განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
010100118002601171
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002601171

საქმე №1/ბ-475-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლ--–- მსხილაძე

 

პროკურორ - ა----–--- წ--------ას

 

ადვოკატ- ჯ----– კ-----ის, მ------–ა ზ----ის

 

მსჯავრდებულ - ე----- თ---------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე----- ს-----ის ასული თ---------ის მიმართ, პირადი №6----------, დაბადებული 1--- წლის 07 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი სოფელი კ-----–---ი,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე----- თ---------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაზ მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ე----- თ---------ემ, სხვისი ნივთის მოტყუებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2011 წლის ივნისის თვის შუა რიცხვებში მოატყუა ნათესავს - დაზარალებულ ნ-----–---- ქ------–--ეს, რომ 4000 აშშ დოლარად შეძლებდა მისთვის ვიზის დამზადებას და საბერძნეთში სამუშაოდ გაგზავნას. 2011 წლის ივნისის შუა რიცხვებში ქ. ბათუმში ჯ-----–---–-- ქუჩა #61-ში, დაზარალებულს საწყის ეტაპზე გამოართვა 500 აშშ დოლარი, ხოლო 10 დღის შემდეგ, თითქოს საკონსულოში პასპორტის შესატანად და მოწვევის ასაღებად, იგივე მისამართზე გამოართვა 1100 ევრო. დათქმული დროის მოსვლის შემდეგ, როდესაც დაზარალებული მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა ტყუილს და მოითხოვა გადაცემული თანხის უკან დაბრუნება, ე----- თ---------ემ 2011 წლის 08 ოქტომბერს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიიმალა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 თებერვლის განაჩენით ე----- თ---------ე (დაუსწრებლად) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

ე----- თ---------ეს საქარველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ე----- თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ე----- თ---------ეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 04 წლის და 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მესამედით და მოსხდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რომლის ათვლაც დაეწყოს დაკავების დღიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ე----- თ---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ------ ბ-----ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალქო სასამართლოს 2012 წლის 01 თებერვლის განაჩენის გაუქმებას და ე----- თ---------ის უდანაშაულოდ ცნობას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ე----- თ---------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ჯ----– კ-----ეს, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის გამოყენება და ე----- თ---------ის გათავისუფლება.

 

- პროკურორს ა----–--- წ--------ას, რომელიც დაეთანხმა “ამნისტიის შესახებ” 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე----- თ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ-----–---- ქ------–--ის ჩვენებით, მოწმეების რ---- ქ------–--ის და ლ--–- ქ------–--ის ჩვენებებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ამსახველი მონაცემებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ე----- თ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რასაც მხარეებიც ეთანხმებიან და სადავოდ არ ხდიან. აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს ე----- თ---------ის მიმართ "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნა და ე----- თ---------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით (ტ.1.ს.ფ.43) დაზარალებული ნ-----–---- ქ------–--ე თანხმობას აცხადებს მსჯავრდებულ ე----- თ---------ის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელებაზე. (უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინება №314აპ-14.)

აღნიშნულიდან გამომდინარე, ე----- თ---------ე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შერაცხული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის 04 წლის და 06 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, ხოლო დამატებითი სასჯელის - ჯარიმის ნაწილში ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე----- თ---------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ----– კ-----ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 01 თებერვლის განაჩენში და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაში შეტანილ იქნას ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ე----- თ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი)თვის ვადით, 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად ე----- თ---------ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან.

 

ე----- თ---------ეს საქარველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ე----- თ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ე----- თ---------ე გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე