განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-631-2018 წელი
№110100118002522597
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
11 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ------- ნ------ის,მსჯავრდებულის – ს----- მ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა ს----- მ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
ს----- მ--------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამარ-თლობის არ მქონე, მცხოვრები ხ---------–--------------------–--–-–-ში, მსჯავრდებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენით დანაშაული-სათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხ-ლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
aRwerilobiTi nawili:
ს----- მ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 13:30 საათზე, ხ---------–--------------------–--–-–-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ს----- მ--------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს ნ------- მ--------ეს ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყაში, რის შემდეგაც ნ-------ი მ--------ე შეეცადა განრიდებოდა მეუღლეს და გავიდა აივანზე, თუმცა ს----- მ--------ე უკან გაჰყვა მას და ხის სკამი ესროლა ფეხის არეში. აღნიშული ქმედებებით ნ------- მ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ს----- მ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას რეალური საპატიმრო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ს----- მ--------ემ დანაშაულებ-რივი ქმედება განახორციელა მეუღლის მიმართ. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მა-ღალი რისკი, რომლის აღსაკვეთადაც აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება. ნაკლე-ბად მკაცრი სასჯელის პირობებში რეალურად არსებობს იმის საფრთხე, რომ ს----- მანჯა-ვიძე მომავალში ჩაიდენს ანალოგიურ დანაშაულს. ს----- მ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სხასიათსა და სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს, რომელიც ითხოვს ს----- მ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას რეალური საპატიმრო სასჯელით.
– მსჯავრდებულ ს----- მ--------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანო-ნიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ს----- მ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ს----- მ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს----- მ--------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ს----- მ--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადე-ნილ დანაშაულს, სასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანა-შაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვა-ლეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზ-ღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი ს----- მ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ს----- მ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ს----- მ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამო-საცდელი ვადით.
ს----- მ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელო-ბისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
ს----- მ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო – 2018 წლის 8 ივნისიდან, 2018 წლის 9 ივნისის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ს----- მ--------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგი-ლი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონ-ტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები – შემთხევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სკამი, რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნ-დეს ნ-------ი მ--------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili