განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
050100118002606429
ინსტანცია
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-594-2018 წელი

№050100118002606429

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – რ----- შ----ის,ადვოკატის – ნ---- ნ----ის,მსჯავრდებულის – ი----- ხ---–--ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ი----- ხ---–--ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ი----- ხ---–--ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ. ბ------–------------------------------ში, ფაქტობრივად მცხო-ვრები ლ--------–----------–-----–-------ში, მსჯავრდებულია ოზურგეთის რაიონული სა-სამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებუ-ლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორ-მოცდაათი) საათის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ი----- ხ---–--ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ----- ტ----------ე 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ.ლ---------ში მცხოვრებ ი----- ხ---–--ესთან. ვინიდან ნ----- ტ----------ე იყო დედისერთა, ქორ-წინების დღიდან ი----- ხ---–--ე ცხოვრობდა ლ----------------–----–----------------–-----–-------ში, ნ----- ტ----------ისა და მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში. შეუღლე-ბიდან ერთი წლის შემდეგ, ანუ 2009 წლიდან, ი----- ხ---–--ე გახდა ალკოჰოლზე დამო-კიდებული, რის შემდეგ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ი----- ხ---–--ე ნ----- ტ-----------ეს ლ----------------–----–----------------–-----–-------ში, საცხოვრებელ სახლში თუ საცხოვრებელი სახლის ეზოში, იმ მოტივით, რომ მას გააჩნდა ცუდი ხასიათი, ვერ იტანდა ალკოჰოლს, 2017 წლის იანვრის თვემდე, როგორც არასრულწლოვანი შვილის, 2011 წლის 19 იანვარს დაბადებული გ------- ხ---–--ის თანდასწრებით, ასევე მის გა-რეშე, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამარ-თით, გამოხატავდა აგრესიას, უბრალო საყოფაცხოვრებო საკითხებზე უყვიროდა, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა სულიერ ტანჯვასა და დამცირებას. ი----- ხ---–---ესა და ნ----- ტ----------ეს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა 2016 წლიდან 2017 წლის იანვრამდე დროის პერიოდში, რა დროსაც ი----- ხ---–--ე, იმ მოტივით, რომ მას გააჩნდა ცუდი ხასიათი და ვერ იტანდა ალკოჰოლს, ნ----- ტ----------ეს ლ----------------–----–----------------–-----–-------ში საცხოვრებელ სახლში, თუ საცხოვრებელი სახ-ლის ეზოში, მათი არასრუწლოვანი შვილის 2011 წლის 19 იანვარს დაბადებული გ------- ხ---–--ის თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეუარცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, გამოხატავდა აგრესიას, უბრალო, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უყვიროდა, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და დამცი-რებას. ი----- ხ---–--ემ, 2017 წლის იანვრის თვეში ჩაიტარა მკურნალობა, რის შემდეგ მას ალკოჰოლი 2018 წლის 20 ივლისამდე აღარ მიუღია, თუმცა 2018 წლის 20 ივლისს კვლავ მიიღო ალკოჰოლი, რა დროსაც ლ----------------–----–----------------–-----–-------ში, ნ----- ტ----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში 2011 წლის 19 იანვარს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის გ------- ხ---–--ის თანდასწრებით ნ----- ტ----------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა სულიე-რი ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. კერძოდ, ი----- ხ---–--ე დაახლოებით 21 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სახლში, უმიზეზოდ დედის მისამართით აგინა ნ----- ტ----------ეს და ეზოში ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა სახის არეში, შემდეგ მაგიდიდან აიღო რკინის ჯამი და ძლიერად ჩაარტყა თავში. მიყენებული დარტყმების შედეგად ნ----- ტ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები, ხოლო შეურაცხყოფის გამო – ტანჯვა და დამცირება. მომხდარის გამო ნ----- ტ----------ე დახმარებისათვის დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს, რის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლების თანდას-წრებით ი----- ხ---–--ემ ნ----- ტ---------ეს დაარტყა გაშლილი ხელი სახის მარცხენა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა რ----- შ----ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს ი----- ხ---–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯე-ლით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ი----- ხ---–--ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის საკმარისი სასჯელის მიზნების განხორციელებისათვის. მსჯავრდებუ-ლისაგან კვლავ მოსალოდნელია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ი----- ხ---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი, მის მიერ განხორციელებული ქმედებიდან, საქმის გარე-მოებებიდან გამომდინარე არის მსუბუქი და არასამართლიანი.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა ი----- ხ---–--ემ, რომელიც ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაცივო საჩივარი და გასაჩივრებული განა-ჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ რ----- შ----ეს, რომელიც ითხოვს ი----- ხ---–--ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლას საპატიმრო სასჯელით.

– მსჯავრდებულ ი----- ხ---–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ---- ნ----ეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ი----- ხ---–--ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-ორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი----- ხ---–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ი----- ხ---–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ი----- ხ---–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის წარსულში ნასამართლევი, ასევე გაითვალისწინა საქარ-თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით, რაც შეუმცირა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვა-ლისწინებით და შეუფარდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდა-ათი) საათის ვადით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრუ-ლად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილ-ში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი ი----- ხ---–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ი----- ხ---–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ი----- ხ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საა-თის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი----- ხ---–--ეს, 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 09 აგვისტომდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვ-როს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

გაუქმდეს მსჯავრდებულ ი----- ხ---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ყადაღა გირაოს უზრუნველსაყოფად, კ-------–- ჩ----ის (პ/ნ 2----------), ა----- ჩ----ის (პ/ნ 2----------) და მ-----– ჩ----ის (პ/ნ 2----------|) სა-კუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ლ--------–-------------–------, საკ-ადასტრო კოდით 2----------------------–--------------------------------–---------------------–------------------) 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე და დაუბრუნ-დეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი----- ხ---–--ის მიმართ, ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

ნივთიერი მტკიცებულება – DVD დისკი, რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამ-მართველოში, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ნივთიერი მტკიცებულება – წყლის ჯამი, რომელიც ინახება ლანჩხუთის რაიონულ სამ-მართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili