განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210018002547788
საქმე №2ბ/87-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია სულხანიშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - გ------- მ-----–-–---–ი, ნ-----–ი მ-----–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - რ---- დ---–-–---–ი
წარმომადგენელი - ზ------–------–---ი
გასაჩივრებული განჩინება – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად განსახილველად
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა დასკვნებზე მითითება: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე რ---- დ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეების - გ------- მ-----–-–---–ისა და ნ-----–ი მ-----–-–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე რ---- დ---–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელ ა---ა, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: საოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო); დაზუსტებული ფართობი: 846.00 კვ.მ; საკადასტრო კოდი: N5----------- და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე რ---- დ---–-–---–ს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2018 წლის 17 ივლისს რ---- დ---–-–---–ის სახელით წარმომადგენელმა ზ------–------–---მა სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ------- მ-----–-–---–ისა და ნ-----–ი მ-----–-–---–ის წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის გადაცემის მოთხოვნით.
2.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოპასუხეების გ------- მ-----–-–---–ისა და ნ-----–ი მ-----–-–---–ის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე: სიღნაღი, ს----------ა, ს/კ 5-----------. ხოლო, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შემდგომ, 2018 წლის 15 მარტის Nა1--------------- განკარგულების საფუძველზე მიწის ნაკვეთის მდებარე, სიღნაღის რაიონი, სოფელი ა---ა, ს/კ 5----------- მესაკუთრე გახდა რ---- დ---–-–---–ი პ/ნ 0----------. მოსარჩელე რ---- დ---–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე გ------- მ-----–-–---–ი და ნ-----–ი მ-----–-–---–ი, რომელებიც მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა არ ათავისუფლებენ უძრავ ქონებას.
2.3. მოსარჩელე რ---- დ---–-–---–ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2.4. სარჩელის განსახილველად მიღების შემდგომ მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა ზ------ ც------–---მა.
2.5. 2018 წლის 08 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა ზ------–------–---მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარმადგინა მოპასუხეების - გ------- მ-----–-–---–ისა და ნ-----–ი მ-----–-–---–ის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, მოპასუხე გ------- მ-----–-–---–მა სასამართლო გზავნილი ჩაიბარა პირადად, 06.08.2018 წელს, ხოლო მოპასუხე ნ-----–ი მ-----–-–---–ისთვის სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა შვილმა გ------- მ-----–-–---–მა -06.08.2018 წელს.
2.6. დადგენილია, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა, 2018 წლის 16 აგვისტომდე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეებს განემარტათ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. მოპასუხეებს კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
2.7. 2018 წლის 20 აგვისტოს გ------- მ-----–-–---–მა და ნ-----–ი მ-----–-–---–მა სასამართლოში წარმოადგინეს შესაგებელი რ---- დ---–-–---–ის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს 29.08.2018 წლის განჩინებით დარჩა განუხილველი.
2.8. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 30.10.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ---- დ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო.
2.9. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ-----–ი მ-----–-–---–ს სახელზე გაგზავნილი სასამართლო გზავნილი (30.10.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ჩაბარდა შვილს გ------- მ-----–-–---–ს - 07.11.2018 წელს, ხოლო მოპასუხე გ------- მ-----–-–---–ს სახელზე გაგზავნილი სასამართლო გზავნილი (30.10.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება) ჩაბარდა პირადად - 07.11.2018 წელს.
2.10. მოპასუხე გ------- მ-----–-–---–მა და ნ-----–ი მ-----–-–---–მა - 19.11.2018 წელს წარადგინეს საჩივარი 30.10.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
2.11. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გ------- და ნ-----–ი მ-----–-–---–ების საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და დაინიშნა საჩივრის ზეპირი განხილვა 2018 წლის 03 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე.
2.12. 03.12.2018 წლის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ არც საჩივრის ავტორები და არც მოწინააღმდეგე მხარე - რ---- დ---–-–---–ი. სასამართლომ განიხილა საჩივარი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა იგი.
დასკვნები გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.13. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები კერძოდ; მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. 3. მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. (28.12.2007. N5669)
ამავე კოდექსის 240-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.)
დადგენილია, რომ მოპასუხეებს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ სასამართლოს გზავნილი, კერძოდ მოპასუხე გ------- მ-----–-–---–მა სასამართლო გზავნილი ჩაიბარა პირადად 06.08.2018 წელს, ხოლო მოპასუხე ნ-----–ი მ-----–-–---–ისთვის სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა შვილმა გ------- მ-----–-–---–მა - 06.08.2018 წელს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 30.10.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ----ი დ---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. განსახილველ შემთხვევაში ასეთი საფუძვლები არ ყოფილა, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სასამართლოს მიიჩნია, რომ არ არსებობდა 30.10.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე.
2.14. 2018 წლის 31 დეკემბერს გ------- და ნ-----–ი მ-----–-–---–ებმა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოადგინეს სააპელაციო საჩივარი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორის განმარტებით, ისინი არიან სოციალურად დაუცველი და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ასევე თანახმანი არიან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმონ მოწინააღმდეგე მხარესთან და ამ გზით დაიბრუნონ საკუთრებაში სადავო უძრავი ქონება.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტების - გ------- მ-----–-–---–ისა და ნ-----–ი მ-----–-–---–ის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე: სიღნაღი, ს----------ა, ს/კ 5-----------. ხოლო, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შემდგომ, 2018 წლის 15 მარტის Nა1--------------- განკარგულების საფუძველზე მიწის ნაკვეთის, მდებარე: სიღნაღის რაიონი, სოფელი ა---ა, ს/კ 5-----------, მესაკუთრე გახდა რ---- დ---–-–---–ი პ/ნ 0----------. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ რ---- დ---–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ აპელანტები.
ასევე დადგენილია, რომ სარჩელის განსახილველად მიღების შემდგომ მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წარმომადგენელმა ზ------ ც------–---მა. 2018 წლის 08 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა ზ------–------–---მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარმადგინა მოპასუხეების - გ------- მ-----–-–---–ისა და ნ-----–ი მ-----–-–---–ის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, მოპასუხე გ------- მ-----–-–---–მა სასამართლო გზავნილი ჩაიბარა პირადად, 06.08.2018 წელს, ხოლო მოპასუხე ნ-----–ი მ-----–-–---–ისთვის სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა შვილმა გ------- მ-----–-–---–მა -06.08.2018 წელს.
დადგენილია, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა, 2018 წლის 16 აგვისტომდე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეებს განემარტათ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. მოპასუხეებს კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. 2018 წლის 20 აგვისტოს გ------- მ-----–-–---–მა და ნ-----–ი მ-----–-–---–მა სასამართლოში წარმოადგინეს შესაგებელი რ---- დ---–-–---–ის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს 29.08.2018 წლის განჩინებით დარჩა განუხილველი. ხოლო 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4.2. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. 74.1 მუხლის გათვალისწინებით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს სასამართლოს მიერ შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრათ 10 (ათი) დღის ვადა, თუმცა მათ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გაუშვეს და დაგვიანებით წარმოადგინეს შესაგებელი, რის გამოც პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორად და სამართლიანად გამოიტანა.
4.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ აპელანტთა მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ იყო.
პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რა მტკიცებულებებით უნდა დაადასტურონ მტკიცების საგანში შემავალი მათთვის სასურველი ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა განმარტა, რომ მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - სასამართლოში დავის მიმდინარეობის არცოდნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელი თანდართული მასალებით კანონით დადგენილი წესით ჩაბარდათ მხარეებს და განესაზღვრათ ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, თუმცა მათ მიერ შესაგებლის წარმოდგენა განხორციელდა საპროცესო ვადის დარღვევით, შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის საპატიოობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება კი საჩივრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ, რისი წარმოდგენაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სწორედ მათ ევალებოდათ. ამდენად, საჩივრის ავტორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ სურს სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვა, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- მ-----–-–---–ისა და ნ-----–ი მ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 03 დეკემბრის განჩინება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 21 დღის ვადაში განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი