განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
010100116001476449
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-638-2018 წელი

№010100116001476449

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

16 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი – ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ლ---- მ---------ის,ადვოკატის – მ---- დ-------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მ----- კ--------ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

მ----- კ--------, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ------–---------------------–---------------ში, მსჯავრდებულია ბა-თუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და შეფარდებული აქვს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

aRwerilobiTi nawili:

მ----- კ--------ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ძარცვი-სათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 01 ივლისს 21 საათიდან 22 საათამდე შუალედში ქ. ბ------–---–----------------------------სთან, მ----- კ-------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკა-რად, დაეუფლა მ----- რ-----ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 19000 ლარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის აგვისტოს განაჩენით მ----- კ--------ს მი-მართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მსჯავრდებული იქნა ამ კვალიფიკაციით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ლ---- მ---------ემ და მსჯავრდებულ მ----- კ--------ს ინტე-რესების დამცველმა ადვოკატმა მ---- დ-------ემ.

აპელანტი, პროკურორი ლ---- მ---------ე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ----- კ--------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხ-ლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მის მიმართ სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ თუ სასა-მართლოს მოწმეთა ჩვენების, მათ შორის დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა, თუ უტყუარად და დადგენილად მიიჩნია, რომ მ----- კ--------მ დაზარალებულ მ----- რ-----ეს ხელიდან გასტაცა პოლიეთილენის პარკი ფუ-ლადი თანხით და დაზარალებულის მითითებული ყველა გარემოება მიიჩნია უტყუა-რად, მაშინ რატომ არ მიიჩნია სანდოდ დაზარალებულის მიერ მითითებული ფულადი თანხის 19000 ლარის არსებობა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით დაზარალე-ბულის ჩვენება სრულად უნდა იქნეს გაზიარებული და მ----- კ--------ს ქმედება საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გა-დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-ოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

აპელანტი, მსჯავრდებულ მ----- კ--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი მ---- დ-------ე, სააპელაციო საჩივრით ითხოვს მ----- კ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ სასამართლო გამამტყუ-ნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო იმ მტკიცებულებებს, რომელიც უტყუარად არ ადასტურებდა ბრალდებულის მონაწილეობას შესაძლო დანაშაულის ჩადენაში და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოში დაი-კითხა ყველა ის პირი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებებში. საგამოძიებო მოქმედება – ჩხრეკაში მონაწილე პირების განმარტებით ჩხრეკა ბრალდებუ-ლის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საეჭვო ვითარებაში, ოჯახის წევრებისა და დამს-წრეების გარეშე და ის ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – ბრალდების მხარეს შეექმნა მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა დაზარალებულის პოზიციას და მათთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა მოპოვებული ნივთმტკიცებები რეალურად ეკუთვნოდა თუ არა მე-რაბ კ--------ს. ასევე კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ამოცნობა. როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მოწმეებმა ი-----–- ბ----------მა, ა-- დ----ემ, დ----- ტ------–მა, დ------ მ-----–-–---–მა, გ------ დ-------ემ, რ---–---- ბ-----ემ, ნ-------- დ---–--ემ, ჯ------ მ--–--ემ, მ------ დ-------ემ, მ------ კ----–---მა, მ--- ჩ---------მ და მ----- რ-----ემ ეჭვქვეშ დააყენეს და ფაქტიურად გამორიცხეს მ----- კ--------ს მონაწილეობა შესაძლო დანაშაულის ჩადენაში.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ლ---- მ---------ეს, რომელიც ით-ხოვს მ----- კ--------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მის მიმართ სასჯელის დანიშვნას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში.

– აპელანტს, მსჯავრდებულ მ----- კ--------ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მ---- დ--------ეს, რომელიც ითხოვს მ----- კ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამო-ტანას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული, მ-----–- ქ-------ის 2016 წლის 11 ივლისის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 ივლისს საღამოს საათებში ქ. ბ------–---–--------------------------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე მ----- რ------ის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონდეს მ----- კ--------ს, მცხოვრებს ბ------–--------------------–---------------ში და იგი ზემოთაღნიშნულ მისამართზე უნდა ინა-ხავდეს ნაძარცვ ფულად თანხას.

(ს/ფ 22)

მოწმე მ-----–- ქ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმა-ციით დაადგინა: 2016 წლის 01 ივლისს, მ----- რ-----ის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა მ----- კ--------ს. აღნიშნულის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას, საინ-ფორმაციო ბაზის მეშვეობით მოახდინა პიროვნების იდენტიფიკაცია; დაიკითხა გამომ-ძიებლის მიერ; სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია; ინფორ-მაცია იყო ასევე იმის შესახებ, რომ ნაძარცვი ქონება უნდა ჰქონოდა თავის საკუთარ სახ-ლში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა მ----- რ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობდა სავა-ლუტო ჯიხურში, რომელიც მდებარეობს ბ------–----–--------------------------ში და ახ-დენდა სხვადასხვა სახის ვალუტის გაცვლას დადგენილი კურსით; 2016 წლის 01 ივლისს ჩვეულებრივად დასრულდა სამუშაო დღე; თანხა ჩადო პატარა ხელჩანთაში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში; ამ პერიოდში მოვიდა მისი ქალიშვილი, ერთად დაკეტეს ობიექ-ტი და წავიდნენ იქვე არსებული მაღაზიისკენ; იყიდეს პროდუქტები გამოვიდნენ იქედან გაიარეს გარკვეული მანძილი; შედიოდნენ ეზოში სახლებს შუა, ამ დროს გამოვარდა ახალგაზრდა ბიჭი და გამოგლიჯა ხელიდან ჩანთა. ამ დროს წელში გასწორდა და დაი-ნახა მისი სახე; როცა პარკი გამოქაჩა და გასწორდა და გაიქცა, დაიწყო ყვირილი, მაგრამ ის სწრაფად გაიქცა ახალი პარკის მიმართულებით. არც ისე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ვერ დაედევნენ; ჯინსის მოკლე ბრიჯი ეცვა, ფეხსაცმელი თეთრ ძირზე და კურტკა თეთრი. ნათელი, ღია ფერის სახე და წაბლისფერი თმა ჰქონდა, ალბათ 180 სმ სიმაღლის, 30 წლამდე გარეგნობით. ეს პიროვნება ხედავს, რომ არის ბრალდებული. ამოცნობაში მიი-ღო მონაწილეობა და იქაც აჩვენა. ჩანთაში ჰქონდა თანხა, საერთო თანხა იყო 15 000 ლა-რამდე; იყო სხვადასხვა კუპიურები; წინადღის დათვლილი თანხა იყო, ყოველდღე არ ითვლის; სამი წელია, რაც სარგებლობს ამ ჩანთით და ჩანთაში გარდა ფულადი თანხისა, შესაძლებელია რაღაცა ყოფილიყო, შეიძლება იყო რაიმე ბარათები ბანკის, მის სახელზე არა, გოგოს სახელზე; მისი ქალიშვილი მ--- ჩ--------- ამ დროს ორი ნაბიჯით უკან მოდიოდა. მაღაზიიდან განათება იყო, მოშორებით უკვე სიბნელეა; იქ ნათელი იყო და შესაძლებელი იყო გაერჩია სახე; ისე სწრაფად გაიქცა, რომ ვერ დაედევნა და ვერც დაე-წეოდა; გამოიძახა პოლიცია, იყო გაოგნებული; მისცა ჩვენება; ამოცნობა ჩატარდა დაახ-ლოებით 7-8 დღის შემდეგ; ჩანთის წართმევის დროს ბრალდებულს არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია და არც რაიმე სახის იარაღი ჰქონდა თან; იმ დროსაც ახსოვდა რომ სხვადასხვა კუპიურები ჰქონდა; დაკითხვისას აჩვენა, რომ 19000 ლარი იყო. აქ იყო სამუშაო თანხა, ნაწილი ჯიხურის მეპატრონის, ნაწილი კი მისი კუთვნილი, მისი კლიენ-ტებისთვის; ამ თანხასთან მას ჰქონდა წვდომა; უფროსს აბარებდა ანგარიშს; ძირითადად თანხა მასთან იყო და იმ დროს ართმევდა, თუ ესაჭიროებოდა ან ლარი ან დოლარი; თვის ბოლოს ზოგჯერ აკეთებდა ანგარიშს; ერთ ხელში ეჭირა პარკიც პროდუქტებით და თან-ხაც; ქალიშვილმაც მასთან საუბრით იცის თანხების ოდენობის შესახებ; ეს თანხა მისი გადასახდელია და ზიანიც მას მიადგა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ--- ჩ---------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ცხოვრობს ლ------------ის ქუჩაზე; მისი დედა მ----- რ-----ე სავალუტო პუნქტში მუშაობს; ყოველ საღამოს აკით-ხავდა დედას, სამსახურიდან გაივლიდა და ერთად მიდიოდნენ სახლში; იმ დღესაც 2016 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე მივიდა და ერთად წამოვიდნენ სახლილსკენ. ეზოს შესასვლელის კუთხესთან იყვნენ, როცა მოირბინა ახალგაზრდამ, სტაცა ხელი პარკს და გაიქცა, თვითონ დაედევნა. ახალგაზრდას მოეხსნა კაპიუშონი, რა დროსაც დაი-ნახა მის სახე, ტალღისფერი თმები. დაწევა რომ ვერ მოახერხა, ამის შემდეგ გამოიძახა პოლიცია. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი; მაღაზიის მხრიდან ის ადგილი იყო განათებული; თავდამსხმელს წაბლისფერი თმა ჰქონდა, მაღალი 1,75 სმ და სუსტი იყო. ეცვა მაისური კაპიუშონით თეთრი ფერის, ჯინსის შორტი. ადასტურებს, რომ ის არის ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირი, დარწმუნებულია რომ ეს არის; თანხა დედას ჩადებული ჰქონდა პოლიეთილენის პარკში და ეს პარკი ჩადებული იყო ჩანთაში; დედის გადმოცემით იქ იყო 19000 ლარი; ამის შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარეს ამოც-ნობაზე; ამოსაცნობად შევიდა ოთახში. იქ იდგა თარჯიმანი და სამი პირი. ამოცნობაზე თითქმის მსგავსი პიროვნებები იყვნენ ასაკით, სიმაღლით, იყვნენ ახალგაზრდები, ამოც-ნობამდე მისთვის არავის არ განუმარტავს რაიმე და არ მიუნიშნებია ამოსაცნობ პირებზე; ამოცნობამდე არც ფოტოსურათი უჩვენებიათ და არც რომელიმე პოლიციის თანამშრო-მელს მიუნიშნებია რაიმე; მას ახსოვდა და ამოიცნო თვითონ; დაათვალიერა ვიდეოჩანა-წერი გამომძიებელთან ერთად, ჩანაწერში სახე არ ჩანდა; ჩანს, რომ ქუჩის მეორე მხარეს დადის ვიღაც პირი; ჯიხური პატარაა, ის იდგა კარებთან, საფულე, რომელშიც თანხა იყო, პატარა კლატჩის მსგავსია და არ იყო დიდი ჩანთა, არ დაუნახავს რა კუპიურები იყო ჩანთაში და დაითვალა თუ არ დედამისმა; სხვადასხვა კუპიურები იყო. მძარცველი უკანა მხრიდან მიეპარა; თვითონ დედის უკან მიდიოდა, ის მაშინვე მივარდა დედასთან; შემ-თხვევა მოხდა წამებში, ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერ შეძლო დედისთვის დახმარების გაწევა; ვიდეოჩანაწერი აჩვენებდა ქუჩის მეორე მხარეს, ჩანდა, რომ ადამიანი დადის, თუმცა სახით არ ჩანდა; რაც შეეხება პლასტიკურ ბარათს, ის იყო ამ ჩანთაში და თავად არ ჰქონდა, ვინაიდან ბოლო სამი წელია არც სარგებლობდა; ეს იყო სახელფასო ბარათი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე რ---–---- ბ-----ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ბრალდებულს პირადად არ იცნობს, მონაწილეობდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. მუშაობს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში. 2016 წლის 11 ივლისს, შუადღის საათებში, შემოვიდა ინფორმაცია, რო-მელიც მიიღო თანამშრომელმა მ-----–- ქ-------ემ; ინფორმაცია იყო მ----- რ-----ის ძარ-ცვის ფაქტთან დაკავშირებით; მოცემულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო; ინ-ფორმაციით ძარცვა ჩადენილი იყო მ----- კ--------ს მიერ და სავარაუდოდ ნივთები უნდა ყოფილიყო შენახული მის საცხოვრებელ სახლში; მ------ დ-------ესთან და გამომ-ძიებელ ჯ------ მ--–--ესთან ერთად გავიდა ბ------–--------------------–-----------ში, პარალელურად გამოიძახეს ექსპერტთა ჯგუფი, ისინიც მალევე მოვიდნენ; დააკაკუნეს, გამოვიდა ქალბატონი მ------ კ----–---ი, ეს იყო მ----- კ--------ს დედა. იგი სახლში იყო მარტო, გამომძიებელმა განუმარტა და დადგენილება გააცნო ქალბატონს საგამოძიებო მოქმედების შესახებ, მან თანხმობა განაცხადა, რაც წერილობით დაადასტურა; დაიწყეს ჩხრეკა ერთ-ერთი საძინებელი ოთახიდან. ქალბატონის მითითებით ეს იყო მ----- კოსტა-ვას საძინებელი. მარჯვენა მხარეს არსებული ტანსაცმლის კარადიდან ამოიღეს იქნა მო-თეთრო ფერის კაპიუშონიანი ტანსაცმელი, იმავე ოთახში მეორე კარადის სათავსო უჯ-რიდან ამოღებული იქნა ორი ცალი პლასტიკური ბარათი ვიზა ბარათი; ერთ-ერთი ბარა-თი გაცემული იყო მ--- ჩ---------ს სახელზე, ხოლო მეორე თავად მ----- კ--------ს სახელ-ზე; მ------ დ-------ემ აღმოაჩინა ეს ნივთები. გააგრძელეს ჩხრეკა, მაგრამ სხვა რაიმე საინტერესო, ან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა; დაილუქა, დასუ-რათდა და გაფორმდა შესაბამისი ოქმი; ჩხრეკის დროს დედა იქვე იმყოფებოდა, მან განმარტა, რომ სავარაუდოდ ბარათი ალბათ იყო მისი შვილის; თავად გამოიკითხა გამო-მძიებელ ზ------ მ-----–--ის მიერ; როცა სახლში მივიდა შუადღის პერიოდი იყო, უფრო დღის მეორე ნახევარი; ჩხრეკაში მონაწილეობდა ექსპერტიც; ტანსაცმლის ამოღება მოახ-დინეს იქედან გამომდინარე, რომ დაზარალებულის გადმოცემით, დამნაშავე პირის ჩაც-მულობაზე მიუთითებდა, ვინაიდან ჩვენების მიხედვით მსგავსი ტანსაცმელი იყო - ამო-იღეს; ჩხრეკის დაწყებამდე ქალბატონს მიეცა წინადადება რომ წარმოედგინა კანონსაწი-ნააღმდეგო ნივთები, რაზეც უარი განაცხადა; დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა ჩხრეკა; ექსპერტი იყო ორი, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებაში ერთი იღებდა მონაწილეობას; ბარათების აღმოჩენისას თავადაც იმავე ოთახში იყო და ექსპერტიც იქვე იყო და ადევნებ-და თვალყურს მათ მოქმედებას; ოქმი ბოლოს გაეცნო მონაწილე პირებს დაადასტურეს ხელის მოწერით;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ-------- დ---–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მონაწილეობა მიღებული აქვს ორ საგამოძიებო მოქმედებაში, ერთი დ-----------------------–ის ქუჩაზე ჩატარე–ბული საგამოძიებო მოქმედებაა; გამოძახების საფუძველზე გავიდა, კერძო სახლი იყო ადგილზე დახვდა გამომძიებელი ჯ------ მ--–--ე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად; სახლში დახვდათ ქალბატონი. გამომძიებელი ორ პირთან ერთად ახორციელებდა ჩხრე-კას. მიუთითეს ტანსაცმელზე შორტზე, მოსასხამზე და ორ პლასტიკურ ბარათზე; 2016 წლის 11 ივლისი იყო, დღის მეორე ნახევარი; ჩხრეკის დროს მისი მოვალეობაა დასურა-თება და დაფიქსირება; კანონსაწინააღმდეგო ნივთი არის თუ არა ამოსაღები, ამ საკი-თხზე გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი; ამის შემდეგ ხდება კანონით დადგენილი წესით ამოღება და დამაგრება; ჩხრეკის დროს დამსწრე პირების მხრიდან რაიმე სახით პრეტენზია არ გაცხადებულა; ჩხრეკის პროცესის დროს პლასტიკური ბარათი უშუალოდ დაასურათა და შემდეგ ამოიღეს; მეორე საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილე-ობა მიიღო იყო ამოღება;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ჯ------ მ--–--ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მონაწილეობდა მ----- კ---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში; ჩხრეკისას ამოღებული იქნა ტანსაცმელი, შორ-ტი და კაპიუშონიანი მოსაცმელი, ასევე ამოღებული იქნა ორი ცალი პლასტიკური ბარა-თი; ჩხრეკაში მონაწილეობდა მ----- კ--------ს დედა მ------ კ----–---ი და პოლიციის ორი თანამშრომელი და ექსპერტი ნ-------- დ---–--ე; ამოღებული ნივთები დაილუქა ექსპერტის მიერ; ბარათები ამოღებული იქნა საძინებელი ოთახიდან, საძინებელ ოთახში არსებული კარადის უჯრიდან; ექსპერტი ნ-------- დ---–--ე ესწრებოდა ჩხრეკას; დასაწ-ყისიდანვე ექსპერტი იღებდა მონაწილეობას; ჩხრეკის პროცესს სრულად ესწრებოდა მ----- კ--------ს დედა მ------ კ----–---ი; პლასტიკური ბარათები უშუალოდ ნაპოვნი იქ-ნა მ------ დ-------ის მიერ; მან დაათვალიერა და ექსპერტმა მოახდინა მისი დასურა-თება და დალუქვა; შესასვლელიდან ხელმარჯვნივ ტანსაცმელი იქნა ამოღებული, ხო-ლო პირდაპირ არსებული კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა პლასტიკური ბარათები.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------ დ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს პოლიციის მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე; პირველ ივლისს იმ-ყოფებოდა სამსახურში, როცა ლ------------ის ქუჩაზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მოხ-და ძარცვა; ამავე წლის 11 ივლისს მიღებული იქნა მისი თანამშრომლის მიერ ინფორ-მაცია, რომ ხსენებული ქმედება შესაძლებელია ჩადენილი ჰქონოდა მ----- კ--------ს; გა-ვიდნენ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად თავდადებულის ქუჩაზე; ექსპერ-ტებთან ერთად მივიდნენ, დაუძახეს ბრალდებულის დედას, გააცნო გამომძიებელმა დადგენილება და ჩაატარეს ჩხრეკა მ----- კ--------ს საძინებელ ოთახში კომოდიდან - კა-რადის მაგვარი იდგა - ამოიღეს თეთრი მოსასხამი კაპიუშონიანი და ჯინსის შორტი, ასევე იმავე ოთახში მოპირდაპირე მხარეს სათავსოდან ამოიღეს ორი ცალი პლასტიკური ბარათი, ორივე მათგანი დასურათდა და დალუქეს, - ჩხრეკაში მონაწილეობდა ჯ------ მ--–--ე, რ---–----ი ბ-----ე და ექსპერტი ნ--------ი დ---–--ე, დედა ესწრებოდა ჩვეულებ-რივად, თავად მიუთითა მ-----ის ოთახზე და ამ საძინებელიდან იქნა ამოღებული ეს ნივთები; საერთოდ არ გაცხადებულა პრეტენზია; გამომძიებელმა აუხსნა და ისიც დაე-თანხმა; ქალბატონის მითითებით შევიდნენ მ-----ის ოთახში; თავად აუხსნა მათ, რომ მი-სი შვილის - მ----- კ--------ს ოთახი იყო, ძირითადად თანხის დაძებნის მიზნით აწარ-მოებდნენ ჩხრეკას, უშუალოდ თანხას ეძებდნენ; ეს ამოღებული ნივთები კი საინტერესო იყო იქედან გამომდინარე, რომ ჩაცმულობის თაობაზეც იყო ინფორმაცია; ვინაიდან იყო გარკვეული დეტალები დადგენილი და თავადაც ახდენდნენ დაძებნას ამ ნივთების; რო-გორც ახსოვს გაიჩხრიკა შესასვლელი, მისაღები, მარჯვნივ საძინებელი და როგორც ახ-სოვს კიდე ერთი საძინებელი ოთახი; ბარათი სათავსოზე იყო შემოდებული და თავად ნახა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ზ------ მ-----–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხა მოწმის სახით პირები მ------ დ-------ე და მ-----–- ქ-------ე და დაათვალიერა ქალაქის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობა-ში და ამოიღო ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი ფეხსაცმელი; დასურათდა და დაი-ლუქა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ------ დ-------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერება მოახდინა, ის იყო სავალუტო ჯიხური, მიმდებარე ტერიტორია, ჯიხურიდან დაახლოებით 10 მეტრში მოხდა შემთხვევა, დაკითხული იქნა დაზარალებული და მოწმე და შესაბამისად მოხდა მტკიცებულებათა დამაგრება საქმეზე; მან ჩაატარა ასევე ამოც-ნობა, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები; საპროცესო კანონმდებლობით გათვალის-წინებული ყველა წესი და მოთხოვნა იყო დაცული;

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ე------ ჯ--------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მონაწი-ლეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, გამოძახების საფუძველზე გამო-ცხადდა, დახვდა გამომძიებელი 2016 წლის 02 ივლისის ღამის საათებში, დააფიქსირეს რაც იყო მნიშვნელოვანი; მოახდინა ფოტოგადაღება; მტკიცებულება რაიმე სახის ამოღე-ბული არ ყოფილა; ა-----– ა---–---თან ერთად იღებდა მონაწილეობას ადგილის დათვა-ლიერებაში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ა-----– ა---–---მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გ------ დ-------ესთან ერ-თდა მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გადაიღეს მიმდებარე ტერიტორია და ვიდეოსათვალთვალო კამერები; ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე მ------ კ----–---მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მეზობლები იყვნენ სტუმ-რად. მათი წასვლის შემდეგ მოვიდა დაახლოებით 7-8 კაცი და განუმარტეს, რომ საც-ხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე იყვნენ მისულები. წავიდა მეზობელთან ალბათ 15 -20 წუთი იქნებოდა გასული, რომ მოვიდა სახლში მაგიდაზე დახვდა ბარათი, უთხრა, რომ ასეთი სახელის და გვარის არავინ არ ყავდა; საბუთებზე ისე მოაწერინეს ხელი არ წაუ-კითხავს, ჩხრეკის დროს მ-----ის ოთახი მოიკითხეს და აჩვენა; ასევე ნახეს მისი ოთახიც; მოკითხეს ჯინსის შარვალი და თეთრი მოსაცმელი. უთხრა, რომ ეს იყო მისი რძალის. მ.კ----–---მა დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელიც გამო-ქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და განმარტა, რომ მან მოაწერა ხელი, რო-გორც უკარნახეს ისე დაწერა და მოაწერა ხელი, არ წაუკითხავს, არც მისცეს ნება. ხელმო-წერები მისია. ნაკარნახევი მათია. არც ჰქონდა შესაძლებლობა წაეკითხა; ძალადობა, მუ-ქარა, შანტაჟი არ ყოფილა, უბრალოდ რაზეც მოაწერა ხელი, არ წაუკითხავს; არც უცდია წაკითხვა, არაა საჭიროო უთხრეს; ასევე უთხრეს, რომ არ ენერვიულა; არ იქნებოდა არანაირი პრობლემა; გამოქვეყნებულ ჩვენებაში არასწორია ის, რომ მას არ დაურთავს ნება ჩხრეკისათვი., ეს ბარათი უკვე მაგიდაზე დადებული ჰქონდათ, როცა დაინახა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 02 ივლისს დათვალიერდა ქ. ბ---------–-----------------------ის მიმდებარე ტერიტორია, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 00:55საათზე და დასრულდა 01:52 საათ-ზე, შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა; დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საა-თებში, ღამის განათების პირობებში, ფარანის გამოყენებით; შემთხვევის ადგილი წარ-მოადგენს ლ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი გზის ნაწილს; მოქალაქე მ----- რ-----ის მითითებით ამ შესასვლელი გზის საავტომო-ბილო სავალ ნაწილზე მოძრაობისას მას წაართვეს მის ხელთ არსებული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ედო მცირე ზომის შავი ფერის ხელჩანთა მასში არსებული თანხით; ეზოში შესასვლელი გზა უკავშირდება ო-----–---ის ქუჩაზე მდებარე მომსახურების სააგენტოს, რა მიმართულებითაც გაიქცა მძარცველი; შემთხვევის ადგილიდან 20-მდე მეტრშია განთავსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომლის მისამართია ლ---------------------; სავალუტო ჯიხურს გააჩნია ლითონის კარებით შესასვლელი და წარმოადგენს მოცულობით დაახლოებით 4 მ2-ს; სავალუტო ჯიხურს გააჩნია გრე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოსათვალთვალო კამერები.

(ს.ფ. 8 -15)

საქმეში არსებული, 2016 წლის 11 ივლისის, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და-დგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ბ------–----------------–-----------ში მდებარე საც-ხოვრებელ სახლში გამომძიებლის ჯ------ მ--–--ის, პოლიციის თანამშრომლების მ------ დ-------ის, რ---–---- ბ-----ის და ექსპერტის ნ-------- დ---–--ის მონაწილეობით. ჩხრე-კას ესწრებოდა მ----- კ--------ს დედა მ------ კ----–---ი; ჩხრეკის დროს საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან, რომელიც მ------ კ----–---ის განმარტებით ეკუთვნის მ----- კ--------ს, ოთახში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებული კარადიდან ამოღებული იქნა ჯინსის მოკლე შარვალი, ე.წ. შორტი და თეთრი ფერის ე.წ. კაპი-უშონიანი მოსასხამი, ასევე აღნიშნულ საძინებელ ოთახში არსებული კარადის სათავ-სოდან ამოღებული იქნა საქართველოს ბანკის ერთი ცალი ვიზა ბარათი, რომლის ნო-მერია 4---------------, გაცემული მ----- კ--------ს სახელზე. ასევე ამოღებული იქნა საქართველოს ბანკის ერთი ცალი ექსპრეს ქარდის პლასტიკური ბარათი, რომლის ნო-მერია 5---------------, გაცემული მ--- ჩ---------ს სახელზე; ჩხრეკა დაიწყო 2018 წლის 11 ივლისს 16:00 საათზე და დასრულდა 16:40 საათზე.

