განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002136186
საქმე №2ბ/6440-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო
სასამართლო სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი - ვ------- კ-----ე
წარმომადგენელი - მ---------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ე-----------–---–-
წარმომადგენელი - გ----- ხ-------–---–-
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა დასკვნებზე მითითება: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ე-----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება ე----ი------–---–სა (დაბადებული: 1986 წლის 02 აგვისტოს, პირადი N54---------) და ვ------- კ-----ეს (დაბადებული: 1987 წლის 24 იანვარს, პირადი N0----------) შორის, რეგისტრირებული 2014 წლის 17 ივლისს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N0----------. მოპასუხე ვ------- კ-----ეს (პირადი N0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების, დ---ა კ-----ის (დაბადებული: 2014 წლის 28 ნოემბერს, პირადი N0----------) და ბ------ კ-----ის (დაბადებული: 2016 წლის 14 დეკემბერს, პირადი N0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, თითოეულზე 200-200 (ორას-ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2017 წლის 19 ოქტომბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე. ცნობილ იქნა ე-----------–---–- (პირადი N54---------), ვ------- კ-----ის (პირადი N0----------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, წ---–-----------------------------------, (საკადასტრო კოდი: 0----------------------) 2/3 წილის მესაკუთრედ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2017 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა ე----ი------–---–მა, მოპასუხე ვ------- კ-----ის მიმართ, განქორწინების, ალიმენტის დაკისრებისა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2.2. სასარჩელო განცხადების თანახმად, მხარეები 2014 წლის 17 ივლისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 28 ნოემბერს დაბადებული დ---ა კ-----ე და 2016 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ბ------ კ-----ე. მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში, 2015 წლის 27 ოქტომბერს ერთობლივად შეიძინეს უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა მდებარე, ქ. თბილისი, წ---–--------------------------------. მხარეები ოჯახში ხშირი უსიამოვნებებისა და კონფლიქტების გამო, ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე თავს არიდებს შვილებზე ზრუნვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ე----ი------–---–სა და ვ------- კ-----ეს შორის ქორწინების შეწყვეტა, ვ------- კ-----ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების, დ---ა კ-----ის და ბ------ კ-----ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თითოეულზე 200-200 ლარის ოდენობით და ცნობილ იქნეს ე-----------–---–-, ვ------- კ-----ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, წ---–-----------------------------------, 2/3 წილის მესაკუთრედ.
2.3. 2017 წლის 22 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში წერილობით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე ვ------- კ-----ემ, რითაც სარჩელი არ ცნო.
2.4. 2018 წლის 21 მაისს, 10:00 საათზე აღნიშნული სარჩელის განხილვის მიზნით, დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა, სადაც არ გამოცხადდა მოპასუხე ვ------- კ-----ე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წარმოუდგენია განცხადება.
2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის არანაირი ინფორმაცია მისი გამოუცხადებლობის თაობაზე, ამასთან, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე-----------–---–-ს სარჩელი დააკმაყოფილა.
2.6. 2018 წლის 04 ივლისს მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ივლისის განჩინებით, ვ------- კ-----ის საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლო სხდომა.
2.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ------- კ-----ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი, შესაბამისად, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დასკვნები გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი: მოპასუხეს 2018 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ასევე ეცნობა გამოუცხადებლობის იურიდიული შედეგების თაობაზე, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია. სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, 1. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა","ბ" და "გ" ქვეპუნქტებში მითითებული ერთერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო "დ" ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად. 3. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლოს შეფასებით, საჩივართან ერთად წარმოდგენილი ვ------- ბ------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ვერ მიიჩნია იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეს საჩივართან ერთად არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებანი, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. გამომდინარე აღნიშნულიდან, საჩივარი, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის რომელიმე მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა გარემოებანი, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
2.11. 2018 წლის 05 ოქტომბერს ვ------- კ-----ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რამდენადაც იგი არ იყო ინფორმირებული მასზედ, რომ მისი წარმომადგენელი იყო შეუძლოდ და ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას, მათ შორის ზეპირსიტყვიერად არსებული შეთანხმებით, სხდომებში მონაწილეობა უნდა მიეღო წარმომადგენელს და თავად ვ------- კ-----ე პროცესებს არ დაესწრებოდა. ამავდროულად, აპელანტი განმარტავს იმასაც, რომ სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა ფორმა N100, ვინაიდან იგი გაცემულია კანონის ნორმათა დაცვით და წარმოადგენს სათანადო და შესაბამის მტკიცებულებას.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და არც მხარეები ხდ--- სადავოდ, რომ 2018 წლის 21 მაისს, 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე ვ------- კ-----ე და არც მისი წარმომადგენელი, რომელთაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტომი 1, ს.ფ. 232).
4.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 21 მაისს, 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმის მასალებით არ დგინდება.
პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ საჩივარში სხდომაზე გამოუცხადებლობის საფუძვლად მითითებულია მოპასუხის წარმომადგენლის - ვ------- ბ------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის დამადასტურებლადაც საქმეს ერთვის შპს ,,4 პოლიკლინიკას“ მიერ 2018 წლის 22 მაისს გაცემული ფორმა N100 (იხ. ტომი 1, ს.ფ. 249). პალატა შენიშნავს, რომ ხსენებული ცნობა არ შეიძლება მივიჩნიოთ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. უპირველეს ყოვლისა აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, ამ ცნობით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე ექიმათან მიმართვის მეორე დღეს სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობა. მასში მითითებულია მხოლოდ დიაგნოზი, კვებითი ინტოქსიკაცია და დანიშნულია მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც ცალსახად ვერ მიიჩნევა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გაუარესებად, რომ მან ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე დასწრება, ან/და სასამართლოს წინასწარი ინფორმირება გამოუცხადებლობის თაობაზე. ამავდროულად, სააპელაციო პალატა შენიშნავს იმასაც, რომ საქმეში არსებული ფაქტების კონსტატაციის შესახებ 2018 წლის 11 ივლისის ოქმის თანახმად, აპელანტის წარმომადგენელი - ვ------- ბ------–---–ი 2018 წლის 21 მაისს, 15:08 სთ-ზე სოციალური ქსელის საშუალებით აქვეყნებს ფოტოს, საიდანაც დგინდება, რომ იმ დროისათვის იგი იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. წინა დღეს კი, როდესაც იგი ცნობის იმყოფებოდა ავად, იგი მიმართავს სთავაზობს გორში წაყვანას მსურველებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მეტად საეჭვოს ხდის წარდგენილი ცნობის სარწმუნოობის ხარისხს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, აპელანტის წარმომადგენელს შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ან/და სასამართლოს წინასწარი ინფორმირება დასწრების შეუძლებლობის თაობაზე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა, შესაბამისად, პალატის შეფასებით, მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები არ იკვეთება.
პალატა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ასევე, ვერ მიიჩნევს აპელანტ ვ------- კ-----ის იმ მოსაზრებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ვ------- ბ------–---–ი ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებას და უბრალოდ ადვოკატმა მოატყუა იგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ადვოკატის შერჩევა თვითონ მხარის პრეროგატივაა. შესაბამისად, რისკები, რაც დაკავშირებული ადვოკატის კვალიფიციურობასთან, მის კეთილსინდისიერებასთან მთლიანად ეკუთვნის მხარეს. მისგან გამომდინარე შედეგები პირდაპირ აისახება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. თუმცა შემდგომში მითითებული (ადვოკატის არაკვალიფიციურობისა და არაკეთილსინდისიერების) მიზეზით გადაწყვეტილების შეცვლა არ ხდება. თუ მსგავსმა არამართლზომიერმა მოქმედებამ მხარეს ზიანი მიაყენა, მას შეუძლია იდავოს კანონთ დადგენილი წესით, მაგრამ აღნიშნულის გამო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეუძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა.
გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სასამართლო ვერ მიიღებდა განსახილველი გადაწყვეტილებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ გადაწყვეტილებას მხარეთა შორის საქმე არსებითადაც რომ განხილულიყო.
ამდენად, პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
როგორც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებისა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის ფაქტი.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ------- კ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განჩინება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ირაკლი ბონდარენკო
ნატალია ნაზღაიძე