განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
100100118002572479
ინსტანცია
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-625-2018 წელი

№100100118002572479

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

16 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ი-–-- გ--–------ის,ადვოკატის – თ-- მ------–-–---–ის,მსჯავრდებულის – ბ----- ხ------–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ბ----- ხ------–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ბ----- ხ------–--ე, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ჭ----------------------------–--------ში, მსჯავრდებულია საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვა-დით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩათ-ვლილი აქვს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებუ-ლი უფლებების შეზღუდვის გარეშე.

aRwerilobiTi nawili:

ბ----- ხ------–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახში ძალადობი-სათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 ივლისს, ჭ---------------–----–----------------–--------ში მცხოვრებმა ბ----- ხ------–--ემ, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთ შეკამათების ნიადაგზე, მარჯვენა ხელის მუშტი ორჯერ, გულ - მკერდისა და მუცლის არეში, დაარტყა და ხელი ძლიერად მოუჭირა მარჯვენა ხელის თითებზე შვილის მეუღლეს - დ------ დ------ეს, რა დროსაც დ------ დ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ფ-------- ს-----ემ, რომელიც თავისი სააპელაციო საჩივ-რით ითხოვს ბ----- ხ------–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმ-რო სასჯელით. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ბ----- ხ------–--ე კონ-ფლიქტურ სიტუაციაშია დ------ დ------ესთან, რაც ზრდის ბ----- ხ------–--ის სა-ზოგადოებრივ საშიშროებას და ქმნის ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრ-თხეს, რასაც შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს. მისი ქმედებით გამოწვეული ზი-ანის შესატყვისია სასჯელის უფრო მკაცრი ზომა, რაც იქნება გონივული პროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. მსჯავრდებულისათ-ვის დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმე-დებას და მსჯავრდებულის პიროვნებას. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა და მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ბ----- ხ------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ-- მ------–-–---–მა, რომელიც შესაგებლით ით-ხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ი-–-- გ--–------ს, რომელიც ითხოვს ბ----- ხ------–--ის მი-მართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით.

– აპელანტს, მსჯავრდებულ ბ----- ხ------–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს თ-- მ------–-–---–ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ბ----- ხ------–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩ-ნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბ----- ხ------–--ისათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადე-ნილი დანაშაული, წარსულში ნასამართლევი და სახდელდადებული არაა, უმუშევარია, ხანდაზმულია, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართ-ლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყი-სები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თა-ვიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინე-ბით, შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაუთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯე-ლი სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განა-ჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი ბ----- ხ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ბ----- ხ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ბ----- ხ------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გა-მოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე.

მსჯავრდებულ ბ----- ხ------–--ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პა-ტიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 08 ივლისიდან 2018 წლის 12 ივლისის ჩათვლით - 5 დღე;

მსჯავრდებულ ბ----- ხ------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გი-რაო გაუქმდეს და მოეხსნას მ------ ხ------–--ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსე-ბულ, ჭ---------–-------------–---–------------------------ში მდებარე, უძრავ ქონებაზე (არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონა-ცემებია: სარეგისტრაციო ზონა ჭ----------------------------–----------------------------–---------------------------------) დადებული ყადაღა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდე-ბულ ბ----- ხ------–--ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili