განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002410776
საქმე №3ბ/348-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური;
წარმომადგენელი - ს--–---- მ-------–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----- გ--–--–---–ი;
წარმომადგენელი - მ------ ნ------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის M---------------- ბრძანება;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- გ--–--–---–ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.3. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თ----- გ--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის M---------------- ბრძანება; 2. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა აღადგინოს თ----- გ--–--–---–ი გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; 3. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის სრულად;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. მოსარჩელე თ----- გ--–--–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ს---------------------–---------–-----------------------------------------------------–-------------–-----------–---------------–-----------------ის თანამდებობაზე.
საქართველოს სასჯელაღარულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2----–-–---------------------------ით შეიქმნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტმენტი) საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2----–-–------------------- ბრძანებით განისაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების და მონიტორინგის სამმართველოების საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარება ტესტირებისა და გასაუბრების ფრომით. ტესტირება შედგებოდა 100 ტესტისგან, ხოლო თითოეულ ტესტზე გაცემული დადებითი პასუხი ფასდებოდა 1 ქულით. დადგინდა ტესტირების ზღვრული ქულა: ა) ს----------------–---------------------------ისთვის 70 ქულა, ბ) უფროსი ი-----------ისთვის 65 ქულა, გ) ი-----------ისთვის 60 ქულა.
2----–-–-----------ს თ----- გ--–--–---–მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში და მისი შედეგი 100 ტესტიდან განისაზღვრა 83 ქულით.
2----–-–-----------ს თ----- გ--–--–---–მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩატარებულ გასაუბრებაში. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად თ----- გ--–--–---–ი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.
ოქმის თანახმად, დასმულ კითხვაზე შეიძლება თუ არა ნახევრად ღია ან ღია დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ისარგებლოს ინტერნეტით თ----- გ--–--–---–მა უპასუხა დადებითად, რაც მიჩნეულ იქნა არასწორ პასუხად. შემდგომ კითხვაზე თუ რას ნიშნავს კონფიდენციალური საჩივარი თ----- გ--–--–---–ის მიერ ვერ იქნა პასუხი გაცემული; კითხვაზე ერთდროულად რა ვადით შესაძლოა განისაზღვროს ადმინისტრაციული პატიმრობა, თ----- გ--–--–---–ის მიერ ვერ იქნა პასუხი გაცემული.
სხდომის ოქმს ხელს აწერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის 10 წევრი.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო - საატესტაციო კომისიის 2----–-–---------–--------------------------ის თანახმად, კომისიამ განიხილა თ----- გ--–--–---–ის განცხადება ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2----–-–-----------ის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–---------–--ის N-------– ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს------–---------–---------------------------------------------------------------–-------------–-----------–-----------------–-------------–-----------–---------------–-----------------ი, ი------–-------–--------–----------ი თ----- გ--–--–---–ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან 2----–-–----------------იდან.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–---------–--ის N-------– ბრძანება და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2----–-–----------------ის №-------------- გადაწყვეტილება თ----- გ--–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის (საქმე N3/3702-13წ.) გადაწყვეტილებით თ----- გ--–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება თ----- გ--–--–---–მა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის (საქმე N3ბ/343-14) გადაწყვეტილებით თ----- გ--–--–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ----- გ--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2----–-–---------–--ის N-------– ბრძანება და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს 2----–-–----------------ის M------------------ გადაწყვეტილება; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა თ----- გ--–--–---–თან დაკავშირებით საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა; სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე თ----- გ--–--–---–ს ეთქვა უარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის (საქმე Nბს-530-5117(2კ-14)) განჩინებით წარდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის (საქმე N3ბ/343-14) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2----–-–------------–ის M----------------- წერილით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეცნობა, რომ არ არსებობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის 2----–-–------------–ის M----------------- ბრძანებით, სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინების (საქმე Nბს-530-517), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/434-14), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N137 დადგენილებით დამტკიცებული ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის, 32-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N176 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს------–---------–---------------------------------------------------------------–-------------–-----------–-----------------–-------------–-----------–---------------–-----------------ი, ი------–-------–--------–----------ი თ----- ი-------ის ასული გ--–--–---–ი დათხოვნილ იქნა სისტემის ორგანოდან საქართველოს ს--------------–--ის თადარიგში, 2----–-–---------------იდან.
ბრძანების საფუძვლად მიეთითა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ც. ტ---–--–-–---–ის 2----–-–------------–ის N------ მოხსენებითი ბარათი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2----–-–-----------ის სხდომის ოქმი N---.
საქართვლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–-----------ის N------------------- გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ დააკმაყოფილა თ----- გ--–--–---–ის 2----–-–----------ის N------ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–------------–ის N---- ბრძანების გაუქმების თაობაზე.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N3/5334-15წ.) გადაწყვეტილებით თ----- გ--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–-----------ის M----------------- წერილი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2----–-–------------–ის M----------------- ბრძანება თ----- გ--–--–---–ის სისტემის ორგანოდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის
8 ნოემბრის (საქმე N3/5334-15წ.) გადაწყვეტილება (ს.ფ. 135-151);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის
12 აპრილის (საქმე N3ბ/468-17) გადაწყვეტილება (ს.ფ. 152-172);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის (საქმე Nბს-518-515
(კ-17)) განჩინება (ს.ფ. 173-176).
4.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2----–-–------------ის M---------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N3/5334-15წ.) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ დეტალურად შესწავლილ იქნა თ----- გ--–--–---–ის ატესტაციასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის დამატებით შედარდა ის კითხვები, რომლებიც დაისვა ზეპირი გასაუბრების დროს და რომელიც შევიდა ტესტირების ეტაპზე, ასევე გამოიკითხა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის 6 წევრი, ხოლო დანარჩენ წევრებთან ვერ მოხერხდა დაკავშირება ობიექტური მიზეზების გამო. დადგინდა, რომ თ----- გ--–--–---–მა ვერ გასცა სწორი პასუხი მისთვის დასმულ ვერცერთ კითხვას, შესაბამისად, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება - ,,არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“. კომისიის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის 10 წევრი.
ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, იმისათვის, რომ ატესტაციის მიმდინარეობისას
დაცული ყოფილიყო მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი, კომისიის შემადგენლობაში კომისიის წევრად ჩართული იყო - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ს----–------------–----------–--------–-----------------------------------------------------–--–-“ მენეჯერი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მიმართულებით და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის უფროსი. სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო თ----- გ--–--–---–ის საქმესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გასაუბრებოდა საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრებს, რადგან მათგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია, როგორც უშუალოდ თ----- გ--–--–---–ის შესახებ, ასევე ატესტაციის მიმდინარეობისას გადაწყვეტილების მიღების წესთან დაკავშირებით. გამოიკითხნენ საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრები: ს--–---- ვ-------–---–ი (-----------–---------–--------–---–--------------------–----------------------------------------------), ლ--–- ჩ------ (---------–---------------------------–---------------------–------------–----------–--------–-----------------------------------------------------–--–---------------------–---------–-----------------–---------------–-----), თ------ კ----–--ე (-------–---------–--------------------------------------------------–-), თ----- კ-------- (-------–---------–--------------------------–--–--------------------–---–-----), მ------ ჯ-------ე (-----------–-----------–---------–-------------–---------------------–------------------------------------------------------–----–-----------------------------------------–-) და ე---------- ფ-----–-- (-------–---------–--------------------------–---–------------------–--------------------–--------------). ახსნა-განმარტებებიდან გამოიკვეთა, რომ რამდენიმე კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემის შემთხვევაში კომისია მიიჩნევდა, რომ კანდიდატის კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც კითხვები შერჩეული იყო უშუალოდ ატესტაციას დაქვემდებარებული პირის ყოველდღიური საქმიანობიდან. ყველა კონკურსანტისათვის დასმული იყო ერთი და იგივე სირთულის კითხვა, მათ მიერ დაკავებული პოზიციისა და შესასრულებელი სამუშაოს გათვალიწინებით. ტესტი, რომელიც ჩააბარა თ----- გ--–--–---–მა არ მოიცავდა ღია კითხვებს, გასაუბრება კი მიზნად ისახავდა როგორც ცოდნის, ისე პროფესიული უნარ- ჩვევების შემოწმებას.
ამავე მოხსენებითი ბარათის თანახმად, მითითებულმა ახსნა-განმარტებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისია იყო მიუკერძოებელი თ----- გ--–--–---–თან მიმართებით, ატესტაციას დაქვემდებარებულ ყველა პირებთან მიმართებით კომისიის მხრიდან დამკვიდრებული იყო ერთიანი სტანდარტი. შესაბამისად, გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ ერთხმად იქნა მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება და ადგილი არ ჰქონია განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, აღნიშნული კი მიუთითებდა მიუკერძოებლობის დაცვის მაღალ სტანდარტზე.
ს--–---- ვ-------–---–ის განმარტებით, იგი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მონიტორინგს უწევდა კომისიის საქმიანობას, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი
ყოფილიყო მონაწილეთა უფლებების დაცვა, ხოლო კომისიის საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისი. თ----- გ--–--–---–თან გასაუბრება, ისევე როგორც სხვა მონაწილეებისა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, შექმნილი იყო მეგობრული განწყობა და კომისიის წევრები სვამდნენ კითხვებს. დასმულ კითხვებს თ----- გ--–--–---–მა ვერ გასცა სწორი პასუხები, მიუხედავად იმისა, რომ მისცეს შესაძლებლობა დამატებით დაფიქრებულიყო და სწორად ეპასუხა. საბოლოოდ იგი შეფასდა უარყოფითად.
ლ--–- ჩ------ს განმარტებით, ატესტაციის მიმდინარეობისას, კომისია გასაუბრებაზე შესულ პირს სთხოვდა თავად მოეყოლა, თუ რა განათლება ჰქონდა მიღებული, რა ფუნქციებს ასრულებდა, რას მიიჩნევდა საკუთარ მიღწევად და გამოწვევად დაკავებულ პოზიციაზე. შემდეგ ხდებოდა კითხვების დასმა სამართლებრივ საკითხებზე. თუ პირი
რამდენიმე კითხვას ვერ უპასუხებდა, კომისია გასაუბრების პროცესს ასრულებდა. ატესტაცია მიმდინარე რეფორმის შემადგენელი ნაწილი იყო. სასჯელაღსრულების სისტემა ცდილობდა არსებულ პირობებში გამოეკვეთა კვალიფიციური და მოტივირებული კადრები, ხოლო ევროკავშირის პროექტისათვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ატესტაციის პროცესმა კარგად გამოკვეთა მოქმედი თანამშრომლების საჭიროებები კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.
მ------ ჯ-------ისა და თ------ კ----–--ის განმარტებების თანახმად, 2013 წლის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში. გასაუბრების პროცესი წარიმართა სტანდარტულად. თ----- გ--–--–---–მა სწორი პასუხები ვერ გასცა კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს. ყველა კონკურსანტისათვის დასმული კითხვები იყო ერთნაირი სირთულის, მათ მიერ დაკავებული პოზიციისა და შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით. ვინაიდან
ტესტი არ მოიცავდა ღია კითხვებს, გასაუბრება მიზნად ისახავდა კონკურსანტების როგორც ცოდნის, ისე პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმებას. კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება თ----- გ--–--–---–ის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ.
თ----- კ--------ს განმარტების შესაბამისად, იგი იყო კომისიის მდივანი სასჯელაღსრულების კომისიის მიერ ორგანიზებულ საკონკურსო საატესტაციო კომისიაში. მისი ფუნქცია იყო კონკურსში მონაწილეთა შედეგებისა და გასაუბრების ოქმის დაფიქსირება/შედგენა. მის კომპეტენციაში არ შედიოდა კონკურსში მონაწილეთათვის კითხვების დასმა და მათი შეფასება.
ე---------- ფ-----–--ს განმარტებით, იგი იყო საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრი. კონკურსანტი თ----- გ--–--–---–ი არ ახსოვს, ვინაიდან იგი მონაწილეობდა სოციალური მუშაკების შესარჩევ კონკურსში და ამდენად, მისთვის კითხვები არ დაუსვამს, მაგრამ მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ოქმში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, კონკურსანტმა ვერ უპასუხა დასმულ სამ კითხვას, შესაბამისად, სამართლიანად მოხდა მასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2----–-–------------ის M---------------- მოხსენებითი ბარათი (იხ.ს.ფ. 17-25);
- ლ--–- ჩ------ს ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.104);
- ს--–---- ვ-------–---–ის ახსნა - განმარტა (იხ.ს.ფ. 105);
- მ------ ჯ-------ის ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.106);
- თ------ კ----–--ის ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.107);
- თ----- კ--------ს ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.108);
- ე---------- ფ-----–--ს ახსნა-განმარტება (იხ.ს.ფ.109).
4.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის M---------------- ბრძანების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის უ--------------------------------------–-------------–-----------–-----------------–-------------–-----------–---------------–-----------------ი, ი------–-------–--------–----------ი თ----- ი-------ის ასული გ--–--–---–ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, საქართველოს ს--------------–--ის თადარიგში, 2----–-–---------------იდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის M---------------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 16).
4.4. თ----- გ--–--–---–ისათვის სამსახურის შეთავაზების შესახებ 2----–-–--------------–ის ოქმის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალების შესაბამისად, ა-------------------------------------ის უფროსი ე---------- ფ--------–-–---–ი, ი-----------–-------------------------------–---------------------------------------–-------------ი ა-–---------- თ------ და ა---------------------------------------------------------------–---–----ი გ---–--- ბ------, 2----–-–---------------–ს საქართველოს სასჯელაღსრულბისა და პრობაციის სამინისტროში (--------–------------------------------) შეხვდნენ სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს თ----- გ--–--–---–ს და შესთავაზეს პენიტენციურ სისტემაში მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით დასაქმება (შეთავაზებული ვაკანსიები წარმოდგენილია დანართი N1-ში). შეხვედრისას თ----- გ--–--–---–მა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მისთვის წარმოუდგენელია დასაქმდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში და უარი განაცხადა ბოლომდე გაცნობოდა შეთავაზებულ ვაკანსიებს. თ----- გ--–--–---–ის განმარტებით, დასაქმება შეთავაზებულ იქნა იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს დათმობის სანაცვლოდ, რაც მისთვის მისაღები არ არის. ამდენად, სურს მის სარჩელზე არსებითად იმსჯელოს სასამართლომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ----- გ--–--–---–ისათვის სამსახურის შეთავაზების შესახებ 2----–-–--------------–ის
ოქმი (იხ.ს.ფ. 110);
- 2018 წლის 15 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი.
6. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
6.1. პირველი ინსნტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ თ----- გ--–--–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ს---------------------–---------–-----------------------------------------------------–-------------–-----------–---------------–-----------------ის თანამდებობაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეზე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ----- გ--–--–---–ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის შრომით ურთიერთობაზე ვრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებზე მითითებით განმარტა, რომ შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. შრომითი უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ უნდა დაედგინა მოსარჩელე თ----- გ--–--–---–ის სამსახურიდან გათავისუფლებას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ასევე, მიუთითა, რომ ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში მოსარჩელე ექვემდებარებოდა უფლებებში აღდგენას სრულად.
2----–-–-----------ს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში, თ----- გ--–--–---–ის შედეგი 100 ტესტიდან განისაზღვრა 83 ქულით.
დადგენილია, რომ დაკავებულ თანამდებობასთან თ----- გ--–--–---–ის შეუსაბამობა განისაზღვრა ზეპირი გასაუბრების შედეგებით, რაც იქცა მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 1---------–---------------ას, კერძოდ, ბრძანების მე-4 პუნქტი ადგენს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს დასკვნა ,,მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“ იმ შემთხვევაში, თუ მოხელე მიიღებს ტესტირებისათვის დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებ ქულას. ხოლო იმავე ბრძანების მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეები, რომლებიც ტესტირების შედეგად არ მიიღებენ მინიმალურ ქულაზე დაბალ ქულას.
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის N13 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მიზანს წარმოადგენს: მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით საკითხის მიღება; მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივის განსაზღვრა; მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ბრძანებების სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა საფუძველს დაადასტუროს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის მართებულობა იმის თაობაზე, რომ ზეპირი გასაუბრების შედეგები იძლევა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო და საკმარის საფუძველს. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული აქტების შინაარსი აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ატესტაციის წერითი და ზეპირი ფორმით ჩატარება უკავშირდება საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის N13 ბრძანებით მე-4 მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევას, რაც არ გულისხმობს ცალსახად მხოლოდ მოხელის სამსახურში დატოვება-არდატოვების საკითხის განსაზღვრავს. ატესტაციის მიზანს ასევე წარმოადგენს მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა, პროფესიული მომზადების საკითხის დადგენა/განსაზღვრა და ა.შ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 1---------–------- ბრძანება, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხს უკავშირებს ტესტირების შედეგს, ზეპირი გასაუბრების შედეგი არ ქმნიდა მოხელის შეუსაბამობის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს.
ამასთან, სასამართლომ ყურადღებას მიაქცია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2----–-–-----------ის ოქმის საფუძველზე დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელემ პასუხი ვერ გასცა შემდეგ კითხვაზე: ერთდროულად რა ვადით შეიძლება განისაზღვროს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა; საგულისხმოა, რომ იმავე შეკითხვაზე ტესტირების პროცესში მოსარჩელის მხრიდან გაცემული პასუხი შეფასებულია დადებითად; კითხვა, რას ნიშნავს კონფიდენციალური საჩივარი, უკავშირდება ტესტში წარმოდგენილ 55 კითხვას, რაზე გაცემული პასუხიც ასევე შეფასებულია დადებითად. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი ვერ დადგინდა, რით იყო გამოწვეული ის ფაქტობრივი შეუსაბამობები, რაც გამოვლინდა ერთის მხრივ ტესტირების შედეგსა და მეორეს მხრივ ზეპირი გასაუბრების შედეგს შორის, ამასთან წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული მოტივაცია, რა იქცა მე-2 ტურში გადასული პირისათვის სამსახურებრივი შეუსაბამობის დადგენის საფუძვლად. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2----–-–------------ის M---------------- მოხსენებითი ბარათით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას კომისია იყო მიუკერძოებელი თ----- გ--–--–---–თან მიმართებით, გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე, კომისიის მიერ ერთხმად მიღებული იყო უარყოფითი გადაწყვეტილება და ადგილი არ ჰქონია განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, აღნიშნული კი მიუთითებდა მიუკერძოებლობის დაცვის მაღალ სტანდარტზე. აღნიშნულმა დასკვნებმა სასამართლოს შეფასებით ვერ უპასუხა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დასმულ და გამოსაკვლევ/შესაფასებელ საკითხებს.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ თ----- გ--–--–---–ი სისტემაში მუშაობდა წლების განმავლობაში და მისი საქმიანობის პერიოდში ხელმძღვანელობის მიერ არ ყოფილა პრეტენზია გამოთქმული მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა გასაუბრების მომდინარეობისას დასმული სამი შეკითხვა. სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუკი ადმინისტრაცული ორგანო ატესტაციის მეორე - გასაუბრების ეტაპზე, ტესტირების ეტაპის მსგავსად ახორციელებდა კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის შემოწმებას, სამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ვერ გახდებოდა კონკურსანტის პროფესიული ცოდნის უარყოფითად შეფასების საკმარისი საფუძველი, იმ პირობებში როდესაც პროფესიული 100 შეკითხვიდან 83 კითხვაზე სწორი პასუხი იქნა გაცემული ტესტირების ეტაპზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული და მყარად დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენს (სუსგ ბს-571-571(კ-18) 11/07/2018; ბს-327-327 (კ-18) 21/06/2018; ბს-1165-1159(2კ-17); ბს-744-740(კ-17)), რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება საჭიროებს დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვტილებაში განმარტავს, რომ ,,დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“ (სუსგ ბს-525-512(კ-14) 19/02/2015).
სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი აქვს თ----- გ--–--–---–ის კონსტიტუციით გარანტირებული შრომითი უფლების გაუმართლებელ ხელყოფას, რაც სასამართლო კონტროლის შედეგად უნდა აღმოიფხვრას.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით
სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან
დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის N3024-რს საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის M---------------- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ----- გ--–--–---–ი აღდგენილ იქნება გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. მითითებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად.
6.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ: სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. ამრიგად, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მოსარჩელე თ----- გ--–--–---–ი სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მოსარჩელის მიერ მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო
გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე) პერიოდისათვის სრულად.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელი, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებიდან გამომდინარე იგი შეიცავს გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა სრულყოფილად შეისწავლა თ----- გ--–--–---–ის ატესტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები და აღნიშნა, რომ კომისიის 13 წევრიდან გასაუბრებას ესწრებოდა 11 წევრი. თ----- გ--–--–---–ს დაუსვეს 3 კითხვა, რომელსაც პასუხები ვერ გასცა. დოკუმენტების შესწავლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ ტესტირებასა და გასაუბრებაზე იდენტური მხოლოდ ერთი კითხვა იყო, რომელსაც თ-----მა ტესტირების დროს სწორად უპასუხა, გასაუბრებისას კი ვერ უპასუხა. ვინაიდან თ-----მა კითხვებს პასუხი ვერ გასცა კომისიის თავმჯდომარემ და ათივე წევრმა ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას რომ „არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ ატესტაციის მეორე ეტაპზე - გასაუბრების ეტაპზე ფასდებოდა თანამშრომლის პროფესიული ჩვევები, კვალიფიკაცია, ცოდნა საკვალიფიკაციო თემატიკის შესაბამისად და შესაძლებლობები დაკავებულ თანამდებობასთან და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სასჯელაღსრულების სისტემის სპეციფიკა, რომ თანამშრომლებს დროის მოკლე მონაკვეთში ევალებათ მინიშნებების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება. გასაუბრებისას კი მოხელეს შესაძლებლობა მიეცა სავარაუდო ოთხი პასუხიდან აერჩია რომელიმე, მაშინ როცა სავარაუდო პასუხების გარეშეც უნდა სცოდნოდა პასუხები. აპელანტმა ასევე, მიუთითა ხელმძღვანელის მიერ თ----- გ--–--–---–ის დახასიათებაზე, სადაც ის გ--–--–---–ი დახასიათებული იყო როგორც საშუალო დონის თანამშრომელი, რომელიც „არ გამოირჩევა განსაკუთრებული სამსახურებრივი აქტიურობით“.