(ს.ფ. 27-47)

საქმეში არსებული, 2016 წლის 11 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მ----- რ-----ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი მ----- კ-------- დაბადებული 1----------–. სიმაღლე 177 სმ, სუსტი, სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირი-სახით, გაუპარსავი წვერით, წაბლისფერი თმით, წვრილი წარბებით, მუქი ფერის თვა-ლები, სწორი ცხვირი, სწორი მოკლესახელოიანი მაისური, წითელი ფერის სპორტული შარვალი. ფ-------- მ------ე, დაბადებული 0----------–- სიმაღლე - 180 სმ, სუსტი სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისახის, გაუპარსავი წვერი, წაბლისფერი თმებით, მუქი ფერის თვალები, წვრილი წარბებით, ტანთ აცვია წითელი ფერის ნაჭრის შარვალი, მუქი ფერის მოკლესახელოიანი მაისური. დ----- ტ------–ი, დაბადებული 2----------–- სიმაღლე 180 სმ, სუსტი, სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირი-სახით, გაუპარსავი წვერი, წაბლისფერი თმებით, წვრილი წარბები, მუქი ფერის თვა-ლები, სწორი ცხვირი, ტანთ აცვია მოწითალო ფერის ნაჭრის შარვალი, მუქი ფერის მოკლესახელოიანი პერანგი. ამომცნობს მიეცა წინადადება გამომძიებლის მიერ წარ-მოდგენილ სამ მსგავს მამაკაცს შორის ამოეცნო ის პირი, ვინც 2016 წლის 01 ივლისს ძარცვის მიზნით გასტაცა ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი. მ----- რ-----ემ ამოიცნო მისგან მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი პირი, №1. განმარტა, რომ ეს პიროვნება ამოიცნო მისი ვიზუალური დაკვირვებით, სახის მოყვანილობით, სიმაღ-ლით, თმის ფერით, ზოგადი აღნაგობით და საერთო იერით; ოქმი ხელმოწერილია ამოც-ნობაში მონაწილე პირების მიერ.

(ს.ფ. 69-70)

საქმეში არსებული, 2016 წლის 11 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მ--- ჩ---------ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი: დ----- ტ------–ი, დაბადებული 2----------–- სიმაღლე 180 სმ, სუსტი სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისა-ხით, გაუპარსავი წვერი, წაბლისფერი თმებით, წვრილი წარბები, მუქი ფერის თვალები, სწორი ცხვირი ტანთ აცვია მოწითალო ფერის ნაჭრის შარვალი, მუქი ფერის მოკლესახე-ლოიანი პერანგი. ფ-------- მ------ე, დაბადებული 0----------–- სიმაღლე 180 სმ, სუსტი სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისახის, გაუპარსავი წვერი, წაბლისფერი თმებით, მუქი ფერის თვალები, წვრილი წარბებით, ტანთ აცვია წითელი ფერის ნაჭრის შარვალი, მუქი ფერის მოკლესახელოიანი მაისური. მ----- კ--------, დაბადებული 1----------–. სიმაღლე 177 სმ, სუსტი, სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისა-ხით, გაუპარსავი წვერით, წაბლისფერი თმით, წვრილი წარბებით, მუქი ფერის თვა-ლები, სწორი ცხვირი, სწორი მოკლესახელოიანი მაისური, წითელი ფერის სპორტული შარვალი, ამომცნობს მიეცა წინადადება გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ სამ მსგავს მამაკაცს შორის ამოეცნო ის პირი, ვინც 2016 წლის 01 ივლისს ძარცვის მიზნით გასტაცა ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი; მ--- ჩ---------მ ამოიცნო მისგან მარცხნიდან მესამე ადგილზე მდგომი პირი №1. განმარტა, რომ ეს პიროვნება ამოიცნო მისი ვიზუა-ლური დაკვირვებით, სახის მოყვანილობით, სიმაღლით, თმის ფერით, ზოგადი აღნაგო-ბით და საერთო იერით; ოქმი ხელმოწერილია ამოცნობაში მონაწილე პირების მიერ.

(ს.ფ. 69-70)

საქმეში არსებული, დაკავების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ბრალდებული დაკა-ვებულია 2018 წლის 11 ივლისს 19:31 საათზე; ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლი-ციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის გ------ დ-------ის მიერ.

(ს.ფ. 78-82)

საქმეში არსებული, 2016 წლის 11 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველო პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში დათვალიერებული იქნა მ----- კ--------ს მიერ წარმოდგენილი თეთრი ფერის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, სპორტულ ფეხსაცმელს ერთ მხარეს გვერდით ნაწილში აქვს წარწერა ALL STAR, რომლის შუაში არის ვარსკვლავის ფორმის აღნიშვნა; დათვალიერე-ბული ფეხსაცმელი დასურათდა და დაილუქა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ.

(ს.ფ.84 -89)

საქმეში არსებული, 2016 წლის 16 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად გამომძიებლის გ------ დ-------ის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ბ---------–----------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურის კომპიუტერული სისტე-მიდან ამოღებული იქნა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები 2016 წლის 01 ივლისის 21:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდით.

(ს.ფ.147 -149)

საქმეში არსებული, 2016 წლის 21 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად მ----- რ-----ის მონაწილეობით დათვალიერდა ლ----------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურიდან ამოღებული ჩანაწერები, ჩანაწერის დათვალიერებისას კადრში 21:09:20 საათზე ლ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე კადრში ჩნდება ახალგაზრ-და მამაკაცი, რომელიც მისთვის არის ნაცნობი; მას ტანთ აცვია თეთრი ფერის სპორტუ-ლი ფეხსაცმელი, ღია ლურჯი ფერის მოკლე შორტი, თეთრი ფერის სპორტული ფეხსაც-მელი, თეთრი ფერის კაპიუშონიანი ზედატანი, რომელიც თავზე არ ახურავს, ხოლო კაპიუშონიან ზედატანზე აცვია მუქი ფერის მოსასხამი, მასვე მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ფერის პოლიეთილენის პარკი; აღნიშნული მამაკაცი კადრში ჩანს ამ დროს პირე-ლად და იხედება სავალუტო ჯიხურის მიმართულებით; რის შემდეგაც ჯდება იქვე სკამზე; მ----- რ-----ის განმარტებით ეს პიროვნებაა ვინც ის გაძარცვა და წაართვა თანხა; ....ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე წამის განმავლობაში ზის სკამზე და რამდენჯერმე გადის კადრის მიღმა და კვლავ ჩნდება; , ის ჯდება იმავე სკამზე 21:11:19 საათზე, რამდე-ნიმე წუთით, რის შემდეგაც კვლავ ბრუნდება უკან და ამჯერად თავზე ახურავს კაპიუ-შონი; ხელში უჭირავს ისევ პოლიეთილენის პარკი; ჩაივლის კვლავ ლ------------ის ქუ-ჩაზე და მოეფარება კადრს; შემდეგ იმავე მიმართულებით ბრუნდება უკან და ჯდება 21:13:40 საათზე იმავე სკამზე, რაც ჩანს გამვლელი ავტომანქანების შუქზე, კერძოდ 21:40:37 სთ და 21:48:47საათზე; 21:49:41 საათზე მ----- რ-----ის განმარტებით ჯიხური-დან გამოდის თვითონ, ხოლო 21:51:34 საათზე თავის შვილთან მ--- ჩ---------სთან ერთად მიდის სავალუტო ჯიხურის მარცხნივ მდებარე სასურსათო მაღაზიაში, მარცხენა ხელში უჭირავს მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მისივე განმარტებით დევს ტყავის პატარა ჩანთა, ხოლო ჩანთაში ჰქონდა თანხა 19 000 ლარის ოდენობით; 21:52:08 საათზე კადრში ჩნდება ზემოთაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი და იგი დგას ლ-----------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მას თავზე ახურავს კაპიუშონი; მ----- რ-----ის განმარტებით 21:56:53 საათზე ის შვილთან ერთად გამოდის მაღაზიიდან და ქუჩას კვეთენ ქუჩის მოპირდაპირედ სახლი №----ის ეზოს მიმართულებით; რა დროსაც 21:57:09 საათზე ზემოთაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი უკან მიყვება და ისინი უკვე გადიან სამეთვალყურეო კამერის მხედველობის არეალიდან; მ----- რ-----ის განმარტებით კადრიდან გასვლიდან ხუთიოდე მეტრში მოხდა მისი გაძარცვა; კადრში დაფიქსირებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ადასტურებს, რომ ჩაიდინა ძარცვა; დათვა-ლიერების შემდეგ დისკი დაილუქა და დაერთო საქმის მასალებს

(ს.ფ. 151-154)

საქმეში არსებული, 2016 წლის 21 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ იგივე სახის ჩანაწერის დათვალიერება მოხდა მ--- ჩ---------ს მონაწილეობით, მოწმე მ--- ჩ---------მ ა--ლოგიური გარემოებების დაადასტურა, დათვალიერებისას.

(ს.ფ.155 -157)

მსჯავრდებულმა მ----- კ--------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2016 წლის 11 ივლისს შუადღის საათები იქნებოდა გამოვიდა სახლიდან შეხვდა თავის მეგობარ ირაკ-ლი ბ----------ს შეთავაზა ლუდის დალევა და შევიდნენ მაღაზიაში ამ დროს მივიდნენ მასთან პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს განყოფილებაში მასთან ერთად წაიყვა-ნეს ი-----–- ბ----------იც; მოითხოვა ადვოკატი, იქ ჩაატარეს ამოცნობა, მისთვის გაურ-კვეველი იყო რაში დებდნენ ბრალს; ამოცნობაზე დათანხმდა, ქალბატონებმა ის ამოიც-ნეს; აშკარად განსხვავებულ პირებთან იდგა ამოცნობაზე; ამის შემდეგ დააკავეს; მას არ ჩაუდენია დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ედავებიან; პოლიციის განყოფილებაში აიძუ-ლებდნენ რომ ეღიარებინა დანაშაული, მან არ აღიარა, რაც არ ჩაუდენია, ვერ დაიბრა-ლებდა.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- ბ----------მა ასევე დაადასტურა, რომ მ----- კ--------სთან ერთად წაი-ყვანეს განყოფილებაში და მოგვიანებით გამოუშვეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ამოცნობაში მონაწილე პირის დ----- ტ------–ის განმარტებით მას ამოცნობისას ეცვა ჯინ-სის შარვალი, ის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე თავიდან უარს აცხადებდა, მაგრამ ამშვიდებდნენ, რომ იცოდა დაზარალებულს ვინც უნდა ამოეცნო; ამოცნობის ჩატარებისას ქალბატონებმა ამოიცვნეს მ----- კ--------.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკ-ვლეული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, აგრეთვე სააპელაციო საჩივრების მო-ტივირებანი და მოთხოვნები, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განა-ჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მე-რაბ კ--------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, რადგან მის მიერ საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული და-ნაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია დაზარალებულ მ----- რ------ისა და მოწმე მ--- ჩ---------ს ჩვენებებით, რომლებშიც მათ აღწერეს თავდამსხმელის გარეგნული ნიშნები და ტანსაცმელი; ამოცნობის ოქმებით, რომლებითაც დასტურდება, რომ მ----- რ-----ემ და მ--- ჩ---------მ ამოიცნეს მ----- კ-------- და კატეგორიულად მიუთითეს მასზე, როგორც თავდამსხმელზე; ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ივლისს ჩატარებული ჩხრეკისას, ქ.ბათუმში, მ----- კ--------ს სა-ცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა საქართველოს ბანკის ერთი ცალი ექსპრეს ქარდის პლასტიკური ბარათი, რომლის ნომერია 5---------------, გაცემული მ--- ჩ----------ს სახელზე; მოწმეების: რ---–---- ბ-----ის, ნ-------- დ---–--ის, ჯ------ მ--–--ის, მ------- დ-------ის, გ------ დ-------ის, ე------ ჯ--------ის, ა-----– ა---–---ის ჩვენებებით; 2016 წლის 21 ივლისის დათვალიერების ოქმებით. სააპელაციო პალატას არანაირი სა-ფუძველი არ გააჩნია ეჭვი შეიტანოს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა სანდოობასა და სარწმუნოობაში. ისინი სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ----- კ---------ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზია-რებს შემდეგ გარემოებათა გამო:

ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც აპელირებს ბრალდების მხარე, არის დაზარა-ლებულ მ----- რ-----ის ჩვენება, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში აჩვე-ნა, რომ ჩანთაში ჰქონდა თანხა 15000 ლარამდე (თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში 19000 ლარს მიუთითებდა). სხვა მტკიცებულება, ბრალდების მხარეს წარმო-დგენილი არ აქვს. თავის სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ სა-სამართლომ გაიზიარა და დაიჯერა დაზარალებულის ჩვენება განხორციელებული ძარ-ცვის შესახებ, თუმცა უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ამ უკანასკნელის ჩვენება ძარცვის გზით დაუფლებული ფულადი თანხის ოდენობის ნაწილში.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მ----- კ--------ს მიერ ძარცვის ჩადენა გარდა და-ზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება სხვა (ზემოთ უკვე მოყვანილი), პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით, ხოლო იმ ნაწილში, თუ რა ოდენობის თანხა ჰქონდა დაზარალებულს ჩანთაში, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლოს ეჭვი კი არ ეპარება დაზარალებულის ჩვენების გულწრფელობაში, არამედ მხოლოდ მისი ჩვე-ნება საკამარისი არ არის იმისათვის, რომ მ----- კ--------ს მსჯავრად შეერაცხოს დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთ-რების მიზნით. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლებისა და მ--- ჩ----------ს ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც ისინი მიუთითებენ თანხის ოდენობაზე, ვერ გა-მოდგება ამ ნაწილში მ----- კ--------ს ბრალის მადასტურებლად, რადგან მოწმეები მი-უთითებენ მათთვის მ----- რ-----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად მათი ჩვენებები არაპირდაპირი სახის მტკიცებულებებია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულე-ბის შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წერსით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 აგ-ვისტოს განაჩენით, მ----- კ--------ს ქმედება სწორად იქნა დაკვალიფიცირებული საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელი დაენიშნა მისი პიროვნული მახასიათებლებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხა-რისხისა და ხასიათის შესაბამისად და არ არსებობს საფუძველი გასაჩივრებული განაჩე-ნის გაუქმებისა, თუ მასში მ----- კ--------სთვის საუარესო ცვლილების შეტანისათვის. შესაბამისად, იგი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკ-მაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

მ----- კ--------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს 2018 წლის აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

მ----- კ--------ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

მ----- კ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ----- კ--------ს 2016 წლის 11 ივლისიდან 2016 წლის 19 ივლისის ჩათვლით პატიმრო-ბაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმ-ცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებ-ლოდ.

გაუქმდეს მსჯავრდებულ მ----- კ--------ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხ-სნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა ნ------- კ--------ს (პ/ნ 6----------) სა-კუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ-----------------------–------------- -ში (ზონა - ბ--------------------------------------–----------------------, საკადასტრო კოდი №------------), 20000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულები-დან ერთი თვის ვადაში.

ნივთიერი მტკიცებულება – მ----- კ--------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ჯინსის შორ-ტი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფი-ლებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგე-ნილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება - მ----- კ--------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. "კაპიშო-ნიანი" მოსასხამი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთიერი მტკიცებულება – მ----- კ--------ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი პლასტიკური ბარათი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვა-დით.

ნივთიერი მტკიცებულება – ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს საქ-მეს, საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება – საქმეზე ამოღებული სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, დაუბრუნ-დეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით, საქმე-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili