განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
190100118002675262
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002675262

საქმე №1ბ/461-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ა--------–---–ის,გამართლებულ: ი---------------იას,ადვოკატ: მ-----------–-----ის

 

მონაწილეობით,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------------------------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პ--------------------, საშუალო განათლებით, განქორწინებულის, ნასამართლობის არ მქონის, რ----------------–------------–-------------------------–--–------–- მცხოვრების: ქ-------–-------------------------–--–-------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი---------------იას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ-----------–-------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი---------------იამ ყოფილ მეუღლეს, მ------------–---–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის ადგილსამყოფელის განსაზღვრასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ხელი დაარტყა და მოუჭირა მარცხენა მხარზე, შემდეგ მარცხენა მაჯაზე ხელის მოჭერით ცდილობდა მის გაყვანას სადარბაზოში. ი---------------იას მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით მ------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით ი------------------ ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ი---------------იას ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სამართლებრივად სწორად არ შეფასდა ფაქტობრივი გარემოებები, ი---------------იას ქმედებას არ მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ი---------------იას ძალადობრივი ქმედების შედეგად განცდილი ფიზიკური ტკივილის რეალურობა დაადასტურა თავად დაზარალებულმა მ------------–---–მა. ფაქტის შემსწრე მოწმემ მ--------–-–---–მა დაადასტურა თუ როგორ ექაჩებოდა ი---------------ია მ------------–---–ს გარეთ გაყვანის მიზნით. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მოითხოვს, რომ სახეზე იყოს დაზარალებულის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი და სულაც არაა აუცილებელი თუნდაც მსუბუქი ხარისხის დაზიანების არსებობა.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი---------------იას მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ი---------------იას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებს და სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულმა მ------------–---–მა განმარტა, რომ ი---------------იასთან ქორწინებაში იმყოფებოდა 2013 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ა-------------------. ოჯახური უთანხმოების გამო მხარეები 2017 წ. დაცილდნენ, წამოვიდა გ-----------ის სახლიდან შვილთან ერთად და ცხოვრება დაიწყო ქ-----------–- მშობლებთან. იმის გამო, რომ ი---------------ია და მისი ოჯახის წევრები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას ტელეფონით, არ აძლევდა მათ შვილის ნახვის ნებას. 2018 წლის 24 სექტემბერს დილის საათებში, მის საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ ი---------------ია და მისი მამა ა-------------------. ხელში აიყვანეს ბავშვი, რომელმაც ტირილი დაიწყო. ამის გამო მისმა დედამ, მ--------–-–---–მა ბავშვი გამოართვა და მოსთხოვა, დაეტოვებინათ მათი სახლი. გ-----------ს ბავშვის წაყვანა სურდათ, რის გამოც არ გადიოდნენ მათი სახლიდან. მან მოჰკიდა ხელი ი---------------იას და სურდა გარეთ გაეყვანა. ფოიეში ამ უკანასკნელმა ჩასჭიდა ხელი მხარზე და დაარტყა, უნდოდა მისი კიბეზე დაგორება. აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა მ--------–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლიდან მისი ქალიშვილი მ------------–---–ი და სიძე ი---------------ია დაცილდნენ ერთმანეთს და მ------- დაბრუნდა შვილთან ერთად მათ საცხოვრებელ სახლში, ქ-----------–-. იმის გამო, რომ გ-----------ის მხრიდან მათი ქალიშვილის მიმართ იყო მუქარები, აღარ აძლევდნენ ბავშვის ნახვის უფლებას. 2018 წლის 24 სექტემბერს ი---------------ია და მისი მამა, ა------------------- მივიდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, კარის გახსნისთანავე შეცვივდნენ ბინაში, აიყვანეს ხელში ბავშვი, რომელმაც ტირილი დაიწყო. ამის გამო ბავშვი გამოართვა ა-------------------ს და შეიყვანა სხვა ოთახში. გაღიზიანებული გ-----------ი აყენებდნენ შეურაცხოფას, რის გამოც მისმა ქალიშვილმა მ-------ა გასასვლელისკენ უბიძგა ა-------------------ს. მან დაინახა, რომ მის შვილს ექაჩებოდა ი---------------ია გარეთ გაყვანის მიზნით. პირადად მას, ი---------------იას მხრიდან მისი ქალიშვილის მიმართ დარტყმა არ დაუნახავს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–-------------------------------------–------------------ს დასკნის თანახმად მ------------–---–ს გარეგანი დათვალიერებით 2----------–- სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო ბრალდების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მოწმეების: დ----------–--ის, ოთ--------–--ის, გ-------–----------–-–---–ის, ა----------–--ის, ვ--–-----------ის, ნ---------–--–---–ის, ე------------------–-–---–ის, ა-------------------ს და ი------------------ს დაკითხვა ბრალდების მხარემ მოხსნა.

 

დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები: ი---------------იამ სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მ------------–---–თან ქორწინებაში იმყოფებოდა 2013 წლიდან 2017 წლამდე. მ------------–---–ი მას და მისი ოჯახის წევრებს არ აძლევდათ ბავშვის ნახვის უფლებას. 2018 წლის სექტემბერში მ------- ტელეფონით დაუკავშირდა მისი მამა ან------------------ა და სთხოვა ენახებინათ ბავშვი. შეთანხმდნენ და 2018 წლის 24 სექტემბერს მივიდნენ ბავშვის სანახავად ქ-----------–-, მ------------–---–ის მშობლების საცხოვრებელ ბინაში. მის დანახვაზე სიდედრმა მ--------–-–---–მა კარებში დაუწყო ყვირილი, არ განახებთ ბავშვსო. მან ბავშვი აიყვანა და ჩაიხუტა, მ--------–-–---–მა გამოსტაცა ხელიდან და ოთახში შეიყვანა. მამამისი შეჰყვა ბინაში, თვითონ გარეთ დარჩა. მ------------–---–ის მიმართ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ა-------------------მ განმარტა, რომ მისი ვაჟი ი---------------ია და რძალი მ------------–---–ი ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე დასცილდნენ ერთმანეთს. მ------------–---–ი ბავშვთან ერთად დაბრუნდა მშობლებთან და არ აძლევდათ ბავშვის ნახვის ნებას. 2018 წლის 24 სექტემბრამდე 2-3 დღით ადრე ტელეფონით შეუთანხმდა მ------------–---–ს, რომ ბავშვის სანახავად მივიდოდა. მითითებულ დღეს, როდესაც მივიდნენ ქ-----------–-, მ-------ს საცხოვრებელ სახლში, კარი გახსნა ამ უკანასკნელმა და ისევ დახურა, დაუძახა დედას, მ--------–-–---–ს. ამ დროს ბავშვი გამოეპარათ კარში და მამას - ი---------------იას ჩაეხუტა. ამის დანახვაზე კარში გამოსულმა მ---------–-–---–-- გამოგლიჯა ბავშვი იურის და შეიყვანა შიგნით. თვითონაც შეჰყვა მათ ბინაში. ი---------------ია დარჩა გარეთ, სადარბაზოში, კიბის მე-3 საფეხურზე. ბინაში შესული მ--------–-–---–ი განერვიულებული ითხოვდა ბოდიშის მოხდას მისი მეუღლისგან და ი---------------იას წასვლას, გამოუძახა საპატრულო პოლიციას. ისინი დაელოდნენ პატრულის მოსვლას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა მ------- და მის ვაჟს. მათ შორის არანაირ ძალადობას, ან გინებას არ ჰქონია ადგილი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ისე წერილობითი მტკიცებულებებით, დასტურდება ი---------------იას ბრალდება, ვინაიდან ა-------------------ს და ი---------------იას ჩვენებებით ირკვევა, რომ ი---------------იას მ------------–---–ის მიმართ არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებია, რასაც ადასტურებს ასევე მ--------–-–---–ის განმარტება, რომ მას არ დაუნახვს ი------------------ს მხრიდან დარტყმა მ-------------–---–ის მიმართ, თუმცა დაინახა, რომ ი---------------ია ხელით ექაჩებოდა მ------- გარეთ გაყვანის მიზნით. სააპალაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მ--------–-–---–ის განმარტება ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივია: მისი განმარტებით, ი---------------ია ხელით ექაჩებოდა მ------- გარეთ გაყვანის მიზნით და ამასთანავე განმარტავდა, რომ მ------------–---–ი ხელით აწვებოდა ა-------------------ს გარეთ გაყვანის მიზნითვე. აღნიშნული განმარტება ასევე თანხვედრაში არ არის მ------------–---–ის ჩვენებასთან, რომელიც განმარტავდა, რომ ი---------------ია მან მიიყვანა ფოიემდე გარეთ გაყვანის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ს----------–----------–------------------------------------------

 

რომლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, დადასტურებულია, რომ მ------------–---–ს გარეგანი დათვალიერებით 2----------–- სხეულზე ფიზიკური დაზიანების არანაირი ნიშნები არ აღენიშნებოდა. სასამართლო თვლის, რომ მ------------–---–ი წარმოადგენს საქმეზე დაინტერესებულ პირს, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს ი---------------იასთან და მისი ოჯახის წევრებთან, არ აძლევდათ მათ ბავშვის ნახვის ნებას, ამდენად, მისი განმარტება, რომ ი---------------იამ იძალადა მასზე, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან არ არის თანხვედრაში და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ი---------------იას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი---------------იას მხრიდან მ------------–---–ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ი---------------იამ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ი---------------იას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გარუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის ნაჩენი ი---------------იას მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი------------------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი---------------იას მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის №10ა-256-18 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, გაუქმებულია, ხოლო გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ი---------------იას განემარტა, რომ აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი