განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.06.2019
საქმის ნომერი
330310116001210208
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330310116001210208 (3ბ/2975-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მერაბ ლომიძე

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

წარმომადგენელი - ლ-–---------–--ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ---------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ-------–------ი

წარმომადგენელი - ბ------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ------------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით თ-------–------ის და ხ------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 ივნისის N---- განკარგულება.

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება, არასაცხოვრებელი ფართი - 270.09 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N-----------------------) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია თ-------–------ის (1/2 ნაწილი) და ხ------------------ის 1/2 ნაწილი) სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება, არასაცხოვრებელი ფართი - 180 ა 270.09 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N-----------------------) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია თ-------–------ის (1/2 ნაწილი) და ხ------------------ის 1/2 ნაწილი) სახელზე.

 

2.2. საქმეში წარმოდგენილია თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ 1 სართულის საინვენტარიზაციო გეგმა, რომელზეც აღრიცხულია სადავოდ გამხდარი მიშენება.

 

2.3. 2018 წლის 10 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინდა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გასაჩივრდა: 1. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 ნოემბრის N---- ბრძანება; 2. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 ნოემბრის მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა; 3. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 26 თებერვლის მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით N---- შეთანხმებულად ჩაითვალა ვაკე საბურთალოს რაიონში ვ-–----–----–---------------------- მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი და დამზადდა ვაკე-საბურთალოს რ/ნ–ში ვ-–----–----–---------------------- ე.წ. „წითელი ხაზი“. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამზადებულ წითელ ხაზებში ექცევა კორპუსის უდიდესი ნაწილი და მიმდებარე ავტომობილების სადგომები, თუმცა წითელი ხაზების გარეთ რჩება კორპუსში ასასვლელი სამი კიბე და მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენამდე განხორციელებული მიშენება.

 

2.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 10 იანვარს მოქალაქეების თ-------–------ისა და ხ------------------ის მიმართ შედგენილი იქნა მითითება N-----, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------ში მდებარე კორპუსის I სართულზე, არასაცხოვრებელ ფართზე განხორციელებულია უნებართვო მიშენება. დარღვევის გამოსწორების მოქალაქეებს თ-------–------სა და ხ------------------ეს განესაზღვრათ 15 დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

 

2.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 27 იანვარს მოქალაქეების თ-------–------ისა და ხ------------------ის მიმართ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი N-----, რომლითაც დადგინდა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 იანვრის მითითებით მოთხოვნილი პირობები თ-------–------ისა და ხ------------------ის მიერ არ იქნა შესრულებული.

 

2.6. 2014 წლის 25 თებერვლის N------ ოქმის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა 10.01.2014წ. N------ მითითება და 27.01.2014წ. N------ შემოწმების აქტი შედგენილი მოქალაქეების - თ-------–------ისა და ხ------------------ის (ობიექტის მისამართი - ქ. თბილისი, ვ-–----–----–---------------------------------. (საკ. კოდი N-----------------------) მიმართ. სხდომაზე მოქალაქე თ-------–------მა განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი მიშენება 2000 წლამდე განხორციელებულია შპს ,,ე-–------ის“ მიერ და მას არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული მიშენება ფიქსირდება საინვენტარიზაციო გეგმაზე. შესაბამისად ითხოვა მის მიმართ წარმოების შეწყვეტა.

 

2.7. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 15 აპრილს მიღებული იქნა დადგენილება N----- (N------------) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად მოქალაქე თ-------–------ი და მოქალაქე ხ------------------ე ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში (საკ. კოდი N-----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კორპუსის I სართულზე, არასაცხოვრებელ ფართზე უნებართვოდ მიშენების განხორციელებისათვის დაჯარიმდნენ 10 000 (ათი ათასი) ლარით. იმავე დადგენილებით, მოქალაქე თ-------–------სა და მოქალაქე ხ------------------ეს დაევალათ ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში (საკ. კოდი N-----------------------) კორპუსის I სართულზე, არასაცხოვრებელ ფართზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება N----- შედგენილი იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2.8. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება N----- (N------------) 2014 წლის 8 მაისის ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა მოქალაქეების თ-------–------ისა და ხ------------------ის მიერ. ქ. თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 19 ივნისის N---- განკარგულებით მოქალაქეების თ-------–------ისა და ხ------------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება N----- (N------------) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.9. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის N----- დადგენილება და ქ. თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 19 ივნისის N---- განკარგულება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

2.10. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 15 აპრილს მიღებული იქნა დადგენილება N------ (N------------) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად მოქალაქე თ-------–------ი და მოქალაქე ხ------------------ე ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში (საკ. კოდი N-----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კორპუსის I სართულზე, არასაცხოვრებელ ფართზე უნებართვოდ მიშენების განხორციელებისათვის დაჯარიმდნენ 10 000 (ათი ათასი) ლარით. იმავე დადგენილებით, მოქალაქე თ-------–------სა და მოქალაქე ხ------------------ეს დაევალათ ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში (საკ. კოდი N-----------------------) კორპუსის I სართულზე, არასაცხოვრებელ ფართზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება N----- შედგენილი იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „????? ???????“ ??????????? ??????? განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებასა სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მიუხედავად კონკრეტული სამართალდარღვევების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებისა, მასზე ასევე ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზოგადი ნორმები. საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კონკრეტული ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი პირობები: სახეზე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ქმედების ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახ ან გაუფრთხილებლობით) და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამრიგად, მოსარჩელეთა სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მათ მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და სახეზე უნდა იყოს ბრალი (პირის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ). საქმეში დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო დოკუმენტაცია, სადაც ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------ის (საკ. კოდი N-----------------------) პირველ სართულზე არსებული მიშენება აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის შედეგად და მესაკუთრედ მითითებულია შპს ე-–------ი. ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 23 მარტის N06.07.65 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების“ მე-5 პუნქტის თანახმად, ამ სამსახურს დაეკისრა შემდეგ ამოცანათა შესრულება: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით და მათ ხარჯზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათების, ძირითადი და მიმდინარე ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციის სამუშაოების განხორციელება, რომლებშიც უნდა ასახულიყო მათი დეტალური ნახაზები, ექსპლუატაციაში მიღების თარიღი, ძირითად კონსტრუქციებში გამოყენებულ სამშენებლო მასალათა სახეობანი, საცხოვრებელი, საერთო, არასაცხოვრებელი და სამეურნეო ფართობი, შენობა-ნაგებობათა აღდგენითი და ნამდვილი ღირებულება, ფიზიკური და მორალური ცვეთა პროცენტებსა და ფულად გამოსახულებაში, მესაკუთრეთა (მფლობელთა) ვინაობა, საკუთრების დამადასტურებელი საბუთების აღრიცხვიანობა და შენახვა, ცნობა-დახასიათების გაცემა და სხვა. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის N372 ბრძანებულებით (რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის N255 ბრძანებულებით) დამტკიცებული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაციას ახორციელებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურებში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად, ამავე კანონის მე-5 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ სამართალდამრღვევი პირის დადგენისათვის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მნიშვნელობა ენიჭება ორი გარემოების დადგენას: სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის და პასუხისმგებელი პირის დადგენას. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას შეფასება არ მიეცა იმ ფაქტს, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------ის (საკ. კოდი N-----------------------) პირველ სართულზე არსებული მიშენების ტექნიკური ინვენტარიზაციის ფარგლებში აღრიცხვა ეფუძნებოდა თუ არა მიშენების კანონშესაბამისად მიჩნევას, ასევე არასწორად იქნა განსაზღვრული სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩამდენი პირი, ვინაიდან სადავო მიშენება განხორციელებულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლების წარმოშობამდე. ადმინისტრაციული კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

2.12. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 ივნისის N---- განკარგულება წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მათი გამოცემისას არ არის გამოკვლეული ის არსებითი გარემოებები, რაც აუცილებელია პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისა და სამართალდარღვევის გამოსწორების დავალებისათვის. აღნიშნული ქმნის წინამძღვრებს მისი ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გასაჩივრებულ ნაწილში. სასამართლომ გამოიყენა კანონი „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც შემხებლობაში არ არის მშენებლობის კანონიერებასთან, ხოლო მუხლი, რომელიც სასამართლომ მიუთითა - მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, საერთოდ არ არსებობს კანონში. შესაბამისად, გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, ეს გარემოება კი, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილებით თ--------–------ი და ხ------------------ე დაჯარიმდნენ 10 000 ლარით, ქ. თბილისში, ვ-–----–----–--------------------------------–---------------ში კორპუსის პირველ სართულზე არასაცხოვრებელი ფართის მიშენებისათვის. აღნიშნული დადგენილება ძალაში იქნა დატოვებული ქ. თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 19 ივნისის N---- განკარგულებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2014 წლის 19 ივნისის დადგენილება თ--------–------ის და ხ------------------ის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის N----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 19 ივნისის N---- განკარგულება. თბილისის საქალაქო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სამართალდამრღვევი პირის დადგენისათვის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მნიშვნელობა ენიჭება ორი გარემოების დადგენას: სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის და პასუხსიმგებელი პირის დადგენას. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის გამოცემისას შეფასება არ მიეცა ფაქტს - ქ. თბილისში, ვ-–----–----–---------------–-----------------––--------------ის პირველ სართულზე არსებული მიშენების ტექნიკური ინვენტარიზაციის ფარგლებში აღრიცხვა ეფუძნებოდა თუ არა მიშენების კანონშესაბამისად მიჩნევას, ასევე არასწორად იქნა განსაზღვრული სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩამდენი პირი, ვინაიდან სადავო მიშენება განხორციელებულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლების წარმოშობამდე.

 

3.2. აპელანტი მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით. ხსენებული მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა.შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, ახალი მშენებლობით ადგილი აქვს მიწის ნაკვეთზე, სადაც არ არსებობდა შენობა-ნაგებობა, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების მთლიანად უნებართვოდ განთავსებას (განხორციელდა კორპუსზე მიშენება), შესაბამისად, სადავო სამშენებლო სამუშაო უნდა მოექცეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, დაცული იქნება სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მიზნები, პრინციპები და არ დარჩება რეგულირების მიღმა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა (გარკვეული სახის უნებართვო მშენებლობა).

 

3.3. აპელანტის განმარტებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს დიფერენცირებას იმის მიხედვით, თუ ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები უნებართვოდ. კერძოდ, სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამგვარი ქმედების განხორციელება იწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო, კერძო საკუთრებაზე - 8 000 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულ იქნა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს 10 000 ლარის ოდენობით სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ უნებართვო მიშენება ასახულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში, აპელანტი განმარტავს, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის შედეგად აღირიცხებოდა როგორც კანონიერი ასევე, უკანონო ნაგებობოები, შესაბამისად, ნაგებობის კანონიერების შესახებ მითითებული უნდა ყოფილიყო ტექნიკური ინვენტრიზაციის დოკუმენტში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მხოლოდ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მიშენების არსებობა მისი კანონიერების დამადასტურებელი ჩანაწერის გარეშე არ ნიშნავდა ნაგებობის კანონიერებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სადავო მიშენება სცილდება კორპუსის წითელ ხაზებს და გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება სამართალდამრღვევის სუბიექტის არასწორად განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნულ ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, ადმინისტრციული ორგანო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე, პასუხისმგებლობა ეკისრება სამართალდამრღვევ პირს. იმ გარემოებას, თუ ვინ შეიძლება იყოს დამრღვევი, კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.

 

3.4. აპელანტი მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მოსარჩელეები მითითების შედგენის მომენტისთვის, ისევე, როგორც სადავო დადგენილების მიღების დროისათვის, წარმოადგენდნენ იმ ბინის მესაკუთრეებს, რაზეც განხორციელებულ იქნა უნებართვო მიშენება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ასევე, არასწორად იქნა გადანაწილებული მტკიცების ტვირთი მხოლოდ, ადმინისტრაციულ ორგანოზე ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს; ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზებას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ხსენებული ნორმის შესაბამისად, ერთი მტკიცებულებაც კი ვერ იქნა წარდგენილი, რაც შეიძლება გამხდარიყო სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.5. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გასაჩივრებულ ნაწილში.

 

3.6. აპელანტის განმარტებით, უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილებით თ-------–------ი და ხ------------------ე დაჯარიმდნენ 10 000 ლარით, ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------–-----------------––---------------ში კორპუსის პირველ სართულზე არასაცხოვრებელი ფართის მიშენებისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის N3/72-16 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის N----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2016 წლის 19 ივნისის N---- განკარგულება. სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სამართალდამრღვევი პირის დადგენისათვის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მნიშვნელობა ენიჭება ორი გარემოების დადგენას: სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის და პასუხისმგებელი პირის დადგენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას შეფასება არ მიეცა ფაქტს - ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------–-----------------––---------------ის პირველ სართულზე არსებული მიშენების ტექნიკური ინვენტარიზაციის ფარგლებში აღრიცხვა, ეფუძნებოდა თუ არა მიშენების კანონშესაბამისად მიჩნევას, ასევე, არასწორად იქნა განსაზღვრული სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩამდენი პირი, ვინაიდან სადავო მიშენება განხორციელებულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლების წარმოშობამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განმარტებასთან დაკავშირებით, აპელანტი მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე -10 000 ლარით. ხსენებული მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, ახალი მშენებლობით ადგილი აქვს მიწის ნაკვეთზე, სადაც არ არსებობდა შენობა-ნაგებობა, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების მთლიანად უნებართვოდ განთავსებას (განხორციელდა კორპუზე მიშენება), შესაბამისად, სადავო სამშენებლო სამუშაო უნდა მოექცეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფლი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში დაცული იქნება სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მიზნები, პრინციპები და არ დარჩება რეგულირების მიღმა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა (გარკვეული სახის უნებართვო მშენებლობა).

 

3.7. აპელანტი მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დიფერენცირებას იმის მიხედვით, თუ ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები უნებართვოდ, კერძოდ, სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამგვარი ქმედების განხორციელება იწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო კერძო საკუთრებაზე - 8 000 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულ იქნა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ხსენებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს 10 000 ლარის ოდენობით სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ უნებართვო მიშენება ასახულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში, ტექნიკური ინვენტარიზაციის შედეგად აღირიცხებოდა როგორც კანონიერი, ისე უკანონო ნაგებობები, შესაბამისად, ნაგებობის კანონიერების შესახებ მითითებული უნდა ყოფილიყო ტექნიკური ინვენტრიზაციის დოკუმენტში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მიშენების არსებობა მისი კანონიერების დამადასტურებელი ჩანაწერის გარეშე არ ნიშნავდა ნაგებობის კანონიერებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სადავო მიშენება სცილდება კორპუსის წითელ ხაზებს და გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. თუნდაც ის გარემოება, რომ შენობა (რომელიც სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კანონიერად) სცდება კორპუსის წითელ ხაზებს, ქმნის საფუძველს, დაწყებულ იქნეს შესაბამისი პროცედურები სამართალდარღვევის ფაქტზე.

 

3.8. აპელანტის მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება სამართალდამრღვევის სუბიექტის არასწორად განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნულ ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, ადმინისტრციული ორგანო განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე, პასუხისმგებლობა ეკისრება სამართალდამრღვევ პირს. იმ გარემოებას, თუ ვინ შეიძლება იყოს, სამშენებლო სამართალდამრღვევი, კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კერძოდ, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები მითითების შედგენის მომენტისთვის, ისევე, როგორც სადავო დადგენილების მიღების დროისათვის წარმოადგენდნენ იმ ბინის მესაკუთრეებს რაზეც განხორციელებული იქნა უნებართვო მიშენება. ადმინისტრაციული წარმოების მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა სადავო ობიექტის სხვის მიერ მშენებლობის ფაქტს, შესაბამისად, სწორედ მსგავს შემთხვევებში ითვალისწინებს კანონმდებელი მესაკუთრის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გადანაწილებული მტკიცების ტვირთი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზებას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებით სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და სამართლებრივად გამართლებული აღმოჩნდება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ერთი მტკიცებულებაც კი ვერ იქნა წარდგენილი, რაც შეიძლება გამხდარიყო სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება, არასაცხოვრებელი ფართი - 270.09 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N-----------------------) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია თ-------–------ის (1/2 ნაწილი) და ხ------------------ის 1/2 ნაწილი) სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონება, არასაცხოვრებელი ფართი - 180 ა 270.09 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N-----------------------) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია თ-------–------ის (1/2 ნაწილი) და ხ------------------ის 1/2 ნაწილი) სახელზე.

 

4.3. საქმეში წარმოდგენილია თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ 1 სართულის საინვენტარიზაციო გეგმა, რომელზეც აღრიცხულია სადავოდ გამხდარი მიშენება.

 

4.4. 2018 წლის 10 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინდა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც გასაჩივრდა: 1. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 ნოემბრის N---- ბრძანება; 2. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 ნოემბრის მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა; 3. ქ. თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 26 თებერვლის მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით N---- შეთანხმებულად ჩაითვალა ვაკე საბურთალოს რაიონში ვ-–----–----–---------------------- მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის პროექტი და დამზადდა ვაკე-საბურთალოს რ/ნ–ში ვ-–----–----–---------------------- ე.წ. „წითელი ხაზი“. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამზადებულ წითელ ხაზებში ექცევა კორპუსის უდიდესი ნაწილი და მიმდებარე ავტომობილების სადგომები, თუმცა წითელი ხაზების გარეთ რჩება კორპუსში ასასვლელი სამი კიბე და მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენამდე განხორციელებული მიშენება.

 

4.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 10 იანვარს მოქალაქეების თ-------–------ისა და ხ------------------ის მიმართ შედგენილი იქნა მითითება N-----, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------ში მდებარე კორპუსის I სართულზე, არასაცხოვრებელ ფართზე განხორციელებულია უნებართვო მიშენება. დარღვევის გამოსწორების მოქალაქეებს თ-------–------სა და ხ------------------ეს განესაზღვრათ 15 დღიანი ვადა ობიექტის დემონტაჟისათვის ან მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

 

4.6. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 27 იანვარს მოქალაქეების თ-------–------ისა და ხ------------------ის მიმართ შედგენილი იქნა შემოწმების აქტი N-----, რომლითაც დადგინდა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 იანვრის მითითებით მოთხოვნილი პირობები თ-------–------ისა და ხ------------------ის მიერ არ იქნა შესრულებული.

 

4.7. 2014 წლის 25 თებერვლის N------ ოქმის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა 10.01.2014წ. N------ მითითება და 27.01.2014წ. N------ შემოწმების აქტი შედგენილი მოქალაქეების - თ-------–------ისა და ხ------------------ის (ობიექტის მისამართი - ქ. თბილისი, ვ-–----–----–---------------------------------. (საკ. კოდი N-----------------------) მიმართ. სხდომაზე მოქალაქე თ-------–------მა განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი მიშენება 2000 წლამდე განხორციელებულია შპს ,,ე-–------ის“ მიერ და მას არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული მიშენება ფიქსირდება საინვენტარიზაციო გეგმაზე. შესაბამისად ითხოვა მის მიმართ წარმოების შეწყვეტა.

 

4.8. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 15 აპრილს მიღებული იქნა დადგენილება N----- (N------------) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის თანახმად მოქალაქე თ-------–------ი და მოქალაქე ხ------------------ე ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში (საკ. კოდი N-----------------------) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კორპუსის I სართულზე, არასაცხოვრებელ ფართზე უნებართვოდ მიშენების განხორციელებისათვის დაჯარიმდნენ 10 000 (ათი ათასი) ლარით. იმავე დადგენილებით, მოქალაქე თ-------–------სა და მოქალაქე ხ------------------ეს დაევალათ ქ. თბილისში, ვ-–----–----–----------------------------------ში (საკ. კოდი N-----------------------) კორპუსის I სართულზე, არასაცხოვრებელ ფართზე უნებართვოდ განხორციელებული მიშენების დემონტაჟი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება N----- შედგენილი იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

4.9. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება N----- (N------------) 2014 წლის 8 მაისის ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა მოქალაქეების თ-------–------ისა და ხ------------------ის მიერ. ქ. თბილისის მერის მოადგილის 2014 წლის 19 ივნისის N---- განკარგულებით მოქალაქეების თ-------–------ისა და ხ------------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება N----- (N------------) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.10. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს ეწინააღმდეგებოდნენ, ასევე, ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდნენ მოსარჩელეების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.13. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „????? ???????“ ??????????? ??????? განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებასა სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. იმავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და მიუხედავად კონკრეტული სამართალდარღვევების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმებისა, მასზე ასევე ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ზოგადი ნორმები. საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კონკრეტული ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი პირობები: სახეზე უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; ქმედების ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახ ან გაუფრთხილებლობით) და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამრიგად, მოსარჩელეთა სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მათ მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა და სახეზე უნდა იყოს ბრალი (პირის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ). საქმეში დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საარქივო დოკუმენტაცია, სადაც ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------ის (საკ. კოდი N-----------------------) პირველ სართულზე არსებული მიშენება აღრიცხულია ტექნიკური ინვენტარიზაციის შედეგად და მესაკუთრედ მითითებულია შპს ე-–------ი. ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 23 მარტის N06.07.65 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულების“ მე-5 პუნქტის თანახმად, ამ სამსახურს დაეკისრა შემდეგ ამოცანათა შესრულება: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით და მათ ხარჯზე მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური აღრიცხვა-დახასიათების, ძირითადი და მიმდინარე ინვენტარიზაცია-პასპორტიზაციის სამუშაოების განხორციელება, რომლებშიც უნდა ასახულიყო მათი დეტალური ნახაზები, ექსპლუატაციაში მიღების თარიღი, ძირითად კონსტრუქციებში გამოყენებულ სამშენებლო მასალათა სახეობანი, საცხოვრებელი, საერთო, არასაცხოვრებელი და სამეურნეო ფართობი, შენობა-ნაგებობათა აღდგენითი და ნამდვილი ღირებულება, ფიზიკური და მორალური ცვეთა პროცენტებსა და ფულად გამოსახულებაში, მესაკუთრეთა (მფლობელთა) ვინაობა, საკუთრების დამადასტურებელი საბუთების აღრიცხვიანობა და შენახვა, ცნობა-დახასიათების გაცემა და სხვა. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის N372 ბრძანებულებით (რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 მაისის N255 ბრძანებულებით) დამტკიცებული საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებისა და „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაციას ახორციელებდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ყოფილი მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ზონის რეგისტრატურებში რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულად, ამავე კანონის მე-5 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებში ლიკვიდაციამდე რეგისტრირებული უფლებები მიიჩნეოდა საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის განხორციელების საფუძვლად. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა, რომ სამართალდამრღვევი პირის დადგენისათვის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მნიშვნელობა ენიჭება ორი გარემოების დადგენას: სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტის და პასუხისმგებელი პირის დადგენას. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას შეფასება არ მიეცა იმ ფაქტს, ქ. თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------ის (საკ. კოდი N-----------------------) პირველ სართულზე არსებული მიშენების ტექნიკური ინვენტარიზაციის ფარგლებში აღრიცხვა ეფუძნებოდა თუ არა მიშენების კანონშესაბამისად მიჩნევას, ასევე არასწორად იქნა განსაზღვრული სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების ჩამდენი პირი, ვინაიდან სადავო მიშენება განხორციელებულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლების წარმოშობამდე. ადმინისტრაციული კოდექსის 17.2 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 15 აპრილის დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 19 ივნისის N---- განკარგულება წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მათი გამოცემისას არ არის გამოკვლეული ის არსებითი გარემოებები, რაც აუცილებელია პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისა და სამართალდარღვევის გამოსწორების დავალებისათვის. აღნიშნული კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ქმნის წინამძღვრებს მისი ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერაბ ლომიძე