აპელანტს მიაჩნია, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თ----- გ--–--–---–ის საქმე გამოიკვლია სრულყოფილად და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო საატესტაციო კომისიის ოქმს, საატესტაციო კომისიის ახსნა-განმარტებებს, თ----- გ--–--–---–ის დახასიათებას და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის კანონიერი და სამართლიანი. შესაბამისად, მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
აპელანტი სრულად არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აპელანტმა აღნიშნა, რომ თ----- გ--–--–---–ი თანამდებობიდან დათხოვნილ იქნა 2----–-–----------------იდან. დასახელებულ პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ პირს მხოლოდ 3 თვის განაცდურის მიღების უფლებას ანიჭებდა, მითითებული შეზღუდვა კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით იქნა ცნობილი ძალადაკარგულად ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 2015 წლის 15 აგვისტოდან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების გაოქვეყნებამდე არსებული რეგულაცია გამორიცხავდა რა მოსარჩელის უფლებას მიეღო განაცდური გათავისუფლების დღიდან. იგი უფლებამოსილია გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში განაცდური 2015 წლის 15 აგვისტოდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის მიიღოს.
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
8.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
8.2. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სამართლებრივი დასაბუთება
8.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
8.4. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
8.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია დადგინდეს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხომ არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით თ----- გ--–--–---–ს ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თ----- გ--–--–---–ი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მის შრომით ურთიერთობაზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული და გარანტირებული ადამიანის ძირითადი სოციალური უფლებაა. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის საფუძველზე, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება ან განახორციელებენ სათანადო ღონისძიებებს ამ უფლების უზრუნველყოფისათვის.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას. ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.
ბრძანებების სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა საფუძველს დაადასტუროს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის მართებულობა იმის თაობაზე, რომ ზეპირი გასაუბრების შედეგები იძლევა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო და საკმარის საფუძველს.
სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული აქტების შინაარსი აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ატესტაციის წერითი და ზეპირი ფორმით ჩატარება უკავშირდება საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის N13 ბრძანებით მე-4 მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევას, რაც არ გულისხმობს ცალსახად მხოლოდ მოხელის სამსახურში დატოვება-არდატოვების საკითხის განსაზღვრავს. ატესტაციის მიზანს ასევე წარმოადგენს მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა, პროფესიული მომზადების საკითხის დადგენა/განსაზღვრა და ა.შ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ----- გ--–--–---–ი დასაქმებული იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ს---------------------–---------–-----------------------------------------------------–-------------–-----------–---------------–-----------------ის თანამდებობაზე. დეპარტმენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარება ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. ტესტირება შედგებოდა 100 ტესტისგან (ერთი სწორი პასუხი 1 ქულა), ტესტირების ზღვრული ქულა: ა)ს----------------–---------------------------ისთვის 70 ქულა, ბ) უფროსი ი-----------ისათვის 65 ქულა, გ) ი-----------ისათვის 60 ქულა. აღნიშნული ატესტაციის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში თ----- გ--–--–---–ის შედეგი შეფასდა 83 ქულით. თ----- გ--–--–---–ს, როგორც ი-----------ს ზღვრულ ქულად დადგენილი ჰქონდა 60 ქულა, მისი შედეგი კი უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე მოეთხოვებოდა ს----------------–---------------------------ს. შემდეგი ეტაპზე -გასაუბრებაზე კომისიამ მიიჩნია, რომ თ----- გ--–--–---–ი დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა. კომისიის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის 10 წევრი. თ----- გ--–--–---–ის განცხადებაზე ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით საკონკურსო საატესტაციო კომისიამ პასუხად ძალაში დატოვა კომისიის 2----–-–-----------ის გადაწყვეტილება. თ----- გ--–--–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2----–-–----------------იდან. აღნიშნული გადაწვეტილება თ----- გ--–--–---–მა გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ----- გ--–--–---–მა, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოსარჩელესთან დაკავშირებით საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა, ხოლო სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. პროცესის მონაწილე ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით. საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული უზენაესი სასამართლოს მიერ; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის
30 მაისის (საქმე N3ბ/343-14) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2----–-–------------–ის M----------------- წერილით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ეცნობა, რომ არ არსებობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის 2----–-–------------–ის M----------------- ბრძანებით, სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო, ატესტაციის შედეგების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინების (საქმე Nბს-530-517), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/434-14), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N137 დადგენილებით დამტკიცებული ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის, 32-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის N176 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ს------–---------–---------------------------------------------------------------–-------------–-----------–-----------------–-------------–-----------–---------------–-----------------ი, ი------–-------–--------–----------ი თ----- ი-------ის ასული გ--–--–---–ი დათხოვნილ იქნა სისტემის ორგანოდან საქართველოს ს--------------–--ის თადარიგში, 2----–-–---------------იდან.
ბრძანების საფუძვლად მიეთითა: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ც. ტ---–--–-–---–ის 2----–-–------------–ის N------ მოხსენებითი ბარათი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2----–-–-----------ის სხდომის ოქმი N---.
საქართვლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–-----------ის N------------------- გადაწყვეტილებით სამინისტრომ არ დააკმაყოფილა თ----- გ--–--–---–ის 2----–-–----------ის N------ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2----–-–------------–ის N---- ბრძანების გაუქმების თაობაზე.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N3/5334-15წ.) გადაწყვეტილებით თ----- გ--–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–-----------ის M----------------- წერილი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2----–-–------------–ის M----------------- ბრძანება თ----- გ--–--–---–ის სისტემის ორგანოდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2----–-–------------ის M---------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის (საქმე N3/5334-15წ.) გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ დეტალურად შესწავლილ იქნა თ----- გ--–--–---–ის ატესტაციასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის დამატებით შედარდა ის კითხვები, რომლებიც დაისვა ზეპირი გასაუბრების დროს და რომელიც შევიდა ტესტირების ეტაპზე, ასევე გამოიკითხა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის 6 წევრი, ხოლო დანარჩენ წევრებთან ვერ მოხერხდა დაკავშირება ობიექტური მიზეზების გამო. დადგინდა, რომ თ----- გ--–--–---–მა ვერ გასცა სწორი პასუხი მისთვის დასმულ ვერცერთ კითხვას, შესაბამისად, კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება - ,,არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“. კომისიის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის 10 წევრი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის M---------------- ბრძანების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის უ--------------------------------------–-------------–-----------–-----------------–-------------–-----------–---------------–-----------------ი, ი------–-------–--------–----------ი თ----- ი-------ის ასული გ--–--–---–ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, საქართველოს ს--------------–--ის თადარიგში, 2----–-–---------------იდან.
თ----- გ--–--–---–ისათვის სამსახურის შეთავაზების შესახებ 2----–-–--------------–ის ოქმის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალების შესაბამისად, ა-------------------------------------ის უფროსი ე---------- ფ--------–-–---–ი, ი-----------–-------------------------------–---------------------------------------–-------------ი ა-–---------- თ------ და ა---------------------------------------------------------------–---–----ი გ---–--- ბ------, 2----–-–---------------–ს საქართველოს სასჯელაღსრულბისა და პრობაციის სამინისტროში (--------–------------------------------) შეხვდნენ სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს თ----- გ--–--–---–ს და შესთავაზეს პენიტენციურ სისტემაში მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით დასაქმება (შეთავაზებული ვაკანსიები წარმოდგენილია დანართი N1-ში). შეხვედრისას თ----- გ--–--–---–მა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მისთვის წარმოუდგენელია დასაქმდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში და უარი განაცხადა ბოლომდე გაცნობოდა შეთავაზებულ ვაკანსიებს. თ----- გ--–--–---–ის განმარტებით, დასაქმება შეთავაზებულ იქნა იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს დათმობის სანაცვლოდ, რაც მისთვის მისაღები არ არის. ამდენად, სურს მის სარჩელზე არსებითად იმსჯელოს სასამართლომ და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ დაკავებულ თანამდებობასთან თ----- გ--–--–---–ის შეუსაბამობა განისაზღვრა ზეპირი გასაუბრების შედეგებით, რაც იქცა მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 1---------–---------------აზე, კერძოდ, ბრძანების მე-4 პუნქტი ადგენს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს დასკვნა ,,მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას“ იმ შემთხვევაში, თუ მოხელე მიიღებს ტესტირებისათვის დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებ ქულას. ხოლო იმავე ბრძანების მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელეები, რომლებიც ტესტირების შედეგად არ მიიღებენ მინიმალურ ქულაზე დაბალ ქულას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის N13 ბრძანებაზე, დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების მიზანს წარმოადგენს: მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა და ჩამორთმევასთან დაკავშირებით საკითხის მიღება; მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივის განსაზღვრა; მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, როცა აღნიშნა, რომ მითითებული ბრძანებების სამართლებრივი ანალიზი არ იძლევა საფუძველს დაადასტუროს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის მართებულობა იმის თაობაზე, რომ ზეპირი გასაუბრების შედეგები იძლევა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო და საკმარის საფუძველს. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული აქტების შინაარსი აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ატესტაციის წერითი და ზეპირი ფორმით ჩატარება უკავშირდება საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 იანვრის N13 ბრძანებით მე-4 მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევას, რაც არ გულისხმობს ცალსახად მხოლოდ მოხელის სამსახურში დატოვება-არდატოვების საკითხის განსაზღვრავს. ატესტაციის მიზანს ასევე წარმოადგენს მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა, პროფესიული მომზადების საკითხის დადგენა/განსაზღვრა და ა.შ.
პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 1---------–------- ბრძანება, მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხს უკავშირებს ტესტირების შედეგს, ზეპირი გასაუბრების შედეგი არ ქმნიდა მოხელის შეუსაბამობის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს.
თ----- გ--–--–---–ი სისტემაში მუშაობდა წლების განმავლობაში და მისი საქმიანობის პერიოდში ხელმძღვანელობის მიერ არ ყოფილა პრეტენზია გამოთქმული მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა გასაუბრების მიმდინარეობისას დასმული სამი შეკითხვა. სააპელაციო პალატა კიდევ აღნიშნავს, რომ თუკი ადმინისტრაცული ორგანო ატესტაციის მეორე - გასაუბრების ეტაპზე, ტესტირების ეტაპის მსგავსად ახორციელებდა კონკურსანტთა პროფესიული ცოდნის შემოწმებას, სამ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი ვერ გახდებოდა კონკურსანტის პროფესიული ცოდნის უარყოფითად შეფასების საკმარისი საფუძველი, იმ პირობებში როდესაც პროფესიული 100 შეკითხვიდან 83 კითხვაზე სწორი პასუხი იქნა გაცემული ტესტირების ეტაპზე.
პალატა, განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა თავის მხრივ, დაკავშირებულია დიდ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც მოსამსახურე უნდა იაზრებდეს და დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანო სათანადოდ უზრუნველყოფდეს დასაქმებულის შრომით ინტერესს, უფრო მეტიც უნდა ითვალისწინებდეს იმ შრომასა და ძალისხმევას, რასაც პირი სწევს სახელმწიფო/საჯარო ინტერესისთვის. ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებულ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სამართლიანად და კეთილსინდისიერად უნდა მოქმედებდეს, უნდა იკვლევდეს საქმის გარემოებებს და ამის შემდეგ უნდა ირჩევდეს საკითხის გადასაწყვეტად საუკეთესო გზას. დისკრეციულობა არ არის ის უფლებამოსილება, რომელიც შესაძლებელია ზედაპირულად დასაბუთთეს. დისკრეციული უფლებმოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა დასაბუთთეს, მეორე მხარეს უფლებამოსილია იცოდეს ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მითითებას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის N3024-რს საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2----–-–------------ის M---------------- ბრძანება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც თ----- გ--–--–---–ი აღდგენილ იქნება გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. მითითებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის შესაბამისად.
8.6. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა აღნიშნავს, რომ თ----- გ--–--–--–ის სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდურის გასამჯელო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას“
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სათანადო რეაგირების გარეშე არ დარჩეს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების არცერთი უკანონო ქმედება. აუცილებელია, არსებობდეს ხელმისაწვდომი და ეფექტური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში პირი შეძლებს უფლებებში აღდგენას და მიყენებული მატერიალური თუ არამატერიალური ზარალის ანაზღაურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს მიიღებს და მოწყვლადი გახდება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის მიმართ.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო მოხელეს სამსახურში დანიშვნისას წარმოეშობა გონივრული მოლოდინი, რომ გარანტირებულად მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, გარდა მისი მართლზომიერად, კანონიერ საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევისა“ , იძულებით განაცდური ხელფასი წარმოადგენს იმ ანაზღაურებას, რომელსაც მოხელე ვერ იღებს სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების გამო. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ზარალის სრული ანაზღაურების ვალდებულება გულისხმობს არა კონკრეტული სუბიექტის (თუნდაც კანონმდებლის მიერ) მიერ წინასწარ დადგენილი ზღვრული ოდენობით, არამედ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირისათვის რეალურად მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურების ვალდებულებას, რეალურად მიყენებული ზარალის ოდენობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ განაცდური პერიოდის ხანგრძლივობაზე და ყოველ კონკრეტულ მოხელესთან მიმართებით შესაძლებელია, განსხვავებული იყოს. შესაბამისად, მისი ოდენობა შესაძლოა იყოს 3 თვის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლები ან მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მას.
ზემოთ მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურს დაევალოს თ----- გ--–--–---–ის სამსახურში აღდგენა, ასევე თ----- გ--–--–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი შრომითი გასამჯელოს - ხელფასის ანაზღაურება, გ--–--–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სამსახურში აღდგენამდე) პერიოდისათვის სრულად.
9. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
10. პროცესის ხარჯები:
აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე:
ილონა თოდუა -