განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2018
საქმის ნომერი
080100116002562776
ინსტანცია
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100116002562776

საქმე №1/ბ-390-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივნისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე),თეიმურაზ სვანიძე, მარინა სირაძე

 

სხდომის მდივნის – მარინა მაკარიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- ც-------ის

ადვოკატის _ ი---- ა------------ის, ნ------- ნ----–------ის, ა---- ჯ----–--ის

გამართლებულის _ გ--------- თ------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ნ----- კ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------) გ--------- თ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------------------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 3----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------------–----–-–-------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------- თ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით და მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ--------- თ------ე 2004 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ხოლო 2015 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად.

 

2016 წლის 7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------- თ------ემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დ------ ს---------, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ--------- თ------ემ დ------ ს--------- უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ ი-----ის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დ------ ს---------ს დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას.

 

გ--------- თ------ის მუქარამ გამოიწვია ქურდობისათვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფი დ------ ს---------ს შიში, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, გ--------- თ------ე შეასრულებდა მუქარას. აღნიშნულის შედეგად, დ------ ს---------მ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება, დაწერა გამოსათხოვარი წერილი, სადაც ეწერა, თუ რატომ გადაწყვიტა სუიციდი და საცხოვრებელი სახლის ეზოში, თ-----ს ხეზე ღვედით ჩამოიხრჩო თავი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--------- თ------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განაჩენით:

 

გ--------- თ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--------- თ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ გ--------- თ------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

· ზ---- ჩ-----ს მიერ წარმოდგელი ვიდეოფაილები, ჩაწერილი CD-R დისკზე; მობიტელიდან გამოგზავნილი ინფორმაცია ერთ CD დისკზე; საქართველოს ბანკის სამტრედიის ფილიალიდან გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ CD დისკზე _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი _ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

· რვეული და ერთი ცალი საწერკალამი _ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

· დ------ ს---------ს წერილი და მასალები 44 ფურცლად _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· დ------ ს---------ს გვამიდან მოხსნილი ნაჭრის თოკი _ უნდა განადგურდეს.

· დ------ ს---------ს გვამიდან ამოღებული ხელის ფრჩხილების ნიმუშები; ბოჭკოების მიკრონაწილაკები, ამოღებული დ------ ს---------ს ფრჩხილების ფრაგმენტებიდან; ავტომობილის სავარძლების დასაჯდომებიდან, საზურგიდან და ბალიშიდან აღებული მიკრონაწილაკები _ უნდა განადგურდეს.

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა _ უნდა განადგურდეს.

· მოწმე მ--–---- ხ----–---–ის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ყუთი _ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

· შ-------------დან“ ამოღებული გირავნობის ხელშეკრულებები _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· დ------ ს---------ს ტანსაცმელი _ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

· გარე მეხსიერების მოწყობილობა _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· გ--- მ------ისგან აღებული ხელწერილის ნიმუშები და გ--- მ------ის მიერ შესრულებული წერილი _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· ნ---- ჯ-------ს დაკითხვის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, „07“ დისკზე _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· დ------ ს---------ს საფულე _ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

· დ------ ს---------ს სიგარეტი _ უნდა განადგურდეს.

· კომპიუტერული ექსპერტიზის დანართი _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დათვალიერებული სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი 1 DVD დისკზე _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· ტოტალიზატორ ,----------–----ის” სამტრედიის ფილიალის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 1 DVD დისკზე; ტოტალიზატორ ”-–----------ის” ჩანაწერები 2 DVD დისკზე; აგს „----------იის“ გარე სათვალთვალო სისტემის ჩანაწერები 2 ჩანაწერი 1 დისკზე; ი----------–--------ს გარე სათვალთვალო სიტემის ჩანაწერი 1 DVD დისკზე; სს „-------------ის“ სამტრედიის ფილიალის გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 1 DVD დისკზე; ვიდეოპორტალ „MYVIDEO“-ს ვებ.გვერდიდან ჩამოტვირთული ვიდეოფაილი 1 დისკზე _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ნ----- კ-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ--------- თ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შემდეგი საფუძვლებით:

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზებითა და ურთიერთშეჯერებით ნათელია, რომ გ--------- თ------ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ მიიყვანა დ------ ს--------- თვითმკვლელობამდე, ასევე დადასტურდა საჯარო მოხელის _ გ--------- თ------ის მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, რამაც დ------ ს---------ს უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 07 აგვისტოს გ--------- თ------ე მორიგე იყო, რა დროსაც დაურეკა დ------ ს---------ს და სამსახურში დაიბარა. იგი სამტრედიის რაიონული სამმართველოს მისაღებში ელოდებოდა დ------ ს---------ს. მასზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ--------- თ------ემ სამორიგეოს მაგიდის უჯრიდან ამოიღო ხელბორკილი და შეამოწმა მისი მუშა მდგომარეობაში ყოფნა. როდესაც დ------ ს--------- სამმართველოს შენობაში მივიდა და კიბეებზე ადიოდა, გ--------- თ------ემ იმის ნაცვლად, რომ შენობაში შეეყვანა, მიაბრუნა კიბეებიდან და წაიყვანა თავისი სამსახურებრივი მანქანის მიმართულებით, ჩასვა იგი აღნიშნულ ავტომობილში და გაემართა ქალაქის გასასვლელისკენ, სოფელ ი-----ის მიმართულებით, რაც დასტურდება სამტრედიის რაიონული სამმართველოს, ი---------------–-–---ს, ტოტალიზატორ ,--–----------ის”, შ------------------–---------------ს” ავტოგასამართი სადგურის ი----------–--------ს, ს------------------ს”, ს---------------–--------ის” და ტოტალიზატორ ,----------–----ის” გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით. მანქანაში გ--------- თ------ემ სცემა დ------ ს---------, მოსთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა კ---–-––ი, ს---------ში და დ-------ში. ამასთან, დაემუქრა, რომ თუ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, იმას დააბრალებდა, რაც არ ჩაუდენია, წაიყვანა სოფელ ი-----ის მიმართულებით და დაემუქრა, რომ იქ მოკლავდა. აღნიშნულზე ინფორმაციას იძლევა დ------ ს---------ს მიერ გარდაცვალებამდე დაწერილი წერილი, რომელიც ხელწერის ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნისა და მისი ჩამტარებელი ექსპერტის, ც---- ზ-------ს ჩვენების თანახმად, ნამდვილად დ------ ს---------ს მიერ არის შესრულებული. მას შემდეგ, რაც გ--------- თ------ეს გაუჩნდა მოლოდინი, რომ მისმა მუქარამ და ცემამ შედეგი გამოიღო და დ------ ს--------- მიაწვდიდა ინფორმაციას, თუ ვის ჰქონდა მარიხუანა დათესილი, დ------ ს---------სთან ერთად დაბრუნდა უკან, ისევ სამტრედიის რაიონული სამმართველოს შენობისკენ. მისაღებში შესვლის შემდეგ გ--------- თ------ემ თავის პირვანდელ ადგილზე დააბრუნა ხელბორკილი, რომელიც დ------ ს---------ზე ზემოქმედების მოსახდენად წაიღო და უკვე აღარ სჭირდებოდა. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 07 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, გ--------- თ------ესთან შეხვედრამდე, დ------ ს--------- იყო კარგ განწყობაზე, მას ჰქონდა მოკლევადიანი გეგმებიც, გ--------- თ------ესთან შეხვედრამ, მისმა მუქარამ და ცემამ კი იგი ფსიქოლოგიურ კრიზისში ჩააგდო და ნაცვლად გეგმების შესრულებისა, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიაღებინა.

 

სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დ------ ს---------ს წერილში მითითებული ინფორმაცია, რომელიც გამყარებულია სხვა ისეთი მტკიცებულებებით, როგორიცაა ხელწერის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება; სამტრედიის რაიონული სამმართველოს, ი---------------–-–---ს, ტოტალიზატორ ,--–----------ის”, შ------------------–---------------ს” ავტოგასამართი სადგურის, ი----------–--------ს, ს------------------ს, ს---------------–--------ის” და ტოტალიზატორ ,----------–----ის” სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები; დ------ ს---------სა და გ--------- თ------ის სატელეფონო ნომრების ამონაწერი; გარდაცვლილის მობილურზე და სიმბარათზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა და სხვა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები. ისინი ქმნიან ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

გ--------- თ------ის მხრიდან დ------ ს---------ზე განხორციელებული ქმედება, რამაც ეს უკანასკნელი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ამასთან, ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, კერძოდ:

 

გ--------- თ------ემ, 2016 წლის 07 აგვისტოს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის დაუცველად დაიბარა დ------ ს--------- პოლიციის სამმართველოში, რისი მიზანიც იყო ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მას პოლიციის შენობაში არცკი შეუყვანია დ------ ს---------, ისე ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში და წაიყვანა სოფელ ი-----ისკენ, რა დროსაც მოსთხოვა ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა კ---–-––ი, დ-------ში და ს---------ში. თან დაემუქრა, რომ თუ ამ ინფორმაციას არ მიაწვდიდა, იმას დააბრალებდა, რაც არ ჩაუდენია, ცემა მანქანაში და დაემუქრა, რომ იქ მოკლავდა.

 

,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი უფლებამოსილია გამოიყენოს პირთა მხოლოდ ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება. ამდენად, პოლიციელ გ--------- თ------ეს არ ჰქონდა უფლება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, დანაშაულის დაბრალებითა და მოკვლით დამუქრებოდა დ------ ს---------ს, ფიზიკური ძალა გამოეყენებინა მის მიმართ და ეცემა იგი. გ--------- თ------ის ქმედებით დაირღვა დ------ ს---------ს არსებითი ინტერესი, ხელყოფილი იქნა მისი პატივი და ღირსება, ასევე სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე, საქმის განხილვაში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ დ----- ც-------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა გ--------- თ------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ი---- ა------------ემ, ნ------- ნ----–------ემ და ა---- ჯ----–--ემ ითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გ--------- თ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები კი, რომლებსაც ეფუძნება გ--------- თ------ისთვის წარდგენილი ბრალდება, ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ გ--------- თ------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ:

 

საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის 2016 წლის 17 აგვისტოს წერილის თანახმად, გ--------- თ------ე 2004 წლის 11 ივნისიდან 2004 წლის 18 ოქტომბრამდე და 2005 წლის 29 აგვისტოდან 2016 წლის 16 აგვისტომდე მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. იგი სარგებლობდა სამსახურებრივი ავტომანქანით _ „TOYOTA-HILUX”, სახელმწიფო ნომრით A-------

 

საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 01 ოქტომბრის №2------ ბრძანებიდან ამონაწერით ირკვევა, რომ მითითებული ბრძანებით გ--------- თ------ე დაინიშნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 16 აგვისტოს №2------ ბრძანებიდან ირკვევა, რომ სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ--------- თ------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნა შსს კადრებიის განყოფილებაში.

 

საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის 2016 წლის 29 აგვისტოს წერილის მიხედვით, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გ--------- თ------ე ფუნქციონალური განაწილების თანახმად, ემსახურებოდა სამტრედიის რაიონის სოფლებს _ დ-------ს, ო-----სა და წ---------ს.

 

საქმეში არსებული №1------ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, 19:29 საათზე, „112“-ში მოქ. დ----- ნ--------ისგან შევიდა შეტყობინება სამტრედიის რაიონის სოფელ დ-------ში სუიციდის ფაქტის შესახებ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, 21:00 საათიდან 21:50 საათამდე დროის მონაკვეთში, შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, გ------- ნ-–--–-–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა სამტრედიის რაიონის სოფელ დ-------ში და წარმოადგენდა აწ/გარდაცვლილი დ------ ს---------ს საცხოვრებელი სახლის ეზოს. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან აღმოსავლეთით 64 მეტრში იდგა თ-----ს ხე, რომლის ძირის დასავლეთით, ბალახიან მიწაზე თავით სამხრეთით და ფეხებით ჩრდილოეთით, დასვენებული იყო დ------ ს---------ს გვამი, რომელსაც ყელზე მობმული ჰქონდა 5,5 მეტრი სიგრძის თოკი. გვამს კისერზე აღენიშნებოდა სტრანგულაციური ღარი, რომელიც იყო ჩაწითლებულ-ჩასისხლიანებული. თ-----ს ხესა და გვამს შორის, ხიდან 15 სანტიმეტრში მიწაზე იდო 29.5 სმ სიგრძის ცალლესული უტარო დანა, ხოლო ჩრდილოეთით 1,5 მეტრში _ მოლურჯო ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში. დათვალიერების შემდეგ გვამი გადატანილი იქნა ქ.ქუთაისში, სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად.

 

დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- ნ-–--–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.

 

მოწმე ზ---- ჩ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ.სამტრედიის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში. 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 19-20 საათზე, 112-დან შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ დ-------ში ახალგაზრდა მამაკაცი იყო ხეზე ჩამოკიდებული. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე ხელმძღვანელობის მიერ დაევალა მითითებულ მისამართზე გასვლა და დახმარების აღმოჩენა. იგი თანამშრომლებთან _ ხ---- მ----ესთან და თ------ რ---–---–თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პატრულის თანამშრომლები. ეზოში შესასვლელიდან დაახლოებით 20-25 მეტრის მოშორებით, ხეზე საბუქსირე ღვედით ჩამოკიდებული იყო ახალგაზრდა მამაკაცის, როგორც შემდეგ გაირკვა, დ------ ს---------ს გვამი, რომელიც მან ჩამოხსნა ხიდან კისერზე თოკის მოუხსენლად.

 

მოწმე ო---------------- ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სოფელ დ-------ში, სადაც მის მეზობლად ცხოვრობდა აწ/გარდაცვლილი დ------ ს---------. 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე, იგი სტუმრად მივიდა ასევე მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილთან _ დ----- ნ--------ესთან, საიდანაც დაახლოებით 19 საათზე ბრუნდებოდა სახლში მოკლე გზით, რა დროსაც უნდა გაევლო დ------ ს---------ს ეზო. როდესაც შევიდა სტურუების ეზოში, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ დაინახა თ-----ს ხეზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა კაცი, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა დ------ ს---------. იგი შეშინებული დაბრუნდა უკან თავის ნათესავებთან, მოუყვა მის მიერ ნანახის შესახებ და თხოვა პოლიციაში დაერეკათ. მათ მაშინვე დარეკეს 112-ში და რამდენიმე წუთში მივიდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც გვამი ჩამოხსნეს ხიდან.

 

ანალოგიური დასტურდება დ----- ნ--------ისა და მისი მეუღლის _ მ------ ნ----------–ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებებით.

 

მოწმე დ----- ნ--------ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ დ------ ს---------ს გვამის აღმოჩენამდე, 2016 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით ღამის ორ საათზე იმყოფებოდა თავისი სახლის აივანზე და სიგარეტს ეწეოდა. ამ დროს შენიშნა, რომ ვიღაც ფარნით ჩამოდიოდა დ------ ს---------ს ეზოდან. იქვე ავტომანქანა იყო გაჩერებული. უცნობმა ჰკითხა _ ესენი ხომ არ დაგინახავსო, რაზეც უარით უპასუხა და სახლში შებრუნდა.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, დ----- ქ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, ის და მისი თანამშრომელი გ--------- თ------ე, დაახლოებით 22 საათზე გავიდნენ შემოვლაზე. მათ უნდა განეხორციელებინათ სოფლების _ დ-------ის, გ----ს და ს---------ს შემოვლა. გ--------- თ------ემ მანქანაში რამდენჯერმე სცადა ტელეფონით ვიღაცასთან დაკავშირება, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. დაახლოებით ღამის 01 საათიდან 02 საათამდე დროის მონაკვეთში ისინი მოძრაობდნენ სოფელ დ-------ის ტერიტორიაზე, სადაც გ---------მ ავტომანქანა გააჩერა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, გადავიდა მანქანიდან, გზა ფარნით გაინათა და ეზოში შევიდა. იგი რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან და სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, ვიღაცას ჰკითხა _ „ხომ არ გინახავსო“. როგორც შემდეგ გაიგო, პიროვნება, ვისაც გ--------- თ------ე გამოელაპარაკა, დ------ ს---------ს მეზობელი დ----- ნ--------ე ყოფილა.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლემ _ ნ---- ჯ-------მ აჩვენა, რომ 2016 წლის 31 ივლისს გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო თავისი შვილი დ------ ს--------- დატოვა სახლში, სოფელ დ-------ში. მისი წასვლის შემდეგ დ------ი რამოდენიმე დღე ბიცოლასთან _ დ------- ჯ-–---- იმყოფებოდა სოფელ კ---–-––ი, საიდანაც 7 აგვისტოს წამოსულა. როდესაც დ------ის თვითმკვლელობის შესახებ შეატყობინეს, იმავე დღეს დაბრუნდა საქართველოში. მისი შვილის გვამი დ------- ჯ-–-ს ოჯახში იყო დასვენებული, ხოლო მისი დაბრუნებიდან მეორე დღეს თავის სახლში გადაასვენეს. ამის შემდეგ მას საუბრები ჰქონდა ნათესავებთან და არკვევდა დ------ის გარდაცვალების მიზეზს. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 2016 წლის 7 აგვისტოს, დ------ს შეტყობინება გაუგზავნია მისი დისთვის, რომელშიც ეწერა, რომ კედელზე დაკიდებულ საათში რაღაც ჰქონდა დატოვებული და მისთვის (ნ---- ჯ-------სთვის) ეჩვენებინათ. აღნიშნული წერილი უნახავთ მის დას _ ნ----- ჯ-------ს, ძმას _ ვ------- ჯ-------ს და ნათესავს _ მ------ ჯ-------ს. იგი მისი შვილის ხელით იყო დაწერილი. დ------ი წერდა, რომ თავი მოიკლა პოლიციის თანამშრომლის, გ--------- თ------ის მხრიდან ზეწოლის გამო. როდესაც თურქეთიდან ჩამოვიდა, ნ----- ჯ-------მ მას მისცა ამ წერილის დედანი, რომელიც საგამოძიებო ორგანოში მიიტანა. ნ---- ჯ-------ს განმარტებით, იგი შეხვდა და ესაუბრა გ--------- თ------ეს, რომელმაც წერილის შინაარსზე უთხრა, რომ ტყუილი იყო. მანვე მოუყვა, რომ დ------ი მასთან მისული ყოფილა სერიოზული პრობლემის გამო, კერძოდ, მას მოპარული ჰქონია მიცვალებულის ტელეფონი და ვერ ჩადიოდა ს---------ში, ამიტომ გ---------სთვის უთხოვია დახმარება.

 

დაცვის მხარის შეკითხვაზე ნ---- ჯ-------მ განმარტა, რომ გ--------- თ------ეს იცნობს რამდენიმე წელია და მასთან ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. როდესაც თურქეთში წავიდა, გ---------ს უთხრა, რომ მისი შვილი თამაშობდა ტოტალიზატორში და თხოვა ყურადღება მიექცია მისთვის. გ--------- თ------ეს დ------ ს---------სთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მის შვილებს არასდროს უთქვამთ, რომ გ---------ს მხრიდან რაიმე ძალადობას ან მუქარას ჰქონოდა მათ მიმართ ადგილი.

 

მოწმე დ------- ჯ-–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დ------ ს--------- მისი მაზლიშვილი იყო. როდესაც დ------ს მამა გარდაეცვალა, დედა სკოლა-ინტერნატში ტოვებდა უსახსრობის გამო და ამიტომ თვითონ პატრონობდა მას. 2016 წლის 7 აგვისტოს დ------ი მასთან იყო სახლში, სოფელ კ---–-––ი და იქედან წავიდა სოფელ დ-------ში, თავის სახლში, საიდანაც მეორე დღეს უნდა დაბრუნებულიყო. 8 აგვისტოს მეზობლებმა შეატყობინეს, რომ დ------ი ცუდად იყო. როდესაც დ-------ში ჩავიდა, შეიტყო, რომ მას თავი მოუკლავს და ქ.ქუთაისში ჰყავდათ გადაყვანილი. 9 აგვისტოს კი მიცვალებული მასთან გადაასვენეს სოფელ კ---–-––ი.

 

მოწმე ნ----- ჯ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დ------ ს--------- იყო მისი დისშვილი, რომელთანაც ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მას ბოლოს ტელეფონზე ესაუბრა 2016 წლის 7 აგვისტოს, რა დროსაც შეატყო, რომ მოწყენილი იყო. მის შეკითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზეზი, დ------მა უპასუხა _ დღეს ვარ მოწყენილი და ხვალ აღარ ვიქნებიო. ამის შემდეგ, დაახლოებით 20:50 საათზე, დ------მა თავის სატელეფონო ნომერზე გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც თხოვდა, წერილი არ წაეშალა და დედამისისთვის ეთქვა, რომ იმ ადგილზე, სადაც ფულს ინახავდა, რაღაც ჰქონდა დამალული და ენახა. 2016 წლის 9 აგვისტოს შეიტყო, რომ დ------ ს---------ს თავი ჩამოუხრჩვია, რა დროსაც გაახსენდა დ------ის მიერ მიწერილი შეტყობინება და მიხვდა, რომ მასში მითითებულ ადგილზე იქნებოდა დ------ის მიერ დატოვებული წერილი. ამის თაობაზე მოუყვა თავის ძმას _ ვ------- ჯ-------ს, დისშვილს _ დ----- ს---------ს და ნათესავს _ მ------ ჯ-------ს, რომლებთან ერთადაც ჯერ სამტრედიის პოლიციაში მივიდა, სადაც აიღეს წერილის მოძებნის ნებართვა, ხოლო შემდეგ წავიდნენ სოფელ დ-------ში, დ------ ს---------ს საცხოვრებელ სახლში. ვინაიდან, დ------ ს--------- ფულს ბუხრის თავზე დაკიდებული საათის უკან ინახავდა, ჩამოიღეს აღნიშნული საათი, რომლის უკანა მხარეს მართლაც აღმოჩნდა დ------ ს---------ს მიერ დაწერილი წერილი, რომელშიც იგი გ--------- თ------ეს ადანაშაულებდა მის თვითმკვლელობამდე მიყვანაში.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს თავიანთ ჩვენებებში მოწმეებმა ვ------- ჯ-------მ, დ----- ს---------მ და მ------ ჯ-------მ.

 

საქმეში არსებული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის, თ---------- ლ-------ის მიერ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ---- ჯ-------ს მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ამ უკანასკნელის მიერ მისი დაკითხვისას წარდგენილი დოკუმენტები, მათ შორის _ ცალხაზიანი რვეულის ერთ ფურცელზე ორივე მხარეს შესრულებული ხელნაწერი ტექსტი, შემდეგი შინაარსით: „დ------ი ს--------- პოლიციელი გ---------ამ მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხოარაქო. დათესილიო უნდა მითხრაო, თორემ რაც არ გაგიკეთებია იმას შეგტენიო მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა წამიყვანა იანეტისკენ და აქ მოგკლავო მემუქრებოდა გ--------- თ------ე მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოვო ვისაქდა-ვისარაო პლანიო დათესილიო ან კ---–-–იო ან დ-------შიო და ს---------შიო; ეს მოხტა 07.08.2016 აგვისტო კარგად გემშვიდობებიტ ყველას; დ------ი ს--------- 20:10 07.08.2016. დედა დარჩი მარტო მაგრამ რავქნა ბოზობას სიკვდილი მირჩევნია. ასე მაიძულეს და იძულებულივარ ასე მოვიქცე უნდა გაუძლო დედა ერთი შვილი დაკარგე და ახლა მეორესაც კარგავ დედა ხო იცი სავმალავდი ფულს და იქ დავტოვებ წერილს სსს და მიხვტი“.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელწერის ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ---- ჯ-------ს მიერ წარდგენილი ხელნაწერი ტექსტი, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: „დ------ი ს--------- პოლიციელი გ---------ამ ... “ ,,... იქ დავტოვებ წერილს ს ს ს და მიხვტი“, განლაგებული ცალხაზიანი რვეულის ფურცლის ორივე გვერდზე, შესრულებულია დ------ ს---------ს მიერ.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ც---- ზ-------მ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ დ------ ს---------ს სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია, განვითარებული კისრის ორგანოზე მარყუჟის მიწოლის შედეგად. ამავე დასკვნის თანახმად, გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგ---- გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგ----დან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 14 საათი. დ------ ს---------ს გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება ერთგვარი სტრანგულაციური ღარის სახით, კისრის შუა და ზემო მესამედში, ფარისებრი ხრტილის დონეზე და მაღლა, წინა ზედაპირის განივი გვერდითა ზედაპირის მცირედ ირიბად აღმავალი წინიდან-უკან, ქვემოდან-ზემოთ, სისხლჩაქცევებით მიმდებარე რბილ ქსოვილებში. ენისქვეშა ძვლის მარცხენა რქის მოტეხილობით, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები _ განვითარებულნი სამარყუჟე მასალის აღნიშნულ მიდამოში ჩაჭერის შედეგად, რაც მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან, სიკვდილთან. დ------ ს---------ს გვამს ასევე აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევა ენის მწვერვალზე, ნაჭდევები წვივის შიგნით ზედაპირზე ზედა მესამედში და მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის შიგნით ზედაპირზე _ განვითარებულნი რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში. ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან _ სიკვდილთან.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა.

 

სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებას დაექვემდებარა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის კამერების ჩანაწერები 2016 წლის 07 აგვისტოს 15 საათიდან 2016 წლის 12 აგვისტოს 10 საათამდე პერიოდში. კამერა 1-ის დათვალიერებისას, რომელიც მიმართულია პოლიციის შენობის წინა მხარეს სკვერისაკენ და უყურებს შენობაში შესასვლელი კიბეების წინა ნაწილს და ცენტრალური გზის ნაწილს, 16:42:25 საათზე კადრში მარცხენა მხრიდან შემოდის დ------ ს---------, რომელიც მიემართება სამმართველოს შენობაში შესასვლელი კიბეებისაკენ და ადის კიბეებზე. 16:42:46 საათზე კი კიბეებზე ჩამოდიან დ------ ს--------- და გ--------- თ------ე, რომლებიც გზას აგრძელებენ კადრში მარჯვნივ და ეფარებიან კიბის უჯრედს. 16:43:32 საათზე, მითითებულ მხარეს მოჩანს მოთეთრო ფერის, გვერდზე მოლურჯო ზოლის მქონე „ჰაილუქსის“ მოდელის ავტომანქანა, რომელსაც თავზე ციმციმები აქვს და მიემართება ცენტრალურ გზაზე, ე.წ. სამტრედიის ხიდის მიმართულებით. აღნიშნულის შემდგომ გაიხსნა კამერა 2-ის ფაილი. აღნიშნული კამერა მიმართულია და უყურებს სამტრედიის შს რაინული სამმართველოს შენობაში შესასვლელ კარებს, სამორიგეოს, კიბეებს და ცენტრალური გზის ნაწილს. მითითებულ კამერაში მოჩანს, რომ სამორიგეოს მაგიდასთან ზის გ--------- თ------ე, რომელმაც 16:39:20 საათზე უპასუხა ტელეფონს და ისაუბრა 16:40:23 საათამდე. 16:41:10 საათზე გ--------- თ------ემ აიღო ხელბორკილი და ჩაიდო შარვლის ჯიბეში, ხოლო 16:42:15 საათზე ადგა და გაემართა კარებისაკენ, რა დროსაც კადრში გამოჩნდა დ------ ს---------, რომელიც კიბეებზე ადის და კიბის ბაქანზე ხვდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც ჩადიან დაბლა კიბეებზე და მიემართებიან შენობის მარჯვენა მხარეს. კამერა 6-ის ჩანაწერების მიხედვით, რომელიც აკონტროლებს ცენტრალური შემოსასვლელი კიბეების ბაქანს და კარებს შორის ტერიტორიას, ასევე კიბეების და ცენტრალური გზის ნაწილს, მოჩანს, რომ 16:42:18 საათზე გ--------- თ------ე გამოდის შენობიდან კიბეების ბაქანზე. 16:42:37 საათზე ამავე ბაქანზე ხვდება დ------ ს---------ს და მიდიან დაბლა კიბეებზე, გადიან შენობის მარჯვენა მხარეს, 16:43:09 საათზე სხდებიან ავტომანქანაში და 16:43:25 საათზე მიემართებიან ე.წ. სამტრედიის ხიდის მიმართულებით. ავტომანქანა არის „ჰაილუქსის“ მოდელის, მოთეთრო ფერის, გვერდებზე მოლურჯო ზოლით და თავზე ციმციმათი. კამერა 1-ზე 17:18:44 საათზე კადრზე მოჩანს იგივე „ჰაილუქსის“ მოდელის ავტომანქანა, რომელიც მარცხენა მხარეს მდებარე სამოძრაო ზოლში მოძრაობს და მიემართება პოლიციის სამმართველოს მიმართულებით. კამერა 4-ზე, რომელიც შენობის უკანა მხარეს აკონტროლებს, 17:18:52 საათზე მოჩანს, რომ შემოუხვია იმავე „ჰაილუქსის“ მარკის ავტომობილმა. კამერა 5-ზე, რომელიც აკონტროლებს პოლიციის შენობის უკანა მხარეს, 17:19:03 საათზე მოჩანს, რომ ჩერდება იგივე „ჰაილუქსი“, საიდანაც, 17:21:20 საათზე გადმოდის დ------ ს--------- და მიემართება გზის საპირისპირო მხარეს, ხოლო „ჰაილუქსი“ გადმოდის შენობის გვერდით სადგომზე. იმავე დროებში კამერა 3-ზე მოჩანს, რომ დ------ ს--------- ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მიემართება გზის საპირისპირო მხარეს, ქვეითების ზოლში, აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო ავტომანქანა გ--------- თ------ეს მიჰყავს პოლიციის შენობის გვერდით. კამერა 2-ის მიხედვით, 17:22:10 საათზე გ--------- თ------ე ამოვიდა კიბეებზე და დაბრუნდა სამორიგეოში. აღნიშნულით დათვალიერება დასრულდა.

 

გარე ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებას დაექვემდებარა ი---------------–-–---ს ტოტალიზატორ „-–----------ის“ სამტრედიის ფილიალის გარე სათვალთვალო სისტემის ჩანაწერები, 2 ცალ დისკზე. პირველი დისკის დათვალიერებისას მასზე აღმოჩნდა 2 ჩანაწერი. მათგან პირველ ჩანაწერზე აღმოჩნდა მონაცემები 2016 წლის 7 აგვისტოს 16:30 საათიდან 17:15 საათამდე. თავად კამერა მიმართულია სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს მიმართულებით და აკონტროლებს ცენტრალური გზის ნაწილს. გამოძიებისთვის საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა 16:38:51 საათზე, რა დროსაც კადრში გამოჩნდა ე.წ. სამტრედიის ხიდის მიმართულებით მოძრავი მოთეთრო ფერის „ჰაილუქსის“ მოდელის ავტომობილი, გვერდზე მოლურჯო ზოლით, რომლის სახურავზე განლაგებულია ციმციმა, ხოლო მეორე ჩანაწერის დათვალიერებისას (თავად კამერა მიმართულია ე.წ. ქუთაისის ხიდის მიმართულებით) გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა 16:37:33 საათზე, რა დროსაც კადრში გამოჩნდა ე.წ. ქუთაისის ხიდის მიმართულებით მოძრავი იგივე ავტომობილი. ამავე ტოტალიზატორის მიერ მოწოდებულ მეორე დისკზეც აღმოჩნდა 2 ჩანაწერი, რომლებიც მოიცავს 2016 წლის 7 აგვისტოს 17:15-დან 17:30 საათამდე დროის პერიოდს. გამოძიებისთვის საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა პირველ ჩანაწერში, კერძოდ, 17:17:55 საათზე კადრში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ხოლო 17:18:02 საათზე, მკვეთრად გაუხვია სამხრეთისაკენ და გააგრძელა მოძრაობა, რის შემდეგაც გავიდა კამერის თვალთახედვის არედან, მეორე კამერაზე კი რაიმე საინტერესო ჩანაწერი აღმოჩენილი ვერ იქნა. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებას დაექვემდებარა შ-----------------–---------------ს“ აგს სამტრედიიდან მოწოდებული DVD დისკი და მასზე არსებული ჩანაწერები. აღნიშნულ დისკზე აღმოჩნდა 2 ჩანაწერი, რომელთაგან ერთ-ერთზე აღმოჩნდა ინფორმაცია 2016 წლის 7 აგვისტოს 16:25 საათიდან 17:15 საათამდე. კამერა უყურებს შესაბამისი აგს-ს წინ გამავალი ცენტრალური გზის მონაკვეთს, გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი მითითებულ კამერაზე აღმოჩნდა 16:59:08 საათზე, რა დროსაც მოჩანს ცენტრალურ ცალმხრივ გზაზე დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოძრავი „ჰაილუქსის“ მოდელის მოთეთრო ფერის ავტომობილი, რომელსაც გვერდით დაჰყვება მოლურჯო ფერის ზოლი, ხოლო სახურავზე აქვს ციმციმა. მეორე ჩანაწერის დათვალიერებისას გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა 16:59:06 საათზე, რა დროსაც კადრში ჩანს იგივე ავტომანქანა, წარწერით პოლიცია, რომელიც მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთით. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებას დაექვემდებარა ი----------–--------დან გამოთხოვილი გარე სათვალთვალო სისტემის ჩანაწერები, რომელზეც გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა 16:45:46 საათზე, რა დროსაც კადრში გამოჩნდა „ჰაილუქსის“ მოდელის მოთეთრო ფერის ავტომანქანა, წარწერით პოლიცია, რომელიც მოძრაობს დასავლეთის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებას დაექვემდებარა შ---------------ს“ ტოტალიზატორ „---------–----ის“ სამტრედიის ფილიალიდან გამოთხოვილი გარე სათვალთვალო სისტემის 2 კამერის ჩანაწერები, რომელთაგან გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი კამერა 1-ზე აღმოჩნდა 17:15:03 საათზე, რა დროსაც დასავლეთის მიმართულებით ცალმხრივ სამოძრაო ზოლში გამოჩნდა „ჰაილუქსის“ მოდელის მოთეთრო ფერის ავტომანქანა, წარწერით პოლიცია, ხოლო კამერა 2-ზე გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა 17:14:54 საათზე, რა დროსაც კადრში გამოჩნდა იგივე ავტომობილი, რომლის სანომრე ნიშანია A------ და რომელიც მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებას დაექვემდებარა ს-------------------“ სამტრედიის სერვის ცენტრიდან გამოთხოვილი გარე სათვალთვალო სისტემის ჩანაწერები, რომელზეც გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი აღმოჩნდა 17:15:30 საათზე, რა დროსაც კადრში გამოჩნდა „ჰაილუქსის“ მოდელის მოთეთრო ფერის ავტომანქანა, წარწერით პოლიცია, რომელიც მოძრაობს აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.

 

ბრალდებულმა გ--------- თ------ემ როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას განაცხადა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი განმარტებით, იგი 2003 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა პოზიციებზე. 2015 წლის 01 ოქტომბრიდან დაინიშნა შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად და მისი სამოქმედო ტერიტორია მოიცავდა სამტრედიის რაიონის სხვადასხვა სოფლებს, მათ შორის, სოფელ დ-------ს. შესაბამისად, იცნობდა როგორც დ------ ს---------ს, ასევე მისი ოჯახის წევრებს. სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ დ------ ს--------- და მისი ძმები, რომლებიც გადმოსული იყვნენ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლიდან და მათი ზედამხედველობა დავალებული ჰქონდა არა მარტო მას, არამედ სხვა პოლიციელებსაც. გ--------- თ------ის ჩვენებით, მას ხშირად უკავშირდებოდა დ------ ს---------ს დედა ნ---- ჯ-------, რომელიც თხოვდა, რომ ბიჭებისთვის გაეწია მეთვალყურეობა და რჩევა-დარიგებები მიეცა მათთვის. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, კანონთან პირველი პრობლემები შეექმნა დ------ ს---------ს ძმას _ დ-----ს. პირველად მისი დაკავება მოხდა ქურდობის ფაქტზე, მერე კი სოფელ დ-------ში ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა თვითონ დ------ ს---------მ. ამის შემდეგ იგი სისტემატურად დადიოდა ნ---- ჯ-------ს ოჯახში, ესაუბრებოდა და რჩევა-დარიგებას აძლევდა ბავშვებს. გ--------- თ------ის განმარტებით, დ------ის გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მას ტელეფონზე დაურეკა ნ---- ჯ-------მ და დახმარება თხოვა იმასთან დაკავშირებით, რომ დ------ ს--------- სისტემატურად თამაშობდა აზარტულ თამაშებს. დ------ ს--------- გასამართლებული იყო ქურდობის ფაქტზე, რისთვისაც მისჯილი ჰქონდა 2 წელი პირობითი მსჯავრი და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. 2016 წლის 7 აგვისტომდე დაახლოებით ერთი-ორი დღით ადრე, იგი შეხვდა დ------ ს---------ს, რომელმაც უთხრა, რომ მასთან სალაპარაკო ჰქონდა, მაგრამ რადგან იმ მომენტისთვის არ ეცალა, მასთან გასაუბრება სხვა დროისთვის გადადო. 2016 წლის 7 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გაახსენდა, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი სურდა დ------ ს---------ს. იფიქრა, რომ შეიძლებოდა რამე პრობლემა ჰქონოდა მას და რადგანაც სახლში სადილზე გასვლას აპირებდა, გადაწყვიტა დროის ამ მონაკვეთში გასაუბრებოდა დ------ს. ამ მიზნით დაურეკა მას, რა დროსაც დ------მა დაუდასტურა, რომ სურდა მისი ნახვა და სამსახურში მივიდოდა მასთან. სამმართველოს შენობიდან გასვლისას კიბეებზე შეხვდა დ------ ს---------, რომელმაც უთხრა, რომ სოფელ დ-------ში მიდიოდა, გაჰყვებოდა მას და გზაში მოუყვებოდა ყველაფერს. გზაში საუბრისას დ------ ს---------მ მოუყვა, რომ მობილური ტელეფონის მოპარვას აბრალებდნენ, რის შემდეგაც თვითონ დაუსვა შეკითხვა _ აბრალებდნენ თუ მართლა მოიპარა, რაზედაც დ------ ს---------ს არაფერი უპასუხია. ამ დროს მიუახლოვდნენ ხიდს და დ------მა თხოვა გაეჩერებინა მანქანა. იგი გამოემშვიდობა მას და უთხრა, რომ მორიგე იყო, საღამოს ნახავდა და აღნიშნულ საკითხზე კიდევ გაეგრძელებინათ საუბარი. ამის შემდეგ მივიდა სახლში, ისადილა და როცა სამსახურში ბრუნდებოდა, გზაში ისევ ხიდთან შეხვდა დ------ ს---------, რომელსაც გაუჩერა მანქანა და ჰკითხა თუ რატომ არ წავიდა სოფელში, რაზედაც დ------მა უპასუხა, რომ ქალაქში მიდიოდა საქმეზე. ამის გამო ჩაისვა მანქანაში და გზაში გააგრძელეს მოპარულ მობილურ ტელეფონზე საუბარი, მაგრამ დ------ ს---------სგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. ამასობაში პოლიციის შენობასთან მივიდნენ. დ------მა უთხრა, რომ საღამოს ეტყოდა ყველაფერს, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს. საღამოს, როდესაც სამორიგეო გადანაწილება მოხდა, იგი სოფელ დ-------ში გაუშვეს. რადგან ახსოვდა, რომ დ------ ს---------ს უნდა ენახა, რამდენჯერმე დაურეკა მას, მაგრამ დ------მა არ უპასუხა, რის გამოც სახლში მიაკითხა, თუმცა არავინ გამოეხმაურა. ამ დროს შემთხვევით დაინახა მეზობელი, რომელსაც ჰკითხა დ------ ს---------ს ადგილსამყოფელი თუ იცოდა. მისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ კი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მეორე დღეს, 2016 წლის 8 აგვისტოს მეუღლე მიჰყავდა ქ.თბილისში საოპერაციოდ, რა დროსაც სამსახურიდან დაურეკეს და ჰკითხეს იმ პიროვნების შესახებ, რომელსაც სოფელ დ-------ში ესაუბრა ღამით. მისივე განმარტებით, დ------ ს---------ს თვითმკვლელობამ მასზე იმოქმედა და სიბრალული გამოიწვია. 2016 წლის 10 აგვისტოს დაურეკა დ------ის დედამ, ნ---- ჯ-------მ, რომელმაც უთხრა, რომ დ------- ჯ-–- არ აძლევდა შვილის გადასვენების უფლებას და დახმარება თხოვა. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა ხელმძღვანელობას და პრობლემა მალე მოგვარდა. სამტრედიაში დაბრუნებულმა გაიგო დ------ ს---------ს მიერ დატოვებული წერილის შესახებ, რის შემდეგაც მივიდა ნ---- ჯ-------სთან და წყნარ ვითარებაში აუხსნა, რომ წერილის შინაარსი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ისინი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ--------- თ------ის მიერ დ------ ს---------ს თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენას, კერძოდ:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შინაარსიდან ირკვევა, თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანა გულისხმობს დამნაშავის მიერ მსხვერპლის მიმართ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენას. იგი შეიძლება გამოიხატოს მუქარაში, სასტიკ მოპყრობაში ანდა პატივის ან ღირსების სისტემატურ დამცირებაში. მუქარაში შეიძლება ვიგულისხმოთ სიკვდილის თუ ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მუქარა, ისეთი ცნობების გავრცელება, რომლის განჟღავნებაც დაზარალებულისათვის სასურველი არ არის და მრავალი სხვა. მთავარია, რომ იგი დაზარალებულის მიერ აღიქმებოდეს როგორც მისი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესებისათვის სახიფათო. სასტიკი მოპყრობა კი გულისხმობს ისეთ ქმედებათა ჩადენას, რომელიც დაზარალებულს განსაკუთრებულ ფიზიკურ ან ზნეობრივ ტანჯვას აყენებს, მაგალითად, ცემა, უმოწყალო დამოკიდებულება და სხვა. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში გ--------- თ------ისთვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნება დ------ ს---------ს მიერ თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილს, რომელიც საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, მასში მითითებული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებით.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას იმის შესახებ, რომ დ------ ს---------ს წერილი გამყარებულია ისეთი მტკიცებულებებით, როგორიცაა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს, ი---------------–-–---ს ტოტალიზატორ „-–----------ის“, შ-----------------–---------------ს“ ავტოგასამართი სადგურის, ი----------–--------ს, ს-------------------“, ს--------------–---------ს“ და ტოტალიზატორ „---------–----ის“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, დ------ ს---------სა და გ--------- თ------ის სატელეფონო ნომრების ამონაწერი, გარდაცვლილის მობილურზე და სიმ ბარათზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა და სხვა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ხელწერის ექსპერტიზის დასკვნითა და მისი ჩამტარებელი ექსპერტის ჩვენებით დადგენილია ის ფაქტი, რომ ხსენებული წერილი ნამდვილად დ------ ს---------ს მიერ არის დაწერილი და ამ გარემოებას სადავოდ არც მხარეები ხდიან. მოცემულ შემთხვევაში სადავოა წერილის შინაარსი და შესაბამისად, შესაფასებელია რით დასტურდება მასში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობა. ამ მიმართებით აპელანტი იშველიებს ვიდეოსათვალთვალო სისტემების ჩანაწერებს და დ------ ს---------სა და გ--------- თ------ის სატელეფონო ნომრების ამონაწერს. მართალია, მითითებული ჩანაწერებით დადგენილია, რომ გ--------- თ------ემ 2016 წლის 7 აგვისტოს მასთან სამსახურში მისული დ------ ს--------- ნამდვილად ჩაისვა თავის სამსახურებრივ ავტომანქანაში, რის შემდეგაც გაემართა ე.წ. სამტრედიის ხიდის მიმართულებით, რასაც თავად გ--------- თ------ეც არ უარყოფს, მაგრამ ამ ჩანაწერებით არ დასტურდება, რომ გ--------- თ------ემ ამ დროს რაიმე არამართლზომიერი ქმედება განახორციელა დ------ ს---------ს მიმართ, ხოლო დ------ ს---------სა და გ--------- თ------ის სატელეფონო ნომრების ამონაწერი, მისი არსიდან გამომდინარე, ვერ დაადასტურებს რაიმე სახის ძალადობისა და მუქარის ფაქტებს. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებენ გ--------- თ------ის ბრალეულობას.

 

ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დ------ ს---------ს მიერ თვითმკვლელობამდე დატოვებული წერილისა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ--------- თ------ემ დ------ ს--------- მასზე დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით წაიყვანა სოფელ ი-----ის მიმართულებით, სადაც მოსთხოვა პოლიციასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანაშაულის დაბრალებით დაემუქრა და იძალადა მასზე. რაც შეეხება დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეების ჩვენებებს, რომლებშიც საუბარია დ------ ს---------ს მიერ თვითმკვლელობის ჩადენაზე გ--------- თ------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ისინი გადმოსცემენ დ------ ს---------ს წერილში მითითებულ ინფორმაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაასკვნას, რომ დ------ ს--------- თვითმკვლელობამდე გ--------- თ------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულმა მუქარამ და სასტიკმა მოპყრობამ მიიყვანა, ვინაიდან, აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ--------- თ------ის მიერ დ------ ს---------ს მიმართ ისეთი არამართლზომიერი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა დანაშაულის დაბრალების მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და პოლიციასთან თანაშრომლობის მოთხოვნა, რამაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თვითმკვლელობამდე მიიყვანა იგი. შესაბამისად, ვერ დგინდება გ--------- თ------ის ქმედებასა და დ------ ს---------ს თვითმკვლელობას შორის მიზეზობრივი კავშირი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობის პირობებში სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ გ--------- თ------ესთან შეხვედრამ, მისმა მუქარამ და ცემამ დ------ ს--------- ფსიქოლოგიურ კრიზისში ჩააგდო და თვითმკვლელობის გადაწყვეტილება მიაღებინა, რაც პალატის შეფასებით, წარმოადგენს საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ--------- თ------ის მხრიდან დ------ ს---------ს მიმართ განხორციელებული ქმედება, რამაც ეს უკანასკნელი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობასაც.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 333-ე მუხლით კრიმინალიზებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მისთვის ნორმატიული აქტით მინიჭებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა _ ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს დარღვევის არსებითობა, რომელიც არ არის ერთმნიშვნელოვანი, წინასწარ ჩამოყალიბებული ან კანონმდებლობით განსაზღვრული და დამოკიდებულია კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. ქმედება, ჩადენილი ძალადობით, წარმოადგენს ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა გ--------- თ------ის მიერ იმ ქმედებების ჩადენა, რაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მისი მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად შეფასდა, კერძოდ: საქმეში არ არსებობს ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ გ--------- თ------ის მიერ დ------ ს---------ს მიმართ მუქარისა და ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, რაც მას ბრალად ჰქონდა წარდგენილი. ამდენად, გ--------- თ------ის ქმედება _ დ------ ს---------ს სამსახურში დაბარება მასთან გასაუბრების მიზნით და შემდგომ თავის სამსახურებრივ ავტომანქანაში მისი ჩასმა, არ შეიძლება შეფასდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ამ დროს გ--------- თ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დ------ ს---------ს მიმართ ძალადობას ან სხვა არამართლზომიერ ქმედებას, რაც ამ უკანასკნელის უფლების არსებით დარღვევას გამოიწვევდა. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ „ინ დუბიო პრო რეო“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ--------- თ------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გ--------- თ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ივნისის განაჩენი გ--------- თ------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ--------- თ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.გამართლებულ გ--------- თ------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· ზ---- ჩ-----ს მიერ წარმოდგენილი ვიდეოფაილები, ჩაწერილი CD-R დისკზე, ,----------–-დან” გამოგზავნილი ინფორმაცია ერთ CD დისკზე, ”-----------–--------ის” სამტრედიის ფილიალიდან გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ CD დისკზე, დ------ ს---------ს წერილი და მასალები 44 ფურცლად, შ-------------დან“ ამოღებული გირავნობის ხელშეკრულებები, გარე მეხსიერების მოწყობილობა, გ--- მ------ისგან აღებული ხელწერის ნიმუშები და გ--- მ------ის მიერ შესრულებული წერილი, ნ---- ჯ-------ს დაკითხვის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი 07 დისკზე, კომპიუტერული ექსპერტიზის დანართი, სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერი 01 DVD დისკზე, ტოტალიზატორ ,----------–----ის” სამტრედიის ფილიალის გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი 01 DVD დისკზე, ტოტალიზატორ ”-–----------ის” ჩანაწერები 02 DVD დისკზე, აგს „----------იის“ გარე სათვალთვალო სისტემის ჩანაწერები 01 დისკზე, ი----------–--------ს გარე სათვალთვალო სიტემის ჩანაწერი 01 DVD დისკზე, სს „-------------ის“ სამტრედიის ფილიალის გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერი 01 DVD დისკზე და ვიდეოპორტალ „MYVIDEO“-ს ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთული ვიდეოფაილი 01 დისკზე _ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· მობილური ტელეფონი და სიმ-ბარათი, რვეული და ერთი ცალი საწერკალამი, ასევე მოწმე მ--–---- ხ----–---–ის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ყუთი _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

· დ------ ს---------ს ტანსაცმელი და საფულე _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

· დ------ ს---------ს გვამიდან მოხსნილი ნაჭრის თოკი, დ------ ს---------ს გვამიდან ამოღებული ხელის ფრჩხილების ნიმუშები, დ------ ს---------ს ფრჩხილების ფრაგმენტებიდან ამოღებული ბოჭკოების მიკრონაწილაკები, ავტომობილის სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა და დ------ ს---------ს სიგარეტი _ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.

6.ცნობად იქნეს მიღებული, რომ გამართლებული გ--------- თ------ე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /თ.სვანიძე/

 

/მ.სირაძე/