიშნებოდა. დედამისი და მისი და ადასტურებდნენ დაზიანების ფაქტს. განჩინების საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა ა---------–ის სახლში, თუმცა აღნიშნული სახის დანა ვერ იქნა ნანახი. შემთ-ხვევის თარიღი იყო 7 თებერვალი. დაკითხვისას დაზარალებულის დაზუსტებით, მისი განმარტებით შეიტანა ეს თარიღი დაკითხვის ოქმში, ასევე დედამისი და მისი და უთითებდნენ ამ თარიღს.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმემ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- კ--------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 28 აპრილს, განჩინების საფუძველზე გამომძიებელთან ერთად გამო-ცხადდა ა---------– ნ------ს სახლში პლასტმასის თეთრ ტარიანი დანის ამოღების მიზ-ნით, თუმცა აღნიშნული სახის დანა ნანახი და შესაბამისად ამოღებული არ ყოფილა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპრლაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას ა---------– ნ------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
ბრალდების მხარის მიერ ა---------– ნ------ს ბრალდების მადასტურებლად წარმოდგე-ნილია მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება რ---- ს------ს ჩვენება.
თუმცა რ---- ს------ს ჩენებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ რ---- ს------ს ჩვენების მიხედვით, ა---------– ნ------მ ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 7 თუ 8 თებერვალს. მან კი გამოძიების დაწყების თხოვნით პოლიციას მიმართა შემთხვევიდან 2 თვის შემდეგ, 2018 წლის 2 აპ-რილს.
ჩვენების მიცემისას ურთიერთსაწინააღმდეგოდ გადმოსცა ა---------– ნ------ს მიერ გან-ხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტები. თავდაპირველად განმარტა, რომ ა---------– ნ------მ დანას წამოავლო ხელი და სხვა არაფერი მოუმოქმედებია, შემდეგში დაამატა, რომ ა---------– ნ------ დაემუქრა დანით ყელის გამოჭრით.
გარდა დაზარალებულ რ---- ს------ს ჩვენებისა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდ-გენილი არ არის სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა---------– ნ-------ს მიერ რ---- ს------ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს.
რაც შეეხება სამეზე დაკითხულ მოწმეების - ნ---- ს------ს, ნ----- ს------ს, ზ---– გ-----–---ს ჩვენებებს, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე თავის სააპელაციო საჩი-ვარში, ესენი არის ირიბი მტკიცებულებები. აღნიშნული მოწმეები არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და ჩვენებისს მიცემისას გადმოსცემენ რ---- ს------ს მონათხრობს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიო-ბა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტუ-რობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუ-დი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნე-ბელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პრო-ცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაა-დასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცე-ბულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომ-ლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ა---------– ნ------ის მიმართ წარდგენილი ბრა-ლდების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა---------– ნ------ის მიერ ბრალად წარდგენილ დანაშაულთა ჩადენაში, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენი ა----------– ნ------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნ-და დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი ა---------– ნ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
ა---------– ნ------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდესა---------– ნ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის განჩინებით გირაოს თანხის – 2000 ლარის სანაცვლოდ ა---------– ნ------ს (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ა--–--------------------–----------ში (საკადასტრო კოდით 4-----------, რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეად-გენს 2000 (ორი ათასი) ლარს), დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩე-ნის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გაუქმდეს ა---------– ნ------სთვის დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილთან მიახ-ლოების აკრძალვა.
განემარტოს გამართლებულ ა---------– ნ------ს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხ-ლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზ-ღაურება.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili